საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრის დიმიტრი ხუნდაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/482; 22.07.2020) საქართველოს კანონის პროექტები; 103 ბ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/527; 08.10.2020) საქართველოს კანონის პროექტი.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (303 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (284 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (237 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (204 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (60 KB)
📄 წერილი (69 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-30
ბიუროს ნომერი 39
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-3826/21
29-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგეხსენებათ, საქართველოს პარლმენტმა 2021 წლის 18 თებერვალს (საქართველოს
პარლამენტის დადგენილება N242-IVმს-Xმპ) მიიღო გადაწყვეტილება წინა მოწვევის პარლამენტში
განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების, მათ შორის „სოციალური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/482, 22.07.2020) და
ასევე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-2/527, 08.10.2020) განხილვის პროცედურების გაგრძელების მიზანშეწონილობის
შესახებ.
აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით,
წამყვანი და ასევე იმ კომიტეტებისთვის, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტებს
განსაზღვროთ საპარლამენტო განხილვის ვადები.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge