საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 29 მარტს კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-3820/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-03-29
კომიტეტის სხდომის ნომერი 2

📜 ტექსტი

ოქმი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N 2 2021 წლის 29 მარტი, 12:00 საათი საქართველოს პარლამენტი ბრიფინგების ოთახი N 401 სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან დუმბაძე, გიორგი კახიანი, ბექა ოდიშარია, გივი ჭიჭინაძე. აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები. დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა - განხილვა მომხსენებელი: ელისო ბოლქვაძე - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე 1. მოისმინეს კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაცია კომიტეტის 2021 წლის სამუშაო გეგმის შესახებ. მომხსენებელმა ზოგადად დაახასიათა კულტურის კომიტეტის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული საკითხები და გააცნო დეპუტატებს სამუშაო გეგმის პროექტი. კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს კულტურის კომიტეტის მომავალ სამუშაო გეგმასა და სტრატეგიაზე. გამოითქვა მოსაზრებები და წინადადებები, რომლებიც ასახულ იქნა სამოქმედო გეგმის მიზნებსა და ამოცანებში. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველ რიგში, უნდა შეიქმნას თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ. „კულტურის კომიტეტის ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბება ნიშნავს, რომ ეს კომიტეტი უნდა იყოს ეფექტური და მორგებული იმ სიტუაციაზე, რომელშიც ახლა მთელი მსოფლიო იმყოფება. პანდემიამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა კულტურის სექტორს. ვფიქრობ, აუცილებელია ძალიან მჭიდრო ურთიერთობა საერთაშორისო კომიტეტებთან, რადგან მათ დიდი გამოცდილება აქვთ და ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით. კულტურის კომიტეტის მთავარი ამოცანაა მოიძებნოს გზები სექტორის გასადარჩენად, შემუშავდეს საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული კანონები, რომელიც იქნება რეალურად მოქმედი“, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ. 1. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტის წევრები შეჯერდნენ ერთობლივ დოკუმენტზე, რომელიც დასამტკიცებლად გადაეგზავნა პარლამენტის ბიუროს. სხდომის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სხდომის მდივანი ლალი ლორია