სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.03.2021
ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
ნომერი
#1-4059/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-01
ბიუროს ნომერი 41 (11:45)

📜 ტექსტი

ანგარიში
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში 2020 წელი ანგარიში შექმნილია ევროკავშირისა (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ეს პუბლიკაცია შექმნილია ნორვეგიის მთავრობის, სახელმწიფო გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ინსპექტორის (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით. სამსახური და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი მის შინაარსზე სრულადდაპასუხისმგებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ოფისის შეხედულებებს. შესაძლოა, რომ იგიკომისრის არ გამოხატავდეს ნორვეგიის მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის შეხედულებებს. სარჩევი სახელმწიფო ინსპექტორის მიმართვა .............................................................................................................................. 5 I. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მისია და ღირებულებები ............................................................ 8 II. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატი ............................................................................................... 11 III. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი ...................................................... 14 1. ზოგადი სტატისტიკური მონაცემები .................................................................................................................................................15 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვა COVID-19-ის პანდემიის პირობებში........................................................22 3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება საარჩევნო პროცესში ............................................................................31 4. მონაცემების დამუშავება ელექტრონულ ბაზებში ........................................................................................................... 37 5. მონაცემთა დამუშავება ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით...................................................46 6. პერსონალური მონაცემების დამუშავება საფინანსო სექტორში .................................................................58 7. არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა .......................................................................................64 8. სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემების დამუშავება...................................................................................77 9. მონაცემთა სუბიექტის უფლებები....................................................................................................................................................... 87 10. დასკვნები....................................................................................................................................................................................................................92 IV. ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი ..........................................................................................................................................................................................96 1. ზოგადი მიმოხილვა.............................................................................................................................................................................................96 2. ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლი ........................................................................................................ 97 3. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი ....................................................................................................................... 103 4. რეკომენდაციები ................................................................................................................................................................................................ 104 V. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება................................................................................................................106 1. ზოგადი მიმოხილვა...........................................................................................................................................................................................107 2. საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურა ......................................................................................................................... 108 3. გატარებული ღონისძიებები ................................................................................................................................................................... 110 4. მიღებული შეტყობინებები .......................................................................................................................................................................124 5. გამოძიების დაწყება ...................................................................................................................................................................................... 133 6. სავარაუდო მსხვერპლები ........................................................................................................................................................................ 143 7. შესაძლო დანაშაულების გარემოებები .................................................................................................................................... 148 8. ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ................................................................................... 151 9. ექსპერტიზა ............................................................................................................................................................................................................... 154 10. საჯარო უწყებებში გაგზავნილი წერილები....................................................................................................................... 158 11. აუდიო-ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა ................................................................................................................................. 161 12. საპროკურორო საქმიანობა სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე............................... 166 13. ცალკეული კატეგორიის დანაშაულების გამოძიების თავისებურებები .............................................174 14. სამსახურის წინაშე არსებული საკანონმდებლო გამოწვევები ..................................................................187 15. დასკვნები ................................................................................................................................................................................................................. 195 VI. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურა და ადამიანური რესურსები ...................200 1. სამსახურის რეორგანიზაცია ............................................................................................................................................................... 200 2. სამსახურის სტრუქტურა.............................................................................................................................................................................. 201 3. ადამიანური რესურსები .............................................................................................................................................................................202 4. თანამშრომელთა უსაფრთხოება პანდემიის პირობებში.....................................................................................203 5. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო ...................................................................................................................................................................................................... 204 6. ადამიანური რესურსების განვითარება ..................................................................................................................................205 VII. თანამშრომლობა ...................................................................................................................................................................210 1. საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობა ................................................................................................................ 210 2. კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა ....................................................................................................................212 3. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა ........................................................................................................................................212 4. სახალხო დამცველთან თანამშრომლობა............................................................................................................................... 214 5. არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა.............................................................................................................215 VIII. საერთაშორისო ურთიერთობები...............................................................................................................................218 1. საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობა ................................................................................................................................................................... 218 2. საერთაშორისო ვიზიტები.........................................................................................................................................................................221 3. მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში .......................................................................................224 4. COVID 19-ის პანდემია და საერთაშორისო თანამშრომლობა ...........................................................................225 5. 108+ კონვენცია .....................................................................................................................................................................................................226 6. საერთაშორისო შეთანხმებების ექსპერტიზა ................................................................................................................... 227 7. ჯონს ჰოპკინსის სტუდენტების ვიზიტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში .................... 227 IX. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბიუჯეტი და მისი შესრულება ............................................230 1. განხორციელებული შესყიდვები ........................................................................................................................................................231 2. გაცემული სარგო, დანამატები და ფულადი ჯილდოები ............................................................................................231 3. სატრანსპორტო საშუალებები ..............................................................................................................................................................232 4. სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება ..........................................................................................................233 5. სხვა ხარჯები ...........................................................................................................................................................................................................234 6. დონორი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფინანსური დახმარება ..........................................................234 X. სამომავლო გეგმები .............................................................................................................................................................236 სახელმწიფო ინსპექტორის მიმართვა 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქციით, მთელი წლის განმავლობაში პირველად იმუშავა. ახალი ამოცანებითა და მიზნებით სავსე წელს, კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულმა ვითარებამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით შექმნილი მდგომარეობის, შეზღუდული ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების, სამსახურის მიერ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას წარმოქმნილი საკანონმდებლო და პრაქტიკული სირთულეების მიუხედავად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ძალისხმევას არ იშურებდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერების კონტროლის; ასევე, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არცერთი დღით არ შეუჩერებია მუშაობა და შემჭიდროებულ ვადებში მოახერხა პანდემიის პირობებზე მორგება იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, შეექმნა უსაფრთხო სამუშაო გარემო, ხოლო მეორე მხრივ, სამუშაო პროცესები ეფექტიანად წარემართა. 5 ამ ძალისხმევის მიუხედავად, ზემოაღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვნად აისახა 2020 წელს დასახული მიზნების მიღწევასა და გეგმების შესრულებაზე. წარმოდგენილ ანგარიშში ვისაუბრებთ არა მხოლოდ მიღწეულ შედეგებსა და წარმატებებზე, არამედ იმ ფაქტორებზეც, რომლებმაც შეაფერხა დასახული მიზნების მიღწევა. საქმიანობის პირველმა წელმა კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა, რა საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს პარლამენტის, სამართალდამცავი ორგანოების, საჯარო უწყებების, კერძო დაწესებულებებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად და არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისათვის. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი გამოწვევები, რომელთა დაძლევა აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ინსტიტუციურად დამოუკიდებელ, ძლიერ, ეფექტიან, საზოგადოებაზე ორიენტირებულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინსტიტუტად ჩამოყალიბებისთვის. მსურს, დადებითად შევაფასო და მივესალმო იმ საჯარო და კერძო დაწესებულებებს, რომლებიც მიისწრაფვიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისკენ და ხელს უწყობენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევაში. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებულად ვაფასებთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მხარდაჭერას, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის. და ბოლოს, მადლობა კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით უმკლავდებიან ყველა გამოწვევას, აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და ქმნიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ღირსეულ ისტორიას. სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია 6 01 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მისია და ღირებულებები 7 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მისიაა საზოგადოებაში პირადი ცხოვრების პატივისცემის კულტურის დამკვიდრება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტიანი ზედამხედველობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობს შემდეგი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვით: დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი - სამსახური დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს, თანამდებობის პირს ან/და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 პოლიტიკურ ძალას; კანონიერება - სამსახური საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით; ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა - სამსახური იცავს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ითვალისწინებს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებსა და თავისებურებებს, ხელმძღვანელობს თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებით; მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და სამართლიანობა - სამსახური საქმიანობს მიუკერძოებლად, ობიექტურად და სამართლიანად; განმცხადებლისა და მსხვერპლის ჩართულობა - სამსახური უზრუნველყოფს განმცხადებლისა და სავარაუდო მსხვერპლის/დაზარალებულის ჩართულობას საქმისწარმოების პროცესში და მათი ინტერესების დაცვას; სწრაფი და სრულყოფილი რეაგირება - სამსახური თითოეულ საქმეს მაქსიმალურად სწრაფად და გონივრულ ვადაში წარმართავს; გამჭვირვალობა და ღიაობა - სამსახური ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, ღიაა თანამშრომლობისთვის და პროაქტიულად ავრცელებს ინფორმაციას თავის საქმიანობაზე; 8 პროფესიონალიზმი - სამსახური, საქმიანობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, მუდმივად ზრუნავს კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და მოქმედი თანამშრომლების გაძლიერებაზე; განვითარებაზე ორიენტირებულობა - სამსახური პერიოდულად აფასებს საკუთარ საქმიანობას, გამოწვევებს და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე; ინოვაციურობა - სამსახური საქმიანობაში იყენებს და ნერგავს თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს; გუნდურობა - სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს/თანამშრომლებს აქვთ ერთიანი ხედვა და ერთობლივად მუშაობენ უწყების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 9 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 02 10 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 10 მაისს შეიქმნა, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლე, რომელიც საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას 2013 წლიდან აკონტროლებს. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უწყება საქმიანობს სამი მიმართულებით: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი; • სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს და რეაგირებს საჯარო თუ კერძო დაწესებულებების მიერ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტებზე. უწყება მონაცემთა დაცვის საკითხებზე კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს, ზრუნავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და ინსპექტირების გზით ამოწმებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობათა მონიტორინგისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 24 საათის განმავლობაში იღებს დოკუმენტებს სასამართლოდან, პროკურატურიდან და სხვა სამართალდამცავი ორგანოებიდან ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, ხოლო ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებიდან - სამართალდამცავი ორგანოებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა გადაცემაზე. მიწოდებულ დოკუმენტებს სამსახური ადარებს ელექტრონულ სისტემებში ასახულ ინფორმაციასთან და ელექტრონული სისტემით აკონტროლებს მონაცემთა ცენტრალურ ბანკს. ზედამხედველობის მიზნით, სამსახური ატარებს ზემოაღნიშნული ორგანოების ადგილზე შემოწმებასაც (ინსპექტირება). 11 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც საგამოძიებო უფლებამოსილებას 2019 წლიდან ახორციელებს, იძიებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან ჩადენილ შემდეგ დანაშაულებს: • • • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • • • • • წამება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლი; წამების მუქარა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1442 მუხლი; დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლი; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლების მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები; განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლი; პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით; აგრეთვე, მსჯავრდებულის იძულება, მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი; სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ან/და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ან/და აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია, ზემოაღნიშნულ დანაშაულებზე სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. 12 03 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი 13 2020 წლის ძირითადი სიახლეები შეიქმნა სამი დამოუკიდებელი დეპარტამენტი (საჯარო სექტორზე, კერძო სექტორზე და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტები), რომლებიც მონაცემთა დაცვის საკითხებს განიხილავენ სექტორულად შემუშავდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოტენციურად მაღალრისკიანი სფეროების იდენტიფიცირების კრიტერიუმები შემუშავდა თვითშეფასების კითხვარი, რომელიც საჯარო და კერძო დაწესებულებებს აძლევს საკუთარ ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 დაიწყო სტუდენტური პროექტი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები“ მომზადდა და საქართველოს 14 ქალაქში მდებარე იუსტიციის სახლში განთავსდა საინფორმაციო ბროშურები პირადობის მოწმობასა და ბავშვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების თაობაზე 7 რეგიონში ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან მომზადდა და გამოიცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებების ორი კრებული არასრულწლოვანთა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების შესახებ შემუშავდა რამდენიმე რეკომენდაცია პანდემიის პირობებში სხვადასხვა სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შემუშავდა საინფორმაციო დოკუმენტი საარჩევნო პროცესის დროს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ამომრჩეველთა უფლებების შესახებ შემუშავდა ორი რეკომენდაცია - „როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან“ და „აპლიკაცია TIK TOK-თან დაკავშირებული რისკების შესახებ“ შემუშავდა სახელმძღვანელო ელექტრონული სისტემებისა და აპლიკაციების შემქმნელებისთვის მომზადდა ორი ვიდეო-ლექცია, ჯანდაცვის სექტორში მონაცემთა დამუშავებისა და ინტერნეტსივრცეში პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების საკითხებზე გაფორმდა მემორანდუმი უკრაინის პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოსთან 14 ამ თავში განხილულია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა. 1. ზოგადი სტატისტიკური მონაცემები 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სამუშაო პროცესი არ შეუჩერებია. მისი ძალისხმევა უპირველესად მიემართებოდა პრევენციას - საზოგადოებისა და პანდემიის მართვაში ჩართულ პირთა ცნობიერების ამაღლებასა და ახალი პროცესების დანერგვის ეტაპზე კონსულტაციების გაცემას, ასევე მონაცემთა დამუშავების უკვე დანერგილი პროცესების კანონიერების შემოწმებას. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურმა მოქალაქეებს შესთავაზა მომართვის რამდენიმე ალტერნატიული გზა (მობილური აპლიკაცია, ვებგვერდი და ელექტრონული ფოსტა), პანდემიის პირობებში შემცირდა მომართვიანობა მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების სავარაუდო შემთხვევებზე. მოქალაქეთა მომართვიანობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის COVID-19-ის პანდემია სერიოზულ გამოწვევად იქცა. ქვეყანაში პანდემიის სამართავად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებები არსებითად არ შეზღუდულა, თუმცა ჯანმრთელობის დასაცავად დაწესებული გადაადგილებისა და პირადი კომუნიკაციის შეზღუდვის გამო, საჭირო გახდა მონაცემთა დამუშავების ახალი პროცესების დანერგვა ან/და უკვე დანერგილი პროცესების ონლაინ სივრცეში გადანაცვლება. 2018 წელი 2019 წელი 2020 წელი 15 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსულ განცხადებათა 77% შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო სექტორში, 14% - სამართალდამცავ ორგანოებში, ხოლო 9% - სხვა საჯარო უწყებებში. მოქალაქეთა მომართვიანობის შემცირება და პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, ცხადია, აისახა სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებების (ინსპექტირებების) რაოდენობაზეც. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ჩატარებული შემოწმებები 2018 წელი 2019 წელი 2020 წელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საჯარო და კერძო დაწესებულებებს ამოწმებს როგორც მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით. 2020 წელს შემოწმებების (ინსპექტირებების) 69% ჩატარდა მოქალაქეთა განცხადებებისა და შეტყობინებების საფუძველზე, ხოლო 31% - სამსახურის ინიციატივით. სამსახური საკუთარი ინიციატივით შესამოწმებელ დაწესებულებებს არჩევს იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რომლებიც 2020 წელს შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. აღნიშნული კრიტერიუმების (რისკფაქტორების) საშუალებით ვლინდება სფეროები, სადაც მაღალია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ალბათობა. ასეთ კრიტერიუმებს განეკუთვნება: დიდი მოცულობით მონაცემების დამუშავება; პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციაში დასაქმებულთა დიდი რაოდენობა; ორგანი- 16 ზაციის მიერ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, ბიომეტრიული მონაცემების, მოწყვლადი ჯგუფებისა (მათ შორის, შშმ პირების) და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება; პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება; მონაცემთა გადაცემა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის; მონაცემთა ისეთი დამუშავება, რომელიც ითვალისწინებს პირთა სისტემატურ მონიტორინგს; ისეთი მონაცემების დამუშავება, რომლებიც ექვემდებარება გამოქვეყნებას; მონაცემთა დამუშავების უარყოფითი გავლენა მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზებაზე და სხვა. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლინა სამსახურმა შესამოწმებელი საჯარო და კერძო დაწესებულებები. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით ჩატარებული შემოწმებები (ინსპექტირებები) შეეხებოდა საჯარო დაწესებულებების (41%), კერძო ორგანიზაციებისა (35%) და სამართალდამცავი ორგანოების (24%) მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას. გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები 2018 წელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 123 ფაქტი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 55% გამოვლინდა კერძო სექტორში, 28% - საჯარო სექტორში, ხოლო 16% - სამართალდამცავ ორგანოებში. 2019 წელი 2020 წელი 17 რაც შეეხება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევის სახეებს, შემთხვევები ასე გადანაწილდა: • • • • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • • • • • • • 37 (30%) - მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა (კანონის 46-ე მუხლი); 24 (20%) - მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე (43-ე მუხლი); 19 (15%) - მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა (44-ე მუხლი); 11 (9%) - პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემთა წესების დარღვევით გამოყენება (47-ე მუხლი); 10 (8%) - მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესების დარღვევა (50-ე მუხლი); 8 (6%) - ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევა (48-ე მუხლი); 5 (4%) - განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე (45-ე მუხლი); 4 (3%) - უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით (52-ე მუხლი); 2 (2%) - მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილი პირისთვის დავალება წესების დარღვევით (51-ე მუხლი); 2 (2%) - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა (53-ე მუხლი); 1 (1%) - მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის წესის დარღვევა (521 მუხლი). ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ყველაზე ხშირია მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა და დაწესებულებათა მიერ მიღებული ზომები არ არის საკმარისი მონაცემთა უსაფრთხოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მონაცემთა უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების 57% საჯარო დაწესებულებებსა და სამართალდამცავ ორგანოებზე მოდის. ამასთან, ხშირია მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე და შესაბამისი პრინციპების დარღვევით. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემთა დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების დარღვევის გამოვლენილი ფაქტებიდან 60% უკავშირდება საჯარო დაწესებულებებსა და სამართალდამცავ ორგანოებს. ეს მიუთითებს, რომ მონაცემთა დამუშავება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით, გამოწვევაა არამხოლოდ კერძო, ასევე საჯარო სექტორში. გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 52%-ზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულია ჯარიმა, ხოლო 48%-ზე - გაფრთხილება. 18 გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელები ჯარიმა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 59% შემთხვევაში დაეკისრა კერძო დაწესებულებას, 26% შემთხვევაში - საჯარო დაწესებულებას, ხოლო 15% შემთხვევაში - სამართალდამცავ ორგანოს. პირები, რომლებსაც დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კერძო დაწესებულება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 გაფრთხილება საჯარო დაწესებულება სამართალდამცავი ორგანო 19 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორიენტირებული იყო არა მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე, არამედ დაწესებულებებში აღმოჩენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრაზეც. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორი, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, თავისი გადაწყვეტილებებით გასცემდა შესასრულებლად სავალდებულო დავალებებსა და ასევე, რეკომენდაციებს. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გასცა 237 დავალება და რეკომენდაცია, რომელთაგან 43% გაცემულია კერძო დაწესებულებების, 33% - საჯარო დაწესებულებების, ხოლო 23% - სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურის მიერ გაცემული დავალებები და რეკომენდაციები დავალება რეკომენდაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამოირჩევა დასაბუთებულობის მაღალი ხარისხით. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოში გასაჩივრების დაბალი და სასამართლოს მიერ მათი ძალაში დატოვების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი. კერძოდ, 2020 წელს სასამართლოში გასაჩივრდა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ 4.5%. ამასთან, სასამართლომ 2020 წელს განხილული 15 საქმიდან, ძალაში დატოვა სახელმწიფო ინსპექტორის 13 გადაწყვეტილება. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე სამსახური ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას. ამ მიზნით, მას მომართავენ როგორც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები. კონსულტაციები გაიცემა ზეპირადაც (სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში) და წერილობითაც. 20 გაცემული კონსულტაციების რაოდენობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს წლის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო დაწესებულება მომართავს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე მოსაზრებათა წარსადგენად. 2020 წელს სამსახურმა მოსაზრება წარადგინა 39 პაკეტთან დაკავშირებულ 75-ზე მეტ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტზე. 11 განათლების სამინისტრო 9 მთავრობა 5 შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 3 პარლამენტი 2 ფინანსთა სამინისტრო სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო 1 ჯანდაცვის სამინისტრო 1 თავდაცვის სამინისტრო 1 იუსტიციის სამინისტრო 1 პროკურატურა 1 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 უწყებები, რომლებმაც მომართეს სამსახურს მოსაზრებათა წარსადგენად 21 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე გაცემული რეკომენდაციები ძირითადად უკავშირდებოდა შემდეგ საკითხებს: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნების განსაზღვრა ან/და მკაფიოდ ჩამოყალიბება; მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, დასამუშავებელ პერსონალურ მონაცემთა მოცულობის შემცირება; მონაცემთა შენახვის ვადების დადგენა; განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების აკრძალვა საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე; მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება; მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები (მონაცემებზე დაშვების მქონე პირთა განსაზღვრა, მონაცემთა დამუშავების მოქმედებების აღრიცხვა და სხვა). 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვა COVID-19-ის პანდემიის პირობებში პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლებისა და მომსახურების სფეროებში, საჭირო გახდა სრულიად ახალი მიდგომები. ბევრმა პროცესმა გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში, დაჩქარებულ რეჟიმში ინერგებოდა ახალი ელექტრონული პროდუქტები, რაც, უმეტეს შემთხვევაში, გულისხმობდა სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემების დამუშავებას; სენსიტიური (მაგ.: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული) მონაცემები მუშავდებოდა უჩვეულო გარემოში (სავაჭრო ობიექტებში, სასტუმროებში და ა.შ.). მისასალმებელია, რომ პანდემიის დროს პაციენტთა მონაცემები ფართოდ არ გავრცელებულა უშუალოდ მათი ან ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე. ხშირად საჯარო პირები თვითონ ავრცელებდნენ ინფორმაციას მათი ვირუსით ინფიცირების შესახებ, რაც განპირობებული იყო საჯარო ინტერესით ან/და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით. დარღვევების მცირე მასშტაბების მიუხედავად, პანდემიამ მნიშვნელოვნად გაზარდა პერსონალურ მონაცემთა უკანონოდ დამუშავების რისკები და დაცვის საჭიროება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, როგორც საზედამხედველო ორგანოსთვის, მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლდათ პანდემიის პირობებში პერსონალურ მონაცემთა სათანადოდ დაცვა და მონაცემთა დამმუშავებლების მიერ უსაფრთხოების ზომების მიღება. 22 ცნობიერების ამაღლება და პრევენცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძალისხმევა მიემართებოდა უპირველესად პრევენციულ საკითხებს, როგორიცაა: საზოგადოებისა და პანდემიის მართვის პროცესში ჩართულ პირთა ცნობიერების ამაღლება; ასევე, პანდემიის პირობებში შემუშავებული სამართლებრივი დოკუმენტებისა და დანერგილი ელექტრონული პროდუქტების შესაბამისობა საქართველოს კანონთან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისათვის, სამსახური მუდმივად სწავლობდა და აანალიზებდა სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოების საუკეთესო გამოცდილებას, ასევე, ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პანდემიის პირობებში შემუშავებულ რეკომენდაციებს. Covid-19-ის ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყანაში დაინერგა მობილური აპლიკაცია „Stop Covid“, რომლითაც მომხმარებელს შეეძლო გაგება, ხომ არ ჰქონდა კონტაქტი Covid-19-ით ინფიცირებულ პირთან. საქართველოში აპლიკაციის გამოყენება მომხმარებლის თავისუფალ არჩევანზე იყო დამოკიდებული, რაც ასეთი პროდუქტების მიმღებლობას ზრდის; თუმცა, აპლიკაციისადმი საზოგადოების მაღალი ნდობისა და მისი მასობრივი გამოყენებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანი იყო მონაცემთა სამართლიანად, პროპორციულად და გამჭვირვალედ დამუშავება. ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, სამსახურმა მოამზადა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინა რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე: აპლიკაციის საშუალებით მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და შენახვის ვადების მკაფიოდ განსაზღვრა; მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებაში ბუნდოვანებათა გასწორება; მონაცემთა სუბიექტისათვის შესაძლებლობის მიცემა, მოითხოვოს თავისი მონაცემების წაშლა; აპლიკაციის პროგრამული კოდის ხელმისაწვდომობა და სხვა ტექნიკური საკითხები. რეკომენდაციების მიზანი გახლდათ აპლიკაციით მონაცემთა დამუშავების პროცესის შესაბამისობა კანონთან და მის მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პანდემიის დაწყების ეტაპზევე შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია: დამსაქმებელი ორგანიზაციებისთვის - პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და დისტანციური მუშაობისას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე; ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის - დისტანციური სწავლების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. 23 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურმა პანდემიის პირობებში ჩაატარა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი 4 სამართლებრივი აქტის ექსპერტიზა. მათ შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები, რომლებიც აწესრიგებდა ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვას, ასევე, სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეზღუდვების აღსრულებისას პერსონალურ მონაცემთა (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა) დამუშავებასა და გაცვლას სხვადასხვა უწყებას შორის (მაგ.: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სხვა). სამსახურის რეკომენდაციები ძირითადად უკავშირდებოდა შემდეგ საკითხებს: მონაცემ- 24 თა დამუშავების მიზნების განსაზღვრა ან/და მკაფიოდ ჩამოყალიბება; დასამუშავებელ პერსონალურ მონაცემთა მოცულობის შემცირება; მონაცემთა შენახვის ვადების დადგენა; მონაცემთა წაშლის/განადგურების წესის მოწესრიგება და მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. ვინაიდან პანდემიის პირობებში ყველაზე ხშირად მუშავდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით შემუშავდა და გამოიცა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებათა კრებული ჯანმრთელობის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე, რომელიც სამსახურის მიერ შესწავლილ 30 რეალურ საქმეს აერთიანებს. დოკუმენტის მიზანია, მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობა; კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციებსა თუ დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიდგომების გაცნობა და მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის მათთვის რეკომენდაციების შეთავაზება. ასევე, მომზადდა ვიდეოლექცია ჯანდაცვის სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც განთავსდა სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდზე (მას 7400 ნახვა აქვს). შესწავლილი პროცესები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა პანდემიის პირობებში დანერგილი მონაცემთა დამუშავების 24 ახალი პროცესი (12 - მოქალაქეთა განცხადების/შეტყობინების საფუძველზე, ხოლო 12 - სამსახურის ინიციატივით). 29 24 14 შესწავლილი პროცესი გამოვლენილი სამართალდარღვევა გაცემული დავალებები და რეკომენდაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 12 პირს 14 სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით 7 პირის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 5 პირის მიმართ - ჯარიმა. საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების გასაუმჯობესებლად, ასევე, ამ პროცესების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობისათვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 25 დავალება და 4 რეკომენდაცია. სამსახურმა მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა პროცესი შეამოწმა შემდეგ საჯარო და კერძო ორგანიზაციებში: • სამედიცინო დაწესებულებებში (მათ შორის, ე.წ. „ცხელების კლინიკები“, „კოვიდკლინიკები“), სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სასტუმროების საკარანტინე სივრცეებში - პაციენტთა და ასეთ სივრცეში მოთავსებულ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავება და უსაფრთხოების საკითხები; 25 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 26 • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში - ვებგვერდის www.registration.gov.ge მეშვეობით კარანტინში/იზოლაციაში მყოფ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავება; • საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლებში და უნივერსიტეტებში) დისტანციური სწავლებისას მოსწავლეთა და სტუდენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავება; • სავაჭრო მოლებში და აეროპორტში - პერსონალური მონაცემების დამუშავება თერმოსკრინინგისას; • სავაჭრო კომპანიებში, კვების ობიექტებში (ე.წ. „ონლაინ ვაჭრობისას“) - ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავება; • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში - Covid-19-ით ინფიცირებულთა, ასევე, მათთან კონტაქტში და თვითიზოლაციაში მყოფ პირთა მონაცემების დამუშავება. გამოვლენილი ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესწავლილმა პროცესებმა გამოავლინა დარღვევები და ნაკლოვანებები, რომლებიც ქმნიდა მონაცემთა კანონდარღვევით დამუშავებისა და არასანქცირებული წვდომის საფრთხეებს, ასევე, ართულებდა დამრღვევი პირის გამოვლენას და სათანადო რეაგირების შესაძლებლობას. კერძოდ, შემოწმებისას დადგინდა, რომ: ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ელექტრონულ სისტემაში, სადაც დაცული იყო პაციენტთა პერსონალური მონაცემები, არ აღირიცხებოდა მონაცემთა მიმართ შესრულებული ყველა ქმედება; • ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ელექტრონულ სისტემაზე ერთი და იმავე მომხმარებლის სახელით რამდენიმე პირს ჰქონდა წვდომა; • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ამ სისტემის მართვის მიზნით, ელექტრონულად აღრიცხავდა COVID-19-ით ინფიცირებულთა, ასევე, მათთან კონტაქტში ან/და თვითიზოლაციაში მყოფ პირთა მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი, ინფიცირებულთან კონტაქტის თარიღი, თვითიზოლაციაში გადაყვანისა და თვითიზოლაციის დასრულების თარიღი და, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული პირის ცხელების ცენტრსა ან კარანტინში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია); თუმცა, ამ პროცესში სამინისტრო არ აღრიცხავდა ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა მოპოვების თარიღის, გაცემის ან/და წაშლის შესახებ; • სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, COVID-19-ზე ტესტირების აღრიცხვის ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებულ მომხმარებელთა პირველადი პაროლები არ იყო შეცვლილი; არ არსებობდა ორდონიანი ავთენტიფიკაციის მექანიზმი, რაც ქმნიდა მოდულში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევის რისკებს; • ერთ-ერთმა სამედიცინო დაწესებულებამ COVID-19-ის ტესტირების შედეგები გაუმჟღავნა მესამე პირს; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 27 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 28 • ერთ-ერთი საზოგადოებრივი კვების (რესტორნის) ობიექტი აღრიცხავდა და ინახავდა რესტორანში მისულ მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი), ისე, რომ არ სჭირდებოდა მათი შეგროვება; • რამდენიმე სავაჭრო მოლში მომხმარებელთა თერმოსკრინინგის სისტემა არ აღრიცხავდა პერსონალურ მონაცემთა მიმართ შესრულებულ მოქმედებებს და არ იყო დაცული პაროლით; • სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მოქალაქეთა თერმოსკრინინგისას დაფიქსირდა საჭიროების გარეშე თერმოსკრინინგის პროცედურის (ვიდეომასალა) არქივირების ფაქტი. გარდა ამისა, თერმოსკანერის სისტემაზე ერთი და იმავე მომხმარებლის სახელით წვდომა ჰქონდა რამდენიმე პირს. შესაბამისად, მოქალაქეებზე ვიდეომასალა გროვდებოდა და გარკვეული პერიოდით ინახებოდა ყოველგვარი საჭიროების გარეშე; ამასთან, მონაცემებზე წვდომის შემთხვევაში, შეუძლებელი იყო შესაბამისი თანამშრომლის იდენტიფიცირება; • რამდენიმე საჯარო სკოლის დისტანციური სწავლების პროცესში გამოიყენებოდა ელექტრონული ჟურნალი, რომელშიც არ აღირიცხებოდა მოსწავლეთა მონაცემების მიმართ განხორციელებული ზოგიერთი მოქმედება; კერძო სკოლებში კი არ იყო დანერგილი მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმები დისტანციური სწავლებისას (მაგ.: სკოლას არ ჰქონდა შემუშავებული ელექტრონული ფორმით დაცულ მონაცემებზე წვდომის წესები და პირობები, სადაც განსაზღვრული იქნებოდა თანამშრომელთა მიერ მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილების ჯეროვანი განხორციელების მონიტორინგი, ასევე, გამოვლენილ დარღვევებზე სათანადო რეაგირების საკითხები); • ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების (რომელიც პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას უწევს დისტანციურად, ვებგვერდის მეშვეობით) მომხმარებლები სავალდებულო წესით ეთანხმებოდნენ მის ვებგვერდზე განთავსებულ კონფიდენციალობის პოლიტიკას. ეს პოლიტიკა შეიცავდა ინფორმაციას დაწესებულების მიერ ისეთი მონაცემების დამუშავებაზე, რომლებიც ფაქტობრივად არ მუშავდებოდა. შედეგად, მომხმარებელი შეცდომაში შედიოდა და არასწორ ინფორმაციას იღებდა მონაცემთა დამუშავების შესახებ; • ერთ-ერთი ე.წ. „ონლაინ ვაჭრობის“ (ვებგვერდის მეშვეობით) კომპანია მონაცემთა შეგროვებისას მომხმარებელს არ აწვდიდა ინფორმაციას, თუ რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით მუშავდებოდა და ვის გადაეცემოდა მონაცემები. შესაბამისად, მომხმარებლისთვის მკაფიო და ნათელი არ იყო მისი მონაცემების დამუშავების პროცესი. რეკომენდაციები COVID-19-ის პანდემიის გამო შეცვლილი და ახალდანერგილი პროცესების შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ პანდემიამ მკვეთრად გაზარდა დამუშავებული პერსონალური მონაცემების მოცულობა, რაც, როგორც აღინიშნა, ავტომატურად ზრდის მონაცემთა კანონდარღვევით დამუშავების რისკებს. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური იყო პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე, როდესაც ვირუსთან ბრძოლის საშუალებათა ეფექტიანობა, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საჭიროება და პროპორციულობა რთული შესაფასებელი გახლდათ. მონაცემთა დამმუშავებელმა ორგანიზაციებმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და არაკანონიერი დამუშავების თავიდან ასაცილებლად, უნდა მიიღონ შემდეგი ზომები: შესაბამისი პროცესის დანერგვამდე (2020 წელს დანერგილი პროცესების შემთხვევაში - გონივრულ ვადებში), შეაფასონ მონაცემთა დამუშავების ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე, რათა წინასწარ აღმოიფხვრას მოსალოდნელი რისკები. კერძოდ, შეიმუშაონ წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იქნება შემდეგი საკითხები: დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორია (რა მონაცემები მუშავდება), დამუშავების მიზნები, დამუშავების საჭიროების დასაბუთება, დამუშავების პროცესის აღწერა, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა შეზღუდვის საფრთხეების შეფასება, მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების (მათ შორის, მონაცემებზე წვდომის წესებისა და პირობების) აღწერა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა, რომლებიც საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის ადგენენ პანდემიასთან ბრძოლის ზოგად რეგულაციებსა და რეკომენდაციებს, ერთგვაროვანი პრაქტიკის დასანერგად, მკაფიოდ და ნათლად განსაზღვრონ მონაცემთა დამუშავების პროცესები. 29 მონაცემთა უსაფრთხოებისთვის გაატარონ აუცილებელი ორგანიზაციულტექნიკური ზომები მონაცემთა კატეგორიების, დამუშავებულ მონაცემთა მოცულობის, დამუშავების მიზნის, ფორმისა და საშუალებების, ასევე, მონაცემთა სუბიექტის უფლებათა დარღვევის საფრთხეების გათვალისწინებით (კერძოდ: დანერგილი ელექტრონული პროდუქტი დაიცვან პაროლით და ელექტრონული სისტემის მომხმარებლებმა პირველადი პაროლები შეცვალონ უსაფრთხო პაროლებით; ელექტრონული სისტემის თითოეულ მომხმარებელს განუსაზღვრონ ინდივიდუალური სახელი და პაროლი (user); ელექტრონულ სისტემებზე მომხმარებლებისთვის დანერგონ ორდონიანი ავთენტიფიკაციის მექანიზმი; ელექტრონულად აღრიცხონ მონაცემების მიმართ შესრულებული მოქმედებები; მიიღონ ზომები არაუფლებამოსილ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 პირთა მიერ მონაცემებზე წვდომის პრევენციისთვის და სხვა); 30 დანერგონ მონაცემებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი და, მათი მხრიდან მონაცემთა არაკანონიერად ან/და არასამსახურებრივი მიზნით დამუშავების შემთხვევაში, სათანადო რეაგირება განახორციელონ გამოვლენილ დარღვევებზე; დანერგონ მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის უფლებათა სათანადო რეალიზებას; განსაზღვრონ მონაცემთა შენახვის ვადები და წაშალონ ისინი იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რისთვისაც შეგროვდა; დისტანციური მომსახურებისას, შეიმუშაონ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების დეტალური და მკაფიო წესები (განსაზღვრონ დამუშავების პროცესი, მისი ყველა მონაწილის როლი და უფლებამოსილება, მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით მიღებული ზომები და ა.შ.). 3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება საარჩევნო პროცესში არჩევნები ყოველთვის საზოგადოების მაღალ ინტერესს უკავშირდება, თუმცა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, კენჭისყრის დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში დაცული იყოს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პირის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებული მონაცემები განსაკუთრებულ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა დასაცავადაც კანონი უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს. ცნობიერების ამაღლება და პრევენცია წინასაარჩევნო პროცესის დროს, ასევე, უშუალოდ კენჭისყრის დღეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად მუშაობდა ამომრჩეველთა და საარჩევნო პროცესებში მონაწილე პირთა ცნობიერების ამაღლებაზე; ასევე, ეფექტიანად თანამშრომლობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რომელიც ჩართული იყო ამომრჩეველთა მონაცემების დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სწორედ ამიტომ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლდათ. პრევენციული ღონისძიებების გატარებასთან ერთად, სამსახურმა შეისწავლა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა შემთხვევა წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა და გამოაქვეყნა საინფორმაციო დოკუმენტი საარჩევნო პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ამომრჩეველთა უფლებების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. 31 გამოყოფილი იყო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევდა საარჩევნო პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. მონაცემთა დაცვის კუთხით, სამსახურმა გადაამზადა ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების 44 წარმომადგენელი, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზის 21 ოპერატორი. ტრენინგები მორგებული იყო მათი საქმიანობისა და საარჩევნო პროცესში მონაცემთა დამუშავების სპეციფიკაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ტრენინგი ჩაუტარდა არასამთავრობო ორგანიზაციების 28 წარმომადგენელსაც, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესებს. მისი მონაწილეები, პერსონალურ მო- 32 ნაცემთა დაცვის კანონმდებლობის პარალელურად, გაეცნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკასა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკავშირდებოდა სწორედ საარჩევნო პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვას. შესწავლილი პროცესები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა საარჩევნო პროცესში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების 8 შემთხვევა (6 - მოქალაქეთა განცხადების/შეტყობინების საფუძველზე, ხოლო 2 - სამსახურის ინიციატივით). 8 4 2 შესწავლილი პროცესი გამოვლენილი სამართალდარღვევა გაცემული დავალებები და რეკომენდაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 2 პირს 4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით ერთ შემთხვევაში გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო მეორე შემთხვევაში ჯარიმა. მონაცემთა დამუშავების პროცესების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობისთვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 2 დავალება. შესწავლილი საქმეები მოიცავდა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კომისიების მიერ მონაცემთა დამუშავების შემთხვევებს. კერძოდ, სამსახურმა შეისწავლა: • პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა სატელეფონო ნომრების მოპოვების კანონიერება; • პოლიტიკური პარტიის მიერ საჯარო მონაცემთა ბაზის მეშვეობით ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება; 33 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 34 • პოლიტიკური პარტიის მიერ საჯარო მონაცემთა ბაზის მეშვეობით ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება; • პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა გამოკითხვის ფარგლებში (750 000-ზე მეტ პირთან) განხორციელებული აუდიოჩაწერების, შედგენილი (1 200 000) დოკუმენტებისა და გადაღებული (10 000) ფოტომასალის მეშვეობით რესპონდენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, მათ შორის, მოპოვებული მონაცემების დასაცავად მიღებული უსაფრთხოების ზომები და მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების საკითხები; • საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და მობილური სატელეფონო ნომრების გასაჯაროების კანონიერება. გამოვლენილი ტენდენციები საარჩევნო პროცესში მონაცემთა დამუშავების შესწავლილმა შემთხვევებმა გამოავლინა შემდეგი დარღვევები და ნაკლოვანებები: წინასაარჩევნო პროცესის დროს პოლიტიკური პარტიები უმეტესად ირჩევდნენ ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტის ფორმას და აქტიურად ამუშავებდნენ მათ პერსონალურ მონაცემებს წინასაარჩევნო გამოკითხვების ჩატარებით. ერთ-ერთი შემოწმებისას გამოვლინდა პარტიის მიერ ამომრჩეველთა ზედმეტი მოცულობის მონაცემების დამუშავება, ასევე, წინასაარჩევნო გამოკითხვისას მოპოვებული მონაცემების უკანონოდ გასაჯაროება. ორივე შემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კანონდარღვევად შეაფასა და პოლიტიკურ პარტიას დაევალა გამოკითხვის ფარგლებში ნაწარმოები მონაცემების შემცველი როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული სახით არსებული ყველა მასალის (მათ შორის, აუდიოჩანაწერების) განადგურება; • პოლიტიკური პარტიების მიერ გამოკითხვის ჩატარების მიზნით ამომრჩევლებთან სატელეფონო გზით დაკავშირებისას, მოქალაქეები ინტერესდებოდნენ თავიანთი პერსონალური მონაცემების (ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი) მოპოვების წყაროებით/გზებით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინფორმაციის მიღება მონაცემთა სუბიექტის უფლებაა, პარტიები სათანადოდ არ აწვდიდნენ ამ ინფორმაციას ამომრჩეველს და ვერ მიუთითებდნენ წყაროებს, რაც მოქალაქეებს უჩენდა ეჭვს მონაცემთა მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით; • საარჩევნო უბანზე პირადი ნომრების მითითებით ამომრჩეველთა სიები კანონდარღვევით გასაჯაროვდა. კერძოდ, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გასაჯაროვდა (გამოკრული იყო საარჩევნო უბანზე არსებულ სტენდზე) გადასატანი საარჩევნო ყუთის სია, ამომრჩევლების პირადი ნომრების მითითებით, რაც საარჩევნო კოდექსით არ არის დასაშვები და ქმნის ამომრჩეველთა მონაცემების არამართლზომიერი გამოყენების საფრთხეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 35 რეკომენდაციები შესწავლილი პროცესები ცხადყოფს, რომ არჩევნების დროს პერსონალურ მონაცემთა დაცვა ერთ-ერთი საყურადღებო საკითხია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა პირმა და სუბიექტმა უნდა მიიღონ შემდეგი ზომები: შეიმუშაონ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავების მარეგულირებელი დეტალური წესები/ინსტრუქციები და აამაღლონ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირთა ცნობიერება; მონაცემები დაამუშაონ მხოლოდ იმ მოცულობით, რაც საჭიროა საარჩევნო მიზნებისთვის და წაშალონ მიზნის მიღწევის შემდგომ; მარკეტინგული მომსახურების, საზოგადოებრივი აზრის კვლევისა თუ სხვა ტიპის მომსახურების გაწევისთვის, შეარჩიონ სათანადო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები, გააფორმონ მათთან შესაბამისი კონფიდენციალობის შეთანხმებები და გააკონტროლონ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა ამ ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავებისას; მონაცემთა დამუშავებისას ამომრჩეველს მიაწოდონ ინფორმაცია მათი, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებებზე, მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემების დამუშავებაზეც: რომელი ორგანიზაცია აგროვებს მათ, რა მიზნით, სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემების მიწოდება, რომელი სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება ინფორმაცია, გადაეცემა თუ არა მონაცემები მესამე პირებს და ა.შ.; კენჭისყრის დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ამომრჩეველთა სიის მიმართ. აღნიშნული სია გამოიყენონ მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მართლზომიერი მიზნებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების შესაბამისად. 36 4. მონაცემების დამუშავება ელექტრონულ ბაზებში ელექტრონული ბაზები, რომლებიც ყველა სფეროში (სამართალწარმოება, ჯანდაცვა, განათლება, მომსახურება და ა.შ.) გამოიყენება, იძლევა დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ასევე, მნიშვნელოვნად ზოგავს ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსებს. ცნობიერების ამაღლება და პრევენცია ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია საჯარო და კერძო დაწესებულებები აანალიზებდნენ მონაცემთა უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხებს ბაზების შექმნამდე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ელექტრონული სისტემების/პროგრამებისა და აპლიკაციების შემქმნელებისთვის შეიმუშავა სახელმძღვანელო, რომელიც სწორედ ელექტრონულ ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვასა და უსაფრთხოებას ისახავს მიზნად, ასევე, შექმნილი პროდუქტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. დოკუმენტში დეტალურადაა განხილული ის ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია აპლიკაციებისა და ელექტრონული სისტემების შექმნის (დაგეგმვის, ანალიზის, დიზაინის, იმპლემენტაციის, ტესტირების, ინტეგრაციის, ტექნიკური მომსახურების) ეტაპზე. 2021 წელს დაგეგმილია აღნიშნული სახელმძღვანელოს გაცნობა კერძო და საჯარო დაწესებულებათა წარმომადგენლებისთვის. მითითებულ დოკუმენტში მოცემული წესების გათვალისწინება ელექტრონული ბაზის შექმნის პროცესში, დაწესებულებებს თავიდან აარიდებს უკვე დანერგილ პროდუქტში ცვლილებების შეტანას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მონაცემთა ბაზების შექმნის მზარდი ტენდენციისა და ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, იზრდება მონაცემების უკანონოდ გამოყენების საფრთხეებიც. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძალისხმევა ყოველწლიურად მიმართულია ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა დამუშავების პროცესების გაუმჯობესებაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა ვიდეოლექცია თემაზე - „პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება ინტერნეტსივრცეში“, რომელშიც განხილულია აპლი- 37 კაციებისა და საჯარო ვებგვერდების საშუალებით მონაცემთა დამუშავების საკითხები და ამ პროცესში მონაცემთა არაკანონიერი გამოყენების საფრთხეები. ვიდეოლექცია განთავსდა სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდზე (მას 8500 ნახვა აქვს). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბათუმში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებული ელექტრონული ბაზების დახვეწას ისახავდა მიზნად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურს ხშირად მომართავდნენ საჯარო და კერძო ორგანიზაციები ზეპირი ან/და წერილობითი კონსულტაციის თხოვნით მონაცემთა ბაზების შექმნის, დანერგვისა და მონაცემთა ბაზებში არსებული მონაცემების უწყებებს შორის გაცვლის ეტაპზე. სამსახურმა 128 კონსულტაცია გასცა. სამსახურმა ჩაატარა 9 სამართლებრივი დოკუმენტის ექსპერტიზა, რომლებიც ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა დამუშავების საკითხებს არეგულირებდა. გაცემული რეკომენდაციები, ძირითადად, შეეხებოდა: ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა დამუშავების მიზნების განსაზღვრას ან/და მკაფიოდ ჩამოყალიბებას; მონაცემთა დამუშავების მოცულობისა და შენახვის ვადების განსაზღვრას, მიზნის მიღწევის შემდგომ მონაცემთა წაშლის მექანიზმის შექმნას; ასევე, მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. სამსახურმა ტრენინგი ჩაუტარა სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულ 229 პირს. ტრენინგის თემატიკა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა დამუშავების საკითხებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აქტიური მუშაობა დაიწყო ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დღითიდღე იზრდება. განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც გადაწვეტილებები ავტომატიზებული ფორმით, ალგორითმებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით მიიღება. 2020 წელს სამსახურის ინიციატივით ჩატარდა პირველი მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძო ორგანიზაციისა და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში საინტერესო დისკუსია გაიმართა პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სხვა დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესში. 38 გარდა აღნიშნულისა, საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ისაუბრა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სხვა დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენებისას, მათ შორის, ამ სფეროს რეგულირებისა და განვითარების მხარდაჭერაზე. ღონისძიებას ონლაინ ფორმატში 100-მდე პირი ესწრებოდა (სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებულ ვიდეოს 10 100 ნახვა აქვს). ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული თემების პოპულარიზაცია კვლავ რჩება სამსახურის პრიორიტეტად და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა 2021 წელსაც აქტიურად გაგრძელდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა ელექტრონულ ბაზებში მონაცემების დამუშავების 40 შემთხვევა (18 მოქალაქეთა განცხადების/შეტყობინების საფუძველზე, ხოლო 22 - სამსახურის ინიციატივით). სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 22 პირს 29 სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით 15 პირის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 7 პირის მიმართ - ჯარიმა. საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების პროცესების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობისათვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 61 დავალება და 8 რეკომენდაცია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 შესწავლილი პროცესები 39 69 40 29 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 შესწავლილი პროცესი 40 გამოვლენილი სამართალდარღვევა გაცემული დავალებები და რეკომენდაციები საანგარიშო პერიოდში პერსონალური მონაცემების დამუშავება ელექტრონულ ბაზებში შემოწმდა როგორც სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში. კერძოდ, შემოწმდა: • სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოქალაქეთა პასპორტების შესახებ მონაცემთა დამუშავების კანონიერება; • სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მონაცემთა ბაზაში დაცული სასტიპენდიო და საგრანტო პროგრამების კონკურსანტებისა და ბენეფიციარების მონაცემთა დამუშავების კანონიერება; • სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული 549 000 მოსწავლის მონაცემთა დამუშავების კანონიერება; • სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცხელი ხაზის ელექტრონულ ბაზაში დაცულ მონაცემთა დამუშავების კანონიერება; • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში სხვადასხვა უწყების მიერ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ მონაცემთა დამუშავების კანონიერება; ერთ-ერთი მსხვილი ონლაინ გაყიდვების კომპანიის ელექტრონულ ბაზაში 175 534 მომხმარებლის მონაცემთა დამუშავების კანონიერება; • სამი მსხვილი სააფთიაქო ქსელის ელექტრონულ ბაზებში დაცული ე.წ. „ლოიალობის ბარათის“ მფლობელი მომხმარებლების მონაცემთა დამუშავების კანონიერება; • სამედიცინო დაწესებულებების, მათ შორის, ჯანმრთელობის პროგრამაში ჩართული დაწესებულებების ელექტრონულ ბაზებში დაცული პაციენტების მონაცემთა დამუშავების კანონიერება; • ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მედიასა და სოციალურ ქსელში მონაცემების გასაჯაროების არაერთი შემთხვევა, რომლებიც უკავშირდებოდა მონაცემთა ბაზების უსაფრთხოებას და ქმნიდა მონაცემთა კანონის დარღვევით დამუშავების ეჭვს; • საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტების/მოსწავლეების პერსონალური მონაცემების ინტერნეტსივრცეში გასაჯაროების კანონიერება. სამსახურმა ასევე შეისწავლა საჯარო მონაცემთა ბაზის - სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების კანონიერება, რომელზეც ხელმისაწვდომია 2012 წლიდან სამსახურისთვის არქიტექტურულ პროცესებთან დაკავშირებით წარდგენილი განცხადებები და განცხადების ავტორთა მონაცემები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 41 გამოვლენილი ტენდენციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა დამუშავების შესწავლილმა პროცესებმა გამოავლინა დარღვევები და ნაკლოვანებები, რომლებიც ზრდის მონაცემთა არაუფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომობას და მათი არასამსახურებრივი მიზნით დამუშავების რისკებს, მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების შემთხვევაში ართულებს/შეუძლებელს ხდის კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას, აჩენს მოძველებული/არაზუსტი მონაცემების დამუშავების საფრთხეს, რაც უარყოფითად აისახება მონაცემთა სუბიექტის უფლებებზე: 42 • საჯარო და კერძო დაწესებულებებს, როგორც წესი, არ აქვთ შემუშავებული წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც რეგულირდება დანერგილი ელექტრონული ბაზის ფუნქციონირების საკითხები, პერსონალური მონაცემების დამუშავების დეტალური წესები და პირობები, მონაცემებზე წვდომის მქონე პირთა უფლება-მოვალეობები, მონაცემების გამოყენების კანონიერების მონიტორინგის პროცედურები და სხვა; • გარკვეულ შემთხვევებში, მონაცემთა დამმუშავებლები თანამშრომლებს არ აწვდიან ინფორმაციას და არ უზრუნველყოფენ მათ გადამზადებას მონაცემთა დამუშავების პროცედურულ და შინაარსობრივ საკითხებზე; • მონაცემთა დამმუშავებელ დაწესებულებებს, რიგ შემთხვევებში, არ აქვთ მიღებული სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით: არ აღირიცხება ბაზებში არსებულ მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები (დათვალიერება, გადმოწერა, წაშლა), არ არის განსაზღვრული მონაცემებზე წვდომის ფარგლები და, როგორც წესი, დასაქმებულ პირებს მონაცემებზე წვდომა აქვთ საერთო მომხმარებლის სახელითა და პაროლით; • დაწესებულებები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემების სიზუსტეს და მონაცემთა ბაზებს პერიოდულად არ აახლებენ; • ხშირ შემთხვევაში, ორგანიზაციებს არ აქვთ განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადები. ელექტრონულ ბაზებში მონაცემები არ კლასიფიცირდება მათი შინაარსისა და დამუშავების მიზნის მიხედვით. შესაბამისად, მონაცემები ინახება და, რიგ შემთხვევებში, საჯაროვდება მას შემდეგაც, რაც უკვე მიღწეულია მონაცემთა დამუშავების მიზანი. შედეგად, ორგანიზაციაში მოქალაქეების შესახებ დიდი მოცულობით ინფორმაცია იყრის თავს, რომლის შენახვისა და გამოყენების კანონიერი ინტერესი ორგანიზაციას აღარ აქვს; დაწესებულებები მონაცემთა ელექტრონული ფორმით დამუშავებისას არ იყენებენ მათი დაცვისთვის აპრობირებულ თანამედროვე მეთოდებს (მაგალითად, მონაცემთა დაშიფრული ფორმით შენახვა, მონაცემთა გადაცემისთვის დახურული ქსელების გამოყენება). ამდენად, მონაცემთა ბაზებში დაცული მონაცემები არაკანონიერი ქმედებების (მაგალითად, ე.წ. „ჰაკერული“ თავდასხმის) შედეგად შესაძლოა ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს; • ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციები, მათ შორის, საჯარო დაწესებულებები, ელექტრონული ბაზების ადმინისტრირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის იყენებენ სხვადასხვა ორგანიზაციის მომსახურებას (მაგალითად, მონაცემთა სერვერზე განთავსებისა და ვებგვერდის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით). ასეთი მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში) გაფორმებისას არ არის გათვალისწინებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, საერთოდ არ იდება წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც მოაწესრიგებდა კონტრაქტორი ორგანიზაციის ვალდებულებებს პერსონალური მონაცემების დაცვასთან, მათ შორის, უსაფრთხოების ზომებთან მიმართებით. პარალელურად, არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რომელიც ამ საკითხებს დაარეგულირებს. მონაცემთა დაცვის გარანტიებისა და მათი შესრულების მექანიზმების წერილობით ჩამოყალიბება კი ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია პერსონალურ მონაცემთა კანონიერად დამუშავებისათვის მომსახურების გაწევისას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 43 რეკომენდაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ხშირად მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციები სათანადოდ ვერ აცნობიერებენ ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემების სენსიტიურ ხასიათს და მათი უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გაცემული დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულება, რომელთა დიდი ნაწილი მონაცემთა ბაზებში ცვლილებებს უკავშირდება, ხშირად დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს საჭიროებს, რაც ყველა ორგანიზაციისთვის რთულია და დროში ჭიანურდება. შესაბამისად, საჯარო და კერძო დაწესებულებებმა მონაცემთა ბაზების შექმნის ეტაპზევე უნდა გადადგან ნაბიჯები მონაცემთა უსაფრთხოებისა და დამუშავების პროცესის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ელექტრონულ ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვისა და მათი არაკანონიერი დამუშავების თავიდან აცილების მიზნით, მონაცემთა დამმუშავებელმა ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ შემდეგი ზომები: შეიმუშაონ პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც დარეგულირდება ელექტრონულ ბაზაში მონაცემთა დამუშავების წესი, პირობები, მონაცემთა უკანონო დამუშავების თანამდევი შედეგები. ამასთან, უზრუნველყონ აღნიშნული დოკუმენტის პრაქტიკაში გამოყენება და დასაქმებული პირებისთვის გაცნობა; განსაზღვრონ მონაცემთა დამუშავების კონკრეტული კანონიერი მიზნები და დაამუშაონ მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც აღნიშნული მიზნების მისაღწევად არის საჭირო; სრულყოფილად აღრიცხონ მონაცემებზე ელექტრონული წვდომის (ბაზაში შესვლის, დათვალიერების, გადმოწერის, წაშლის) ფაქტები (ვინ, როდის, რა მიზნით შევიდა ბაზაში და რა მოქმედება განახორციელა); 44 დაადგინონ მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატური ვადები და მიიღონ შესაბამისი ზომები ამ ვადის გასვლის შემდეგ მონაცემთა განადგურებისა ან დეპერსონალიზაციისთვის; მკაცრად დაარეგულირონ ელექტრონულ ბაზაზე წვდომის საკითხები - განსაზღვრონ წვდომის უფლებამოსილების მქონე პირები და თითოეული თანამშრომლის წვდომის დონე შეუსაბამონ მათ სამსახურებრივ საჭიროებას; დანერგონ მონაცემებზე წვდომის კანონიერების პერიოდული მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამრღვევი პირების მიმართ გამოიყენონ ადეკვატური ზომები; გაატარონ ღონისძიებები ელექტრონულ ბაზებში მონაცემების დამუშავებისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ელექტრონული ბაზების ადმინისტრირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის სხვა ორგანიზაციის მომსახურებით სარგებლობისას გააფორმონ შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება ან/და გამოსცენ სამართლებრივი აქტი, რომლითაც დარეგულირდება უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების წესები და პირობები, უსაფრთხოებისა და მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის საკითხები; 45 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 5. მონაცემთა დამუშავება ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით საჯარო დაწესებულებები, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოები, კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები სულ უფრო ხშირად იყენებენ ვიდეოთვალთვალის სისტემებს უსაფრთხოების, საკუთრებისა თუ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნით. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით. ვიდეოთვალთვალის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების შემთხვევების ზრდასთან ერთად, მეტ მნიშვნელობას იძენს მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების მიერ აღნიშნულ პროცესში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვა. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის 15 ივლისს მიღებულ დადგენილებაში აღინიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა გაეგრძელებინა ვიდეოთვალთვალის საშუალებით მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება. შესაბამისად, 2020 წელს სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების შემთხვევების შესწავლა. ცნობიერების ამაღლება და პრევენცია მონაცემთა სუბიექტების უფლებათა დაცვისა და ვიდეოსათვალთვალო სისტემების მეშვეობით მონაცემთა დამუშავების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, სამსახურმა შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაცია ვიდეოთვალთვალის გზით მონაცემთა დამუშავების თაობაზე. რეკომენდაცია განკუთვნილია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთათვის და მორგებულია თითოეული მათგანის სპეციფიკაზე. აღნიშნული დოკუმენტი ორგანიზაციებს დაეხმარება ვიდეოთვალთვალის გზით მონაცემთა დამუშავების პროცესების გამართვასა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაში. ასევე, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამსახურმა ჩაწერა ვიდეოლექცია ვიდეოთვალთვალის შესახებ. ვიდეოლექცია განკუთვნილია როგორც მონაცემთა დამ- 46 მუშავებლებისთვის, ასევე იმ მონაცემთა სუბიექტებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ხვდებიან ვიდეოსათვალთვალო კამერების ხედვის არეალში. სტუდენტური პროექტის - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები“ - ფარგლებში სამსახურის მიერ შერჩეულმა სტუდენტებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები სამსახურისგან მუდმივ რეჟიმში იღებდნენ კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე (საანგარიშო პერიოდში გაიცა 195 კონსულტაცია). 2020 წელს სამსახურმა შეისწავლა ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების 30 შემთხვევა (16 მოქალაქეთა განცხადების/შეტყობინების საფუძველზე, ხოლო 14 - სამსახურის ინიციატივით). სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების შედეგად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 12 პირს 19 სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით 10 პირის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 2 პირის მიმართ - ჯარიმა. საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების პროცესების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობისთვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 65 დავალება და 12 რეკომენდაცია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 შესწავლილი პროცესები 47 77 30 19 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 შესწავლილი პროცესი 48 გამოვლენილი სამართალდარღვევა გაცემული დავალებები და რეკომენდაციები სამსახურმა ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შემთხვევები შეისწავლა: სამართალდამცავ ორგანოებში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში (სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში), ადგილობრივი თვითმმართველობის 6 ორგანოში (სხვადასხვა რეგიონში), სხვა საჯარო დაწესებულებებში, სამედიცინო დაწესებულებებში (მათ შორის, 2 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში), კერძო კომპანიებსა და საცხოვრებელ შენობებში. შესამოწმებელი დაწესებულებები შეირჩა ვიზიტორთა და დასაქმებულთა სიმრავლისა და ვიდეოთვალთვალის მიზნების მნიშვნელობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ თითოეულ სამართალდამცავ ორგანოსთან მიმართებით შემოწმდა რამდენიმე სტრუქტურული ერთეული რეგიონული დაფარვის გათვალისწინებით. გამოვლენილი ტენდენციები ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით მონაცემთა დამუშავების შესწავლით გამოვლინდა შემდეგი დარღვევები და ნაკლოვანებები: სამართალდამცავი ორგანოები სამართალდამცავ ორგანოებში იდენტურია ვიდეოთვალთვალის განხორციელების მიზნები, თუმცა განსხვავებულია მონაცემთა დამუშავების პრაქტიკა: სამართლებრივი რეგულირების საკითხი, ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული მონაცემების შენახვის ვადები, დაარქივებისა და ვიდეოსათვალთვალო სისტემების ადმინისტრირების წესები, წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე და მათი უფლებები და სხვა. მეტიც, განსხვავებულია ვიდეოთვალთვალის სისტემების საშუალებით მონაცემთა დამუშავების წესები ერთი უწყების შიგნითაც კი (მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში განსხვავებულია მონაცემთა შენახვის ვადები და დაარქივების წესები; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ დანაყოფში მიმდინარეობდა მხოლოდ რეალურ დროში მონიტორინგი, მონაცემების ჩაწერის გარეშე, ხოლო სხვა დანაყოფებში მონაცემებს იწერდნენ). ამდენად, მონაცემთა დამუშავების პროცესები არათანმიმდევრული და არაერთგვაროვანია; • უმეტესად, არ არსებობს ერთიანი სპეციალური წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად მოაწესრიგებს ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებულ საკითხებს: ვიდეოთვალთვალის მიზნებს; ასევე, ჩანაწერების შენახვის, დაარქივების, განადგურებისა და გამჟღავნების პროცედურებს; ვიდეოთვალთვალის სისტემების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირების უფლება-მოვალეობებს. გარკვეულ შემთხვევებში, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციები სხვადასხვა შიდა დოკუმენტშია გაბნეული; • ხშირად არ არის მკაცრად განსაზღვრული მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე პირთა წრე. როგორც წესი, ერთი და იგივე მომხმარებლით (user) სარგებლობს რამდენიმე პირი და შეუძლებელია იდენტიფიცირება ვის, როდის, რა მიზნით ჰქონდა წვდომა ჩამწერ მოწყობილობაზე. აღნიშნული გარემოება ართულებს და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის მონაცემთა მიმართ კონკრეტული ქმედების განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირებას; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 49 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 50 • ხშირად არ არის დანერგილი მონაცემთა კანონსაწინააღმდეგოდ დამუშავების შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი. სუსტია მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე პირთა პერიოდული მონიტორინგის მექანიზმი და მათი მხრიდან არასამსახურებრივი მიზნით სისტემაზე წვდომის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების გამოყენების პრაქტიკა; • მართალია, ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავება ყველა სამართალდამცავ ორგანოში მსგავს მიზნებს ემსახურება, თუმცა განსხვავებულია ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები. მათი შენახვის პერიოდი, როგორც წესი, დამოკიდებულია ვიდეოთვალთვალის მოწყობილობების ტექნიკურ მახასიათებლებზე და არ არის თანხვედრაში ვიდეოთვალთვალის მიზნებთან. გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ზუსტად არ არის განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადა და უწყებას დადგენილი აქვს მონაცემთა შენახვის მინიმალური და მაქსიმალური ვადა. ამასთან, იმ უწყებების ადგილზე შემოწმებით, რომლებსაც განსაზღვრული აქვს ჩანაწერების შენახვის ვადა, დადგინდა, რომ შენახვის რეალური ვადა სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადისაგან განსხვავებულია (ზოგჯერ ჩანაწერები ინახება განსაზღვრულზე მეტი ვადით და მონაცემები ავტომატურად არ იშლება შენახვის ვადის ამოწურვისთანავე, ან პირიქით, ჩანაწერები არ მოიპოვება მიუხედავად იმისა, რომ არ არის გასული შენახვის დადგენილი ვადა); • რამდენიმე სამართალდამცავ ორგანოში არ არის რეგულირებული ან დეტალურად გაწერილი ვიდეოჩანაწერების დაარქივების (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) საფუძვლები და ვადები, დაარქივებისას შესადგენი სამართლებრივი დოკუმენტები, ასევე, დაარქივებული მასალის განადგურების წესები და ვადები. ამასთან, დიდ სისტემებში (მაგ.: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) დაარქივების წესები განსხვავდება სტრუქტურული ერთეულების მიხედვით. კერძოდ, ერთი დანაყოფი აარქივებს ვიდეომასალას საჭიროების შემთხვევაში, ხოლო სხვა დანაყოფი გამორიცხავს დაარქივების შესაძლებლობას; • ხშირად არ არის მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რათა აღირიცხოს ელექტრონული ფორმით არსებულ პერსონალურ მონაცემთა მიმართ არსებული ყველა მოქმედება (სისტემაში შესვლა, გასვლა, ჩანაწერების გადახვევა, დათვალიერება, გადმოწერა, გამჟღავნება, წაშლა და სხვა). ეს შეუძლებელს ხდის მონაცემთა მიმართ შესრულებულ მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირებას; ცალკეულ შემთხვევებში, არ არის მიღებული ისეთი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კამერების მწყობრიდან გამოსვლის ფაქტების მყისიერ და სისტემურ აღრიცხვას და, შესაბამისად, ვიდეოჩანაწერების განადგურების, დაკარგვის პრევენციას, რაც პრობლემებს ქმნის მონაცემების უსაფრთხოების თვალსაზრისით; • რიგ შემთხვევებში, ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნები არ არის განთავსებული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამდენად, მონაცემთა სუბიექტები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ; • სამუშაო სივრცეში ვიდეოთვალთვალის შემთხვევაში, რამდენიმე სამართალდამცავ ორგანოს წერილობით არ მიუწოდებია ინფორმაცია დასაქმებული პირებისთვის და არც მათი უფლებები განუმარტავს, რაც ვერ უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტების უფლების სათანადო რეალიზებას - ჰქონდეთ ინფორმაცია მათი მონაცემების დამუშავებისა და კანონით გარანტირებული უფლებების შესახებ; • ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა, რომ ვიდეოჩანაწერების მესამე პირებისთვის გადაცემისას ინფორმაცია არ აღირიცხება კანონის შესაბამისად, კერძოდ, რომელი მონაცემი გამჟღავნდა, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით, რაც შეუძლებელს ხდის მონაცემთა გამჟღავნების შემთხვევების აღმოჩენას და კანონიერების შემოწმებას; • დამატებით უნდა აღინიშნოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაფიქსირებული პრობლემა, კერძოდ, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის დაწესებაზე მიღებული გადაწყვეტილებების (საფუძვლისა და ვადის ნაწილში) დასაბუთებულობა და ამის შესახებ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯეროვანი ინფორმირება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 51 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები 52 • ცალკეულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სათანადოდ არ იყო დარეგულირებული ვიდეოსათვალთვალო სისტემაზე წვდომის მქონე პირთა უფლება-მოვალეობების საკითხები, მათ შორის, ჩანაწერებზე წვდომის წესები, პირობები და წვდომის მქონე პირთა პერიოდული მონიტორინგის საკითხები; • დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ადგილზე შემოწმებისას ვერ დადგინდა ჩანაწერების შენახვის პერიოდი, ვინაიდან მერიის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ ვიდეოჩამწერ მოწყობილობაზე წვდომისათვის განკუთვნილი ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი - ეს ინფორმაცია ჰქონდა პირს, რომელიც აღარ მუშაობდა მერიაში. მერია ფლობდა ვიდეოსათვალთვალო სისტემას, თუმცა არ ჰქონდა წვდომა სისტემაში ასახულ მონაცემებზე. შესაბამისად, ვერ მართავდა მას და ვერ აკონტროლებდა მონაცემთა შენახვის პირობებს; • გამოვლინდა ხარვეზები სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით. კერძოდ, დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერია აუცილებლობისა და საჭიროების გარეშე ახორციელებდა კონკრეტული პირის სამუშაო სივრცის ვიდეოთვალთვალს. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დასაქმებულები არ იყვნენ წერილობით ინფორმირებულნი მათი სამუშაო ადგილის ვიდეომონიტორინგზე. შესაბამისად, ერთ შემთხვევაში სამუშაო პროცესის ვიდეომონიტორინგი არამართლზომიერად მიმდინარეობდა; ხოლო, მეორე შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტებს არ მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია მათი მონაცემების დამუშავების შესახებ. შესაბამისად, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, დაეცვათ საკუთარი უფლებები სურვილის შემთხვევაში; • ორ შემთხვევაში ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობაზე გამაფრთხილებელი ნიშნები არ იყო განთავსებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების შიდა თუ გარე პერიმეტრზე და, შესაბამისად, ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობდა მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების გარეშე; • დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ვიდეოსათვალთვალო სისტემა სრულად არ აღრიცხავდა ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა მიმართ შესრულებულ მოქმედებებს და, შესაბამისად, ვერ იდენტიფიცირდებოდა ვის ჰქონდა მონაცემებზე წვდომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში; • ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიაში არ იყო დაცული ვიდეოჩამწერი მოწყობილობის ფიზიკური უსაფრთხოება. კერძოდ, კამერები და ვიდეოჩამწერი მოწყობილობები განთავსებული იყო დაცვის პოლიციის ოთახში, რომლის კარიც არ იკეტებოდა გასაღებით. ამასთან, აღნიშნულ ოთახში ხვდებოდა მერიის ყველა თანამშრომელი, რაც ქმნიდა მონაცემებზე არაუფლებამოსილ პირთა წვდომის რისკს. სამედიცინო დაწესებულებები ერთ-ერთ საქმეში დადგინდა ვიდეომონიტორინგის პარალელურად აუდიომონიტორინგის კანონის დარღვევით განხორციელების ფაქტი. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილების მიმღებში ვიდეომონიტორინგთან ერთად მიმდინარეობდა აუდიოჩაწერაც ისე, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. მიმღებ განყოფილებაში აუდიომონიტორინგის ქვეშ ექცეოდა როგორც პაციენტების (მათ შორის, არასრულწლოვნების), ასევე დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი და პირადი საუბრები თუ აქტივობები; • ერთ-ერთი ფსიქიატრიული დაწესებულება ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით აკვირდებოდა პალატებს, რაც ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს - პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვას. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებას არ ჰქონდა შემუშავებული წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა ვიდეომონიტორინგის წესი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებზე წვდომისა და პაციენტების პირდაპირ რეჟიმში მონიტორინგის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე. იმის გათვალისწინებით, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გროვდება სენსიტიური მონაცემები, კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ვიდეომონიტორინგის შედეგად მოპოვებულ ჩანაწერთა უსაფრთხოების საკითხები. მსგავსი პრაქტიკა კი საფრთხეს უქმნის მონაცემების უსაფრთხოებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 53 ფიზიკური პირები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელი შენობის ვიდეოთვალთვალისას კანონით დადგენილი წესების დაცვა: 54 • გამოვლინდა შემთხვევები, როცა ფიზიკურ პირთა საცხოვრებელ შენობებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ხედვის არეალი მოიცავდა საერთო სარგებლობის სივრცეს შენობაში მცხოვრებ სხვა მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობის გარეშე, რაც განაპირობებს მობინადრეთა ვიდეოთვალთვალს მათი ნების საწინააღმდეგოდ; • ასევე, დაფიქსირდა მომიჯნავედ მცხოვრებ პირთა საკუთრების, მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე, ვიდეომონიტორინგის ფაქტები, რაც ზრდის სხვის პირად ცხოვრებაში არამართლზომიერი ჩარევის რისკებს; • გამოვლინდა ასევე შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელ შენობებში სათვალთვალო კამერები განთავსებული იყო ფიქციურად, ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის გარეშე, რაც მცდარ წარმოდგენას უქმნიდა მოქალაქეებს მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებაზე. კერძო ორგანიზაციები • გამოწვევად რჩება კერძო კომპანიების მიერ სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის კანონიერება. რიგ შემთხვევებში, კომპანიები ვერ ასაბუთებენ სამუშაო სივრცის ვიდეოთვალთვალის აუცილებლობას და სხვა საშუალებებით იმავე მიზნების მიღწევის შეუძლებლობას. ასევე, ფიქსირდება ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ დასაქმებულთა წერილობითი ინფორმირებისა და მათთვის უფლებების განმარტების წესის დარღვევის ფაქტები; • რიგ შემთხვევებში, არ აღირიცხება ვიდეოჩამწერ სისტემაში შესვლის/გასვლის, ჩანაწერების დათვალიერების, გადმოწერის, გადახვევისა თუ ვიდეოჩანაწერების მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევები (რა მონაცემები გაიცა, როდის, ვისთვის, რომელი სამართლებრივი საფუძვლით); • ზოგ შემთხვევაში, კომპანიებში დასაქმებული სხვადასხვა პირი ვიდეოთვალთვალის სისტემაზე წვდომისათვის სარგებლობს საერთო მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რაც საფრთხეს უქმნის მონაცემთა უსაფრთხოებას და შეუძლებელს ხდის მონაცემებზე წვდომის განმახორციელებელი პირის დადგენას. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში გამოვლინდა, რომ ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომი გახდა მესამე პირებისათვის და გავრცელდა მასმედიაში. ვინაიდან აღნიშნულ კომპანიაში დასაქმებული რამდენიმე პირი სარგებლობდა საერთო მომხმარებლის სახელითა და პაროლით, ვერ დაიდენტიფიცირდა, რომელმა თანამშრომელმა გადასცა ვიდეოჩანაწერი მესამე პირს. შესაბამისად, დადგინდა კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი; • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს კერძო დაწესებულებათა მიერ მხოლოდ საკუთარი შენობების ვიდეოთვალთვალის შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ საქმეში დადგინდა კომპანიის მიერ მესამე პირების საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ნაწილის ვიდეომონიტორინგის ფაქტი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 55 რეკომენდაციები ცხადია, ვიდეოთვალთვალი ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს - პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვას, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვას, საიდუმლო ინფორმაციის დაცვას, გამოცდის/ტესტირების ეფექტიანად ჩატარებას. ამავდროულად, ეს არის პირის პირად ცხოვრებაში ჩარევის ინტენსიური ფორმა. შესაბამისად, აუცილებელია რომ ვიდეოთვალთვალის გზით მონაცემთა დამუშავება არ არღვევდეს იმ პირთა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 უფლებებს, რომლებიც ხვდებიან ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ხედვის არეალში. შესწავლილი პროცესები ნათლად აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით კვლავ ბევრი გამოწვევაა. სამართალდამცავი ორგანოების, სხვა საჯარო დაწესებულებებისა და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დასაცავად მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები არაა საკმარისი იმ პირთა უფლებების დასაცავად, რომლებიც ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ხედვის არეალში ხვდებიან. პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მათი არაკანონიერი დამუშავების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცავმა ორგანოებმა, სხვა საჯარო დაწესებულებებმა და კერძო ორგანიზაციებმა საჭიროა: წერილობით განსაზღვრონ დეტალური წესი, რომელიც დაარეგულირებს ვიდეოთვალთვალის მიზნებს, ჩანაწერების შენახვის, დაარქივების, განადგურებისა და გამჟღავნების პროცედურებს, სისტემაზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა უფლება-მოვალეობებს, მათი მონიტორინგის მექანიზმს და ა.შ.; დაადგინონ ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები მონაცემთა დამუშავების მიზნის პროპორციულად, რაც არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ტექნიკური საშუალებების მახასიათებლებზე და დამუშავების მიზნის/მიზნების მიღწევის შემდგომ მონაცემები ავტომატურად წაშალონ; მკაცრად განსაზღვრონ ვიდეოთვალთვალის სისტემებსა და ჩანაწერებზე წვდომის უფლებამოსილ პირთა წრე, მათი უფლებები და ვალდებულებები. ამასთან, მათი ვიდეოსათვალთვალო სისტემაზე დაშვება უზრუნველყონ პერსონიფიცირებული, ინდივიდუალური მომხმარებლის სახელითა და პაროლით (user); 56 მიიღონ შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ვიდეოჩანაწერების მიმართ განხორციელებული ყველა მოქმედების აღრიცხვა (სისტემაში შესვლა, გასვლა, ჩანაწერების გადახვევა, დათვალიერება, გადმოწერა, წაშლა და სხვა); მიიღონ ისეთი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს კამერების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევების მყისიერად აღრიცხვას და ვიდეოჩანაწერების დაცვას განადგურებისა თუ დაკარგვისაგან; გააძლიერონ ზომები ვიდეოჩამწერი მოწყობილობების (სერვერების) ფიზიკური უსაფრთხოებისთვის; კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, აღრიცხონ ინფორმაცია გამჟღავნებული მონაცემების თაობაზე; აუდიომონიტორინგი განახორციელონ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას, კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლისა და პრინციპების დაცვით; თვალსაჩინო ადგილას განათავსონ გამაფრთხილებელი ნიშნები ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათი მხრიდან საცხოვრებელი შენობის ვიდეოთვალთვალი დასაშვებია მხოლოდ შენობის მესაკუთრეთა შესაბამისი წერილობითი თანხმობების მოპოვებისა და შენობის მაცხოვრებელთა კანონით დადგენილი წესით ინფორმირების შემდეგ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 დასაქმებულებს წერილობით მიაწოდონ ინფორმაცია სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობისა და მათი უფლებების შესახებ. დასაქმებულის სამუშაო სივრცის ვიდეოთვალთვალი დაუშვან უკიდურეს შემთხვევაში, როცა იგივე მიზნის მიღწევა შეუძლებელია სხვა საშუალებით; 57 6. პერსონალური მონაცემების დამუშავება საფინანსო სექტორში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემები იყრის თავს. კომერციული ბანკები, არასაბანკო დაწესებულებები (მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო კავშირები, სესხის გამცემი სუბიექტები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები), ასევე, პრობლემური აქტივების მართვის ე.წ. „კოლექტორული კომპანიები“ და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროები ამუშავებენ დიდი მოცულობის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, ინფორმაციას პირის ოჯახური მდგომარეობის, განათლების, სამუშაო ადგილის, მიღებული შემოსავლების, ფინანსური ვალდებულებების, გადახდისუნარიანობისა და ფინანსური ტრანზაქციების შესახებ. COVID-19-ის პანდემიამ გავლენა იქონია საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობაზეც და მათ მომხმარებლებზეც, რადგან უფრო მეტმა პროცესმა გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში და საჭირო გახდა ახალი სახის მონაცემების დამუშავება. მაგალითად, საყოველთაო კარანტინის პირობებში საფინანსო ინსტიტუტებში პირის დისტანციურად იდენტიფიკაციისთვის დაიწყო ბიომეტრიული მონაცემების (სახის გამოსახულების) გამოყენება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წელს საფინანსო სექტორში მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე ზედამხედველობა საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის. ცნობიერების ამაღლება და პრევენცია საფინანსო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების გასაძლიერებლად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თანამშრომლობდა საფინანსო ინსტიტუტებთან, შესაბამის დარგობრივ ასოციაციებსა და საფინანსო ინსტიტუტების საზედამხედველო ორგანოსთან - საქართველოს ეროვნულ ბანკთან. სამსახურმა გაატარა ღონისძიებები, რომელთა მიზანიც იყო ცნობიერების ამაღლება საფინანსო სექტორში პერსონალურ მონაცემთა კანონიერად დამუშავებაზე: 58 სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ჩატარდა შეხვედრები, მათ შორის, ვებინარი, საქართველოს საბანკო ასოციაციასთან თანამშრომლობით, რომელსაც კომერციული ბანკების 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მისი მიზანი გახლდათ საბანკო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება და ამ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლება. სამსახურის თანამშრომლებმა ვებინარის მონაწილეებს გააცნეს საბანკო სექტორში მონაცემთა დამუშავების გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა საბანკო დაწესებულებების მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში გადაცემაზე, ასევე, იმ ძირითად ცვლილებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; • სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საბანკო ასოციაციასთან ამ სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე, მათ შორის, „ღია ბანკინგის“ კონცეფციის პრაქტიკაში დანერგვაზეც; • პერიოდულად, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ტარდებოდა სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, მონაცემთა დამუშავებაზე მომხმარებელთა დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში და კლიენტის გადახდისუნარიანობის სტატუსის შეფასებისას; • სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართული იყო კანონშემოქმედებით პროცესშიც. კერძოდ, მან წარადგინა მოსაზრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების პროექტზე, რომელიც უკავშირდებოდა სესხის გამცემი სუბიექტის (ლომბარდების) მიერ ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის შექმნას; • სამსახური ოფიციალური ვებგვერდისა და Facebook გვერდის საშუალებით აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც იღებდა საფინანსო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან მიმართებით; • სამსახური გასცემდა როგორც წერილობით, ასევე ზეპირ კონსულტაციებს საფინანსო სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. მომართვების საფუძველზე, სამსახურმა საკონსულტაციო რეჟიმში შეისწავლა სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებაში დაგეგმილი არაერთი პროცესი, როგორიცაა, ანგარიშის გახსნა, ბანკომატის მეშვეობით უბარათო ოპერაციის განხორციელება, მეტროს სადგურებში კამერის მიერ მგზავრის იდენტიფიცირებით მგზავრობის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 59 ღირებულების უბარათოდ გადახდა, კლიენტად რეგისტრაცია და სხვა. სამსახურმა გასცა რეკომენდაციები ამ პროცესების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობისათვის. შესწავლილი პროცესები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს მოქალაქეთა მომართვების დიდი ნაწილი შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას სწორედ საფინანსო ორგანიზაციების მიერ. მოქალაქეთა განცხადებებისა და შეტყობინებების საფუძველზე, სამსახურმა შეისწავლა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების 37 ასეთი შემთხვევა. შესწავლილი საქმეების საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 12 პირს 13 სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით 4 პირის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 8 პირის მიმართ - ჯარიმა. საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების პროცესების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობისთვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 8 დავალება და 1 რეკომენდაცია. 37 13 შესწავლილი პროცესი 60 გამოვლენილი სამართალდარღვევა 9 გაცემული დავალებები და რეკომენდაციები მოქალაქეთა მომართვების უმეტესი ნაწილი შეეხებოდა საფინანსო ინსტიტუტების მიერ მსესხებლის მოძიებისა და დავალიანების გადახდევინების მიზნით სატელეფონო გზით დაკავშირებას მესამე პირებთან (მათ შორის, მსესხებლის ოჯახის წევრებთან, ნათესავებსა და მეზობლებთან). გამოვლენილი ტენდენციები საფინანსო სექტორში მონაცემთა დამუშავების შესწავლილმა პროცესებმა გამოავლინა შემდეგი დარღვევები და ნაკლოვანებები: ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ასევე, სხვადასხვა ე.წ. „კოლექტორული კომპანია“, მსესხებლის მოძიებისა და დავალიანების გადახდევინების მიზნით, ხშირად უკავშირდებიან მესამე პირებს (მათ შორის, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მეზობლებს), რომელთა მონაცემებს არაკანონიერად მოიპოვებენ ან იყენებენ. ზოგჯერ მესამე პირთან დაკავშირება გრძელდება მას შემდეგაც, რაც საფინანსო ორგანიზაციისთვის ცნობილი ხდება, რომ შესაბამის პირს არ აქვს შესაძლებლობა ან სურვილი, რომ კომპანიას დაეხმაროს მსესხებელთან კონტაქტის დამყარებაში. შესაბამისად, მონაცემები მუშავდება კანონიერი მიზნისა და საჭიროების გარეშე; • როგორც წესი, არ აღირიცხება მსესხებლის მოძიებისა და დავალიანების გადახდევინების მიზნით მესამე პირთა მონაცემების შეგროვების წყარო. მოთხოვნის შემთხვევაში, ორგანიზაციები მონაცემთა სუბიექტებს ვერ აწვდიან ზუსტ ინფორმაციას, საიდან მოიპოვეს მათზე ინფორმაცია, რაც ეჭვს აჩენს მონაცემთა არაკანონიერად დამუშავების შესახებ; • ერთ-ერთ შემთხვევაში, კომპანიამ, მსესხებლის მოძიების პროცესში საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტისას, მეზობლებს გაუმჟღავნა ინფორმაცია მსესხებლის ფინანსური ვალდებულების შესახებ. შედეგად მონაცემები ხელმისაწვდომი გახდა არაუფლებამოსილი პირისთვის; • ირღვევა პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების წესები. ერთ-ერთი შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანია არ აღრიცხავდა ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემებზე შესრულებულ ყველა მოქმედებას, კერძოდ, მსესხებელ- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 61 თა ბაზაში არსებული მონაცემების ნახვის/დათვალიერების ფაქტებს. ელექტრონულ სისტემაში მსგავსი მექანიზმის არქონა ართულებს დამრღვევი პირის გამოვლენისა და სათანადო რეაგირების შესაძლებლობას პერსონალურ მონაცემთა კანონდარღვევით დამუშავებისას; • საფინანსო ინსტიტუტების უფლებამოსილი პირები არღვევენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ წესებს. კერძოდ, ისინი სცდებიან მონაცემთა დამმუშავებელსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავების ფარგლებს. ხშირია მესამე პირებისთვის სესხთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება, არაზუსტი მონაცემების დამუშავება, ასევე, იმ პი- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 რებთან დაკავშირება, რომლებმაც უარი განუცხადეს კომპანიას მსესხებლის საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდებაზე და სხვა. 62 რეკომენდაციები საფინანსო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და არაკანონიერი დამუშავების თავიდან ასაცილებლად, ამ სექტორის ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ შემდეგი ზომები: მონაცემთა დამუშავებისას დაიცვან სამართლიანი ბალანსი თავის კანონიერ ინტერესებსა და მსესხებლებისა თუ მესამე პირების უფლებებს შორის; შეიმუშაონ და დანერგონ მსესხებელთან დაკავშირების მიზნით მესამე პირის პერსონალურ მონაცემთა მოპოვებისა და აღრიცხვის წესი/პროცედურა (მათ შორის, რა მონაცემებია მოპოვებული, რა გზით, როდის, რა საფუძვლითა და მიზნით); მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, შეწყვიტონ მისი მონაცემების დამუშავება, თუ არ იკვეთება მონაცემთა დამუშავების აღმატებული კანონიერი ინტერესი; არ გაუმჟღავნონ სესხთან დაკავშირებული ინფორმაცია მესამე პირებს, მათ შორის, მსესხებლის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს და ა.შ.; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სასესხო/საკრედიტო ურთიერთობის ფარგლებში, მესამე პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების დანერგვამდე წინასწარ შეაფასონ, ხოლო დანერგილი პროცესის შემთხვევაში - გონივრულ ვადებში შეისწავლონ მონაცემთა დამუშავების ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე; მიიღონ იმგვარი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემებზე შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვა; უფლებამოსილი პირის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას, გააფორმონ შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც დაარეგულირებენ ამ პირის მიერ მონაცემთა დამუშავების წესებსა და პირობებს, ასევე, უსაფრთხოებისა და მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის საკითხებს. 63 7. არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის განვითარებას, ფსიქიკასა და მომავალ ცხოვრებას. ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა კიდევ უფრო მეტი გამოწვევაა, რადგან ახალ შესაძლებლობებთან ერთად იზრდება ამ უფლებაში უკანონო ჩარევის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საფრთხეები. არასრულწლოვნები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების უარყოფით შედეგებზე და ხშირად არ შეუძლიათ მონაცემთა დაცვის მექანიზმების დამოუკიდებლად გამოყენება საკუთარი უფლებების დასაცავად. ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვა პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. 2020 წელს სრულად ამოქმედდა საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც ბავშვის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიებს ითვალისწინებს. კოდექსით სრულად აიკრძალა ბავშვის პერსონალური მონაცემების შემცველი ისეთი დოკუმენტის ან ჩანაწერის გასაჯაროება, რომელიც უკავშირდება მის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენებას, ბავშვის მიერ ან მიმართ ჩადენილ ძალადობას, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბავშვის ოჯახის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მონაწილეობას სოციალური დახმარების ან საქველმოქმედო პროგრამაში და სხვა მსგავსი შინაარსის ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული და საქართველოს პარლამენტში 2019 წელს ინიცირებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით, უფრო მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს არასრულწლოვან პირთა უფლებების დასაცავად. პროექტის თანახმად, მონაცემები უნდა დამუშავდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით; არასრულწლოვნის განრიდებასთან დაკავშირებული მონაცემები განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს და მისი დამუშავების შემთხვევები მკაცრად არის შეზღუდული; 16 წელს მიღწეულ პირს მინიჭებული აქვს უფლება, თავად გასცეს თანხმობა თავისი მონაცემების დამუშავებაზე; მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციას ევალება, არასრულწლოვანს მისთვის გასაგებ 64 ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია, როდესაც მონაცემები უშუალოდ მისგან გროვდება; არასრულწლოვნის მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა. პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავება შეიძლება განსაკუთრებით საზიანო იყოს არასრულწლოვანთა შემთხვევაში, მათი მოწყვლადობის გათვალისწინებით. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის, მათ შორის, არასრულწლოვანთა მონაცემების უკეთ დასაცავად. ცნობიერების ამაღლება და პრევენცია უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც 2020 წელს გაფორმდა და მიზნად ისახავს განათლების სფეროში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის სისტემურ გაუმჯობესებას. მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეისწავლა მანდატურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტები და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადა მათ შესახებ. ისინი შეეხებოდა სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ასევე, ვიდეოთვალთვალისა და ვიდეოჩანაწერების დამუშავების წესებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი დამუშავების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები მიემართებოდა, ერთი მხრივ, მონაცემთა დამუშავების პროცესების დახვეწას საჯარო და კერძო დაწესებულებებში და იმ პირთა ცნობიერების ამაღლებას, რომლებიც ყოველდღიურად არიან ჩართულნი არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავებაში, ხოლო მეორე მხრივ - თავად ბავშვებისა და მათი მშობლების ცნობიერების გაზრდას. 65 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების გასათვალისწინებლად. სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ რეგიონულ დაწესებულებებშიც. სახელმწიფო ინსპექტორმა 7 დიდ ქალაქში (ბათუმი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი და ქუთაისი) ჩაატარა შეხვედრები სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ადგილობრივ წარმომადგენლებთან (სოციალურ მუშაკებთან). შეხვედრები მიზნად ისახავდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის გაუმჯობესებას მათი საქმიანობის პროცესში. არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, კანონის მოთხოვნებისა და, შესაბამისად, არასრულწლოვანთა უფლებების დასაცავად, სამსახურმა გასცა რეკომენდაციები 5 სამართლებრივი აქტის პროექტზე, მათ შორისაა: 66 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის (შემთხვევის მართვის წესი), აგრეთვე, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის დამტკიცების შესახებ“. ეს აქტი ითვალისწინებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ (პროკურატურა, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო) არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით: არასრულწლოვან ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია; რისკისა და საჭიროებების შეფასება; ინდივიდუალური გეგმის მომზადება და შემთხვევის მართვა; განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია; პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ფსიქოლოგიური მომსახურება. სამსახურმა ასევე გასცა რეკომენდაციები მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვასა და მონაცემთა უსაფრთხოების ღონისძიებებზე; • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“. იგი ითვალისწინებდა სხვადასხვა საჯარო დაწესებულების (სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური) ბაზებში არასრულწლოვნებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლების პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და ერთმანეთთან გაცვლას სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოსავლენად და ზოგად განათლებაში ჩასართავად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემცირდა არასრულწლოვანთა შესახებ დასამუშავებელი პერსონალური მონაცემების მოცულობა, იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, ხელი არ შეშლოდა კანონიერ მიზანს (ზოგადი განათლების მიღების უფლებას), ხოლო მეორე მხრივ, დაცული ყოფილიყო მათი უფლებები. გარდა ამისა, განისაზღვრა საჯარო დაწესებულებების მიერ მონაცემთა შენახვის ვადები და მათი წაშლის/განადგურების წესი/პირობები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • რაც შეეხება ბავშვებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლებას, სამსახური სხვადასხვა გზას იყენებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე მათი ინფორმირებულობის გასაზრდელად. 67 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მშობლებისთვის, რომლებიც იუსტიციის სახლებს მიმართავენ ბავშვის დაბადების რეგისტრაციის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საინფორმაციო ბროშურები განათავსა საქართველოს 14 ქალაქის ასეთ დაწესებულებაში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი, რუსთავი, ბოლნისი, ონი, ბათუმი, თელავი, გორი და ოზურგეთი). ბროშურებში მოცემულია ინფორმაცია ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობასა და იმ რისკებზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მათ არასწორ გამოყენებას, გავრცელებას, სხვისთვის გაზიარებასა და სოციალურ ქსელში განთავსებას. 68 2020 წლის პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სოციალურ ქსელში განათავსა რეკომენდაციები და საინფორმაციო ბარათები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. სასწავლო პროცესის დაწყების წინ, სამსახურმა ერთკვირიანი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინფორმირებას სასკოლო პროცესში მონაცემთა დამუშავების საკითხებზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების“ პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე, სამსახურმა ჩაატარა Facebook Live მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხზე, რომელსაც უყურა 7500-მა დაინტერესებულმა პირმა. 2020 წელს, პანდემიიდან გამომდინარე, არასრულწლოვნები კიდევ უფრო დიდ დროს ატარებდნენ ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში. სამწუხაროდ, სოციალური ქსელების გამოყენება ქმნის კიბერბულინგის საფრთხეს, რომლის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ინტერნეტმომხმარებელი აღმოჩნდეს. სამსახურმა ბავშვებისა და მშობლებისთვის მოამზადა რეკომენდაცია: „როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან“, რომლის მიზანია ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საქართველოს ყველა რეგიონიდან, 20-მდე სტუდენტი შეირჩა. სტუდენტებმა სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრებზე განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა, მათი არაკანონიერი გამოყენების, გავრცელების ან სხვაგვარი დამუშავების გავლენა ადამიანის უფლებებზე. შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებას მონაცემთა დაცვის სფეროში. ასევე მომზადდა რეკომენდაცია 2020 წელს ძალიან პოპულარული აპლიკაციის „TIK TOK“-ისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. რეკომენდაციები განთავსდა სამსახურის ვებგვერდსა და ოფიციალურ Facebook გვერდზე და ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. 69 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, მომზადდა და გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებათა კრებული არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის საკითხებზე, რომელიც სამსახურის მიერ შესწავლილ 22 რეალურ საქმეს აერთიანებს. დოკუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას; ასევე, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს გააცნოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიდგომები და შესთავაზოს რეკომენდაციები მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის. შესწავლილი პროცესები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების 30 შემთხვევა (14 - მოქალაქეთა განცხადების/შეტყობინების საფუძველზე, ხოლო 16 - სამსახურის ინიციატივით). სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების შედეგად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 15 პირს 20 სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით 10 პირის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 5 პირის მიმართ - ჯარიმა. საჯარო და კერძო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობისათვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 35 დავალება და 5 რეკომენდაცია. 70 40 30 20 შესწავლილი პროცესი გამოვლენილი სამართალდარღვევა გაცემული დავალებები და რეკომენდაციები • რამდენად კანონიერი იყო სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ მოსწავლეთა მონაცემების დამუშავება ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის - erofficers.emis.ge მეშვეობით. ამ ბაზაში აღრიცხულია ინფორმაცია 607 საჯარო სკოლის 549 000 მოსწავლის მხრიდან კანონდარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, სოციალური სტატუსი (დაცული/დაუცველი), კლასი, სკოლა, მოქალაქეობა, რეგიონი, რაიონი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი და მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი); მშობლის/წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია; მოსწავლის მიერ ჩადენილი დარღვევის კატეგორია (აკრძალული ნივთების ქონა, ალკოჰოლი, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება, აზარტული თამაშები და ა.შ.); დარღვევის ტიპი (ცივი იარაღის, ხელკეტის ან მომწამლავი ნივთიერების ქონა და ა.შ.); დარღვევის შინაარსი (ჩადენის დრო, ადგილი); მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ გატარებული ღონისძიება; ინციდენტში მონაწილე პირები და სხვა. ამავე საინფორმაციო ბაზაში მოსწავლეებისა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 არასრულწლოვანთა მონაცემები თავს იყრის როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე სხვა სფეროებში (მაგ.: ჯანდაცვის სექტორი, სამართალდამცავი ორგანოები, სოციალური სივრცე და ა.შ.). 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესები შეისწავლა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებებში, სადაც მუშავდება დიდი მოცულობის ან/და სენსიტიური მონაცემები ბავშვების შესახებ. ყურადღება გამახვილდა 2020 წელს დანერგილ ახალ პროდუქტებზეც, რომლებიც არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავებას გულისხმობს. კერძოდ, სამსახურმა შეისწავლა/შეამოწმა: 71 და მათი კანონიერი წარმომადგენლების ძირითადი მონაცემები გენერირდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პლატფორმიდან - eSchool (ერთიანი პლატფორმა, რომელშიც აისახება საქართველოს მასშტაბით სკოლებში ჩარიცხული პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ინფორმაცია მათი აკადემიური მოსწრების, საგანმანათლებლო აქტივობებისა და ა. შ. შესახებ); სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 72 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ მონაცემთა დამუშავების რამდენიმე პროცესი, კერძოდ: სოციალური მუშაკების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერება არასრულწლოვანზე მეურვეობა-მზრუნველობისას; ასევე, მონაცემთა დამუშავება 2020 წელს დანერგილი ე.წ. ცხელი ხაზის „111“-ის ფუნქციონირებისას, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისა და მშობლებისთვის. ბავშვს ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია ცხელი ხაზის მეშვეობით მიმართოს აღნიშნულ სააგენტოს შემდეგი მიზნებით: ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, სხვადასხვა სერვისზე ინფორმაციის მიღება, კონსულტაციის გაწევა და სხვა; • საჯარო და კერძო სკოლების მიერ მოსწავლეთა პირადი საქმეების დამუშავებისა და ბაღების/სკოლების შენობებში მიმდინარე ვიდეოთვალთვალის კანონიერება; • პაციენტთა მონაცემების მატერიალური თუ ელექტრონული სისტემით დამუშავების, ვიდეოთვალთვალის, აუდიომონიტორინგისა და მონაცემთა უსაფრთხოების ზომების კანონიერება სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც მომსახურებას უწევენ ფსიქიკური აშლილობის მქონე არასრულწლოვნებს, ასევე, აღრიცხვაზე მყოფ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლე და ვაქცინაციის მიმღებ ბავშვებს; • ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ ვირტუალურ სივრცეში არასრულწლოვანთა მონაცემების გასაჯაროების ფაქტები, კერძოდ: სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვანი პირის დაკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელ Facebook-ში გასაჯაროება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ელექტრონული ფაილების გასაჯაროება, რომლებიც შეიცავდა მონაცემებს 2012-2019 წლებში საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტურში გადასული და გამარჯვებული მოსწავლეების შესახებ; სკოლის მიერ მოსწავლეთა მონაცემების შემცველი ელექტრონული ფაილების სკოლის ვებგვერდზე გასაჯაროება და საძიებო სისტემა Google-ში ხელმისაწვდომობა; • სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მსჯავრდებულ დედასთან მყოფი სამ წლამდე ბავშვების მონაცემების, მათ შორის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოპოვების, შენახვისა და გამჟღავნების კანონიერება; • დისტანციური სწავლებისას მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები, რომელთა შედეგები მოცემულია ანგარიშის სხვა ნაწილში („პერსონალური მონაცემების დაცვა COVID-19-ის პანდემიის პირობებში“). გამოვლენილი ტენდენციები მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების შესწავლილმა პროცესებმა გამოავლინა გარკვეული დარღვევები და ნაკლოვანებები: • ორგანიზაციების უმეტესობას არ ჰქონდა მიღებული ადეკვატური და ეფექტიანი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად. მაგალითად, მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების უმეტესობა არასრულწლოვანთა მონაცემებს ინახავდა ელექტრონულ სისტემებში და არ აკონტროლებდა, ვის, როდის, რა მიზნითა და მოცულობით ჰქონდა წვდომა მათზე. ასევე, დამუშავების პროცესში ჩართულ თანამშრომლებს მონაცემებზე წვდომა, მათი კოპირება, ჩამოტვირთვა, შენახვა და ა.შ. შეეძლოთ არასამსახურებრივი მოწყობილობითაც (კომპიუტერით), ნებისმიერ დროს, მათ შორის, შინიდან. ასობით პირის ასეთი თავისუფალი და შეუზღუდავი წვდომა არასრულწლოვანთა მონაცემებზე (როგორიცაა: ჯანმრთელობის ან ოჯახური მდგომარეობა, აკადემიური მოსწრება, სკოლაში ჩადენილი დარღვევები და ა.შ.), ცხადია, ქმნის მათი არაუფლებამოსილი პირისთვის გამჟღავნების ან/და პირადი (არასამსახურებრივი) მიზნით გამოყენების საფრთხეს; • მონაცემთა უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების მიღება არა მხოლოდ არაკანონიერი დამუშავების საფრთხეს ქმნის, არამედ კონკრეტული შედეგითაც გამოიხატება: სამწუხაროდ, ფიქსირდება შემთხვევები, როცა ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლები თვითნებურად იყენებენ სამსახურებრივი საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციას. მაგალითად, 2020 წელს სოციალურმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გარემოება, რომ დაწესებულებები, რომლებიც ბავშვთა მონაცემებს ამუშავებენ, მოტივირებულნი არიან, რომ გააუმჯობესონ მონაცემთა დამუშავების პროცესები და ამ მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ სამსახურთან. 73 მუშაკმა Facebook-ის პირად გვერდზე გაასაჯაროვა საკუთარი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია კონკრეტული ბავშვის სოციალური სტატუსის, მინდობით აღზრდაში გადაყვანის, ოჯახური პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროება, მისი სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება განსაკუთრებით დამაზიანებელი იყოს არასრულწლოვანის სამომავლო განვითარებისთვის და გამოიწვიოს მისი სტიგმატიზება ან ჩაგვრა; • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ეფექტიანი ფორმაა სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში არასათანადო მოპყრობის, სავარაუდო რისკებისა და კონკრეტული ინციდენტების გამოსავლენად, ასევე, მათი პრევენციისათვის. თუმცა, ბავშვის ქცევაზე ამგვარი დაკვირვება პირდაპირი, უშუალო ჩარევაა მის პირად ცხოვრებაში და საჭიროებს კანონის მოთხოვნათა მკაცრად დაცვას. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ისეთი წესების დარღვევა, როგორიცაა კანონით აკრძალულ სივრცეში, კერძოდ, სკოლის ჰიგიენის ოთახებში ვიდეოთვალთვალის ფაქტი, ასევე, ბავშვების, მათი მშობლების, დაწესებულების თანამშრომლებისა და სკოლაში მყოფი სხვა პირების ინფორმირების არარსებობა ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობაზე. ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალი დაუშვებელია და უხეში ჩარევაა პირად ცხოვრებაში. კანონმდებლობით ნებადართულ სივრცეებში (მაგ.: სკოლის შესასვლელი, დერეფნები და სხვა) ვიდეოთვალთვალისას კი დაწესებულება ვალდებულია, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს გამაფრთხილებელი ნიშანი. სკოლის მოსწავლეს, მასწავლებელს ან მშობელს, რომლებიც იმყოფებიან სკოლის ეზოში, დერეფანსა თუ სხვა სივრცეში, უფლება აქვთ, იცოდნენ ვიდეოთვალთვალის შესახებ, რათა თვითონ გადაწყვიტონ, მოექცნენ თუ არა ვიდეომონიტორინგის ქვეშ; • 74 პრობლემურ საკითხად დაფიქსირდა ვიდეოთვალთვალი. ელექტრონული სისტემის მეშვეობით კონკრეტული სივრცისა და ამ სივრცეში მყოფი ბავშვების ინტენსიური, მუდმივი და უწყვეტი მონიტორინგი (ვიდეოთვალთვალი) ცალკეულ შემთხვევებში, მონაცემთა დამმუშავებლებს არ ჰქონდათ განსაზღვრული არასრულწლოვანთა მონაცემების შენახვის ვადები, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. გარკვეული მონაცემები, დროის გასვლასთან ერთად, ძველდება, კარგავს აქტუალობას და აღარ არსებობს მათი შენახვის საჭიროება. ასეთი ინფორმაციის განუსაზღვრელი ვადით შენახვა შეიძლება განსაკუთრებით საზიანო იყოს არასრულწლოვანი პირებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე; • გამოვლინდა შემთხვევები, როცა მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციები მონაცემთა სუბიექტ ბავშვებსა ან/და მათ კანონიერი წარმომადგენლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების მიზანსა და ფორმაზე (მაგ.: პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული დედები ხელს აწერდნენ სტანდარტული თანხმობის ფორმას მათთან მყოფი სამ წლამდე შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე, თუმცა არ იყვნენ ინფორმირებულნი დამუშავების მიზანსა და ფორმაზე. შესაბამისად, აღნიშნული პირები მონაცემების დამუშავებას თანხმდებოდნენ ამ ინფორმაციის გარეშე); • ბავშვების მომსახურე ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარები იწერებოდა ავტომატურად და მოსაუბრეს არ ჰქონდა ზარის აუდიოჩაწერაზე უარის გაცხადების შესაძლებლობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 75 რეკომენდაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვისა და არაკანონიერი დამუშავების თავიდან ასაცილებლად, მონაცემთა დამმუშავებელმა ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ შემდეგი ზომები: უპირველეს ყოვლისა, მონაცემთა დამუშავების წინ გაანალიზონ, რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი ბავშვის უფლებებზე, რათა დამუშავებისას გათვალისწინებული იყოს მისი საუკეთესო ინტერესები; ბავშვს გასაგებად და მარტივად მიაწოდონ ინფორმაცია მისი უფლებების, მონაცემების დამუშავების მიზნისა და ფორმის შესახებ; შექმნან მონაცემთა დამუშავების სამართლიანი პირობები და შეარჩიონ მონაცემთა დამუშავების ისეთი ფორმა, რომელიც ყველაზე ნაკლებად გამოიწვევს ბავშვის უფლებებში ჩარევას; შექმნან ადეკვატური და ქმედითი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც გამორიცხავს არასრულწლოვანთა მატერიალური თუ ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების უკანონო და შემთხვევით დამუშავებას; გაატარონ ღონისძიებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე თანამშრომელთა ცნობიერების ასამაღლებლად, რათა თავიდან აიცილონ ორგანიზაციაში არასრულწლოვანთა მონაცემების არაკანონიერი დამუშავება და არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება; ვიდეოთვალთვალი შეუსაბამონ კანონით დადგენილ წესებს - განახორციელონ მხოლოდ კანონით დასაშვებ სივრცეებში, კანონით გათვალისწინებული მიზნითა და მონაცემთა სუბიექტის სათანადო ინფორმირებით; 76 განსაზღვრონ არასრულწლოვანთა მონაცემების შენახვის პროპორციული და სამართლიანი ვადა და, დამუშავების მიზნის მიღწევის შემდეგ დაბლოკონ, წაშალონ, გაანადგურონ ან შეინახონ პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით; ცხელი ხაზის ფუნქციონირების პროცესში მონაცემთა კანონიერი და სამართლიანი დამუშავების მიზნით, მნიშვნელოვანია, არსებობდეს არჩევანის შესაძლებლობა: ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს ალტერნატივა, საუბრის ჩაწერის გარეშე მიიღოს მომსახურება. სამართალდამცავი ორგანოები პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ საპოლიციო ღონისძიებების ჩატარების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასჯელის აღსრულების ეტაპებზე. სამართალდამცავ ორგანოებს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, მონაცემები მოიპოვონ როგორც ღია, ასევე ფარული წყაროებიდან, რაც ზრდის მონაცემების საჭიროზე მეტი მოცულობითა და კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავების რისკებს. სამართალდამცავ უწყებებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სპეციფიკისა და იმ რისკების გათვალისწინებით, რაც შესაძლოა მათ არამიზნობრივ დამუშავებას ახლდეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძალისხმევა მიმართულია ამ სექტორში მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 8. სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემების დამუშავება 77 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ცნობიერების ამაღლება და პრევენცია 78 სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების, სამართალდამცავ სექტორში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, დაინერგა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემთა დაცვის თემაზე HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი. დისტანციური კურსი რამდენიმეთვიან ინტენსიურ სწავლებას მოიცავს. მასში ჩართულია საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. მონაწილეები შეირჩნენ იმ სტრუქტურული ერთეულებიდან, რომლებიც შესაბამის უწყებებში პასუხისმგებელნი არიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით პოლიტიკის განსაზღვრაზე, ასეთ მონაცემთა დამუშავების კონტროლზე, თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგსა და გადამზადებაზე. სასწავლო პროცესს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი უძღვება. ასევე, სამსახურმა შეისწავლა და რეკომენდაციები გასცა საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ 11 სამართლებრივ აქტზე, მათ შორის: • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების პროექტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საინფორმაციო ბანკში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ. სამსახურის რეკომენდაციები, ძირითადად, უკავშირდებოდა მონაცემთა დამუშავების მიზნების განსაზღვრას ან/და მკაფიოდ ჩამოყალიბებას, მონაცემთა შენახვის ვადების დადგენას სამართლებრივი აქტით ან/და განსაზღვრული ვადების შემცირებას მათი დამუშავების მიზნების გათვალისწინებით; • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე, რომელიც უკავშირდებოდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის პერსონალური მონაცემების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მიწოდება. სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის, შეეხებოდა მონაცემთა დამუშავების ვადების განსაზღვრას, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს. სამსახურმა გასცა 35 კონსულტაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებზე. შესწავლილი პროცესები და გამოვლენილი ტენდენციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა სამართალდამცავ ორგანოთა მიერ მონაცემთა დამუშავების 35 შემთხვევა (26 მოქალაქეთა განცხადების/შეტყობინების საფუძველზე, ხოლო 9 - სამსახურის ინიციატივით). 55 35 20 შესწავლილი პროცესი გამოვლენილი სამართალდარღვევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების შედეგად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 17 შემთხვევაში დაეკისრა სამართალდამცავ ორგანოს 20 სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით 4 შემთხვევაში გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 13 შემთხვევაში ჯარიმა. მონაცემთა დამუშავების პროცესების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანისათვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 43 დავალება და 12 რეკომენდაცია. გაცემული დავალებები და რეკომენდაციები 79 სამსახურმა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (მათ შორის, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში), საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. შემოწმებები მითითებულ უწყებებში შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: ელექტრონული ბაზებისა და ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება (რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია შესაბამის თავებში), საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ან/ და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილი დოკუმენტაციის გამჟღავნება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მონაცემების გასაჯაროება, მონაცემთა სუბიექტების უფლებები, პოლიციელთა მიერ პრევენციულ ღონისძიებათა ფარგლებში ფოტოგადაღება. დადებითი დინამიკა შეინიშნება მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით. გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია მომართვიანობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მონაცემთა სუბიექტის არაჯეროვანი ინფორმირების შემთხვევებზე, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება ფოტოგადაღება პოლიციის მიერ პრევენციული ღონისძიებებისა და გამოძიების ჩატარებისას და სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროება. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ფოტოგადაღება პოლიციის მუშაკები პერსონალურ მონაცემებს უმეტესად ამუშავებენ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი მონაცემთა დამმუშავებელს (ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს), კანონით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მთელ რიგ უფლებამოსილებებს ანიჭებს, თუმცა კანონის თანახმად, პოლიციამ პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშაოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. 2020 წელი გამოირჩეოდა მიმართვიანობით მონაცემთა სუბიექტების ფოტოგადაღების შემთხვევებზე. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კონტროლზე პასუხისმგებელ დანაყოფს ფოტოგადაღების გზით მონაცემთა დამუშავების შემთხვევებზე ინფორმაციას ხშირად სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი აწვდიდა. მისთვის აღნიშნული ფაქტები ცნობილი ხდებოდა მის ქვემდებარე დანაშაულებზე მიმართვის ან/და სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში. 80 შესწავლილი პროცესები ცხადყოფს, რომ მოქალაქეები მტკივნეულად აღიქვამენ ქუჩაში შეჩერებისას ფოტოგადაღების ფაქტებს, მით უფრო ისეთ შემთხვევებში, როცა ფოტოგადაღება არ შეესაბამება კანონს: • ერთ-ერთ საქმეში დადგინდა, რომ მონაცემთა სუბიექტს ფოტო იმ დროს გადაუღეს, როდესაც პირი უკვე იდენტიფიცირებული იყო და სამართალდამცველები ფლობდნენ მისი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა პრევენციული ღონისძიების („პირის იდენტიფიკაცია“) გამოყენების უფლებას პოლიციას ანიჭებს იმ შემთხვევაში, თუ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, მოცემული შემთხვევა (მონაცემთა სუბიექტის ფოტოგადაღება) შეფასდა მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებად და დადგინდა სამართალდარღვევის ფაქტი; ერთ-ერთ საქმეში პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს ფოტო მობილური ტელეფონით გადაუღო, მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა სუბიექტთან კომუნიკაციის პროცესი დაფიქსირებული იყო სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერზეც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ შემთხვევაზე მიუთითა, რომ ფოტოსურათის გადაღების მიზანი იყო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მისი მტკიცებულებად გამოყენება. დადგინდა, რომ ფოტოგადაღებით მოპოვებული მონაცემი (ფოტოსურათი) დაახლოებით 15-20 წუთში წაიშალა და იგი არ გამოუყენებიათ მტკიცებულებად ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. თუმცა, მობილურით ფოტოგადაღება, როცა არსებობდა სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერები, შეფასდა მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებად და დადგინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი; • ერთ-ერთი შემოწმებისას დადგინდა, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა ფოტო გადაუღო მონაცემთა სუბიექტის პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელ მოწმობას, როცა იგი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავდა. აღნიშნული ფაქტიც შეფასდა სამართალდარღვევად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • აღსანიშნავია, რომ ხშირად წინააღმდეგობრივია მონაცემთა სუბიექტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განმარტებები საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც ართულებს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. მსგავსი ფაქტების შეფასებისა და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, სამსახურმა არაერთ საქმეზე მოიპოვა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილიდან, თუმცა ჩანაწერებით ყოველთვის ვერ ხერხდება ფოტოგადაღების ფაქტის იდენტიფიცირება. 81 მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრაქტიკაში ფოტოსურათს პოლიციელი ხშირად პირადი ტელეფონით იღებს, რაც ქმნის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საფრთხეს, იზრდება შეგროვებული ინფორმაციის არამიზნობრივად გამოყენების რისკი და მონაცემი ნაკლებად არის დაცული მესამე პირების ზემოქმედებისგან. ამასთან, პირად ტელეფონში მასალა ნებისმიერ დროს მარტივად, ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე შეიძლება განადგურდეს, რაც ფოტოსურათზე აღბეჭდილ პირს ართმევს აღნიშნული ქმედების კანონიერების გასაჩივრებისა და გადაღებული მასალის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს ანიჭებს ფოტოს გადაღების უფლებას, პირის იდენტიფიკაციის მიზნით. თუმცა, კანონი დეტალურად არ აწესრიგებს აღნიშნულ პროცესს. ვინაიდან მომართვიანობა ფოტოსურათით პირის იდენტიფიკაციის შემთხვევებზე სამსახურში მატულობს, მიზანშეწონილია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეტალურად დაარეგულიროს ფოტოსურათით პირის იდენტიფიკაციის პროცესი, მონაცემთა სუბიექტის უფლებათა დაცვისა და ფოტოგადაღების შემთხვევებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვისათვის. მონაცემთა გასაჯაროება ინტერნეტსივრცესა და მედიაში ინფორმაციის გასაჯაროება მონაცემთა სუბიექტს მომეტებულ რისკს უქმნის, ვინაიდან მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება საზოგადოების ფართო წრისთვის. მით უფრო, თუ საჯარო ხდება ისეთი სენსიტიური ინფორმაცია, როგორიცაა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანაშაულის მსხვერპლობა თუ ნასამართლეობა. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა შემთხვევები, როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა გაასაჯაროეს ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა, დანაშაულის მსხვერპლთა და პროცესის სხვა მონაწილეთა პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (მედიის, ოფიციალური ვებგვერდის ან Facebook გვერდის საშუალებით). ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევების შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: 82 სამართალდამცავმა ორგანომ გაასაჯაროვა კონკრეტული პირის მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. ასეთ შემთხვევებში სამართალდამცავი ორგანოები, როგორც წესი, მიუთითებენ საჯარო ინტერესის არსებობაზე, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ ახერხებენ გამოქვეყნებული პერსონალური მონაცემების მიმართ ასეთი ინტერესის დასაბუთებას. ერთ-ერთ საქმეში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რომ ტელეკომპანიამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში დაზიანებები მიიღო, რამაც გამოიწვია უსაფუძვლო აგრესია სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ. რადგან ბრალდებულის ჯანმრთელობაზე ცრუ ინფორმაციას ტელეკომპანია და ბრალდებულის ადვოკატი საჯაროდ ავრცელებდნენ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, გაევრცელებინა განცხადება მაღალი საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად. თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადება შეიცავდა ინფორმაციას ბრალდებულის (სახელის ინიციალისა და გვარის მითითებით) ბრალისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე, გასაჯაროვდა მონაცემები მისი დიაგნოზისა და ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ. რამდენადაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები მედიასივრცეში განცხადების გამოქვეყნებამდე გავრცელდა, ინფორმაციის მიმღები მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაუკავშირებდა განცხადებაში მითითებულ სახელის ინიციალსა და გვარს კონკრეტულ ფიზიკურ პირს. ვინაიდან საჯარო ინტერესი არსებობდა ბრალდებულის ჯანმრთელობის დაზიანების გამომწვევ მიზეზებთან და არა მისთვის წარდგენილ ბრალსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით, პენიტენციური დაწესებულების ქმედება შეფასდა სამართალდარღვევად; • სამართალდამცავმა უწყებამ გაასაჯაროვა მესამე პირების მონაცემები, რომელთაც საქმესთან შემხებლობა არ ჰქონიათ. კერძოდ, პროკურატურამ საზოგადოების ინფორმირების მოტივით გაავრცელა იმ პირთა გამოსახულებების შემცველი ვიდეოჩანაწერები, რომლებსაც კავშირი არ ჰქონდათ სისხლის სამართლის საქმესთან. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მოცულობა არ ყოფილა საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების პროპორციული საშუალება, ვინაიდან აღნიშნულ პირთა სახის დაუფარავად ჩვენებით მაღალი იყო სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევის ინტენსივობა; • დაფიქსირდა ასევე ვიდეოჩანაწერების სახის დაფარვის გარეშე გასაჯაროების ფაქტები. მაგალითად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, საჯარო ინტერესის საფუძვლით, გაასაჯაროვეს პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის აპარატის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 83 წარმომადგენელთა მსჯავრდებულებთან შეხვედრისა და პატიმრების მიერ დაწესებულების თანამშრომლებისთვის დაზიანებების მიყენების ამსახველი კადრები. შემოწმებით დადგინდა, რომ შესაძლოა მნიშვნელოვანი ყოფილიყო ინციდენტის საზოგადოებისთვის გაცნობა, თუმცა ვიდეოჩანაწერებიდან დასკვნის გამოტანისა და კონკრეტულ მოვლენაზე აზრის ჩამოყალიბებისათვის საჭირო არ იყო ვიდეოჩანაწერში პირთა იდენტიფიცირება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სისხლის სამართლის საქმის ან/და ადმინისტრაციული წარმოების მასალის გასაჯაროება 2020 წელს მედიასა და ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა სისხლის სამართლის საქმეების (მოწმეთა გამოკითხვები, ექსპერტიზის დასკვნები, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, სამედიცინო დოკუმენტაცია) და ადმინისტრაციული წარმოების მასალები (შემაკავებელი ორდერი, ვიდეოჩანაწერები), პროცესის მონაწილეთა პერსონალური მონაცემების მითითებით. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როცა ინტერნეტსივრცეში, მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანთა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების (ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა) შემცველი სისხლის სამართლის საქმის მასალები. სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელი მიუწვდება პირთა ფართო წრეს - საგამოძიებო უწყებას, პროკურატურას, ბრალდებულს, ადვოკატს (რომელთა რაოდენობა ზოგჯერ დიდია). ამდენად, რთულია ან საერთოდ შეუძლებელია იმ პირის ან/და უწყების იდენტიფიცირება, რომელმაც გაასაჯაროვა პერსონალური მონაცემების შემცველი მასალა. შესაბამისად, ასეთი ფაქტები რჩება სათანადო რეაგირების გარეშე. ამ სახის მასალის პირთა ფართო წრისთვის ხელმისაწვდომობა ზიანს აყენებს თავად მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, მის უსაფრთხოებას, გამოძიების ინტერესებს და ნეგატიურად აისახება მოწმეთა (პოტენციური მოწმეების) სურვილზე, მიაწოდონ გამოძიებას მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. შესაბამისად, ეს საკითხი საჭიროებს დამატებით საკანონმდებლო რეგულირებას, მით უფრო, არასრულწლოვანთა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველ მასალებთან დაკავშირებით. მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია თავად მონაცემთა დამმუშავებელ ორგანოებს, რომლებმაც უნდა მიიღონ სათანადო ზომები მონაცემების დასაცავად: მაქსიმალურად შეზღუდონ მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე 84 პირთა წრე, მონიტორინგი გაუწიონ მონაცემებზე წვდომის შემთხვევებს, არ დაუშვან არაუფლებამოსილი პირის მხრიდან მონაცემების ხელმისაწვდომობა, აღრიცხონ, რა მონაცემებს, როდის და ვის გადასცემენ, შეზღუდონ პროცესის მონაწილეთა მხრიდან მათი გამჟღავნება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 85 რეკომენდაციები 2020 წელს სამსახურის მიერ სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა დამუშავების შესწავლილი პროცესები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გადადგან აქტიური ნაბიჯები მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 შეიმუშაონ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც დეტალურად დარეგულირდება დაწესებულებაში მონაცემთა დამუშავების წესები; უზრუნველყონ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. ამასთან, სამართალდამცავ ორგანოებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სპეციფიკისა და დამუშავებული მონაცემების მოცულობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირების (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების) განსაზღვრა; განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ კონკრეტულ პირთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასონ, არის თუ არა მიზნის მიღწევის აუცილებელი, პროპორციული გზა და საშუალება მონაცემების გასაჯაროება; მიიღონ ყველა საჭირო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომა, რომლითაც უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების დაცვას შემთხვევითი ან უკანონო გამჟღავნებისაგან, მოპოვებისგან ან/და ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისგან; შეიმუშაონ იმგვარი სამართლებრივი მექანიზმი, რომლითაც თავიდან აიცილებენ პერსონალური მონაცემების (განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი სისხლის სამართლის საქმისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გავრცელების შემთხვევებს; შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნორმატიული აქტით დაარეგულიროს პოლიციის თანამშრომლის მიერ პირის ფოტოსურათით იდენტიფიკაციის პროცესი. 86 9. მონაცემთა სუბიექტის უფლებები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მონაცემთა სუბიექტს ფართო უფლებებს ანიჭებს, რომელთა რეალიზებისათვის მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. ასეთ ვალდებულებებს, რიგ შემთხვევებში, თავად მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა წარმოშობს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - კანონი, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის გარეშე. მონაცემთა დამუშავების ნებისმიერი ფორმა პირდაპირ კავშირშია მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან. მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი განაპირობებს მონაცემთა სუბიექტის უფლებების ეფექტიან დაცვას და, პირიქით, არაკანონიერი დამუშავების თითოეული შემთხვევა ლახავს მის პერსონალურ მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ცნობიერების ამაღლებისათვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება მიემართებოდა ინფორმირებულობის გაზრდას როგორც მონაცემთა სუბიექტების, ასევე, იმ პირების, რომელთა საქმიანობა პირდაპირ აისახება მათ უფლებრივ მდგომარეობაზე. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა: • სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიისთვის ჩაატარა 20 სასწავლო აქტივობა და საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც 1000-მდე მსმენელი მონაწილეობდა; • შეიმუშავა 5 რეკომენდაცია და 3 თემატური ბროშურა; • ჩაატარა 2 Facebook ლაივი, რომელთა თვალყურის დევნებაც შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს; • მოამზადა 2 ვიდეოლექცია ჯანდაცვის სექტორსა და ინტერნეტსივრცეში პერსონალური მონაცემების დაცვის თემებზე; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ცნობიერების ამაღლება და პრევენცია 87 • სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდზე ჩაატარა 2 პირდაპირი ჩართვა თემებზე: „მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვა“ და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში“. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 შესწავლილი პროცესები 88 საზოგადოებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ცნობიერების ამაღლების პარალელურად, იზრდება მომართვების რაოდენობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მონაცემთა სუბიექტების უფლებათა დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე. მონაცემთა სუბიექტის უფლებათა რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მოქალაქეთა განცხადების/შეტყობინების საფუძველზე, შეისწავლა მონაცემთა დამუშავების 36 პროცესი (2019 წელს ეს მაჩვენებელი იყო 21). სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 12 პირს 12 სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით 5 პირის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 7 პირის მიმართ - ჯარიმა. საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვისათვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 14 დავალება და 1 რეკომენდაცია. 36 12 შესწავლილი პროცესი გამოვლენილი სამართალდარღვევა 15 გაცემული დავალებები და რეკომენდაციები სამსახურმა ამ მიმართულებით მცირე რაოდენობით სამართალდარღვევა გამოავლინა. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ უმეტესად ორგანიზაციებში არ არის დანერგილი პროცედურები მონაცემთა სუბიექტის უფლებათა რეალიზებისთვის, რაც ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის მონაცემთა სუბიექტის მიერ მისი უფლების რეალიზაციის მოთხოვნის დაყენების ფაქტის ან/და თარიღის დადასტურებას. შესაბამისად, საკითხის შესწავლისას ხშირად მხოლოდ დაინტერესებული მხარეების ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები არსებობს, რაც საკმარისი არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დასადგენად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მონაცემთა სუბიექტის უფლებათა რეალიზების პროცესები შეისწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სააფთიაქო ქსელებში, საფინანსო ორგანიზაციებში (მათ შორის, სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოში“), პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებში. 89 გამოვლენილი ტენდენციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მონაცემთა სუბიექტების უფლებათა სავარაუდო დარღვევის შესახებ შესწავლილმა პროცესებმა გამოავლინა შემდეგი ნაკლოვანებები: 90 • კერძო და საჯარო დაწესებულებები მონაცემთა სუბიექტს არ აწვდიან ინფორმაციას, რა მიზნითა და რომელი სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება მათი პერსონალური მონაცემები და ვის გადაეცემა ისინი, რაც მონაცემთა სუბიექტისთვის მონაცემების დამუშავების პროცესს გაუმჭვირვალეს და არაგანჭვრეტადს ხდის; • გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციები ჯეროვნად არ აღრიცხავდნენ, რა გზითა და საშუალებით მოიპოვეს პერსონალური მონაცემები. ასევე ვერ აწვდიდნენ შესაბამის ინფორმაციას მონაცემთა სუბიექტს დაინტერესების შემთხვევაში. შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტი ვერ ადგენს საიდან გახდა ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი მისი მონაცემები, რაც აჩენს ეჭვს მათი შეგროვების არაკანონიერებასთან დაკავშირებით; • რიგ შემთხვევებში, როცა არ დაკმაყოფილდა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა პერსონალური მონაცემების განახლებაზე, მას არ მიეწოდა ინფორმაცია უარის თქმის საფუძვლებზე; • რიგ შემთხვევებში, არ დაკმაყოფილდა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა, რომ დაწესებულებას განემარტა მის შესახებ დაცული პერსონალური მონაცემების შენახვის საფუძველი; • ხშირად კერძო და საჯარო დაწესებულებები უსაფუძვლოდ ეუბნებოდნენ უარს მონაცემთა სუბიექტს მისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების ასლების გაცემაზე ან არაგონივრულად აჭიანურებდნენ მათ გადაცემას. ეს ზღუდავს პირის უფლებას, ჰქონდეს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემების დამუშავებაზე და, საჭიროების შემთხვევაში, სადავო გახადოს მისი კანონიერება. რეკომენდაციები მონაცემთა სუბიექტების უფლებათა დაცვისათვის არსებითად მნიშვნელოვანია ორგანიზაციებში მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიესალმება სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებაში მონაცემთა დაცვის ოფიცრის თანამდებობის შემოღებას. ამგვარი ინსტიტუტის დანერგვა მიუთითებს ორგანიზაციის სურვილზე, სათანადოდ დაიცვას მასთან არსებული მონაცემები და, შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტების უფლებები. შეიმუშაონ და მონაცემთა სუბიექტებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ დოკუმენტები, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი მონაცემთა დამუშავების პროცესები, მათ შორის, რა მონაცემები გროვდება, რა მიზნით და რა ვადით ინახება; დანერგონ მონაცემთა დამუშავების ისეთი პროცესი, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტის უფლებათა რეალიზების ქმედით შესაძლებლობას; აღრიცხონ, რა გზით, რა მიზნითა და რომელი სამართლებრივი საფუძვლით მოიპოვეს პერსონალური მონაცემები; მონაცემთა სუბიექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია მიაწოდონ გასაგები ფორმით, თუკი კანონმდებლობა მათ ამ ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მონაცემთა სუბიექტის უფლებათა რეალიზებისთვის საჭიროა, მონაცემთა დამმუშავებელმა ორგანიზაციებმა: მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე, გაასწორონ, განაახლონ და, საჭიროების შემთხვევაში, წაშალონ კანონსაწინააღმდეგოდ შეგროვებული მონაცემები, ხოლო უარის თქმისას - ნათლად და მკაფიოდ განუმარტონ მას უარის საფუძველი; დროულად უპასუხონ მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნას, რადგან გაჭიანურების შემთხვევაში ხშირად აზრი ეკარგება მონაცემთა სუბიექტის უფლების რეალიზებას. რეაგირების გაჭიანურების ან უარის თქმისას, აცნობონ მას შეფერხების მიზეზი/უარის საფუძველი; 91 იზრუნონ მონაცემთა დამუშავების პროცესში ჩართული პირების ცნობიერების ამაღლებაზე. 10. დასკვნები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 უპირველესად, დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს საჯარო თუ კერძო დაწესებულებათა მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობაზე მზარდი მოთხოვნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. სამსახურს მომართავდნენ კონსულტაციის გაცემის, სამართლებრივ აქტებზე მოსაზრებების წარდგენისა და მონაცემთა დაცვის გაუმჯობესებისათვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივით, ასევე, გეგმიური შემოწმების ჩასატარებლად და ამ გზით მონაცემთა დამუშავების პროცესების დასახვეწად. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ მონაცემთა დაცვა ორგანიზაციებისთვის მეტად პრიორიტეტული ხდება. თვალშისაცემია ასევე საჯარო და კერძო დაწესებულებების გააქტიურება, შეიმუშაონ შიდა სამართლებრივი დოკუმენტები პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცედურების დასარეგულირებლად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიესალმება ასეთი დოკუმენტების შემუშავებას და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობას, რადგან ასე მონაცემთა დამუშავების პროცესი უფრო გამჭვირვალე ხდება, მცირდება მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების რისკები. საგულისხმოა ისიც, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებები უფრო და უფრო მეტად ითხოვენ თანამშრომელთა გადამზადებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. საჯარო დაწესებულებათა სასწავლო ცენტრები და კერძო სექტორის საზედამხედველო ორგანოები ინტერესდებიან პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე სასწავლო კურსების დანერგვა-განახლებით. თანამშრომელთა ინფორმირებულობა ამ საკითხებზე ხელს უწყობს ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის კულტურის დამკვიდრებას და ამცირებს არასამსახურებრივი მიზნით მონაცემთა გამოყენების შემთხვევებს. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რომ უფრო მეტ ორგანიზაციაში ჩნდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი. ორგანიზაციის შიგნით მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის განსაზღვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა მონაცემთა დამუშავების მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად. ნიშანდობლივია ისიც, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებები პასუხისმგებლობით ეკიდებიან სამსახურის მიერ გაცემული დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულე- 92 ბას, რაც შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრას ემსახურება. ზემოაღნიშნული პოზიტიური ტენდენციების პარალელურად, ამ სფეროში კვლავ არაერთი გამოწვევაა. ეს გამოწვევები (რომლებიც დეტალურადაა მითითებული შესაბამის თავებში) თანაბრად ეხება როგორც კერძო, ასევე საჯარო დაწესებულებებს: • წერილობითი შიდა ინსტრუქციები და პოლიტიკის დოკუმენტები - დაწესებულებათა დიდ ნაწილში არ არის შემუშავებული წერილობითი შიდა ინსტრუქციები და პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც დეტალურად დაარეგულირებს პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს და პირობებს, მონაცემებზე • მოსალოდნელი რისკების შეფასება - მონაცემთა დამუშავების პროცესების დანერგვამდე, არ ფასდება ის რისკები, რაც შესაძლოა მას ახლდეს. შესაბამისად, არ ინერგება ისეთი მექანიზმები, რაც მაქსიმალურად შეამცირებს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერად დამუშავების საფრთხეებს; • უსაფრთხოების ზომები - არ მიიღება ადეკვატური, ეფექტიანი და თანამედროვე ორგანიზაციულ-ტექნიკური (მათ შორის ფიზიკური უსაფრთხოების) ზომები ქაღალდზე არსებული და ელექტრონული ბაზებში დაცული მონაცემების დასაცავად. ამასთან, ელექტრონული ბაზების ადმინისტრირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის სხვა ორგანიზაციის მომსახურების გამოყენებისას, სათანადოდ არ რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების საკითხები; • მონაცემების შენახვის ვადები - მონაცემები არ კლასიფიცირდება მათი შინაარსისა და დამუშავების მიზნის მიხედვით, მონაცემთა შენახვის ვადები არ არის განსაზღვრული ან არაადეკვატურად განისაზღვრება; • მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზება - არ არის შექმნილი მონაცემთა სუბიექტების უფლებათა დროული და ეფექტიანი რეალიზების სათანადო მექანიზმები; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 წვდომის მქონე პირთა უფლება-მოვალეობებს, პროცედურებს მონაცემთა გამოყენების კანონიერების მონიტორინგისთვის, მონაცემთა სუბიექტის უფლებათა რეალიზების საშუალებებს და სხვა; 93 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 94 • დასაქმებული პირების ცნობიერება - კერძო და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს არ მიეწოდებათ საკმარისი ინფორმაცია (არ ხდება მათი გადამზადება) მონაცემთა დამუშავების პროცედურულ და შინაარსობრივ საკითხებზე; • შიდა მონიტორინგის მექანიზმი - კერძო და საჯარო დაწესებულებებში არ არის დანერგილი ეფექტიანი მექანიზმი თანამშრომელთა მიერ მონაცემთა კანონსაწინააღმდეგოდ ან/და არასამსახურებრივი მიზნით დამუშავების შემთხვევებზე რეაგირებისათვის. ცხადია, ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები ქმნის მონაცემთა კანონის დარღვევით დამუშავების საფრთხეებს და იწვევს არაკანონიერი დამუშავების კონკრეტულ შემთხვევებს. აღნიშნულ გამოწვევებზე საპასუხოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძალისხმევის პარალელურად, არსებითად მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მონაცემთა დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კერძო და საჯარო დაწესებულებების მხრიდან. მონაცემთა დამმუშავებლებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები მოცემულია ანგარიშის შესაბამის თავებში. ასევე, აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს 2019 წელს ინიცირებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ავტორობით მომზადდა. საქართველოში, საჯარო და კერძო სექტორში შეუძლებელი იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტანდარტის დამკვიდრება, თუ სახელმწიფოს არ ექნება ევროპული კანონმდებლობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ იქნება აღჭურვილი განვითარებული ქვეყნების საზედამხედველო ორგანოების მსგავსი საკანონმდებლო ბერკეტებით. 04 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი 95 1. ზოგადი მიმოხილვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი. სამსახური ზედამხედველობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-138-ე მუხლებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე, 1431 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. 96 ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების გასაკონტროლებლად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება სასამართლოს განჩინებები ასეთი მოქმედებების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ, პროკურორის დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობისას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შედგენილი ოქმები. სამსახურში ასევე, შემოდის დოკუმენტები, რომლებიც ასახავს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა გადაცემას სამართალდამცავი ორგანოებისთვის. სამსახური ამოწმებს მიღებულ დოკუმენტებს, ადარებს ელექტრონულ სისტემებში ასახულ ინფორმაციას, დოკუმენტაციაში ასახული მონაცემები შეაქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის შიდა ელექტრონულ სისტემაში და აანალიზებს მათ. ზემოთ მითითებული მექანიზმების გარდა, საგამოძიებო მოქმედებათა სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე მონიტორინგისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყენებს კონტროლის ელექტრონულ და სპეციალურ ელექტრონულ სისტემებს, ხოლო ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლისათვის გამოიყენება ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა. 2. ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლი 2020 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შესახებ სასამართლომ განიხილა 997 შუამდგომლობა, 2019 წელს - 1037, ხოლო 2018 წელს - 1059. 2020 წელს გაზრდილია სასამართლოს მხრიდან შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი. 91% 2020 სრულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ დაკმაყოფილდა 2% 7% 84% 2019 სრულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 3% არ დაკმაყოფილდა 13% 88% 2018 სრულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 5% 7% 97 სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების რაოდენობის შემცირების პარალელურად, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს გაზრდილია იმ სააბონენტო ნომრების რაოდენობა, რომლებზეც განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა: კერძოდ, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, მათი რიცხვი გაიზარდა - 37%ით. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სასამართლოს განჩინებით ხშირად გაცემულია ნებართვა ერთზე მეტი სააბონენტო ნომრის ფარული მიყურადებაჩაწერის შესახებ. ლი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გაგრძელების მოთხოვნით დაყენებული შუამდგომლობების რაოდენობა, თუმცა გაზრდილია შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი. სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის ვადის გაგრძელების შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 94% 2020 სრულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 3% არ დაკმაყოფილდა 3% 86% სრულად დაკმაყოფილდა 2019 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 რაც შეეხება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის ვადის გაგრძელებას, სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე 2020 წელს განიხილა 235 შუამდგომლობა, 2019 წელს - 325, ხოლო 2018 წელს - 338. 2020 წელს შემცირებულია აღნიშნული ფარუ- 9% ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ დაკმაყოფილდა 5% 91% 2018 სრულად დაკმაყოფილდა 98 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 4% არ დაკმაყოფილდა 5% 2020 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერა, უმეტესად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ხორციელდებოდა: 2231 („ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“), 180-ე (თაღლითობა), 108-ე (მკვლელობა), 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), 210-ე (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), 181-ე (გამოძალვა), 177-ე (ქურდობა), 338-ე (ქრთამის აღება). დაკმაყოფილებული შუამდგომლობების 56% სწორედ ამ მუხლებზე ნაწილდება. პროკურორის დადგენილებები სატელეფონო კომუნიკაციის გადაუდებლად ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ 36 81 107 0 20 40 60 80 2018 2019 2020 100 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 რაც შეეხება გადაუდებელი აუცილებლობით სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადება-ჩაწერას, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა პროკურორის 107 დადგენილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების შესახებ. 120 99 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიმდინარე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი 2020 წელს გამოიყენა 116 შემთხვევაზე (115 სასამართლოს განჩინებაზე და 1 პროკურორის დადგენილებაზე), 2019 წელს - 98 (95 სასამართლოს განჩინებაზე და 3 პროკურორის დადგენილებაზე), ხოლო 2018 წელს 96 შემთხვევაზე (95 სასამართლოს განჩინებაზე და 1 პროკურორის დადგენილებაზე). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შეჩერების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 120 116 110 98 100 96 90 80 2020 2019 2018 მიმდინარე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების საფუძველი უმეტესწილად იყო სასამართლოს განჩინების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წარმოუდგენლობა ან პროკურორის დადგენილებაში ბუნდოვანება-უზუსტობის არსებობა. სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებებში არსებულ ბუნდოვანება-უზუსტობაზე სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 2020 წელს ეცნობა 11-ჯერ, 2019 წელს - 20-ჯერ, ხოლო 2018 წელს 9-ჯერ. ყველა შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სასამართლოს განჩინებებში აღმოჩენილი ბუნდოვანება-უზუსტობები აღმოიფხვრა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში. 100 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ბუნდოვანება-უზუსტობის შეტყობინების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი 9 20 11 0 5 10 2019 20 25 2020 სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადება-ჩაწერაზე სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებებში და პროკურორის დადგენილებებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბუნდოვანება-უზუსტობები აღმოაჩინა: მიღების თარიღში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადებში, ფარულ მიყურადება-ჩაწერაზე ნებადართულ სააბონენტო ნომრებში. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს 23%-ით შემცირდა სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებათა რაოდენობა, რომლებიც შეეხება ნებართვის გაცემას სსსკ-ის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე (ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება). ასევე, 25%-ით შემცირდა პროკურორის დადგენილებები, რომლებიც შეეხებოდა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2018 15 ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ფარგლებში მონაცემთა დამუშავების კანონიერება კონტროლდება შემოწმების გზითაც. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დასრულდა 2019 წელს დაწყებული სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმება, რომლის ფარგლებში შესწავლილი იქნა სსსკ-ის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება) მონაცემთა დამუშავების კანონიერება. შემოწმების შედეგად სამართალდარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა, თუმცა შესწავლის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 3 დავალება. 101 ასევე, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს პროკურატურის შემოწმება იმ პირთა ინფორმირების საკითხის შესწავლის მიზნით, რომელთა მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებები და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში პირთა არაჯეროვანი ინფორმირების შემთხვევები. წინა წელთან შედარებით, 2020 წელს 10%-ით გაიზარდა სასამართლოს განჩინებათა რაოდენობა, რომლებიც შეეხება სსსკ-ის 136-ე მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ნებართვის გაცემას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2019 წლის მსგავსად, საანგარიშო პერიოდში დადებითი მაჩვენებელი შენარჩუნდა 102 ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ ისეთი ვალდებულების შესრულების კუთხით, როგორიცაა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმირება სამართალდამცავი ორგანოებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემაზე. 2020 წელს, წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიწყო შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ მონაცემთა გაცემიდან 24-საათიანი ვადის დარღვევით განახორციელა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმირება, რის გამოც იგი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. გაუმჯობესებულია ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით დამუშავების მაჩვენებელი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიწყო შემოწმება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მონაცემთა დამუშავების ფაქტზე და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას დაეკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობა. 3. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი საანგარიშო პერიოდში, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობათა კონტროლისას რაიმე ხარვეზი ან ინციდენტი არ გამოვლენილა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში 2020 წელს მონაცემები 78-ჯერ დამუშავდა, 2019 წელს - 81-ჯერ, ხოლო 2018 წელს - 80-ჯერ. 103 რეკომენდაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ფარული საგამოძიებო მოქმედებები გულისხმობს ინტენსიურ ჩარევას ადამიანის პირად ცხოვრებაში, რომლის შესახებ მონაცემთა სუბიექტებისთვის ცნობილი ხდება მოგვიანებით. შესაბამისად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ისინი არ ფლობენ ინფორმაციას მათი მონაცემების შეგროვების შესახებ. სწორედ ამიტომ, ამ პროცესში კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვა განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას საჭიროებს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის მიზნით: საერთო სასამართლოებმა, საქართველოს პროკურატურამ და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა შეიმუშაონ ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დროულად და სრულყოფილი ფორმით წარმოდგენას; ` ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება შეასრულონ კანონმდებლობით დადგენილ 24-საათიან ვადაში; საერთო სასამართლოებმა, საქართველოს პროკურატურამ და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა გაანალიზონ მიზეზები, რომლებიც განაპირობებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეჩერებას და გადადგან ნაბიჯები მათ აღმოსაფხვრელად; საქართველოს პროკურატურამ შეიმუშაოს ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში იმ პირთა ინფორმირებას, რომელთა მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება. 104 05 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება 105 2020 წლის ძირითადი სიახლეები საგამოძიებო დეპარტამენტში შეიქმნა ოპერატიული სამმართველო საგამოძიებო დეპარტამენტში დაინერგა ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა შეიქმნა თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა განმხილველი საბჭო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტები აღიჭურვენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით/ინვენტარით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 გამომძიებლებისა და ოპერატიული მუშაკებისთვის შემუშავდა 5 რეკომენდაცია გამომძიებლებისთვის შემუშავდა გამოძიების ეფექტიანობის თვითშეფასების კითხვარი ჩატარდა 5 კვლევა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსდა საინფორმაციო ბროშურები 7 რეგიონში ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, დაინერგა HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი - „არასათანადო მოპყრობის აკრძალვის თაობაზე, სამართალდამცავი, უსაფრთხოებისა და სხვა იძულებითი ზომების გამოყენების კონტექსტში“ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პროცესის არასრულწლოვანი მონაწილის ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფისთვის შეიქმნა საგამოძიებო გეგმის ელექტრონული პროგრამა საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში შეიქმნა ბავშვზე მორგებული ოთახი სამსახურის აქტიური ჩართულობით, იუსტიციის სამინისტროში მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ შეიმუშავა „ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა“ 106 ამ თავში განხილულია: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა საგამოძიებო მიმართულებით; სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი, სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ზოგადი ტენდენციები; გამოძიების პროცესში არსებული გამოწვევები და რეკომენდაციები გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 1. ზოგადი მიმოხილვა საბოლოოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო ფუნქციის განხორციელება დაიწყო 2019 წლის 1-ელ ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ მიღებული კანონის საფუძველზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნა, დადებითად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. 2020 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე.4 კომიტეტი მიესალმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისთვის გატარებულ ღონისძიებებს და სახელმწიფოს მოუწოდა, რომ გააგრძელოს საკანონმდებლო თუ სხვა აუცილებელი ზომების მიღება ამ სამსახურის შემდგომი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საქართველოში სამართალდამცავთა არასათანადო მოპყრობის გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები, მათ შორის: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისარი თომას ჰამარბერგი1, ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი,2 და ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კონსულტანტი მეგი ნიკოლსონი.3 2020 წელს სამსახური საგამოძიებო მიმართულებით მთელი წლის განმავლობაში საქ1 თომას ჰამარბერგი, საქართველო გარდამავალ პერიოდში (სექტემბერი, 2013), გვ. 44. ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის კო მიტეტის ანგარიში საქართველოში ვიზიტის შესახებ (10 მაისი, 2015), გვ. 17 და 21. 2 3 მეგი ნიკოლსონი, ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის 20142020 წლების ეროვნული სტრატეგიის პროგრესის შესახებ და რეკომენდაციები სამომავლო მიდგომებთან დაკავშირებით (მარტი, 2017), გვ.: 5, 23 და 27. 4 https://hudoc.exec.coe.int/ENG#{%22EXECIdentifier%22:[%220045830%22]} 107 მიანობდა. პანდემიით გამოწვეული სირთულეების პირობებში, საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობის პირველმა წელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც ინსტიტუტი, გამართულია და ღირსეულად პასუხობს ყოველდღიურ გამოწვევებს. თუმცა, ასევე ნათლად გამოჩნდა სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოძიებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახური აგრძელებს სვლას განვითარებისკენ და მუდმივად ისწრაფვის მთავარი მიზნის მისაღწევად - შექმნას ძლიერი საგამოძიებო ინსტიტუტი, რომელიც ხალხის ნდობით ისარგებლებს. 2. საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო მიმართულება ჩამოყალიბებულია ცალკე დეპარტამენტის სახით, რომელსაც ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. ამ სტრუქტურულ ერთეულში ფუნქციონირებს სამი სამმართველო: აღმოსავლეთის სამმართველო - თბილისში, დასავლეთის სამმართველო - ქუთაისში და ოპერატიული სამმართველო, რომლის თანამშრომლები განთავსებულნი არიან როგორც ქუთაისის (2 ოპერატიული მუშაკი), ასევე თბილისის ოფისში (4 ოპერატიული მუშაკი). საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (აღმოსავლეთის სამმართველოს კურატორი) აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსი გამომძიებელი - 14 სტაჟიორ-გამომძიებელი - 5 ოპერატიული მუშაკი - 4 კრიმინალისტი - 1 108 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (დასავლეთის სამმართველოს კურატორი) ოპერატიული სამმართველოს უფროსი დასავლეთის სამმართველოს უფროსი გამომძიებელი - 3 ოპერატიული მუშაკი - 2 კრიმინალისტი - 1 უახლოეს მომავალში იგეგმება საგამოძიებო დეპარტამენტის კიდევ ერთი ტერიტორიული ორგანოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს გახსნა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოფისის სარემონტო სამუშაოები და კონკურსი სამმართველოს თანამშრომელთა შესარჩევად. ბათუმში ოფისის არსებობა რეგიონში მცხოვრებ პირებს გაუმარტივებს სამსახურის ხელმისაწვდომობას და შესაძლებელს გახდის დაუყოვნებლივი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მაქსიმუმს აკეთებს დროული გამოძიებისათვის, თუმცა, ობიექტურად შეუძლებელია საქართველოს მთელი ტერიტორიის ეფექტიანად დაფარვა მხოლოდ ორი (ბათუმში გახსნის შემდგომ - სამი) ოფისით. გარდა იმისა, რომ შეუძლებელია ტერიტორიულად დაშორებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადება, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ყველა რეგიონში ჰქონდეს ოფისი, რაც მისცემს შესაძლებლობას, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩაატაროს შესაბამის გარემოში. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება სათანადო შენობები (შიდა ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში) და ფინანსური სახსრები ოფისების ინფრასტრუქტურულად გამართვისთვის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 გართულებულია პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობა და მოწმეთა გამოკითხვა. მოწმეები უარს აცხადებენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე ტერიტორიული სიშორის გამო; გამომძიებლებს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ტრანსპორტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც მოითხოვს დამატებით ადამიანურ და ფინანსურ რესურსს. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, პრობლემური ან/და შეუძლებელია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შემდეგი მიზეზების გამო: ზოგჯერ თავად მოწმეს არ სურს გამოკითხვის ჩატარება თავის საცხოვრებელ ადგილზე, ან ეს არ არის უსაფრთხო გამომძიებლისთვის; ზოგჯერ კი საჭიროა გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო გადაღება (რაც რთულია საცხოვრებელ ადგილზე), ან მოწმესთან ერთად ცხოვრობენ ოჯახის წევრები, რომელთა გარიდება გამოკითხვის ადგილიდან ვერ ხერხდება. ამასთან, მოწმის საცხოვრებელ ადგილზე გამოკითხვისას არ არის შექმნილი საქმიანი გარემო, რაც ართულებს მოწმესთან კომუნიკაციის პროცესს. ცხადია, სამსახურს მიუმართავს თხოვნით სხვა ადგილობრივი დაწესებულებებისთვისაც, რომ დროებით გამოეყოთ ფართი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, თუმცა, როგორც წესი, ასეთი თავისუფალი სივრცე მათ არ აქვთ, და რომც ჰქონდეთ, მოწმისთვის გაუგებარი იქნება, რატომ ატარებს სამსახური საგამოძიებო მოქმედებას სხვა სახელმწიფო უწყების შენობაში. 109 3. გატარებული ღონისძიებები საგამოძიებო დეპარტამენტის ეფექტიანი საქმიანობისთვის, 2020 წელს გადაიდგა ნაბიჯები როგორც ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით, ასევე თანამშრომელთა შესაძლებლობების გასაზრდელად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ოპერატიული სამმართველოს შექმნა გამოძიების დროულად წარმართვისა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის, 2020 წელს საგამოძიებო დეპარტამენტში შეიქმნა ცალკე სტრუქტურული ერთეული - ოპერატიული სამმართველო, რომლის ძირითად ფუნქციად განისაზღვრა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა და „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. სამმართველოში დასაქმებულნი არიან ოპერატიული მუშაკები, რომლებიც მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ გამომძიებლებს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პროცესში (შემთხვევის ადგილის დაცვა; შემთხვევის ადგილზე იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც შეიძლება ფლობდნენ ინფორმაციას მომხდარი ფაქტის შესახებ; საგამოძიებო ექსპერიმენტის ორგანიზება და ექსპერიმენტში მონაწილე პირთა მოძიება; საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო ტექნიკისა და ნივთების მოძიება; შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების იდენტიფიცირება; პროცესის მონაწილეთა მოძიება; ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და სხვა). ამ დანაყოფში ამჟამად დასაქმებულია უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე 6 ოპერატიული მუშაკი, რომლებიც შეირჩნენ 3-ეტაპიანი ღია კონკურსის საფუძველზე. 4 მათგანი ეხმარება საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოს გამომძიებლებს, 2 კი - საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს გამომძიებლებს. 110 სტაჟირების პროგრამის დანერგვა ახალი, მოტივირებული კადრების მოსაზიდად, საგამოძიებო დეპარტამენტში დაინერგა სტაჟირების სისტემა. 4-ეტაპიანი ღია კონკურსის საფუძველზე, 245 კანდიდატიდან შეირჩა 5 სტაჟიორ-გამომძიებელი, რომლებიც კანონის საფუძველზე აღიჭურვნენ გამომძიებლის უფლებამოსილებით. სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევ კომისიაში ჩართულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები. შერჩეული პირები ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოში გადიან. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი დაინიშნებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სტაჟირების პარალელურად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, დაინერგა მენტორობის პროგრამა, რომლის მიზანია სტაჟიორ-გამომძიებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. მენტორებად განისაზღვრნენ გამოცდილი გამომძიებლები, რომლებიც სტაჟიორებს ეხმარებიან სამსახურთან ადაპტაციაში, გამოძიებისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და სამუშაოს ეფექტიანად შესრულებაში. 111 გამოძიების ეფექტიანობის თვითშეფასების კითხვარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურმა მოამზადა გამოძიების ეფექტიანობის თვითშეფასების კითხვარი, რომელიც გამომძიებელს საშუალებას აძლევს, პროცესის ნებისმიერ ეტაპზე შეამოწმოს მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. კითხვარი ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ზოგად სტანდარტებს, სტამბოლის პროტოკოლსა და სხვა საერთაშორისო ნორმებს. 112 გამოძიების ეფექტიანობა მან უნდა შეაფასოს შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ზედმიწევნითობა, დროულობა, კომპეტენციის ფარგლები და გამოძიების პროცესში სავარაუდო მსხვერპლის ჩართულობა. თითოეული კომპონენტი იზომება რამდენიმე კითხვით, რომლებსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა. თვითშეფასების კითხვარს ახლავს საერთაშორისო სტანდარტების მოკლე განმარტებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გამომძიებელს ეხმარება თითოეული საგამოძიებო მოქმედების მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში. თუ გამომძიებლის მიერ მიღებული შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მას შესაძლებლობა აქვს, დროულად გადახედოს საგამოძიებო სტრატეგიას და ხელახლა ჩაატაროს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტები 2020 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებზე შემოსული შეტყობინებებისა და სისხლის სამართლის საქმეების შესწავლის საფუძველზე, გამოვლინდა გამოძიების პროცესში არსებული გამოწვევები. ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების, გამოძიების პროცესში არსებული გამოწვევების აღმოფხვრისა და გამოძიების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის შეიმუშავა 5 შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი და რეკომენდაცია, რომლებიც შეეხება შემდეგ საკითხებს: წერილობითი მტკიცებულებების მოპოვება; ელექტრონული მტკიცებულებების (ვიდეოკამერის ჩანაწერების) მოპოვება; განმცხადებელთან გასაუბრებისას გასათვალისწინებელი გარემოებები; სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრებისას გასათვალისწინებელი გარემოებები; გამოძიების პროცესში სავარაუდო მსხვერპლის ჩართულობა. ჩატარებული კვლევები საგამოძიებო მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობის შესამუშავებლად და საჭირო მექანიზმების დასანერგად, საერთაშორისო ორგანიზაციების (გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროპის საბჭოს) მხარდაჭერით ჩატარდა ხუთი კვლევა, რომელთა ფარგლებშიც შესწავლილია: 1. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების საუკეთესო ევროპული პრაქტიკა 15-მდე ქვეყნის დამოუკიდებელ საგამოძიებო უწყებაში. კვლევის მიზანია ასეთი მექანიზმების გამოცდილების გამოყენება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და განვითარების პროცესში; 3. მოწმის დაცვის სპეციალური ღონისძიებები და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოები ევროპისა და სხვა რელევანტური ქვეყნების სისტემებში. კვლევის ფარგლებში შესწავლილია ასეთი ორგანოების პრაქტიკა მოწმეთა დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებით. შედეგებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გეგმავს საკანონმდებლო წინადადების მომზადებას; 4. სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულთა შესახებ. კვლევის ფარგლებში შეფასდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოების მიერ დადგენილ უნივერსალურ და რეგიონულ სტანდარტებთან და არსებული კანონმდებლობის ეფექტიანობა წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის პროცესში; ასევე გაანალიზდა ხარვეზები, რომლებიც პრაქტიკაში ქმნის პრობლემებს სამსახურის ქვემდებარე მუხლების ერთმანეთისაგან გამიჯვნისას. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გეგმავს საკანონმდებლო წინადადების მომზადებას; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2. ევროპის კანონმდებლობა და პრაქტიკა პოლიციის განყოფილებებსა (მათ შორის, პოლიციის სამხრე კამერების გამოყენებით) და დაკავების/პატიმრობის ადგილებში ვიდეოჩანაწერებზე საგამოძიებო სამსახურების წვდომასთან დაკავშირებით; ამ მიზნით შესწავლილია სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერთა უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომები; ასევე, საგამოძიებო უწყების წვდომა ამ ჩანაწერებზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ დანაშაულის ჩადენისას; 113 5. გამომძიებლების საქმიანობის შეფასების სისტემა. კვლევის ფარგლებში შესწავლილია სხვადასხვა ქვეყნის საგამოძიებო მექანიზმების გამომძიებელთა შეფასების კრიტერიუმები. საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის საფუძველზე, ამჟამად მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა შეფასების კრიტერიუმების გაწერა. საგამოძიებო ტექნიკა და აღჭურვილობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით, სახელმწიფო ინსპექტო- 114 რის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კრიმინალისტიკური აღჭურვილობა, რაც სამსახურს აძლევს სისხლის სამართლის საქმისათვის საჭირო მტკიცებულებათა მოპოვების საშუალებას შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, სხვა უწყებებისგან დამოუკიდებლად. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტებს მიეცათ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ და კონკრეტული ადგილიდან ან პირისგან ამოიღონ სხვადასხვა სახის ბიოლოგიური კვალი (სისხლის ლაქა, დნმ, სხვადასხვა სახის ბიოლოგიური სითხე, ხელის ან ფეხის კვალი, თითის ანაბეჭდი და სხვა). ცხადია, ასეთი დონის ტექნიკა/ინვენტარი ხელს უწყობს ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას და მნიშვნელოვნად ზრდის გამოძიების ხარისხს. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საჩუქრად 50 ცალი პორტატული რადიოგადამცემი (ე.წ. ,,რაციები”) გადასცა. პორტატული რადიოგადამცემები ხელს უწყობს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებისა და ოპერატიული მუშაკების დროულ კომუნიკაციას საგამოძიებო პროცესში და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებისას. აღნიშნულით მოხდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის ოპერატიულად გადაცემა, გაცვლა და დამუშავება, რაც თავის მხრივ უფრო ეფექტიანს გახდის სამსახურის მუშაობას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 115 ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აქტიური მონაწილეობა მიიღო აღნიშნული გეგმის შემუშავებაში, რომელიც 2021 წლის დასაწყისში დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე. 116 საბჭომ გაითვალისწინა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში მითითებული გამოწვევები და გეგმაში ასახა სამსახურის მიერ სამუშაო ჯგუფისთვის შეთავაზებულ რეკომენდაციათა აბსოლუტური უმრავლესობა. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას. არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტიანი გამოვლენისა და გამოძიების მიზნით, გეგმით გათვალისწინებულია სახელმწიფო უწყებათა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ჩადენაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინებათა მიწოდების მექანიზმის გაუმჯობესება; საექსპერტო დაწესებულების მიერ სავარაუდო მსხვერპლისთვის გამოძიების მიერ დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზების დროულად ჩატარება და არასამუშაო საათებში/დღეებში ექსპერტიზის ჩასატარებლად მორიგე ექსპერტის განსაზღვრა; სამართალდამცავ ორგანოებში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემების მოწესრიგება და ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალის დაარქივებისა და შენახვის ვადების ნორმატიულ დონეზე დარეგულირება. სახელმწიფო უწყებების მიერ ამ ღონისძიებების გატარებით, კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა. სამოქმედო გეგმის შესრულების დადასტურების ერთ-ერთ წყაროდ განსაზღვრულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიში, რომელსაც უწყება ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. ცნობიერების ამაღლება სამსახურის საგამოძიებო მიმართულებით საქმიანობაზე, ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის ცნობიერების გასაზრდელად, სახელმწიფო ინსპექტორმა (ევროპის საბჭოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით) შეხვედრები გამართა 7 დიდ ქალაქში (ბათუმი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი და ქუთაისი). მათ ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 300-მდე წარმომადგენელი. შეხვედრების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამსახურის საქმიანობა და ფუნქციები, ასევე, მოხელეთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიებისას არსებული ტენდენციები და გამოწვევები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 117 118 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 დაკავებულთა, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ინფორმირებულობის გასაზრდელად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა და შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან თანამშრომლობით, პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განათავსა საინფორმაციო ბროშურები. მათში მოცემულია ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციებზე, ქვემდებარე დანაშაულებსა და სამსახურისთვის მომართვის გზებზე, მათ შორის, 24-საათიანი ცხელი ხაზის (ნომერი - 199) მეშვეობით. ასეთი აქტივობის შემდეგ, გაიზარდა სამსახურისთვის მომართვიანობა დაკავებულების, პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების და მსჯავრდებულების მხრიდან. სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდზე ჩატარდა პირდაპირი ჩართვა - „სახელმწი- ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შემუშავდა და შემდგომ დამტკიცდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები. ასეთი ტანსაცმელი შედგება ქურთუკის, ჟილეტის, საწვიმრისა და პიჯაკისგან, რომლებზეც დატანილი იქნება სამსახურის ლოგო და წარწერები: „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“ და „საგამოძიებო დეპარტამენტი“. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ფო ინსპექტორის სამსახურის როლი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში“, რომლის ფარგლებშიც, სოციალური ქსელის მომხმარებლებს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელმა მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის საგამოძიებო ფუნქციებზე. ვიდეო 5400-მა პირმა ნახა. 119 120 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 121 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 განხორციელდა სამსახურის ბალანსზე რიცხული და საგამოძიებო დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ბრენდირება. ავტომანქანაზე თვალსაჩინო ადგილზე განთავსდა სამსახურის ლოგო, სახელწოდება და ცხელი ხაზის ნომერი (199). 122 საგამოძიებო გეგმის ელექტრონული პროგრამა 2020 წელს დაინერგა საგამოძიებო გეგმის ელექტრონული პროგრამა, რომელშიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები ასახავენ ინფორმაციას მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებულ/ჩასატარებელ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შესახებ. პროგრამა გამომძიებლებს ეხმარება გამოძიების მართვაში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა დაგეგმვასა და პრიორიტეტების უკეთ დანახვაში. საჯარო უწყებებსა და კერძო დაწესებულებებში ინფორმაციის მოთხოვნისთვის გაგზავნილ წერილებზე პასუხების დაგვიანებისას, პროგრამას ახლავს ავტომატური შეხსენების ფუნქცია, განმეორებითი წერილობითი მიმართვის გასაგზავნად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 პროგრამას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს გამოძიების დროულად ჩატარების კონტროლისა და სტატისტიკური მონაცემების შეგროვების მიზნებისთვის. საგამოძიებო გეგმის ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა აქვთ საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელ პირებს, რაც იძლევა გამომძიებელთა საქმიანობასა და დატვირთვაზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. ამასთან, პროგრამა ხელს უწყობს ცალკეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების საუკეთესო ტენდენციების დანახვასა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვას. 123 4. მიღებული შეტყობინებები 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოვიდა 2622 შეტყობინება. აქედან 72% განიხილა საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველომ, ხოლო 28% - დასავლეთის სამმართველომ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მიღებული შეტყობინებების რაოდენობა 2622 72% (1878) 28% (744) ჯამი აღმოსავლეთის სამმართველო დასავლეთის სამმართველო შეტყობინებათა რიცხვი განსხვავდება თვეების მიხედვით. ყველაზე მეტი შეტყობინება შემოვიდა ივლისში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ოქტომბერში. 124 მიღებული შეტყობინებების რაოდენობა თვეების მიხედვით 204 იანვარი 181 თებერვალი 245 მარტი 222 აპრილი 279 მაისი 296 ივლისი 252 აგვისტო 180 სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი 147 157 173 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 286 ივნისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეტყობინებათა ყველაზე დიდი ნაწილი (84%) შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი და იმავე ფაქტზე შეტყობინება შემოვიდა რამდენიმე წყაროდან.51 5 რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ერთი და იგივე შეტყობინება შემოდის რამდენიმე წყაროდან. სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის მიზნით, ასეთ შემთხვევებში შეტყობინება მიეთვლება ყველა შესაბამის უწყებას/წყაროს. ამის გათვალისწინებით, შემოსულ შეტყობინებათა ავტორების ჯამური მაჩვენებელი აღემატება სამსახურში შემოსულ შეტყობინებათა საერთო რაოდენობას. 125 მიღებული შეტყობინებების ავტორები შსს, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი 66% (1721) შსს, გენერალური ინსპექცია 17% (440) იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური 8% (214) საქართველოს პროკურატურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 8% (206) ფიზიკური პირი 6% (169) იუსტიციის სამინისტრო, გენერალური ინსპექცია 3% (67) ადვოკატი 2% (52) სასამართლო 2% (50) სხვა საჯარო დაწესებულება 1% (32) შსს, ტერიტორიული დანაყოფი (პოლიციის დეპარტამენტი) 1% (30) სახალხო დამცველი 1% (26) არასამთავრობო ორგანიზაცია 0.3% (7) მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია 0.1% (2) 126 ზემოაღნიშნულ გრაფიკში მოცემული მონაცემები ცხადყოფს, რომ შეტყობინებათა უმრავლესობა შემოდის შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან. ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტსა და დროებითი მოთავსების იზოლატორს შორის დანერგილია შეტყობინების მიღების ეფექტიანი მექანიზმი. დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო მუშაკები შეტყობინებებს გზავნიან დაუყოვნებლივ, 24-საათიან რეჟიმში, სატელეფონო კომუნიკაციის გზით. დაწესებულების ხელმძღვანელი შეტყობინებას გზავნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იზოლატორში არ არის დასაქმებული ექიმი (ყოველწლიურად იკლებს იმ იზოლატორთა რიცხვი, სადაც დასაქმებულები არ არიან ექიმები). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შეტყობინებები იგზავნება როცა: დაკავებულს აღენიშნება დაზიანებები და იზოლატორში დასაქმებულ ექიმს გაუჩნდება ეჭვი დაკავებულის მიმართ წამებასა ან არასათანადო მოპყრობაზე; ბ) დაკავებულს აღენიშნება ძალადობის ამსახველი ახლად მიღებული დაზიანებები; გ) იზოლატორში მოთავსებული პირი უთითებს შესაძლო ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი 1721 შეტყობინება შეეხებოდა 1686 პირს, რომელთაგან ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო 1026, ხოლო სისხლის სამართლის წესით - 660. შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს დაკავებულ პირთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 11 882-ს. მათგან 7719 დაკავებული იყო სისხლის სამართლის წესით, ხოლო 4163 - ადმინისტრაციული წესით. შესაბამისად, 2020 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულთა 14%-ზე გადმოიგზავნა შეტყობინება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. აღსანიშნავია, რომ გაცილებით მაღალია ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებზე შეტყობინების მაჩვენებელი. კერძოდ, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეტყობინება გადმოიგზავნა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის დაკავებულ პირთა 8%-სა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა 25%-ზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ა) 127 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადმოგზავნილი შეტყობინებები დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა საერთო რაოდენობა 11882 პირთა რაოდენობა, რომლებზეც გადმოიგზავნა შეტყობინება 14% სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა რაოდენობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 პირთა რაოდენობა, რომლებზეც გადმოიგზავნა შეტყობინება 7719 8% ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რაოდენობა პირთა რაოდენობა, რომლებზეც გადმოიგზავნა შეტყობინება 4163 25% დროებითი მოთავსების იზოლატორიდან შემოსული შეტყობინებების თანახმად, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 1026 პირიდან 628 დაკავებული იყო ორი მუხლით - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით, 331 პირი - მხოლოდ 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა), ხოლო 67 პირი - მხოლოდ 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა). სისხლის სამართლის წესით დაკავებული 660 პირიდან დიდი ნაწილი (60%) დაკავებული იყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით (ოჯახური დანაშაული, ასევე, დანაშაულები ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ან საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ). ზემოაღნიშნული მუხლებით დაკავებულ პირთა უმრავლესობა დაზიანების მიღების მიზეზად ასახელებს სხვა მოქალაქეებთან კონფლიქტს, ან მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას. 128 შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან ასევე 24-საათიან რეჟიმში იგზავნება შეტყობინებები. სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის ინფორმაცია ცნობილი ხდება მისი ცხელი ხაზის (ნომერი - 126), 112-ზე შესული სატელეფონო შეტყობინების, ან/და მოქალაქეთა წერილობითი განცხადებების საშუალებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მიღებულ შეტყობინებათა რაოდენობა (440) ცხადყოფს, რომ სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე მოქალაქეები მათ უფრო ხშირად მიმართავენ, ვიდრე უშუალოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ეს მიუთითებს, რომ საჭიროა ცნობიერების ამაღლების კამპანიები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ცხელი ხაზის ნომრის (199) შესახებ. ა) ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს აღენიშნება დაზიანება და ექიმს გაუჩნდება ეჭვი წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე; ბრალდებული/მსჯავრდებული უთითებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ძალადობის ფაქტზე. იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებებიდან იგზავნება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცხადებებიც, რომლებშიც მითითებულია შესაძლო ძალადობრივი ქმედების შესახებ. 24-საათიან რეჟიმში იგზავნება შეტყობინებები, რომლებიც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმართა და თავისუფლებააღკვეთილ პირთა გარდაცვალების ფაქტებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წლის 30 ნოემბერს გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №663 ბრძანება „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“. დოკუმენტის საფუძველზე, 2020 წლის 30 ნოემბრიდან შეიცვალა პენიტენციური დაწესებულებებიდან შეტყობინებათა გადმოგზავნის წესი და დაზიანებით მოთავსებულ პირებზე შეტყობინებას ინსპექტორის სამსახურში მხოლოდ ექიმი გზავნის. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებიდან შეტყობინება იგზავნება, როდესაც: იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან იგზავნება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცხადებები და მასალები, თუ გამოძიების მიმდინარეობისას ან მის დაწყებამდე ჩატარებული გასაუბრებისას გამოიკვეთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ნიშნები. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში უშუალოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის/პატიმარი ბრალდებულის მხრიდან 129 გადმოიგზავნა 116 შეტყობინება/განცხადება (რამდენიმე შემთხვევაში, შეტყობინებები გადმოგზავნილია ერთი და იმავე პირის მიერ). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საქართველოს პროკურატურიდან იგზავნება აღნიშნულ უწყებაში შეტანილი წერილობითი განცხადება ან/და საჩივარი, სადაც მითითებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე. პროკურორები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცხელ ხაზზე ძირითადად აფიქსირებენ შეტყობინებებს, რომლებიც შეეხება ბრალდებულთა მიერ სასამართლოში პირველი წარდგენის, წინასასამართლო და საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე გაკეთებულ დანაშაულის ნიშნების შემცველ განცხადებებს. 130 რაც შეეხება სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას ბრალდებულთა მიერ გამოხატულ პრეტენზიებზე ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გზავნის მოსამართლე. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოების შემთხვევაში, შეტყობინებათა გადმოგზავნის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, მაშინ, როცა პრეტენზიების უმრავლესობა დაფიქსირებულია სწორედ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მხრიდან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოსული 2622 შეტყობინება შეეხებოდა 2690 პირს (რიგ შემთხვევებში, ერთი შეტყობინება მოიცავდა ქმედებას არა ერთი, არამედ რამდენიმე პირის მიმართ). შემოსულ შეტყობინებათა 11%-ზე (289 სავარაუდო მსხვერპლის მიმართ) დაიწყო გამოძიება (267 სისხლის სამართლის საქმე). რაც შეეხება სხვა შეტყობინებებს, 71% (1917 სავარაუდო მსხვერპლის მიმართ) არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს; 12% (336 სავარაუდო მსხვერპლის მიმართ) გადაიგზავნა სხვა უწყებაში, ვინაიდან არ განეკუთვნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო კომპეტენციას; 6% (148 სავარაუდო მსხვერპლის მიმართ) გახლდათ დამატებითი ინფორმაცია გამოძიებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებსა ან/და სხვა უკვე მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით. მიღებულ შეტყობინებებზე რეაგირება (დათვლილია სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით) 71% (1917) 11% (289) 6% (148) არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს გადაიგზავნა სხვა უწყებაში დაიწყო გამოძიება დაერთო წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს ან შეტყობინებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსულ შეტყობინებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება-არდაწყების გადაწყვეტილების მიღებამდე, სამსახური ატარებს გასაუბრებას სავარაუდო მსხვერპლთან (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეტყობინება ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მკაფიოდ იკვეთება სავარაუდო დანაშაულის კვალიფიკაცია). გასაუბრების მიზნით, საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე უკავშირდებიან სავარაუდო მსხვერპლს, ხოლო თუ მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია - შეტყობინების ინიციატორს. გასაუბრება, ძირითადად, ტარდება პირადად შეხვედრის გზით, თუმცა, პანდემიის პირობებში დაყოვნების ასაცილებლად, გასაუბრებები უმეტესწილად განხორციელდა დისტანციურად, ან/და ტელეფონის საშუალებით. საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები 2690 სავარაუდო მსხვერპლიდან გაესაუბრნენ 2157-ს. სავარაუდო მსხვერპლთა 64%-თან გასაუბრება ჩატარდა შეტყობინების შემოსვლის, ან მეორე დღეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 12% (336) 131 სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრების დრო შეტყობინების მიღებიდან 44% 20% 11% 7% სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 5% 132 იმავე დღეს მეორე დღეს მესამე დღეს 4% ერთი კვირის ვადაში ორი კვირის ვადაში 6% 3% ერთი თვის ვადაში ორი თვის ვადაში ორ თვეზე მეტ ვადაში სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრება შეტყობინების შემოსვლიდან რამდენიმე დღის (კვირის) შემდგომ, განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით: • ვერ ხერხდებოდა სავარაუდო მსხვერპლთან დაკავშირება - არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ მისამართზე და ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ; • სავარაუდო მსხვერპლს სჭირდებოდა დრო ადვოკატის ასაყვანად; • სავარაუდო მსხვერპლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უარს აცხადებდა გასაუბრებაზე; • სავარაუდო მსხვერპლს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო გასაუბრებაში; • პანდემიის პირობებში საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის გამო, სავარაუდო მსხვერპლი ვერ ცხადდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში და, ამასთან, უარს აცხადებდა საცხოვრებელ ადგილზე გასაუბრებაზე. 5. გამოძიების დაწყება 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 270 სისხლის სამართლის საქმეზე, აქედან 267-ზე - მიღებული შეტყობინებების, ხოლო 3-ზე - სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის დადგენილების საფუძველზე. სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობა 77% (209) 23% (61) ჯამი აღმოსავლეთის სამმართველო დასავლეთის სამმართველო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 270 გამოძიების დაწყების პარალელურად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში საგამოძიებო უწყებრივი ქვემდებარეობით გადმოიგზავნა 11 სისხლის სამართლის საქმე, აქედან 8 - შინაგან საქმეთა სამინისტროდან, 2 - იუსტიციის სამინისტროდან, ხოლო 1 - პროკურატურიდან. ამ საქმეებიდან 3 გაერთიანდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან, ხოლო 1 - დასავლეთის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან. გამოძიების დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ივნისში, ყველაზე დაბალი კი - იანვარსა და ოქტომბერში. 133 გამოძიების დაწყება თვეების მიხედვით იანვარი 16 29 თებერვალი 18 მარტი 25 აპრილი 22 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მაისი 33 ივნისი 29 ივლისი 19 აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი 18 16 ნოემბერი 23 დეკემბერი 22 დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა დიდი ნაწილი შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან. ზოგიერთ შემთხვევაში ერთი და იმავე ფაქტის შესახებ შეტყობინება შემოვიდა რამდენიმე წყაროდან.61 6 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში რიგ შემთხვევებში ერთი და იგივე შეტყობინება შემოდის რამდენიმე წყაროდან. სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის მიზნით, ასეთ შემთხვევებში, შეტყობინება მიეთვლება ყველა შესაბამის უწყებას/წყაროს. შესაბამისად, შემოსულ შეტყობინებათა ავტორების ჯამური მაჩვენებელი აღემატება სამსახურში შემოსული შეტყობინებების საერთო რაოდენობას. 134 დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა ავტორები შსს, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი 47% (126) საქართველოს პროკურატურა 22% (60) შსს, გენერალური ინსპექცია 16% (44) იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური 16% (44) 10% (28) სახალხო დამცველი 6% (15) სასამართლო 4% (10) ფიზიკური პირი 3% (9) შსს, ტერიტორიული დანაყოფი (პოლიციის დეპარტამენტი) ადვოკატი 3% (7) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 იუსტიციის სამინისტრო, გენერალური ინსპექცია 2% (6) სხვა საჯარო დაწესებულება 1% (4) მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია 1% (2) არასამთავრობო ორგანიზაცია 0.4% (1) 135 ეფექტიანი გამოძიების ჩასატარებლად (გამოძიების დროულად დაწყება, საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარება, მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილება), ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუყოვნებლივ მოეწოდოს ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ. 2020 წელს დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ისინი ზოგჯერ არ მოეწოდება სავარაუდო დანაშაულის ჩადენისთანავე, დაუყოვნებლივ (როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე მოქალაქეებისაგან). დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა 66% სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან სამი დღის ვადაში, 33% - ერთი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 კვირის ვადაში ან უფრო გვიან, ხოლო 1%-ის შემთხვევაში უცნობია ქმედების ჩადენის ზუსტი თარიღი (2 პირი ვერ ასახელებს სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ზუსტ თარიღს). სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეტყობინების შემოსვლის დრო 34% (90) 27% (71) 10% (28) 7% (20) 5% (13) 5% (13) 5% (14) 6% (16) 1% (2) იმავე დღეს 136 მეორე დღეს მესამე დღეს ერთი კვირის ვადაში ორი კვირის ვადაში ერთი თვის ვადაში ორი თვის ვადაში ორ თვეზე მეტ ვადაში უცნობია ყველაზე ხშირად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებებს იღებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან და პროკურატურიდან. ძირითადად, უწყებები შეტყობინებას აგზავნიან ინფორმაციის მიღების დღეს ან მეორე დღეს, თუმცა ზოგჯერ მათი მოწოდება ფერხდება. დანაშაულის ნიშნების შემცველი შეტყობინებები შემჭიდროებულ ვადებში და ყველაზე ეფექტიანად იგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროდან (მათი აბსოლუტური უმრავლესობა). დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა გამოგზავნის ვადა 70% იმავე დღეს მეოთხე დღეს მეორე დღეს ერთი კვირის ვადაში მესამე დღეს ორი კვირის ვადაში გასულია ერთ თვეზე მეტი პერიოდი 44% 27% 14% 7% 8% 2% 1% 5% 5% 8% 1% შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურა 2% 7% 2% 1% იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 96% 137 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების სპეციფიკის გათვალისწინებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სავარაუდო მსხვერპლის დაუყოვნებლივ გამოკითხვა და სამედიცინო ექსპერტთან მისი წარდგენა, ასევე, მოწმეებთან სწრაფი კომუნიკაცია და სხვა მტკიცებულებების მოპოვება. შესაბამისად, შეტყობინების გადმოგზავნის 1-2 დღით დაყოვნებაც კი შეუძლებელს ხდის ან/და მნიშვნელოვნად აფერხებს მტკიცებულებათა მოპოვებასა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დროული გამოძიების ჩატარების მიზნით, როგორც წესი, გამოძიებას იწყებს შეტყობინების შემოსვლის დღესვე. დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა 48%-ზე გამოძიება დაიწყო შემოსვლის დღესვე, 25%-ზე - მეორე დღეს, 8%-ზე - მესამე დღეს, 14%-ზე - ერთი კვირის ვადაში, ხოლო 5%-ზე - ერთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 კვირაზე მეტ პერიოდში. დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებებზე გამოძიების დაწყების დრო 48% (127) 25% (67) 14% (38) 8% (21) 5% (14) იმავე დღეს მეორე დღეს მესამე დღეს ერთი კვირის ვადაში ერთ კვირაზე მეტ პერიოდში შეტყობინების შემოსვლიდან 1 კვირაზე მეტი დროის გასვლის შემდეგ გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე, ვინაიდან შეტყობინებები იყო ბუნდოვანი და საჭირო გახდა დეტალების განმცხადებელთან დაზუსტება, რაც გამომძიებლის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა დროულად შემდეგ მიზეზთა გამო: • 138 7 სისხლის სამართლის საქმეზე სავარაუდო მსხვერპლი უარს აცხადებდა ადვოკატის მონაწილეობის გარეშე გასაუბრებაზე; • 5 სისხლის სამართლის საქმეზე ვერ მოხერხდა სავარაუდო მსხვერპლის დროულად მოძიება (ისინი არ პასუხობდნენ ზარებს, არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ ადგილზე); • 1 სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულმა სავარაუდო მსხვერპლმა უარი განაცხადა დისტანციურ გასაუბრებაზე, ხოლო პირადი გასაუბრების დაგეგმვას, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, დასჭირდა გარკვეული დრო; • 1 სისხლის სამართლის საქმეზე გამოსაკითხი პირი იმყოფებოდა პენიტენციური დაწესებულების საკარანტინე ნაწილში და მასთან გასაუბრება ჩატარდა კარანტინის დასრულების შემდეგ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სისხლის სამართლის საქმეთა უმეტეს ნაწილზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით). 11 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო დანაშაულთა ერთობლიობით. 139 გამოძიების დაწყებისას ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სსკ-ის 342¹ მუხლის მე-2 ნაწილი 15 სსკ-ის 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები 15 სსკ-ის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 14 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 9 სსკ-ის 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები 4 სსკ-ის 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, და „ბ“ ქვეპუნქტები 3 სსკ-ის 144 ³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები 1 სსკ-ის 342 -ე მუხლის მე-2 ნაწილი 1 სსკ-ის 144 ³ მუხლის 1-ლი ნაწილი 1 სსკ-ის 144 ³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები 1 სსკ-ის 144 ³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები 1 სსკ-ის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები 1 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი 1 სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 140 202 1 აღნიშნული სისხლის სამართლის 270 საქმიდან (იგულისხმება 2020 წელს გამოძიებადაწყებული საქმეები) პროკურორმა გამოძიების მიმდინარეობისას დანაშაულის კვალიფიკაცია შეცვალა 12 სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ: • 6 სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) განსაზღვრული კვალიფიკაცია პროკურორმა შეცვალა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება); • 3 სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ • 2 სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) განსაზღვრულ კვალიფიკაციაში პროკურორმა დააზუსტა დამამძიმებელი გარემოებები და გამოძიება გაგრძელდა იმავე მუხლის სხვა მაკვალიფიცირებელი გარემოებებით; • 1 სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) განსაზღვრულ კვალიფიკაციას პროკურორმა დაამატა მეორე - საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლი (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) და გამოძიება გაგრძელდა დანაშაულთა ერთობლიობით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) განსაზღვრული კვალიფიკაცია პროკურორმა შეცვალა საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა); როგორც ზემოთ აღინიშნა, 2020 წელს გამოძიება დაიწყო 270 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან 12 საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვალა. შესაბამისად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გაგრძელდა შემდეგი კვალიფიკაციით: 141 საბოლოოდ განსაზღვრული დანაშაულის კვალიფიკაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი 142 202 სსკ-ის 342¹ მუხლის მე-2 ნაწილი 15 სსკ-ის 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები 14 სსკ-ის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 14 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 10 სსკ-ის 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები 5 სსკ-ის 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, და „ბ“ ქვეპუნქტები 2 სსკ-ის 144 ³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები 1 სსკ-ის 144 ³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები 1 სსკ-ის 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები 1 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 1 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 1 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი 1 სსკ-ის 342 -ე მუხლის მე-2 ნაწილი 1 სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 1 გარდა აღნიშნულისა, 2020 წელს დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვალა 2019 წელს გამოძიებადაწყებულ 2 სისხლის სამართლის საქმეზე. ორივე შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და პროკურორის მიერ დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა). პროკურორმა 5 სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა გამოძიების დაწყებისთანავე, ხოლო 9 სისხლის სამართლის საქმეს - გარკვეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდგომ. 2020 წელს დაწყებულ 270 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს 310 სავარაუდო მსხვერპლი, რომელთა უმრავლესობა (92%) არის მამრობითი სქესის, 7% - მდედრობითი სქესის, ხოლო სავარაუდო მსხვერპლთა 1% არის ტრანსგენდერი ქალი. სავარაუდო მსხვერპლების სქესი 92% (286) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 6. სავარაუდო მსხვერპლები 7% (22) 1% (2) მამრობითი მდედრობითი ტრანსგენდერი ქალი 143 სავარაუდო მსხვერპლთაგან 55 პირი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, 15 - უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2 - ფსიქიკურად დაავადებული, 1 - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, 1 - მოქალაქეობის არმქონე. სავარაუდო მსხვერპლთა 96% სრულწლოვანია, 3% - არასრულწლოვანი, ხოლო 4 პირის ასაკი დაუდგენელია, ვინაიდან ვერ მოხერხდა მათი იდენტიფიცირება. სავარაუდო მსხვერპლთა ასაკი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 36% (112) 144 25% (77) 10% (31) 10% (30) 9% (28) 3% (10) 5% (16) 1% (2) 15-17 წელი 18-21 წელი 22-24 წელი 25-34 წელი 35-44 წელი 45-54 წელი 55-64 წელი 65 და მეტი წელი 1% (4) უცნობია სავარაუდო მსხვერპლთა 31% არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი, 21% - სისხლის სამართლის წესით დაკავებული, 15% - პატიმრობაში მყოფი ბრალდებული, 15% - მოქალაქე, 11% - თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, 5% - მოწმე, ხოლო 2% - სხვა სტატუსის მქონე პირი. სავარაუდო მსხვერპლების საპროცესო სტატუსი ადმინისტრაციული წესით დაკავებული 31% (98) 21% (64) მოქალაქე 15% (47) პატიმარი ბრალდებული 15% (47) თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული მოწმე სხვა სტატუსის პირი 11% (35) 5% (14) 2% (5) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სისხლის სამართლის წესით დაკავებული 145 ადმინისტრაციულად დაკავებული/სახდელდადებული პირები, რომლებიც მიუთითებენ სამართალდამცავთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტზე, ძირითადად, დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით - წვრილმანი ხულიგნობა (166-ე მუხლი) და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა (173-ე მუხლი). სავარაუდო მსხვერპლთა მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 55% (54) 40% (39) 5% (5) ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები ასკ-ის 173-ე მუხლი ასკ-ის 166-ე მუხლი სისხლის სამართლის წესით დაკავებული ან მსჯავრდებული პირები, რომლებიც სამართალდამცავთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტზე მიუთითებენ, ძირითადად, ბრალდებულები/მსჯავრდებულები არიან საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის (37%), სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის (14%), მმართველობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის (13%), ნარკოტიკული დანაშაულისა (9%) და ოჯახური დანაშაულისთვის (9%). 146 დანაშაულები, რომლებზეც ბრალდებულები/ მსჯავრდებულები არიან სავარაუდო მსხვერპლები დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ 37% (54) 13% (20) დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ 9% (13) ოჯახური დანაშაული 9% (13) 7% (11) დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ 7% (10) დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ 7% (10) დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 3% (5) დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 3% (4) დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ 3% (4) დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში 1% (1) ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირი 1% (1) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ნარკოტიკული დანაშაული 147 7. შესაძლო დანაშაულების გარემოებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეთა აბსოლუტური უმრავლესობა შეეხება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებათაგან 82%-ში სავარაუდო მსხვერპლები შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ პირებად ასახელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, 17%-ში - იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო 1%-ის შემთხვევაში - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს. უწყებები, რომლებზეც მიუთითებენ სავარაუდო მსხვერპლები 82% (256) 17% (52) 1% (2) შინაგან საქმეთა სამინისტრო იუსტიციის სამინისტრო ფინანსთა სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებიდან სავარაუდო მსხვერპლები, შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირებად ძირითადად ასახელებენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს. დროებითი მოთავსების იზოლატორში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსულია მხოლოდ ერთი შეტყობინება. 148 სავარაუდო მსხვერპლთა 50%-მა დანაშაულის ჩადენის ადგილად დაასახელა თბილისი. ასევე, შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება ქვემო ქართლსა (12%) და აჭარაში (12%). შესაძლო დანაშაულის ჩადენის გეოგრაფიული არეალი თბილისი 50% (154) 12% (37) აჭარა 12% (37) 8% (24) კახეთი 7% (22) იმერეთი სამეგრელო-ზემო სვანეთი შიდა ქართლი 5% (15) 3% (9) სამცხე-ჯავახეთი 1% (5) მცხეთა-მთიანეთი 1% (5) გურია 1% (2) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ქვემო ქართლი სავარაუდო მსხვერპლთა 40% სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ადგილად მიუთითებს ქუჩას, 31% - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობას, 26% - ავტომანქანას, 16% - პენიტენციურ დაწესებულებას, 8% - სახლს/ბინას, ხოლო 3% - სხვა საჯარო დაწესებულებას. ზოგ შემთხვევაში ერთმა და იმავე მსხვერპლმა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ადგილად დაასახელა რამდენიმე ადგილი. 149 შესაძლო დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ადგილი 24% (75) ქუჩა 19% (60) შსს ადმინისტრაციული შენობა 16% (49) პენიტენციური დაწესებულება 10% (31) ავტომანქანა 7% (23) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ქუჩა, ავტომანქანა 150 ქუჩა, შსს ადმინისტრაციული შენობა 5% (14) სახლი/ბინა 5% (14) ავტომანქანა, შსს ადმინისტრაციული შენობა ავტომანქანა, ქუჩა, შსს ადმინისტრაციული შენობა საჯარო თავშეყრის ადგილი (შენობა) 3% (10) 3% (8) 2% (6) სახლი/ბინა, ავტომანქანა 2% (5) სხვა საჯარო დაწესებულება 1% (3) სახლი/ბინა, ქუჩა 1% (3) შსს ადმინისტრაციული შენობა, საჯარო თავშეყრის ადგილი (შენობა) 0.3% (1) შსს ადმინისტრაციული შენობა, პენიტენციური დაწესებულება 0.3% (1) სახლი/ბინა, შსს ადმინისტრაციული შენობა 0.3% (1) სახლი/ბინა, ქუჩა, ავტომანქანა 0.3% (1) სახლი/ბინა, ავტომანქანა, შსს ადმინისტრაციული შენობა 0.3% (1) სხვა 1% (4) 8. ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების გამო, შეფერხდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობა (საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება). კერძოდ: • სამუშაო ადგილზე ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის პარალიზების თავიდან ასაცილებლად, საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა • სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სავარაუდო მსხვერპლის პირადად შემოწმებისას დააწესა შესამოწმებელ პირთან, მსხვერპლის ოჯახის წევრთან ან/და მასთან მცხოვრებ პირთან (საპატიმრო დაწესებულებაში გარდაცვალების შემთხვევაში - დაწესებულების მკურნალ ექიმთან) გასაუბრების ოქმის წარდგენის ვალდებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ პირს განვლილ უახლოეს პერიოდში, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში - გარდაცვალებამდე არ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა ან/და კოვიდ ინფექციისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები. ეს პროცედურა საჭიროებდა დამატებით დროს და აფერხებდა საპროცესო მოქმედების დროულად ჩატარებას; • გართულდა მოწმეების საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება. მათი ნაწილი აცხადებდა, რომ კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულ პირთან და იმყოფებოდა იზოლაციაში. ამასთან, მოწმეთა ნაწილი, შეცვლილი სამუშაო გრაფიკის გამო, არ იმყოფებოდა ოფიციალურ წყაროებში მითითებულ ფაქტობრივ/რეგისტრაციის მისამართზე, რის გამოც მათი მოძიება ფერხდებოდა. ასევე, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, რეგიონში მცხოვრები პირები ვერ ახერხებდნენ საგამოძიებო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადებას; • კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში, საღამოს საათებში შეუძლებელი იყო მოწმეთა გამოცხადება საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. შესაბამისად, ეს გამომძიებლები ვერ ატარებდნენ ისეთ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც სამუშაო ადგილზე ყოფნას მოითხოვს; 151 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 152 • ხშირად საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადებულ პირებს აღენიშნებოდათ ტემპერატურა, რის გამოც, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, მათთან ვერ ტარდებოდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები; • კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში შესაძლო ძალადობის შემთხვევებზე ჭირდა ფაქტის შემსწრე მოქალაქეების/გარეშე პირების მოძიება, რამაც გავლენა იქონია აღნიშნულ საქმეებზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებასა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებაზე; • სასტუმროების, კვების, სავაჭრო და სხვა ობიექტების ფუნქციონირების შეწყვეტის ან/და დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე ყოფნის გამო, გართულებული იყო დაწესებულებათა თანამშრომლებთან კომუნიკაცია. ეს აფერხებდა აღნიშნულ ობიექტებზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებისა და საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის/მტკიცებულებების (დოკუმენტების) გამოთხოვას. ამასთან, დაწესებულებათა ნაწილს საერთოდ გამორთული ჰქონდა ქსელიდან ვიდეოჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც, ცალკეულ შემთხვევებში, შეუძლებელი გახდა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების მოპოვება; • საგამოძიებო მოქმედების სპეციფიკისა და ასეთ მოქმედებათა მიმდინარეობისას ვირუსული ინფექციის გადაცემის რისკის გათვალისწინებით, შეუძლებელი გახდა ამოცნობების ჩატარება. ამასთან, გამოკითხული სავარაუდო მსხვერპლები ხშირად უთითებენ, რომ სავარაუდო ძალადობის განხორციელებისას სამართალდამცავებს ეკეთათ პირბადეები, რის გამოც ვერ მოახერხეს მათი სახის დანახვა და, შესაბამისად, არ შეეძლოთ მათი ამოცნობა; • საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები შეფერხებებით ტარდებოდა პენიტენციურ დაწესებულებებშიც. ვირუსის შეკავების მიზნით მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო, დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა გამოკითხვა დასაშვები იყო მხოლოდ პაემნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში, შუშის ბარიერს მიღმა, რაც მოითხოვს ჩვეულებრივზე მეტ დროს. ამასთან, შუშის ბარიერს მიღმა გამომძიებელი გამოსაკითხ პირს უშუალოდ ვერ აწოდებდა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმს გასაცნობად და ხელმოსაწერად. ეს ფუნქცია შეთავსებული ჰქონდა საპატიმრო დაწესებულების თანამშრომელს - სწორედ მას მიჰქონდა გამოსაკითხ პირთან გამომძიებლის შედგენილი ოქმი. ოქმის მიტანის პროცესი ვერ ექცეოდა ვერც გამომძიებლის და ვერც გამოსაკითხი პირის ხედვის არეალში. გამოსაკითხ პირთა ნაწილმა გამოხატა უკმაყოფილება და გამოთქვა პროტესტი იმის გამო, რომ დაწესებულების თანამშრომლებს ხელი მიუწვდებოდათ ოქმზე. ასეთ პირობებში გამოკითხვისას ასევე, გართულდა ცალკეული პროცედურის ჩატარება (მაგ.: გამოსაკითხი პირისათვის ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ან/და სხვა მტკიცებულებების წარდგენა); • გართულდა პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო ექსპერტიზაც. ცალკეულ შემთხვევებში, კორონავირუსის რისკების გათვალისწინებით, სამედიცინო ექსპერტი პატიმარს უშუალოდ ვერ შეხვდა და იგი შუშის ბარიერს მიღმა შეამოწმა. ნაწილობრივ დისტანციური სამუშაო გრაფიკისა და ზემოაღნიშნულ დაბრკოლებათა მიუხედავად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა მო- 2020 წელს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა ჩაატარეს 4240 საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები 2547 გამოკითხვა 604 ინფორმაციის გამოთხოვა 596 დათვალიერება 280 ექსპერტიზა 145 ამოღება საგამოძიებო ექსპერიმენტი ფარული საგამოძიებო მოქმედება პირადი ჩხრეკა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ახერხა მყისიერი რეაგირება ყველა მიღებულ შეტყობინებაზე და ყველა სისხლის სამართლის საქმეზე მოახერხა პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ჩატარება. 38 29 1 2547 გამოკითხული პირიდან 1072 სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელია. 153 9. ექსპერტიზა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში განმცხადებლები, ძირითადად, მიუთითებენ სავარაუდო ფიზიკურ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან. შესაბამისად, სამსახური ექსპერტიზის ჩატარებისთვის მიმართავს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა თავიდან აიცილოს კითხვის ნიშნები ექსპერტის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე. 2020 წელს საგამოძიებო დეპარტამენტმა დანიშნა 280 ექსპერტიზა. მათ შორის ჭარბობს სამედიცინო ექსპერტიზა, რადგან ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი საპროცესო მოქმედება იმ ტიპის დანაშაულებისათვის, რომელთა გამოძიებაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებაა. დანიშნული ექსპერტიზა სამედიცინო ექსპერტიზა სხვა სახის ექსპერტიზა 234 46 სამედიცინო ექსპერტთან შემოწმებაზე პირადად გამოცხადდა 151 პირი, ხოლო 114-მა პირმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე, 66 შემთხვევაში (მათგან 2 სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა) სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო 17 შემთხვევაში დანიშნულია გვამის სამედიცინო ექსპერტიზა. სამედიცინო ექსპერტთან შემოწმებაზე უარის ძირითად მიზეზად 77-მა სავარაუდო მსხვერპლმა (68%) სხეულზე დაზიანებების არარსებობა დაასახელა, ხოლო 37-მა მსხვერპლ- 154 მა (32%) სხვადასხვა მიზეზით თავი აარიდა ექსპერტიზაზე გამოცხადებას (სავარაუდო მსხვერპლთა გარკვეულმა ნაწილმა არ განმარტა უარის კონკრეტული მიზეზი, ზოგმა მათგანმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ზოგმა კი უარყო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ძალადობის ფაქტი და ამ მოტივით განაცხადა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე). აღნიშნული 37 პირიდან 34-ს სხეულზე აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანების კვალი, ხოლი 3 სავარაუდო მსხვერპლის შემთხვევაში დაზიანებების არსებობა ვერ დადგინდა, ვინაიდან მათ თავი აარიდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კომუნიკაციას. ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის მიზეზი 77 (68%) სხვა მიზეზი 37 (32%) დანიშნული 280 ექსპერტიზიდან დასკვნა მიღებულია 237-ზე (85%), ხოლო 234 პირის მიმართ დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზიდან დასკვნა მიღებულია 204 პირზე (87%). აუცილებლად უნდა აღინიშნოს დადებითი ტენდენცია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან ექსპერტიზის დასკვნების დროულად მომზადებასთან დაკავშირებით. ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ექსპერტიზის ჩატარების ვადები. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ძირითადად, მიღებულია ექსპერტიზის დანიშვნიდან 60 დღის ვადაში, ხოლო სხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები კი - 90 დღეზე მეტ ვადაში. ექსპერტიზის დროულად ჩატარება პირდაპირ კავშირშია ეფექტიან გამოძიებასთან. შესაბამისად, ამ მიმართულებით მდგომარეობის კიდევ მეტად გასაუმჯობესებლად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 დაზიანების არარსებობა 155 ექსპერტიზის დასკვნის მიღების ვადა 1-7 დღე 11 სამედიცინო ექსპერტიზა 45 15-30 დღე 31-60 დღე 56 61-90 დღე 21 55 არ არის მიღებული 1-7 დღე 30 1 6 8-14 დღე 15-30 დღე 3 31-60 დღე 61-90 დღე 90-ზე მეტი დღე არ არის მიღებული 156 16 90-ზე მეტი დღე სხვა სახის ექსპერტიზა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 8-14 დღე 9 4 10 13 განსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ამგვარი ექსპერტიზის არსებული პრაქტიკა და მოქმედი კანონმდებლობა მნიშვნელოვნად აფერხებს დროული და სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას. პროცედურა ასეთია: საგამოძიებო დეპარტამენტი მიმართავს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელიც კომისიისთვის შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტების მოძიებას სთხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანოს. თავის მხრივ, საგამოძიებო დეპარტამენტი ექიმ-სპეციალისტების გამოყოფაზე თხოვნას უგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ექიმ-სპეციალისტებს კომისიაში მონაწილეობის მოტივაცია არ აქვთ, რადგან ეს გულისხმობს დიდი მოცულობით სამუშაოს შესრულებას (ექსპერტიზაზე წარდგენილი სა- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა, საკონსულტაციო პასუხებისა და ექსპერტიზის დასკვნის მომზადება). ამასთან, ამ სამუშაოსთვის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს არც ექსპერტიზის ბიურო და არც სამინისტრო. რამდენადაც კომისიურ ექსპერტიზაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ექიმ-სპეციალისტები უარს აცხადებენ. ამ მიზეზების გამო, ექსპერტიზა ხანგრძლივად ჭიანურდება რამდენიმე თვის (წლის) განმავლობაში. 157 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 10. საჯარო უწყებებში გაგზავნილი წერილები 158 მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს მჭიდრო კომუნიკაცია აქვს სახელმწიფო უწყებასთან, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულსაც იძიებს სამსახური. სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, დეპარტამენტი წერილობით მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. ვინაიდან სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა 83% შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა სავარაუდო დანაშაულებს, ყველაზე მეტი წერილობითი მიმართვა იგზავნება სწორედ ამ სამინისტროში. ეფექტიანი გამოძიების ჩასატარებლად, არსებითად მნიშვნელოვანია, სამსახურს დროულად მოეწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია ყველა საჯარო უწყებიდან. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა საჯარო უწყებებში 1167 წერილი გაგზავნა: აქედან ყველაზე მეტი - 666 (57%) - შინაგან საქმეთა სამინისტროში; 295 (25%) - პენიტენციურ დაწესებულებაში, 129 (11%) - სასამართლოში, 12 (1%) - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, 2 (0,2%) - პროკურატურაში, 1 (0,1%) - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, და 62 (5%) - სხვა საჯარო სამსახურებში. 2020 წლის მონაცემები ცხადყოფს, რომ მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხები უმეტესწილად მიღებულია 1-7 დღის განმავლობაში, თუმცა არის შემთხვევები, როცა ინფორმაციის მოწოდება რამდენიმე თვე ჭიანურდება (2020 წლის ბოლოსთვის მიღებული არ იყო პასუხი 45 წერილზე. შესაბამისად, ისინი არ არის მითვლილი ცხრილში არსებულ მონაცემებზე). მოთხოვნილი ინფორმაციის დროულად მოწოდებით გამოირჩევა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი, სადაც ყველაზე მეტი მოთხოვნა გაიგზავნა და თითქმის ყველა პასუხი მიღებულია 7 დღის ვადაში. 1-7 დღე მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდების ვადა 8-14 დღე 15-30 დღე 31-60 დღე 61-90 დღე 90-ზე მეტი დღე ჯამი შინაგან საქმეთა სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი 1% 1% - - - 206 49% 30% 19% 2% - - 43 შსს, ტერიტორიული დანაყოფები (პოლიციის დეპარტამენტები) 34% 28% 26% 8% 3% 1% 152 შსს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 20% 35% 42% 2% 1% - 102 შსს, სხვა დანაყოფები 70% 20% 9% 1% - - 135 შსს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი („112“) სხვა საჯარო უწყებები პროკურატურა 100% - - - - - 2 ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები 91% 9% - - - - 12 სპეციალური პენიტენციური სამსახური 47% 33% 16% 4% - - 289 სასამართლო 42% 37% 11% 6% 2% 2% 123 სხვა საჯარო უწყება 65% 24% 7% 2% - 2% 58 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 98% 159 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ზემოაღნიშნულ ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოთხოვნილი ინფორმაცია, ძირითადად, 8-14 და 15-30 დღეში მოეწოდება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში (ისევე როგორც ტერიტორიულ დანაყოფებში) გაგზავნილი წერილების უმრავლესობა შეეხება შემდეგ საკითხებს: დამკავებელ და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთა ვინაობა, დაკავების კონკრეტული ადგილის იდენტიფიცირება, საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე კამერების საიდენტიფიკაციო ნომრების დადგენა, ბორტის ჩანაწერების არსებობა. ისეთ პირობებში, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერთა შენახვის ვადად განსაზღვრულია 30 დღე, ხოლო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობებში კამერების ჩანაწერები ხელმისაწვდომია მხოლოდ 14 დღის ვადაში, მოთხოვნილი 160 ინფორმაციის შემჭიდროებულ ვადებში მოუწოდებლობისას, გამოძიება ვეღარ ახერხებს ვიდეოჩანაწერების მოპოვებას, რადგან შენახვის ვადის გასვლის შემდგომ ისინი ავტომატურად იშლება. რაც შეეხება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ყველაზე ბევრი მოთხოვნა გაიგზავნა (295 წერილი), აქაც იკვეთება გარკვეული შეფერხებები ვადებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ვიდეოკამერების ჩანაწერთა გამოთხოვის მხრივ პრობლემას არ ქმნის, ვინაიდან სამსახური დაუყოვნებლივ აარქივებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მოთხოვნილ ჩანაწერებს და უზრუნველყოფს მათ მოწოდებას. რაც შეეხება სასამართლოდან დაგვიანებით მიღებულ პასუხებს, ეს აფერხებს სასამართლო სხდომის ოქმებისა და მხარეთა მიერ პროცესზე წარდგენილი ვიდეოჩანაწერების დროულად მოპოვებას, რომელთა საფუძველზეც იგეგმება შემდგომი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები (განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეტყობინება იგზავნება დანაშაულის ჩადენიდან დიდი დროის გასვლის შემდეგ და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე კამერების ჩანაწერები, ვადის გასვლის გამო, აღარ ინახება ,,112“-ში, თუმცა ისინი წარდგენილია სასამართლოში). 11. აუდიო-ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა სავარაუდო დანაშაულის ადგილზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერები (აუდიო-ვიდეოჩანაწერები). შესაბამისად, აუდიო-ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა ხდება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო პირისაგან. საგამოძიებო დეპარტამენტმა 236 სისხლის სამართლის საქმეზე 559-ჯერ გამოითხოვა საქმისთვის მნიშვნელოვანი აუდიო/ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო პირისგან. მათი 43% გამოთხოვილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან („112“),71 32% - ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან, 9% - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან,82 9% - სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან,93 3% - შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან,104 3% - სხვა საჯარო დაწესებულებიდან, და 1% - სასამართლოდან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ვიდეოჩანაწერები ყველა შემთხვევაში გამოთხოვილია სასამართლო განჩინების საფუძველზე ერთის გარდა. კერძოდ, გადაუდებელი აუცილებლობით, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან („112“) გამოთხოვილია სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერი. 7 შსსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (პოლიციის დეპარტამენტების) ადმინისტრაციულ შენობებში დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერები. 8 შსსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ინახება საპატრულო პოლიციის ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორით გადაღებული ჩანაწერები. 9 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტში ინახება პენიტენციურ დაწესებულებებში და მონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები. 10 შსსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში ინახება დროებითი მოთავსების იზოლატორებში დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები. 161 დაწესებულებები, საიდანაც გამოთხოვილია აუდიო/ვიდეოჩანაწერები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (,,112“) 43% (242) კერძო პირის/ორგანიზაციის საკუთრება 32% (181) პენიტენციური დაწესებულება 9% (53) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შსს, დროებითი მოთავსების იზოლატორი სასამართლო სხვა საჯარო დაწესებულება 9% (49) 3% (14) 1% (4) 3% (16) რაც შეეხება ვიდეოჩანაწერთა მოწოდებას, ერთადერთი დანაყოფი, რომელმაც საგამოძიებო დეპარტამენტს მოაწოდა ყველა გამოთხოვილი ჩანაწერი, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი. მაღალია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ასევე, კერძო დაწესებულებებისა და პირებისგან ჩანაწერთა მოწოდების პროცენტული მაჩვენებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი სამსახურს უფრო მეტად გარე სამეთვალყურეო (გზებზე დამონტაჟებული) ვიდეოკამერების ჩანაწერებს აწვდის, ვიდრე პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერებს. სავარაუდო მსხვერპლთა 40% სავარაუდო დანაშაულის ადგილად მიუთითებს ქუჩას, 31% - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობას, 26% კი - პოლიციის ავტომანქანას. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა სწორედ საპატრულო პოლიციის სამხრე კამერებისა და პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა მოწოდების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. 162 მოწოდებულია სრულად არ არის მოწოდებული მოწოდებულია ნაწილობრივ 14 100% - - სპეციალური პენიტენციური სამსახური 53 87% - 13% კერძო პირი/დაწესებულება 181 87% 11% 2% სხვა საჯარო დაწესებულება 20 75% 10% 15% 36 67% 19% 14% 140 53% 38% 9% 66 48% 18% 34% 49 41% 49% 10% შსს, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი შსს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი („112“), გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერები შსს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი („112“), პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერები შსს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი („112“), სამხრე კამერები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მოთხოვნილი ჩანაწერების რაოდენობა 163 ვიდეოჩანაწერთა მოუწოდებლობისას (მათ შორის, შესაბამისი უწყების მიერ დადგენილი შენახვის ვადების ფარგლებში), სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ინტერესდება მათი არარსებობის მიზეზით. ამ კუთხით ყველაზე ხშირად სახელდება ის, რომ ვიდეოჩანაწერი არ იძებნება ჩამწერი მოწყობილობის მყარ დისკზე, თუმცა არის შემთხვევები, როცა მიზეზად მითითებულია შენახვის ვადის გასვლა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამართალდამცავ ორგანოთა მიერ დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის სისტემების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა პირის უსაფრთხოების დაცვა. შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია, ასეთი ორგანოს თანამშრომლისგან შესაძლო ძალადობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შეუფერხებლად მოეწოდებოდეს ვიდეოჩანაწერები, ხოლო მოუწოდებლობისას, შესაძლებელი იყოს მიზეზის დადგენა. 164 ამგვარად, სამართალდამცავმა ორგანომ ვიდეოთვალთვალის სისტემები ტექნიკურად ისე უნდა გამართოს, რომ შეუძლებელი გახდეს ჩანაწერთა შემთხვევითი ან განზრახ განადგურება. მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა ვიდეოთვალთვალის სისტემებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება შემდეგ ორგანოებში: შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო (სპეციალური პენიტენციური სამსახური), ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და თავდაცვის სამინისტრო. მისი ერთ-ერთი მიზანი გახლდათ, შეეფასებინა ვიდეოჩანაწერთა უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების შესაბამისობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან. ვიდეოთვალთვალის სისტემებით მონაცემთა დამუშავების შესწავლისას დადგინდა, რომ აღნიშნული პრაქტიკა სამართალდამცავ ორგანოებში განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ იდენტურია თავად ვიდეოთვალთვალის მიზნები (დანაშაულის თავიდან აცილება; პირის უსაფრთხოება; საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და არასრულწლოვნის დაცვა მავნე ზეგავლენისაგან); ასევე განსხვავებულია ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემთა შენახვის ვადები, დაარქივების და ვიდეოსათვალთვალო სისტემათა ადმინისტრირების წესები, წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე და უფლებები; ჩანაწერთა შენახვის პერიოდი, როგორც წესი, დამოკიდებულია ვიდეოთვალთვალის მოწყობილობათა ტექნიკურ მახასიათებლებზე და არ შეესაბამება თავად პროცესის მიზნებს; ზოგჯერ ჩანაწერები ინახება სამართალდამცავი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაზე მეტი დროით და ავტომატურად არ იშლება შენახვის ვადის გასვლისთანავე, ან პირიქით, ჩანაწერები არ მოიპოვება, მიუხედავად იმისა, რომ არ არის გასული შენახვისთვის დადგენილი ვადა; ხშირად მკაცრად არ არის განსაზღვრული მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე პირთა წრე; როგორც წესი, ერთი და იმავე მომხმარებლით (user) სარგებლობს რამდენიმე პირი და შეუძლებელია იდენტიფიცირება, ვის, როდის და რა მიზნით ჰქონდა წვდომა ჩამწერ მოწყობილობაზე; ცალკეულ შემთხვევებში, არ არის მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომელთა მეშვეობითაც კამერების მწყობრიდან გამოსვლის კონკრეტული ფაქტები მყისიერად გახდება ცნობილი და თავიდან იქნება აცილებული ვიდეოჩანაწერთა განადგურება ან დაკარგვა; ხშირად, არ მიიღება ის ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებიც, რომლებითაც აღირიცხება ყველა მოქმედება ელექტრონულად არსებულ პერსონალურ მონაცემებზე (სისტემაში შესვლა, გასვლა, ჩანაწერების გადახვევა, დათვალიერება, გადმოწერა, გამჟღავნება, წაშლა და სხვა).7 1 ზემოაღნიშნული გარემოებები აფერხებს ან/და შეუძლებელს ხდის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვიდეოჩანაწერთა არარსებობის მიზეზების დადგენას. ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად, სამართალდამცავ ორგანოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მისცა რეკომენდაციები და შესასრულებლად სავალდებულო დავალებები, შესაბამისი ვადების მითითებით, რომელიც ამ ეტაპისთვის ჯერ არ ამოწურულა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ამასთან, 2021 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ დაამტკიცა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა. ამ გეგმით, სხვა საკითხებთან ერთად, გათვალისწინებულია სამართალდამცავ ორგანოებში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემების მოწესრიგება, ასევე, ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალის დაარქივებისა და შენახვის ვადების ნორმატიულ დონეზე დარეგულირება. გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება სამართალდამცავ ორგანოთა მიერ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ მტკიცებულებების მოპოვების პროცესს. 7 სამართალდამცავ ორგანოებში ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით მონაცემთა დამუშავების შესწავლილი პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ანგარიშის შესაბამის თავში მონაცემთა დამუშავება ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით. 165 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 12. საპროკურორო საქმიანობა სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას, აგრეთვე, სისხლისსამართლებრივ დევნას, ახორციელებს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ერთეული, რომელიც უშუალოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს ექვემდებარება და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებას უჭერს მხარს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, არსებული კანონმდებლობით, გამოძიების წარმოების პროცესში დიდწილად დამოკიდებულია პროკურორზე. სამსახურის გამომძიებელი პროკურორისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გამოძიების დაწყება, მისი დაწყებისას კვალიფიკაციის განსაზღვრა, გამოძიების სტრატეგია, პროკურორის თანხმობის გარეშე ჩასატარებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათი რიგითობა, და სავარაუდო მსხვერპლის ჩართულობა გამოძიების პროცესში; თუმცა, სხვა საგამოძიებო უწყებების მსგავსად, იგი მოკლებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას პროკურორის წინასწარი თანხმობისა თუ ნებართვის გარეშე. ამასთან, პროკურორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია და გამომძიებელს მისცეს წერილობითი მითითებები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე. დანაშაულის კვალიფიკაცია გამოძიების დაწყების შემდგომ, პროკურორს ნებისმიერ დროს შეუძლია, შეცვალოს სისხლის სამართლის საქმისთვის გამომძიებლის მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია. 2020 წელს პროკურორმა დანაშაულის კვალიფიკაცია შეცვალა 14 სისხლის სამართლის საქმეზე: აქედან 5-ზე - გამოძიების დაწყებისთანავე, ხოლო 9-ზე - გარკვეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შემდგომ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ამ უფლებამოსილებას პროკურორი ხშირად არ იყენებს; თუმცა, არის შემ- 166 თხვევები, როცა გამომძიებელს განსხვავებული მოსაზრება აქვს პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მინიჭებულ კვალიფიკაციასთან მიმართებით, მით უფრო, როცა პროკურორი კვალიფიკაციას ცვლის გამოძიების დაწყებისთანავე, ყოველგვარი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებამდე. შესაბამისად, გამომძიებელი იძულებულია, გამოიძიოს სისხლის სამართლის საქმე იმ კვალიფიკაციით, რომელსაც არ ეთანხმება. სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არ- გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერად ცნობის 35 შუამდგომლობიდან 34 შეეხებოდა ჩატარებულ ამოღებას, ხოლო 1 - ინფორმაციის გამოთხოვას (სამხრე ვიდეოკამერის გამოთხოვა). სასამართლოში წარდგენილი 641 შუამდგომლობიდან უმეტესი ნაწილი (81%) შეეხებოდა ინფორმაციის, კერძოდ, სამედიცინო დოკუმენტაციის ან/და ვიდეოჩანაწერების გამოთხოვას. პროკურორის მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობები ვიდეოჩანაწერის ან დოკუმენტის გამოთხოვის თაობაზე 517 ამოღების თაობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოში შეიტანა 641 შუამდგომლობა, საიდანაც 35 (5%) ეხებოდა გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობას, ხოლო 606 (95%) - სასამართლო ნებართვის გაცემას. 80 ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის თაობაზე 34 მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის თაობაზე 6 დათვალიერების თაობაზე 2 ჩატარებული გამოთხოვის კანონიერად ცნობის თაობაზე 1 პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე 1 167 სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება 2020 წელს დაიწყო, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილმა მოადგილემ, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემდგომ პროკურორს 29 წინადადებით მიმართა საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების მიზანშეწონილობაზე, აქედან 24 შეეხებოდა დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვას, ხოლო 5 - ამოღებას. საგამოძიებო მოქმედებათა მიზანშეწონილობაზე წარდგენილი წინადადებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 29 28 1 წარდგენილი წინადადებების რაოდენობა დაკმაყოფილდა სრულად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურორის წერილობითი მითითებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ფარგლებში, პროკურორი უფლებამოსილია გამომძიებელს მისცეს წერილობითი მითითებები საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ. 2020 წელს ზედამხედველი პროკურორის მიერ სავალდებულო მითითება გაიცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ 15 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან 14 გაცემული იქნა გამოძიების ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, ხოლო 1 - სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ. 168 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება პროკურორის მიერ გაცემული წერილობითი მითითებების შესრულებას. დაზარალებულად ცნობა 2020 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ პირთა დაზარალებულად ცნობა განხორციელდა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც სავარაუდო მსხვერპლებმა განცხადებით მოითხოვეს დაზარალებულად ცნობა, თუმცა პროკურორის მიერ არ დაკმაყოფილდა არც ერთი მათგანი. სავარაუდო მსხვერპლთა ნაწილმა, დაზარალებულად ცნობაზე პროკურორის უარი გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლომ ძალაში დატოვა პროკურორის ყველა გადაწყვეტილება. 2020 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ 5 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან 4-ზე გამოძიება დაწყებულია 2019 წელს, ხოლო 1-ზე - 2020 წელს. ბრალდებულად ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი, რომელთაგან სამს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით), ერთს - სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იარაღის გამოყენებით), და ერთს - სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ბრალდებულთაგან 4 პირი არის მამრობითი, ხოლო 1 - მდედრობითი სქესის. სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება 2020 წელს დაიწყო, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილმა მოადგილემ, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემდგომ პროკურორს 1 დასაბუთებული წინადადებით მიმართა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე, ვინაიდან შეკრებილი იყო მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიუთითებდა კონკრეტული პირის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ჩადენაზე. პროკურორმა არ დააკმაყოფილა წინადადება და გამომძიებელს მისცა წერილობითი მითითება დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე. ვინაიდან სახელმწიფო 169 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ინსპექტორმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე არსებობდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და პროკურორის წერილობითი მითითებებით განსაზღვრული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა არათუ აფერხებდა, აჭიანურებდა კიდეც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, მან, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დასაბუთებული წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურორს, იმავე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზანშეწონილობაზე. წინადადება განიხილა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა (დეპარტამენტის უფროსმა). ამავე კანონით გენერალური პროკურორისთვის განსაზღვრული უფლება/მოვალეობა სახელმწიფო ინსპექტორის წინადადების განხილვაზე, პროკურორმა დეპარტამენტის უფროსს გადასცა „გენერალური პროკურატურის“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე. პროკურორის მიერ დელეგირებულმა პირმა არ დააკმაყოფილა სახელმწიფო ინსპექტორის დასაბუთებული წინადადება. ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებები 2020 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული 5 ბრალდებულიდან 3-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებოდა 5000 ლარის ოდენობით გირაო, ხოლო 2-ს - პატიმრობა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხოლოდ ერთი ბრალდებულის მიმართ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახე და, პატიმრობის ნაცვლად, ბრალდებულს შეუფარდა გირაო - 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურის მიერ მოთხოვნილი და სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებები პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება 4 სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება 3 2 1 გირაო 170 პატიმრობა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები 2020 წელს სასამართლომ განაჩენი გამოიტანა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ 4 სისხლის სამართლის საქმეზე, 4 პირის მიმართ. ოთხივე მათგანზე გამოძიება დაწყებულია 2019 წელს, სისხლისსამართლებრივი დევნა 3-ის მიმართ დაიწყო 2020 წელს, ხოლო 1-ის მიმართ - 2019 წელს. სასამართლომ განაჩენი ერთი პირის მიმართ გამოიტანა არსებითი განხილვით, ხოლო 3 ბრალდებულის მიმართ - საქმის არსებითი განხილვის გარეშე (საპროცესო შეთანხმების საფუძველზე). რაც შეეხება მსჯავრდებულთა მიმართ გამოყენებულ სასჯელებს: • საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; ასევე, 2 წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; • საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; ასევე, 2 წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; • საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; ასევე, 2 წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 3 პირის მიმართ გამოტანილია სრულად გამამტყუნებელი განაჩენი, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით), ხოლო ერთი პირის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი. კერძოდ, ბრალდებული დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) გათვალისწინებული ერთი ეპიზოდისათვის და გამართლდა ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მეორე ეპიზოდში. 171 • საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებულს, საქმის არსებითი განხილვის საფუძველზე გამოტანილი განაჩენით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით; ასევე, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სამართალდამცავ ორგანოებში საქმიანობის უფლება. გამოძიების შეწყვეტა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა 24 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან 12-ზე გამოძიება დაწყებული იყო 2019 წელს (ნოემბერსა და დეკემბერში), 12-ზე კი - 2020 წელს. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილმა მოადგილემ, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემდგომ პროკურორს გამოძიების შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე მიმართა 3 დასაბუთებული წინადადებით, რომელთაგან ყველა დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული 24 სისხლის სამართლის საქმიდან 23-ზე გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ხოლო 1 საქმეში პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე და გამოიყენა განრიდების მექანიზმი. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები 23 1 სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა 172 პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმა და განრიდების გამოყენება შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობდა შემდეგი მუხლებით: 19 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით); • 1 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა); • 1 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა); • 1 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და განმარტების ან ჩვენების მიცემის იძულება); • 1 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა); • 1 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნივთის დაზიანება ან განადგურება). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 173 13. ცალკეული კატეგორიის დანაშაულების გამოძიების თავისებურებები არასრულწლოვანთა მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის პრიორიტეტია ეფექტიანი რეაგირება არასრულწლოვან პირთა უფლებების შესაძლო დარღვევებზე და არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე ორიენტირებული გამოძიების ჩატარება. 174 პროცესის არასრულწლოვან მონაწილეთა უფლებების დასაცავად, ასევე, მათი დამატებითი ტრავმისა და მეორეული ვიქტიმიზაციის ასაცილებლად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რამდენიმე მიმართულებით იმუშავა: სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან, რომლის მიზანია გამოძიების პროცესში მონაწილე არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის უზრუნველყოფა ფსიქოლოგის მომსახურებით. დოკუმენტის ფარგლებში, საგამოძიებო დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების სამმართველოს (მათ შორის, რეგიონული ცენტრების) ფსიქოლოგებთან და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას/თანხლებას ასეთ პირებთან დაკავშირებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში. მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხვა და სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობდეს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებულ სივრცეში, მით უფრო, როდესაც არასრულწლოვანი საუბრობს მის მიმართ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობაზე. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში მოეწყო ბავშვის ინტერესებზე მორგებული პირველი სპეციალური სივრცე. ოთახის მდებარეობა და აღჭურვილობა გამოკითხვისას მაქსიმალურად ამცირებს ბავშვთან კონტაქტში მყოფ პირთა რაოდენობას, ითვალისწინებს კონფიდენციალობის დაცვას და ქმნის არასრულწლოვნისთვის ნაკლებად სტრესულ და უსაფრთხო გარემოს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 175 არასრულწლოვანთა მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში ერთვებიან მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები. შესაბამისად, არასრულწლოვან მოწმესა და დაზარალებულთან კომუნიკაცია აქვთ სამსახურის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გადამზადება გაიარეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებსა და მათთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევებში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოსულ შეტყობინებათა მცირე ნაწილი ეხება არასრულწლოვანთა უფლებების შესაძლო დარღვევებს. კერძოდ, 2020 წელს სამსახურში შემოვიდა 53 შეტყობინება, 58 არასრულწლოვან პირთან მიმართებით. 176 არასრულწლოვნებთან დაკავშირებული 12 შეტყობინება შეიცავდა დისციპლინური გადაცდომის ან/და სხვა საგამოძიებო უწყების ქვემდებარე დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც, ისინი შემდგომი რეაგირებისთვის/დისციპლინური წარმოებისთვის გადაიგზავნა სხვა უწყებაში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო 8 სისხლის სამართლის საქმეზე, ვინაიდან სხვა შეტყობინებები არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. ისინი შეეხება 9 სავარაუდო მსხვერპლს, რომელთაგან ოთხი არის 17 წლის, ოთხი - 13-დან 16 წლამდე, ხოლო ერთი - 13 წლამდე. რაც შეეხება დანაშაულის კვალიფიკაციას, გამოძიება დაიწყო შემდეგი მუხლებით: • სისხლის სამართლის 6 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება (არასრულწლოვნები მიუთითებენ მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან); • სისხლის სამართლის 1 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და ჩვენების მიცემის იძულება (არასრულწლოვანი მიუთითებდა, რომ მისგან მოითხოვდნენ მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებას, რა დროსაც მასზე ფიზიკურად იძალადეს); • სისხლის სამართლის 1 საქმეზე - სსსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით - დამამცირებელი მოპყრობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (არასრულწლოვანი მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მას რამდენიმე საათის განმავლობაში არ დაალევინეს წყალი). 8 არასრულწლოვანი შესაძლო დანაშაულის ადგილად მიუთითებს ქუჩას ან/და სამართალდამცავი ორგანოს ადმინისტრაციულ შენობას, ხოლო 1 - სახლს/ბინას. ზემოაღნიშნულ 8 სისხლის სამართლის საქმიდან 6-ზე მიმდინარეობს გამოძიება, 2-ზე კი შეწყდა სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (დანაშაულის ნიშნების არარსებობა). საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები 2020 წელს, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოების ამ ფაქტებზე საგამოძიებო დეპარტამენტში შეტყობინებები შემოვიდა 40 სხვადასხვა წყაროდან (ზოგიერთი - რამდენიმე წყაროდანაც): შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი (17 შეტყობინება), შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია (10 შეტყობინება), შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფები (4 შეტყობინება), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი (6 შეტყობინება), საქართველოს პროკურატურა (2 შეტყობინება), არასამთავრობო ორგანიზაცია (1 შეტყობინება). 26-იდან 9 ფაქტზე არ დაიწყო გამოძიება, ვინაიდან გასაუბრებისას არ დადასტურდა პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის ან/და სხვა დანაშაულებრივი ქმედების ფაქტი, ხოლო 7-ზე გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ, სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით). 10 ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს ზემოაღნიშნული 7 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ვინაიდან სავარაუდო მსხვერპლნი შესაძლო დანაშაულის ჩადენის გარემოებებად მიუთითებდნენ იმავე დროსა და ადგილს. შესაბამისად, დროული და ეფექტიანი გამოძიებისთვის, ერთი და იმავე აქციის ფარგლებში სხვადასხვა პირთა მიმართ განხორციელებული შესაძლო დანაშაულების გამოძიება მიმდინარეობს ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 წარმომადგენელთა მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე შემოვიდა 26 შეტყობინება, რომლებშიც ფიგურირებდა 29 სავარაუდო მსხვერპლი. 18 ფაქტზე შეტყობინება შემოვიდა 2020 წლის ნოემბერში, 7-ზე - დეკემბერში, ხოლო 1-ზე - ოქტომბერში. აღნიშნულ 7 სისხლის სამართლის საქმეში 18 სავარაუდო მსხვერპლია, რომელთაგან 10 დაკავებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით, ხოლო 8 პირი არ დაუკავებიათ. 18-ვე სავარაუდო მსხვერპლი ძალადობის განმახორციელებელ პირად მიუთითებს ში- 177 ნაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს. რაც შეეხება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ადგილს, 15 მათგანი ძალადობის ადგილად ასახელებს ქუჩას, 2 - პოლიციის ადმინისტრაციულ შენობას, ხოლო 1 - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ავტომანქანას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ამ სისხლის სამართლის საქმეებზე დაუყოვნებლივ ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზები (5-მა პირმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე სხეულზე დაზიანებების არარსებობის გამო); ყველა საქმეზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი; სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილია გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციებზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები; საჯარო ინტერნეტსივრციდან მოპოვებულია შეკრების ადგილზე მყოფი ტელეკომპანიების წარმომადგენელთა მიერ გადაღებული და სატელევიზიო ეთერში გასული ვიდეომასალა; მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილია დაუმონტაჟებელი მასალაც, რომელიც ტელევიზიით არ გადაცემულა; შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: სავარაუდო მსხვერპლთა დამკავებელ და მათთან შეხებაში მყოფ პოლიციელთა ვინაობა, მათზე განპიროვნებული სამხრე ვიდეოკამერები, პოლიციის ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორისა და დაკავების შემდგომ დაკავებულ პირთა გადაადგილების ამსახველი ჩანაწერები (მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ მიეწოდა ჩამწერ მოწყობილობაზე არარსებობის საფუძვლით); სასამართლოდან გამოთხოვილია დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული საქმისწარმოების სრული მასალები, მათ შორის, საქმის განხილვისას მხარეთა მიერ წარდგენილი აუდიო/ვიდეო ჩანაწერები; გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონოდათ ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებზე (სავარაუდო მსხვერპლი, თვითმხილველი პირები, პოლიციის თანამშრომლები და ა.შ.). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ყველა მტკიცებულების მოსაპოვებლად გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, ამ კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ფაქტის დადგენას ან უარყოფას და, შესაბამისად, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას (გამოძიების შეწყვეტა ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება) აბრკოლებს რამდენიმე გარემოება: • 178 ხალხმრავალ ადგილას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური კონტაქტის მიუხედავად, გასათვალისწინებელია საჯარო სივრცეში ვიდეოკამერების განთავსების ადგილი და ხედვის კუთხე (რაკურსი), რომელთა გამოც უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია მოქალაქეთა, ფაქტის შემსწრე პირთა და დამკავებელ მოხელეთა იდენტიფიცირება. რიგ შემთხვევაში, შეუძლებელია სამართალდამცავთა და სავარაუდო მსხვერპლთა კონკრეტული მოძრაობების/მოქმედებების გარჩევაც კი, რაც აუცილებელია გამოყენებული ფიზიკური ძალის თანაზომიერების შესაფასებლად. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, საპროტესტო შეკრებებზე შესაძლო ძალადობრივი ქმედებები ხორციელდება ღამის საათებში, რაც დამატებით ართულებს ხილვადობას. შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეებზე მოპოვებული ვიდეოჩანაწერები ნაკლებად ინფორმატიულია; • სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებას ართულებს ადმინისტრაციული დაკავების ოქმში დაშვებული უზუსტობები. კერძოდ, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულმა სავარაუდო მსხვერპლმა განაცხადა, რომ მის მიმართ ძალადობა განახორციელა არა ადმინისტრაციული დაკავების ოქმში დამკავებელ პირად მითითებულმა პოლიციის თანამშრომელმა, არამედ სხვა პირმა; სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირთა დადგენას ართულებს ისიც, რომ აქციების მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ხშირად აღჭურვილნი არიან სპეციალური ფორმებით (ე.წ. „რობოკოპით“ და ჩაფხუტით), რომლებზეც არ არის თვალსაჩინოდ დატანილი კონკრეტული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; • რიგ შემთხვევებში, სავარაუდო მსხვერპლნი მიუთითებენ, რომ ისინი დააკავეს განზრახ უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით, რომელიც არ იყო მათი დაკავების პროპორციული. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებების გატარებისას, პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ილეთები. ამავე კანონის თანახმად, ძალის გამოყენება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არის შემუშავებული სტანდარტული პროცედურული წესები პირის დაკავებისა და ფიზიკური ძალის გამოყენებისას სამართალდამცავთა მხრიდან დასაშვები კონკრეტული მოქმედებების შესახებ. ასეთი სახელმძღვანელო დოკუმენტი უზრუნველყოფდა პოლიციის თანამშრომელთა მიერ იძულების ღონისძიების თანაზომიერად გამოყენებას და არაპროპორციული ძალის გამოყენების პრევენციას. მისი არსებობა ასევე მნიშვნელოვანია გამოძიების მიერ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესაფასებლად და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 179 ხელბორკილის არამართლზომიერი გამოყენება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ხელბორკილი არის სამართალდამცავი ორგანოების აღჭურვილობაში არსებული სპეციალური საშუალება, რომელიც გამოიყენება: დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, თუ ის უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას; დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას. ხელბორკილს აქვს სიმჭიდროვის მარეგულირებელი მექანიზმი. 2020 წელს, ხელბორკილის დადებისას ფიზიკური ტკივილის მიყენების ან/და შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 44 სისხლის სამართლის საქმეზე. მათგან 33-ზე საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით), 10-ზე - საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლით (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა), ხოლო 1 საქმეზე - სსკ-ის 335-ე (ჩვენების მიცემის იძულება) და 1443 (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა) მუხლებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 4 სისხლის სამართლის საქმეზე სსკ-ის 1443 მუხლით (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა) განსაზღვრული დანაშაულის კვალიფიკაცია გამოძიების დაწყების შემდეგ პროკურორმა შეცვალა სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 საქმეზე დანაშაულის კვალიფიკაცია პროკურორმა შეცვალა გამოძიების დაწყების დღესვე, 1-ზე - მეორე დღეს, ხოლო 1-ზე - მე-16 დღეს). ზემოაღნიშნულ 44 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს 48 სავარაუდო მსხვერპლი. მათი უმრავლესობა (41 მათგანი) შესაძლო ძალადობის ჩამდენად ასახელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ძირითადად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს. პატრულ-ინსპექტორები დაკავებულ პირებთან ფორმალურ პროცედურებს უმეტესწილად ატარებენ არა ადმინისტრაციულ შენობებში, არამედ - საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანებში, რის გამოც დაკავებული პირები, სხვებთან შედარებით, ხანგრძლივად იმყოფებიან ხელბორკილით. შესაძლოა ეს განაპირობებდეს სავარაუდო მსხვერპლთა ამგვარ განცხადებებს. იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ძალადობის ჩამდენ პირებად მხოლოდ 7 სისხლის სამართლის საქმეში დაასახელეს. წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში სავარაუდო მსხვერპლები მიუთითებენ, რომ სამართალდამცავები ხელბორკილს ადებენ მჭიდროდ, ხანგრძლივად და შეგნებულად არ იყენებენ სიმჭიდროვის მარეგულირებელ მექანიზმს, მათზე ძალადობის მიზნით. ასევე, ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ ხელბორკილის დადების სტილთან დაკავშირებით. მაგალითად, ხელბორკილის სკამის საზურგის უკან ან სკამის ფეხზე მიმაგრება, აგრეთვე, ზურგს უკან იმგვარად დადება, რომ ხელები შებრუნებული ჰქონდათ 180 ერთმანეთის საპირისპირო მხარეს, რაც კონკრეტულ მდგომარეობაში ყოფნისას (მათ შორის, ავტომანქანაში ჯდომისას), იწვევს ძლიერ ტკივილს და დისკომფორტს. 44 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 560-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა 46 სავარაუდო მსხვერპლს, ხოლო ორმა მათგანმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე დაზიანებების არარსებობის გამო. ხელბორკილის დადებისას ფიზიკური ტკივილის მიყენების ან/და შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება სპეციფიკურია, რაც აფერხებს როგორც სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას, აგრეთვე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას: სავარაუდო მსხვერპლმა ტკივილი შეიძლება განიცადოს სამართალდამცავთა განზრახი, მიზანმიმართული ძალადობის შედეგად, ან საკუთარი აქტიური მოქმედებითა და წინააღმდეგობის გაწევით. ამ ფაქტის დასადგენად უკიდურესად მნიშვნელოვანია დაკავებული პირის მიმართ განხორციელებულ ქმედებათა ამსახველი სრული, უწყვეტი ვიდეოჩანაწერების მოპოვება. ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო დეპარტამენტს ვიდეოჩანაწერებს შეფერხებით აწვდის, დანაშაულის ფაქტის დადასტურება ან უარყოფა ძალიან რთულდება ან/და შეუძლებელი ხდება; • ხელბორკილის დადების შედეგად პირისთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ქმედების შესაფასებლად, ასევე არსებითად მნიშვნელოვანია ხელბორკილის დადების ხანგრძლივობის დადგენა - ეს იყო დაკავების ადგილზე მყისიერი შეკავების მექანიზმი თუ გრძელდებოდა უწყვეტად (მაგ.: დაკავების ადგილიდან სამართალდამცავ ორგანოში გადაყვანამდე, ავტომანქანით ტრანსპორტირებისას). ამგვარი კატეგორიის საქმეებში თითქმის შეუძლებელია ნეიტრალური მოწმეების მოძიება, რომლებიც ესწრებოდნენ ან/და აკვირდებოდნენ ხელბორკილის დადებიდან მის მოხსნამდე განვითარებულ მოვლენებს. ამდენად, გამოძიება ხშირად ვერ არკვევს ხელბორკილის დადების ხანგრძლივობას; • ასევე, ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად ან უარსაყოფად, ზოგჯერ არ არის საკმარისი მხოლოდ ვიდეოჩანაწერი - გამოსახულებით შეუძლებელია დადებული ხელბორკილის სიმჭიდროვის განსაზღვრა და ცხადად არ იკვეთება სავარაუდო მსხვერპლის პროტესტი, მისი მოთხოვნა ხელბორკილის მოხსნასთან/მოშვებასთან დაკავშირებით და სამართალდამცავთა მხრიდან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ობიექტური შესაძლებლობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 181 ხელბორკილების გამოყენების სტანდარტული პროცედურული წესები არ არსებობს. ასეთი სახელმძღვანელო დოკუმენტი პოლიციის თანამშრომლებს დაუწესებდა ხელბორკილის სწორ დროსა და ვითარებაში გამოყენების სტანდარტს და მოახდენდა არასათანადო მოპყრობის პრევენციას. ამასთან, ასეთი დოკუმენტის არსებობა მნიშვნელოვანია, რომ გაბათილდეს ან დადასტურდეს, გადაამეტა თუ არა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა უფლებამოსილებას ხელბორკილის გამოყენებისას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმეები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ექვემდებარება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, რამაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა, როცა ის იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან/და სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გარდაცვალებასთან დაკავშირებით შემოვიდა 16 შეტყობინება 29 წყაროდან/უწყებიდან (რამდენიმე ფაქტზე შეტყობინება შემოვიდა ერთზე მეტი წყაროდან). შეტყობინებათა ძირითადი ნაწილი (13 მათგანი) გადმოიგზავნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებებიდან. საგამოძიებო დეპარტამენტში ყველა შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება: 15 სისხლის სამართლის საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 342¹ მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), ხოლო 1 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). ამასთან, საქართველოს პროკურატურამ საგამოძიებო დეპარტამენტს ქვემდებარეობით გადასცა 1 სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც გამოძიება დაწყებული იყო საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. შესაბამისად, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს წარმოებაში ჰქონდა პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული 17 სისხლის სამართლის საქმე. 182 ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეებიდან 15 შეეხებოდა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ხოლო 2 - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენას. აღსანიშნავია, რომ 17-დან 10 გარდაცვლილი იყო პატიმარი, რომელთა მიმართაც სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოტანილი არ ჰქონდა, 5 გარდაცვლილი - მსჯავრდებული, 1 - დაკავებული, ხოლო 1 - სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. 15 გარდაცვლილი იმყოფებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა კონტროლის ქვეშ, 1 - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა, ხოლო 1 - შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელთა კონტროლის ქვეშ. სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ გარდაცვლილ პირთა რაოდენობა მათ შორის, სუიციდის ფაქტი 17 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 8 შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი გახდა სუიციდი. გარდაცვლილთაგან 6 პირს პატიმრობა შეფარდებული ჰქონდა (5 იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 - პენიტენციური დაწესებულების გარეთ მოწყობილ სპეციალურ საკარანტინე სივრცეში), 1 იყო დაკავებული (შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში), ხოლო 1 - დაკავებულის/პატიმრის სტატუსის არმქონე პირი. აღსანიშნავია, რომ იმ მსჯავრდებულებს შორის, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, სუიციდის ფაქტი არ დაფიქსირებულა. 8 183 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 გარდაცვალებასთან დაკავშირებულ 17 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 500-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის, გამოიკითხა 325 პირი. ვინაიდან სამსახურის ქვემდებარე გარდაცვალების ფაქტები შეეხება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ პირებს, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ინფორმაციას ძირითადად ფლობენ სამართალდამცავი ორგანოები, რომელთა ეფექტური კონტროლის ქვეშაც პირი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა. შესაბამისად, გამოკითხულ პირთა 66% (216 პირი) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელია. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ამასთან, იმ შემთხვევებში, როცა გარდაცვალება განაპირობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ, სამედიცინო დასკვნის მიღების შემდეგ, დაინიშნა კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა (3 სისხლის სამართლის საქმეზე). 184 სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა გარდაცვალებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების პროცესში არაერთი გამოწვევაა: კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა - კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნისას გამოძიება სვამს კითხვებს პატიმრის მიმართ გაწეული მკურნალობის ადეკვატურობის შესახებ. ასევე, ინტერესდება სამედიცინო პერსონალის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს (გარდაცვალებას) შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირით. დღესდღეობით, სამსახურს არ მიუღია არცერთი კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იმ მიზეზების გამო, რომლებიც დეტალურადაა განხილული შესაბამის თავში. რეგულირების სააგენტო - 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პატიმრისთვის გაწეული მკურნალობის ხარისხის შესაფასებლად მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 5 სისხლის სამართლის საქმეზე. რეგულირების სააგენტოს წარედგინა დოკუმენტაცია პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრისთვის ჩატარებული მკურნალობისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მხრიდან გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ. რეგულირების სააგენტოს დაესვა შემდეგი კითხვები - პატიმრის დიაგნოზი შეესაბამებოდა თუ არა მის კლინიკურ მდგომარეობას, ჩატარებული მკურნალობა და გაწეული სამედიცინო დახმარება იყო თუ არა მისი დიაგნოზისა და კლინიკური მდგომარეობის ადეკვატური, იკვეთებოდა თუ არა სამედიცინო პერსონალის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების ფაქტები. დღეის მდგომარეობით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან პასუხი მიღებულია მხოლოდ 1 სისხლის სამართლის საქმეზე. მიღებული წერილით ირკვევა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია გაანალიზდა ორი სამედიცინო პროფილის მიმართულებით. ხელმისაწვდომი მასალიდან გამომდინარე, საკითხი სრულყოფილად ვერ შეფასდა და დასმულ შეკითხვებს პასუხი კატეგორიული ფორმით ვერ გაეცა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიღებული წერილობითი შეფასება არ შეიცავდა ასეთი სახის დასკვნის გაცემისთვის ზოგადად დამკვიდრებულ და გამოძიებისთვის მნიშვნელოვან რეკვიზიტებს (დასკვნის სტრუქტურა, რეცენზენტების ვინაობა და გამოცდილება, შესწავლილი დოკუმენტაციის დასახელება და სხვა). სპეციალური პენიტენციური სამსახური - სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტროლის ქვეშ მყოფი პირების (პატიმრობაში მყოფი პირებისა და მსჯავრდებულების) გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებისას გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები: რეგულაციები - სამართლებრივი აქტი არ განსაზღვრავს, თუ რა პერიოდულობით უნდა შეამოწმოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა პატიმარი სამედიცინო საკითხები - როცა პატიმრის გარდაცვალება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება, გამოძიებამ უნდა შეაფასოს ჩატარებული მკურნალობის ხარისხი: დიაგნოსტირება დაწესებულებაში შესახლებისას, მკურნალობის კურსის განსაზღვრა და მკურნალობის ეტაპები, კურსის შესაბამისად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ ზოგჯერ ექსპერტის დასკვნაში დაფიქსირებული ქრონიკული დაავადებები სამედიცინო პერსონალს იდენტიფიცირებული არ ჰქონია, პატიმრის მკურნალობის არცერთ ეტაპზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საკანში ან/და დაწესებულების სხვა ტერიტორიაზე. დეტალურად გაწერილი არ არის არც პატიმრის შემოწმებისათვის საჭირო კონკრეტული მოქმედებები. ასევე ბუნდოვანია, რა განსხვავებული პროცედურები უნდა გატარდეს ვიდეომონიტორინგს დაქვემდებარებული პატიმრის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, ისეთ სივრცეში, სადაც არ არის განთავსებული ვიდეოკამერები (მაგალითად, აბაზანაში ყოფნისას). იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ვიდეომონიტორინგზე პასუხისმგებელი სპეციალური დანაყოფის თანამშრომელი ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევაში, თუ სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართული პირი 5 წუთის განმავლობაში არ გამოჩნდება ხედვის არეში.81 ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკნებში მოთავსებულნი არიან ისეთი პატიმრებიც, რომლებიც შესაძლოა არ იყვნენ ჩართულნი პროგრამაში, თუმცა საჭიროებდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ამიტომ უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია, მათ მიმართაც განისაზღვროს შემოწმების დროის ინტერვალები. 8 „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების დანართი №1ის მე10 მუხლის მე4 პუნქტი. 185 დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც, პენიტენციური დაწესებულებიდან გამოთხოვილ პატიმრის სამედიცინო ბარათში (ისტორიაში) ასახული არ იყო პატიმრისთვის ჩატარებული ყველა სამედიცინო მანიპულაცია. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია სამედიცინო ექსპერტს დაგვიანებით წარედგინა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ცალკეულ შემთხვევებში, ექიმმა პატიმრის გასინჯვისას გასცა რეკომენდაცია შესაბამისი პროფილური სამედიცინო მუშაკის (მაგ.: ექიმი ნარკოლოგის) კონსულტაციის ჩართვაზე, თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ, პატიმრის გარდაცვალების მომენტისთვის, მითითებული კონსულტაცია ჯერ კიდევ არ იყო გაწეული. ირკვევა, რომ შესაბამისი პროფილის ექიმი დაწესებულებაში არ მუშაობს და დაწესებულება დამოკიდებულია მოწვეულ სპეციალისტებზე, რაც აფერხებს კონსულტაციის დროულად გაწევას. ამასთან, არ არის გათვალისწინებული ექიმის რეკომენდაცია კონკრეტული პროფილის ექიმის კონსულტირებისა და შესაბამისი კვლევის ჩატარების თაობაზე. საკარანტინე სივრცე - 2020 წელს კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდგომ (ასევე, დაწესებულების გარეთ პატიმრის 24 საათზე მეტი ხნით მოთავსების შემთხვევაში), პატიმრების ნაწილი, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებამდე, გადაჰყავდათ დროებით სპეციალურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეში. სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე შეკრებილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ საკარანტინე სივრცის მოწყობის საკითხი რომელიმე სამართლებრივი აქტით არ განისაზღვრებოდა და ამ სივრცეში პატიმრების უსაფრთხოებისთვის ინფრასტრუქტურული პირობები არ არსებობდა (მაგალითად, ფანჯარას არ ჰქონდა სპეციალური ჩამკეტი მოწყობილობა, ფანჯრის შიდა ან გარე მხრიდან არ იყო დამონტაჟებული ცხაურები). უსაფრთხოების ზომების დაუცველობა განსაკუთრებით პრობლემურია ისეთ პატიმრებთან მიმართებით, რომლებზეც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობდა ვიდეომონიტორინგი. ზემოაღნიშნული ტენდენციებიდან გამომდინარე სამართლებრივი შეფასება სისხლის სამართლის საქმეებზე განხორციელდება ინდივიდუალურად, მათი მნიშვნელობისა და დამდგარ შედეგთან მათი კავშირის ხარისხის გათვალისწინებით, დანიშნული კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღებისა და შესაბამისი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდგომ. 186 14. სამსახურის წინაშე არსებული საკანონმდებლო გამოწვევები საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა ანალოგიური ვითარებაა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას, ფარული საგამოძიებო მოქმედება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებაა. განსაკუთრებით, როცა არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების დასაბუთებული ეჭვი ან/და საფრთხე. ცხადია, ზოგჯერ გამომძიებლისა და პროკურორის აზრები საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე იყოფა, სადაც პროკურორი იღებს საბოლოო გადაწყვეტულებას. გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე (ამ საკითხს პროკურორი წყვეტს). იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2020 წელს ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა 60% სწორედ მოწმეთა გამოკითხვაზე მოდის და პრობლემურია პოლიციის თანამშრომელთა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება, გამოძიებას მნიშვნელოვნად აფერხებს სხვა სახელმწიფო ორგანოზე (მათ შორის, პროკურატურაზე) მიჯაჭვულობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ყოველმხრივ, სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას აფერხებს ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე (მაგ.: ჩხრეკა, ამოღება, ვიდეოჩანაწერების, მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების შესახებ ინფორმაციის და ა.შ.). მეტიც, სამსახურის გამომძიებელი დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას ვიდეოჩანაწერების, სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვაზე მაშინაც კი, როცა არსებობს მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე (ამისთვის აუცილებელია პროკურორის დადგენილება). პროკურორის თანხმობა აფერხებს მტკიცებულებათა მოპოვებას მაშინ, როცა გამოძიებისათვის ვიდეოჩანაწერების მოპოვება კრიტიკულია და ხშირად მათი გადაუდებლად გამოთხოვა შეიძლება მტკიცებულებათა მოპოვების ერთადერთი გზაც იყოს. ყველა მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებაზე პროკურორისგან თანხმობის მიღების საჭიროება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უზღუდავს გამოძიების დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობას - აფერხებს მისი მიმართულების დამოუკიდებლად განსაზღვრას, ეფექტიანი გამოძიებისთვის აუცილებელ საგამოძიებო/საპროცესო 187 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მოქმედების დროულად ჩატარებასა და მტკიცებულებათა მოპოვებას. შესაბამისად, აუცილებელია საგამოძიებო ორგანოს მიენიჭოს უფლება, დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ყველა საგამოძიებო უწყებისთვის, თუმცა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, რამდენადაც უწყება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა და სხვა საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებს და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან გამოძიებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ჯერ კიდევ მთავარი გამოწვევაა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ბუნება და ამ დანაშაულების შედეგად დაზარალებულის უფლებათა დარღვევის ხარისხი, რაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტანდარტებით, ეფექტიან და დროულ რეაგირებას საჭიროებს. თუ გამომძიებელი პირდაპირ მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, ეს სრულ შესაბამისობაში იქნება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან. საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ზღუდავს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულ უფლებებს, საჭიროებს სასამართლოს მხრიდან კონტროლს. პროკურორის მონაწილეობა, შესაძლოა, იყოს უფლების დაცვის დამატებითი გარანტია, თუმცა არა სავალდებულო. მით უფრო იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაკომპლექტებულია უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე კვალიფიციური გამომძიებლებით. პროკურორის მონაწილეობას ამ პროცესში სავალდებულოდ არ მიიჩნევს არც ვენეციის კომისია, თუ შენარჩუნებული იქნება სასამართლოს კონტროლი ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ უფლებამოსილების მნიშვნელობა პრაქტიკულად აღიარა კანონმდებელმა, როდესაც „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-6 ნაწილით დაუშვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის მოადგილეს შეუძლია დასაბუთებული არგუმენტები წერილობით წარუდგინოს ზედამხედველ პროკურორს, ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მინიჭებული უფლება არაქმედითი და დროში გაჭიანურებულია. აღნიშნული მექანიზმი ვერ პასუხობს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დამოუკიდებლად და გამოძიების ეფექტიანად ჩატარების ზემოაღნიშნულ გამოწვევას (რის გამოც ამ უფლების გამოყენების სტატისტიკა მცირეა) შემდეგ მიზეზთა გამო: • 188 საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად პროკურორს მიმართავს საგამოძიებო მიმართულების უმაღლესი ხელმძღვანელი პირი (სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე) და არა გამომძიებელი, რომელიც უშუალოდ იძიებს საქმეს და უკეთ შეუძლია განსაზღვროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობა; ზედამხედველ პროკურორს შეუძლია არ გაიზიაროს წინადადება. ეს ნიშნავს, რომ გამომძიებლის აზრით მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება შეიძლება ვერ ჩატარდეს; • სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის წინადადების განსახილველად ზედამხედველ პროკურორს აქვს 72 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარება და, შესაბამისად, არსებითი მტკიცებულებათა მოპოვება შეიძლება დროში გაჭიანურდეს ან მტკიცებულება საერთოდ განადგურდეს; • კანონი ითვალისწინებს პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმს, მაგრამ ესეც არაქმედითი და დროში გაჭიანურებულია. კერძოდ, ზედამხედველი პროკურორის უარის შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია, ამავე საკითხზე დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს (48 საათში) გენერალურ პროკურორს, რომელიც ამ წინადადებას განიხილავს მიმართვიდან 72 საათის ვადაში; • საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარებაზე პროკურორისგან თანხმობას შესაძლოა დასჭირდეს სრული 8 დღე. ამ დროს მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მტკიცებულებათა განადგურებისა და გადამალვის საფრთხე განსაკუთრებით მაღალია; • გარდა ამისა, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დროულად ჩატარებას მეტად ართულებს ნებართვის მოპოვების პროცესში უწყების უმაღლესი თანამდებობის პირების - სახელმწიფო ინსპექტორისა და გენერალური პროკურორის - ჩართვა; • ამასთან, არ არსებობს არავითარი ბერკეტი ისეთ საგამოძიებო მოქმედებათა დასაჩქარებლად, რომელთა გადაუდებლად ჩატარება მხოლოდ პროკურორის დადგენილებითაა შესაძლებელი (მაგალითად: ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა, ფარული საგამოძიებო მოქმედებები). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • აქედან გამომდინარე, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა ჰქონდეს უფლება, დამოუკიდებლად, პროკურორის წინასწარი თანხმობის და ნებართვის გარეშე მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე. 2020 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე. კომიტეტმა ნეგატიურად შეაფასა პროკურატურის სრული საპროცესო ზედამხედველობის ფარგლები და უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ 189 რომელი საგამოძიებო ორგანო გამოიძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულს და მოუწოდა სახელმწიფოს, გააგრძელოს საკანონმდებლო, თუ სხვა აუცილებელი ზომების გატარება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შემდგომი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მისი ქვემდებარე დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის, მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმის სწორი კვალიფიკაცია, რაც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებს შორის არის გადაფარვა/კონკურენცია, რაც ართულებს ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ინდივიდუალური ფაქტისთვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭებას. ძირითადად ეს შეეხება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით) და 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) გათვალისწინებულ დანაშაულებს, რომელთა შორის მკაფიო ზღვარის გავლება ზოგჯერ შეუძლებელია. ანალოგიური კონკურენციაა რიგ შემთხვევებში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით) და 335-ე მუხლით (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) გათვალისწინებულ დანაშაულებზეც. ამასთან, საქართველოს სსკ-ში მოცემული წამების განმარტება არ შეესაბამება გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (UNCAT) განმარტებას, რაც ასევე დასახვეწია. ერთმანეთთან შეუსაბამოა ზემოაღნიშნული მუხლებით დაწესებული სანქციებიც. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ჩაატარა კვლევა, რითაც შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოების მიერ დადგენილ უნივერსალურ და რეგიონულ სტანდარტებთან, ასევე მათი ეფექტიანობა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლისა და პრევენციისას. სამსახური მუშაობს წინადადებაზე ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით. გარდა ზემოაღნიშნულისა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდებოდეს დანაშაულის იმ ფაქტებზე, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული არსებულ საქმესთან და ცალკე გამოყოფა ხელს უშლის ეფექტიან გამოძიებას. მაგალითად, პირი მიუთითებს განზრახ უკანონოდ დაკავებასა და, პარალელურად, ძალადობაზე; მტკიცებულების განადგურება, როცა არსებობს ეჭვი, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა გაანადგურა მტკიცებულებები სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე. აქვე შეიძლება დასახელდეს პოლიციის მუ- 190 შაკის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტის გამოძიება, როცა წინააღმდეგობის გაწევისას არსებობს პოლიციის მხრიდან ძალადობის ეჭვი - ამით ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებებს ორი უწყება არ გამოიკვლევს. ამგვარ შესაძლებლობას კანონი ითვალისწინებს, თუმცა მხოლოდ პროკურორის დისკრეციით. ხშირად დანაშაულთა ერთობლიობისას საქმეების გაყოფისა და პარალელური გამოძიების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვერ მოიპოვებს საქმის გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს. შესაბამისად, როცა ერთი საქმე მაინც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, აუცილებელია, რომ დანარჩენ საქმეებზეც უპირატესი იურისდიქცია მას ჰქონდეს და გადაწყვეტილება არ იყოს დამოკიდებული პროკურორის დისკრეციაზე. ეს არსებითია დანაშაულის ყველა ეპიზოდის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მისი ქვემდებარე საქმის გადაცემა მოქმედი კანონმდებლობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მისი ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის დროულად გადაცემას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიებისთვის. არასათანადო გამოძიებას პირდაპირი რისკი ექმნება, თუ არაუფლებამოსილი საგამოძიებო უწყება გამოძიებას დაიწყებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულზე და დროში გააჭიანურებს მის გადაცემას (განსაკუთრებით, როცა დანაშაულის ჩადენაში იმხილება ამ საგამოძიებო უწყების თანამშრომელი). სხვა საგამოძიებო უწყებებისგან განსხვავებით, კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამატებით ბერკეტს ანიჭებს, თავიდან აიცილოს არაუფლებამოსილი უწყების მიერ მისი ქვემდებარე საქმის გამოძიება. თუმცა, აღნიშნული ბერკეტი არ არის ქმედითი და ვერ უზრუნველყოფს საქმის სამსახურისთვის დროულ გადაცემას. კერძოდ: • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიებისათვის, მეორე მხრივ კი, თავიდან იქნება აცილებული მიკერძოებული გამოძიების რისკები. ანალოგიური წესი უნდა გავრცელდეს დანაშაულის იმ ფაქტზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის გამოძიებისას გამოვლინდა. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე19 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უწყებას აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს მის ქვემდებარე საქმეს, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია, მოითხოვოს საქმის მასალების გაცნობა და ზედამხედველ პროკურორს წერილობით მიმართოს საქმის გადმოცემის შესახებ; 191 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • პროკურორი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს წინადადება. ამასთან, მას არ აქვს უარის დასაბუთების ვალდებულება. პროკურორის უარის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორი საქმის გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით მიმართავს გენერალურ პროკურორს. პროკურორიც და გენერალური პროკურორიც წინადადებას განიხილავენ 24 საათიან ვადაში; • შესაბამისად, საქმის გამოსაძიებლად გადაცემის საკითხის განხილვას სჭირდება 48 საათი, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ გამოძიების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დადგეს, განსაკუთრებით, თუ საქმეს ის უწყება იძიებს, რომლის თანამშრომელიც დანაშაულში იმხილება; • გარდა ამისა, კანონი არ განმარტავს, რა წესითა და პროცედურის დაცვით უნდა გაეცნოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმეს მისი გადაცემის მოთხოვნამდე - ვინ უნდა დართოს საქმის გაცნობის ნება (საგამოძიებო უწყებამ თუ პროკურორმა), რა ვადაში და სად უნდა გაეცნოს საქმეს. ამგვარი ბუნდოვანი ჩანაწერი (განსაკუთრებით, ვადის ნაწილში) რისკს უქმნის საქმის მასალების დროულად გაცნობას და, შესაბამისად, ჭიანურდება მიმართვა საქმის ქვემდებარეობით გადაცემაზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ საქმის მასალების გაცნობისა და საქმის გადმოცემის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა. დანაშაულის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება ეფექტიანი გამოძიების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. სამწუხაროდ, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა სხვადასხვა უწყებიდან დანაშაულის ნიშნების შემცველი შეტყობინება ან/და სისხლის სამართლის საქმე დაგვიანებით იგზავნება, რაც შემდგომში ართულებს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის პირველადი და აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დანაშაულის შესახებ შეტყობინებებისა და მისი ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეების დროულად მიღებისთვის, აუცილებელია დამატებითი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა. შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია ყველა უწყებას/პირს უნდა ავალდებულებდეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია სამსახურს, ასევე აცნობონ მის ქვემდებარე დანაშაულზე გამოძიების დაწყების ან/და მიმდინარეობის შესახებ. 192 დაზარალებულის ინტერესების სათანადოდ დაცვისა და ეფექტიანი გამოძიებისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ მსხვერპლებს ხელი მიუწვდებოდეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე. მოქმედი კანონმდებლობა გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს საპატიმრო დაწესებულებებში მყოფ პირებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის განკუთვნილ კორესპონდენციასა და სატელეფონო ზარებზე. მნიშვნელოვანია ამ ბარიერის აღმოფხვრა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით, რათა დაზარალებულმა დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს მიმართოს სამსახურს. პენიტენციურ დაწესებულებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორში დაუბრკოლებლად შესვლა მოქმედი კანონით, პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესასვლელად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა სჭირდება. ნებართვის მოპოვება ზოგჯერ დროში ჭიანურდება (რამდენიმე საათი, ზოგჯერ მთელ დღე). ეს ბარიერი ქმნის რისკს, რომ დაწესებულების თანამშრომლები მტკიცებულებათა გადამალვას და განადგურებას შეეცდებიან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატია კანონით განსაზღვრული კონკრეტული დანაშაულების გამოძიება, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებშია ჩადენილი. მათ შორის, ისეთი დანაშაულის, რომელსაც პირის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. მსგავსი დანაშაულების გამოძიება საჭიროებს პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებებს, რიგ შემთხვევებში, გადაუდებლად. ნებისმიერი დაყოვნება ქმნის რისკს, რომ გამოძიების შედეგით დაინტერესებული სამსახურის ადმინისტრაცია მნიშვნელოვან მტკიცებულებებს გადამალავს ან გაანადგურებს. ეფექტიანი გამოძიებისათვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად, სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლა კანონმდებლობით ჰქონდეთ გარანტირებული. აღსანიშნავია, რომ „პატიმრობის კოდექსის“ მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილით, ამ უფლებით სარგებლობენ პროკურატურის საამისოდ უფლებამოსილი პირები, სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები. მათი დაშვების მიზანი - ეფექტიანი ბრძოლა არასათანადო მოპყრობასთან - პრაქტიკულად უთანაბრდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშვების მიზანს. 193 სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებზე მოწმეთა დაცვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მოწმის, ასევე დაზარალებულის როლი სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტიანობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა მოწმეთა სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვა შესაძლო დაშინებისა თუ მუქარისაგან. 194 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალურ ღონისძიებებსა და მათი აღსრულების მექანიზმს. თუმცა, ისინი არ არის მორგებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა სპეციფიკაზე. კერძოდ, სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეთა აბსოლუტური უმრავლესობა შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს. პროცესის მონაწილე დაცვას ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისგან. ამ დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, დაცვის სპეციალური ღონისძიების აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, საპროცესო კოდექსში მოცემული დაცვის არცერთი სპეციალური ღონისძიება არ არის მორგებული პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პროცესის მონაწილის დაცვაზე. პრაქტიკაში სამსახურს მიუმართავს პენიტენციური დაწესებულებისთვის პატიმრის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნით და ეს თხოვნა გაუთვალისწინებიათ, თუმცა ეს პენიტენციური დაწესებულების სურვილზეა დამოკიდებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მოხელეთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე მოწმეთა დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა და მისი საკანონმდებლო რეგულირება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკა მოწმეთა დაცვის ღონისძიებებთან მიმართებით. სამსახური მუშაობს წინადადებაზე ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით. 15. დასკვნები გადადგმული ნაბიჯების პარალელურად, 2020 წელს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რა საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს პარლამენტმა, სამართალდამცავმა ორგანოებმა და სხვა საჯარო უწყებებმა, კერძო დაწესებულებებმა თუ თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიებისათვის, თუ დანაშაულს მოხელეები ჩაიდენენ. აღნიშნული მიზნებისათვის საჭიროა: • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელი იყო პირველი, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო უფლებამოსილებით მთელი წლის განმავლობაში იმუშავა. სამსახური ძალისხმევას არ იშურებდა გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის. ინფიცირების საფრთხის პირობებში, საგამოძიებო დეპარტამენტმა 24 საათიან რეჟიმში იმუშავა და პანდემიით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, შემჭდროებულ ვადებში შეძლო გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. ამასთან, შეიქმნა ოპერატიული სამმართველო; დაინერგა სტაჟირების სისტემა; სამსახურის ექსპერტები აღიჭურვნენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კრიმინალისტიკური ტექნიკით; შეიქმნა არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო ოთახი; არასრულწლოვანთა გამოკითხვის ყველა პროცესში ჩაერთო ფსიქოლოგი; გამომძიებელთათვის შემუშავდა გამოძიების ეფექტიანობის თვითშეფასების კითხვარი და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტები; კანონმდებლობისა და პრაქტიკული საქმიანობის დასახვეწად ჩატარდა კვლევები; გამომძიებელთა გასაძლიერებლად გაიმართა არაერთი ტრენინგი; ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე, განთავსდა საინფორმაციო ბროშურები დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში; დაინერგა ელექტრონული პროდუქტები; შედგა თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროსთან ადამიანის წამების, არაადამიანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის თუ დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ინსტიტუციური დამოუკიდებლობა - სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის ცალკეულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიებისთვის, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უწყებას კანონით უნდა ჰქონდეს მინიჭებული დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა სამსახურს პრაქტიკული დამოუკიდებლობის საკმარის გარანტიებს ვერ უქმნის. პრაქტიკული შედეგი არ მოაქვს სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან განსხვავებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მინიჭებულ გარკვეულ უფლებამოსილებებს (მაგალითად, უფლება, 195 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მიმართოს პროკურორს დასაბუთებული წინადადებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობაზე). შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტების გარეშე მუშაობს დანაშაულების გამოძიებაზე, რომლებიც დიდი საკანონმდებლო და ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ჩაიდინეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა სწრაფი და ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, უპირველეს ყოვლისა, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით. ასევე, აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ისეთი ქმედითი მექანიზმებით აღჭურვა, რომლებიც შეამცირებს მის დამოკიდებულებას სხვა უწყებათა გადაწყვეტილებებზე და უფრო ეფექტიანს გახდის მტკიცებულებათა მოპოვების პრო- 196 ცესს (მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად შესვლა, შესაძლო დანაშაულების შესახებ ინფორმაციის დროულად მოწოდების საკანონმდებლო ვალდებულება, სამსახურის მიერ გაგზავნილი წერილების განხილვისთვის შემჭიდროებული ვადის დადგენა და ა.შ.). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პასუხობს ანგარიშში მოცემული გამოწვევების დიდ ნაწილს. სამსახური გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი, რომელმაც მიიღო ამ სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება, გადადგამს ქმედით ნაბიჯებს მისი გაძლიერებისთვის, განვითარებისა და რეალურ დამოუკიდებელ მექანიზმად ჩამოყალიბებისთვის. • შესაძლო დანაშაულების შესახებ შეტყობინებათა მოწოდება - შეტყობინებათა ნაწილი შესაძლო დანაშაულების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არ იგზავნება დაუყოვნებლივ (არც სახელმწიფო უწყებებიდან, არც მოქალაქეებისგან). ეს აფერხებს გამოძიების დროულად დაწყებას, საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებას და ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილებას. • მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება - სახელმწიფო უწყებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოთხოვნილ ინფორმაციას არ აწვდიან შემჭიდროებულ ვადებში, რაც რიგ შემთხვევებში იწვევს იმ მტკიცებულებათა განადგურებას (მაგალითად, ვიდეოჩანაწერების წაშლას შენახვის ვადის გასვლის გამო), რომელთა მოპოვების საფუძველი სწორედ მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა გახდეს. • ვიდეოჩანაწერების მოწოდება - სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისას, სამსახურისათვის არსებითი ნეიტრალური მტკიცებულებაა ვიდეოჩანაწერები. სამწუხაროდ, სავარაუდო დანაშაულის ადგილზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერები სამსახურს შეფერხებით მიეწოდება. ერთადერთი დანაყოფი, რომელმაც საგამოძიებო დეპარტამენტს ყველა მოთხოვნილი ჩანაწერი დროულად მიაწოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტია. მაღალია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, კერძო პირებიდან და კერძო დაწესებულებებიდან ჩანაწერების მოწოდების მაჩვენებელი (87%). შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებიდან მათი მოწოდება არ ხდება სრულყოფილად. დაბალია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამხრე კამერებისა და პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების მოწოდების მაჩვენებელი (სამხრე კამერების ჩანაწერების • სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება - 2020 წელს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით, შემცირდა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ვადები. არის ცალკეული შემთხვევები, როცა ექსპერტიზის დასკვნების მოწოდება თვეობით გვიანდება. შესაბამისად, სამსახურები აგრძელებენ ამ საკითხზე კოორდინაციას კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, თუმცა კვლავ უდიდეს პრობლემად რჩება კომისიური სამედიცინო ქსპერტიზების ჩატარება. • საზოგადოების ცნობიერება - სამსახურმა უნდა განაგრძოს მუშაობა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად მისი საქმიანობისა და საგამოძიებო ფუნქციების შესახებ. სამწუხაროდ, სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის შემთხვევაში, კვლავ ბევრი მოქალაქე მიმართავს იმავე უწყებას და არა პირდაპირ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. • ინფრასტრუქტურა - უწყებას არ აქვს რეგიონული ოფისები, რაც მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სამსახურის ძალისხმევით, საგამოძიებო დეპარტამენტს ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებისათვის გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. თბილისში საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო დღემდე განთავსებულია იჯარით აღებულ კერძო საკუთრებაში, რაშიც სამსახური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იხდის სოლიდურ თანხას - 198 240 აშშ დოლარს. 2020 წლის სექტემბერში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე საჯარო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მოწოდების მაჩვენებელი - 41%, პოლიციის განყოფილებებში განთავსებული კამერების ჩანაწერების მოწოდების მაჩვენებელი - 48%). ამ დროს სავარაუდო მსხვერპლთა 40% დანაშაულის ჩადენის ადგილად მიუთითებს ქუჩას, 31% შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობას, 26% - პოლიციის ავტომანქანას. 197 რეესტრის ყოფილი შენობა. მისი ფართი და მდებარეობა უზრუნველყოფს სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა შენობა საჭიროებს სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მიმდინარე წელს კი სამსახურს ბიუჯეტიდან საკმარისი სახსრები არ გამოეყო. ამიტომ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მრავალწლიანი ტენდერი გამოცხადდა. სამსახურისთვის კვლავ პრობლემურია რეგიონული ოფისების არარსებობა კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში, რაც ართულებს საგამოძიებო მოქმედებებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 198 გამომძიებელთა რაოდენობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამომძიებელთა რაოდენობა მცირეა. 2020 წელს სამსახურმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა წინადადება საშტატო რიცხოვნობის გაზრდის შესახებ, მაგრამ მათი რაოდენობა კვლავ უცვლელია. რეგიონული ოფისების არარსებობის გამო, გამომძიებლებს ხშირად უწევთ გადაადგილება, რაც ფინანსურ დანახარჯებს იწვევს. ამასთან, ხელს უშლის სამუშაო დროის გამოყენებას საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე. 06 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურა და ადამიანური რესურსები 199 1. სამსახურის რეორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე არსებული ამოცანებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, 2020 წლის დასაწყისში განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო სამსახურის ეფექტიანობის გაზრდა. რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა ცალკეული სტრუქტურული ერთეულების ინსტიტუციური მოწყობა. დამოუკიდებელ დეპარტამენტებად ჩამოყალიბდა კერძო და საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტები და, დღეის მდგომარეობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის სამი დეპარტამენტი, სფეროების მიხედვით: სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი, კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი და საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი. პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე მონიტორინგის ასეთი სექტორული მიდგომა ხელს უწყობს შესაბამის სფეროში თანმიმდევრული მიდგომების ჩამოყალიბებას, ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას და განსახორციელებელი ღონისძიებების სტრატეგიულ დაგეგმვას. ასევე ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა ოპერატიული სამმართველო, რომლის ძირითად ფუნქციად განისაზღვრა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა და „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. რეორგანიზაციის ფარგლებში, დეპარტამენტებს შორის ფუნქციები მკაფიოდ გაიმიჯნა ისეთი მიზნებით, როგორიცაა: შესაძლო დუბლირებების თავიდან აცილება, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამარტივება, ბიუროკრატიის შემცირება, მართვის ეფექტიანობა და მომსახურების ხარისხის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში არ გათავისუფლებულა სამსახურის არცერთი თანამშრომელი. 200 2. სამსახურის სტრუქტურა 2020 წელს სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურა ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: სახელმწიფო ინსპექტორი ეკონომიკური დეპარტამენტი ინსპექტორის მოადგილე საგამოძიებო დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტი ინსპექტორის მოადგილე გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი იურიდიული დეპარტამენტი აღმოსავლეთის სამმართველო დასავლეთის სამმართველო ოპერატიული სამმართველო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ინსპექტორის პირველი მოადგილე მრჩეველი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი 201 3. ადამიანური რესურსები 2020 წლის მდგომარეობით, სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 125 საშტატო ერთეულით. 2020 წლის დასასრულს სამსახურში დასაქმებული იყო 102 პირი, რომელთაგან 43 იყო ქალი, ხოლო 59 კაცი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 აღსანიშნავია, რომ მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული 18 თანამშრომლიდან 10 იყო ქალი, ხოლო 8 - კაცი. თანამშრომელთა გადანაწილება გენდერულ ჭრილში კაცი 57% 45% 55% 43% საერთო რაოდენობა 202 ქალი მენეჯერული პოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიზნად ისახავს, ჰყავდეს პროფესიონალი კადრები, რადგან დაწესებულების წარმატებას სწორედ ასეთი თანამშრომლები განაპირობებენ. ყველა პოზიციაზე, მათ შორის, მენეჯერულ თანამდებობაზე, თანამშრომელთა შერჩევის ერთადერთი გზა არის რამდენიმეეტაპიანი კონკურსი. სამსახური 2020 წელსაც ზრუნავდა მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვაზე. კონკურსი ჩატარდა 30 ვაკანტურ თანამდებობაზე. შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, საკონკურსო კომისიაში ჩართულნი იყვნენ მოწვეული პირები, მათ შორის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები. 2020 წელი გამორჩეული იყო დაწესებულების თანამშრომელთა კარიერული განვითარებისა და დაწინაურების თვალსაზრისით. გამოცხადდა რამდენიმე შიდა კონკურსი, 4. თანამშრომელთა უსაფრთხოება პანდემიის პირობებში ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელების მასშტაბმა მთელი რიგი პრობლემები წარმოშვა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, შრომით ურთიერთობებში. ერთი მხრივ, დღის წესრიგში დადგა უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, სამსახურის სამუშაო პროცესების შეუფერხებლად და ეფექტიანად წარმართვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 რომელთა საფუძველზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაწინაურდა 10 მაღალკვალიფიციური და მოტივირებული თანამშრომელი (მათ შორის, სამმართველოსა თუ დეპარტამენტის უფროსებად და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებად). პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილედ დაინიშნა მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ჰქონდა ამ სამსახურში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სამუშაო პროცესი არ შეუჩერებია. შეუფერხებელი მომსახურების პარალელურად, გატარდა ღონისძიებები თანამშრომელთა ინფიცირების პრევენციისათვის, ასევე, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დასაცავად: კერძოდ, გაანალიზდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თანამშრომელთა ინფიცირების საფრთხეები; სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე ან/და დაწესდა მორიგეობა წინასწარ დადგენილი გრაფიკით; განისაზღვრა სამსახურში დასაქმებულ პირთა წრე, რომლებიც 203 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 პროფესიულ უფლებამოსილებას ვერ განახორციელებდნენ დისტანციურ რეჟიმში; შემუშავდა „ახალი კორონავირუსით (Covid -19) გამოწვეული ინფექციური დაავადებების მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა (საგანგებო სიტუაციების გეგმა)“; სამსახურის ადმინისტრაციული შენობები აღიჭურვა შესაბამისი დამცავი საშუალებებით და ინვენტარით; სამუშაო ადგილები ინტენსიურად მუშავდებოდა სველი წესით და სადეზინფექციო მეთოდებით; სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას თანამშრომლები უზრუნველყოფილნი იყვნენ აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; თვალსაჩინო ადგილებზე გამოიკრა ვირუსული ინფექციისა და მისი გავრცელების პრევენციისათვის დასაცავი წესები; თანამშრომელთა ინფორმირების მიზნით, მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები. გატარებული ზომების შედეგად, სამსახურმა, შეუფერხებელი მუშაობის პარალელურად, შეძლო თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვაც. არ დაფიქსირებულა სამუშაო ადგილზე ვირუსით ინფიცირების არცერთი ფაქტი. 5. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო შრომით ურთიერთობებში კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობისა და ნდობის პრინციპების დასამკვიდრებლად, 2020 წელს შეიქმნა თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა განმხილველი საბჭო - სახელმწიფო ინსპექტორისგან დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო. საბჭო დისციპლინური გადაცდომისა და წახალისების საკითხებზე რეკომენდაციებს წარუდგენს სახელმწიფო ინსპექტორს და გადაწყვეტილებებს იღებს თანამშრომელთა შეფასებასთან დაკავშირებულ საჩივრებზე. საბჭოს ხელმძღვანელობს სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე. მის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედიან სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართუ- 204 ლებით; ასევე, გენერალური ინსპექციის, ადმინისტრაციული, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტების უფროსები. სახელმწიფო ინსპექტორმა 2020 წლის განმავლობაში სამსახურის 18 თანამშრომელი წაახალისა. მათ შორის, 12-ს გამოუცხადა მადლობა და 6-ს ვადაზე ადრე მიანიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება. ყველა ეს საკითხი განიხილა საბჭომ, რომლის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებები სახელმწიფო ინსპექტორმა სრულად გაიზიარა. რაც შეეხება დისციპლინურ პასუხისმგებლობას, 2020 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა სამსახურის ერთ თანამშრომელს, საბჭოს მიერ წარდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში თანამშრომელთა პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია. უწყება პანდემიის პირობებშიც ზრუნავდა თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთათვის ჩატარდა 33 სასწავლო აქტივობა, რომელთა ფარგლებშიც გადამზადება გაიარა 370-ზე მეტმა მსმენელმა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზების მიზნით, სამსახურის თანამშრომლები გადამზადდნენ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციისა (GDPR) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტების თემებზე. HELP-ის დისტანციური პლატფორმის მეშვეობით, თანამშრომლებმა გაიარეს 7-თვიანი სწავლება პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე. კურსი საქართველოში პირველად დაინერგა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში და მისი მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ქართველ პრაქტიკოს იურისტთა კვალიფიკაციის ამაღლება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 6. ადამიანური რესურსების განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიათა განვითარებით წარმოშობილი გამოწვევების კვალდაკვალ, თანამშრომლები გადამზადდნენ ხელოვნური ინტელექტისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე. 205 არაერთი სასწავლო აქტივობა ჩატარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაზრდის, მაღალი ხარისხის გამოძიების ჩატარებისა და გამოძიების პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით. საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს შემდეგი თემატური მიმართულებებით: სიცოცხლის უფლების დაცვა და ეფექტიანი გამოძიება, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, დაზიანებათა დოკუმენტირება სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სხვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 გამოძიების პროცესში ევროპული სტანდარტების ეფექტიანად გამოყენებისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები და სხვა მიმართულების თანამშრომლები, ევროპის საბჭოს HELP-ის დისტანციური სწავლების ფარგლებში, ორ სასწავლო პროგრამაში ჩაერთნენ: „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის სტანდარტები“ და „არასათანადო მოპყრობის თაობაზე სამართალდამცავი, უსაფრთხოებისა და სხვა იძულებითი ზომების გამოყენება“. წამების აღკვეთის კომიტეტის (CPT) სტანდარტების კურსის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს კომიტეტის ძირითადი სტანდარტები თავისუფლების აღკვეთის ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, ესენია: პოლიციის განყოფილებები, საპყრობილეები, მიგრანტთა დაკავების ადგილები, ფსიქიატრიული და სოციალური მზრუნველობის დაწესებულებები. არასათანადო მოპყრობის აკრძალვის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ პროგრამა საქართველოში პირველად დაინერგა და მოიცავს შემდეგ საკითხებს: არასათანადო მოპყრობის დეფინიციები და აკრძალვის ფარგლები; თავისუფლებააღკვეთილ პირთა პატიმრობისა და მკურნალობის პირობები; ძალის გამოყენება, როგორც ფიზიკური შეზღუდვის საშუალება; არასათანადო მოპყრობისგან დაცვის პროცედურული გარანტიები; ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და სხვა. ორივე პროგრამა რამდენიმეთვიან ინტენსიურ სწავლებას მოიცავს, რაშიც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულნი არიან მოსამართლეები, პროკურორები და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები. არასრულწლოვანთა უფლებების დასაცავად და არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე ორიენტირებული გამოძიების ჩასატარებლად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებმა გაიარეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზებული კურსი. თანამშრომლები ასევე გადამზადდნენ გენდერული თანასწორობის, საჯარო სამსახურში მართვისა და ლიდერობის, ასევე, სამართლებრივი წერის საკითხებზე. 206 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 207 208 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 07 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 თანამშრომლობა 209 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას სხვა სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, სახალხო დამცველის აპარატსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უწყება არ იშურებს ძალისხმევას, რომ კარგი პარტნიორი იყოს ყველა გარე აქტორისთვის და თავისი რესურსებით მაქსიმუმი გააკეთოს მათთან ურთიერთობის პროცესში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 1. საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობა სამსახური თანამშრომლობდა საჯარო დაწესებულებებთან, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ასევე საგამოძიებო მიმართულებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ამ დაწესებულებებთან თანამშრომლობა წარიმართა როგორც პრევენციის, ასევე შემოწმების ეტაპზე. პრევენციის ეტაპზე თანამშრომლობა გულისხმობდა ზეპირი/წერილობითი კონსულტაციების გაწევას, შიდა რეგულაციების (ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების) ექსპერტიზასა და ტრენინგების ჩატარებას; ინსპექტირების ეტაპზე თანამშრომლობის ფარგლები მოიცავდა დოკუმენტების გამოთხოვას, ადგილზე შემოწმებასა და დაწესებულებების თანამშრომელთათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევას. სამსახური მიესალმება ფაქტს, რომ საჯარო დაწესებულებები ზოგჯერ თვითონ არიან თავიანთ სისტემაში შემოწმების ჩატარების ინიციატორები და ასევე, უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების დანიშვნას, რათა უზრუნველყონ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მიმართულებით თანამშრომლობა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან, რომელთანაც უწყებამ 2020 წელს გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მისი ერთ-ერთი მიზანია განათლების სფეროში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის გაუმჯობესება. მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, ინსპექტორის სამსახურმა მანდატურის სამსახურთან ითანამშრომლა როგორც შემოწმების ჩატარების, ასევე შიდა ნორმატიული აქტების მოწესრიგების ფარგლებში. შეთანხმების მხარეები აგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას სისტემური ცვლილებებისთვის, რაც ასევე მოიცავს ზრუნვას განათლების სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხარისხზე. 2020 წელი აქტიური იყო საჯარო უწყებათა სასწავლო და პროფესიული განვითარების ცენტრებთან თანამშრომლობის კუთხითაც. ამ სექტორის 20-ზე მეტ სასწავლო დაწესე- 210 ბულებასა და პროფესიული განვითარების ცენტრთან გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომელთა მიზანი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სწავლების მდგომარეობის გაცნობა, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და კოორდინაციის გაზრდა. აღნიშნულ შეხვედრებს წინ უძღოდა სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზი, რომლითაც გამოიკვეთა, რომ საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციისა და ცნობიერების ასამაღლებლად. არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, შეხვედრის მონაწილეებთან შედგა შეთანხმება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალური მოსამზადებელი კურსების დანერგვა, არსებული სასწავლო პროგრამების განახლება, საჯარო მოხელეთა განგრძობადი გადამზადება, ტრენერთა რესურსის გაძლიერება და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. საგულისხმოა, რომ სასწავლო დაწე- რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, სამსახური ამ პროცესში ძირითადად თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც (1) ცნობიერების ამაღლების და პრევენციის, ასევე (2) გამოძიების ეტაპზე. პირველის კარგი მაგალითია შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის იზოლატორსა და იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობა. კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსდა სამსახურის საინფორმაციო ბროშურები, დაკავებულ და პატიმრობაში მყოფ პირთა ცნობიერების ასამაღლებლად. სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ ეფექტიანად ითანამშრომლეს „ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის“ შემუშავებაზე. რაც შეეხება გამოძიებას, ამ პროცესში სამსახურს ხშირი კომუნიკაცია აქვს ორგანოსთან, რომლის თანამშრომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე. გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესაძლო დანაშაულის შეტყობინების, ასევე, გამოძიების დაწყებისას მტკიცებულებათა მოწოდების პროცესში, დეტალური ინფორმაცია მოცემულია ანგარიშის შესაბამის თავში: „სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება“. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სებულებებსა და ტრეინინგცენტრებთან თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გათვალისწინებული რეკომენდაცია გახლდათ, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ცნობიერების ამაღლებას. 211 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2. კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა აქტიური იყო თანამშრომლობა კერძო დაწესებულებებთან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფარგლებში, როგორც პრევენციის, ასევე შემოწმების ეტაპზე. კერძო სექტორი ორიენტირებულია სამსახურთან თანამშრომლობასა და მონაცემთა დაცვის ხარისხის გაზრდაზე. უწყებას ხშირად მომართავდნენ კერძო დაწესებულებები სხვადასხვა საკითხზე ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის მოთხოვნით, მათ შორის, ახალი ელექტრონული პროდუქტების დანერგვის ეტაპზეც. თანამშრომლობის კარგი მაგალითი იყო საბანკო სექტორსა და საქართველოს საბანკო ასოციაციასთან კოორდინაცია. საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, სამსახურს ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა კერძო დაწესებულებათა წარმომადგენლებთან, შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე შემოწმების მიზნით. სამსახურის ინიციატივით, მონაცემთა დამმუშავებელმა დიდმა ორგანიზაციებმა გამოყვეს პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირები, რომელთა საშუალებითაც სამსახური კერძო სექტორთან გეგმავს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივ ღონისძიებებს. 3. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა სტუდენტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2020 წელს სამსახურმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. გაიმართა შეხვედრა 13 კერძო და საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თბილისსა და რეგიონებში. ასევე, სამსახურმა 20-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სწავლების კუთხით. 212 გამართული შეხვედრებისა და მოწოდებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ პერსონალური მონაცემების დასცვასთან დაკავშირებული საკითხები, დამოუკიდებელი დისციპლინის სახით, უმაღლესი სასწავლებლების მხოლოდ ნახევარში ისწავლება და ყველა შემთხვევაში ის არჩევითი დისციპლინაა. ამასთან, არცერთ უმაღლეს სასწავლებელში დამოუკიდებელ დისციპლინად არ ისწავლება სამსახურის საგამოძიებო მიმართულებასთან დაკავშირებული საკითხები და ისინი (სამოხელეო დანაშაულები და მათი გამოძიების მეთოდიკა) სხვა მომიჯნავე საგნების ფარგლებშია დაფარული. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეთანხმდა შესაბამისი მიმართულებებით ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა და არსებული პროგრამების გაუმჯობესება. ასევე, გამოითქვა ერთობლივი კვლევითი 2020 წელს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან სეუ-თან თანამშრომლობით ჩატარდა ერთობლივი პროექტი - ესეების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა ყველა უმაღლესი დაწესებულების სტუდენტს შეეძლო. ესეს კონკურსის თემად შემდეგი საკითხები შეირჩა: სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცვა დისტანციური სწავლებისას, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების ინტერნეტში გაზიარების საფრთხეები, COVID-19 პანდემიის გავლენა ჯანმრთელობის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე, ონლაინ მომსახურებისას პერსონალურ მონაცემთა დაცვა, არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვა და მონაცემთა უსაფრთხოება. კონკურსში მონაწილეობა 60-მდე სტუდენტმა მიიღო, რომელთა ნაშრომები სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ორმხრივმა კომისიამ შეაფასა. კონკურსის დასასრულს დაიგეგმა ონლაინ კონფერენცია გამარჯვებული კონკურსანტების მონაწილეობით. წარმატებული მონაწილეების ესეები ბეჭდური სახით გამოიცემა, ხოლო საუკეთესო 3 სტუდენტი ორთვიან სტაჟირებას ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გადის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 და ანალიტიკური საქმიანობის, სტუდენტური თუ საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტების, სასერტიფიკატო კურსებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების განხორციელების ორმხრივი სურვილი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაიგეგმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საჭირო კონკრეტული აქტივობები, რომლებიც 2021 წლიდან განხორციელდება. 2020 წელს, ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში (AI) ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, 2021 წლიდან სამსახურსა და უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობით, სვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობები განხორციელდება. 213 4. სახალხო დამცველთან თანამშრომლობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან. 2020 წლის დასაწყისში, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატთან გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და გამოწვევები, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები. 2020 წელს, რეგიონული ღონისძიებების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ასევე სახალხო დამცველის აპარატის ადგილობრივ წარმომადგენლებთან. მათ მიეწოდათ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობისა და ამ პროცესში გამოვლენილი გამოწვევების შესახებ. შეხვედრებზე განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები. სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უფრო ხშირად მომართავდა საგამოძიებო ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოვიდა 124 წერილი, რომელთაგან 21 იყო შეტყობინება სავარაუდო დანაშაულის შესახებ, 97 წერილი მოითხოვდა ინფორმაციას კონკრეტულ ფაქტებზე განხორციელებული რეაგირების შესახებ, 5 შეეხებოდა სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას, ხოლო 1 იყო სახალხო დამცველის მოსაზრება წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეში მოწმის ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობის შესახებ. სამსახური სახალხო დამცველის აპარატს თითოეულ მომართვაზე აწვდიდა ამომწურავ ინფორმაციას მის წარმოებაში არსებულ საქმეებსა და მათ მიერ მოთხოვნილ სტატისტიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სახალხო დამცველის აპარატმა მომართა პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო არაკანონიერი დამუშავების 5 ფაქტზე. 214 5. არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 2020 წელს, რეგიონულ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს. მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ინსპექტორის სამსახურის საქმიანობაზე, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 2020 წელს მჭიდრო თანამშრომლობა შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა (EMC) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI). ჩატარდა კვლევა, რომელიც შეისწავლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობას, გამოავლენს გამოწვევებს საგამოძიებო ფუნქციების შესრულებისას და, შედეგად, მოამზადებს რეკომენდაციებს. სამსახური დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მისი საქმიანობის შეფასებას გარე აქტორების მიერ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამოქალაქო საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, სამსახურმა შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათ 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. სამსახურმა მოისმინა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებები და რეკომენდაციები მისი საქმიანობის შესახებ. ამასთან, 2020 წლის ბოლოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ერთობლივ პროექტს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელშესაწყობად. კერძოდ, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდა თაობის განვითარებას. დაგეგმილია კვლევების, თემატური პუბლიკაციების, ბუკლეტებისა და ვიდეორგოლების მომზადება. საინფორმაციო მასალები მომზადდება ეთნიკურ უმცირესობათა ენებზეც და შშმ პირების საჭიროებების გათვალისწინებით. სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდება კონკურსები, მათ შორის, იმიტირებული სასამართლო პროცესები. პროექტი ასევე 215 მოიცავს სამსახურის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებას და სხვადასხვა სექტორში მონაცემთა დაცვის ხარისხის ამაღლებას. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა ასევე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში. 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 29 წერილი, რომელთაგან 7 იყო შეტყობინება სავარაუდო დანაშაულის ჩადენაზე, 8 წერილით მოთხოვნილი იყო ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებისა და სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, 9 წერილით - სტატისტიკური ინფორმაცია, 2 წერილით - სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარე სისხლის სამა- 216 რთლის საქმეზე მოპოვებული ვიდეოჩანაწერებისა და ექსპერტიზის დასკვნის გადაცემა, ხოლო 3 წერილით - შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გამოსაძიებლად გადაცემა. სამსახური უზრუნველყოფდა სავარაუდო მსხვერპლის ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატის გამოძიების პროცესში ჩართულობას. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო არაკანონიერი დამუშავების შესახებ მომართვას, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მომართეს 15 ფაქტზე. მომართვები ძირითადად პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროებას შეეხებოდა. 08 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საერთაშორისო ურთიერთობები 217 1. საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკული საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია სამსახურის მნიშვნელოვანი ძირითადი პრიორიტეტია. 218 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა საქართველოში დაამკვიდროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი და ეფექტიანი გამოძიების პროცესი. სამსახური აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, მათ შორის აღსანიშნავია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი. სამსახური, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩაერთო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მომავალი (2021-2027წწ.) დღის წესრიგის პროექტის შემუშავების პროცესშიც. 2020 წელს შეხვედრები გაიმართა საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი პროექტების წარმომადგენლებთან, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებული პროექტების შედეგების განხილვისა და სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის მიზნით. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ერთობლივ შეხვედრაზე უმასპინძლა და საქმიანობის 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 219 220 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2. საერთაშორისო ვიზიტები საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, სამსახური ინტენსიურად იკვლევდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა თუ კანონმდებლობას და ნერგავდა ყოველდღიურ საქმიანობაში. 2020 წელს ევროპის საბჭომ ასევე უმასპინძლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების წარმომადგენლებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს: საქართველოს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სტანდარტები; საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება; გამოძიების პროცესში დისკრიმინაციული მოტივის გამოვლენა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ევროპის საბჭოს სხვადასხვა კომიტეტისა და ინსტიტუტის საქმიანობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია სტრასბურგს. იგი შეხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს დუნია მიატოვიჩს, ევროპის საბჭოს საზოგადოებრივი ინფორმაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორს იან კლაისენს, ასევე, პერსონალურ მონაცემთა განყოფილების წარმომადგენლებს, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განიხილეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ასევე საგამოძიებო მიმართულებით. ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა სამსახურის მიმართ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტისა და სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობაზე. 221 222 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 223 3. მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ქვეყნის სახელით სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობდა. მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის (GPA) სხდომებსა და ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის საკითხზე მომუშავე სპეციალური კომიტეტის (CAHAI) სამუშაო შეხვედრებზე. ხელოვნური ინტელექტის საკითხზე მომუშავე სპეციალური კომიტეტი (CAHAI), რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შექმნა, შეაფასებს ხელოვნური ინტელექტის განვითარების, შექმნისა და გამოყენების საერთაშორისო დონეზე რეგულირების საჭიროებას. 224 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ასევე აქტიურად ჩაერთო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის მიერ შექმნილ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში. სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დაცვის უფლებები და სხვა აქტუალური მიმართულებები. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორგანიზატორი უწყების სტატუსით მონაწილეობდა მონაცემთა დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმის - ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების საგაზაფხულო კონფერენციის - სამუშაო ჯგუფში. 4. COVID 19-ის პანდემია და საერთაშორისო თანამშრომლობა 2020 წელს COVID 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო საზოგადოება უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე დააყენა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით. საერთო გამოწვევების ეფექტიანად დაძლევისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად გაერთიანდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში. პანდემიის გათვალისწინებით, 2020 წელს, „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის სხდომა ონლაინ ფორმატში პირველად ჩატარდა. აღნიშნულ სხდომებზე განიხილებოდა 108-ე კონვენციის დამატებითი ოქმის ხელმოწერასა და რატიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მონაცემთა დაცვის ჭრილში შემდეგ საკითხებზე: სახის ამომცნობი სისტემები, პროფილირება, მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემა სამართალდამცავი სექტორისთვის, მონაცემთა დაცვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მონაცემთა დამუშავება და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებთან თანამშრომლობა პოლიტიკური კამპანიების ფარგლებში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად ჩაერთო ისეთ საერთაშორისო ფორმატებში, როგორიცაა: ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო, ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭო, 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტი და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეა. სამსახური მონაწილეობდა კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებსა და ვებინარებში, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლა აქტუალურ საკითხებზე ციფრული პლატფორმების მეშვეობით. გარდა აღნიშნულისა, 2020 წელს COVID 19-თან დაკავშირებულ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემთა დაცვის საკითხებზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც მსოფლიოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები გაწევრიანდნენ. აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში საქართველოს სახელით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც აქტიურად ჩაერთო და სხვა ქვეყნების კოლეგა უწყებებს ეროვნულ დონეზე არსებულ გამოცდილებას უზიარებდა. ამასთან, მონაცემთა დაცვის სფეროში გამოიცა არაერთი ინსტრუქცია და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლებსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად 225 ითვალისწინებდა ეროვნულ დონეზე რეკომენდაციების მომზადებისას. აღნიშნული რეკომენდაციები შეეხებოდა: ჯანდაცვის დაწესებულებების, ასევე, დამსაქმებელთა მიერ დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა დამუშავებას; პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას დისტანციური შეხვედრებისა და სწავლებისას; სამსახურებრივი (პერსონალური) მონაცემების დაცვასა და უსაფრთხოებას დისტანციური მუშაობისას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 5. 108+ კონვენცია თანამედროვე მსოფლიოში ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას მრავალი გამოწვევა ახლავს. მათ დასაძლევად და კონვენციის ეფექტიანად დანერგვისათვის, ხელმომწერმა მხარეებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ 108-ე კონვენციის მოდერნიზება. მოდერნიზაციის პროცესი მისი მე-2 დამატებითი ოქმის მიღებით (108+ კონვენცია) დასრულდა, რომელიც ხელმოსაწერად 2018 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კვლავ აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მიერ 108+ კონვენციის ხელმოწერის პროცესის დაჩქარებას, რომლის ძალაში შესვლა მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ეროვნული კანონმდებლობის მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. 2020 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მომზადდა ექსპერტული მოსაზრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში 2019 წელს წარდგენილი კანონპროექტის შესაბამისობაზე „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავების ფიზიკური პირების დაცვის შესახებ კონვენციასთან“ (108+ კონვენცია). ასევე, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა დეტალურად განიხილეს კანონპროექტის თითოეული მუხლის შინაარსი, პრაქტიკაში მათ გამოყენებასა და აღსრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები, კანონის მიღებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კანონპროექტის 108+ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა აღნიშნული კონვენციის მეორე დამატებით ოქმს ხელს 2021 წელს მოაწერს. 226 6. საერთაშორისო შეთანხმებების ექსპერტიზა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განაგრძობს მონაწილეობას საქართველოს მიერ გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების სამართლებრივ ექსპერტიზაში. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექსპერტიზა ჩაუტარა 16 საერთაშორისო შეთანხმების პროექტს და გასცა 14 რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ გასაფორმებელ საერთაშორისო შეთანხმებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფისათვის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო სწავლების სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. სტუდენტებმა შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს. ისინი იკვლევდნენ ქვეყნის შიდა სამართლებრივ სისტემაში ადამიანის უფლებათა მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების იმპლემენტაციას. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატით, ახლად ამოქმედებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ფუნქციის სპეციფიკითა და ორგანიზაციის სამომავლო განვითარების ხედვით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 7. ჯონს ჰოპკინსის სტუდენტების ვიზიტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 227 228 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 09 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბიუჯეტი და მისი შესრულება 229 „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, სამსახურის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საჭირო ასიგნებები განისაზღვრება ცალკე კოდით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 8 მილიონ ლარს, ხოლო საშტატო რიცხოვნობა - 125 ერთეულს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მიზნით, სამსახურმა მხოლოდ მაღალი პრიორიტეტის პროექტები განახორციელა, მნიშვნელოვნად შეზღუდა თანამშრომელთა წახალისების მიზნით დანამატებისა და პრემიის/ ჯილდოს გაცემა, ასევე შეამცირა სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები. გარდა ამისა, 2020 წელს შეფერხებით მიმდინარეობდა კონკურსები სამსახურში ვაკანტური თანამდებობების დასაკომპლექტებლად. წარმოქმნილი ეკონომიის შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის წინადადების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამტკიცებული ბიუჯეტის შემცირება ერთი მილიონი ლარით. 2020 წლის ბიუჯეტის საკასო შესრულებამ შეადგინა 6.1 მლნ ლარი. № საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი დაზუსტებული გეგმა საკასო შესრულება 1 შრომის ანაზღაურება 3 630 000 3 363 810.36 2 საქონელი და მომსახურება 1 850 000 1 564 538.38 3 სოციალური უზრუნველყოფა 75 000 56 637.60 4 სხვა ხარჯები 95 000 48 051.83 5 არაფინანსური აქტივები 1 350 000 1 067 039.15 ჯამი 7 000 000 6 100 077.32 2020 წლის აგვისტოს თვეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ეფექტიანი ფუნქციონირების გაზრდის მიზნით, მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტის 10 500 000 ლარით განსაზღვრისა და საშტატო რიცხოვნობის 15 შტატით გაზრდის მოთხოვნით, თუმცა 2021 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 9 000 000 ლარით და საშტატო რიცხოვნობა დარჩა უცვლელი (125 ერთეული). 230 1. განხორციელებული შესყიდვები 2020 წლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების გეგმა განსაზღვრული იყო 2 483 600 ლარით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების უზრუნველყოფისთვის განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის: • აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმი) ადმინისტრაციული შენობის მოწყობა - მომზადდა სარემონტო-სარებალიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია და დაიწყო შესაბამისი სამუშაოები; ქ. თბილისში ადმინისტრაციული შენობის მოწყობა - მომზადდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია; • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმი) მდებარე ადმინისტრაციული შენობისთვის შესყიდული იქნა ავეჯი, სასერვერო ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების სისტემები; შესყიდული იქნა ასევე 12 ერთეული ავტომანქანა და ექსპერტ-კრიმინალისტებისთვის საჭირო კრიმინალისტიკური ინვენტარი. 2. გაცემული სარგო, დანამატები და ფულადი ჯილდოები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებზე (მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორსა და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეებზე) გაიცა თანამდებობრივი სარგო - 3 104 456.46 ლარის ოდენობით. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებზე დანამატის სახით გაიცა 243 744.01 ლარი, საიდანაც 172 018.36 ლარი გაიცა სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთათვის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დანამატის ფარგლებში, ხოლო 7 995.54 231 ლარი - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო დანამატის ფარგლებში. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებზე ჯილდო არ გაცემულა. რაც შეეხება, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, 2020 წელს 6 ასეთი თანამშრომლის შრომის ანაზღაურების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 72 575.46 ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 3. სატრანსპორტო საშუალებები 232 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბალანსზე 2020 წლის მდგომარეობით ირიცხებოდა 16 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომელთა ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 18 675.20 ლარი, ხოლო საწვავის ხარჯმა - 77 774.41 ლარი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქმიანობს ორი ქალაქიდან - თბილისიდან და ქუთაისიდან, რაც დაკავშირებულია თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრანსპორტირებასთან. 2020 წელს ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა დამატებით 12 ერთეული ავტომანქანის შესყიდვა, ვინაიდან არსებული სატრანსპორტო საშუალებები არ იყო საკმარისი სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის (აღნიშნული ავტომანქანები სამსახურს 2021 წელს მიეწოდა). 4. სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება 2020 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა 5 უძრავი ქონება. საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო განთავსებულია იჯარით აღებულ კერძო საკუთრებაში. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სარგებ- უძრავი ქონების ჩამონათვალი № დასახელება, მისამართი შენიშვნა მიზანი 1 ქ. თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. №7 სახელმწიფო საკუთრება, სარგებლობის უფლებით ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსებულია სამსახურის 7 დეპარტამენტი 2 ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. №9 კერძო საკუთრება, იჯარა ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსებულია საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო, ასევე სამსახურის 3 სხვა დეპარტამენტი 3 ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. №22 სახელმწიფო საკუთრება, სარგებლობის უფლებით ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსებულია საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველო 4 ქ. ბათუმი, მაზნიაშვილის ქ. №54 სახელმწიფო საკუთრება, სარგებლობის უფლებით ადმინისტრაციული შენობა, სადაც უნდა განთავსდეს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო 5 ქ. თბილისი, კოსტა ხეთაგუროვის ქ.№2/წმინდა ნიკოლოზის ქ. №2 სახელმწიფო საკუთრება, სარგებლობის უფლებით შენობა-ნაგებობა, სადაც სარემონტოსარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ იგეგმება სამსახურის თანამშრომელთა განთავსება 6 ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, გურამიშვილის ქ. №39 სახელმწიფო საკუთრება, სარგებლობის უფლებით შენობა-ნაგებობა, რომელიც სამსახურს გადმოცემული ჰქონდა საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედების მიზნით, თუმცა იგი საჭიროებს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ლობაში გადმოეცა ქ. თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა (სადაც განთავსებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), სადაც იგეგმება სამსახურის განთავსება. ვინაიდან აღნიშნული შენობა საჭიროებს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია. ამჟამად გამოცხადებულია მრავალწლიანი ტენდერი, რადგან სამსახურის 2021 წლის ბიუჯეტი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების დასაფარად საკმარისი არ არის. 233 5. სხვა ხარჯები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სატელეკომუნიკაციო (ადგილობრივი და საერთაშორისო სატელეფონო საუბრების) ხარჯები შეადგენს 19 200.33 ლარს. რეკლამის განთავსების ხარჯმა კი შეადგინა მხოლოდ 3193 ლარი. 6. დონორი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფინანსური დახმარება დონორი ორგანიზაციები აქტიურად ეხმარებოდნენ სამსახურს ტექნიკურ აღჭურვასა და ელექტრონული პროდუქტების დანერგვაში. დონორი ორგანიზაციის დასახელება დახმარების ფორმა გაწეული დახმარების ჩამონათვალი თანხის ოდენობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურო მატერიალური აქტივი სტაციონარული და მობილური რადიოსადგურები 103 685.88 ლარი ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) მატერიალური აქტივი კრიმინალისტიკური აღჭურვილობა და ინვენტარი 27 936.51 ლარი ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) არამატერიალური აქტივი სტატისტიკური მონაცემების შეგროვების პროგრამის შემუშავება 12 186 ლარი ჯამი: 234 143 808.39 ლარი 10 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამომავლო გეგმები 235 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აგრძელებს განვითარებას და დგამს ნაბიჯებს ეფექტიანობის ასამაღლებლად საქმიანობის სამივე მიმართულებით. 2020 წელს პანდემიით გამოწვეულმა მდგომარეობამ შეაფერხა დასახული გეგმების სრულყოფილად შესრულება. შესაბამისად, 2021 წელს, ახალ საჭიროებებთან ერთად, გაგრძელდება წინა წელს დაწყებული რამდენიმე პროექტი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების, სამსახურის განვითარებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს: • • მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტის შემუშავებას; კონსულტაციების გაწევის სტანდარტის შემუშავებას; • • • სამსახურის საქმიანობის შესაფასებლად კითხვარების შემუშავებას; სამსახურის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევას; საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრების, საჯარო ლექციებისა და მიზნობრივი საგანმანათლებლო პროექტების გამართვას, მათ შორის, რეგიონებში; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას; საჯარო უწყებათა სასწავლო ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას; შიდა კომუნიკაციის სისტემის დანერგვას; ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავებას; თანამშრომელთა სექსუალური შევიწროების აღმოსაფხვრელად შესაბამისი მექანიზმის შემუშავებას; სამუშაო აღწერილობებისა და შეფასების სისტემის დახვეწას; სამსახურში სტაჟირების სისტემის დახვეწას; თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭიროებათა კვლევას და მის ამაღლებაზე უწყვეტ ზრუნვას გამოვლენილი შედეგების შესაბამისად; სამსახურის არქივის სისტემატიზაციასა და დიჯიტალიზაციას; ინტრანეტის ქსელის განვითარების ტექნიკური ამოცანის შემუშავებას; დისტანციური სწავლების პლატფორმის შექმნასა და დანერგვას; სამსახურის საქმიანობაში ვიდეო-საკონფერენციო სისტემის დანერგვას; არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის პლატფორმის განვითარებას; მედიასთან აქტიურ კომუნიკაციას; სტრატეგიული საერთაშორისო პარტნიორების განსაზღვრას და მათთან თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავებას; საერთაშორისო ფორმატებში აქტიურ მონაწილეობას; დონორი ორგანიზაციების საკოორდინაციო მექანიზმის შექმნას. • • • • • • • • • • • • • • • • • 236 პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი დამუშავების ეფექტიანი კონტროლისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამატებით გეგმავს: საჯარო, სამართალდამცავ და კერძო ორგანიზაციებთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას; • საბაზისო თუ თემატური სასწავლო პროგრამებისა და დისტანციური ტრენინგკურსების შემუშავებას დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის, შიდა აუდიტის თანამშრომლებისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისა და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის; • ელექტრონული ბაზების შემქმნელ პირთა ცნობიერების ამაღლებას; • თემატური რეკომენდაციების შემუშავებას მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა პროცესის შესახებ; • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა თემატურ კრებულებზე მუშაობის გაგრძელებას და ზრუნვას მათ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობაზე; • კამპანიების გააქტიურებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის; • საჯარო ინფორმაციის გაცემისას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე პრაქტიკული სახელმძღვანელოს მომზადებას და დაინტერესებული პირებისთვის წარდგენას; • უმაღლეს სასწავლებლებსა და საჯარო თუ კერძო დაწესებულებათა სასწავლო ცენტრებთან თანამშრომლობის გაძლიერებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სასწავლო კურსების ინიცირებას; • შიდა გაიდლაინების შემუშავებას, შემოწმების არსებული სტანდარტული კითხვარების დახვეწას და თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებას ერთგვაროვანი, თანმიმდევრული პრაქტიკის დანერგვისა და ჩატარებული შემოწმებების ეფექტიანობის გაზრდისათვის; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 237 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 238 • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების პროექტის გაგრძელებას და გააქტიურებას; • პერსონალურ მონაცემთა დაცვის დონის შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებას; • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიღების პროცესის ხელშეწყობას და მისი მიღების შემთხვევაში კომენტარების შემუშავებას; • „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ მოდერნიზებული 108+ კონვენციის ხელმოწერის პროცესის ხელშეწყობას. გამოძიების ეფექტიანობის გაზრდისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამატებით გეგმავს: • სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან საკანონმდებლო ცვლილებათა შესახებ მომზადებული წინადადების საქართველოს პარლამენტში წარდგენას; • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების მარეგულირებელ მუხლებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შესატან საკანონმდებლო ცვლილებათა შესახებ საკანონმდებლო წინადადების მომზადებას; • საკანონმდებლო წინადადების მომზადებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან საკანონმდებლო ცვლილებებზე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დასაცავად სპეციალურ ღონისძიებათა გამოყენების წესის მარეგულირებელ მუხლებთან დაკავშირებით; • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შიდა უწყებრივი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადებას; კვლევითი საქმიანობის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების პრაქტიკის სხვადასხვა მიმართულებით შესწავლას; • 2021 წლის აპრილში, სამსახურის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქ. ბათუმში საგამოძიებო დეპარტამენტის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ამოქმედებას; • თბილისსა და ბათუმში არასრულწლოვანზე მორგებული სივრცის მოწყობას; • სხვა საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებას სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების პრევენციისა და გამოძიებისას თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდისათვის; • გამოკითხვის მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს შემუშავებას; • საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იძულების ღონისძიებათა გამოყენებისას პროპორციული ძალისა და ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქციის შემუშავებას; • საქართველოს მთავრობასთან აქტიურ კოორდინაციას რეგიონული დაფარვის, სამსახურის საშტატო რიცხოვნობის გაზრდისა და ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესებისათვის; • სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 239 www.sis.gov.ge
ანგარიში
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში 2020 წელი ანგარიში შექმნილია ევროკავშირისა (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის შეხედულებებს. სარჩევი სახელმწიფო ინსპექტორის მიმართვა............................................................................................................................... 5 I. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მისია და ღირებულებები............................................................. 8 II. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატი................................................................................................ 11 III. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი....................................................... 14 1. ზოგადი სტატისტიკური მონაცემები..................................................................................................................................................15 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვა COVID-19-ის პანდემიის პირობებში.........................................................22 3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება საარჩევნო პროცესში.............................................................................31 4. მონაცემების დამუშავება ელექტრონულ ბაზებში............................................................................................................ 37 5. მონაცემთა დამუშავება ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით...................................................46 6. პერსონალური მონაცემების დამუშავება საფინანსო სექტორში..................................................................58 7. არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა........................................................................................64 8. სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემების დამუშავება....................................................................................77 9. მონაცემთა სუბიექტის უფლებები........................................................................................................................................................ 87 10. დასკვნები....................................................................................................................................................................................................................92 IV. ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი...........................................................................................................................................................................................95 1. ზოგადი მიმოხილვა.............................................................................................................................................................................................96 2. ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლი......................................................................................................... 97 3. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი........................................................................................................................ 103 4. რეკომენდაციები................................................................................................................................................................................................. 104 V. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება................................................................................................................105 1. ზოგადი მიმოხილვა...........................................................................................................................................................................................107 2. საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურა.......................................................................................................................... 108 3. გატარებული ღონისძიებები.................................................................................................................................................................... 110 4. მიღებული შეტყობინებები........................................................................................................................................................................124 5. გამოძიების დაწყება....................................................................................................................................................................................... 133 6. სავარაუდო მსხვერპლები......................................................................................................................................................................... 143 7. შესაძლო დანაშაულების გარემოებები..................................................................................................................................... 148 8. ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.................................................................................... 151 9. ექსპერტიზა................................................................................................................................................................................................................ 154 10. საჯარო უწყებებში გაგზავნილი წერილები........................................................................................................................ 158 11. აუდიო-ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა.................................................................................................................................. 161 12. საპროკურორო საქმიანობა სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე............................... 166 13. ცალკეული კატეგორიის დანაშაულების გამოძიების თავისებურებები..............................................174 14. სამსახურის წინაშე არსებული საკანონმდებლო გამოწვევები...................................................................187 15. დასკვნები.................................................................................................................................................................................................................. 195 VI. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურა და ადამიანური რესურსები.....................199 1. სამსახურის რეორგანიზაცია................................................................................................................................................................ 200 2. სამსახურის სტრუქტურა............................................................................................................................................................................... 201 3. ადამიანური რესურსები..............................................................................................................................................................................202 4. თანამშრომელთა უსაფრთხოება პანდემიის პირობებში.....................................................................................203 5. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო....................................................................................................................................................................................................... 204 6. ადამიანური რესურსების განვითარება...................................................................................................................................205 VII. თანამშრომლობა...................................................................................................................................................................209 1. საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობა................................................................................................................. 210 2. კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.....................................................................................................................212 3. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა.........................................................................................................................................212 4. სახალხო დამცველთან თანამშრომლობა................................................................................................................................ 214 5. არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა..............................................................................................................215 VIII. საერთაშორისო ურთიერთობები............................................................................................................................... 217 1. საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობა.................................................................................................................................................................... 218 2. საერთაშორისო ვიზიტები.........................................................................................................................................................................221 3. მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში........................................................................................224 4. COVID 19-ის პანდემია და საერთაშორისო თანამშრომლობა............................................................................225 5. 108+ კონვენცია......................................................................................................................................................................................................226 6. საერთაშორისო შეთანხმებების ექსპერტიზა.................................................................................................................... 227 7. ჯონს ჰოპკინსის სტუდენტების ვიზიტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში..................... 227 IX. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბიუჯეტი და მისი შესრულება............................................. 229 1. განხორციელებული შესყიდვები.........................................................................................................................................................231 2. გაცემული სარგო, დანამატები და ფულადი ჯილდოები.............................................................................................231 3. სატრანსპორტო საშუალებები...............................................................................................................................................................232 4. სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება...........................................................................................................233 5. სხვა ხარჯები............................................................................................................................................................................................................234 6. დონორი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფინანსური დახმარება...........................................................234 X. სამომავლო გეგმები.............................................................................................................................................................. 235 სახელმწიფო ინსპექტორის მიმართვა 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქციით, მთელი წლის განმავლობაში პირველად იმუშავა. ახალი ამოცანებითა და მიზნებით სავსე წელს, კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულმა ვითარებამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამო წვევების წინაშე დააყენა. კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით შექმნილი მდგომარეობის, შეზღუდული ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების, სამსახურის მიერ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას წარმოქმნილი საკანონმდებლო და პრაქტიკული სირთულეების მიუხედავად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ძალისხმევას არ იშურებდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერების კონტროლის; ასევე, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არცერთი დღით არ შეუჩერებია მუშაობა და შემჭიდროებულ ვადებში მოახერხა პანდემიის პირობებზე მორგება იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, შეექმნა უსაფრთხო სამუშაო გარემო, ხოლო მეორე მხრივ, სამუშაო პროცესები ეფექტიანად წარემართა. 5 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ამ ძალისხმევის მიუხედავად, ზემოაღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვნად აისახა 2020 წელს დასახული მიზნების მიღწევასა და გეგმების შესრულებაზე. წარმოდგენილ ანგარიშში ვისაუბრებთ არა მხოლოდ მიღწეულ შედეგებსა და წარმატებებზე, არამედ იმ ფაქტორებზეც, რომლებმაც შეაფერხა დასახული მიზნების მიღწევა. საქმიანობის პირველმა წელმა კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა, რა საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს პარლამენტის, სამართალდამცავი ორგანოების, საჯარო უწყებების, კერძო დაწესებულებებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად და არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისათვის. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი გამოწვევები, რომელთა დაძლევა აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურად დამოუკიდებელ, ძლიერ, ეფექტიან, საზოგადოებაზე ორიენტირებულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინსტიტუტად ჩამოყალიბებისთვის. მსურს, დადებითად შევაფასო და მივესალმო იმ საჯარო და კერძო დაწესებულებებს, რომლებიც მიისწრაფვიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისკენ და ხელს უწყობენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევაში. ასევე, მინდა მად ლობა გადავუხადო სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებულად ვაფასებთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მხარდაჭერას, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის. და ბოლოს, მადლობა კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით უმკლავდებიან ყველა გამოწვევას, აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და ქმნიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ღირსეულ ისტორიას. სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია 6 01 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მისია და ღირებულებები 7 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მისიაა საზოგადოებაში პირადი ცხოვრების პატივისცემის კულტურის დამკვიდრება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტიანი ზედამხედველობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობს შემდეგი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვით: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი - სამსახური დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს, თანამდებობის პირს ან/და პოლიტიკურ ძალას; კანონიერება - სამსახური საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით; ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა - სამსახური იცავს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ითვალისწინებს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებსა და თავისებურებებს, ხელმძღვანელობს თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებით; მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და სამართლიანობა - სამსახური საქმიანობს მიუკერძოებლად, ობიექტურად და სამართლიანად; განმცხადებლისა და მსხვერპლის ჩართულობა - სამსახური უზრუნველყოფს განმცხადებლისა და სავარაუდო მსხვერპლის/დაზარალებულის ჩართულობას საქმისწარმოების პროცესში და მათი ინტერესების დაცვას; სწრაფი და სრულყოფილი რეაგირება - სამსახური თითოეულ საქმეს მაქსიმალურად სწრაფად და გონივრულ ვადაში წარმართავს; გამჭვირვალობა და ღიაობა - სამსახური ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, ღიაა თანამშრომლობისთვის და პროაქტიულად ავრცელებს ინფორმაციას თავის საქმიანობაზე; 8 პროფესიონალიზმი - სამსახური, საქმიანობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, მუდმივად ზრუნავს კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და მოქმედი თანამშრომლების გაძლიერებაზე; განვითარებაზე ორიენტირებულობა - სამსახური პერიოდულად აფასებს საკუთარ საქმიანობას, გამოწვევებს და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე; ინოვაციურობა - სამსახური საქმიანობაში იყენებს და ნერგავს თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს; გუნდურობა - სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს/თანამშრომლებს აქვთ ერთიანი ხედვა და ერთობლივად მუშაობენ უწყების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 9 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 02 10 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 10 მაისს შეიქმნა, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლე, რომელიც საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას 2013 წლიდან აკონტროლებს. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უწყება საქმიანობს სამი მიმართულებით: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი; • სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს და რეაგირებს საჯარო თუ კერძო დაწესებულებების მიერ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტებზე. უწყება მონაცემთა დაცვის საკითხებზე კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს, ზრუნავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და ინსპექტირების გზით ამოწმებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტი ფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობათა მონი ტორინგისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 24 საათის განმავლობაში იღებს დოკუმენტებს სასამართლოდან, პროკურატურიდან და სხვა სამართალდამცავი ორგანოებიდან ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, ხოლო ელექტრო ნული კომუნიკაციის კომპანიებიდან - სამართალდამცავი ორგანოებისთვის ელექტრო ნული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა გადაცემაზე. მიწოდებულ დოკუმენტებს სამსახური ადარებს ელექტრონულ სისტემებში ასახულ ინფორმაციასთან და ელექტრონული სისტემით აკონტროლებს მონაცემთა ცენტრალურ ბანკს. ზედამ ხედველობის მიზნით, სამსახური ატარებს ზემოაღნიშნული ორგანოების ადგილზე შემოწმებასაც (ინსპექტირება). 11 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც საგამოძიებო უფლებამოსილებას 2019 წლიდან ახორციელებს, იძიებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან ჩადენილ შემდეგ დანაშაულებს: • • • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • • • • • წამება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლი; წამების მუქარა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1442 მუხლი; დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლი; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლების მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები; განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლი; პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით; აგრეთვე, მსჯავრდებულის იძულება, მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი; სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავ სების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ან/და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინა აღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ან/და აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია, ზემოაღნიშნულ დანაშაულებზე სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. 12 03 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი 13 2020 წლის ძირითადი სიახლეები შეიქმნა სამი დამოუკიდებელი დეპარტამენტი (საჯარო სექტორზე, კერძო სექტორზე და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტები), რომლებიც მონაცემთა დაცვის საკითხებს განიხილავენ სექტორულად შემუშავდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოტენციურად მაღალრისკიანი სფეროების იდენტიფიცირების კრიტერიუმები შემუშავდა თვითშეფასების კითხვარი, რომელიც საჯარო და კერძო დაწესებულებებს აძლევს საკუთარ ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 დაიწყო სტუდენტური პროექტი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები“ მომზადდა და საქართველოს 14 ქალაქში მდებარე იუსტიციის სახლში განთავსდა საინფორმაციო ბროშურები პირადობის მოწმობასა და ბავშვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების თაობაზე 7 რეგიონში ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან მომზადდა და გამოიცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებების ორი კრებული არასრულწლოვანთა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების შესახებ შემუშავდა რამდენიმე რეკომენდაცია პანდემიის პირობებში სხვადასხვა სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შემუშავდა საინფორმაციო დოკუმენტი საარჩევნო პროცესის დროს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ამომრჩეველთა უფლებების შესახებ შემუშავდა ორი რეკომენდაცია - „როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან“ და „აპლიკაცია TIK TOK-თან დაკავშირებული რისკების შესახებ“ შემუშავდა სახელმძღვანელო ელექტრონული სისტემებისა და აპლიკაციების შემქმნელებისთვის მომზადდა ორი ვიდეო-ლექცია, ჯანდაცვის სექტორში მონაცემთა დამუშავებისა და ინტერნეტსივრცეში პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების საკითხებზე გაფორმდა მემორანდუმი უკრაინის პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოსთან 14 ამ თავში განხილულია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა. 1. ზოგადი სტატისტიკური მონაცემები 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სამუშაო პროცესი არ შეუჩერებია. მისი ძალისხმევა უპირველესად მიემართებოდა პრევენციას - საზოგადოებისა და პანდემიის მართვაში ჩართულ პირთა ცნობიერების ამაღლებასა და ახალი პროცესების დანერგვის ეტაპზე კონსულტაციების გაცემას, ასევე მონაცემთა დამუშავების უკვე დანერგილი პროცესების კანონიერების შემოწმებას. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურმა მოქალაქეებს შესთავაზა მომართვის რამდენიმე ალტერნატიული გზა (მობილური აპლიკაცია, ვებგვერდი და ელექტრონული ფოსტა), პანდემიის პირობებში შემცირდა მომართვიანობა მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების სავარაუდო შემთხვევებზე. მოქალაქეთა მომართვიანობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის COVID-19-ის პანდემია სერიოზულ გამოწვევად იქცა. ქვეყანაში პანდემიის სამართავად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებები არსებითად არ შეზღუდულა, თუმცა ჯანმრთელობის დასაცავად დაწესებული გადაადგილებისა და პირადი კომუნიკაციის შეზღუდვის გამო, საჭირო გახდა მონაცემთა დამუშავების ახალი პროცესების დანერგვა ან/და უკვე დანერგილი პროცესების ონლაინ სივრცეში გადანაცვლება. 2018 წელი 2019 წელი 2020 წელი 15 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსულ განცხადებათა 77% შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო სექტორში, 14% - სამართალდამცავ ორგანოებში, ხოლო 9% - სხვა საჯარო უწყებებში. მოქალაქეთა მომართვიანობის შემცირება და პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, ცხადია, აისახა სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებების (ინსპექტირებების) რაოდენობაზეც. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ჩატარებული შემოწმებები 2018 წელი 2019 წელი 2020 წელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საჯარო და კერძო დაწესებულებებს ამოწმებს როგორც მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით. 2020 წელს შემოწმებების (ინსპექტირებების) 69% ჩატარდა მოქალაქეთა განცხადებებისა და შეტყობინებების საფუძველზე, ხოლო 31% - სამსახურის ინიციატივით. სამსახური საკუთა რი ინიციატივით შესამოწმებელ დაწესებულებებს არჩევს იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რომლებიც 2020 წელს შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. აღ ნიშნული კრიტერიუმების (რისკფაქტორების) საშუალებით ვლინდება სფეროები, სადაც მაღალია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ალბათობა. ასეთ კრიტერიუმებს განეკუთვნება: დიდი მოცულობით მონაცემების დამუშავება; პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციაში დასაქმებულთა დიდი რაოდენობა; ორგანი 16 ზაციის მიერ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, ბიომეტრიული მონაცემების, მოწყვლადი ჯგუფებისა (მათ შორის, შშმ პირების) და არასრულწლოვანთა პერსონალუ რი მონაცემების დამუშავება; პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ინოვაციური ტექ ნოლოგიების გამოყენება; მონაცემთა გადაცემა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის; მონაცემთა ისეთი დამუშავება, რომელიც ითვალისწინებს პირთა სისტემატურ მონიტორინგს; ისეთი მონაცემების დამუშავება, რომლებიც ექვემდებარება გამოქვეყნებას; მონაცემთა დამუშავების უარყოფითი გავლენა მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზებაზე და სხვა. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლინა სამსახურმა შესამოწმებელი საჯარო და კერძო დაწესებულებები. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით ჩატარებული შემოწმებები (ინსპექტირებები) შეეხებოდა საჯარო დაწესებულებების (41%), კერძო ორგანიზაციებისა (35%) და სამართალდამცავი ორგანოების (24%) მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას. გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები 2018 წელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 123 ფაქტი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 55% გამოვლინდა კერძო სექტორში, 28% - საჯარო სექტორში, ხოლო 16% - სამართალდამცავ ორგანოებში. 2019 წელი 2020 წელი 17 რაც შეეხება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევის სახეებს, შემთხვევები ასე გადანაწილდა: • • • • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • • • • • • • 37 (30%) - მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა (კანონის 46-ე მუხლი); 24 (20%) - მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე (43-ე მუხლი); 19 (15%) - მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა (44-ე მუხლი); 11 (9%) - პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემთა წესების დარღვევით გამოყენება (47-ე მუხლი); 10 (8%) - მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესების დარღვევა (50-ე მუხლი); 8 (6%) - ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევა (48-ე მუხლი); 5 (4%) - განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე (45-ე მუხლი); 4 (3%) - უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით (52-ე მუხლი); 2 (2%) - მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილი პირისთვის დავალება წესების დარღვევით (51-ე მუხლი); 2 (2%) - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა (53-ე მუხლი); 1 (1%) - მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის წესის დარღვევა (521 მუხლი). ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ყველაზე ხშირია მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა და დაწესებულებათა მიერ მიღებული ზომები არ არის საკმარისი მონაცემთა უსაფრთხოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მონაცემთა უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების 57% საჯარო დაწესებულებებსა და სამართალდამცავ ორგანოებზე მოდის. ამასთან, ხშირია მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე და შესაბამისი პრინციპების დარღვევით. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემთა დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების დარღვევის გამოვლენილი ფაქტებიდან 60% უკავშირდება საჯარო დაწესებულებებსა და სამართალდამცავ ორგანოებს. ეს მიუთითებს, რომ მონაცემთა დამუშავება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით, გამოწვევაა არამხოლოდ კერძო, ასევე საჯარო სექტორში. გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 52%-ზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულია ჯარიმა, ხოლო 48%-ზე - გაფრთხილება. 18 გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელები ჯარიმა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 59% შემთხვევაში დაეკისრა კერძო დაწესებულებას, 26% შემთხვევაში - საჯარო დაწესებულებას, ხოლო 15% შემთხვევაში - სამართალდამცავ ორგანოს. პირები, რომლებსაც დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კერძო დაწესებულება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 გაფრთხილება საჯარო დაწესებულება სამართალდამცავი ორგანო 19 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორიენტირებული იყო არა მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე, არამედ დაწესებულებებში აღმოჩენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრაზეც. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორი, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, თავისი გადაწყვეტილებებით გასცემდა შესასრულებლად სავალდებულო დავალებებსა და ასევე, რეკომენდაციებს. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გასცა 237 დავალება და რეკომენდაცია, რომელთაგან 43% გაცემულია კერძო დაწესებულებების, 33% - საჯარო დაწესებულებების, ხოლო 23% - სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურის მიერ გაცემული დავალებები და რეკომენდაციები დავალება რეკომენდაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამოირჩევა დასაბუთებულობის მაღალი ხარისხით. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოში გასაჩივრების დაბალი და სასამართლოს მიერ მათი ძალაში დატოვების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი. კერძოდ, 2020 წელს სასამართლოში გასაჩივრდა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ 4.5%. ამასთან, სასამართლომ 2020 წელს განხილული 15 საქმიდან, ძალაში დატოვა სახელმწიფო ინსპექტორის 13 გადაწყვეტილება. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე სამსახური ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას. ამ მიზნით, მას მომართავენ როგორც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები. კონსულტაციები გაიცემა ზეპირადაც (სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში) და წერილობითაც. 20 გაცემული კონსულტაციების რაოდენობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს წლის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო დაწესებულება მომართავს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე მოსაზრებათა წარსადგენად. 2020 წელს სამსახურმა მოსაზრება წარადგინა 39 პაკეტთან დაკავშირებულ 75-ზე მეტ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტზე. 11 განათლების სამინისტრო 9 მთავრობა 5 შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 3 პარლამენტი 2 ფინანსთა სამინისტრო სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო 1 ჯანდაცვის სამინისტრო 1 თავდაცვის სამინისტრო 1 იუსტიციის სამინისტრო 1 პროკურატურა 1 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 უწყებები, რომლებმაც მომართეს სამსახურს მოსაზრებათა წარსადგენად 21 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე გაცემული რეკომენდაციები ძირითადად უკავშირდებოდა შემდეგ საკითხებს: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნების განსაზღვრა ან/და მკაფიოდ ჩამოყალიბება; მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, დასამუშავებელ პერსონალურ მონაცემთა მოცულობის შემცირება; მონაცემთა შენახვის ვადების დადგენა; განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების აკრძალვა საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე; მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება; მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები (მონაცემებზე დაშვების მქონე პირთა განსაზღვრა, მონაცემთა დამუშავების მოქმედებების აღრიცხვა და სხვა). 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვა COVID-19-ის პანდემიის პირობებში პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლებისა და მომსახურების სფეროებში, საჭირო გახდა სრულიად ახალი მიდგომები. ბევრმა პროცესმა გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში, დაჩქარებულ რეჟიმში ინერგებოდა ახალი ელექტრონული პროდუქტები, რაც, უმეტეს შემთხვევაში, გულისხმობდა სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემების დამუშავებას; სენსიტიური (მაგ.: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული) მონაცემები მუშავდებოდა უჩვეულო გარემოში (სავაჭრო ობიექტებში, სასტუმროებში და ა.შ.). მისასალმებელია, რომ პანდემიის დროს პაციენტთა მონაცემები ფართოდ არ გავრცელებულა უშუალოდ მათი ან ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე. ხშირად საჯარო პირები თვითონ ავრცელებდნენ ინფორმაციას მათი ვირუსით ინფიცირების შესახებ, რაც განპირობებული იყო საჯარო ინტერესით ან/და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით. დარღვევების მცირე მასშტაბების მიუხედავად, პანდემიამ მნიშვნელოვნად გაზარდა პერსონალურ მონაცემთა უკანონოდ დამუშავების რისკები და დაცვის საჭიროება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, როგორც საზედამხედველო ორგანოსთვის, მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლდათ პანდემიის პირობებში პერსონალურ მონაცემთა სათანადოდ დაცვა და მონაცემთა დამმუშავებლების მიერ უსაფრთხოების ზომების მიღება. 22 ცნობიერების ამაღლება და პრევენცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძალისხმევა მიემართებოდა უპირველესად პრევენციულ საკითხებს, როგორიცაა: საზოგადოებისა და პანდემიის მართვის პროცესში ჩართულ პირთა ცნობიერების ამაღლება; ასევე, პანდემიის პირობებში შემუშავებული სამართლებრივი დოკუმენტებისა და დანერგილი ელექტრონული პროდუქტების შესაბამისობა საქართველოს კანონთან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისათვის, სამსახური მუდმივად სწავლობდა და აანალიზებდა სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოების საუკეთესო გამოცდილებას, ასევე, ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პანდემიის პირობებში შემუშავებულ რეკომენდაციებს. Covid-19-ის ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყანაში დაინერგა მობილური აპლიკაცია „Stop Covid“, რომლითაც მომხმარებელს შეეძლო გაგება, ხომ არ ჰქონდა კონტაქტი Covid-19-ით ინფიცირებულ პირთან. საქართველოში აპლიკაციის გამოყენება მომხმარებლის თავისუფალ არჩევანზე იყო დამოკიდებული, რაც ასეთი პროდუქტების მიმღებლობას ზრდის; თუმცა, აპლიკაციისადმი საზოგადოების მაღალი ნდობისა და მისი მასობრივი გამოყენებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანი იყო მონაცემთა სამართლიანად, პროპორციულად და გამჭვირვალედ დამუშავება. ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, სამსახურმა მოამზადა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინა რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე: აპლიკაციის საშუალებით მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და შენახვის ვადების მკაფიოდ განსაზღვრა; მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებაში ბუნდოვანებათა გასწორება; მონაცემთა სუბიექტისათვის შესაძლებლობის მიცემა, მოითხოვოს თავისი მონაცემების წაშლა; აპლიკაციის პროგრამული კოდის ხელმისაწვდომობა და სხვა ტექნიკური საკითხები. რეკომენდაციების მიზანი გახლდათ აპლიკაციით მონაცემთა დამუშავების პროცესის შესაბამისობა კანონთან და მის მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პანდემიის დაწყების ეტაპზევე შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია: დამსაქმებელი ორგანიზაციებისთვის - პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და დისტანციური მუშაობისას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე; ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის - დისტანციური სწავლების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. 23 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 24 სამსახურმა პანდემიის პირობებში ჩაატარა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი 4 სამართლებრივი აქტის ექსპერტიზა. მათ შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები, რომლებიც აწესრიგებდა ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვას, ასევე, სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეზღუდვების აღსრულებისას პერსონალურ მონაცემთა (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა) დამუშავებასა და გაცვლას სხვადასხვა უწყებას შორის (მაგ.: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სხვა). სამსახურის რეკომენდაციები ძირითადად უკავშირდებოდა შემდეგ საკითხებს: მონაცემთა დამუშავების მიზნების განსაზღვრა ან/და მკაფიოდ ჩამოყალიბება; დასამუშავებელ პერსონალურ მონაცემთა მოცულობის შემცირება; მონაცემთა შენახვის ვადების დადგენა; მონაცემთა წაშლის/განადგურების წესის მოწესრიგება და მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. ვინაიდან პანდემიის პირობებში ყვე ლაზე ხშირად მუშავდებოდა ჯანმრ თელობის მდგომარეობასთან დაკავ შირებული მონაცემები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატი ვითა და აშშ-ის საერთაშორისო გა ნვითარების სააგენტოს (USAID) მხა რდაჭერით შემუშავდა და გამოიცა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვე ტილებათა კრებული ჯანმრთელობის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე, რომელიც სამსახურის მიერ შესწა ვლილ 30 რეალურ საქმეს აერთია ნებს. დოკუმენტის მიზანია, მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვი დრების ხელშეწყობა; კონკრეტულ მა გალითებზე დაყრდნობით, მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციებსა თუ დაინტერესებული პირებისათვის სახე ლმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიდგომების გაცნობა და მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის მათთვის რეკომენდაციების შეთავაზება. ასევე, მომზადდა ვიდეოლექცია ჯანდაცვის სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც განთავსდა სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდზე (მას 7400 ნახვა აქვს). შესწავლილი პროცესები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა პანდემიის პირობებში დანერგილი მონაცემთა დამუშავების 24 ახალი პროცესი (12 - მოქალაქეთა განცხადების/შეტყობინების საფუძველზე, ხოლო 12 - სამსახურის ინიციატივით). 29 24 14 შესწავლილი პროცესი გამოვლენილი სამართალდარღვევა გაცემული დავალებები და რეკომენდაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგე ბლობა დაეკისრა 12 პირს 14 სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით 7 პირის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 5 პირის მიმართ - ჯარიმა. საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების გასაუმჯობესებლად, ასევე, ამ პროცესების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობისათვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 25 დავალება და 4 რეკომენდაცია. სამსახურმა მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა პროცესი შეამოწმა შემდეგ საჯარო და კერძო ორგანიზაციებში: • სამედიცინო დაწესებულებებში (მათ შორის, ე.წ. „ცხელების კლინიკები“, „კოვიდკლინიკები“), სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სასტუმროების საკარანტინე სივრცეებში - პაციენტთა და ასეთ სივრცეში მოთავსებულ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავება და უსაფრთხოების საკითხები; 25 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 26 • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთე ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში - ვებგვერდის www.registration.gov.ge მეშვეობით კარანტინში/იზოლაციაში მყოფ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავება; • საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლებში და უნივერსიტეტებში) დისტანციური სწავლებისას მოსწავლეთა და სტუდენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავება; • სავაჭრო მოლებში და აეროპორტში - პერსონალური მონაცემების დამუშავება თერმოსკრინინგისას; • სავაჭრო კომპანიებში, კვების ობიექტებში (ე.წ. „ონლაინ ვაჭრობისას“) - ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავება; • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში - Covid-19-ით ინფიცირებულთა, ასევე, მათთან კონტაქტში და თვითიზოლაციაში მყოფ პირთა მონაცემების დამუშავება. გამოვლენილი ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესწავლილმა პროცესებმა გამოავლინა დარღვევები და ნაკლოვანებები, რომლებიც ქმნიდა მონაცემთა კანონდარღვევით დამუშავებისა და არასანქცირებული წვდომის საფრთხეებს, ასევე, ართულებდა დამრღვევი პირის გამოვლენას და სათანადო რეაგირების შესაძლებლობას. კერძოდ, შემოწმებისას დადგინდა, რომ: ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ელექტრონულ სისტემაში, სადაც დაცული იყო პაციენტთა პერსონალური მონაცემები, არ აღირიცხებოდა მონაცემთა მიმართ შესრულებული ყველა ქმედება; • ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ელექტრონულ სისტემაზე ერთი და იმავე მომხმარებლის სახელით რამდენიმე პირს ჰქონდა წვდომა; • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ამ სისტემის მართვის მიზნით, ელექტრონულად აღრიცხავდა COVID-19-ით ინფიცირებულთა, ასევე, მათთან კონტაქტში ან/და თვითიზოლაციაში მყოფ პირთა მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი, ინფიცირებულთან კონტაქტის თარიღი, თვითიზოლაციაში გადაყვანისა და თვითიზოლაციის დასრულების თარიღი და, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული პირის ცხელების ცენტრსა ან კარანტინში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია); თუმცა, ამ პროცესში სამინისტრო არ აღრიცხავდა ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა მოპოვების თარიღის, გაცემის ან/და წაშლის შესახებ; • სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, COVID-19-ზე ტესტირების აღრიცხვის ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებულ მომხმარებელთა პირველადი პაროლები არ იყო შეცვლილი; არ არსებობდა ორდონიანი ავთენტიფიკაციის მექანიზმი, რაც ქმნიდა მოდულში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევის რისკებს; • ერთ-ერთმა სამედიცინო დაწესებულებამ COVID-19-ის ტესტირების შედეგები გაუმჟღავნა მესამე პირს; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 27 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 28 • ერთ-ერთი საზოგადოებრივი კვების (რესტორნის) ობიექტი აღრიცხავდა და ინახავდა რესტორანში მისულ მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი), ისე, რომ არ სჭირდებოდა მათი შეგროვება; • რამდენიმე სავაჭრო მოლში მომხმარებელთა თერმოსკრინინგის სისტემა არ აღრიცხავდა პერსონალურ მონაცემთა მიმართ შესრულებულ მოქმედებებს და არ იყო დაცული პაროლით; • სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მოქალაქეთა თერმოსკრინინგისას დაფიქსირდა საჭიროების გარეშე თერმოსკრინინგის პროცედურის (ვიდეომასალა) არქივირების ფაქტი. გარდა ამისა, თერმოსკანერის სისტემაზე ერთი და იმავე მომხმარებლის სახელით წვდომა ჰქონდა რამდენიმე პირს. შესაბამისად, მოქალაქეებზე ვიდეომასალა გროვდებოდა და გარკვეული პერიოდით ინახებოდა ყოველგვარი საჭიროების გარეშე; ამასთან, მონაცემებზე წვდომის შემთხვევაში, შეუძლებელი იყო შესაბამისი თანამშრომლის იდენტიფიცირება; • რამდენიმე საჯარო სკოლის დისტანციური სწავლების პროცესში გამოიყენებოდა ელექტრონული ჟურნალი, რომელშიც არ აღირიცხებოდა მოსწავლეთა მონაცემების მიმართ განხორციელებული ზოგიერთი მოქმედება; კერძო სკოლებში კი არ იყო დანერგილი მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმები დისტანციური სწავლებისას (მაგ.: სკოლას არ ჰქონდა შემუშავებული ელექტრონული ფორმით დაცულ მონაცემებზე წვდომის წესები და პირობები, სადაც განსაზღვრული იქნებოდა თანამშრომელთა მიერ მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილების ჯეროვანი განხორციელების მონიტორინგი, ასევე, გამოვლენილ დარღვევებზე სათანადო რეაგირების საკითხები); • ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების (რომელიც პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას უწევს დისტანციურად, ვებგვერდის მეშვეობით) მომხმარებლები სავალდებულო წესით ეთანხმებოდნენ მის ვებგვერდზე განთავსებულ კონფიდენციალობის პოლიტიკას. ეს პოლიტიკა შეიცავდა ინფორმაციას დაწესებულების მიერ ისეთი მონაცემების დამუშავებაზე, რომლებიც ფაქტობრივად არ მუშავდებოდა. შედეგად, მომხმარებელი შეცდომაში შედიოდა და არასწორ ინფორმაციას იღებდა მონაცემთა დამუშავების შესახებ; • ერთ-ერთი ე.წ. „ონლაინ ვაჭრობის“ (ვებგვერდის მეშვეობით) კომპანია მონაცემთა შეგროვებისას მომხმარებელს არ აწვდიდა ინფორმაციას, თუ რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით მუშავდებოდა და ვის გადაეცემოდა მონაცემები. შესაბამისად, მომხმარებლისთვის მკაფიო და ნათელი არ იყო მისი მონაცემების დამუშავების პროცესი. რეკომენდაციები COVID-19-ის პანდემიის გამო შეცვლილი და ახალდანერგილი პროცესების შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ პანდემიამ მკვეთრად გაზარდა დამუშავებული პერსონალური მონაცემების მოცულობა, რაც, როგორც აღინიშნა, ავტომატურად ზრდის მონაცემთა კანონდარღვევით დამუშავების რისკებს. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური იყო პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე, როდესაც ვირუსთან ბრძოლის საშუალებათა ეფექტიანობა, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საჭიროება და პროპორციულობა რთული შესაფასებელი გახლდათ. მონაცემთა დამმუშავებელმა ორგანიზაციებმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და არაკანონიერი დამუშავების თავიდან ასაცილებლად, უნდა მიიღონ შემდეგი ზომები: შესაბამისი პროცესის დანერგვამდე (2020 წელს დანერგილი პროცესების შემთხვევაში - გონივრულ ვადებში), შეაფასონ მონაცემთა დამუშავების ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე, რათა წინასწარ აღმოიფხვრას მოსალოდნელი რისკები. კერძოდ, შეიმუშაონ წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იქნება შემდეგი საკითხები: დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორია (რა მონაცემები მუშავდება), დამუშავების მიზნები, დამუშავების საჭიროების დასაბუთება, დამუშავების პროცესის აღწერა, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა შეზღუდვის საფრთხეების შეფასება, მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების (მათ შორის, მონაცემებზე წვდომის წესებისა და პირობების) აღწერა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა, რომლებიც საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის ადგენენ პანდემიასთან ბრძოლის ზოგად რეგულაციებსა და რეკომენდაციებს, ერთგვაროვანი პრაქტიკის დასანერგად, მკაფიოდ და ნათლად განსაზღვრონ მონაცემთა დამუშავების პროცესები. 29 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მონაცემთა უსაფრთხოებისთვის გაატარონ აუცილებელი ორგანიზა ციულტექნიკური ზომები მონაცემთა კატეგორიების, დამუშავებულ მონაცემთა მოცულობის, დამუშავების მიზნის, ფორმისა და საშუალებების, ასევე, მონაცემთა სუბიექტის უფლებათა დარღვევის საფრთხეების გათვალისწინებით (კერძოდ: დანერგილი ელექტრონული პროდუქტი დაიცვან პაროლით და ელექტრონული სისტემის მომხმარებლებმა პირველადი პაროლები შეცვალონ უსაფრთხო პაროლებით; ელექტრონული სისტემის თითოეულ მომხმარებელს განუსაზღვრონ ინდივიდუალური სახელი და პაროლი (user); ელექტრონულ სისტემებზე მომხმარებლებისთვის დანერგონ ორდონიანი ავთენტიფიკაციის მექანიზმი; ელექტრონულად აღრიცხონ მონაცემების მიმართ შესრულებული მოქმედებები; მიიღონ ზომები არაუფლებამოსილ პირთა მიერ მონაცემებზე წვდომის პრევენციისთვის და სხვა); 30 დანერგონ მონაცემებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი და, მათი მხრიდან მონაცემთა არაკანონიერად ან/და არასამსახურებრივი მიზნით დამუშავების შემთხვევაში, სათანადო რეაგირება განახორციელონ გამოვლენილ დარღვევებზე; დანერგონ მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის უფლებათა სათანადო რეალიზებას; განსაზღვრონ მონაცემთა შენახვის ვადები და წაშალონ ისინი იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რისთვისაც შეგროვდა; დისტანციური მომსახურებისას, შეიმუშაონ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების დეტალური და მკაფიო წესები (განსაზღვრონ დამუშავების პროცესი, მისი ყველა მონაწილის როლი და უფლებამოსილება, მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით მიღებული ზომები და ა.შ.). 3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება საარჩევნო პროცესში არჩევნები ყოველთვის საზოგადოების მაღალ ინტერესს უკავშირდება, თუმცა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, კენჭისყრის დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში დაცული იყოს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პირის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებული მონაცემები განსაკუთრებულ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა დასაცავადაც კანონი უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს. ცნობიერების ამაღლება და პრევენცია წინასაარჩევნო პროცესის დროს, ასევე, უშუალოდ კენჭისყრის დღეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად მუშაობდა ამომრჩეველთა და საარჩევნო პროცესებში მონაწილე პირთა ცნობიერების ამაღლებაზე; ასევე, ეფექტიანად თანამშრომლობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რომელიც ჩართული იყო ამომრჩეველთა მონაცემების დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სწორედ ამიტომ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლდათ. პრევენციული ღონისძიებების გატარებასთან ერთად, სამსახურმა შეისწავლა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა შემთხვევა წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა და გამოაქვეყნა საინფორმაციო დოკუმენტი საარჩევნო პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ამომრჩეველთა უფლებების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. 31 გამოყოფილი იყო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევდა საარჩევნო პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მონაცემთა დაცვის კუთხით, სამსახურმა გადაამზადა ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების 44 წარმომადგენელი, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზის 21 ოპერატორი. ტრენინგები მორგებული იყო მათი საქმიანობისა და საარჩევნო პროცესში მონაცემთა დამუშავების სპეციფიკაზე. 32 ტრენინგი ჩაუტარდა არასამთავრობო ორგანიზაციების 28 წარმომადგენელსაც, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესებს. მისი მონაწილეები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის პარალელურად, გაეცნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკასა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკავშირდებოდა სწორედ საარჩევნო პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვას. შესწავლილი პროცესები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა საარჩევნო პროცესში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების 8 შემთხვევა (6 - მოქალაქეთა განცხადების/შეტყობინების საფუძველზე, ხოლო 2 - სამსახურის ინიციატივით). 8 4 2 შესწავლილი პროცესი გამოვლენილი სამართალდარღვევა გაცემული დავალებები და რეკომენდაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 2 პირს 4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით ერთ შემთხვევაში გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო მეორე შემთხვევაში ჯარიმა. მონაცემთა დამუშავების პროცესების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობისთვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 2 დავალება. შესწავლილი საქმეები მოიცავდა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კომისიების მიერ მონაცემთა დამუშავების შემთხვევებს. კერძოდ, სამსახურმა შეისწავლა: • პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა სატელეფონო ნომრების მოპოვების კანონიერება; • პოლიტიკური პარტიის მიერ საჯარო მონაცემთა ბაზის მეშვეობით ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება; 33 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 34 • პოლიტიკური პარტიის მიერ საჯარო მონაცემთა ბაზის მეშვეობით ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება; • პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა გამოკითხვის ფარგლებში (750 000-ზე მეტ პირთან) განხორციელებული აუდიოჩაწერების, შედგენილი (1 200 000) დოკუმენტებისა და გადაღებული (10 000) ფოტომასალის მეშვეობით რესპონდენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, მათ შორის, მოპოვებული მონაცემების დასაცავად მიღებული უსაფრთხოების ზომები და მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების საკითხები; • საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და მობილური სატელე ფონო ნომრების გასაჯაროების კანონიერება. გამოვლენილი ტენდენციები საარჩევნო პროცესში მონაცემთა დამუშავების შესწავლილმა შემთხვევებმა გამოავლინა შემდეგი დარღვევები და ნაკლოვანებები: წინასაარჩევნო პროცესის დროს პოლიტიკური პარტიები უმეტესად ირჩევდნენ ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტის ფორმას და აქტიურად ამუშავებდნენ მათ პერსონალურ მონაცემებს წინასაარჩევნო გამოკითხვების ჩატარებით. ერთ-ერთი შემოწმებისას გამოვლინდა პარტიის მიერ ამომრჩეველთა ზედმეტი მოცულობის მონაცემების დამუშავება, ასევე, წინასაარჩევნო გამოკითხვისას მოპოვებული მონაცემების უკანონოდ გასაჯაროება. ორივე შემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კანონდარღვევად შეაფასა და პოლიტიკურ პარტიას დაევალა გამოკითხვის ფარგლებში ნაწარმოები მონაცემების შემცველი როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული სახით არსებული ყველა მასალის (მათ შორის, აუდიოჩანაწერების) განადგურება; • პოლიტიკური პარტიების მიერ გამოკითხვის ჩატარების მიზნით ამომრჩევლებთან სატელეფონო გზით დაკავშირებისას, მოქალაქეები ინტერესდებოდნენ თავიანთი პერსონალური მონაცემების (ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი) მოპოვების წყაროებით/გზებით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინფორმაციის მიღება მონაცემთა სუბიექტის უფლებაა, პარტიები სათანადოდ არ აწვდიდნენ ამ ინფორმაციას ამომრჩეველს და ვერ მიუთითებდნენ წყაროებს, რაც მოქალაქეებს უჩენდა ეჭვს მონაცემთა მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით; • საარჩევნო უბანზე პირადი ნომრების მითითებით ამომრჩეველთა სიები კანონდარღვევით გასაჯაროვდა. კერძოდ, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გასაჯაროვდა (გამოკრული იყო საარჩევნო უბანზე არსებულ სტენდზე) გადასატანი საარჩევნო ყუთის სია, ამომრჩევლების პირადი ნომრების მითითებით, რაც საარჩევნო კოდექსით არ არის დასაშვები და ქმნის ამომრჩეველთა მონაცემების არამართლზომიერი გამოყენების საფრთხეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 35 რეკომენდაციები შესწავლილი პროცესები ცხადყოფს, რომ არჩევნების დროს პერსონალურ მონაცემთა დაცვა ერთ-ერთი საყურადღებო საკითხია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა პირმა და სუბიექტმა უნდა მიიღონ შემდეგი ზომები: შეიმუშაონ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავების მარეგულირებელი დეტალური წესები/ინსტრუქციები და აამაღლონ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირთა ცნობიერება; მონაცემები დაამუშაონ მხოლოდ იმ მოცულობით, რაც საჭიროა საარჩევნო მიზნებისთვის და წაშალონ მიზნის მიღწევის შემდგომ; მარკეტინგული მომსახურების, საზოგადოებრივი აზრის კვლევისა თუ სხვა ტიპის მომსახურების გაწევისთვის, შეარჩიონ სათანადო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები, გააფორმონ მათთან შესაბამისი კონფიდენციალობის შეთანხმებები და გააკონტროლონ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა ამ ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავებისას; მონაცემთა დამუშავებისას ამომრჩეველს მიაწოდონ ინფორმაცია მათი, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებებზე, მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემების დამუშავებაზეც: რომელი ორგანიზაცია აგროვებს მათ, რა მიზნით, სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემების მიწოდება, რომელი სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება ინფორმაცია, გადაეცემა თუ არა მონაცემები მესამე პირებს და ა.შ.; კენჭისყრის დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ამომრჩეველთა სიის მიმართ. აღნიშნული სია გამოიყენონ მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მართლზომიერი მიზნებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების შესაბამისად. 36 4. მონაცემების დამუშავება ელექტრონულ ბაზებში ელექტრონული ბაზები, რომლებიც ყველა სფეროში (სამართალწარმოება, ჯანდაცვა, განათლება, მომსახურება და ა.შ.) გამოიყენება, იძლევა დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ასევე, მნიშვნელოვნად ზოგავს ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსებს. ცნობიერების ამაღლება და პრევენცია ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია საჯარო და კერძო დაწესებულებები აანალიზებდნენ მონაცემთა უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხებს ბაზების შექმნამდე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ელექტრონული სისტემების/პროგრამებისა და აპლიკაციების შემქმნელებისთვის შეიმუშავა სახელმძღვანელო, რომელიც სწორედ ელექტრონულ ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვასა და უსაფრთხოებას ისახავს მიზნად, ასევე, შექმნილი პროდუქტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. დოკუმენტში დეტალურადაა განხილული ის ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია აპლიკაციებისა და ელექტრონული სისტემების შექმნის (დაგეგმვის, ანალიზის, დიზაინის, იმპლემენტაციის, ტესტირების, ინტეგრაციის, ტექნიკური მომსახურების) ეტაპზე. 2021 წელს დაგეგმილია აღნიშნული სახელმძღვანელოს გაცნობა კერძო და საჯარო დაწესებულებათა წარმომადგენლებისთვის. მითითებულ დოკუმენტში მოცემული წესების გათვალისწინება ელექტრონული ბაზის შექმნის პროცესში, დაწესებულებებს თავიდან აარიდებს უკვე დანერგილ პროდუქტში ცვლილებების შეტანას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მონაცემთა ბაზების შექმნის მზარდი ტენდენციისა და ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, იზრდება მონაცემების უკანონოდ გამოყენების საფრთხეებიც. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძალისხმევა ყოველწლიურად მიმართულია ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა დამუშავების პროცესების გაუმჯობესებაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა ვიდეოლექცია თემაზე - „პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება ინტერნეტსივრცეში“, რომელშიც განხილულია აპლი- 37 კაციებისა და საჯარო ვებგვერდების საშუალებით მონაცემთა დამუშავების საკითხები და ამ პროცესში მონაცემთა არაკანონიერი გამოყენების საფრთხეები. ვიდეოლექცია განთავსდა სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდზე (მას 8500 ნახვა აქვს). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბათუმში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებული ელექტრონული ბაზების დახვეწას ისახავდა მიზნად. სამსახურს ხშირად მომართავდნენ საჯარო და კერძო ორგანიზაციები ზეპირი ან/და წერილობითი კონსულტაციის თხოვნით მონაცემთა ბაზების შექმნის, დანერგვისა და მონაცემთა ბაზებში არსებული მონაცემების უწყებებს შორის გაცვლის ეტაპზე. სამსახურმა 128 კონსულტაცია გასცა. სამსახურმა ჩაატარა 9 სამართლებრივი დოკუმენტის ექსპერტიზა, რომლებიც ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა დამუშავების საკითხებს არეგულირებდა. გაცემული რეკომენდაციები, ძირითადად, შეეხებოდა: ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა დამუშავების მიზნების განსაზღვრას ან/და მკაფიოდ ჩამოყალიბებას; მონაცემთა დამუშავების მოცულობისა და შენახვის ვადების განსაზღვრას, მიზნის მიღწევის შემდგომ მონაცემთა წაშლის მექანიზმის შექმნას; ასევე, მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. სამსახურმა ტრენინგი ჩაუტარა სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულ 229 პირს. ტრენინგის თემატიკა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა დამუშავების საკითხებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აქტიური მუშაობა დაიწყო ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დღითიდღე იზრდება. განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც გადაწვეტილებები ავტომატიზებული ფორმით, ალგორითმებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით მიიღება. 2020 წელს სამსახურის ინიციატივით ჩატარდა პირველი მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძო ორგანიზაციისა და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში საინტერესო დისკუსია გაიმართა პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სხვა დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესში. 38 გარდა აღნიშნულისა, საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ისაუბრა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სხვა დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენებისას, მათ შორის, ამ სფეროს რეგულირებისა და განვითარების მხარდაჭერაზე. ღონისძიებას ონლაინ ფორმატში 100-მდე პირი ესწრებოდა (სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებულ ვიდეოს 10 100 ნახვა აქვს). ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული თემების პოპულარიზაცია კვლავ რჩება სამსახურის პრიორიტეტად და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა 2021 წელსაც აქტიურად გაგრძელდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა ელექტრონულ ბაზებში მონაცემების დამუშავების 40 შემთხვევა (18 მოქალაქეთა განცხადების/შეტყობინების საფუძველზე, ხოლო 22 - სამსახურის ინიციატივით). სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 22 პირს 29 სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით 15 პირის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 7 პირის მიმართ - ჯარიმა. საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების პროცესების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობისათვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 61 დავალება და 8 რეკომენდაცია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 შესწავლილი პროცესები 39 69 40 29 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 შესწავლილი პროცესი 40 გამოვლენილი სამართალდარღვევა გაცემული დავალებები და რეკომენდაციები საანგარიშო პერიოდში პერსონალური მონაცემების დამუშავება ელექტრონულ ბაზებში შემოწმდა როგორც სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში. კერძოდ, შემოწმდა: • სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოქალაქეთა პასპორტების შესახებ მონაცემთა დამუშავების კანონიერება; • სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მონაცემთა ბაზაში დაცული სასტიპენდიო და საგრანტო პროგრამების კონკურსანტებისა და ბენეფიციარების მონაცემთა დამუშავების კანონიერება; • სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული 549 000 მოსწავლის მონაცემთა დამუშავების კანონიერება; • სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცხელი ხაზის ელექტრონულ ბაზაში დაცულ მონაცემთა დამუშავების კანონიერება; • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში სხვადასხვა უწყების მიერ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ მონაცემთა დამუშავების კანონიერება; ერთ-ერთი მსხვილი ონლაინ გაყიდვების კომპანიის ელექტრონულ ბაზაში 175 534 მომხმარებლის მონაცემთა დამუშავების კანონიერება; • სამი მსხვილი სააფთიაქო ქსელის ელექტრონულ ბაზებში დაცული ე.წ. „ლოიალობის ბარათის“ მფლობელი მომხმარებლების მონაცემთა დამუშავების კანონიერება; • სამედიცინო დაწესებულებების, მათ შორის, ჯანმრთელობის პროგრამაში ჩართული დაწესებულებების ელექტრონულ ბაზებში დაცული პაციენტების მონაცემთა დამუშავების კანონიერება; • ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მედიასა და სოციალურ ქსელში მონაცემების გასაჯაროების არაერთი შემთხვევა, რომლებიც უკავშირდებოდა მონაცემთა ბაზების უსაფრთხოებას და ქმნიდა მონაცემთა კანონის დარღვევით დამუშავების ეჭვს; • საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტების/მოსწავლეების პერსონალური მონაცემების ინტერნეტსივრცეში გასაჯაროების კანონიერება. სამსახურმა ასევე შეისწავლა საჯარო მონაცემთა ბაზის - სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების კანონიერება, რომელზეც ხელმისაწვდომია 2012 წლიდან სამსახურისთვის არქიტექტურულ პროცესებთან დაკავშირებით წარდგენილი განცხადებები და განცხადების ავტორთა მონაცემები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 41 გამოვლენილი ტენდენციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა დამუშავების შესწავლილმა პროცესებმა გამოავლინა დარღვევები და ნაკლოვანებები, რომლებიც ზრდის მონაცემთა არაუფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომობას და მათი არასამსახურებრივი მიზნით დამუშავების რისკებს, მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების შემთხვევაში ართულებს/შეუძლებელს ხდის კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას, აჩენს მოძველებული/არაზუსტი მონაცემების დამუშავების საფრთხეს, რაც უარყოფითად აისახება მონაცემთა სუბიექტის უფლებებზე: 42 • საჯარო და კერძო დაწესებულებებს, როგორც წესი, არ აქვთ შემუშავებული წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც რეგულირდება დანერგილი ელექტრონული ბაზის ფუნქციონირების საკითხები, პერსონალური მონაცემების დამუშავების დეტალური წესები და პირობები, მონაცემებზე წვდომის მქონე პირთა უფლება-მოვალეობები, მონაცემების გამოყენების კანონიერების მონიტორინგის პროცედურები და სხვა; • გარკვეულ შემთხვევებში, მონაცემთა დამმუშავებლები თანამშრომლებს არ აწვდიან ინფორმაციას და არ უზრუნველყოფენ მათ გადამზადებას მონაცემთა დამუშავების პროცედურულ და შინაარსობრივ საკითხებზე; • მონაცემთა დამმუშავებელ დაწესებულებებს, რიგ შემთხვევებში, არ აქვთ მიღებული სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით: არ აღირიცხება ბაზებში არსებულ მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები (დათვალიერება, გადმოწერა, წაშლა), არ არის განსაზღვრული მონაცემებზე წვდომის ფარგლები და, როგორც წესი, დასაქმებულ პირებს მონაცემებზე წვდომა აქვთ საერთო მომხმარებლის სახელითა და პაროლით; • დაწესებულებები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემების სიზუსტეს და მონაცემთა ბაზებს პერიოდულად არ აახლებენ; • ხშირ შემთხვევაში, ორგანიზაციებს არ აქვთ განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადები. ელექტრონულ ბაზებში მონაცემები არ კლასიფიცირდება მათი შინაარსისა და დამუშავების მიზნის მიხედვით. შესაბამისად, მონაცემები ინახება და, რიგ შემთხვევებში, საჯაროვდება მას შემდეგაც, რაც უკვე მიღწეულია მონაცემთა დამუშავების მიზანი. შედეგად, ორგანიზაციაში მოქალაქეების შესახებ დიდი მოცულობით ინფორმაცია იყრის თავს, რომლის შენახვისა და გამოყენების კანონიერი ინტერესი ორგანიზაციას აღარ აქვს; დაწესებულებები მონაცემთა ელექტრონული ფორმით დამუშავებისას არ იყენებენ მათი დაცვისთვის აპრობირებულ თანამედროვე მეთოდებს (მაგალითად, მონაცემთა დაშიფრული ფორმით შენახვა, მონაცემთა გადაცემისთვის დახურული ქსელების გამოყენება). ამდენად, მონაცემთა ბაზებში დაცული მონაცემები არაკანონიერი ქმედებების (მაგალითად, ე.წ. „ჰაკერული“ თავდასხმის) შედეგად შესაძლოა ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს; • ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციები, მათ შორის, საჯარო დაწესებულებები, ელექტრონული ბაზების ადმინისტრირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის იყენებენ სხვადასხვა ორგანიზაციის მომსახურებას (მაგალითად, მონაცემთა სერვერზე განთავსებისა და ვებგვერდის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით). ასეთი მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში) გაფორმებისას არ არის გათვალისწინებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, საერთოდ არ იდება წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც მოაწესრიგებდა კონტრაქტორი ორგანიზაციის ვალდებულებებს პერსონალური მონაცემების დაცვასთან, მათ შორის, უსაფრთხოების ზომებთან მიმართებით. პარალელურად, არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რომელიც ამ საკითხებს დაარეგულირებს. მონაცემთა დაცვის გარანტიებისა და მათი შესრულების მექანიზმების წერილობით ჩამოყალიბება კი ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია პერსონალურ მონაცემთა კანონიერად დამუშავებისათვის მომსახურების გაწევისას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 43 რეკომენდაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ხშირად მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციები სათანადოდ ვერ აცნობიერებენ ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემების სენსიტიურ ხასიათს და მათი უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გაცემული დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულება, რომელთა დიდი ნაწილი მონაცემთა ბაზებში ცვლილებებს უკავშირდება, ხშირად დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს საჭიროებს, რაც ყველა ორგანიზაციისთვის რთულია და დროში ჭიანურდება. შესაბამისად, საჯარო და კერძო დაწესებულებებმა მონაცემთა ბაზების შექმნის ეტაპზევე უნდა გადადგან ნაბიჯები მონაცემთა უსაფრთხოებისა და დამუშავების პროცესის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ელექტრონულ ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვისა და მათი არაკანონიერი დამუშავების თავიდან აცილების მიზნით, მონაცემთა დამმუშავებელმა ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ შემდეგი ზომები: შეიმუშაონ პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც დარეგულირდება ელექტრონულ ბაზაში მონაცემთა დამუშავების წესი, პირობები, მონაცემთა უკანონო დამუშავების თანამდევი შედეგები. ამასთან, უზრუნველყონ აღნიშნული დოკუმენტის პრაქტიკაში გამოყენება და დასაქმებული პირებისთვის გაცნობა; განსაზღვრონ მონაცემთა დამუშავების კონკრეტული კანონიერი მიზნები და დაამუშაონ მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც აღნიშნული მიზნების მისაღწევად არის საჭირო; სრულყოფილად აღრიცხონ მონაცემებზე ელექტრონული წვდომის (ბაზაში შესვლის, დათვალიერების, გადმოწერის, წაშლის) ფაქტები (ვინ, როდის, რა მიზნით შევიდა ბაზაში და რა მოქმედება განახორციელა); 44 დაადგინონ მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატური ვადები და მიიღონ შესაბამისი ზომები ამ ვადის გასვლის შემდეგ მონაცემთა განადგურებისა ან დეპერსონალიზაციისთვის; მკაცრად დაარეგულირონ ელექტრონულ ბაზაზე წვდომის საკითხები - განსაზღვრონ წვდომის უფლებამოსილების მქონე პირები და თითოეული თანამშრომლის წვდომის დონე შეუსაბამონ მათ სამსახურებრივ საჭიროებას; დანერგონ მონაცემებზე წვდომის კანონიერების პერიოდული მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამრღვევი პირების მიმართ გამოიყენონ ადეკვატური ზომები; გაატარონ ღონისძიებები ელექტრონულ ბაზებში მონაცემების დამუშავებისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ელექტრონული ბაზების ადმინისტრირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის სხვა ორგანიზაციის მომსახურებით სარგებლობისას გააფორმონ შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება ან/და გამოსცენ სამართლებრივი აქტი, რომლითაც დარეგულირდება უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების წესები და პირობები, უსაფრთხოებისა და მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის საკითხები; 45 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 5. მონაცემთა დამუშავება ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით საჯარო დაწესებულებები, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოები, კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები სულ უფრო ხშირად იყენებენ ვიდეოთვალთვალის სისტემებს უსაფრთხოების, საკუთრებისა თუ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნით. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით. ვიდეოთვალთვალის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების შემთხვევების ზრდასთან ერთად, მეტ მნიშვნელობას იძენს მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების მიერ აღნიშნულ პროცესში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვა. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის 15 ივლისს მიღებულ დადგენილებაში აღინიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა გაეგრძელებინა ვიდეოთვალთვალის საშუალებით მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება. შესაბამისად, 2020 წელს სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების შემთხვევების შესწავლა. ცნობიერების ამაღლება და პრევენცია მონაცემთა სუბიექტების უფლებათა დაცვისა და ვიდეოსათვალთვალო სისტემების მეშვეობით მონაცემთა დამუშავების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, სამსახურმა შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაცია ვიდეოთვალთვალის გზით მონაცემთა დამუშავების თაობაზე. რეკომენდაცია განკუთვნილია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთათვის და მორგებულია თითოეული მათგანის სპეციფიკაზე. აღნიშნული დოკუმენტი ორგანიზაციებს დაეხმარება ვიდეოთვალთვალის გზით მონაცემთა დამუშავების პროცესების გამართვასა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაში. ასევე, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამსახურმა ჩაწერა ვიდეოლექცია ვიდეოთვალთვალის შესახებ. ვიდეოლექცია განკუთვნილია როგორც მონაცემთა დამ- 46 მუშავებლებისთვის, ასევე იმ მონაცემთა სუბიექტებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ხვდებიან ვიდეოსათვალთვალო კამერების ხედვის არეალში. სტუდენტური პროექტის - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები“ - ფარგლებში სამსახურის მიერ შერჩეულმა სტუდენტებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები სამსახურისგან მუდმივ რეჟიმში იღებდნენ კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე (საანგარიშო პერიოდში გაიცა 195 კონსულტაცია). 2020 წელს სამსახურმა შეისწავლა ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების 30 შემთხვევა (16 მოქალაქეთა განცხადების/შეტყობინების საფუძველზე, ხოლო 14 - სამსახურის ინიციატივით). სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების შედეგად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 12 პირს 19 სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით 10 პირის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 2 პირის მიმართ - ჯარიმა. საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების პროცესების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობისთვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 65 დავალება და 12 რეკომენდაცია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 შესწავლილი პროცესები 47 77 30 19 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 შესწავლილი პროცესი 48 გამოვლენილი სამართალდარღვევა გაცემული დავალებები და რეკომენდაციები სამსახურმა ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შემთხვევები შეისწავლა: სამართალდამცავ ორგანოებში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში (სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში), ადგილობრივი თვითმმართველობის 6 ორგანოში (სხვადასხვა რეგიონში), სხვა საჯარო დაწესებულებებში, სამედიცინო დაწესებულებებში (მათ შორის, 2 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში), კერძო კომპანიებსა და საცხოვრებელ შენობებში. შესამოწმებელი დაწესებულებები შეირჩა ვიზიტორთა და დასაქმებულთა სიმრავლისა და ვიდეოთვალთვალის მიზნების მნიშვნელობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ თითოეულ სამართალდამცავ ორგანოსთან მიმართებით შემოწმდა რამდენიმე სტრუქტურული ერთეული რეგიონული დაფარვის გათვალისწინებით. გამოვლენილი ტენდენციები ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით მონაცემთა დამუშავების შესწავლით გამოვლინდა შემდეგი დარღვევები და ნაკლოვანებები: სამართალდამცავი ორგანოები სამართალდამცავ ორგანოებში იდენტურია ვიდეოთვალთვალის განხორციელების მიზნები, თუმცა განსხვავებულია მონაცემთა დამუშავების პრაქტიკა: სამართლებრივი რეგულირების საკითხი, ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული მონაცემების შენახვის ვადები, დაარქივებისა და ვიდეოსათვალთვალო სისტემების ადმინისტრირების წესები, წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე და მათი უფლებები და სხვა. მეტიც, განსხვავებულია ვიდეოთვალთვალის სისტემების საშუალებით მონაცემთა დამუშავების წესები ერთი უწყების შიგნითაც კი (მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში განსხვავებულია მონაცემთა შენახვის ვადები და დაარქივების წესები; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ დანაყოფში მიმდინარეობდა მხოლოდ რეალურ დროში მონიტორინგი, მონაცემების ჩაწერის გარეშე, ხოლო სხვა დანაყოფებში მონაცემებს იწერდნენ). ამდენად, მონაცემთა დამუშავების პროცესები არათანმიმდევრული და არაერთგვაროვანია; • უმეტესად, არ არსებობს ერთიანი სპეციალური წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად მოაწესრიგებს ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებულ საკითხებს: ვიდეოთვალთვალის მიზნებს; ასევე, ჩანაწერების შენახვის, დაარქივების, განადგურებისა და გამჟღავნების პროცედურებს; ვიდეოთვალთვალის სისტემების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირების უფლება-მოვალეობებს. გარკვეულ შემთხვევებში, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციები სხვადასხვა შიდა დოკუმენტშია გაბნეული; • ხშირად არ არის მკაცრად განსაზღვრული მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე პირთა წრე. როგორც წესი, ერთი და იგივე მომხმარებლით (user) სარგებლობს რამდენიმე პირი და შეუძლებელია იდენტიფიცირება ვის, როდის, რა მიზნით ჰქონდა წვდომა ჩამწერ მოწყობილობაზე. აღნიშნული გარემოება ართულებს და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის მონაცემთა მიმართ კონკრეტული ქმედების განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირებას; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 49 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 50 • ხშირად არ არის დანერგილი მონაცემთა კანონსაწინააღმდეგოდ დამუშავების შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი. სუსტია მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე პირთა პერიოდული მონიტორინგის მექანიზმი და მათი მხრიდან არასამსახურებრივი მიზნით სისტემაზე წვდომის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების გამოყენების პრაქტიკა; • მართალია, ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავება ყველა სამართალდამცავ ორგანოში მსგავს მიზნებს ემსახურება, თუმცა განსხვავებულია ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები. მათი შენახვის პერიოდი, როგორც წესი, დამოკიდებულია ვიდეოთვალთვალის მოწყობილობების ტექნიკურ მახასიათებლებზე და არ არის თანხვედრაში ვიდეოთვალთვალის მიზნებთან. გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ზუსტად არ არის განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადა და უწყებას დადგენილი აქვს მონაცემთა შენახვის მინიმალური და მაქსიმალური ვადა. ამასთან, იმ უწყებების ადგილზე შემოწმებით, რომლებსაც განსაზღვრული აქვს ჩანაწერების შენახვის ვადა, დადგინდა, რომ შენახვის რეალური ვადა სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადისაგან განსხვავებულია (ზოგჯერ ჩანაწერები ინახება განსაზღვრულზე მეტი ვადით და მონაცემები ავტომატურად არ იშლება შენახვის ვადის ამოწურვისთანავე, ან პირიქით, ჩანაწერები არ მოიპოვება მიუხედავად იმისა, რომ არ არის გასული შენახვის დადგენილი ვადა); • რამდენიმე სამართალდამცავ ორგანოში არ არის რეგულირებული ან დეტალურად გაწერილი ვიდეოჩანაწერების დაარქივების (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) საფუძვლები და ვადები, დაარქივებისას შესადგენი სამართლებრივი დოკუმენტები, ასევე, დაარქივებული მასალის განადგურების წესები და ვადები. ამასთან, დიდ სისტემებში (მაგ.: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) დაარქივების წესები განსხვავდება სტრუქტურული ერთეულების მიხედვით. კერძოდ, ერთი დანაყოფი აარქივებს ვიდეომასალას საჭიროების შემთხვევაში, ხოლო სხვა დანაყოფი გამორიცხავს დაარქივების შესაძლებლობას; • ხშირად არ არის მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რათა აღირიცხოს ელექტრონული ფორმით არსებულ პერსონალურ მონაცემთა მიმართ არსებული ყველა მოქმედება (სისტემაში შესვლა, გასვლა, ჩანაწერების გადახვევა, დათვალიერება, გადმოწერა, გამჟღავნება, წაშლა და სხვა). ეს შეუძლებელს ხდის მონაცემთა მიმართ შესრულებულ მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირებას; ცალკეულ შემთხვევებში, არ არის მიღებული ისეთი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კამერების მწყობრიდან გამოსვლის ფაქტების მყისიერ და სისტემურ აღრიცხვას და, შესაბამისად, ვიდეოჩანაწერების განადგურების, დაკარგვის პრევენციას, რაც პრობლემებს ქმნის მონაცემების უსაფრთხოების თვალსაზრისით; • რიგ შემთხვევებში, ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნები არ არის განთავსებული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამდენად, მონაცემთა სუბიექტები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ; • სამუშაო სივრცეში ვიდეოთვალთვალის შემთხვევაში, რამდენიმე სამართალდამცავ ორგანოს წერილობით არ მიუწოდებია ინფორმაცია დასაქმებული პირებისთვის და არც მათი უფლებები განუმარტავს, რაც ვერ უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტების უფლების სათანადო რეალიზებას - ჰქონდეთ ინფორმაცია მათი მონაცემების დამუშავებისა და კანონით გარანტირებული უფლებების შესახებ; • ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა, რომ ვიდეოჩანაწერების მესამე პირებისთვის გადაცემისას ინფორმაცია არ აღირიცხება კანონის შესაბამისად, კერძოდ, რომელი მონაცემი გამჟღავნდა, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით, რაც შეუძლებელს ხდის მონაცემთა გამჟღავნების შემთხვევების აღმოჩენას და კანონიერების შემოწმებას; • დამატებით უნდა აღინიშნოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაფიქსირებული პრობლემა, კერძოდ, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის დაწესებაზე მიღებული გადაწყვეტილებების (საფუძვლისა და ვადის ნაწილში) დასაბუთებულობა და ამის შესახებ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯეროვანი ინფორმირება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 51 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები 52 • ცალკეულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სათანადოდ არ იყო დარეგულირებული ვიდეოსათვალთვალო სისტემაზე წვდომის მქონე პირთა უფლება-მოვალეობების საკითხები, მათ შორის, ჩანაწერებზე წვდომის წესები, პირობები და წვდომის მქონე პირთა პერიოდული მონიტორინგის საკითხები; • დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ადგილზე შემოწმებისას ვერ დადგინდა ჩანაწერების შენახვის პერიოდი, ვინაიდან მერიის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ ვიდეოჩამწერ მოწყობილობაზე წვდომისათვის განკუთვნილი ინდი ვიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი - ეს ინფორმაცია ჰქონდა პირს, რომელიც აღარ მუშაობდა მერიაში. მერია ფლობდა ვიდეოსათვალთვალო სისტემას, თუმცა არ ჰქონდა წვდომა სისტემაში ასახულ მონაცემებზე. შესაბამისად, ვერ მართავდა მას და ვერ აკონტროლებდა მონაცემთა შენახვის პირობებს; • გამოვლინდა ხარვეზები სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით. კერძოდ, დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერია აუცილებლობისა და საჭიროების გარეშე ახორციელებდა კონკრეტული პირის სამუშაო სივრცის ვიდეოთვალთვალს. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დასაქმებულები არ იყვნენ წერილობით ინფორმირებულნი მათი სამუშაო ადგილის ვიდეომონიტორინგზე. შესაბამისად, ერთ შემთხვევაში სამუშაო პროცესის ვიდეომონიტორინგი არამართლზომიერად მიმდინარეობდა; ხოლო, მეორე შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტებს არ მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია მათი მონაცემების დამუშავების შესახებ. შესაბამისად, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, დაეცვათ საკუთარი უფლებები სურვილის შემთხვევაში; • ორ შემთხვევაში ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობაზე გამაფრთხილებელი ნიშნები არ იყო განთავსებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების შიდა თუ გარე პერიმეტრზე და, შესაბამისად, ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობდა მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების გარეშე; • დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ვიდეოსათვალთვალო სისტემა სრულად არ აღრიცხავდა ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა მიმართ შესრულებულ მოქმედებებს და, შესაბამისად, ვერ იდენტიფიცირდებოდა ვის ჰქონდა მონაცემებზე წვდომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში; • ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიაში არ იყო დაცული ვიდეოჩამწერი მოწყობილობის ფიზიკური უსაფრთხოება. კერძოდ, კამერები და ვიდეოჩამწერი მოწყობილობები განთავსებული იყო დაცვის პოლიციის ოთახში, რომლის კარიც არ იკეტებოდა გასაღებით. ამასთან, აღნიშნულ ოთახში ხვდებოდა მერიის ყველა თანამშრომელი, რაც ქმნიდა მონაცემებზე არაუფლებამოსილ პირთა წვდომის რისკს. სამედიცინო დაწესებულებები ერთ-ერთ საქმეში დადგინდა ვიდეომონიტორინგის პარალელურად აუდიომონიტორინგის კანონის დარღვევით განხორციელების ფაქტი. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილების მიმღებში ვიდეომონიტორინგთან ერთად მიმდინარეობდა აუდიოჩაწერაც ისე, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. მიმღებ განყოფილებაში აუდიომონიტორინგის ქვეშ ექცეოდა როგორც პაციენტების (მათ შორის, არასრულწლოვნების), ასევე დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი და პირადი საუბრები თუ აქტივობები; • ერთ-ერთი ფსიქიატრიული დაწესებულება ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით აკვირდებოდა პალატებს, რაც ემსახურებოდა ლეგიტიმურ მი ზანს - პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვას. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებას არ ჰქონდა შემუშავებული წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა ვიდეომონიტორინგის წესი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებზე წვდომისა და პაციენტების პირდაპირ რეჟიმში მონიტორინგის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე. იმის გათვალისწინებით, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გროვდება სენსიტიური მონაცემები, კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ვიდეომონიტორინგის შედეგად მოპოვებულ ჩანაწერთა უსაფრთხოების საკითხები. მსგავსი პრაქტიკა კი საფრთხეს უქმნის მონაცემების უსაფრთხოებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 53 ფიზიკური პირები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელი შენობის ვიდეოთვალთვალისას კანონით დადგენილი წესების დაცვა: 54 • გამოვლინდა შემთხვევები, როცა ფიზიკურ პირთა საცხოვრებელ შენობებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ხედვის არეალი მოიცავდა საერთო სარგებლობის სივრცეს შენობაში მცხოვრებ სხვა მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობის გარეშე, რაც განაპირობებს მობინადრეთა ვიდეოთვალთვალს მათი ნების საწინააღმდეგოდ; • ასევე, დაფიქსირდა მომიჯნავედ მცხოვრებ პირთა საკუთრების, მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე, ვიდეომონიტორინგის ფაქტები, რაც ზრდის სხვის პირად ცხოვრებაში არამართლზომიერი ჩარევის რისკებს; • გამოვლინდა ასევე შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელ შენობებში სათვალთვალო კამერები განთავსებული იყო ფიქციურად, ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის გარეშე, რაც მცდარ წარმოდგენას უქმნიდა მოქალაქეებს მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებაზე. კერძო ორგანიზაციები • გამოწვევად რჩება კერძო კომპანიების მიერ სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის კანონიერება. რიგ შემთხვევებში, კომპანიები ვერ ასაბუთებენ სამუშაო სივრცის ვიდეოთვალთვალის აუცილებლობას და სხვა საშუალებებით იმავე მიზნების მიღწევის შეუძლებლობას. ასევე, ფიქსირდება ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ დასაქმებულთა წერილობითი ინფორმირებისა და მათთვის უფლებების განმარტების წესის დარღვევის ფაქტები; • რიგ შემთხვევებში, არ აღირიცხება ვიდეოჩამწერ სისტემაში შესვლის/გასვლის, ჩანაწერების დათვალიერების, გადმოწერის, გადახვევისა თუ ვიდეოჩანაწერების მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევები (რა მონაცემები გაიცა, როდის, ვისთვის, რომელი სამართლებრივი საფუძვლით); • ზოგ შემთხვევაში, კომპანიებში დასაქმებული სხვადასხვა პირი ვიდეოთვალთვალის სისტემაზე წვდომისათვის სარგებლობს საერთო მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რაც საფრთხეს უქმნის მონაცემთა უსაფრთხოებას და შეუძლებელს ხდის მონაცემებზე წვდომის განმახორციელებელი პირის დადგენას. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში გამოვლინდა, რომ ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომი გახდა მესამე პირებისათვის და გავრცელდა მასმედიაში. ვინაიდან აღნიშნულ კომპანიაში დასაქმებული რამდენიმე პირი სარგებლობდა საერთო მომხმარებლის სახელითა და პაროლით, ვერ დაიდენტიფიცირდა, რომელმა თანამშრომელმა გადასცა ვიდეოჩანაწერი მესამე პირს. შესაბამისად, დადგინდა კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი; • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს კერძო დაწესებულებათა მიერ მხოლოდ საკუთარი შენობების ვიდეოთვალთვალის შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ საქმეში დადგინდა კომპანიის მიერ მესამე პირების საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ნაწილის ვიდეომონიტორინგის ფაქტი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 55 რეკომენდაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ცხადია, ვიდეოთვალთვალი ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს - პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვას, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვას, საიდუმლო ინფორმაციის დაცვას, გამოცდის/ტესტირების ეფექტიანად ჩატარებას. ამავდროულად, ეს არის პირის პირად ცხოვრებაში ჩარევის ინტენსიური ფორმა. შესაბამისად, აუცილებელია რომ ვიდეოთვალთვალის გზით მონაცემთა დამუშავება არ არღვევდეს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ხვდებიან ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ხედვის არეალში. შესწავლილი პროცესები ნათლად აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით კვლავ ბევრი გამოწვევაა. სამართალდამცავი ორგანოების, სხვა საჯარო დაწესებულებებისა და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დასაცავად მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები არაა საკმარისი იმ პირთა უფლებების დასაცავად, რომლებიც ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ხედვის არეალში ხვდებიან. პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მათი არაკანონიერი დამუშავების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცავმა ორგანოებმა, სხვა საჯარო დაწესებულებებმა და კერძო ორგანიზაციებმა საჭიროა: წერილობით განსაზღვრონ დეტალური წესი, რომელიც დაარეგულირებს ვიდეოთვალთვალის მიზნებს, ჩანაწერების შენახვის, დაარქივების, განადგურებისა და გამჟღავნების პროცედურებს, სისტემაზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა უფლება-მოვალეობებს, მათი მონიტორინგის მექანიზმს და ა.შ.; დაადგინონ ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები მონაცემთა დამუშავების მიზნის პროპორციულად, რაც არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ტექნიკური საშუალებების მახასიათებლებზე და დამუშავების მიზნის/მიზნების მიღწევის შემდგომ მონაცემები ავტომატურად წაშალონ; მკაცრად განსაზღვრონ ვიდეოთვალთვალის სისტემებსა და ჩანაწერებზე წვდომის უფლებამოსილ პირთა წრე, მათი უფლებები და ვალდებულებები. ამასთან, მათი ვიდეოსათვალთვალო სისტემაზე დაშვება უზრუნველყონ პერსონიფიცირებული, ინდივიდუალური მომხმარებლის სახელითა და პა როლით (user); 56 მიიღონ შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ვიდეოჩანაწერების მიმართ განხორციელებული ყველა მოქმედების აღრიცხვა (სისტემაში შესვლა, გასვლა, ჩანაწერების გადახვევა, დათვალიერება, გადმოწერა, წაშლა და სხვა); მიიღონ ისეთი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს კამერების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევების მყისიერად აღრიცხვას და ვიდეოჩანაწერების დაცვას განადგურებისა თუ დაკარგვისაგან; გააძლიერონ ზომები ვიდეოჩამწერი მოწყობილობების (სერვერების) ფიზიკური უსაფრთხოებისთვის; კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, აღრიცხონ ინფორმაცია გამჟღავნებული მონაცემების თაობაზე; აუდიომონიტორინგი განახორციელონ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას, კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლისა და პრინციპების დაცვით; თვალსაჩინო ადგილას განათავსონ გამაფრთხილებელი ნიშნები ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათი მხრიდან საცხოვრებელი შენობის ვიდეოთვალთვალი დასაშვებია მხოლოდ შენობის მესაკუთრეთა შესაბამისი წერილობითი თანხმობების მოპოვებისა და შენობის მაცხოვრებელთა კანონით დადგენილი წესით ინფორმირების შემდეგ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 დასაქმებულებს წერილობით მიაწოდონ ინფორმაცია სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობისა და მათი უფლებების შესახებ. დასაქმებულის სამუშაო სივრცის ვიდეოთვალთვალი დაუშვან უკიდურეს შემთხვევაში, როცა იგივე მიზნის მიღწევა შეუძლებელია სხვა საშუალებით; 57 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 6. პერსონალური მონაცემების დამუშავება საფინანსო სექტორში საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემები იყრის თავს. კომერციული ბანკები, არასაბანკო დაწესებულებები (მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო კავშირები, სესხის გამცემი სუბიექტები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები), ასევე, პრობლემური აქტივების მართვის ე.წ. „კოლექტორული კომპანიები“ და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროები ამუშავებენ დიდი მოცულობის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, ინფორმაციას პირის ოჯახური მდგომარეობის, განათლების, სამუშაო ადგილის, მიღებული შემოსავლების, ფინანსური ვალდებულებების, გადახდისუნარიანობისა და ფინანსური ტრანზაქციების შესახებ. COVID-19-ის პანდემიამ გავლენა იქონია საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობაზეც და მათ მომხმარებლებზეც, რადგან უფრო მეტმა პროცესმა გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში და საჭირო გახდა ახალი სახის მონაცემების დამუშავება. მაგალითად, საყოველთაო კარანტინის პირობებში საფინანსო ინსტიტუტებში პირის დისტანციურად იდენტიფიკაციისთვის დაიწყო ბიომეტრიული მონაცემების (სახის გამოსახულების) გამოყენება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წელს საფინანსო სექტორში მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე ზედამხედველობა საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის. ცნობიერების ამაღლება და პრევენცია საფინანსო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების გასაძლიერებლად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თანამშრომლობდა საფინანსო ინსტიტუტებთან, შესაბამის დარგობრივ ასოციაციებსა და საფინანსო ინსტიტუტების საზედამხედველო ორგანოსთან - საქართველოს ეროვნულ ბანკთან. სამსახურმა გაატარა ღონისძიებები, რომელთა მიზანიც იყო ცნობიერების ამაღლება საფინანსო სექტორში პერსონალურ მონაცემთა კანონიერად დამუშავებაზე: 58 სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ჩატარდა შეხვედრები, მათ შორის, ვებინარი, საქართველოს საბანკო ასოციაციასთან თანამშრომლობით, რომელსაც კომერციული ბანკების 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მისი მიზანი გახლდათ საბანკო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება და ამ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლება. სამსახურის თანამშრომლებმა ვებინარის მონაწილეებს გააცნეს საბანკო სექტორში მონაცემთა დამუშავების გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა საბანკო დაწესებულებების მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში გადაცემაზე, ასევე, იმ ძირითად ცვლილებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; • სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საბანკო ასოციაციასთან ამ სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე, მათ შორის, „ღია ბანკინგის“ კონცეფციის პრაქტიკაში დანერგვაზეც; • პერიოდულად, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ტარდებოდა სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, მონაცემთა დამუშავებაზე მომხმარებელთა დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში და კლიენტის გადახდისუნარიანობის სტატუსის შეფასებისას; • სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართული იყო კანონშემოქმედებით პროცესშიც. კერძოდ, მან წარადგინა მოსაზრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების პროექტზე, რომელიც უკავშირდებოდა სესხის გამცემი სუბიექტის (ლომბარდების) მიერ ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის შექმნას; • სამსახური ოფიციალური ვებგვერდისა და Facebook გვერდის საშუალებით აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც იღებდა საფინანსო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან მიმართებით; • სამსახური გასცემდა როგორც წერილობით, ასევე ზეპირ კონსულტაციებს საფინანსო სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. მომართვების საფუძველზე, სამსახურმა საკონსულტაციო რეჟიმში შეისწავლა სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებაში დაგეგმილი არაერთი პროცესი, როგორიცაა, ანგარიშის გახსნა, ბანკომატის მეშვეობით უბარათო ოპერაციის განხორციელება, მეტროს სადგურებში კამერის მიერ მგზავრის იდენტიფიცირებით მგზავრობის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 59 ღირებულების უბარათოდ გადახდა, კლიენტად რეგისტრაცია და სხვა. სამსახურმა გასცა რეკომენდაციები ამ პროცესების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობისათვის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 შესწავლილი პროცესები 2020 წელს მოქალაქეთა მომართვების დიდი ნაწილი შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას სწორედ საფინანსო ორგანიზაციების მიერ. მოქალაქეთა განცხადებებისა და შეტყობინებების საფუძველზე, სამსახურმა შეისწავლა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების 37 ასეთი შემთხვევა. შესწავლილი საქმეების საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 12 პირს 13 სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით 4 პირის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 8 პირის მიმართ - ჯარიმა. საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების პროცესების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობისთვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 8 დავალება და 1 რეკომენდაცია. 37 13 შესწავლილი პროცესი 60 გამოვლენილი სამართალდარღვევა 9 გაცემული დავალებები და რეკომენდაციები მოქალაქეთა მომართვების უმეტესი ნაწილი შეეხებოდა საფინანსო ინსტიტუტების მიერ მსესხებლის მოძიებისა და დავალიანების გადახდევინების მიზნით სატელეფონო გზით დაკავშირებას მესამე პირებთან (მათ შორის, მსესხებლის ოჯახის წევრებთან, ნათესავებსა და მეზობლებთან). გამოვლენილი ტენდენციები საფინანსო სექტორში მონაცემთა დამუშავების შესწავლილმა პროცესებმა გამოავლინა შემდეგი დარღვევები და ნაკლოვანებები: ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ასევე, სხვადასხვა ე.წ. „კოლექტორული კომპანია“, მსესხებლის მოძიებისა და დავალიანების გადახდევინების მიზნით, ხშირად უკავშირდებიან მესამე პირებს (მათ შორის, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მეზობლებს), რომელთა მონაცემებს არაკანონიერად მოიპოვებენ ან იყენებენ. ზოგჯერ მესამე პირთან დაკავშირება გრძელდება მას შემდეგაც, რაც საფინანსო ორგანიზაციისთვის ცნობილი ხდება, რომ შესაბამის პირს არ აქვს შესაძლებლობა ან სურვილი, რომ კომპანიას დაეხმაროს მსესხებელთან კონტაქტის დამყარებაში. შესაბამისად, მონაცემები მუშავდება კანონიერი მიზნისა და საჭიროების გარეშე; • როგორც წესი, არ აღირიცხება მსესხებლის მოძიებისა და დავალიანების გადახდევინების მიზნით მესამე პირთა მონაცემების შეგროვების წყარო. მოთხოვნის შემთხვევაში, ორგანიზაციები მონაცემთა სუბიექტებს ვერ აწვდიან ზუსტ ინფორმაციას, საიდან მოიპოვეს მათზე ინფორმაცია, რაც ეჭვს აჩენს მონაცემთა არაკანონიერად დამუშავების შესახებ; • ერთ-ერთ შემთხვევაში, კომპანიამ, მსესხებლის მოძიების პროცესში საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტისას, მეზობლებს გაუმჟღავნა ინფორმაცია მსესხებლის ფინანსური ვალდებულების შესახებ. შედეგად მონაცემები ხელმისაწვდომი გახდა არაუფლებამოსილი პირისთვის; • ირღვევა პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების წესები. ერთ-ერთი შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანია არ აღრიცხავდა ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემებზე შესრულებულ ყველა მოქმედებას, კერძოდ, მსესხებელ- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 61 თა ბაზაში არსებული მონაცემების ნახვის/დათვალიერების ფაქტებს. ელექტრონულ სისტემაში მსგავსი მექანიზმის არქონა ართულებს დამრღვევი პირის გამოვლენისა და სათანადო რეაგირების შესაძლებლობას პერსონალურ მონაცემთა კანონდარღვევით დამუშავებისას; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 62 საფინანსო ინსტიტუტების უფლებამოსილი პირები არღვევენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ წესებს. კერძოდ, ისინი სცდებიან მონაცემთა დამმუშავებელსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავების ფარგლებს. ხშირია მესამე პირებისთვის სესხთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება, არაზუსტი მონაცემების დამუშავება, ასევე, იმ პირებთან დაკავშირება, რომლებმაც უარი განუცხადეს კომპანიას მსესხებლის საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდებაზე და სხვა. რეკომენდაციები საფინანსო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და არაკანონიერი დამუშავების თავიდან ასაცილებლად, ამ სექტორის ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ შემდეგი ზომები: მონაცემთა დამუშავებისას დაიცვან სამართლიანი ბალანსი თავის კანონიერ ინტერესებსა და მსესხებლებისა თუ მესამე პირების უფლებებს შორის; შეიმუშაონ და დანერგონ მსესხებელთან დაკავშირების მიზნით მესამე პირის პერსონალურ მონაცემთა მოპოვებისა და აღრიცხვის წესი/პროცედურა (მათ შორის, რა მონაცემებია მოპოვებული, რა გზით, როდის, რა საფუძვლითა და მიზნით); მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, შეწყვიტონ მისი მონაცემების დამუშავება, თუ არ იკვეთება მონაცემთა დამუშავების აღმატებული კანონიერი ინტერესი; არ გაუმჟღავნონ სესხთან დაკავშირებული ინფორმაცია მესამე პირებს, მათ შორის, მსესხებლის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს და ა.შ.; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სასესხო/საკრედიტო ურთიერთობის ფარგლებში, მესამე პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების დანერგვამდე წინასწარ შეაფასონ, ხოლო დანერგილი პროცესის შემთხვევაში - გონივრულ ვადებში შეისწავლონ მონაცემთა დამუშავების ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე; მიიღონ იმგვარი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემებზე შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვა; უფლებამოსილი პირის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას, გააფორმონ შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც დაარეგულირებენ ამ პირის მიერ მონაცემთა დამუშავების წესებსა და პირობებს, ასევე, უსაფრთხოებისა და მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის საკითხებს. 63 7. არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევამ შე საძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის განვითარებას, ფსიქიკასა და მომავალ ცხოვრებას. ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა კიდევ უფრო მეტი გამოწვევაა, რადგან ახალ შესაძლებლობებთან ერთად იზრდება ამ უფლებაში უკანონო ჩარევის საფრთხეები. არასრულწლოვნები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების უარყოფით შედეგებზე და ხშირად არ შეუძლიათ მონაცემთა დაცვის მექანიზმების დამოუკიდებლად გამოყენება საკუთარი უფლებების დასაცავად. ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვა პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. 2020 წელს სრულად ამოქმედდა საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც ბავშვის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიებს ითვალისწინებს. კოდექსით სრულად აიკრძალა ბავშვის პერსონალური მონაცემების შემცველი ისეთი დოკუმენტის ან ჩანაწერის გასაჯაროება, რომელიც უკავშირდება მის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენებას, ბავშვის მიერ ან მიმართ ჩადენილ ძალადობას, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბავშვის ოჯახის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მონაწილეობას სოციალური დახმარების ან საქველმოქმედო პროგრამაში და სხვა მსგავსი შინაარსის ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული და საქართველოს პარლამენტში 2019 წელს ინიცირებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით, უფრო მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს არასრულწლოვან პირთა უფლებების დასაცავად. პროექტის თანახმად, მონაცემები უნდა დამუშავდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით; არასრულწლოვნის განრიდებასთან დაკავ შირებული მონაცემები განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს და მისი დამუშავების შემთხვევები მკაცრად არის შეზღუდული; 16 წელს მიღწეულ პირს მინიჭებული აქვს უფლება, თავად გასცეს თანხმობა თავისი მონაცემების დამუშავებაზე; მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციას ევალება, არასრულწლოვანს მისთვის გასაგებ 64 ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია, როდესაც მონაცემები უშუალოდ მისგან გროვდება; არასრულწლოვნის მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა. პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავება შეიძლება განსაკუთრებით საზიანო იყოს არასრულწლოვანთა შემთხვევაში, მათი მოწყვლადობის გათვალისწინებით. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის, მათ შორის, არასრულწლოვანთა მონაცემების უკეთ დასაცავად. ცნობიერების ამაღლება და პრევენცია უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც 2020 წელს გაფორმდა და მიზნად ისახავს განათლების სფეროში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის სისტემურ გაუმჯობესებას. მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეისწავლა მანდატურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტები და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადა მათ შესახებ. ისინი შეეხებოდა სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ასევე, ვიდეოთვალთვალისა და ვიდეოჩანაწერების დამუშავების წესებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი დამუშავების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები მიემართებოდა, ერთი მხრივ, მონაცემთა დამუშავების პროცესების დახვეწას საჯარო და კერძო დაწესებულებებში და იმ პირთა ცნობიერების ამაღლებას, რომლებიც ყოველდღიურად არიან ჩართულნი არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავებაში, ხოლო მეორე მხრივ - თავად ბავშვებისა და მათი მშობლების ცნობიერების გაზრდას. 65 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების გასათვალისწინებლად. სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ რეგიონულ დაწესებულებებშიც. სახელმწიფო ინსპექტორმა 7 დიდ ქალაქში (ბათუმი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი და ქუთაისი) ჩაატარა შეხვედრები სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ადგილობრივ წარმომადგენლებთან (სოციალურ მუშაკებთან). შეხვედრები მიზნად ისახავდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის გაუმჯობესებას მათი საქმიანობის პროცესში. არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, კანონის მოთხოვნებისა და, შესაბამისად, არასრულწლოვანთა უფლებების დასაცავად, სამსახურმა გასცა რეკომენდაციები 5 სამართლებრივი აქტის პროექტზე, მათ შორისაა: 66 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის (შემთხვევის მართვის წესი), აგრეთვე, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის დამტკიცების შესახებ“. ეს აქტი ითვალისწინებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ (პროკურატურა, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო) არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით: არასრულწლოვან ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია; რისკისა და საჭიროებების შეფასება; ინდივიდუალური გეგმის მომზადება და შემთხვევის მართვა; განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია; პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ფსიქოლოგიური მომსახურება. სამსახურმა ასევე გასცა რეკომენდაციები მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვასა და მონაცემთა უსაფრთხოების ღონისძიებებზე; • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“. იგი ითვალისწინებდა სხვადასხვა საჯარო დაწესებულების (სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური) ბაზებში არასრულწლოვნებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლების პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და ერთმანეთთან გაცვლას სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოსავლენად და ზოგად განათლებაში ჩასართავად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემცირდა არასრულწლოვანთა შესახებ დასამუშავებელი პერსონალური მონაცემების მოცულობა, იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, ხელი არ შეშლოდა კანონიერ მიზანს (ზოგადი განათლების მიღების უფლებას), ხოლო მეორე მხრივ, დაცული ყოფილიყო მათი უფლებები. გარდა ამისა, განისაზღვრა საჯარო დაწესებულებების მიერ მონაცემთა შენახვის ვადები და მათი წაშლის/განადგურების წესი/პირობები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • რაც შეეხება ბავშვებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლებას, სამსახური სხვადასხვა გზას იყენებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე მათი ინფორმირებულობის გასაზრდელად. 67 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მშობლებისთვის, რომლებიც იუსტიციის სახლებს მიმართავენ ბავშვის დაბადების რეგისტრაციის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საინფორმაციო ბროშურები განათავსა საქართველოს 14 ქალაქის ასეთ დაწესებულებაში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი, რუსთავი, ბოლნისი, ონი, ბათუმი, თელავი, გორი და ოზურგეთი). ბროშურებში მოცემულია ინფორმაცია ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობასა და იმ რისკებზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მათ არასწორ გამოყენებას, გავრცელებას, სხვისთვის გაზიარებასა და სოციალურ ქსელში განთავსებას. 68 2020 წლის პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სოციალურ ქსელში განათავსა რეკომენდაციები და საინფორმაციო ბარათები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. სასწავლო პროცესის დაწყების წინ, სამსახურმა ერთკვირიანი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინფორმირებას სასკოლო პროცესში მონაცემთა დამუშავების საკითხებზე. სამსახურმა ჩაატარა Facebook Live მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხზე, რომელსაც უყურა 7500-მა დაინტერესებულმა პირმა. 2020 წელს, პანდემიიდან გამომდინარე, არასრულწლოვნები კიდევ უფრო დიდ დროს ატარებდნენ ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში. სამწუხაროდ, სოციალური ქსელების გამოყენება ქმნის კიბერბულინგის საფრთხეს, რომლის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ინტერნეტმომხმარებელი აღმოჩნდეს. სამსახურმა ბავშვებისა და მშობლებისთვის მოამზადა რეკომენდაცია: „როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან“, რომლის მიზანია ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების“ პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე, საქართველოს ყველა რეგიონიდან, 20-მდე სტუდენტი შეირჩა. სტუდენტებმა სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრებზე განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა, მათი არაკანონიერი გამოყენების, გავრცელების ან სხვაგვარი დამუშავების გავლენა ადამიანის უფლებებზე. შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებას მონაცემთა დაცვის სფეროში. ასევე მომზადდა რეკომენდაცია 2020 წელს ძალიან პოპულარული აპლიკაციის „TIK TOK“-ისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. რეკომენდაციები განთავსდა სამსახურის ვებგვერდსა და ოფიციალურ Facebook გვერდზე და ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. 69 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხა რდაჭერით, მომზადდა და გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტი ლებათა კრებული არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის საკითხებზე, რომე ლიც სამსახურის მიერ შესწავლილ 22 რეალურ საქმეს აერთიანებს. დოკუმე ნტის მიზანია, ხელი შეუწყოს არასრუ ლწლოვანთა მონაცემების დაცვის მაღა ლი სტანდარტის დამკვიდრებას; ასევე, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნო ბით, მონაცემთა დამმუშავებელ ორგა ნიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს გააცნოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიდგომები და შესთავაზოს რეკომენდაციები მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის. შესწავლილი პროცესები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების 30 შემთხვევა (14 - მოქალაქეთა განცხადების/შეტყობინების საფუძველზე, ხოლო 16 - სამსახურის ინიციატივით). სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების შედეგად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 15 პირს 20 სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით 10 პირის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 5 პირის მიმართ - ჯარიმა. საჯარო და კერძო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობისათვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 35 დავალება და 5 რეკომენდაცია. 70 40 30 20 შესწავლილი პროცესი გამოვლენილი სამართალდარღვევა გაცემული დავალებები და რეკომენდაციები • რამდენად კანონიერი იყო სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ მოსწავლეთა მონაცემების დამუშავება ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის - erofficers.emis.ge მეშვეობით. ამ ბაზაში აღრიცხულია ინფორმაცია 607 საჯარო სკოლის 549 000 მოსწავლის მხრიდან კანონდარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, სოციალური სტატუსი (დაცული/დაუცველი), კლასი, სკოლა, მოქალაქეობა, რეგიონი, რაიონი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი და მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი); მშობლის/წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია; მოსწავლის მიერ ჩადენილი დარღვევის კატეგორია (აკრძალული ნივთების ქონა, ალკოჰოლი, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება, აზარტული თამაშები და ა.