„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-29
ბიუროს ნომერი 38
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44,
11.11.1997, გვ. 86) მე-14 მუხლის 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„52. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
341 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულმა კანდიდატად რეგისტრირებულმა
პირმა იმავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საჩივრის განხილვის ვადის
გასვლიდან 3 სამუშაო დღეში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაცია საჯაროა და
დაუყოვნებლივ ქვეყნდება ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიზანია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა
და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტექნიკური ხარვეზის
აღმოფხვრა, რომელიც დაკავშირებულია ამ კანონის მე-14 მუხლის 52 პუნქტის
ჩანაწერთან; კერძოდ, აღნიშნული ნორმა უთითებს „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტზე და აცხადებს,
რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341
მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად წარდგენილმა საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 3 დღის
ვადაში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაცია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7
პუნქტი ამოღებულია და, შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის
52 პუნქტში მასზე მითითება ხარვეზია. ამგვარად, წარმოდგენილი კანონპროექტი
ემსახურება ამ ხარვეზის აღმოფხვრასა და ნორმის სწორი ფორმით ჩამოყალიბებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 52 პუნქტში არსებული ზემოხსენებული
ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა აღნიშნულ კანონში შესაბამისი
ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად აღმოიფხვრება „საჯარო დაწესებულებაში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე14 მუხლის 52 პუნქტში არსებული ზემოხსენებული ტექნიკური ხარვეზი და ნორმა
სწორი ფორმით ჩამოყალიბდება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1
კანონპროექტით ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის
52 პუნქტის პირველ წინადადებაში და იგი შემდეგი სახით ჩამოყალიბდება:
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის
მე-8 პუნქტით გათვალისწინებულმა კანდიდატად რეგისტრირებულმა პირმა იმავე
მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 3
სამუშაო დღეში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაცია.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან მიმართებით მოთხოვნილია მისი
დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება და წარმოდგენილია ამის შესაბამისი
დასაბუთება. ამრიგად, აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვისა და მიღების შემთხვევაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიც დაჩქარებული წესით უნდა
იქნეს განხილული და მიღებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
2
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი,
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
მოსაკრებელი
ან სხვა სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
3
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი.
4
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი
ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, შალვა პაპუაშვილი.
5