საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ დავითაშვილი, ანზორ მაჭარაშვილი) მიერ წარმოდგენილ „დუალური პროფესიული განათლების შესახებ“ (№1-1118/21; 05.02.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-29
ბიუროს ნომერი 38
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
2-3792/21
29-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების
მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ დავითაშვილი, ანზორ
მაჭარაშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ,,დუალური პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1118/21,
05.02.2021).
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2021 წლის 26
მარტს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება.
საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია კანონპროექტის სახით და მისი
მიზანია:
პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების
ხელშეწყობა, სფეროს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანისა და
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების ხელშეწყობა. შრომის
ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციების სისტემის განვითარება,
მოქნილი, კომპეტენციებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა,
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა დასაქმების
დონის გაუმჯობესება.
საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მოსაზრებით წარმოდგენილი კანონპროექტი
გვთავაზობს ახალ მიდგომებსა და პრინციპებს პროფესიული განათლების დუალური
მეთოდით სწავლების საკითხებთან მიმართებაში, მოიცავს ამ სფეროსთან დაკავშირებულ
საკვანძო საკითხს, რომ პროფესიული განათლება უნდა იყოს შრომის ბაზარზე
ორიენტირებული და შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროფესიული
სასწავლებლის კურსდამთავრებულებმა ადვილად იშოვონ სამსახური და იყვნენ ბიზნესზე
ორიენტირებულები.
,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ისეთი
მნიშვნელოვანი საკითხების სამართლებრივ რეგულირებას როგორიცაა: სწავლება - სწავლის
მრავალფეროვანი ფორმების (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება და სხვა) და ინოვაციური
მიდგომების შეთავაზება ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით; პროფესიული
განათლების ზოგად და უმაღლეს განათლებასთან კავშირის უზრუნველყოფა და
პროფესიული განათლების სისტემის მოქნილობა; პროფესიული განათლების მორგებას
შრომის ბაზრის არსებულ და სამომავლო მოთხოვნებთან და პირის მომზადებას დასაქმებისა
და სამეწარმეო საქმიანობისათვის; ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარებას,
არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების შექმნას, კრედიტების დაგროვებისა და
ტრანსფერის სისტემის განვითარებას; პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის
შიდა და გარე მექანიზმების განვითარებას; შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობის
ხელშეწყობას პროფესიული მომზადებისა და გადამზადების გზით; პროფესიული
განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობას; ფორმალურ 2 განათლებაში
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის
განვითარებას; პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემის ჩამოყალიბებას; პროფესიულ
სტუდენტთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მობილობის ხელშეწყობას;
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას. ამ საკითხებს შორის
ერთ - ერთი მნიშვნელოვანი თემაა დუალური პროფესიული განათლება.
წარმოდგენილი
კანონპროექტის
ცალკეული
მუხლებით
განსაზღვრული
კონცეპტუალური საკითხები და მიდგომები აცდენილია დუალური განათლების ევროპულ,
მათ შორის, გერმანულ გაგებასთან, აღრეულია ცნებები და მათი მნიშვნელობა.
ამასთანავე, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის
მე-4 პუნქტის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის
საგანმანათლებლო
პროგრამის/პროფესიული
მომზადების
პროგრამის/პროფესიული
გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების
წესსა და პირობებს სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა“.
კანონპროექტის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში
აღნიშნულია, რომ ,,საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით (გაეროს განვითარების
პროგრამა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) უკვე შემუშავებულია
„სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ და
„პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამის/მოკლე
ციკლის
საგანმანათლებლო
პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები, რომელთა
წარდგენა დასამტკიცებლად განხორციელდება უახლოეს პერიოდში. შესაბამისად, დუალური
პროფესიული განათლების დასარეგულირებლად კანონის პროექტის მომზადების საჭიროება
არ იკვეთება.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, პროფესიული განათლების სისტემის
რეფორმირების ერთიან კონცეფციაზე აგებული საკანონმდებლო აქტისაგან დამოუკიდებლად
დუალურ განათლებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ცალკე მიღება მიზანშეწონილი
არ არის.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება ცნო მიუღებლად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
შალვა პაპუაშვილი