საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ანგარიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-01
ბიუროს ნომერი 41 (11:45)
📜 ტექსტი
ანგარიში
2020 წლის ანგარიში
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ
საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების
აღსრულების შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
2021
სარჩევი
შესავალი ....................................................................................................................................... 3
„ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“ ........................................................................ 3
ინდივიდუალური ღონისძიებები ........................................................................................ 4
ზოგადი ღონისძიებები........................................................................................................... 5
შეჯამება ...................................................................................................................................... 19
2
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებები
შესავალი
წინამდებარე ანგარიშში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 174-ე მუხლის
მესამე პუნქტის საფუძველზე, წარმოდგენილია ინფორმაცია გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის (შემდგომ - „გაერო“) წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ
საქართველოს მიმართ საქმეზე - „ჯ.ჩ. და ჯ.ე. საქართველოს წინააღმდეგ“1
ინდივიდუალურ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების
აღსრულების შესახებ.
როგორც გასული წლის ანგარიშში აღინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მიერ სააღსრულებო წარმოება დასრულებულია გაეროს სახელშეკრულებო
ორგანოებში განხილულ ორ საქმეზე, ესენია - „შოთა რატიანი საქართველოს
წინააღმდეგ“2 და „X და Y საქართველოს წინააღმდეგ“3. აღნიშნულ საქმეებთან
დაკავშირებით მთავრობის მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების
თაობაზე დეტალური ინფორმაცია მოცემულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გასულ
წლებში პარლამენტში წარდგენილ ანგარიშებში - გაეროს კომიტეტების მიერ
საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.
„ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“
2017 წლის 12 მაისს გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება
საქმეზე „ჯ. ჩ.და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“. მომჩივნები, ჯ. ჩ. და მისი შვილი ჯ.
ე., რომლებიც 2010 წლის 10 ოქტომბერს დააკავეს, დავობდნენ, რომ მათი დაკავებისა
და დაკითხვის პროცესში სახელმწიფომ დაარღვია წამებისა და სხვა სასტიკი,
არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ
კონვენცია. დიაბეტით დაავადებული მეორე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას არ
მისცეს ინსულინის ინექციის გაკეთების საშუალება პოლიციის განყოფილებასა და
დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავების მთელი პერიოდის განმავლობაში,
2010 წლის 10-დან 13 ოქტომბრამდე, რამაც გამოიწვია მისი მდგომარეობის გაუარესება.
აგრეთვე, მათ განაცხადეს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა ეფექტიანი გამოძიების
ვალდებულება.
1
კომუნიკაცია №573/2013, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის 2017 წლის 12 მაისის
გადაწყვეტილება.
2 კომუნიკაცია №975/2001, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2005 წლის 21 ივლისის
გადაწყვეტილება.
3 კომუნიკაცია №24/2009, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის
13 ივლისის გადაწყვეტილება.
3
კომიტეტმა დაადგინა წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-12 და მე-13 მუხლების
დარღვევა პირველ მუხლთან ერთობლიობაში, ორივე მომჩივანთან მიმართებით, და
მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა, მეორე მომჩივანთან მიმართებით.
გაეროს გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა საქმის
მიუკერძოებელი გამოძიება, მომჩივნების სამართლებრივი დაცვის ეფექტური
საშუალებებით უზრუნველყოფა, მათ შორის, სამართლიანი და ადეკვატური
კომპენსაცია, მათი სამედიცინო რეაბილიტაცია, აგრეთვე, მომავალში მსგავსი
დარღვევების პრევენცია.
იუსტიციის სამინისტრომ დადგენილ ვადაში - 2017 წლის 4 სექტემბერს, გაეროს
წამების წინააღმდეგ კომიტეტს წარუდგინა საქმის აღსრულების თაობაზე
ინფორმაცია.
ინდივიდუალური ღონისძიებები
როგორც გასული წლების ანგარიშებში უკვე აღინიშნა, ორივე მომჩივანმა ისარგებლა
საკანონმდებლო რეგულაციებით,4 რის საფუძველზეც მათ მიენიჭათ შესაბამისი
კომპენსაციები, როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურების
სახით.
გამოძიება
მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით, 2015 წლის 9 მარტს
საქმე - “ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“ გადაეცა საქართველოს მთავარი
პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
დეპარტამენტს, რომელიც შეიქმნა 2015 წლის 13 თებერვალს და რომლის მიზანს
წარმოადგენს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება (რომლის
შედეგად მოქალაქეებს მიადგათ ფიზიკური და მატერიალური ზიანი).
როგორც გასული წლების ანგარიშებში აღინიშნა, მოცემულ საქმეზე, მომჩივანთა
საჩივარ-განცხადებებში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის მიზნით,
განახლებული გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, განხორციელდა არაერთი
საგამოძიებო მოქმედება.
კერძოდ, გამოიკითხა ათეულობით პირი, მათ შორის, თავად მომჩივნებიც, პოლიციის
თანამშრომლები, რომლებმაც მომჩივნები დააკავეს, დროებითი მოთავსების
იზოლატორის თანამშრომლები, დროებითი მოთავსების იზოლატორის და შესაბამისი
პენიტენციური დაწესებულების ექიმები, იზოლატორსა და პენიტენციურ
დაწესებულებაში მომჩივნებთან ერთად მოთავსებული პირები, მომჩივანთა
4
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII14 თავი, ხელმისაწვდომია:
https://matsne.gov.ge/document/view/16492?publication=82
4
მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებებში მონაწილე თარჯიმნები და დამსწრე პირები, ჯ. ე.-ის მეზობლები,
რომლებიც ესწრებოდნენ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას და რომლებმაც
დაადასტურეს ბინიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთების ამოღების ფაქტი.
განახლებული გამოძიების ფარგლებში, გამოთხოვილი იქნა არაერთი მნიშვნელოვანი
ინფორმაცია სხვადასხვა უწყებიდან (დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის
დეპარტამენტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური
მთავარი სამმართველოდან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
პენიტენციური დეპარტამენტიდან (გამოთხოვილი მომჩივნების ფოტოსურათების
თანახმად, მათ სახის არეში რაიმე სახის ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ ეტყობათ),
თბილისის საქალაქო სასამართლოდან).
გასული წლების ანგარიშებში აღინიშნა, რომ არსებობს გამოძიების დამაბრკოლებელი
გარემოებები, სხვებს შორის, დასაკითხ პირთა ნაწილი არ იმყოფება საქართველოს
ტერიტორიაზე. ასევე, გამოძიებას აბრკოლებს ის ფაქტორიც, რომ დანაშაულის
ჩადენიდან გასულია დიდი დრო, რის გამოც მოწმეებს უჭირთ საქმის დეტალების
გახსენება.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის („სსკ“)-ის 333-ე მუხლის
პირველი ნაწილით, ჯ. ე.-სა და ჯ. ჩ.-ს მიმართ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან
განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.
ზოგადი ღონისძიებები
ეროვნული პოლიტიკა წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ
გასული წლების ანგარიშებში უკვე აღინიშნა და მნიშვნელოვანია, კვლავ ხაზი გაესვას,
რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიითა და სამთავრობო
სამოქმედო გეგმებით (2014-2015, 2016-2017, 2018-2020)5 წამებისა და არასათანადო
მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს.
2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს, სხვებს შორის, ისეთ საქმიანობებს,
როგორიცაა საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასათანადო მოპყრობის შესახებ
განცხადებებისა და არასათანადო მოპყრობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში,
მოსამართლეებისა
და
პროკურორების
როლის
გაზრდის
მიზნით;
სასჯელაღსრულების სისტემაში, პოლიციის დაწესებულებებსა და სხვა დახურულ
დაწესებულებებში წამებასა და სხვა სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით
წაყენებული ბრალდებების გამოძიების სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და
ეფექტიანი მექანიზმის შექმნის მიზნით, საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება; წამებისა
5
ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმები ხელმისაწვდომია:
http://myrights.gov.ge/ka/documents/action%20plans%201/
5
და არასათანადო მოპყრობის ფორმების სუპერვიზია და შიდა მონიტორინგის
მექანიზმის შექმნა; წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფორმების შესახებ
სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება; გამოძიებასთან დაკავშირებული
სტატისტიკის პროაქტიულად მიწოდება საზოგადოებისთვის და სხვა.6
გარდა ზემოაღნიშნულისა, ხაზგასასმელია, რომ 2021 წლის 16 თებერვალს ადამიანის
წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან
დასჯის
წინააღმდეგ
მიმართული
ღონისძიებების
განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საბჭოს ონლაინ სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებში ადამიანის
წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან
დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ევროპის საბჭოს
მინისტრთა კომიტეტის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT), სახალხო
დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურისა და სხვა პარტნიორ უწყებათა და ორგანიზაციათა რეკომენდაციები.
სამოქმედო გეგმა ოთხ მიზანს ემსახურება. ესენია, არასათანადო მოპყრობის
წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური
მექანიზმების გაძლიერება; არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენა და ყველა
საჩივრის/ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების
ხელშეწყობა; არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია;
არასათანადო მოპყრობის შესახებ სწავლების გაძლიერება და საზოგადოებრივი
ცნობიერების ამაღლება.
საბჭოს სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა 2019-2020 წლებში არასათანადო მოპყრობის
აღმოფხვრის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და ამ მხრივ გადადგმული
მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის
ამოქმედება,
შესაბამისი
საკანონმდებლო
ცვლილებები,
სამედიცინო
და
სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვ.
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის
შესრულების მონიტორინგის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს
სამდივნოს მიერ მომზადდა სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში.
ამჟამად, სრულდება სამოქმედო გეგმის შესრულების საბოლოო, 2019-2020 წლების,
ანგარიშზე მუშაობა.
აღსანიშნავია, რომ წამებასთან ბრძოლის ახალი 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის
შემუშავების პროცესში, შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებთან კონსულტაციის
შედეგად, შეფასდა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული
თითოეული აქტივობის შესრულების მდგომარეობა და ის აქტივობები, რომლებიც
2019-2020 წლების განმავლობაში არ/ვერ განხორციელებულა (კოვიდთან
6
ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4153833?publication=0
6
დაკავშრებული
შეზღუდვებისა
და
სამთავრობო
უწყებების
საქმიანობის
განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით) აისახა ახალ სამოქმედო გეგმაში.
გასული წლის ანგარიშში უკვე აღინიშნა, რომ 2018 წლის ივლისში საქართველოს
იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების შერწყმის
შემდგომ, 2019 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ
დამტკიცდა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების
სტრატეგია და მისი 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა.7
იუსტიციის სამინისტრომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ
სააგენტოსთან ერთად მიზნად დაისახა ეფექტიანი პენტენციური და დანაშაულის
პრევენციის სისტემების არსებობა, რომელიც შესაბამება უმაღლეს ევროპულ და
საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის
ფუნდამენტური პრინციპების მოთხოვნებსა და ღირებულებებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში პენიტენციური და დანაშაულის
პრევენციის სისტემები უწყვეტი და თანმიმდევრული განვითარების პროცესშია. 20192020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხელშესახები შედეგები
იქნა მიღწეული ინფრასტრუქტურული, რეაბილიტაციის მიდგომების გაძლიერების,
მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, თანამშრომელთა
სამუშაო პირობებისა და პატიმრობის პირობების გაუმჯობესების, პენიტენციური
ჯანდაცვის შემდგომი განვითარების, პენიტენციურ სისტემაში IT ინფრასტრუქტურის
გაძლიერების, თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდის კუთხით.
მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებისა და არსებული გასავითარებელი თემატური
მიმართულებების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის
ორგანოების რეკომენდაციების გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ შემუშავდა
პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიის
2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომლის ფარგლებში გასატარებელი
ღონისძიებებიც კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებს შესაბამის
სისტემებში. გეგმა უახლოეს პერიოდში დამტკიცდება.
ამდენად, სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებზე
ორიენტირებული სისტემების არსებობისკენ აღებული გეზი უწყვეტია და მიზნად
ისახავს ბრალდებულების/მსჯავრდებულების, მათი ახლობლების, სისტემის
თანამშრომლებისა და ნებისმიერი სხვა მიზნით სისტემაში მოხვედრილი პირისათვის
(ვიზიტორებისთვის) შექმნას ადამიანის უფლებების დაცვაზე, მათ რეაბილიტაციაზე
ორიენტირებული და უსაფრთხო გარემო.
აგრეთვე, პროკურატურის მიერ შემუშავებული 2017-2021 წლების სტრატეგია,
რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა წამებისა და არასათანადო მოპყრობის
წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა
7
ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4490017?publication=0
7
წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენის მექანიზმის
გაუმჯობესება; ამგვარ ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების
ეფექტიანობის გაზრდა; სტატისტიკური მონაცემების წარმოების ხარისხის
გაუმჯობესება და სხვ.8
საგამოძიებო ორგანოების საქმიანობა /არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება
გასული წლის ანგარიშებში დეტალურად იქნა წარმოდგენილი ის რეფორმები,
რომლებიც გატარდა საქართველოს პროკურატურის დეპოლიტიზაციის მიზნით, მათ
შორის, 2018 წლის 16 დეკემბერს ამოქმედდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რის
შედეგადაც პროკურატურა გახდა ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო,
რომელიც ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის ანგარიშს.
რაც შეეხება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას, 2020 წელს
პროკურატურაში მომზადდა არასათანადო მოპყრობის ანალიზი, რომლის
მიზნებისთვის შესწავლილ იქნა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირების მიერ
ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რომლებზეც გამოძიებას აწარმოებდნენ
საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოები, ასევე სახელმწიფო
ინსპექტორის გამოძიებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც
საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა პროკურატურა. აღნიშნულის
ფარგლებში,
გაანალიზდა
შემდეგი
ასპექტები:
გამოძიებისა
და
სისხლისსამართლებრივი დევნის დროულად და სათანადო კვალიფიკაციით დაწყება,
დანაშაულის ჩადენის ტერიტორიული განფენილობა, ბრალდებულთა და
დაზარალებულთა პერსონალური მახასიათებლები. აგრეთვე, შესწავლილ იქნა კერძო
პირების მიერ ჩადენილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მათ შორის,
ოჯახური ნიშნით ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის
ფაქტები.
2020 წელს, საქართველოს პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებში,
პენიტენციურ
დაწესებულებებში
პატიმართა
მიმართ
განხორციელებული
არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 9 სისხლის სამართლის
საქმეზე. აქედან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით
გამოძიება დაიწყო 2, ხოლო 333-ე მუხლით - 7 ფაქტზე.
ასევე, 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პენიტენციური
დაწესებულების 1 თანამშრომლის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით.9 ამჟამად,
სისხლის სამართლის საქმე არსებითად იხილება სასამართლოში.
8
ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/page/default/prokuraturis-strategia-1
გენერალური პროკურორის ანგარიში, 2020, გვ. 27, ხელმისაწვდომია:
http://pc.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fnews%2F%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%
83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%A0%E
9
8
2020 წელს საქართველოს პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებში პოლიციის
თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე
გამოძიება დაიწყო 44 სისხლის სამართლის საქმეზე. ყველა საქმეზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
333-ე
მუხლით.
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს 6
თანამშრომლის (პოლიციელის) მიმართ, მათ შორის: 3 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; 3 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.10
ამჟამად, პოლიციის 6 თანამშრომლიდან 5 პირი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ
იქნა დამნაშავედ და სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი,
ხოლო 1 პირის მიმართ მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, გასული წლების ანგარიშებში უკვე
აღინიშნა, გაფართოვდა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი.
კერძოდ, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან, დისკრიმინაციული ნიშნით
სიძულვილის მოტივით, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილ
დანაშაულებსა და ტრეფიკინგთან ერთად, დეპარტამენტი განახორციელებს
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა, ასევე,
სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით, სხვა
დანაშაულთა გამოძიების ხარისხის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით.11
დაკავებული პირის უფლებათა დაცვასა და დაკავებისას ლეგიტიმური მიზნის
მიღწევის
თანაზომიერი
საშუალებების
გამოყენებასთან
დაკავშირებით,
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაკავების ოქმი დღეისათვის ითვალისწინებს
დაკავებული პირისათვის უფლებების განმარტების ნაწილს, რაც შემდგომ
დასტურდება დაკავების ოქმზე დაკავებული პირის ხელმოწერით. აღნიშნული
იძლევა იმის დადასტურების საშუალებას, რომ დაკავებული პირი გაეცნო თავის
უფლებებს. იმ მიზნით, რომ შესწავლილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომელთა მიერ განხორციელებული დაკავებებისა და აღნიშნულის
საფუძველზე შედგენილი დაკავების ოქმების ხარისხი, ადამიანის უფლებათა დაცვისა
1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1
%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%
E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20-%202020.pdf
10 გენერალური პროკურორის ანგარიში, 2020, გვ. 27, ხელმისაწვდომია:
http://pc.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fnews%2F%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%
83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%A0%E
1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1
%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%
E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20-%202020.pdf
11 ხელმისაქვდომია: https://police.ge/ge/adamianis-uflebata-datsvis-departamentis-mandati-gafartovda/12477
9
და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაანალიზდა 800-მდე
დაკავების ოქმი, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში წარმოებულ სისხლის
სამართლის საქმეებზე. მონიტორინგი განხორციელდა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან
2019 წლის 20 ივნისამდე პერიოდში ჩატარებული დაკავების ამსახველ ოქმებზე, რის
საფუძველზე გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, დეპარტამენტის მიერ
შემუშავდა რეკომენდაცია დაკავების ოქმის შედგენის შესახებ და დაეგზავნა
სამინისტროს შესაბამის ორგანოებს. რეკომენდაცია მოიცავს ისეთ საკითხებს,
როგორიცაა - დაკავების არსი და საფუძვლები; დაკავებისთვის აუცილებელი ზოგადი
სტანდარტები; პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე - გადაუდებელი
აუცილებლობა; დაკავებულისათვის უფლებების განმარტების ვალდებულება;
დაკავების ოქმის შედგენა და სავალდებულო რეკვიზიტები.
რეკომენდაცია ეფუძნება შიდა სასამართლოების საუკეთესო პრაქტიკასა და ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
დაკავების ოქმთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის
ფორმა სხვა რეკვიზიტებთან ერთად მოიცავს შემდეგ გრაფებს: ოქმის შედგენის დრო;
დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში
მოხდა დაკავება; ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას; იყო თუ არა
გამოყენებული იძულების ზომა და რა ფორმით. აღნიშნული ასევე წარმოადგენს
დაკავებულის უფლებათა დაცვის გარანტიას.
აღსანიშნავია, რომ დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს შინაგან
საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო მასალების განუყოფელ ნაწილს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი
გასული წლის ანგარიშში აღინიშნა, რომ სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი
შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი
საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნა. კერძოდ, 2019 წლის მაისში ჩამოყალიბდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური,12 რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობა 1-ლი
ნოემბრიდან ამოქმედდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასათანადო
მოპყრობისა და წამების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს სამსახური არაერთი
გამოწვევის წინაშე იყო - გამომძიებელთა მცირე რაოდენობა (საგამოძიებო
დეპარტამენტში დასაქმებულია 17 გამომძიებელი), შეზღუდული ტერიტორიული
დაფარვა (სამსახური მხოლოდ ორი ქალაქში მდებარე ოფისიდან ოპერირებს
12
ხელმისაწვდომია: https://personaldata.ge/ka/about-us
10
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე), ვირუსული პანდემიით გამოწვეული
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების სირთულეები. აღნიშნული
გამოწვევების მიუხედავად, სამსახურმა მოახერხა გადაუდებელი საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარება და სამუშაო პროცესების ეფექტიანად წარმართვა.
2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში
შემოვიდა 2622 შეტყობინება. გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ნიშნების შემცველ ყველა შეტყობინებაზე - სულ
270 სისხლის სამართლის საქმეზე.
სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ 5 სისხლის
სამართლის საქმეზე გენერალური პროკურატურის მიერ ბრალდებულად ცნობილი
იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი (4 პირს ბრალი წარედგინა
სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო 1
პირს - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
სახელმწიფო
ინსპექტორის
უფლებამოსილმა
მოადგილემ,
,,სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის
,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემდგომ პროკურორს 31 სისხლის სამართლის საქმეზე
33 დასაბუთებული წინადადებით მიმართა. აღნიშნული 33 წინადადებიდან 3
შეეხებოდა გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რომლებიც
პროკურატურის მიერ დაკმაყოფილდა. 29 წინადადება უკავშირდებოდა საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარების მიზანშეწონილობას, რომელთაგან პროკურატურის მიერ
სრულად დაკმაყოფილდა 28, ხოლო 1 დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 1
დასაბუთებული წინადადება შეეხებოდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც არ დაკმაყოფილდა ზედამხედველი
პროკურორის მიერ.
შეტყობინებებზე რეაგირებისა და გამოძიების წარმოების პარალელურად,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დგამდა ნაბიჯებს გამოძიების ეფექტიანობის
გაზრდის მიზნით:
საგამოძიებო დეპარტამენტში შეიქმნა ოპერატიული სამმართველო, სადაც
დასაქმებული არიან ოპერატიული მუშაკები. ისინი დახმარებას უწევენ
გამომძიებლებს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისა და ოპერატიულსამძებრო
საქმიანობის
განხორციელების
პროცესში.
ოპერატიულ
სამმართველოში ამჟამად დასაქმებულია 6 ოპერატიული მუშაკი;
სამსახურში დასაქმებული ექსპერტები თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისი კრიმინალისტიკური აღჭურვილობით იქნენ უზრუნველყოფილნი,
რაც სამსახურს აძლევს შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში, სხვა
უწყებებისგან დამოუკიდებლად, სისხლის სამართლის საქმისათვის საჭირო
მტკიცებულებების მოპოვების საშუალებას. ცხადია ეს ხელს უწყობს ეფექტური
გამოძიების ჩატარებას და მნიშვნელოვნად ზრდის გამოძიების ხარისხს;
11
ახალი მოტივირებული კადრების მოზიდვის მიზნით, საგამოძიებო
დეპარტამენტში დაინერგა სტაჟირების სისტემა. 4 ეტაპიანი კონკურსის
საფუძველზე, 245 კანდიდატიდან შერჩეულ იქნა 5 სტაჟიორ-გამომძიებელი,
რომლებიც კანონის საფუძველზე აღჭურვილნი არიან გამომძიებლის
უფლებამოსილებით.
სტაჟიორ-გამომძიებელთა
შესარჩევ
საკონკურსო
კომისიაში ჩართულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამეცნიერო
წრის წარმომადგენლები. სტაჟიორ-გამომძიებლები ერთწლიან ანაზღაურებად
სტაჟირებას საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოში
გადიან. სტაჟირების ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი
დაინიშნებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებად;
შეიქმნა თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და
დისციპლინურ საკითხთა განმხილველი საბჭო, რომელიც სახელმწიფო
ინსპექტორისგან
დამოუკიდებელი
კოლეგიური
ორგანოა.
საბჭო
დისციპლინური გადაცდომისა და წახალისების საკითხებზე რეკომენდაციებს
წარუდგენს სახელმწიფო ინსპექტორს. ასევე, საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს
თანამშრომლების შეფასებასთან დაკავშირებულ საჩივრებზე. კოლეგიური
ორგანოს შექმნის მიზანი შრომით ურთიერთობებში კანონიერების,
სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის,
ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობისა და ნდობის პრინციპების
დამკვიდრებაა;
ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების, გამოძიების პროცესში არსებული
გამოწვევების აღმოფხვრისა და გამოძიების ეფექტიანობის გაუმჯობესების
მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამომძიებლებისთვის
შეიმუშავა შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტები და რეკომენდაციები
გამოძიებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე;
მომზადდა გამოძიების ეფექტიანობის თვითშეფასების კითხვარი, რომელიც
ეხმარება გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების
მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა მის მიერ
განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები არასათანადო მოპყრობის
გამოძიების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. იმ შემთხვევაში,
თუ რომელიმე კრიტერიუმთან დაკავშირებით გამომძიებლის მიერ მიღებული
შედეგები არადამაკმაყოფილებელია, გამომძიებელს შესაძლებლობა აქვს
დროულად გადახედოს საგამოძიებო სტრატეგიას და ხელახლა ჩაატაროს
გარკვეული
საგამოძიებო
მოქმედებები.
გამოძიების
ეფექტიანობის
თვითშეფასების კითხვარი ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს პრაქტიკას, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ზოგად
სტანდარტებს, სტამბოლის პროტოკოლსა და სხვა საერთაშორისო ნორმებს.
თვითშეფასების კითხვარს თან ახლავს კონკრეტულ საკითხებთან
დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების მოკლე განმარტებები, რაც
12
გამომძიებელს თითოეული საგამოძიებო მოქმედების მნიშვნელობის უკეთ
გააზრებაში ეხმარება;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის
თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდის, გამოძიების მაღალი
ხარისხის უზრუნველყოფისა და გამოძიების პროცესში საერთაშორისო
სტანდარტების დანერგვის მიზნით, განხორციელდა არაერთი სასწავლო
აქტივობა. საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადება
გაიარეს შემდეგი თემატური მიმართულებებით: სიცოცხლის უფლების დაცვა
და ეფექტიანი გამოძიება, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, დაზიანებათა
დოკუმენტირება სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, პერსონალურ
მონაცემთა დაცვა და სხვა;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად ჩაერთო ევროპის საბჭოს
დისტანციური სწავლების პლატფორმის HELP-ის ფარგლებში დაგეგმილ
პროგრამებში.
აღნიშნულ
ფორმატში
სამსახურის
წარმომადგენლები
ინტენსიურ სწავლებას ორი მიმართულებით: წამების წინააღმდეგ კომიტეტის
(CPT) სტანდარტებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის საერთაშორისო
სტანდარტების თემაზე გადიან;
არასრულწლოვანი პროცესის მონაწილეების უფლებების დაცვისა და
არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე ორიენტირებული გამოძიების
პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გამომძიებლებმა
გაიარეს
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
სპეციალიზაციის კურსი. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სსიპ
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანი გამოძიების
პროცესში მონაწილე არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგის მომსახურებით
სარგებლობის უზრუნველყოფა და არასრულწლოვანთა პერსონალური
მონაცემების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებაა;
ეფექტური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური გეგმავს საგამოძიებო დეპარტამენტის დამატებით 1 ტერიტორიული
ორგანოს - აჭარის სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის გახსნას. ამ
ეტაპზე, მიმდინარეობს ოფისის სარემონტო სამუშაოები, რომელიც უნდა
დასრულდეს აპრილში.
2020 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედ უწყებათაშორისი საბჭოს
სხდომაზე დამტკიცებული ზემოხსენებული 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის
შემუშავების პროცესში პირველად მონაწილეობდა სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური. უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნა სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში მითითებული გამოწვევები და გეგმაში აისახა
სამსახურის მიერ სამუშაო ჯგუფისთვის შეთავაზებული რეკომენდაციების
აბსოლუტური
უმრავლესობა.
სახელმწიფო
უწყებების
მიერ
გეგმით
13
გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის
არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას. სამოქმედო გეგმის შესრულების
დადასტურების ერთ-ერთ წყაროდ განსაზღვრულია სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ანგარიში, რომელსაც სამსახური ყოველწლიურად საქართველოს
პარლამენტს წარუდგენს.
პენიტენციურ დაწესებულებებსა და იზოლატორებში სტანდარტების გაუმჯობესება
და დასაქმებულთა უფლებების დაცვა
იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ
მთავარ პრიორიტეტს არსებული პენიტენციური დაწესებულებების რეაბილიტაცია
და ევროპული სტანდარტების შესაბამისი მცირე ზომის პენიტენციური
დაწესებულებების მშენებლობა წარმოადგენს. სამინისტრო მიზნად ისახავს, ქვეყანაში
უზრუნველყოს იმგვარი პენიტენციური დაწესებულებების არსებობა, რომლებიც
სრულად დააკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტებისა და
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის
მოთხოვნებს.
აღნიშნულის
უზრუნველყოფისთვის ხორციელდება არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2020 წლის რეკომენდაციასთან
მიმართებით, რომ გაგრძელდეს მუშაობა პენიტენციურ დაწესებულებებსა და
იზოლატორებში სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე დასაქმებულთა
უფლებების დაცვის კუთხით, სხვებს შორის, აღსანიშნავია, რომ 2020 წელს
ლიკვიდირებულ იქნა №9 პენიტენციური დაწესებულება (ე.წ. მატროსოვი), რომელიც
ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის იყო განკუთვნილი. ის შეუერთდა საჯარო
მოხელეებისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის განკუთვნილ №12
პენიტენციურ დაწესებულებას. შესაბამისად, საქართველოში აღარ არსებობს ცალკე
პენიტენციური დაწესებულება ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის, რაც ძველი დროის
ტრადიციას წარმოადგენდა.
ასევე, 2020 წელს №19 ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო
დაწესებულების 700 პატიმარზე გათვლილი კორპუსის ბაზაზე, რომელშიც სულ 37
ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი იხდიდა სასჯელს, შეიქმნა ახალი, N10
პენიტენციური დაწესებულება. 37 პატიმარი გადაყვანილ იქნა იმავე დაწესებულების
პერიმეტრზე მდებარე ორ მცირე ზომის იზოლირებულ კორპუსში, რომლებიც №18
სამკურნალო დაწესებულების ტუბერკულოზისა და ინფექციურ დაავადებათა
განყოფილების ნაწილი გახდა. №19 პენიტენციური დაწესებულება გაუქმდა.
რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებულთა უფლებების დაცვას,
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის ივლისიდან, პატიმართან ერთად,
პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ასევე გახდა განსაკუთრებული ზრუნვის
საგანი. სპეციალური დანაყოფის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობები
14
გაუმჯობესდა
ღირსეული
უზრუნველყოფის მიზნით.
და
არადისკრიმინაციული
სამუშაო
გარემოს
2019 წლიდან თანამშრომლებისათვის პირველად დაინერგა უფასო კვების სისტემა –
პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე მორიგე თანამშრომლებისთვის –
ორჯერადი კვება, ხოლო ესკორტის ოფიცრებისთვის – მშრალი საკვები;
უზრუნველყოფილ
იქნა
პენიტენციური
დაწესებულებების
150-მდე
თანამშრომლისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსება, რომელთაც მანამდე
ეს შეღავათი, სხვებისგან განსხვავებით, არ ჰქონდათ;
პენიტენციურ
დაწესებულებებში
მომუშავე
თანამშრომელთა
სრული
შემადგენლობა
უზრუნველყოფილია ახალი, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის უნიფორმით,
რითაც აღმოფხვრილ იქნა ხარისხიანი უნიფორმის დეფიციტის მრავალწლიანი
პრობლემა. ესკორტის ოფიცერთა მთლიანი კორპუსისთვის შეძენილ იქნა ახალი,
უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის უნიფორმა, რომელიც 2015 წლის შემდეგ არ
ყოფილა განახლებული; პირველად პენიტენციურ სისტემაში შეძენილ იქნა ქარხნული
წესით დამზადებული ესკორტირების სპეციალიზებული 46 ახალი ავტომანქანა,
რომლებიც პატიმრების კომფორტულ პირობებში გადაყვანის საშუალებას იძლევა და
ვიდეოსამეთვალყურეო სისტემითაა აღჭურვილი. მათ შორის, ერთი შშმ პირთა
საჭიროებებზეა მორგებული, 2 კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაა.
2020 წელს მიმდინარეობდა 10 პატიმარზე გათვლილი ესკორტირების
სპეციალიზებული 18 ავტომანქანისა და 18 პირზე გათვლილი 2 ავტომანქანის
შესყიდვის
პროცედურები,
რითაც
პენიტენციურ
სისტემაში
არსებული
ავტომანქანების დეფიციტი სრულად აღმოიფხვრა და 17 მოძველებული ავტომანქანა
საბოლოდ იქნა ამოღებული ექსპლუატაციიდან. შედეგად, აღარ არსებობს
თავისუფლებააღკვეთილი პირების სასამართლო პროცესზე ან სამოქალაქო სექტორის
კლინიკაში გადაყვანის პრობლემა.
მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის თებერვალში განხორციელებული ოპტიმიზაციის
შედეგად, გაიზარდა ყველა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის
შრომითი ანაზღაურება.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც სამინისტროს დროებითი
მოთავსების დეპარტამენტის თანამშრომლების, ასევე მთლიანად სამინისტროში
დასაქმებულ პირთა უფლებები სახელმწიფოში მოქმედი შრომითი კანონმდებლობის
შესაბამისად, სათანადოდ არის დაცული. ამასთან, დასაქმებულთა უფლებების
დაცვისა და მათთვის სათანადო სოციალური გარანტიების შექმნის მიმართულებით,
შიდა ნორმატიული აქტების შემუშავება სამინისტროში მუდმივ რეჟიმში,
განგრძობადად მიმდინარეობს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ
ყურადღებას უთმობს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციას,
მათ შორის, დროებითი მოთავსების იზოლატორის როლის გამოკვეთის გზით.
15
კერძოდ, 2020 წელს სამედიცინო პუნქტი დროებითი მოთავსების 5 იზოლატორში
გაიხსნა. შესაბამისად, დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 30 დროებითი
მოთავსების იზოლატორიდან, სამედიცინო პუნქტი უკვე 23 იზოლატორში
ფუნქციონირებს, სადაც მოსათავსებელ/მოთავსებულ პირებს სამედიცინო შემოწმება
სტამბოლის პროტოკოლის მოთხოვნების შესაბამისად უტარდებათ. პუნქტების
რაოდენობის გაზრდა 2021 წელსაც გაგრძელდება და არ შეწყდება დარჩენილი 7
იზოლატორისთვის ექიმების მოძიების პროცესი.
აღსანიშნავია, რომ 2020
წელს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის
დეპარტამენტში, სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით, საჩივარი არ შესულა.
2020 წლის იანვრის ბოლოს დასრულდა სარემონტო სამუშაოები ოზურგეთის
დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე მოეწყო და ამოქმედდა
სამედიცინო პუნქტი. ამასთანავე, 2020 წლის ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში,
ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო, მათ შორის კოსმეტიკური სამუშაოები 19
იზოლატორში.
აგრეთვე, 2020 წელს გაიხსნა ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი და
ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება თბილისში.
ორივე შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ,
თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი სივრცის
მინიმალური სტანდარტი, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, იზოლატორები
აღჭურვილია თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკით და მორგებულია
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.
მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით რეგულირდება
იზოლატორებში გამონაკლისის სახით დამატებითი საწოლების გამოყენების
პრაქტიკა, სამინისტრომ გაითვალისწინა წამების წინააღმდეგ კომიტეტის (CPT)
რეკომენდაცია აღნიშნული საწოლების მოხსნის თაობაზე და 2020 წლის
განმავლობაში, 7 იზოლატორში განხორციელდა საკნებში არსებული დამატებითი
საწოლების დემონტაჟი.
ტრენინგები/ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები
წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ტრენინგებისა და საზოგადოებრივი
ცნობიერების ამაღლების კუთხით, მუდმივად ხორციელდება შესაბამისი
ღონისძიებები.
წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ინფორმაციის
გავრცელების ხელშეწყობისა და სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა შესაბამისი
უწყებების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაბამისი
16
ღონისძიებები/ტრენინგი რეგულარულად ტარდება, მათ შორის, საქართველოსთვის
ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის (2020-2023) ფარგლებში.13
პროკურატურასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სხვადასხვა
სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის ჩატარდა 2 დისტანციური
ტრენინგი თემაზე „წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციისა და
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების აქტუალური საკითხები ეროვნული
კანონმდებლობის მიხედვით.” სასწავლო პროგრამაში ჩართული იყო 22
თანამშრომელი, როგორც პროკურორი, ასევე პროკურატურის გამომძიებელი.14
გასული წლის ანგარიშში აღინიშნა, რომ პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის
სისტემების განვითარების სტრატეგია და მისი 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის
ერთ-ერთ პრინციპს წარმოადგენს სათანადო სწავლების უზრუნველყოფის გზით
პენიტენციური, პრობაციის და დანაშაულის პრევენციის სისტემების ადამიანური
რესურსების განვითარება. სამოქმედო გეგმით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზნად
განსაზღვრულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის/პრობაციის ეროვნული
სააგენტოს მენეჯმენტისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება და
გატარებული რეფორმების ცნობადობის უზრუნველყოფა.
პენიტენციური სისტემის მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადების ყველა
ძირითადი სასწავლო პროგრამა მოიცავს სწავლებას წამების, არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის შესახებ და ასევე, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმირებას ევროპული
კონვენციის მე-3 მუხლთან (წამების აკრძალვა) დაკავშირებით.
პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის განვითარებისა და ახალი
კადრების მიღებისათვის ხელშეწყობის მიზნით, 2020 წელს თანამშრომლობის
მემორანდუმი გაფორმდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და დავით
ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში თანამშრომელთა კვალიფიკაციის უწყვეტი
ამაღლების უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ
ტარდება ტრენინგები სხვადასხვა პროფესიის პერსონალისთვის (ციხის მართვის
თანამედროვე მეთოდები; სოციალური უნარების და ეთიკის სტანდარტები; ადამიანის
უფლებები; ბრაზის მართვა და სხვ.).
13
ხელმისაწვდომია: https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectId=090000168097fe8f
გენერალური პროკურორის ანგარიში, 2020, გვ. 56, ხელმისაწვდომია:
http://pc.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fnews%2F%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%
83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%A0%E
1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1
%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%
E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20-%202020.pdf
14
17
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს,
მონიტორინგის სამსახურში დასაქმებულმა ყველა თანამშრომელმა გაიარა
გადამზადება მონიტორინგის ჩატარების განახლებული მეთოდოლოგიისა და
ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით.
უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მონიტორინგის
პარალელურად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის
მონიტორინგის დეპარტამენტი, გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით,
შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებიც შემდგომ ეგზავნებათ შინაგან საქმეთა
სამინისტროს
შესაბამის
დანაყოფებს
და
განთავსებულია
სამინისტროს
თანამშრომელთათვის
ხელმისაწვდომ
სამსახურებრივ
პლატფორმაზე
(main.mia.gov.ge). ხსენებული რეკომენდაციები ეფუძნება დეპარტამენტის მიერ
განხორციელებული მონიტორინგის შედეგებსა და კომპეტენციიდან გამომდინარე
იდენტიფიცირებულ საჭიროებებს.
მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით,
პერიოდულად ხორციელდება საერთაშორისო სასამართლოების, საზღვარგარეთის
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების პრაქტიკის შესწავლა.
კვლევითი საქმიანობის საფუძველზე, აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით
მზადდება სახელმძღვანელო დოკუმენტები.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, 2020 წელს, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ხარისხიანი
სამედიცინო მომსახურების მიწოდება დროებითი მოთავსების იზოლატორებში“,
რომლის ფარგლებში 50 სამედიცინო მუშაკისთვის, აგრეთვე, ტრენინგი ჩატარდა
„არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა ინტერვიურების ტექნიკების შესახებ“,
რომელსაც დაესწრო 42 ექიმი.
აგრეთვე, 2020 წელს იზოლატორში დასაქმებული პერსონალის ერთ ჯგუფს (სულ 20
მოსამსახურე) დისტანციურ ფორმატში ჩაუტარდა დროებითი მოთავსების
იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების სასწავლო კურსი.
ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, 2020 წელს, დასრულდა ტრენერთა ტრენინგი
ექიმებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომავალში დასასაქმებელი და მოქმედი
ექიმების გადამზადებას დაზიანებების დოკუმენტირების მიმართულებით.
აღნიშნული პერსონალი უზრუნველყოფს საჭიროებისამებრ მოქმედი და
ახალდასაქმებული პერსონალის გადამზადებას დაზიანებების დოკუმენტირების,
სამედიცინო
შემოწმებისას
დაშვებული
ხარვეზების
კორექტირებისა
და
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
ზემოაღნიშნული ტრენინგები/ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ხელს
შეუწყობს, როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, აგრეთვე,
18
პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების კვალიფიკაციის კიდევ უფრო
გაუმჯობესებას და წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას.
შეჯამება
ნაკისრი
საერთაშორისო
ვალდებულებების
შესრულებისა
და
გაეროს
სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით, მთავრობა
აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რის თაობაზეც ინფორმაციას მიაწვდის როგორც
გაეროს შესაბამის ორგანოს, ასევე საქართველოს პარლამენტს.
19