საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინფორმაცია „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის“ საკითხზე თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილის ნაცვლად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვიქტორ სანიკიძის განსაზღვრისა და მოკვლევის ჯგუფში საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ამილახვარის ნაცვლად პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილის ჩართვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-03-31
კომიტეტის სხდომის ნომერი 7
📜 ტექსტი
ოქმი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N7
2021 წლის 31 მარტი
პლენარული სხდომის შესვენების დროს
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N224
(C კორპუსი, II სართული)
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: მიხეილ ყაველაშვილი, ვიქტორ სანიკიძე,
შოთა ხაბარელი, ირაკლი მეძმარიაშვილი, თამარ ტალიაშვილი (ლევან კობიაშვილის
ნაცვლად), დავით კაჭარავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაზა ლომინაძე.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები, მედიის წარმომადგენლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.
დღის წესრიგი
1.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის
ჯგუფის საკითხზე - „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“ - მთავარი
მომხსენებლის არჩევა;
მომხსენებელი: მიხეილ ყაველაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე;
2.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის
არჩევა;
მომხსენებელი: მიხეილ ყაველაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს აცნობა, რომ თამარ ტალიაშვილის
სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრობიდან გასვლის გამო,
თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიცია დარჩა ვაკანტური და
აღნიშნულ პოზიციაზე მისი პირველი მოადგილის ვიქტორ სანიკიძის კანდიდატურა
წამოაყენა. ასევე კომიტეტის წევრებს აცნობა, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფის
წევრს გიორგი ამილახვარს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
წარმომადგენლობით, ჩაანაცვლებს თამარ ტალიაშვილი.
აღნიშნულის საფუძველზე, კომიტეტის თავმჯდომარემ წევრებს დასამტკიცებლად
წარუდგინა თემატური მოკვლევის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
1. მიხეილ ყაველაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარე;
2. ვიქტორ სანიკიძე - სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე;
3. დავით კაჭარავა - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი;
4. ირაკლი მეძმარიაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი;
5. ნინო წილოსანი - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
6. ბექა ოდიშარია - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
7. ბექა ლილუაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
8. თამარ ტალიაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი;
9. გიორგი ხოჯევანიშვილი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
10. ნინო ლაცაბიძე - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
წევრი;
11. რამინა ბერაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
წევრი.
გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი თემატური მოკვლევის
ჯგუფის მთავარ მომხსენებლად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
ვიქტორ სანიკიძის კანდიდატურას და დაამტკიცეს მოკვლევის ჯგუფის
შემადგენლობა, წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:
მიხეილ ყაველაშვილის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილია დავით კაჭარავას კანდიდატურა.
გადაწყვიტეს: ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა
მხარი დავით კაჭარავას არჩევას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი
სხდომის მდივანი მაგდა ბზიკაძე