„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.03.2021
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/35/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-05
ბიუროს ნომერი 43

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირთა კომპენსაციის გაანგარიშება უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს დიპლომატიურ სამსახურში მის მიერ დაკავებული ბოლო უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს მესამედს, რაც დაითვლება კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის თანამდებობისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან.’’. შესაბამისი მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება განაპირობა კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორების აუცილებლობამ. როგორც მოგეხსენებათ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემას უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირთათვის, მათ მიერ 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. კერძოდ, ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად: „უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს.“ მუხლის მოქმედი რედაქციის ხარვეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ კომპენსაციის გაანგარიშება ხდება პირის მიერ ბოლოს დაკავებული თანამდებობის ბოლო ერთი წლის ხელფასის მიხედვით, რაც ზოგჯერ უკავშირდება 15-20 წლის წინანდელ, ძალიან დაბალ თანამდებობრივ სარგოებს, და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, ვინც, მაგალითად, 1520 წლის წინ დაასრულა დიპლომატიური კარიერა და ვინც 5-10 წლის წინ გავიდა პენსიაზე. მე-15 მუხლის მოქმედი რედაქცია შეუსაბამობაშია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთ ძირითად მიზანთან, სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო წაახალისოს ამავე კანონით განსაზღვრული პირთა წრე, რადგან ამ რედაქციის შესაბამისად დაანგარიშებული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ ხშირ შემთხვევაში არ აღემატება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ სახელმწიფო პენსიის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება 70 წლამდე ასაკის პენსიონერისათვის − 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერისათვის − 275 ლარით. ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზად გვესახება კანონის მე-15 მუხლის იმ რედაქციის აღდგენა (მცირე რედაქციული ხასიათის შესწორებით), რომელიც მოქმედებდა 2012 წლის 24 აპრილამდე, კერძოდ: უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის დიპლომატიურ სამსახურში მის მიერ დაკავებული ბოლო უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს მესამედს. როგორც ამ რედაქციიდან ჩანს, კომპენსაციის გაანგარიშება უკავშირდება კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ თანამდებობრივ სარგოს, რაც გამორიცხავს ზემოაღნიშნულ დისკრიმინაციას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღნიშნული კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რათა უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების წესი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შემდეგ მიზანთან - სახელმწიფო კომპენსაცია წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვის გარანტიას სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად გამოსწორდება კანონში არსებული ხარვეზი და კომპენსაციის გაანგარიშება განხორციელდება კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებული თანამდებობრივი სარგოს მიხედვით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-15 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვით, უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის დიპლომატიურ სამსახურში მის მიერ დაკავებული ბოლო უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს მესამედის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან გამომდინარე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დაფინანსების წყაროა ტერიტორიებიდან სახელმწიფო დევნილთა, ბიუჯეტი, შრომის, საქართველოს ჯანმრთელობისა ოკუპირებული და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: აღნიშნული პროექტის მიღება გამოიწვევს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: დღეის მდგომარეობით, იმ პირთა რაოდენობა, რომელთა უფლება, მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია, შეზღუდულია კანონში არსებული ხარვეზის გამო, შეადგენს 17 პირს, რომელთაგან 10 პირი არის 70 წლამდე ასაკის, ხოლო 7 - 70 წლის ან მეტი ასაკის. იმის გათვალისწინებით, რომ კანონის დღევანდელი რედაქციით განსაზღვრული გაანგარიშების შესაბამისად, მათთვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა სახელმწიფო პენსიაზე გაცილებით ნაკლებია, აღნიშნული პირები არ სარგებლობენ სახელმწიფო კომპენსაციით და იღებენ სახელმწიფო პენსიას. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, მათზე თვეში გასაცემი სახელმწიფო პენსიის ჯამური ოდენობა შეადგენს 4325 ლარს (70 წლამდე ასაკის პირთა შემთხევაში − 2400 ლარს, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პირთა შემთხვევაში− 1925 ლარს). კანონპროექტი გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემდეგი სახით: სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა რაოდენობაა 17 პირი და ხარვეზის გასწორების შემდგომ მათზე თვეში გასაცემი კომპენსაციის ოდენობაა – 9520 (17X560) ლარი. კომპენსაციის გაანგარიშება მოხდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობებისათვის დღეს დადგენილი თანამდებობრივი სარგოებიდან, რომლებიც აღემატება 1680 ლარს, რისი ერთი მესამედია 560 ლარი - კანონის შესაბამისად ყოველთვიურად გასაცემი მაქსიმალური ოდენობა. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ დამატებითი ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეადგენს ყოველთვიურად 5195 ლარს (9520-4325=5195) იმ შემთხვევაში, თუ იმ სააგენტოს მიმართა ყველა იმ პირმა, რომელთაც დღეის მდგომარეობით ეზღუდებათ კომპენსაციის მიღება. რაც შეეხება კანონპროექტის ამოქმედების წელსა და შემდგომ სამ წელიწადში გავლენის ოდენობას, აღნიშნული დამოკიდებული იქნება კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა (სულ - არაუმეტეს 17 პირი) მიმართვიანობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეიცვლება კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების პრინციპი - კომპენსაცია დაითვლება მისი დანიშვნის მომენტში შესაბამისი თანამდებობის პირისათვის განსაზღვრული სარგოს ოდენობიდან გამომდინარე (ნაცვლად უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობისა). აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებით ხარჯს (გარდა ზემოაღნიშნული 5195 ლარისა) სხვა პირებთან მიმართებაში, რადგან იმ პირთა თანამდებობრივი სარგოები ვინც უკანასკნელ წლებში მიაღწია 65 წლის ასაკს ან მომავალში მიაღწევს მას, აღემატება 1680 ლარს, რისი ერთი მესამედია 560 ლარი (კანონის შესაბამისად ყოველთვიურად გასაცემი მაქსიმალური ოდენობა). შესაბამისად, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ამ პირებთან დაკავშირებით არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შედეგად, დარღვეული უფლება აღუდგება უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს (სულ - არაუმეტეს 17 პირი), რომლებიც ვერ სარგებლობენ კანონით მათთვის განსაზღვრული კომპენსაციის მიღების უფლებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირისის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ რსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.