შ.); დარღვევის ტიპი (ცივი იარაღის, ხელკეტის ან მომწამლავი ნივთიერების ქონა და ა.შ.); დარღვევის შინაარსი (ჩადენის დრო, ადგილი); მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ გატარებული ღონისძიება; ინციდენტში მონაწილე პირები და სხვა. ამავე საინფორმაციო ბაზაში მოსწავლეებისა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 არასრულწლოვანთა მონაცემები თავს იყრის როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე სხვა სფეროებში (მაგ.: ჯანდაცვის სექტორი, სამართალდამცავი ორგანოები, სოციალური სივრცე და ა.შ.). 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესები შეისწავლა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებებში, სადაც მუშავდება დიდი მოცულობის ან/და სენსიტიური მონაცემები ბავშვების შესახებ. ყურადღება გამახვილდა 2020 წელს დანერგილ ახალ პროდუქტებზეც, რომლებიც არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავებას გულისხმობს. კერძოდ, სამსახურმა შეისწავლა/შეამოწმა: 71 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 და მათი კანონიერი წარმომადგენლების ძირითადი მონაცემები გენერირდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პლატფორმიდან - eSchool (ერთიანი პლატფორმა, რომელშიც აისახება საქართველოს მასშტაბით სკოლებში ჩარიცხული პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ინფორმაცია მათი აკადემიური მოსწრების, საგანმანათლებლო აქტივობებისა და ა. შ. შესახებ); 72 • სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ მონაცემთა დამუშავების რამდენიმე პროცესი, კერძოდ: სოციალური მუშაკების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერება არასრულწლოვანზე მეურვეობა-მზრუნველობისას; ასევე, მონაცემთა დამუშავება 2020 წელს დანერგილი ე.წ. ცხელი ხაზის „111“-ის ფუნქციონირებისას, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისა და მშობლებისთვის. ბავშვს ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია ცხელი ხაზის მეშვეობით მიმართოს აღნიშნულ სააგენტოს შემდეგი მიზნებით: ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, სხვადასხვა სერვისზე ინფორმაციის მიღება, კონსულტაციის გაწევა და სხვა; • საჯარო და კერძო სკოლების მიერ მოსწავლეთა პირადი საქმეების დამუშავებისა და ბაღების/სკოლების შენობებში მიმდინარე ვიდეოთვალთვალის კანონიერება; • პაციენტთა მონაცემების მატერიალური თუ ელექტრონული სისტემით დამუშავების, ვიდეოთვალთვალის, აუდიომონიტორინგისა და მონაცემთა უსაფრთხოების ზომების კანონიერება სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც მომსახურებას უწევენ ფსიქიკური აშლილობის მქონე არასრულწლოვნებს, ასევე, აღრიცხვაზე მყოფ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლე და ვაქცინაციის მიმღებ ბავშვებს; • ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ ვირტუალურ სივრცეში არასრულწლოვანთა მონაცემების გასაჯაროების ფაქტები, კერძოდ: სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვანი პირის დაკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელ Facebook-ში გასაჯაროება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ელექტრონული ფაილების გასაჯაროება, რომლებიც შეიცავდა მონაცემებს 2012-2019 წლებში საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტურში გადასული და გამარჯვებული მოსწავლეების შესახებ; სკოლის მიერ მოსწავლეთა მონაცემების შემცველი ელექტრონული ფაილების სკოლის ვებგვერდზე გასაჯაროება და საძიებო სისტემა Google-ში ხელმისაწვდომობა; • სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მსჯავრდებულ დედასთან მყოფი სამ წლამდე ბავშვების მონაცემების, მათ შორის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოპოვების, შენახვისა და გამჟღავნების კანონიერება; • დისტანციური სწავლებისას მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები, რომელთა შედეგები მოცემულია ანგარიშის სხვა ნაწილში („პერსო ნალური მონაცემების დაცვა COVID-19-ის პანდემიის პირობებში“). გამოვლენილი ტენდენციები მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების შესწავლილმა პროცესებმა გამოავლინა გარკვეული დარღვევები და ნაკლოვანებები: • ორგანიზაციების უმეტესობას არ ჰქონდა მიღებული ადეკვატური და ეფექტიანი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად. მაგალითად, მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების უმეტესობა არასრუ ლწლოვანთა მონაცემებს ინახავდა ელექტრონულ სისტემებში და არ აკონტროლებდა, ვის, როდის, რა მიზნითა და მოცულობით ჰქონდა წვდომა მათზე. ასევე, დამუშავების პროცესში ჩართულ თანამშრომლებს მონაცემებზე წვდომა, მათი კოპირება, ჩამოტვირთვა, შენახვა და ა.შ. შეეძლოთ არასამსა ხურებრივი მოწყობილობითაც (კომპიუტერით), ნებისმიერ დროს, მათ შორის, შინიდან. ასობით პირის ასეთი თავისუფალი და შეუზღუდავი წვდომა არასრულწლოვანთა მონაცემებზე (როგორიცაა: ჯანმრთელობის ან ოჯახური მდგომარეობა, აკადემიური მოსწრება, სკოლაში ჩადენილი დარღვევები და ა.შ.), ცხადია, ქმნის მათი არაუფლებამოსილი პირისთვის გამჟღავნების ან/და პირადი (არასამსახურებრივი) მიზნით გამოყენების საფრთხეს; • მონაცემთა უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების მიღება არა მხოლოდ არაკანონიერი დამუშავების საფრთხეს ქმნის, არამედ კონკრეტული შედეგითაც გამოიხატება: სამწუხაროდ, ფიქსირდება შემთხვევები, როცა ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლები თვითნებურად იყენებენ სამსახურებრივი საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციას. მაგალითად, 2020 წელს სოციალურმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გარემოება, რომ დაწესებულებები, რომლებიც ბავშვთა მონაცემებს ამუშავებენ, მოტივირებულნი არიან, რომ გააუმჯობესონ მონაცემთა დამუშავების პროცესები და ამ მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ სამსახურთან. 73 მუშაკმა Facebook-ის პირად გვერდზე გაასაჯაროვა საკუთარი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია კონკრეტული ბავშვის სოციალური სტატუსის, მინდობით აღზრდაში გადაყვანის, ოჯახური პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროება, მისი სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება განსაკუთრებით დამაზიანებელი იყოს არასრულწლოვანის სამომავლო განვითარებისთვის და გამოიწვიოს მისი სტიგმატიზება ან ჩაგვრა; პრობლემურ საკითხად დაფიქსირდა ვიდეოთვალთვალი. ელექტრონული სისტემის მეშვეობით კონკრეტული სივრცისა და ამ სივრცეში მყოფი ბავშვების ინტენსიური, მუდმივი და უწყვეტი მონიტორინგი (ვიდეოთვალთვალი) ეფექტიანი ფორმაა სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში არასათანადო მოპყრობის, სავარაუდო რისკებისა და კონკრეტული ინციდენტების გამოსავლენად, ასევე, მათი პრევენციისათვის. თუმცა, ბავშვის ქცევაზე ამგვარი დაკვირვება პირდაპირი, უშუალო ჩარევაა მის პირად ცხოვრებაში და საჭიროებს კანონის მოთხოვნათა მკაცრად დაცვას. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ისეთი წესების დარღვევა, როგორიცაა კანონით აკრძალულ სივრცეში, კერძოდ, სკოლის ჰიგიენის ოთახებში ვიდეოთვალთვალის ფაქტი, ასევე, ბავშვების, მათი მშობლების, დაწესებულების თანამშრომლებისა და სკოლაში მყოფი სხვა პირების ინფორმირების არარსებობა ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობაზე. ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალი დაუშვებელია და უხეში ჩარევაა პირად ცხოვრებაში. კანონმდებლობით ნებადართულ სივრცეებში (მაგ.: სკოლის შესასვლელი, დერეფნები და სხვა) ვიდეოთვალთვალისას კი დაწესებულება ვალდებულია, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს გამაფრთხილებელი ნიშანი. სკოლის მოსწავლეს, მასწავლებელს ან მშობელს, რომლებიც იმყოფებიან სკოლის ეზოში, დერეფანსა თუ სხვა სივრცეში, უფლება აქვთ, იცოდნენ ვიდეოთვალთვალის შესახებ, რათა თვითონ გადაწყვიტონ, მოექცნენ თუ არა ვიდეომონიტორინგის ქვეშ; • ცალკეულ შემთხვევებში, მონაცემთა დამმუშავებლებს არ ჰქონდათ განსაზღვ რული არასრულწლოვანთა მონაცემების შენახვის ვადები, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. გარკვეული მონაცემები, დროის გასვლასთან ერთად, ძველდება, კარგავს აქტუალობას და აღარ არსებობს მათი შენახვის საჭიროება. ასეთი ინფორმაციის განუსაზღვრელი ვადით შენახვა შეიძლება განსაკუთრებით საზიანო იყოს არასრულწლოვანი პირებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 74 • გამოვლინდა შემთხვევები, როცა მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციები მონაცემთა სუბიექტ ბავშვებსა ან/და მათ კანონიერი წარმომადგენლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების მიზანსა და ფორმაზე (მაგ.: პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული დედები ხელს აწერდნენ სტანდარტული თანხმობის ფორმას მათთან მყოფი სამ წლამდე შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე, თუმცა არ იყვნენ ინფორმირებულნი დამუშავების მიზანსა და ფორმაზე. შესაბამისად, აღნიშნული პირები მონაცემების დამუშავებას თანხმდებოდნენ ამ ინფორმაციის გარეშე); • ბავშვების მომსახურე ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარები იწერებოდა ავტომატურად და მოსაუბრეს არ ჰქონდა ზარის აუდიოჩაწერაზე უარის გაცხადების შესაძლებლობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 75 რეკომენდაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვისა და არაკანონიერი დამუშავების თავიდან ასაცილებლად, მონაცემთა დამმუშავებელმა ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ შემდეგი ზომები: უპირველეს ყოვლისა, მონაცემთა დამუშავების წინ გაანალიზონ, რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი ბავშვის უფლებებზე, რათა დამუშავებისას გათვალისწინებული იყოს მისი საუკეთესო ინტერესები; ბავშვს გასაგებად და მარტივად მიაწოდონ ინფორმაცია მისი უფლებების, მონაცემების დამუშავების მიზნისა და ფორმის შესახებ; შექმნან მონაცემთა დამუშავების სამართლიანი პირობები და შეარჩიონ მონაცემთა დამუშავების ისეთი ფორმა, რომელიც ყველაზე ნაკლებად გამოიწვევს ბავშვის უფლებებში ჩარევას; შექმნან ადეკვატური და ქმედითი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც გამორიცხავს არასრულწლოვანთა მატერიალური თუ ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების უკანონო და შემთხვევით დამუშავებას; გაატარონ ღონისძიებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე თანამშრომელთა ცნობიერების ასამაღლებლად, რათა თავიდან აიცილონ ორგანიზაციაში არასრულწლოვანთა მონაცემების არაკანონიერი დამუშავება და არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება; ვიდეოთვალთვალი შეუსაბამონ კანონით დადგენილ წესებს - განახორციელონ მხოლოდ კანონით დასაშვებ სივრცეებში, კანონით გათვალისწინებული მიზნითა და მონაცემთა სუბიექტის სათანადო ინფორმირებით; 76 განსაზღვრონ არასრულწლოვანთა მონაცემების შენახვის პროპორციული და სამართლიანი ვადა და, დამუშავების მიზნის მიღწევის შემდეგ დაბლოკონ, წაშალონ, გაანადგურონ ან შეინახონ პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით; ცხელი ხაზის ფუნქციონირების პროცესში მონაცემთა კანონიერი და სამართლიანი დამუშავების მიზნით, მნიშვნელოვანია, არსებობდეს არჩევანის შესაძლებლობა: ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს ალტერნატივა, საუბრის ჩაწერის გარეშე მიიღოს მომსახურება. სამართალდამცავი ორგანოები პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ საპოლიციო ღონისძიებების ჩატარების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასჯელის აღსრულების ეტაპებზე. სამართალდამცავ ორგანოებს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, მონაცემები მოიპოვონ როგორც ღია, ასევე ფარული წყაროებიდან, რაც ზრდის მონაცემების საჭიროზე მეტი მოცულობითა და კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავების რისკებს. სამართალდამცავ უწყებებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სპეციფიკისა და იმ რისკების გათვალისწინებით, რაც შესაძლოა მათ არამიზნობრივ დამუშავებას ახლდეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძალისხმევა მიმართულია ამ სექტორში მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 8. სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემების დამუშავება 77 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ცნობიერების ამაღლება და პრევენცია 78 სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების, სამართალდამცავ სექტორში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, დაინერგა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემთა დაცვის თემაზე HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი. დისტანციური კურსი რამდენიმეთვიან ინტენსიურ სწავლებას მოიცავს. მასში ჩართულია საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. მონაწილეები შეირჩნენ იმ სტრუქტურული ერთეულებიდან, რომლებიც შესაბამის უწყებებში პასუხისმგებელნი არიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით პოლიტიკის განსაზღვრაზე, ასეთ მონაცემთა დამუშავების კონტროლზე, თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგსა და გადამზადებაზე. სასწავლო პროცესს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი უძღვება. ასევე, სამსახურმა შეისწავლა და რეკომენდაციები გასცა საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ 11 სამართლებრივ აქტზე, მათ შორის: • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების პროექტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საინფორმაციო ბანკში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ. სამსახურის რეკომენდაციები, ძირითადად, უკავშირდებოდა მონაცემთა დამუშავების მიზნების განსაზღვრას ან/და მკაფიოდ ჩამოყალიბებას, მონაცემთა შენახვის ვადების დადგენას სამართლებრივი აქტით ან/და განსაზღვრული ვადების შემცირებას მათი დამუშავების მიზნების გათვალისწინებით; • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე, რომელიც უკავშირდებოდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის პერსონალური მონაცემების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მიწოდება. სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის, შეეხებოდა მონაცემთა დამუშავების ვადების განსაზღვრას, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს. სამსახურმა გასცა 35 კონსულტაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებზე. შესწავლილი პროცესები და გამოვლენილი ტენდენციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა სამართალდამცავ ორგანოთა მიერ მონაცემთა დამუშავების 35 შემთხვევა (26 მოქალაქეთა განცხადების/შეტყობინების საფუძველზე, ხოლო 9 - სამსახურის ინიციატივით). 55 35 20 შესწავლილი პროცესი გამოვლენილი სამართალდარღვევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების შედეგად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 17 შემთხვევაში დაეკისრა სამართალდამცავ ორგანოს 20 სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით 4 შემთხვევაში გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 13 შემთხვევაში ჯარიმა. მონაცემთა დამუშავების პროცესების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანისათვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 43 დავალება და 12 რეკომენდაცია. გაცემული დავალებები და რეკომენდაციები 79 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურმა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (მათ შორის, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში), საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. შემოწმებები მითითებულ უწყებებში შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: ელექტრონული ბაზებისა და ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება (რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია შესაბამის თავებში), საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ან/ და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილი დოკუმენტაციის გამჟღავნება, მონაცემების გასაჯაროება, მონაცემთა სუბიექტების უფლებები, პოლიციელთა მიერ პრევენციულ ღონისძიებათა ფარგლებში ფოტოგადაღება. დადებითი დინამიკა შეინიშნება მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით. გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია მომართვიანობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მონაცემთა სუბიექტის არაჯეროვანი ინფორმირების შემთხვევებზე, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება ფოტოგადაღება პოლიციის მიერ პრევენციული ღონისძიებებისა და გამოძიების ჩატარებისას და სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროება. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ფოტოგადაღება პოლიციის მუშაკები პერსონალურ მონაცემებს უმეტესად ამუშავებენ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი მონაცემთა დამმუშავებელს (ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს), კანონით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მთელ რიგ უფლებამოსილებებს ანიჭებს, თუმცა კანონის თანახმად, პოლიციამ პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშაოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. 2020 წელი გამოირჩეოდა მიმართვიანობით მონაცემთა სუბიექტების ფოტოგადაღების შემთხვევებზე. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კონტროლზე პასუხისმგებელ დანაყოფს ფოტოგადაღების გზით მონაცემთა დამუშავების შემთხვევებზე ინფორმაციას ხშირად სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი აწვდიდა. მისთვის აღნიშნული ფაქტები ცნობილი ხდებოდა მის ქვემდებარე დანაშაულებზე მიმართვის ან/და სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში. 80 შესწავლილი პროცესები ცხადყოფს, რომ მოქალაქეები მტკივნეულად აღიქვამენ ქუჩაში შეჩერებისას ფოტოგადაღების ფაქტებს, მით უფრო ისეთ შემთხვევებში, როცა ფოტოგადაღება არ შეესაბამება კანონს: ერთ-ერთ საქმეში დადგინდა, რომ მონაცემთა სუბიექტს ფოტო იმ დროს გადაუღეს, როდესაც პირი უკვე იდენტიფიცირებული იყო და სამართალდამცველები ფლობდნენ მისი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა პრევენციული ღონისძიების („პირის იდენტიფიკაცია“) გამოყენების უფლებას პოლიციას ანიჭებს იმ შემთხვევაში, თუ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, მოცემული შემთხვევა (მონაცემთა სუბიექტის ფოტოგადაღება) შეფასდა მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებად და დადგინდა სამართალდარღვევის ფაქტი; • ერთ-ერთ საქმეში პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს ფოტო მობილური ტელეფონით გადაუღო, მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა სუბიექტთან კომუნიკაციის პროცესი დაფიქსირებული იყო სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერზეც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ შემთხვევაზე მიუთითა, რომ ფოტოსურათის გადაღების მიზანი იყო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მისი მტკიცებულებად გამოყენება. დადგინდა, რომ ფოტოგადაღებით მოპოვებული მონაცემი (ფოტოსურათი) დაახლოებით 15-20 წუთში წაიშალა და იგი არ გამოუყენებიათ მტკიცებულებად ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. თუმცა, მობილურით ფოტოგადაღება, როცა არსებობდა სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერები, შეფასდა მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებად და დადგინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი; • ერთ-ერთი შემოწმებისას დადგინდა, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა ფოტო გადაუღო მონაცემთა სუბიექტის პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელ მოწმობას, როცა იგი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავდა. აღნიშნული ფაქტიც შეფასდა სამართალდარღვევად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • აღსანიშნავია, რომ ხშირად წინააღმდეგობრივია მონაცემთა სუბიექტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განმარტებები საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც ართულებს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. მსგავსი ფაქტების შეფასებისა და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, სამსახურმა არაერთ საქმეზე მოიპოვა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილიდან, თუმცა ჩანაწერებით ყოველთვის ვერ ხერხდება ფოტოგადაღების ფაქტის იდენტიფიცირება. 81 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრაქტიკაში ფოტოსურათს პოლიციელი ხშირად პირადი ტელეფონით იღებს, რაც ქმნის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საფრთხეს, იზრდება შეგროვებული ინფორმაციის არამიზნობრივად გამოყენების რისკი და მონაცემი ნაკლებად არის დაცული მესამე პირების ზემოქმედებისგან. ამასთან, პირად ტელეფონში მასალა ნებისმიერ დროს მარტივად, ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე შეიძლება განადგურდეს, რაც ფოტოსურათზე აღბეჭდილ პირს ართმევს აღნიშნული ქმედების კანონიერების გასაჩივრებისა და გადაღებული მასალის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს ანიჭებს ფოტოს გადაღების უფლებას, პირის იდენტიფიკაციის მიზნით. თუმცა, კანონი დეტალურად არ აწესრიგებს აღნიშნულ პროცესს. ვინაიდან მომართვიანობა ფოტოსურათით პირის იდენტიფიკაციის შემთხვევებზე სამსახურში მატულობს, მიზანშეწონილია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეტალურად დაარეგულიროს ფოტოსურათით პირის იდენტიფიკაციის პროცესი, მონაცემთა სუბიექტის უფლებათა დაცვისა და ფოტოგადაღების შემთხვევებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვისათვის. მონაცემთა გასაჯაროება ინტერნეტსივრცესა და მედიაში ინფორმაციის გასაჯაროება მონაცემთა სუბიექტს მომეტებულ რისკს უქმნის, ვინაიდან მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება საზოგადოების ფართო წრისთვის. მით უფრო, თუ საჯარო ხდება ისეთი სენსიტიური ინფორმაცია, როგორიცაა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანაშაულის მსხვერპლობა თუ ნასამართლეობა. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა შემთხვევები, როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა გაასაჯაროეს ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა, დანაშაულის მსხვერპლთა და პროცესის სხვა მონაწილეთა პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (მედიის, ოფიციალური ვებგვერდის ან Facebook გვერდის საშუალებით). ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევების შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: 82 სამართალდამცავმა ორგანომ გაასაჯაროვა კონკრეტული პირის მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. ასეთ შემთხვევებში სამართალდამცავი ორგანოები, როგორც წესი, მიუთითებენ საჯარო ინტერესის არსებობაზე, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ ახერხებენ გამოქვეყნებული პერსონალური მონაცემების მიმართ ასეთი ინტერესის დასაბუთებას. ერთ-ერთ საქმეში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რომ ტელეკომპანიამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში დაზიანებები მიიღო, რამაც გამოიწვია უსაფუძვლო აგრესია სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ. რადგან ბრალდებულის ჯანმრთელობაზე ცრუ ინფორ მაციას ტელეკომპანია და ბრალდებულის ადვოკატი საჯაროდ ავრცე ლებდნენ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, გაევრცელებინა განცხადება მაღალი საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად. თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადება შეიცავდა ინფორმაციას ბრალდებულის (სახელის ინიციალისა და გვარის მითითებით) ბრალისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე, გასაჯაროვდა მონაცემები მისი დიაგნოზისა და ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ. რამდენადაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები მედიასივრცეში განცხადების გამოქვეყნებამდე გავრცელდა, ინფორმაციის მიმღები მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაუკავშირებდა განცხადებაში მითითებულ სახელის ინიციალსა და გვარს კონკრეტულ ფიზიკურ პირს. ვინაიდან საჯარო ინტერესი არსებობდა ბრალდებულის ჯანმრთელობის დაზიანების გამომწვევ მიზეზებთან და არა მისთვის წარდგენილ ბრალსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით, პენიტენციური დაწესებულების ქმედება შეფასდა სამართალდარღვევად; • სამართალდამცავმა უწყებამ გაასაჯაროვა მესამე პირების მონაცემები, რომელთაც საქმესთან შემხებლობა არ ჰქონიათ. კერძოდ, პროკურატურამ საზოგადოების ინფორმირების მოტივით გაავრცელა იმ პირთა გამოსახულებების შემცველი ვიდეოჩანაწერები, რომლებსაც კავშირი არ ჰქონდათ სისხლის სამართლის საქმესთან. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მოცულობა არ ყოფილა საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების პროპორციული საშუალება, ვინაიდან აღნიშნულ პირთა სახის დაუფარავად ჩვენებით მაღალი იყო სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევის ინტენსივობა; • დაფიქსირდა ასევე ვიდეოჩანაწერების სახის დაფარვის გარეშე გასაჯაროების ფაქტები. მაგალითად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, საჯარო ინტერესის საფუძვლით, გაასაჯაროვეს პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის აპარატის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 83 წარმომადგენელთა მსჯავრდებულებთან შეხვედრისა და პატიმრების მიერ დაწესებულების თანამშრომლებისთვის დაზიანებების მიყენების ამსახველი კადრები. შემოწმებით დადგინდა, რომ შესაძლოა მნიშვნელოვანი ყოფილიყო ინციდენტის საზოგადოებისთვის გაცნობა, თუმცა ვიდეოჩანაწერებიდან დასკვნის გამოტანისა და კონკრეტულ მოვლენაზე აზრის ჩამოყალიბებისათვის საჭირო არ იყო ვიდეოჩანაწერში პირთა იდენტიფიცირება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სისხლის სამართლის საქმის ან/და ადმინისტრაციული წარმოების მასალის გასაჯაროება 2020 წელს მედიასა და ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა სისხლის სამართლის საქმეების (მოწმეთა გამოკითხვები, ექსპერტიზის დასკვნები, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, სამედიცინო დოკუმენტაცია) და ადმინისტრაციული წარმოების მასალები (შემაკავებელი ორდერი, ვიდეოჩანაწერები), პროცესის მონაწილეთა პერსონალური მონაცემების მითითებით. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როცა ინტერნეტსივრცეში, მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანთა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების (ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა) შემცველი სისხლის სამართლის საქმის მასალები. სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელი მიუწვდება პირთა ფართო წრეს - საგამოძიებო უწყებას, პროკურატურას, ბრალდებულს, ადვოკატს (რომელთა რაოდენობა ზოგჯერ დიდია). ამდენად, რთულია ან საერთოდ შეუძლებელია იმ პირის ან/და უწყების იდენტიფიცირება, რომელმაც გაასაჯაროვა პერსონალური მონაცემების შემცველი მასალა. შესაბამისად, ასეთი ფაქტები რჩება სათანადო რეაგირების გარეშე. ამ სახის მასალის პირთა ფართო წრისთვის ხელმისაწვდომობა ზიანს აყენებს თავად მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, მის უსაფრთხოებას, გამოძიების ინტერესებს და ნეგატიურად აისახება მოწმეთა (პოტენციური მოწმეების) სურვილზე, მიაწოდონ გამოძიებას მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. შესაბამისად, ეს საკითხი საჭიროებს დამატებით საკანონმდებლო რეგულირებას, მით უფრო, არასრულწლოვანთა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველ მასალებთან დაკავშირებით. მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია თავად მონაცემთა დამმუშავებელ ორგანოებს, რომლებმაც უნდა მიიღონ სათანადო ზომები მონაცემების დასაცავად: მაქსიმალურად შეზღუდონ მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე 84 პირთა წრე, მონიტორინგი გაუწიონ მონაცემებზე წვდომის შემთხვევებს, არ დაუშვან არაუფლებამოსილი პირის მხრიდან მონაცემების ხელმისაწვდომობა, აღრიცხონ, რა მონაცემებს, როდის და ვის გადასცემენ, შეზღუდონ პროცესის მონაწილეთა მხრიდან მათი გამჟღავნება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 85 რეკომენდაციები 2020 წელს სამსახურის მიერ სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა დამუშავების შესწავლილი პროცესები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გადადგან აქტიური ნაბიჯები მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 შეიმუშაონ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც დეტალურად დარეგულირდება დაწესებულებაში მონაცემთა დამუშავების წესები; უზრუნველყონ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. ამასთან, სამართალდამცავ ორგანოებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სპეციფიკისა და დამუშავებული მონაცემების მოცულობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირების (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების) განსაზღვრა; განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ კონკრეტულ პირთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასონ, არის თუ არა მიზნის მიღწევის აუცილებელი, პროპორციული გზა და საშუალება მონაცემების გასაჯაროება; მიიღონ ყველა საჭირო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომა, რომლითაც უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების დაცვას შემთხვევითი ან უკანონო გამჟღავნებისაგან, მოპოვებისგან ან/და ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისგან; შეიმუშაონ იმგვარი სამართლებრივი მექანიზმი, რომლითაც თავიდან აიცილებენ პერსონალური მონაცემების (განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი სისხლის სამართლის საქმისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გავრცელების შემთხვევებს; შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნორმატიული აქტით დაარეგულიროს პოლიციის თანამშრომლის მიერ პირის ფოტოსურათით იდენტიფიკაციის პროცესი. 86 9. მონაცემთა სუბიექტის უფლებები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მონაცემთა სუბიექტს ფართო უფლებებს ანიჭებს, რომელთა რეალიზებისათვის მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. ასეთ ვალდებულებებს, რიგ შემთხვევებში, თავად მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა წარმოშობს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - კანონი, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის გარეშე. მონაცემთა დამუშავების ნებისმიერი ფორმა პირდაპირ კავშირშია მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან. მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი განაპირობებს მონაცემთა სუბიექტის უფლებების ეფექტიან დაცვას და, პირიქით, არაკანონიერი დამუშავების თითოეული შემთხვევა ლახავს მის პერსონალურ მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ცნობიერების ამაღლებისათვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება მიემართებოდა ინფორმირებულობის გაზრდას როგორც მონაცემთა სუბიექტების, ასევე, იმ პირების, რომელთა საქმიანობა პირდაპირ აისახება მათ უფლებრივ მდგომარეობაზე. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა: • სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიისთვის ჩაატარა 20 სასწავლო აქტივობა და საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც 1000-მდე მსმენელი მონაწილეობდა; • შეიმუშავა 5 რეკომენდაცია და 3 თემატური ბროშურა; • ჩაატარა 2 Facebook ლაივი, რომელთა თვალყურის დევნებაც შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს; • მოამზადა 2 ვიდეოლექცია ჯანდაცვის სექტორსა და ინტერნეტსივრცეში პერსონალური მონაცემების დაცვის თემებზე; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ცნობიერების ამაღლება და პრევენცია 87 • სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდზე ჩაატარა 2 პირდაპირი ჩართვა თემებზე: „მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვა“ და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში“. შესწავლილი პროცესები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საზოგადოებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ცნობიერების ამაღლების პარალე- 88 ლურად, იზრდება მომართვების რაოდენობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მონაცემთა სუბიექტების უფლებათა დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე. მონაცემთა სუბიექტის უფლებათა რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მოქალაქეთა განცხადების/შეტყობინების საფუძველზე, შეისწავლა მონაცემთა დამუშავების 36 პროცესი (2019 წელს ეს მაჩვენებელი იყო 21). სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 12 პირს 12 სამართალდარღვევისთვის. სანქციის სახით 5 პირის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, ხოლო 7 პირის მიმართ - ჯარიმა. საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვისათვის, ადმინისტრაციული სახდელების პარალელურად, სამსახურმა გასცა შესასრულებლად სავალდებულო 14 დავალება და 1 რეკომენდაცია. 36 12 შესწავლილი პროცესი გამოვლენილი სამართალდარღვევა 15 გაცემული დავალებები და რეკომენდაციები სამსახურმა ამ მიმართულებით მცირე რაოდენობით სამართალდარღვევა გამოავლინა. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ უმეტესად ორგანიზაციებში არ არის დანერგილი პროცედურები მონაცემთა სუბიექტის უფლებათა რეალიზებისთვის, რაც ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის მონაცემთა სუბიექტის მიერ მისი უფლების რეალიზაციის მოთხოვნის დაყენების ფაქტის ან/და თარიღის დადასტურებას. შესაბამისად, საკითხის შესწავლისას ხშირად მხოლოდ დაინტერესებული მხარეების ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები არსებობს, რაც საკმარისი არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დასადგენად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მონაცემთა სუბიექტის უფლებათა რეალიზების პროცესები შეისწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სააფთიაქო ქსელებში, საფინანსო ორგანიზაციებში (მათ შორის, სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოში“), პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებში. 89 გამოვლენილი ტენდენციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მონაცემთა სუბიექტების უფლებათა სავარაუდო დარღვევის შესახებ შესწავლილმა პროცესებმა გამოავლინა შემდეგი ნაკლოვანებები: 90 • კერძო და საჯარო დაწესებულებები მონაცემთა სუბიექტს არ აწვდიან ინფორმაციას, რა მიზნითა და რომელი სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება მათი პერსონალური მონაცემები და ვის გადაეცემა ისინი, რაც მონაცემთა სუბიექტისთვის მონაცემების დამუშავების პროცესს გაუმჭვირვალეს და არაგანჭვრეტადს ხდის; • გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციები ჯეროვნად არ აღრიცხავდნენ, რა გზითა და საშუალებით მოიპოვეს პერსონალური მონაცემები. ასევე ვერ აწვდიდნენ შესაბამის ინფორმაციას მონაცემთა სუბიექტს დაინტერესების შემთხვევაში. შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტი ვერ ადგენს საიდან გახდა ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი მისი მონაცემები, რაც აჩენს ეჭვს მათი შეგროვების არაკანონიერებასთან დაკავშირებით; • რიგ შემთხვევებში, როცა არ დაკმაყოფილდა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა პერსონალური მონაცემების განახლებაზე, მას არ მიეწოდა ინფორმაცია უარის თქმის საფუძვლებზე; • რიგ შემთხვევებში, არ დაკმაყოფილდა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა, რომ დაწესებულებას განემარტა მის შესახებ დაცული პერსონალური მონაცემების შენახვის საფუძველი; • ხშირად კერძო და საჯარო დაწესებულებები უსაფუძვლოდ ეუბნებოდნენ უარს მონაცემთა სუბიექტს მისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების ასლების გაცემაზე ან არაგონივრულად აჭიანურებდნენ მათ გადაცემას. ეს ზღუდავს პირის უფლებას, ჰქონდეს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემების დამუშავებაზე და, საჭიროების შემთხვევაში, სადავო გახადოს მისი კანონიერება. რეკომენდაციები მონაცემთა სუბიექტების უფლებათა დაცვისათვის არსებითად მნიშვნელოვანია ორგანიზაციებში მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიესალმება სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებაში მონაცემთა დაცვის ოფიცრის თანამდებობის შემოღებას. ამგვარი ინსტიტუტის დანერგვა მიუთითებს ორგანიზაციის სურვილზე, სათანადოდ დაიცვას მასთან არსებული მონაცემები და, შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტების უფლებები. შეიმუშაონ და მონაცემთა სუბიექტებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ დოკუმენტები, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი მონაცემთა დამუშავების პროცესები, მათ შორის, რა მონაცემები გროვდება, რა მიზნით და რა ვადით ინახება; დანერგონ მონაცემთა დამუშავების ისეთი პროცესი, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტის უფლებათა რეალიზების ქმედით შესაძლებლობას; აღრიცხონ, რა გზით, რა მიზნითა და რომელი სამართლებრივი საფუძვლით მოიპოვეს პერსონალური მონაცემები; მონაცემთა სუბიექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია მი აწო დონ გასაგები ფორმით, თუკი კანონმდებლობა მათ ამ ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მონაცემთა სუბიექტის უფლებათა რეალიზებისთვის საჭიროა, მონაცემთა დამმუშავებელმა ორგანიზაციებმა: მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე, გაასწორონ, განაახლონ და, საჭიროების შემთხვევაში, წაშალონ კანონსაწინააღმდეგოდ შეგროვებული მონაცემები, ხოლო უარის თქმისას - ნათლად და მკაფიოდ განუმარტონ მას უარის საფუძველი; დროულად უპასუხონ მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნას, რადგან გაჭიანურების შემთხვევაში ხშირად აზრი ეკარგება მონაცემთა სუბიექტის უფლების რეალიზებას. რეაგირების გაჭიანურების ან უარის თქმისას, აცნობონ მას შეფერხების მიზეზი/უარის საფუძველი; 91 იზრუნონ მონაცემთა დამუშავების პროცესში ჩართული პირების ცნობიერების ამაღლებაზე. 10. დასკვნები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 უპირველესად, დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს საჯარო თუ კერძო დაწესებულებათა მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობაზე მზარდი მოთხოვნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. სამსახურს მომართავდნენ კონსულტაციის გაცემის, სამართლებრივ აქტებზე მოსაზრებების წარდგენისა და მონაცემთა დაცვის გაუმჯობესებისათვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივით, ასევე, გეგმიური შემოწმების ჩასატარებლად და ამ გზით მონაცემთა დამუშავების პროცესების დასახვეწად. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ მონაცემთა დაცვა ორგანიზაციებისთვის მეტად პრიორიტეტული ხდება. თვალშისაცემია ასევე საჯარო და კერძო დაწესებულებების გააქტიურება, შეიმუშაონ შიდა სამართლებრივი დოკუმენტები პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცედურების დასარეგულირებლად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიესალმება ასეთი დოკუმენტების შემუშავებას და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობას, რადგან ასე მონაცემთა დამუშავების პროცესი უფრო გამჭვირვალე ხდება, მცირდება მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების რისკები. საგულისხმოა ისიც, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებები უფრო და უფრო მეტად ითხოვენ თანამშრომელთა გადამზადებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. საჯარო დაწესებულებათა სასწავლო ცენტრები და კერძო სექტორის საზედამხედველო ორგანოები ინტერესდებიან პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე სასწავლო კურსების დანერგვა-განახლებით. თანამშრომელთა ინფორმირებულობა ამ საკითხებზე ხელს უწყობს ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის კულტურის დამკვიდრებას და ამცირებს არასამსახურებრივი მიზნით მონაცემთა გამოყენების შემთხვევებს. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რომ უფრო მეტ ორგანიზაციაში ჩნდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი. ორგანიზაციის შიგნით მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის განსაზღვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა მონაცემთა დამუშავების მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად. ნიშანდობლივია ისიც, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებები პასუხისმგებლობით ეკიდებიან სამსახურის მიერ გაცემული დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულე- 92 ბას, რაც შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრას ემსახურება. ზემოაღნიშნული პოზიტიური ტენდენციების პარალელურად, ამ სფეროში კვლავ არაერთი გამოწვევაა. ეს გამოწვევები (რომლებიც დეტალურადაა მითითებული შესაბამის თავებში) თანაბრად ეხება როგორც კერძო, ასევე საჯარო დაწესებულებებს: წერილობითი შიდა ინსტრუქციები და პოლიტიკის დოკუმენტები - დაწესებულებათა დიდ ნაწილში არ არის შემუშავებული წერილობითი შიდა ინსტრუქციები და პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც დეტალურად დაარეგულირებს პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს და პირობებს, მონაცემებზე წვდომის მქონე პირთა უფლება-მოვალეობებს, პროცედურებს მონაცემთა გამოყენების კანონიერების მონიტორინგისთვის, მონაცემთა სუბიექტის უფლებათა რეალიზების საშუალებებს და სხვა; • მოსალოდნელი რისკების შეფასება - მონაცემთა დამუშავების პროცესების დანერგვამდე, არ ფასდება ის რისკები, რაც შესაძლოა მას ახლდეს. შესაბამისად, არ ინერგება ისეთი მექანიზმები, რაც მაქსიმალურად შეამცირებს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერად დამუშავების საფრთხეებს; • უსაფრთხოების ზომები - არ მიიღება ადეკვატური, ეფექტიანი და თანამედროვე ორგანიზაციულ-ტექნიკური (მათ შორის ფიზიკური უსაფრთხოების) ზომები ქაღალდზე არსებული და ელექტრონული ბაზებში დაცული მონაცემების დასაცავად. ამასთან, ელექტრონული ბაზების ადმინისტრირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის სხვა ორგანიზაციის მომსახურების გამოყენებისას, სათანადოდ არ რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების საკითხები; • მონაცემების შენახვის ვადები - მონაცემები არ კლასიფიცირდება მათი შინაარსისა და დამუშავების მიზნის მიხედვით, მონაცემთა შენახვის ვადები არ არის განსაზღვრული ან არაადეკვატურად განისაზღვრება; • მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზება - არ არის შექმნილი მონაცემთა სუბიექტების უფლებათა დროული და ეფექტიანი რეალიზების სათანადო მექანიზმები; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 93 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 94 • დასაქმებული პირების ცნობიერება - კერძო და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს არ მიეწოდებათ საკმარისი ინფორმაცია (არ ხდება მათი გადამზადება) მონაცემთა დამუშავების პროცედურულ და შინაარსობრივ საკითხებზე; • შიდა მონიტორინგის მექანიზმი - კერძო და საჯარო დაწესებულებებში არ არის დანერგილი ეფექტიანი მექანიზმი თანამშრომელთა მიერ მონაცემთა კანონსაწინააღმდეგოდ ან/და არასამსახურებრივი მიზნით დამუშავების შემთხვევებზე რეაგირებისათვის. ცხადია, ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები ქმნის მონაცემთა კანონის დარღვევით დამუშავების საფრთხეებს და იწვევს არაკანონიერი დამუშავების კონკრეტულ შემთხვევებს. აღნიშნულ გამოწვევებზე საპასუხოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძალისხმევის პარალელურად, არსებითად მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მონაცემთა დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კერძო და საჯარო დაწესებულებების მხრიდან. მონაცემთა დამმუშავებლებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები მოცემულია ანგარიშის შესაბამის თავებში. ასევე, აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს 2019 წელს ინიცირებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ავტორობით მომზადდა. საქართველოში, საჯარო და კერძო სექტორში შეუძლებელი იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტანდარტის დამკვიდრება, თუ სახელმწიფოს არ ექნება ევროპული კანონმდებლობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ იქნება აღჭურვილი განვითარებული ქვეყნების საზედამხედველო ორგანოების მსგავსი საკანონმდებლო ბერკეტებით. 04 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი 95 1. ზოგადი მიმოხილვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი. სამსახური ზედამხედველობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-138-ე მუხლებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე, 1431 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. 96 ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების გასაკონტროლებლად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება სასამართლოს განჩინებები ასეთი მოქმედებების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ, პროკურორის დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობისას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შედგენილი ოქმები. სამსახურში ასევე, შემოდის დოკუმენტები, რომლებიც ასახავს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა გადაცემას სამართალდამცავი ორგანოებისთვის. სამსახური ამოწმებს მიღებულ დოკუმენტებს, ადარებს ელექტრონულ სისტემებში ასახულ ინფორმაციას, დოკუმენტაციაში ასახული მონაცემები შეაქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის შიდა ელექტრონულ სისტემაში და აანალიზებს მათ. ზემოთ მითითებული მექანიზმების გარდა, საგამოძიებო მოქმედებათა სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე მონიტორინგისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყენებს კონტროლის ელექტრონულ და სპეციალურ ელექტრონულ სისტემებს, ხოლო ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლისათვის გამოიყენება ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა. 2. ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლი 2020 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შესახებ სასამართლომ განიხილა 997 შუამდგომლობა, 2019 წელს - 1037, ხოლო 2018 წელს - 1059. 2020 წელს გაზრდილია სასამართლოს მხრიდან შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი. 91% 2020 სრულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ დაკმაყოფილდა 2% 7% 84% 2019 სრულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 3% არ დაკმაყოფილდა 13% 88% 2018 სრულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 5% 7% 97 სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების რაოდენობის შემცირების პარალელურად, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს გაზრდილია სააბონენტო ნომრებზე განხორციელებული სატელეფონი კომუნიკაციის ფარული მიყურადღებისა და ჩაწერის რაოდენობა: კერძოდ, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, მათი რიცხვი გაიზარდა - 3.7 %-ით. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სასამართლოს განჩინებით ხშირად გაცემულია ნებართვა ერთზე მეტი სააბონენტო ნომრის ფარული მიყურადება-ჩაწერის შესახებ. სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის ვადის გაგრძელების შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 94% 2020 სრულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 3% არ დაკმაყოფილდა 3% 86% სრულად დაკმაყოფილდა 2019 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 რაც შეეხება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის ვადის გაგრძელებას, სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე 2020 წელს განიხილა 235 შუამდგომლობა, 2019 წელს - 325, ხოლო 2018 წელს - 338. 2020 წელს შემცირებულია აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გაგრძელების მოთხოვნით დაყენებული შუამდგომლობების რაოდენობა, თუმცა გაზრდილია შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი. 9% ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ დაკმაყოფილდა 5% 91% 2018 სრულად დაკმაყოფილდა 98 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 4% არ დაკმაყოფილდა 5% 2020 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერა, უმეტესად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ხორციელდებოდა: 2231 („ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“), 180-ე (თაღლითობა), 108-ე (მკვლელობა), 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), 210-ე (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), 181-ე (გამოძალვა), 177-ე (ქურდობა), 338-ე (ქრთამის აღება). დაკმაყოფილებული შუამდგომლობების 56% სწორედ ამ მუხლებზე ნაწილდება. პროკურორის დადგენილებები სატელეფონო კომუნიკაციის გადაუდებლად ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ 36 81 107 0 20 40 60 80 2018 2019 2020 100 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 რაც შეეხება გადაუდებელი აუცილებლობით სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადება-ჩაწერას, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა პროკურორის 107 დადგენილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების შესახებ. 120 99 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიმდინარე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი 2020 წელს გამოიყენა 116 შემთხვევაზე (115 სასამართლოს განჩინებაზე და 1 პროკურორის დადგენილებაზე), 2019 წელს - 98 (95 სასამართლოს განჩინებაზე და 3 პროკურორის დადგენილებაზე), ხოლო 2018 წელს 96 შემთხვევაზე (95 სასამართლოს განჩინებაზე და 1 პროკურორის დადგენილებაზე). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შეჩერების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 120 116 110 98 100 96 90 80 2020 2019 2018 მიმდინარე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების საფუძველი უმეტესწილად იყო სასამართლოს განჩინების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წარმოუდგენლობა ან პროკურორის დადგენილებაში ბუნდოვანება-უზუსტობის არსებობა. სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებებში არსებულ ბუნდოვანება-უზუსტობაზე სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 2020 წელს ეცნობა 11-ჯერ, 2019 წელს - 20-ჯერ, ხოლო 2018 წელს 9-ჯერ. ყველა შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სასამართლოს განჩინებებში აღმოჩენილი ბუნდოვანება-უზუსტობები აღმოიფხვრა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში. 100 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ბუნდოვანება-უზუსტობის შეტყობინების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი 9 20 11 0 5 10 2019 20 25 2020 სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადება-ჩაწერაზე სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებებში და პროკურორის დადგენილებებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბუნდოვანება-უზუსტობები აღმოაჩინა: მიღების თარიღში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადებში, ფარულ მიყურადება-ჩაწერაზე ნებადართულ სააბონენტო ნომრებში. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს 23%-ით შემცირდა სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებათა რაოდენობა, რომლებიც შეეხება ნებართვის გაცემას სსსკ-ის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე (ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება). ასევე, 25%-ით შემცირდა პროკურორის დადგენილებები, რომლებიც შეეხებოდა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2018 15 ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ფარგლებში მონაცემთა დამუშავების კანონიერება კონტროლდება შემოწმების გზითაც. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დასრულდა 2019 წელს დაწყებული სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმება, რომლის ფარგლებში შესწავლილი იქნა სსსკ-ის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება) მონაცემთა დამუშავების კანონიერება. შემოწმების შედეგად სამართალდარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა, თუმცა შესწავლის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 3 დავალება. 101 ასევე, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს პროკურატურის შემოწმება იმ პირთა ინფორმირების საკითხის შესწავლის მიზნით, რომელთა მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებები და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში პირთა არაჯეროვანი ინფორმირების შემთხვევები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 წინა წელთან შედარებით, 2020 წელს 10%-ით გაიზარდა სასამართლოს განჩინებათა რაოდენობა, რომლებიც შეეხება სსსკ-ის 136-ე მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ნებართვის გაცემას. 102 2019 წლის მსგავსად, საანგარიშო პერიოდში დადებითი მაჩვენებელი შენარჩუნდა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ ისეთი ვალდებულების შესრულების კუთხით, როგორიცაა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმირება სამართალ დამცავი ორგანოებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემაზე. 2020 წელს, წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიწყო შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ მონაცემთა გაცემიდან 24-საათიანი ვადის დარღვევით განახორციელა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმირება, რის გამოც იგი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. გაუმჯობესებულია ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით დამუშავების მაჩვენებელი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიწყო შემოწმება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მონაცემთა დამუშავების ფაქტზე და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას დაეკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობა. 3. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი საანგარიშო პერიოდში, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობათა კონტროლისას რაიმე ხარვეზი ან ინციდენტი არ გამოვლენილა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში 2020 წელს მონაცემები 78-ჯერ დამუშავდა, 2019 წელს - 81-ჯერ, ხოლო 2018 წელს - 80-ჯერ. 103 რეკომენდაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ფარული საგამოძიებო მოქმედებები გულისხმობს ინტენსიურ ჩარევას ადამიანის პირად ცხოვრებაში, რომლის შესახებ მონაცემთა სუბიექტებისთვის ცნობილი ხდება მოგვიანებით. შესაბამისად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ისინი არ ფლობენ ინფორმაციას მათი მონაცემების შეგროვების შესახებ. სწორედ ამიტომ, ამ პროცესში კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვა განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას საჭიროებს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის მიზნით: საერთო სასამართლოებმა, საქართველოს პროკურატურამ და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა შეიმუშაონ ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დროულად და სრულყოფილი ფორმით წარმოდგენას; ` ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება შეასრულონ კანონმდებლობით დადგენილ 24-საათიან ვადაში; საერთო სასამართლოებმა, საქართველოს პროკურატურამ და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა გაანალიზონ მიზეზები, რომლებიც განაპირობებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეჩერებას და გადადგან ნაბიჯები მათ აღმოსაფხვრელად; საქართველოს პროკურატურამ შეიმუშაოს ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში იმ პირთა ინფორმირებას, რომელთა მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება. 104 05 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება 105 2020 წლის ძირითადი სიახლეები საგამოძიებო დეპარტამენტში შეიქმნა ოპერატიული სამმართველო საგამოძიებო დეპარტამენტში დაინერგა ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა შეიქმნა თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა განმხილველი საბჭო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტები აღიჭურვენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით/ინვენტარით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 გამომძიებლებისა და ოპერატიული მუშაკებისთვის შემუშავდა 5 რეკომენდაცია გამომძიებლებისთვის შემუშავდა გამოძიების ეფექტიანობის თვითშეფასების კითხვარი ჩატარდა 5 კვლევა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსდა საინფორმაციო ბროშურები 7 რეგიონში ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, დაინერგა HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი - „არასათანადო მოპყრობის აკრძალვის თაობაზე, სამართალდამცავი, უსაფრთხოებისა და სხვა იძულებითი ზომების გამოყენების კონტექსტში“ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პროცესის არასრულწლოვანი მონაწილის ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფისთვის შეიქმნა საგამოძიებო გეგმის ელექტრონული პროგრამა საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში შეიქმნა ბავშვზე მორგებული ოთახი სამსახურის აქტიური ჩართულობით, იუსტიციის სამინისტროში მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ შეიმუშავა „ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა“ 106 ამ თავში განხილულია: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა საგამოძიებო მიმართულებით; სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი, სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ზოგადი ტენდენციები; გამოძიების პროცესში არსებული გამოწვევები და რეკომენდაციები გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 1. ზოგადი მიმოხილვა საბოლოოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო ფუნქციის განხორციელება დაიწყო 2019 წლის 1-ელ ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ მიღებული კანონის საფუძველზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნა, დადებითად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. 2020 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე.4 კომიტეტი მიესალმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისთვის გატარებულ ღონისძიებებს და სახელმწიფოს მოუწოდა, რომ გააგრძელოს საკანონმდებლო თუ სხვა აუცილებელი ზომების მიღება ამ სამსახურის შემდგომი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საქართველოში სამართალდამცავთა არასათანადო მოპყრობის გამოძიების დამოუკი დებელი მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები, მათ შორის: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისარი თომას ჰამარბერგი1, ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი,2 და ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კონსულტანტი მეგი ნიკოლსონი.3 2020 წელს სამსახური საგამოძიებო მიმართულებით მთელი წლის განმავლობაში საქ1 თომას ჰამარბერგი, საქართველო გარდამავალ პერიოდში (სექტემბერი, 2013), გვ. 44. ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის კო მიტეტის ანგარიში საქართველოში ვიზიტის შესახებ (10 მაისი, 2015), გვ. 17 და 21. 2 3 მეგი ნიკოლსონი, ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის პროგრესის შესახებ და რეკომენდაციები სამომავლო მიდგომებთან დაკავშირებით (მარტი, 2017), გვ.: 5, 23 და 27. 4 https://hudoc.exec.coe.int/ENG#{%22EXECIdentifier%22:[%22004-5830%22]} 107 მიანობდა. პანდემიით გამოწვეული სირთულეების პირობებში, საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობის პირველმა წელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც ინსტიტუტი, გამართულია და ღირსეულად პასუხობს ყოველდღიურ გამოწვევებს. თუმცა, ასევე ნათლად გამოჩნდა სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოძიებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახური აგრძელებს სვლას განვითარებისკენ და მუდმივად ისწრაფვის მთავარი მიზნის მისაღწევად - შექმნას ძლიერი საგამოძიებო ინსტიტუტი, რომელიც ხალხის ნდობით ისარგებლებს. 2. საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო მიმართულება ჩამოყალიბებულია ცალკე დეპარტამენტის სახით, რომელსაც ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. ამ სტრუქტურულ ერთეულში ფუნქციონირებს სამი სამმართველო: აღმოსავლეთის სამმართველო - თბილისში, დასავლეთის სამმართველო - ქუთაისში და ოპერატიული სამმართველო, რომლის თანამშრომლები განთავსებულნი არიან როგორც ქუთაისის (2 ოპერატიული მუშაკი), ასევე თბილისის ოფისში (4 ოპერატიული მუშაკი). საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (აღმოსავლეთის სამმართველოს კურატორი) აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსი გამომძიებელი - 14 სტაჟიორ-გამომძიებელი - 5 ოპერატიული მუშაკი - 4 კრიმინალისტი - 1 108 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (დასავლეთის სამმართველოს კურატორი) ოპერატიული სამმართველოს უფროსი დასავლეთის სამმართველოს უფროსი გამომძიებელი - 3 ოპერატიული მუშაკი - 2 კრიმინალისტი - 1 უახლოეს მომავალში იგეგმება საგამოძიებო დეპარტამენტის კიდევ ერთი ტერიტორიული ორგანოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს გახსნა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოფისის სარემონტო სამუშაოები და კონკურსი სამმართველოს თანამშრომელთა შესარჩევად. ბათუმში ოფისის არსებობა რეგიონში მცხოვრებ პირებს გაუმარტივებს სამსახურის ხელმისაწვდომობას და შესაძლებელს გახდის დაუყოვნებლივი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ყველა რეგიონში ჰქონდეს ოფისი, რაც მისცემს შესაძლებლობას, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩაატაროს შესაბამის გარემოში. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება სათანადო შენობები (შიდა ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში) და ფინანსური სახსრები ოფისების ინფრასტრუქტურულად გამართვისთვის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მაქსიმუმს აკეთებს დროული გამოძიებისათვის, თუმცა, ობიექტურად შეუძლებელია საქართველოს მთელი ტერიტორიის ეფექტიანად დაფარვა მხოლოდ ორი (ბათუმში გახსნის შემდგომ - სამი) ოფისით. გარდა იმისა, რომ შეუძლებელია ტერიტორიულად დაშორებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადება, გართულებულია პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობა და მოწმეთა გამოკითხვა. მოწმეები უარს აცხადებენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე ტერიტორიული სიშორის გამო; გამომძიებლებს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ტრანსპორტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც მოითხოვს დამატებით ადამიანურ და ფინანსურ რესურსს. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, პრობლემური ან/და შეუძლებელია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შემდეგი მიზეზების გამო: ზოგჯერ თავად მოწმეს არ სურს გამოკითხვის ჩატარება თავის საცხოვრებელ ადგილზე, ან ეს არ არის უსაფრთხო გამომძიებლისთვის; ზოგჯერ კი საჭიროა გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო გადაღება (რაც რთულია საცხოვრებელ ადგილზე), ან მოწმესთან ერთად ცხოვრობენ ოჯახის წევრები, რომელთა გარიდება გამოკითხვის ადგილიდან ვერ ხერხდება. ამასთან, მოწმის საცხოვრებელ ადგილზე გამოკითხვისას არ არის შექმნილი საქმიანი გარემო, რაც ართულებს მოწმესთან კომუნიკაციის პროცესს. ცხადია, სამსახურს მიუმართავს თხოვნით სხვა ადგილობრივი დაწესებულებებისთვისაც, რომ დროებით გამოეყოთ ფართი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, თუმცა, როგორც წესი, ასეთი თავისუფალი სივრცე მათ არ აქვთ, და რომც ჰქონდეთ, მოწმისთვის გაუგებარი იქნება, რატომ ატარებს სამსახური საგამოძიებო მოქმედებას სხვა სახელმწიფო უწყების შენობაში. 109 3. გატარებული ღონისძიებები საგამოძიებო დეპარტამენტის ეფექტიანი საქმიანობისთვის, 2020 წელს გადაიდგა ნაბიჯები როგორც ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით, ასევე თანამშრომელთა შესაძლებლობების გასაზრდელად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ოპერატიული სამმართველოს შექმნა 110 გამოძიების დროულად წარმართვისა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის, 2020 წელს საგამოძიებო დეპარტამენტში შეიქმნა ცალკე სტრუქტურული ერთეული - ოპერატიული სამმართველო, რომლის ძირითად ფუნქციად განისაზღვრა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა და „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. სამმართველოში დასაქმებულნი არიან ოპერატიული მუშაკები, რომლებიც მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ გამომძიებლებს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პროცესში (შემთხვევის ადგილის დაცვა; შემთხვევის ადგილზე იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც შეიძლება ფლობდნენ ინფორმაციას მომხდარი ფაქტის შესახებ; საგამოძიებო ექსპერიმენტის ორგანიზება და ექსპერიმენტში მონაწილე პირთა მოძიება; საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო ტექნიკისა და ნივთების მოძიება; შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების იდენტიფიცირება; პროცესის მონაწილეთა მოძიება; ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და სხვა). ამ დანაყოფში ამჟამად დასაქმებულია უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე 6 ოპერატიული მუშაკი, რომლებიც შეირჩნენ 3-ეტაპიანი ღია კონკურსის საფუძველზე. 4 მათგანი ეხმარება საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოს გამომძიებლებს, 2 კი - საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს გამომძიებლებს. სტაჟირების პროგრამის დანერგვა ახალი, მოტივირებული კადრების მოსაზიდად, საგამოძიებო დეპარტამენტში დაინერგა სტაჟირების სისტემა. 4-ეტაპიანი ღია კონკურსის საფუძველზე, 245 კანდიდატიდან შეირჩა 5 სტაჟიორ-გამომძიებელი, რომლებიც კანონის საფუძველზე აღიჭურვნენ გამომძიებლის უფლებამოსილებით. სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევ კომისიაში ჩართულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები. შერჩეული პირები ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოში გადიან. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი დაინიშნებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სტაჟირების პარალელურად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, დაინერგა მენტორობის პროგრამა, რომლის მიზანია სტაჟიორ-გამომძიებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. მენტორებად განისაზღვრნენ გამოცდილი გამომძიებლები, რომლებიც სტაჟიორებს ეხმარებიან სამსახურთან ადაპტაციაში, გამოძიებისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და სამუშაოს ეფექტიანად შესრულებაში. 111 გამოძიების ეფექტიანობის თვითშეფასების კითხვარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურმა მოამზადა გამოძიების ეფექტიანობის თვითშეფასების კითხვარი, რომელიც გამომძიებელს საშუალებას აძლევს, პროცესის ნებისმიერ ეტაპზე შეამოწმოს მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. კითხვარი ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ზოგად სტანდარტებს, სტამბოლის პროტოკოლსა და სხვა საერთაშორისო ნორმებს. 112 გამოძიების ეფექტიანობა მან უნდა შეაფასოს შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ზედმიწევნითობა, დროულობა, კომპეტენციის ფარგლები და გამოძიების პროცესში სავარაუდო მსხვერპლის ჩართულობა. თითოეული კომპონენტი იზომება რამდენიმე კითხვით, რომლებსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა. თვითშეფასების კითხვარს ახლავს საერთაშორისო სტანდარტების მოკლე განმარტებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გამომძიებელს ეხმარება თითოეული საგამოძიებო მოქმედების მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში. თუ გამომძიებლის მიერ მიღებული შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მას შესაძლებლობა აქვს, დროულად გადახედოს საგამოძიებო სტრატეგიას და ხელახლა ჩაატაროს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტები 2020 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებზე შემოსული შეტყობინებებისა და სისხლის სამართლის საქმეების შესწავლის საფუძველზე, გამოვლინდა გამოძიების პროცესში არსებული გამოწვევები. ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების, გამოძიების პროცესში არსებული გამოწვევების აღმოფხვრისა და გამოძიების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის შეიმუშავა 5 შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი და რეკომენდაცია, რომლებიც შეეხება შემდეგ საკითხებს: წერილობითი მტკიცებულებების მოპოვება; ელექტრონული მტკიცებულებების (ვიდეოკამერის ჩანაწერების) მოპოვება; განმცხადებელთან გასაუბრებისას გასათვალისწინებელი გარემოებები; სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრებისას გასათვალისწინებელი გარემოებები; გამოძიების პროცესში სავარაუდო მსხვერპლის ჩართულობა. ჩატარებული კვლევები საგამოძიებო მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობის შესამუშავებლად და საჭირო მექანიზმების დასანერგად, საერთაშორისო ორგანიზაციების (გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროპის საბჭოს) მხარდაჭერით ჩატარდა ხუთი კვლევა, რომელთა ფარგლებშიც შესწავლილია: 1. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების საუკეთესო ევროპული პრაქტიკა 15-მდე ქვეყნის დამოუკიდებელ საგამოძიებო უწყებაში. კვლევის მიზანია ასეთი მექანიზმების გამოცდილების გამოყენება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და განვითარების პროცესში; 3. მოწმის დაცვის სპეციალური ღონისძიებები და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოები ევროპისა და სხვა რელევანტური ქვეყნების სისტემებში. კვლევის ფარგლებში შესწავლილია ასეთი ორგანოების პრაქტიკა მოწმეთა დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებით. შედეგებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გეგმავს საკანონმდებლო წინადადების მომზადებას; 4. სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულთა შესახებ. კვლევის ფარგლებში შეფასდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოების მიერ დადგენილ უნივერსალურ და რეგიონულ სტანდარტებთან და არსებული კანონმდებლობის ეფექტიანობა წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის პროცესში; ასევე გაანალიზდა ხარვეზები, რომლებიც პრაქტიკაში ქმნის პრობლემებს სამსახურის ქვემდებარე მუხლების ერთმანეთისაგან გამიჯვნისას. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გეგმავს საკანონმდებლო წინადადების მომზადებას; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2. ევროპის კანონმდებლობა და პრაქტიკა პოლიციის განყოფილებებსა (მათ შორის, პოლიციის სამხრე კამერების გამოყენებით) და დაკავების/პატიმრობის ადგილებში ვიდეოჩანაწერებზე საგამოძიებო სამსახურების წვდომასთან დაკავშირებით; ამ მიზნით შესწავლილია სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერთა უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომები; ასევე, საგამოძიებო უწყების წვდომა ამ ჩანაწერებზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ დანაშაულის ჩადენისას; 113 5. გამომძიებლების საქმიანობის შეფასების სისტემა. კვლევის ფარგლებში შესწავლილია სხვადასხვა ქვეყნის საგამოძიებო მექანიზმების გამომძიებელთა შეფასების კრიტერიუმები. საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის საფუძველზე, ამჟამად მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა შეფასების კრიტერიუმების გაწერა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საგამოძიებო ტექნიკა და აღჭურვილობა 114 ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კრიმინალისტიკური აღჭურვილობა, რაც სამსახურს აძლევს სისხლის სამართლის საქმისათვის საჭირო მტკიცებულებათა მოპოვების საშუალებას შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, სხვა უწყებებისგან დამოუკიდებლად. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტებს მიეცათ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ და კონკრეტული ადგილიდან ან პირისგან ამოიღონ სხვადასხვა სახის ბიოლოგიური კვალი (სისხლის ლაქა, დნმ, სხვადასხვა სახის ბიოლოგიური სითხე, ხელის ან ფეხის კვალი, თითის ანაბეჭდი და სხვა). ცხადია, ასეთი დონის ტექნიკა/ინვენტარი ხელს უწყობს ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას და მნიშვნელოვნად ზრდის გამოძიების ხარისხს. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საჩუქრად 50 ცალი პორტატული რადიოგადამცემი (ე.წ. ,,რაციები”) გადასცა. პორტატული რადიოგადამცემები ხელს უწყობს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებისა და ოპერატიული მუშაკების დროულ კომუნიკაციას საგამოძიებო პროცესში და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებისას. აღნიშნულით მოხდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის ოპერატიულად გადაცემა, გაცვლა და დამუშავება, რაც თავის მხრივ უფრო ეფექტიანს გახდის სამსახურის მუშაობას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 115 ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აქტიური მონაწილეობა მიიღო აღნიშნული გეგმის შემუშავებაში, რომელიც 2021 წლის დასაწყისში დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე. 116 საბჭომ გაითვალისწინა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში მითითებული გამოწვევები და გეგმაში ასახა სამსახურის მიერ სამუშაო ჯგუფისთვის შეთავაზებულ რეკომენდაციათა აბსოლუტური უმრავლესობა. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სახე ლმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას. არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტიანი გამოვლენისა და გამოძიების მიზნით, გეგმით გათვალისწინებულია სახელმწიფო უწყებათა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ჩადენაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსა ხურისთვის შეტყობინებათა მიწოდების მექანიზმის გაუმჯობესება; საექსპერტო დაწესებულების მიერ სავარაუდო მსხვერპლისთვის გამოძიების მიერ დანიშნული სამე დიცინო ექსპერტიზების დროულად ჩატარება და არასამუშაო საათებში/დღეებში ექსპერ ტიზის ჩასატარებლად მორიგე ექსპერტის განსაზღვრა; სამართალდამცავ ორგანოებში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემების მოწესრიგება და ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალის დაარქივებისა და შენახვის ვადების ნორმატიულ დონეზე დარეგულირება. სახელმწიფო უწყებების მიერ ამ ღონისძიებების გატარებით, კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა. სამოქმედო გეგმის შესრულების დადასტურების ერთ-ერთ წყაროდ განსაზღვრულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიში, რომელსაც უწყება ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. ცნობიერების ამაღლება სამსახურის საგამოძიებო მიმართულებით საქმიანობაზე, ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის ცნობიერების გასაზრდელად, სახელმწიფო ინსპექტორმა (ევროპის საბჭოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით) შეხვედრები გამართა 7 დიდ ქალაქში (ბათუმი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი და ქუთაისი). მათ ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსა ხურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 300-მდე წარმომადგენელი. შეხვედრების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამსახურის საქმიანობა და ფუნქციები, ასევე, მოხელეთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიებისას არსებული ტენდენციები და გამოწვევები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 117 118 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 დაკავებულთა, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ინფორმირებულობის გასაზრდელად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა და შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან თანამშრომლობით, პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განათავსა საინფორმაციო ბროშურები. მათში მოცემულია ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციებზე, ქვემდებარე დანაშაულებსა და სამსახურისთვის მომართვის გზებზე, მათ შორის, 24-საათიანი ცხელი ხაზის (ნომერი - 199) მეშვეობით. ასეთი აქტივობის შემდეგ, გაიზარდა სამსახურისთვის მომართვიანობა დაკავებულების, პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების და მსჯავრდებულების მხრიდან. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შემუშავდა და შემდგომ დამტკიცდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები. ასეთი ტანსაცმელი შედგება ქურთუკის, ჟილეტის, საწვიმრისა და პიჯაკისგან, რომლებზეც დატანილი იქნება სამსახურის ლოგო და წარწერები: „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“ და „საგამოძიებო დეპარტამენტი“. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდზე ჩატარდა პირდაპირი ჩართვა - „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში“, რომლის ფარგლებშიც, სოციალური ქსელის მომხმარებლებს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელმა მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის საგამოძიებო ფუნქციებზე. ვიდეო 5400-მა პირმა ნახა. 119 120 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 121 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 განხორციელდა სამსახურის ბალანსზე რიცხული და საგამოძიებო დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ბრენდირება. ავტომანქანაზე თვალსაჩინო ადგილზე განთავსდა სამსახურის ლოგო, სახელწოდება და ცხელი ხაზის ნომერი (199). 122 საგამოძიებო გეგმის ელექტრონული პროგრამა 2020 წელს დაინერგა საგამოძიებო გეგმის ელექტრონული პროგრამა, რომელშიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები ასახავენ ინფორმაციას მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებულ/ჩასატარებელ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შესახებ. პროგრამა გამომძიებლებს ეხმარება გამოძიების მართვაში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა დაგეგმვასა და პრიორიტეტების უკეთ დანახვაში. საჯარო უწყებებსა და კერძო დაწესებულებებში ინფორმაციის მოთხოვნისთვის გაგზავნილ წერილებზე პასუხების დაგვიანებისას, პროგრამას ახლავს ავტომატური შეხსენების ფუნქცია, განმეორებითი წერილობითი მიმართვის გასაგზავნად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 პროგრამას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს გამოძიების დროულად ჩატარების კონტროლისა და სტატისტიკური მონაცემების შეგროვების მიზნებისთვის. საგამოძიებო გეგმის ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა აქვთ საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელ პირებს, რაც იძლევა გამომძიებელთა საქმიანობასა და დატვირთვაზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. ამასთან, პროგრამა ხელს უწყობს ცალკეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების საუკეთესო ტენდენციების დანახვასა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვას. 123 4. მიღებული შეტყობინებები 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოვიდა 2622 შეტყობინება. აქედან 72% განიხილა საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველომ, ხოლო 28% - დასავლეთის სამმართველომ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მიღებული შეტყობინებების რაოდენობა 2622 72% (1878) 28% (744) ჯამი აღმოსავლეთის სამმართველო დასავლეთის სამმართველო შეტყობინებათა რიცხვი განსხვავდება თვეების მიხედვით. ყველაზე მეტი შეტყობინება შემოვიდა ივლისში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ოქტომბერში. 124 მიღებული შეტყობინებების რაოდენობა თვეების მიხედვით 204 იანვარი 181 თებერვალი 245 მარტი 222 აპრილი 279 მაისი 296 ივლისი 252 აგვისტო 180 სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი 147 157 173 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 286 ივნისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეტყობინებათა ყველაზე დიდი ნაწილი (84%) შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი და იმავე ფაქტზე შეტყობინება შემოვიდა რამდენიმე წყაროდან.51 5 რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ერთი და იგივე შეტყობინება შემოდის რამდენიმე წყაროდან. სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის მიზნით, ასეთ შემთხვევებში შეტყობინება მიეთვლება ყველა შესაბამის უწყებას/წყაროს. ამის გათვალისწინებით, შემოსულ შეტყობინებათა ავტორების ჯამური მაჩვენებელი აღემატება სამსახურში შემოსულ შეტყობინებათა საერთო რაოდენობას.   125 მიღებული შეტყობინებების ავტორები შსს, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი 66% (1721) შსს, გენერალური ინსპექცია 17% (440) იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური 8% (214) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საქართველოს პროკურატურა ფიზიკური პირი 6% (169) იუსტიციის სამინისტრო, გენერალური ინსპექცია ადვოკატი სასამართლო 3% (67) 2% (52) 2% (50) სხვა საჯარო დაწესებულება 1% (32) შსს, ტერიტორიული დანაყოფი (პოლიციის დეპარტამენტი) 1% (30) სახალხო დამცველი 1% (26) არასამთავრობო ორგანიზაცია 0.3% (7) მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია 126 8% (206) 0.1% (2) ზემოაღნიშნულ გრაფიკში მოცემული მონაცემები ცხადყოფს, რომ შეტყობინებათა უმ რავლესობა შემოდის შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნ ველყოფის დეპარტამენტიდან. ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარ ტა მენტსა და დროებითი მოთავსების იზოლატორს შორის დანერგილია შე ტყობინების მიღების ეფექტიანი მექანიზმი. დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო მუშაკები შეტყობინებებს გზავნიან დაუყოვნებლივ, 24-საათიან რეჟიმში, სატელეფონო კომუნიკაციის გზით. დაწესებულების ხელმძღვანელი შეტყობინებას გზავნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იზოლატორში არ არის დასაქმებული ექიმი (ყოველწლიურად იკლებს იმ იზოლატორთა რიცხვი, სადაც დასაქმებულები არ არიან ექიმები). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შეტყობინებები იგზავნება როცა: დაკავებულს აღენიშნება დაზიანებები და იზოლატორში დასაქმებულ ექიმს გაუჩნდება ეჭვი დაკავებულის მიმართ წამებასა ან არასათანადო მოპყრობაზე; ბ) დაკავებულს აღენიშნება ძალადობის ამსახველი ახლად მიღებული დაზიანე ბები; გ) იზოლატორში მოთავსებული პირი უთითებს შესაძლო ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი 1721 შეტყობინება შეეხებოდა 1686 პირს, რომელთაგან ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო 1026, ხოლო სისხლის სამართლის წესით - 660. შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს დაკავებულ პირთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 11 882-ს. მათგან 7719 დაკავებული იყო სისხლის სამართლის წესით, ხოლო 4163 - ადმინისტრაციული წესით. შესაბამისად, 2020 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულთა 14%-ზე გადმოიგზავნა შეტყობინება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. აღსანიშნავია, რომ გაცილებით მაღალია ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებზე შეტყობინების მაჩვენებელი. კერძოდ, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეტყობინება გადმოიგზავნა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის დაკავებულ პირთა 8%-სა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა 25%-ზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ა) 127 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადმოგზავნილი შეტყობინებები დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა საერთო რაოდენობა 11882 პირთა რაოდენობა, რომლებზეც გადმოიგზავნა შეტყობინება 14% სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა რაოდენობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 პირთა რაოდენობა, რომლებზეც გადმოიგზავნა შეტყობინება 7719 8% ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რაოდენობა პირთა რაოდენობა, რომლებზეც გადმოიგზავნა შეტყობინება 4163 25% დროებითი მოთავსების იზოლატორიდან შემოსული შეტყობინებების თანახმად, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 1026 პირიდან 628 დაკავებული იყო ორი მუხლით - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით, 331 პირი - მხოლოდ 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა), ხოლო 67 პირი - მხოლოდ 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა). სისხლის სამართლის წესით დაკავებული 660 პირიდან დიდი ნაწილი (60%) დაკავებული იყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით (ოჯახური დანაშაული, ასევე, დანაშაულები ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ან საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ). ზემოაღნიშნული მუხლებით დაკავებულ პირთა უმრავლესობა დაზიანების მიღების მიზეზად ასახელებს სხვა მოქალაქეებთან კონფლიქტს, ან მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას. 128 შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან ასევე 24-საათიან რეჟიმში იგზავნება შეტყობინებები. სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის ინფორმაცია ცნობილი ხდება მისი ცხელი ხაზის (ნომერი - 126), 112-ზე შესული სატელეფონო შეტყობინების, ან/და მოქალაქეთა წერილობითი განცხადებების საშუალებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მიღებულ შეტყობინებათა რაოდენობა (440) ცხადყოფს, რომ სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე მოქალაქეები მათ უფრო ხშირად მიმართავენ, ვიდრე უშუალოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ეს მიუთითებს, რომ საჭიროა ცნობიერების ამაღლების კამპანიები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ცხელი ხაზის ნომრის (199) შესახებ. ა) ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს აღენიშნება დაზიანება და ექიმს გაუჩნდება ეჭვი წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე; ბრალდებული/მსჯავრდებული უთითებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ძალადობის ფაქტზე. იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებებიდან იგზავნება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცხადებებიც, რომლებშიც მითითებულია შესაძლო ძალადობრივი ქმედების შესახებ. 24-საათიან რეჟიმში იგზავნება შეტყობინებები, რომლებიც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმართა და თავისუფლებააღკვეთილ პირთა გარდაცვალების ფაქტებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წლის 30 ნოემბერს გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №663 ბრძანება „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“. დოკუმენტის საფუძველზე, 2020 წლის 30 ნოემბრიდან შეიცვალა პენიტენციური დაწესებულებებიდან შეტყობინებათა გადმოგზავნის წესი და დაზიანებით მოთავსებულ პირებზე შეტყობინებას ინსპექტორის სამსახურში მხოლოდ ექიმი გზავნის. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებიდან შეტყობინება იგზავნება, როდესაც: იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან იგზავნება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცხადებები და მასალები, თუ გამოძიების მიმდინარეობისას ან მის დაწყებამდე ჩატარებული გასაუბრებისას გამოიკვეთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ნიშნები. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში უშუალოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის/პატიმარი ბრალდებულის მხრიდან 129 გადმოიგზავნა 116 შეტყობინება/განცხადება (რამდენიმე შემთხვევაში, შეტყობინებები გადმოგზავნილია ერთი და იმავე პირის მიერ). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საქართველოს პროკურატურიდან იგზავნება აღნიშნულ უწყებაში შეტანილი წერილობითი განცხადება ან/და საჩივარი, სადაც მითითებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე. პროკურორები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცხელ ხაზზე ძირითადად აფიქსირებენ შეტყობინებებს, რომლებიც შეეხება ბრალდებულთა მიერ სასამართლოში პირველი წარდგენის, წინასასამართლო და საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე გაკეთებულ დანაშაულის ნიშნების შემცველ განცხადებებს. 130 რაც შეეხება სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას ბრალდებულთა მიერ გამოხატულ პრეტენზიებზე ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გზავნის მოსამართლე. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოების შემთხვევაში, შეტყობინებათა გადმოგზავნის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, მაშინ, როცა პრეტენზიების უმრავლესობა დაფიქსირებულია სწორედ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მხრიდან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოსული 2622 შეტყობინება შეეხებოდა 2690 პირს (რიგ შემთხვევებში, ერთი შეტყობინება მოიცავდა ქმედებას არა ერთი, არამედ რამდენიმე პირის მიმართ). შემოსულ შეტყობინებათა 11%-ზე (289 სავარაუდო მსხვერპლის მიმართ) დაიწყო გამოძიება (267 სისხლის სამართლის საქმე). რაც შეეხება სხვა შეტყობინებებს, 71% (1917 სავარაუდო მსხვერპლის მიმართ) არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს; 12% (336 სავარაუდო მსხვერპლის მიმართ) გადაიგზავნა სხვა უწყებაში, ვინაიდან არ განეკუთვნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო კომპეტენციას; 6% (148 სავარაუდო მსხვერპლის მიმართ) გახლდათ დამატებითი ინფორმაცია გამოძიებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებსა ან/და სხვა უკვე მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით. მიღებულ შეტყობინებებზე რეაგირება (დათვლილია სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით) 71% (1917) 11% (289) 6% (148) არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს გადაიგზავნა სხვა უწყებაში დაიწყო გამოძიება დაერთო წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს ან შეტყობინებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსულ შეტყობინებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება-არდაწყების გადაწყვეტილების მიღებამდე, სამსახური ატარებს გასაუბრებას სავარაუდო მსხვერპლთან (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეტყობინება ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მკაფიოდ იკვეთება სავარაუდო დანაშაულის კვალიფიკაცია). გასაუბრების მიზნით, საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე უკავშირდებიან სავარაუდო მსხვერპლს, ხოლო თუ მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია - შეტყობინების ინიციატორს. გასაუბრება, ძირითადად, ტარდება პირადად შეხვედრის გზით, თუმცა, პანდემიის პირობებში დაყოვნების ასაცილებლად, გასაუბრებები უმეტესწილად განხორციელდა დისტანციურად, ან/და ტელეფონის საშუალებით. საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები 2690 სავარაუდო მსხვერპლიდან გაესაუბრნენ 2157-ს. სავარაუდო მსხვერპლთა 64%-თან გასაუბრება ჩატარდა შეტყობინების შემოსვლის, ან მეორე დღეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 12% (336) 131 სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრების დრო შეტყობინების მიღებიდან 44% 20% 11% 7% სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 5% 132 იმავე დღეს მეორე დღეს მესამე დღეს 4% ერთი კვირის ვადაში ორი კვირის ვადაში 6% 3% ერთი თვის ვადაში ორი თვის ვადაში ორ თვეზე მეტ ვადაში სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრება შეტყობინების შემოსვლიდან რამდენიმე დღის (კვირის) შემდგომ, განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით: • ვერ ხერხდებოდა სავარაუდო მსხვერპლთან დაკავშირება - არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ მისამართზე და ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ; • სავარაუდო მსხვერპლს სჭირდებოდა დრო ადვოკატის ასაყვანად; • სავარაუდო მსხვერპლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უარს აცხადებდა გასაუბრებაზე; • სავარაუდო მსხვერპლს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო გასაუბრებაში; • პანდემიის პირობებში საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის გამო, სავარაუდო მსხვერპლი ვერ ცხადდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში და, ამასთან, უარს აცხადებდა საცხოვრებელ ადგილზე გასაუბრებაზე. 5. გამოძიების დაწყება 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 270 სისხლის სამართლის საქმეზე, აქედან 267-ზე - მიღებული შეტყობინებების, ხოლო 3-ზე - სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის დადგენილების საფუძველზე. სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობა 77% (209) 23% (61) ჯამი აღმოსავლეთის სამმართველო დასავლეთის სამმართველო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 270 გამოძიების დაწყების პარალელურად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში საგამოძიებო უწყებრივი ქვემდებარეობით გადმოიგზავნა 11 სისხლის სამართლის საქმე, აქედან 8 - შინაგან საქმეთა სამინისტროდან, 2 - იუსტიციის სამინისტროდან, ხოლო 1 - პროკურატურიდან. ამ საქმეებიდან 3 გაერთიანდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან, ხოლო 1 - დასავლეთის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან. გამოძიების დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ივნისში, ყველაზე დაბალი კი - იანვარსა და ოქტომბერში. 133 გამოძიების დაწყება თვეების მიხედვით იანვარი 16 29 თებერვალი 18 მარტი 25 აპრილი 22 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მაისი 33 ივნისი 29 ივლისი 19 აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი 18 16 ნოემბერი 23 დეკემბერი 22 დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა დიდი ნაწილი შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან. ზოგიერთ შემთხვევაში ერთი და იმავე ფაქტის შესახებ შეტყობინება შემოვიდა რამდენიმე წყაროდან.61 6 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში რიგ შემთხვევებში ერთი და იგივე შეტყობინება შემოდის რამდენიმე წყაროდან. სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის მიზნით, ასეთ შემთხვევებში, შეტყობინება მიეთვლება ყველა შესაბამის უწყებას/წყაროს. შესაბამისად, შემოსულ შეტყობინებათა ავტორების ჯამური მაჩვენებელი აღემატება სამსახურში შემოსული შეტყობინებების საერთო რაოდენობას. 134 დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა ავტორები შსს, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი 47% (126) საქართველოს პროკურატურა 22% (60) შსს, გენერალური ინსპექცია 16% (44) იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური 16% (44) 10% (28) 6% (15) სახალხო დამცველი სასამართლო ფიზიკური პირი შსს, ტერიტორიული დანაყოფი (პოლიციის დეპარტამენტი) ადვოკატი 4% (10) 3% (9) 3% (7) 2% (6) სხვა საჯარო დაწესებულება 1% (4) მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია 1% (2) არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 იუსტიციის სამინისტრო, გენერალური ინსპექცია 0.4% (1) 135 ეფექტიანი გამოძიების ჩასატარებლად (გამოძიების დროულად დაწყება, საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარება, მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილება), ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუყოვნებლივ მოეწოდოს ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ. 2020 წელს დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ისინი ზოგჯერ არ მოეწოდება სავარაუდო დანაშაულის ჩადენისთანავე, დაუყოვნებლივ (როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე მოქალაქეებისაგან). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა 66% სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან სამი დღის ვადაში, 33% - ერთი კვირის ვადაში ან უფრო გვიან, ხოლო 1%-ის შემთხვევაში უცნობია ქმედების ჩადენის ზუსტი თარიღი (2 პირი ვერ ასახელებს სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ზუსტ თარიღს). სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეტყობინების შემოსვლის დრო 34% (90) 27% (71) 10% (28) 7% (20) 5% (13) 5% (13) 5% (14) 6% (16) 1% (2) იმავე დღეს 136 მეორე დღეს მესამე დღეს ერთი კვირის ვადაში ორი კვირის ვადაში ერთი თვის ვადაში ორი თვის ვადაში ორ თვეზე მეტ ვადაში უცნობია ყველაზე ხშირად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებებს იღებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან და პროკურატურიდან. ძირითადად, უწყებები შეტყობინებას აგზავნიან ინფორმაციის მიღების დღეს ან მეორე დღეს, თუმცა ზოგჯერ მათი მოწოდება ფერხდება. დანაშაულის ნიშნების შემცველი შეტყობინებები შემჭიდროებულ ვადებში და ყველაზე ეფექტიანად იგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროდან (მათი აბსოლუტური უმრავლესობა). დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა გამოგზავნის ვადა 70% იმავე დღეს მეოთხე დღეს მეორე დღეს ერთი კვირის ვადაში მესამე დღეს ორი კვირის ვადაში გასულია ერთ თვეზე მეტი პერიოდი 44% 27% 14% 7% 2% 8% 1% 1% შინაგან საქმეთა სამინისტრო 5% 5% 8% პროკურატურა 2% 7% 2% 1% იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 96% 137 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების სპეციფიკის გათვალისწინებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სავარაუდო მსხვერპლის დაუყოვნებლივ გამოკითხვა და სამედიცინო ექსპერტთან მისი წარდგენა, ასევე, მოწმეებთან სწრაფი კომუნიკაცია და სხვა მტკიცებულებების მოპოვება. შესაბამისად, შეტყობინების გადმოგზავნის 1-2 დღით დაყოვნებაც კი შეუძლებელს ხდის ან/და მნიშვნელოვნად აფერხებს მტკიცებულებათა მოპოვებასა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დროული გამოძიების ჩატარების მიზნით, რო გორც წესი, გამოძიებას იწყებს შეტყობინების შემოსვლის დღესვე. დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა 48%-ზე გამოძიება დაიწყო შემოსვლის დღესვე, 25%-ზე - მეორე დღეს, 8%-ზე - მესამე დღეს, 14%-ზე - ერთი კვირის ვადაში, ხოლო 5%-ზე - ერთ კვირაზე მეტ პერიოდში. დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებებზე გამოძიების დაწყების დრო 48% (127) 25% (67) 14% (38) 8% (21) 5% (14) იმავე დღეს მეორე დღეს მესამე დღეს ერთი კვირის ვადაში ერთ კვირაზე მეტ პერიოდში შეტყობინების შემოსვლიდან 1 კვირაზე მეტი დროის გასვლის შემდეგ გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე, ვინაიდან შეტყობინებები იყო ბუნდოვანი და საჭირო გახდა დეტალების განმცხადებელთან დაზუსტება, რაც გამომძიებლის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა დროულად შემდეგ მიზეზთა გამო: • 138 7 სისხლის სამართლის საქმეზე სავარაუდო მსხვერპლი უარს აცხადებდა ადვო კატის მონაწილეობის გარეშე გასაუბრებაზე; • 5 სისხლის სამართლის საქმეზე ვერ მოხერხდა სავარაუდო მსხვერპლის დროულად მოძიება (ისინი არ პასუხობდნენ ზარებს, არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ ადგილზე); • 1 სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულმა სავარაუდო მსხვერპლმა უარი განაცხადა დისტანციურ გასაუბრებაზე, ხოლო პირადი გასაუბრების დაგეგმვას, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, დასჭირდა გარკვეული დრო; • 1 სისხლის სამართლის საქმეზე გამოსაკითხი პირი იმყოფებოდა პენიტენციური დაწესებულების საკარანტინე ნაწილში და მასთან გასაუბრება ჩატარდა კარან ტინის დასრულების შემდეგ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სისხლის სამართლის საქმეთა უმეტეს ნაწილზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით). 11 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო დანაშაულთა ერთობლიობით. 139 გამოძიების დაწყებისას ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სსკ-ის 342¹ მუხლის მე-2 ნაწილი 15 სსკ-ის 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები 15 სსკ-ის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 14 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 9 სსკ-ის 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები 4 სსკ-ის 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, და „ბ“ ქვეპუნქტები 3 სსკ-ის 144 ³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები 1 სსკ-ის 342 -ე მუხლის მე-2 ნაწილი 1 სსკ-ის 144 ³ მუხლის 1-ლი ნაწილი 1 სსკ-ის 144 ³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები 1 სსკ-ის 144 ³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები 1 სსკ-ის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები 1 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი 1 სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 140 202 1 აღნიშნული სისხლის სამართლის 270 საქმიდან (იგულისხმება 2020 წელს გამოძიებადაწყებული საქმეები) პროკურორმა გამოძიების მიმდინარეობისას დანაშაულის კვალიფიკაცია შეცვალა 12 სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ: 6 სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) განსაზღვრული კვალიფიკაცია პროკურორმა შეცვალა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება); • 3 სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) განსაზღვრული კვალიფიკაცია პროკურორმა შეცვალა საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა); • 2 სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) განსაზღვრულ კვალიფიკაციაში პროკურორმა დააზუსტა დამამძიმებელი გარემოებები და გამოძიება გაგრძელდა იმავე მუხლის სხვა მაკვალიფიცირებელი გარემოებებით; • 1 სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) განსაზღვრულ კვალიფიკაციას პროკურორმა დაამატა მეორე - საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლი (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) და გამოძიება გაგრძელდა დანაშაულთა ერთობლიობით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • როგორც ზემოთ აღინიშნა, 2020 წელს გამოძიება დაიწყო 270 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან 12 საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვალა. შესაბამისად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გაგრძელდა შემდეგი კვალიფიკაციით: 141 საბოლოოდ განსაზღვრული დანაშაულის კვალიფიკაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი 142 202 სსკ-ის 342¹ მუხლის მე-2 ნაწილი 15 სსკ-ის 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები 14 სსკ-ის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 14 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 10 სსკ-ის 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები 5 სსკ-ის 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, და „ბ“ ქვეპუნქტები 2 სსკ-ის 144 ³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები 1 სსკ-ის 144 ³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები 1 სსკ-ის 144³ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები 1 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 1 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 1 სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი 1 სსკ-ის 342 -ე მუხლის მე-2 ნაწილი 1 სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 1 გარდა აღნიშნულისა, 2020 წელს დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვალა 2019 წელს გამოძიებადაწყებულ 2 სისხლის სამართლის საქმეზე. ორივე შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და პროკურორის მიერ დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა). პროკურორმა 5 სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა გამოძიების დაწყებისთანავე, ხოლო 9 სისხლის სამართლის საქმეს - გარკვეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდგომ. 2020 წელს დაწყებულ 270 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს 310 სავარაუდო მსხვერპლი, რომელთა უმრავლესობა (92%) არის მამრობითი სქესის, 7% - მდედრობითი სქესის, ხოლო სავარაუდო მსხვერპლთა 1% არის ტრანსგენდერი ქალი. სავარაუდო მსხვერპლების სქესი 92% (286) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 6. სავარაუდო მსხვერპლები 7% (22) 1% (2) მამრობითი მდედრობითი ტრანსგენდერი ქალი 143 სავარაუდო მსხვერპლთაგან 55 პირი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, 15 - უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2 - ფსიქიკურად დაავადებული, 1 - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, 1 - მოქალაქეობის არმქონე. სავარაუდო მსხვერპლთა 96% სრულწლოვანია, 3% - არასრულწლოვანი, ხოლო 4 პირის ასაკი დაუდგენელია, ვინაიდან ვერ მოხერხდა მათი იდენტიფიცირება. სავარაუდო მსხვერპლთა ასაკი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 36% (112) 144 25% (77) 10% (31) 10% (30) 9% (28) 3% (10) 5% (16) 1% (2) 15-17 წელი 18-21 წელი 22-24 წელი 25-34 წელი 35-44 წელი 45-54 წელი 55-64 წელი 65 და მეტი წელი 1% (4) უცნობია სავარაუდო მსხვერპლთა 31% არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი, 21% - სისხლის სამართლის წესით დაკავებული, 15% - პატიმრობაში მყოფი ბრალდებული, 15% - მოქალაქე, 11% - თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, 5% - მოწმე, ხოლო 2% - სხვა სტატუსის მქონე პირი. სავარაუდო მსხვერპლების საპროცესო სტატუსი 31% (98) ადმინისტრაციული წესით დაკავებული 21% (64) მოქალაქე 15% (47) პატიმარი ბრალდებული 15% (47) თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული მოწმე სხვა სტატუსის პირი 11% (35) 5% (14) 2% (5) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სისხლის სამართლის წესით დაკავებული 145 ადმინისტრაციულად დაკავებული/სახდელდადებული პირები, რომლებიც მიუთითებენ სამართალდამცავთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტზე, ძირითადად, დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით - წვრილმანი ხულიგნობა (166-ე მუხლი) და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა (173-ე მუხლი). სავარაუდო მსხვერპლთა მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 55% (54) 40% (39) 5% (5) ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები ასკ-ის 173-ე მუხლი ასკ-ის 166-ე მუხლი სისხლის სამართლის წესით დაკავებული ან მსჯავრდებული პირები, რომლებიც სამართალდამცავთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტზე მიუთითებენ, ძირითადად, ბრალდებულები/მსჯავრდებულები არიან საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის (37%), სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის (14%), მმართველობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის (13%), ნარკოტიკული დანაშაულისა (9%) და ოჯახური დანაშაულისთვის (9%). 146 დანაშაულები, რომლებზეც ბრალდებულები/ მსჯავრდებულები არიან სავარაუდო მსხვერპლები დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ 37% (54) 13% (20) დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ 9% (13) ოჯახური დანაშაული 9% (13) 7% (11) დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ 7% (10) დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ 7% (10) დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ 3% (5) 3% (4) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ნარკოტიკული დანაშაული 3% (4) დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში 1% (1) ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირი 1% (1) 147 7. შესაძლო დანაშაულების გარემოებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეთა აბსოლუტური უმრავლესობა შეეხება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებათაგან 82%-ში სავარაუდო მსხვერპლები შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ პირებად ასახელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, 17%-ში - იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო 1%-ის შემთხვევაში - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს. უწყებები, რომლებზეც მიუთითებენ სავარაუდო მსხვერპლები 82% (256) 17% (52) 1% (2) შინაგან საქმეთა სამინისტრო იუსტიციის სამინისტრო ფინანსთა სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებიდან სავარაუდო მსხვერპლები, შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირებად ძირითადად ასახელებენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს. დროებითი მოთავსების იზოლატორში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსულია მხოლოდ ერთი შეტყობინება. 148 სავარაუდო მსხვერპლთა 50%-მა დანაშაულის ჩადენის ადგილად დაასახელა თბილისი. ასევე, შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება ქვემო ქართლსა (12%) და აჭარაში (12%). შესაძლო დანაშაულის ჩადენის გეოგრაფიული არეალი 50% (154) თბილისი 12% (37) აჭარა 12% (37) 8% (24) კახეთი 7% (22) იმერეთი სამეგრელო-ზემო სვანეთი შიდა ქართლი 5% (15) 3% (9) სამცხე-ჯავახეთი 1% (5) მცხეთა-მთიანეთი 1% (5) გურია 1% (2) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ქვემო ქართლი სავარაუდო მსხვერპლთა 40% სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ადგილად მიუთითებს ქუჩას, 31% - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობას, 26% - ავტომანქანას, 16% - პენიტენციურ დაწესებულებას, 8% - სახლს/ბინას, ხოლო 3% - სხვა საჯარო დაწესებულებას. ზოგ შემთხვევაში ერთმა და იმავე მსხვერპლმა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ადგილად დაასახელა რამდენიმე ადგილი. 149 შესაძლო დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ადგილი 24% (75) ქუჩა 19% (60) შსს ადმინისტრაციული შენობა 16% (49) პენიტენციური დაწესებულება 10% (31) ავტომანქანა 7% (23) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ქუჩა, ავტომანქანა 150 ქუჩა, შსს ადმინისტრაციული შენობა 5% (14) სახლი/ბინა 5% (14) ავტომანქანა, შსს ადმინისტრაციული შენობა ავტომანქანა, ქუჩა, შსს ადმინისტრაციული შენობა საჯარო თავშეყრის ადგილი (შენობა) 3% (10) 3% (8) 2% (6) სახლი/ბინა, ავტომანქანა 2% (5) სხვა საჯარო დაწესებულება 1% (3) სახლი/ბინა, ქუჩა 1% (3) შსს ადმინისტრაციული შენობა, საჯარო თავშეყრის ადგილი (შენობა) 0.3% (1) შსს ადმინისტრაციული შენობა, პენიტენციური დაწესებულება 0.3% (1) სახლი/ბინა, შსს ადმინისტრაციული შენობა 0.3% (1) სახლი/ბინა, ქუჩა, ავტომანქანა 0.3% (1) სახლი/ბინა, ავტომანქანა, შსს ადმინისტრაციული შენობა 0.3% (1) სხვა 1% (4) 8. ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების გამო, შეფერხდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობა (საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება). კერძოდ: სამუშაო ადგილზე ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის პარალიზების თავიდან ასაცილებლად, საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. შესაბამისად, ეს გამომძიებლები ვერ ატარებდნენ ისეთ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც სამუშაო ადგილზე ყოფნას მოითხოვს; • სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სავარაუდო მსხვერპლის პირადად შემოწმებისას დააწესა შესამოწმებელ პირთან, მსხვერპლის ოჯახის წევრთან ან/და მასთან მცხოვრებ პირთან (საპატიმრო დაწესებულებაში გარდაცვალების შემთხვევაში - დაწესებულების მკურნალ ექიმთან) გასაუბრების ოქმის წარდგენის ვალდებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ პირს განვლილ უახლოეს პერიოდში, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში - გარდაცვალებამდე არ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა ან/და კოვიდ ინფექციისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები. ეს პროცედურა საჭიროებდა დამატებით დროს და აფერხებდა საპროცესო მოქმედების დროულად ჩატარებას; • გართულდა მოწმეების საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება. მათი ნაწილი აცხადებდა, რომ კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულ პირთან და იმყოფებოდა იზოლაციაში. ამასთან, მოწმეთა ნაწილი, შეცვლილი სამუშაო გრაფიკის გამო, არ იმყოფებოდა ოფიციალურ წყაროებში მითითებულ ფაქტობრივ/რეგისტრაციის მისამართზე, რის გამოც მათი მოძიება ფერხდებოდა. ასევე, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, რეგიონში მცხოვრები პირები ვერ ახერხებდნენ საგამოძიებო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადებას; • კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში, საღამოს საათებში შეუძლებელი იყო მოწმეთა გამოცხადება საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 151 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 152 • ხშირად საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადებულ პირებს აღენიშნებოდათ ტემპერატურა, რის გამოც, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, მათთან ვერ ტარდებოდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები; • კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში შესაძლო ძალადობის შემთხვევებზე ჭირდა ფაქტის შემსწრე მოქალაქეების/გარეშე პირების მოძიება, რამაც გავლენა იქონია აღნიშნულ საქმეებზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებასა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებაზე; • სასტუმროების, კვების, სავაჭრო და სხვა ობიექტების ფუნქციონირების შეწყვეტის ან/და დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე ყოფნის გამო, გართულებული იყო დაწესებულებათა თანამშრომლებთან კომუნიკაცია. ეს აფერხებდა აღნიშნულ ობიექტებზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებისა და საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის/მტკიცებულებების (დოკუმენტების) გამოთხოვას. ამასთან, დაწესებულებათა ნაწილს საერთოდ გამორთული ჰქონდა ქსელიდან ვიდეოჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც, ცალკეულ შემთხვევებში, შეუძლებელი გახდა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების მოპოვება; • საგამოძიებო მოქმედების სპეციფიკისა და ასეთ მოქმედებათა მიმდინარეობისას ვირუსული ინფექციის გადაცემის რისკის გათვალისწინებით, შეუძლებელი გახდა ამოცნობების ჩატარება. ამასთან, გამოკითხული სავარაუდო მსხვერპლები ხშირად უთითებენ, რომ სავარაუდო ძალადობის განხორციელებისას სამართალდამცავებს ეკეთათ პირბადეები, რის გამოც ვერ მოახერხეს მათი სახის დანახვა და, შესაბამისად, არ შეეძლოთ მათი ამოცნობა; • საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები შეფერხებებით ტარდებოდა პენიტენციურ დაწესებულებებშიც. ვირუსის შეკავების მიზნით მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო, დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა გამოკითხვა დასაშვები იყო მხოლოდ პაემნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში, შუშის ბარიერს მიღმა, რაც მოითხოვს ჩვეულებრივზე მეტ დროს. ამასთან, შუშის ბარიერს მიღმა გამომძიებელი გამოსაკითხ პირს უშუალოდ ვერ აწოდებდა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმს გასაცნობად და ხელმოსაწერად. ეს ფუნქცია შეთავსებული ჰქონდა საპატიმრო დაწესებულების თანამშრომელს - სწორედ მას მიჰქონდა გამოსაკითხ პირთან გამომძიებლის შედგენილი ოქმი. ოქმის მიტანის პროცესი ვერ ექცეოდა ვერც გამომძიებლის და ვერც გამოსაკითხი პირის ხედვის არეალში. გამოსაკითხ პირთა ნაწილმა გამოხატა უკმაყოფილება და გამოთქვა პროტესტი იმის გამო, რომ დაწესებულების თანამშრომლებს ხელი მიუწვდებოდათ ოქმზე. ასეთ პირობებში გამოკითხვისას ასევე, გართულდა ცალკეული პროცედურის ჩატარება (მაგ.: გამოსაკითხი პირისათვის ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ან/და სხვა მტკიცებულებების წარდგენა); • გართულდა პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო ექსპერტიზაც. ცალკეულ შემთხვევებში, კორონავირუსის რისკების გათვალისწინებით, სამედიცინო ექსპერტი პატიმარს უშუალოდ ვერ შეხვდა და იგი შუშის ბარიერს მიღმა შეამოწმა. 2020 წელს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა ჩაატარეს 4240 საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები 2547 გამოკითხვა 604 ინფორმაციის გამოთხოვა 596 დათვალიერება 280 ექსპერტიზა 145 ამოღება საგამოძიებო ექსპერიმენტი ფარული საგამოძიებო მოქმედება პირადი ჩხრეკა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ნაწილობრივ დისტანციური სამუშაო გრაფიკისა და ზემოაღნიშნულ დაბრკოლებათა მიუხედავად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა მოახერხა მყისიერი რეაგირება ყველა მიღებულ შეტყობინებაზე და ყველა სისხლის სამართლის საქმეზე მოახერხა პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ჩატარება. 38 29 1 2547 გამოკითხული პირიდან 1072 სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელია. 153 9. ექსპერტიზა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში განმცხადებლები, ძირითადად, მიუთითებენ სავარაუდო ფიზიკურ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან. შესაბამისად, სამსახური ექსპერტიზის ჩატარებისთვის მიმართავს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა თავიდან აიცილოს კითხვის ნიშნები ექსპერტის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე. 2020 წელს საგამოძიებო დეპარტამენტმა დანიშნა 280 ექსპერტიზა. მათ შორის ჭარბობს სამედიცინო ექსპერტიზა, რადგან ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი საპროცესო მოქმედება იმ ტიპის დანაშაულებისათვის, რომელთა გამოძიებაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებაა. დანიშნული ექსპერტიზა სამედიცინო ექსპერტიზა სხვა სახის ექსპერტიზა 234 46 სამედიცინო ექსპერტთან შემოწმებაზე პირადად გამოცხადდა 151 პირი, ხოლო 114-მა პირმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე, 66 შემთხვევაში (მათგან 2 სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა) სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო 17 შემთხვევაში დანიშნულია გვამის სამედიცინო ექსპერტიზა. სამედიცინო ექსპერტთან შემოწმებაზე უარის ძირითად მიზეზად 77-მა სავარაუდო მსხვერპლმა (68%) სხეულზე დაზიანებების არარსებობა დაასახელა, ხოლო 37-მა მსხვერპლ- 154 მა (32%) სხვადასხვა მიზეზით თავი აარიდა ექსპერტიზაზე გამოცხადებას (სავარაუდო მსხვერპლთა გარკვეულმა ნაწილმა არ განმარტა უარის კონკრეტული მიზეზი, ზოგმა მათგანმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ზოგმა კი უარყო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ძალადობის ფაქტი და ამ მოტივით განაცხადა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე). აღნიშნული 37 პირიდან 34-ს სხეულზე აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანების კვალი, ხოლი 3 სავარაუდო მსხვერპლის შემთხვევაში დაზიანებების არსებობა ვერ დადგინდა, ვინაიდან მათ თავი აარიდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კომუნიკაციას. ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის მიზეზი 77 (68%) სხვა მიზეზი 37 (32%) დანიშნული 280 ექსპერტიზიდან დასკვნა მიღებულია 237-ზე (85%), ხოლო 234 პირის მიმართ დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზიდან დასკვნა მიღებულია 204 პირზე (87%). აუცილებლად უნდა აღინიშნოს დადებითი ტენდენცია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან ექსპერტიზის დასკვნების დროულად მომზადებასთან დაკავშირებით. ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ექსპერტიზის ჩატარების ვადები. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ძირითადად, მიღებულია ექსპერტიზის დანიშვნიდან 60 დღის ვადაში, ხოლო სხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები კი - 90 დღეზე მეტ ვადაში. ექსპერტიზის დროულად ჩატარება პირდაპირ კავშირშია ეფექტიან გამოძიებასთან. შესაბამისად, ამ მიმართულებით მდგომარეობის კიდევ მეტად გასაუმჯობესებლად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 დაზიანების არარსებობა 155 ექსპერტიზის დასკვნის მიღების ვადა 1-7 დღე 11 სამედიცინო ექსპერტიზა 45 15-30 დღე 31-60 დღე 56 61-90 დღე 21 55 30 არ არის მიღებული 1-7 დღე 1 6 8-14 დღე 15-30 დღე 3 9 31-60 დღე 61-90 დღე 90-ზე მეტი დღე არ არის მიღებული 156 16 90-ზე მეტი დღე სხვა სახის ექსპერტიზა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 8-14 დღე 4 10 13 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 განსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ამგვარი ექსპერტიზის არსებული პრაქტიკა და მოქმედი კანონმდებლობა მნიშვნელოვნად აფერხებს დროული და სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას. პროცედურა ასეთია: საგამოძიებო დეპარტამენტი მიმართავს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელიც კომისიისთვის შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტების მოძიებას სთხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანოს. თავის მხრივ, საგამოძიებო დეპარტამენტი ექიმ-სპეციალისტების გამოყოფაზე თხოვნას უგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ექიმ-სპეციალისტებს კომისიაში მონაწილეობის მოტივაცია არ აქვთ, რადგან ეს გულისხმობს დიდი მოცულობით სამუშაოს შესრულებას (ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა, საკონსულტაციო პასუხებისა და ექსპერტიზის დასკვნის მომზადება). ამასთან, ამ სამუშაოსთვის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს არც ექსპერტიზის ბიურო და არც სამინისტრო. რამდენადაც კომისიურ ექსპერტიზაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ექიმ-სპეციალისტები უარს აცხადებენ. ამ მიზეზების გამო, ექსპერტიზა ხანგრძლივად ჭიანურდება რამდენიმე თვის (წლის) განმავლობაში. 157 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 10. საჯარო უწყებებში გაგზავნილი წერილები 158 მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს მჭიდრო კომუნიკაცია აქვს სახელმწიფო უწყებასთან, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულსაც იძიებს სამსახური. სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, დეპარტამენტი წერილობით მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. ვინაიდან სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა 83% შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა სავარაუდო დანაშაულებს, ყველაზე მეტი წერილობითი მიმართვა იგზავნება სწორედ ამ სამინისტროში. ეფექტიანი გამოძიების ჩასატარებლად, არსებითად მნიშვნელოვანია, სამსახურს დროულად მოეწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია ყველა საჯარო უწყებიდან. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა საჯარო უწყებებში 1167 წერილი გაგზავნა: აქედან ყველაზე მეტი - 666 (57%) - შინაგან საქმეთა სამინისტროში; 295 (25%) - პენიტენციურ დაწესებულებაში, 129 (11%) - სასამართლოში, 12 (1%) - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, 2 (0,2%) - პროკურატურაში, 1 (0,1%) - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, და 62 (5%) - სხვა საჯარო სამსახურებში. 2020 წლის მონაცემები ცხადყოფს, რომ მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხები უმეტესწილად მიღებულია 1-7 დღის განმავლობაში, თუმცა არის შემთხვევები, როცა ინფორმაციის მოწოდება რამდენიმე თვე ჭიანურდება (2020 წლის ბოლოსთვის მიღებული არ იყო პასუხი 45 წერილზე. შესაბამისად, ისინი არ არის მითვლილი ცხრილში არსებულ მონაცემებზე). მოთხოვნილი ინფორმაციის დროულად მოწოდებით გამოირჩევა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი, სადაც ყველაზე მეტი მოთხოვნა გაიგზავნა და თითქმის ყველა პასუხი მიღებულია 7 დღის ვადაში. 1-7 დღე მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდების ვადა 8-14 დღე 15-30 დღე 31-60 დღე 61-90 დღე 90-ზე მეტი დღე ჯამი შინაგან საქმეთა სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი 1% 1% - - - 206 49% 30% 19% 2% - - 43 შსს, ტერიტორიული დანაყოფები (პოლიციის დეპარტამენტები) 34% 28% 26% 8% 3% 1% 152 შსს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 20% 35% 42% 2% 1% - 102 შსს, სხვა დანაყოფები 70% 20% 9% 1% - - 135 შსს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი („112“) სხვა საჯარო უწყებები პროკურატურა 100% - - - - - 2 ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები 91% 9% - - - - 12 სპეციალური პენიტენციური სამსახური 47% 33% 16% 4% - - 289 სასამართლო 42% 37% 11% 6% 2% 2% 123 სხვა საჯარო უწყება 65% 24% 7% 2% - 2% 58 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 98% 159 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 160 ზემოაღნიშნულ ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოთხოვნილი ინფორმაცია, ძირითადად, 8-14 და 15-30 დღეში მოეწოდება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში (ისევე როგორც ტერიტორიულ დანაყოფებში) გაგზავნილი წერილების უმრავლესობა შეეხება შემდეგ საკითხებს: დამკავებელ და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთა ვინაობა, დაკავების კონკრეტული ადგილის იდენტიფიცირება, საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე კამერების საიდენტიფიკაციო ნომრების დადგენა, ბორტის ჩანაწერების არსებობა. ისეთ პირობებში, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერთა შენახვის ვადად განსაზღვრულია 30 დღე, ხოლო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობებში კამერების ჩანაწერები ხელმისაწვდომია მხოლოდ 14 დღის ვადაში, მოთხოვნილი ინფორმაციის შემჭიდროებულ ვადებში მოუწოდებლობისას, გამოძიება ვეღარ ახერხებს ვიდეოჩანაწერების მოპოვებას, რადგან შენახვის ვადის გასვლის შემდგომ ისინი ავტომატურად იშლება. რაც შეეხება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ყველაზე ბევრი მოთხოვნა გაიგზავნა (295 წერილი), აქაც იკვეთება გარკვეული შეფერხებები ვადებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ვიდეოკამერების ჩანაწერთა გამოთხოვის მხრივ პრობლემას არ ქმნის, ვინაიდან სამსახური დაუყოვნებლივ აარქივებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მოთხოვნილ ჩანაწერებს და უზრუნველყოფს მათ მოწოდებას. რაც შეეხება სასამართლოდან დაგვიანებით მიღებულ პასუხებს, ეს აფერხებს სასამართლო სხდომის ოქმებისა და მხარეთა მიერ პროცესზე წარდგენილი ვიდეოჩანაწერების დროულად მოპოვებას, რომელთა საფუძველზეც იგეგმება შემდგომი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები (განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეტყობინება იგზავნება დანაშაულის ჩადენიდან დიდი დროის გასვლის შემდეგ და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე კამერების ჩანაწერები, ვადის გასვლის გამო, აღარ ინახება ,,112“-ში, თუმცა ისინი წარდგენილია სასამართლოში). 11. აუდიო-ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა სავარაუდო დანაშაულის ადგილზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერები (აუდიო-ვიდეოჩანაწერები). შესაბამისად, აუდიო-ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა ხდება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო პირისაგან. საგამოძიებო დეპარტამენტმა 236 სისხლის სამართლის საქმეზე 559-ჯერ გამოითხოვა საქმისთვის მნიშვნელოვანი აუდიო/ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო პირისგან. მათი 43% გამოთხოვილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან („112“),71 32% - ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან, 9% - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან,82 9% - სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან,93 3% - შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან,104 3% - სხვა საჯარო დაწესებულებიდან, და 1% - სასამართლოდან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ვიდეოჩანაწერები ყველა შემთხვევაში გამოთხოვილია სასამართლო განჩინების საფუძველზე ერთის გარდა. კერძოდ, გადაუდებელი აუცილებლობით, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან („112“) გამოთხოვილია სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერი. 7 შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (პოლიციის დეპარტამენტების) ადმინისტრაციულ შენობებში დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერები.   8 შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ინახება საპატრულო პოლიციის ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორით გადაღებული ჩანაწერები.   9 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტში ინახება პენიტენციურ დაწესებულებებში და მონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები.   10 შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში ინახება დროებითი მოთავსების იზოლატორებში დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები.   161 დაწესებულებები, საიდანაც გამოთხოვილია აუდიო/ვიდეოჩანაწერები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (,,112“) 43% (242) კერძო პირის/ორგანიზაციის საკუთრება 32% (181) პენიტენციური დაწესებულება 9% (53) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შსს, დროებითი მოთავსების იზოლატორი სასამართლო სხვა საჯარო დაწესებულება 9% (49) 3% (14) 1% (4) 3% (16) რაც შეეხება ვიდეოჩანაწერთა მოწოდებას, ერთადერთი დანაყოფი, რომელმაც საგამოძიებო დეპარტამენტს მოაწოდა ყველა გამოთხოვილი ჩანაწერი, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი. მაღალია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ასევე, კერძო დაწესებულებებისა და პირებისგან ჩანაწერთა მოწოდების პროცენტული მაჩვენებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი სამსახურს უფრო მეტად გარე სამეთვალყურეო (გზებზე დამონტაჟებული) ვიდეოკამერების ჩანაწერებს აწვდის, ვიდრე პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერებს. სავარაუდო მსხვერპლთა 40% სავარაუდო დანაშაულის ადგილად მიუთითებს ქუჩას, 31% - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობას, 26% კი - პოლიციის ავტომანქანას. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა სწორედ საპატრულო პოლიციის სამხრე კამერებისა და პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა მოწოდების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. 162 მოწოდებულია სრულად არ არის მოწოდებული მოწოდებულია ნაწილობრივ 14 100% - - სპეციალური პენიტენციური სამსახური 53 87% - 13% კერძო პირი/დაწესებულება 181 87% 11% 2% სხვა საჯარო დაწესებულება 20 75% 10% 15% 36 67% 19% 14% 140 53% 38% 9% 66 48% 18% 34% 49 41% 49% 10% შსს, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი შსს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი („112“), გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერები შსს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი („112“), პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერები შსს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი („112“), სამხრე კამერები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მოთხოვნილი ჩანაწერების რაოდენობა 163 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ვიდეოჩანაწერთა მოუწოდებლობისას (მათ შორის, შესაბამისი უწყების მიერ დადგენილი შენახვის ვადების ფარგლებში), სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ინტერესდება მათი არარსებობის მიზეზით. ამ კუთხით ყველაზე ხშირად სახელდება ის, რომ ვიდეოჩანაწერი არ იძებნება ჩამწერი მოწყობილობის მყარ დისკზე, თუმცა არის შემთხვევები, როცა მიზეზად მითითებულია შენახვის ვადის გასვლა. 164 სამართალდამცავ ორგანოთა მიერ დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის სისტემების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა პირის უსაფრთხოების დაცვა. შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია, ასეთი ორგანოს თანამშრომლისგან შესაძლო ძალადობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შეუფერხებლად მოეწოდებოდეს ვიდეოჩანაწერები, ხოლო მოუწოდებლობისას, შესაძლებელი იყოს მიზეზის დადგენა. ამგვარად, სამართალდამცავმა ორგანომ ვიდეოთვალთვალის სისტემები ტექნიკურად ისე უნდა გამართოს, რომ შეუძლებელი გახდეს ჩანაწერთა შემთხვევითი ან განზრახ განადგურება. მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა ვიდეოთვალთვალის სისტემებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება შემდეგ ორგანოებში: შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო (სპეციალური პენიტენციური სამსახური), ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და თავდაცვის სამინისტრო. მისი ერთ-ერთი მიზანი გახლდათ, შეეფასებინა ვიდეოჩანაწერთა უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების შესაბამისობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან. ვიდეოთვალთვალის სისტემებით მონაცემთა დამუშავების შესწავლისას დადგინდა, რომ აღნიშნული პრაქტიკა სამართალდამცავ ორგანოებში განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ იდენტურია თავად ვიდეოთვალთვალის მიზნები (დანაშაულის თავიდან აცილება; პირის უსაფრთხოება; საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და არასრულწლოვნის დაცვა მავნე ზეგავლენისაგან); ასევე განსხვავებულია ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემთა შენახვის ვადები, დაარქივების და ვიდეოსათვალთვალო სისტემათა ადმინისტრირების წესები, წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე და უფლებები; ჩანაწერთა შენახვის პერიოდი, როგორც წესი, დამოკიდებულია ვიდეოთვალთვალის მოწყობილობათა ტექნიკურ მახასიათებლებზე და არ შეესაბამება თავად პროცესის მიზნებს; ზოგჯერ ჩანაწერები ინახება სამართალდამცავი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაზე მეტი დროით და ავტომატურად არ იშლება შენახვის ვადის გასვლისთანავე, ან პირიქით, ჩანაწერები არ მოიპოვება, მიუხედავად იმისა, რომ არ არის გასული შენახვისთვის დადგენილი ვადა; ხშირად მკაცრად არ არის განსაზღვრული მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე პირთა წრე; როგორც წესი, ერთი და იმავე მომხმარებლით (user) სარგებლობს რამდენიმე პირი და შეუძლებელია იდენტიფიცირება, ვის, როდის და რა მიზნით ჰქონდა წვდომა ჩამწერ მოწყობილობაზე; ცალკეულ შემთხვევებში, არ არის მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომელთა მეშვეობითაც კამერების მწყობრიდან გამოსვლის კონკრეტული ფაქტები მყისიერად გახდება ცნობილი და თავიდან იქნება აცილებული ვიდეოჩანაწერთა განადგურება ან დაკარგვა; ხშირად, არ მიიღება ის ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებიც, რომლებითაც აღირიცხება ყველა მოქმედება ელექტრონულად არსებულ პერსონალურ მონაცემებზე (სისტემაში შესვლა, გასვლა, ჩანაწერების გადახვევა, დათვალიერება, გადმოწერა, გამჟღავნება, წაშლა და სხვა).7 1 ზემოაღნიშნული გარემოებები აფერხებს ან/და შეუძლებელს ხდის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვიდეოჩანაწერთა არარსებობის მიზეზების დადგენას. ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად, სამართალდამცავ ორგანოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მისცა რეკომენდაციები და შესასრულებლად სავალდებულო დავალებები, შესაბამისი ვადების მითითებით, რომელიც ამ ეტაპისთვის ჯერ არ ამოწურულა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ამასთან, 2021 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ დაამტკიცა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა. ამ გეგმით, სხვა საკითხებთან ერთად, გათვალისწინებულია სამართალდამცავ ორგანოებში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემების მოწესრიგება, ასევე, ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალის დაარქივებისა და შენახვის ვადების ნორმატიულ დონეზე დარეგულირება. გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება სამართალდამცავ ორგანოთა მიერ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ მტკიცებულებების მოპოვების პროცესს. 7 სამართალდამცავ ორგანოებში ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით მონაცემთა დამუშავების შესწავლილი პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ანგარიშის შესაბამის თავში - მონაცემთა დამუშავება ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით. 165 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 12. საპროკურორო საქმიანობა სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას, აგრეთვე, სისხლისსამართლებრივ დევნას, ახორციელებს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ერთეული, რომელიც უშუალოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს ექვემდებარება და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებას უჭერს მხარს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, არსებული კანონმდებლობით, გამოძიების წარმოების პროცესში დიდწილად დამოკიდებულია პროკურორზე. სამსახურის გამომძიებელი პროკურორისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გამოძიების დაწყება, მისი დაწყებისას კვალიფიკაციის განსაზღვრა, გამოძიების სტრატეგია, პროკურორის თანხმობის გარეშე ჩასატარებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათი რიგითობა, და სავარაუდო მსხვერპლის ჩართულობა გამოძიების პროცესში; თუმცა, სხვა საგამოძიებო უწყებების მსგავსად, იგი მოკლებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას პროკურორის წინასწარი თანხმობისა თუ ნებართვის გარეშე. ამასთან, პროკურორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია და გამომძიებელს მისცეს წერილობითი მითითებები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე. დანაშაულის კვალიფიკაცია გამოძიების დაწყების შემდგომ, პროკურორს ნებისმიერ დროს შეუძლია, შეცვალოს სისხლის სამართლის საქმისთვის გამომძიებლის მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია. 2020 წელს პროკურორმა დანაშაულის კვალიფიკაცია შეცვალა 14 სისხლის სამართლის საქმეზე: აქედან 5-ზე - გამოძიების დაწყებისთანავე, ხოლო 9-ზე - გარკვეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შემდგომ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ამ უფლებამოსილებას პროკურორი ხშირად არ იყენებს; თუმცა, არის შემ- 166 თხვევები, როცა გამომძიებელს განსხვავებული მოსაზრება აქვს პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მინიჭებულ კვალიფიკაციასთან მიმართებით, მით უფრო, როცა პროკურორი კვალიფიკაციას ცვლის გამოძიების დაწყებისთანავე, ყოველგვარი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებამდე. შესაბამისად, გამომძიებელი იძულებულია, გამოიძიოს სისხლის სამართლის საქმე იმ კვალიფიკაციით, რომელსაც არ ეთანხმება. სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობები გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერად ცნობის 35 შუამდგომლობიდან 34 შეეხებოდა ჩატარებულ ამოღებას, ხოლო 1 - ინფორმაციის გამოთხოვას (სამხრე ვიდეოკამერის გამოთხოვა). სასამართლოში წარდგენილი 641 შუამდგომლობიდან უმეტესი ნაწილი (81%) შეეხებოდა ინფორმაციის, კერძოდ, სამედიცინო დოკუმენტაციის ან/და ვიდეოჩანაწერების გამოთხოვას. პროკურორის მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობები ვიდეოჩანაწერის ან დოკუმენტის გამოთხოვის თაობაზე 517 ამოღების თაობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოში შეიტანა 641 შუამდგომლობა, საიდანაც 35 (5%) ეხებოდა გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობას, ხოლო 606 (95%) - სასამართლო ნებართვის გაცემას. 80 ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის თაობაზე 34 მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის თაობაზე 6 დათვალიერების თაობაზე 2 ჩატარებული გამოთხოვის კანონიერად ცნობის თაობაზე 1 პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე 1 167 სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება 2020 წელს დაიწყო, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილმა მოადგილემ, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემდგომ პროკურორს 29 წინადადებით მიმართა საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების მიზანშეწონილობაზე, აქედან 24 შეეხებოდა დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვას, ხოლო 5 - ამოღებას. საგამოძიებო მოქმედებათა მიზანშეწონილობაზე წარდგენილი წინადადებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 29 28 1 წარდგენილი წინადადებების რაოდენობა დაკმაყოფილდა სრულად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურორის წერილობითი მითითებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ფარგლებში, პროკურორი უფლებამოსილია გამომძიებელს მისცეს წერილობითი მითითებები საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ. 2020 წელს ზედამხედველი პროკურორის მიერ სავალდებულო მითითება გაიცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ 15 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან 14 გაცემული იქნა გამოძიების ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, ხოლო 1 - სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ. 168 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება პროკურორის მიერ გაცემული წერილობითი მითითებების შესრულებას. დაზარალებულად ცნობა 2020 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ პირთა დაზარალებულად ცნობა განხორციელდა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც სავარაუდო მსხვერპლებმა განცხადებით მოითხოვეს დაზარალებულად ცნობა, თუმცა პროკურორის მიერ არ დაკმაყოფილდა არც ერთი მათგანი. სავარაუდო მსხვერპლთა ნაწილმა, დაზარალებულად ცნობაზე პროკურორის უარი გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლომ ძალაში დატოვა პროკურორის ყველა გადაწყვეტილება. 2020 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ 5 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან 4-ზე გამოძიება დაწყებულია 2019 წელს, ხოლო 1-ზე - 2020 წელს. ბრალდებულად ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი, რომელთაგან სამს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით), ერთს - სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იარაღის გამოყენებით), და ერთს - სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ბრალდებულთაგან 4 პირი არის მამრობითი, ხოლო 1 - მდედრობითი სქესის. სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება 2020 წელს დაიწყო, სახელ მწიფო ინსპექტორის უფლებამოსილმა მოადგილემ, „სახელმწიფო ინსპექტორის სამ სახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემდგომ პროკურორს 1 დასაბუთებული წინადადებით მიმართა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე, ვინაიდან შეკრებილი იყო მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიუთითებდა კონკრეტული პირის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ჩადენაზე. პროკურორმა არ დააკმაყოფილა წინადადება და გამომძიებელს მისცა წერილობითი მითითება დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე. ვინაიდან სახელმწიფო 169 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ინსპექტორმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე არსებობდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და პროკურორის წერილობითი მითითებებით განსაზღვრული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა არათუ აფერხებდა, აჭიანურებდა კიდეც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, მან, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დასაბუთებული წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურორს, იმავე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზანშეწონილობაზე. წინადადება განიხილა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა (დეპარტამენტის უფროსმა). ამავე კანონით გენერალური პროკურორისთვის განსაზღვრული უფლება/მოვალეობა სახელმწიფო ინსპექტორის წინადადების განხილვაზე, პროკურორმა დეპარტამენტის უფროსს გადასცა „გენერალური პროკურატურის“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე. პროკურორის მიერ დელეგირებულმა პირმა არ დააკმაყოფილა სახელმწიფო ინსპექტორის დასაბუთებული წინადადება. ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებები 2020 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული 5 ბრალდებულიდან 3-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებოდა 5000 ლარის ოდენობით გირაო, ხოლო 2-ს - პატიმრობა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხოლოდ ერთი ბრალდებულის მიმართ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახე და, პატიმრობის ნაცვლად, ბრალდებულს შეუფარდა გირაო - 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურის მიერ მოთხოვნილი და სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებები პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება 4 სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება 3 2 1 გირაო 170 პატიმრობა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები 2020 წელს სასამართლომ განაჩენი გამოიტანა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ 4 სისხლის სამართლის საქმეზე, 4 პირის მიმართ. ოთხივე მათგანზე გამოძიება დაწყებულია 2019 წელს, სისხლისსამართლებრივი დევნა 3-ის მიმართ დაიწყო 2020 წელს, ხოლო 1-ის მიმართ - 2019 წელს. სასამართლომ განაჩენი ერთი პირის მიმართ გამოიტანა არსებითი განხილვით, ხოლო 3 ბრალდებულის მიმართ - საქმის არსებითი განხილვის გარეშე (საპროცესო შეთანხმების საფუძველზე). რაც შეეხება მსჯავრდებულთა მიმართ გამოყენებულ სასჯელებს: • საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; ასევე, 2 წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; • საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; ასევე, 2 წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; • საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; ასევე, 2 წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 3 პირის მიმართ გამოტანილია სრულად გამამტყუნებელი განაჩენი, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით), ხოლო ერთი პირის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი. კერძოდ, ბრალდებული დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) გათვალისწინებული ერთი ეპიზოდისათვის და გამართლდა ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მეორე ეპიზოდში. 171 • საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებულს, საქმის არსებითი განხილვის საფუძველზე გამოტანილი განაჩენით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით; ასევე, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სამართალდამცავ ორგანოებში საქმიანობის უფლება. გამოძიების შეწყვეტა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა 24 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან 12-ზე გამოძიება დაწყებული იყო 2019 წელს (ნოემბერსა და დეკემბერში), 12-ზე კი - 2020 წელს. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილმა მოადგილემ, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემდგომ პროკურორს გამოძიების შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე მიმართა 3 დასაბუთებული წინადადებით, რომელთაგან ყველა დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული 24 სისხლის სამართლის საქმიდან 23-ზე გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ხოლო 1 საქმეში პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე და გამოიყენა განრიდების მექანიზმი. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები 23 1 სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა 172 პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმა და განრიდების გამოყენება შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობდა შემდეგი მუხლებით: 19 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით); • 1 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა); • 1 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა); • 1 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და განმარტების ან ჩვენების მიცემის იძულება); • 1 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა); • 1 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნივთის დაზიანება ან განადგურება). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 173 13. ცალკეული კატეგორიის დანაშაულების გამოძიების თავისებურებები არასრულწლოვანთა მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის პრიორიტეტია ეფექტიანი რეაგირება არასრულწლოვან პირთა უფლებების შესაძლო დარღვევებზე და არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე ორიენტირებული გამოძიების ჩატარება. 174 პროცესის არასრულწლოვან მონაწილეთა უფლებების დასაცავად, ასევე, მათი დამატებითი ტრავმისა და მეორეული ვიქტიმიზაციის ასაცილებლად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რამდენიმე მიმართულებით იმუშავა: სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სსიპ საგანმანათლებ ლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან, რომლის მიზანია გამოძიების პრო ცესში მონაწილე არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის უზრუნველყოფა ფსიქოლოგის მომსახურებით. დოკუმენტის ფარგლებში, საგამოძიებო დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების სამმართველოს (მათ შორის, რეგიონული ცენტრების) ფსიქოლოგებთან და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას/თანხლებას ასეთ პირებთან დაკავშირებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში. მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხვა და სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობდეს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებულ სივრცეში, მით უფრო, როდესაც არასრულწლოვანი საუბრობს მის მიმართ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობაზე. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში მოეწყო ბავშვის ინტერესებზე მორგებული პირველი სპეციალური სივრცე. ოთახის მდებარეობა და აღჭურვილობა გამოკითხვისას მაქსიმალურად ამცირებს ბავშვთან კონტაქტში მყოფ პირთა რაოდენობას, ითვალისწინებს კონფიდენციალობის დაცვას და ქმნის არასრულწლოვნისთვის ნაკლებად სტრესულ და უსაფრთხო გარემოს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 175 არასრულწლოვანთა მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში ერთვებიან მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები. შესაბამისად, არასრულწლოვან მოწმესა და დაზარალებულთან კომუნიკაცია აქვთ სამსახურის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გადამზადება გაიარეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებსა და მათთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევებში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოსულ შეტყობინებათა მცირე ნაწილი ეხება არასრულწლოვანთა უფლებების შესაძლო დარღვევებს. კერძოდ, 2020 წელს სამსახურში შემოვიდა 53 შეტყობინება, 58 არასრულწლოვან პირთან მიმართებით. 176 არასრულწლოვნებთან დაკავშირებული 12 შეტყობინება შეიცავდა დისციპლინური გადაცდომის ან/და სხვა საგამოძიებო უწყების ქვემდებარე დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც, ისინი შემდგომი რეაგირებისთვის/დისციპლინური წარმოებისთვის გადაიგზავნა სხვა უწყებაში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო 8 სისხლის სამართლის საქმეზე, ვინაიდან სხვა შეტყობინებები არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. ისინი შეეხება 9 სავარაუდო მსხვერპლს, რომელთაგან ოთხი არის 17 წლის, ოთხი - 13-დან 16 წლამდე, ხოლო ერთი - 13 წლამდე. რაც შეეხება დანაშაულის კვალიფიკაციას, გამოძიება დაიწყო შემდეგი მუხლებით: • სისხლის სამართლის 6 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება (არასრულწლოვნები მიუთითებენ მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან); • სისხლის სამართლის 1 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და ჩვენების მიცემის იძულება (არასრულწლოვანი მიუთითებდა, რომ მისგან მოითხოვდნენ მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებას, რა დროსაც მასზე ფიზიკურად იძალადეს); • სისხლის სამართლის 1 საქმეზე - სსსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით - დამამცირებელი მოპყრობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (არასრულწლოვანი მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მას რამდენიმე საათის განმავლობაში არ დაალევინეს წყალი). 8 არასრულწლოვანი შესაძლო დანაშაულის ადგილად მიუთითებს ქუჩას ან/და სამართალდამცავი ორგანოს ადმინისტრაციულ შენობას, ხოლო 1 - სახლს/ბინას. ზემოაღნიშნულ 8 სისხლის სამართლის საქმიდან 6-ზე მიმდინარეობს გამოძიება, 2-ზე კი შეწყდა სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (დანაშაულის ნიშნების არარსებობა). საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ამ ფაქტებზე საგამოძიებო დეპარტამენტში შეტყობინებები შემოვიდა 40 სხვადასხვა წყაროდან (ზოგიერთი - რამდენიმე წყაროდანაც): შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი (17 შეტყობინება), შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია (10 შეტყობინება), შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფები (4 შეტყობინება), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი (6 შეტყობინება), საქართველოს პროკურატურა (2 შეტყობინება), არასამთავრობო ორგანიზაცია (1 შეტყობინება). 26-იდან 9 ფაქტზე არ დაიწყო გამოძიება, ვინაიდან გასაუბრებისას არ დადასტურდა პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის ან/და სხვა დანაშაულებრივი ქმედების ფაქტი, ხოლო 7-ზე გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ, სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით). 10 ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს ზემოაღნიშნული 7 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ვინაიდან სავარაუდო მსხვერპლნი შესაძლო დანაშაულის ჩადენის გარემოებებად მიუთითებდნენ იმავე დროსა და ადგილს. შესაბამისად, დროული და ეფექტიანი გამოძიებისთვის, ერთი და იმავე აქციის ფარგლებში სხვადასხვა პირთა მიმართ განხორციელებული შესაძლო დანაშაულების გამოძიება მიმდინარეობს ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე შემოვიდა 26 შეტყობინება, რომლებშიც ფიგურირებდა 29 სავარაუდო მსხვერპლი. 18 ფაქტზე შეტყობინება შემოვიდა 2020 წლის ნოემბერში, 7-ზე - დეკემბერში, ხოლო 1-ზე - ოქტომბერში. აღნიშნულ 7 სისხლის სამართლის საქმეში 18 სავარაუდო მსხვერპლია, რომელთაგან 10 დაკავებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით, ხოლო 8 პირი არ დაუკავებიათ. 18-ვე სავარაუდო მსხვერპლი ძალადობის განმახორციელებელ პირად მიუთითებს ში- 177 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ნაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს. რაც შეეხება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ადგილს, 15 მათგანი ძალადობის ადგილად ასახელებს ქუჩას, 2 - პოლიციის ადმინისტრაციულ შენობას, ხოლო 1 - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ავტომანქანას. ამ სისხლის სამართლის საქმეებზე დაუყოვნებლივ ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზები (5-მა პირმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე სხეულზე დაზიანებების არარსებობის გამო); ყველა საქმეზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი; სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილია გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციებზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები; საჯარო ინტერნეტსივრციდან მოპოვებულია შეკრების ადგილზე მყოფი ტელეკომპანიების წარმომადგენელთა მიერ გადაღებული და სატელევიზიო ეთერში გასული ვიდეომასალა; მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილია დაუმონტაჟებელი მასალაც, რომელიც ტელევიზიით არ გადაცემულა; შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: სავარაუდო მსხვერპლთა დამკავებელ და მათთან შეხებაში მყოფ პოლიციელთა ვინაობა, მათზე განპიროვნებული სამხრე ვიდეოკამერები, პოლიციის ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორისა და დაკავების შემდგომ დაკავებულ პირთა გადაადგილების ამსახველი ჩანაწერები (მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ მიეწოდა ჩამწერ მოწყობილობაზე არარსებობის საფუძვლით); სასამართლოდან გამოთხოვილია დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული საქმისწარმოების სრული მასალები, მათ შორის, საქმის განხილვისას მხარეთა მიერ წარდგენილი აუდიო/ვიდეო ჩანაწერები; გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონოდათ ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებზე (სავარაუდო მსხვერპლი, თვითმხილველი პირები, პოლიციის თანამშრომლები და ა.შ.). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ყველა მტკიცებულების მოსაპოვებლად გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, ამ კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ფაქტის დადგენას ან უარყოფას და, შესაბამისად, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას (გამოძიების შეწყვეტა ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება) აბრკოლებს რამდენიმე გარემოება: • 178 ხალხმრავალ ადგილას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური კონტაქტის მიუხედავად, გასათვალისწინებელია საჯარო სივრცეში ვიდეოკამერების განთავსების ადგილი და ხედვის კუთხე (რაკურსი), რომელთა გამოც უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია მოქალაქეთა, ფაქტის შემსწრე პირთა და დამკავებელ მოხელეთა იდენტიფიცირება. რიგ შემთხვევაში, შეუძლებელია სამართალდამცავთა და სავარაუდო მსხვერპლთა კონკრეტული მოძრაობების/მოქმედებების გარჩევაც კი, რაც აუცილებელია გამოყენებული ფიზიკური ძალის თანაზომიერების შესაფასებლად. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, საპროტესტო შეკრებებზე შესაძლო ძალადობრივი ქმედებები ხორციელდება ღამის საათებში, რაც დამატებით ართულებს ხილვადობას. შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეებზე მოპოვებული ვიდეოჩანაწერები ნაკლებად ინფორმატიულია; სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებას ართულებს ადმინისტრაციული დაკავების ოქმში დაშვებული უზუსტობები. კერძოდ, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულმა სავარაუდო მსხვერპლმა განაცხადა, რომ მის მიმართ ძალადობა განახორციელა არა ადმინისტრაციული დაკავების ოქმში დამკავებელ პირად მითითებულმა პოლიციის თანამშრომელმა, არამედ სხვა პირმა; • სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირთა დადგენას ართულებს ისიც, რომ აქციების მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ხშირად აღჭურვილნი არიან სპეციალური ფორმებით (ე.წ. „რობოკოპით“ და ჩაფხუტით), რომლებზეც არ არის თვალსაჩინოდ დატანილი კონკრეტული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; • რიგ შემთხვევებში, სავარაუდო მსხვერპლნი მიუთითებენ, რომ ისინი დააკავეს განზრახ უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით, რომელიც არ იყო მათი დაკავების პროპორციული. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებების გატარებისას, პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ილეთები. ამავე კანონის თანახმად, ძალის გამოყენება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არის შემუშავებული სტანდარტული პროცედურული წესები პირის დაკავებისა და ფიზიკური ძალის გამოყენებისას სამართალდამცავთა მხრიდან დასაშვები კონკრეტული მოქმედებების შესახებ. ასეთი სახელმძღვანელო დოკუმენტი უზრუნველყოფდა პოლიციის თანამშრომელთა მიერ იძულების ღონისძიების თანაზომიერად გამოყენებას და არაპროპორციული ძალის გამოყენების პრევენციას. მისი არსებობა ასევე მნიშვნელოვანია გამოძიების მიერ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესაფასებლად და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 179 ხელბორკილის არამართლზომიერი გამოყენება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ხელბორკილი არის სამართალდამცავი ორგანოების აღჭურვილობაში არსებული სპეციალური საშუალება, რომელიც გამოიყენება: დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, თუ ის უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას; დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას. ხელბორკილს აქვს სიმჭიდროვის მარეგულირებელი მექანიზმი. 2020 წელს, ხელბორკილის დადებისას ფიზიკური ტკივილის მიყენების ან/და შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 44 სისხლის სამართლის საქმეზე. მათგან 33-ზე საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით), 10-ზე - საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლით (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა), ხოლო 1 საქმეზე - სსკ-ის 335-ე (ჩვენების მიცემის იძულება) და 1443 (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა) მუხლებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 4 სისხლის სამართლის საქმეზე სსკ-ის 1443 მუხლით (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა) განსაზღვრული დანაშაულის კვალიფიკაცია გამოძიების დაწყების შემდეგ პროკურორმა შეცვალა სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 საქმეზე დანაშაულის კვალიფიკაცია პროკურორმა შეცვალა გამოძიების დაწყების დღესვე, 1-ზე - მეორე დღეს, ხოლო 1-ზე - მე-16 დღეს). ზემოაღნიშნულ 44 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს 48 სავარაუდო მსხვერპლი. მათი უმრავლესობა (41 მათგანი) შესაძლო ძალადობის ჩამდენად ასახელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ძირითადად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს. პატრულ-ინსპექტორები დაკავებულ პირებთან ფორმალურ პროცედურებს უმეტესწილად ატარებენ არა ადმინისტრაციულ შენობებში, არამედ - საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანებში, რის გამოც დაკავებული პირები, სხვებთან შედარებით, ხანგრძლივად იმყოფებიან ხელბორკილით. შესაძლოა ეს განაპირობებდეს სავარაუდო მსხვერპლთა ამგვარ განცხადებებს. იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ძალადობის ჩამდენ პირებად მხოლოდ 7 სისხლის სამართლის საქმეში დაასახელეს. წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში სავარაუდო მსხვერპლები მიუთითებენ, რომ სამართალდამცავები ხელბორკილს ადებენ მჭიდროდ, ხანგრძლივად და შეგნებულად არ იყენებენ სიმჭიდროვის მარეგულირებელ მექანიზმს, მათზე ძალადობის მიზნით. ასევე, ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ ხელბორკილის დადების სტილთან დაკავშირებით. მაგალითად, ხელბორკილის სკამის საზურგის უკან ან სკამის ფეხზე მიმაგრება, აგრეთვე, ზურგს უკან იმგვარად დადება, რომ ხელები შებრუნებული ჰქონდათ 180 ერთმანეთის საპირისპირო მხარეს, რაც კონკრეტულ მდგომარეობაში ყოფნისას (მათ შორის, ავტომანქანაში ჯდომისას), იწვევს ძლიერ ტკივილს და დისკომფორტს. 44 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 560-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა 46 სავარაუდო მსხვერპლს, ხოლო ორმა მათგანმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე დაზიანებების არარსებობის გამო. ხელბორკილის დადებისას ფიზიკური ტკივილის მიყენების ან/და შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება სპეციფიკურია, რაც აფერხებს როგორც სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას, აგრეთვე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას: სავარაუდო მსხვერპლმა ტკივილი შეიძლება განიცადოს სამართალდამცავთა განზრახი, მიზანმიმართული ძალადობის შედეგად, ან საკუთარი აქტიური მოქმედებითა და წინააღმდეგობის გაწევით. ამ ფაქტის დასადგენად უკიდურესად მნიშვნელოვანია დაკავებული პირის მიმართ განხორციელებულ ქმედებათა ამსახველი სრული, უწყვეტი ვიდეოჩანაწერების მოპოვება. ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო დეპარტამენტს ვიდეოჩანაწერებს შეფერხებით აწვდის, დანაშაულის ფაქტის დადასტურება ან უარყოფა ძალიან რთულდება ან/და შეუძლებელი ხდება; • ხელბორკილის დადების შედეგად პირისთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ქმედების შესაფასებლად, ასევე არსებითად მნიშვნელოვანია ხელბორკილის დადების ხანგრძლივობის დადგენა - ეს იყო დაკავების ადგილზე მყისიერი შეკავების მექანიზმი თუ გრძელდებოდა უწყვეტად (მაგ.: დაკავების ადგილიდან სამართალდამცავ ორგანოში გადაყვანამდე, ავტომანქანით ტრანსპორტირებისას). ამგვარი კატეგორიის საქმეებში თითქმის შეუძლებელია ნეიტრალური მოწმეების მოძიება, რომლებიც ესწრებოდნენ ან/და აკვირდებოდნენ ხელბორკილის დადებიდან მის მოხსნამდე განვითარებულ მოვლენებს. ამდენად, გამოძიება ხშირად ვერ არკვევს ხელბორკილის დადების ხანგრძლივობას; • ასევე, ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად ან უარსაყოფად, ზოგჯერ არ არის საკმარისი მხოლოდ ვიდეოჩანაწერი - გამოსახულებით შეუძლებელია დადებული ხელბორკილის სიმჭიდროვის განსაზღვრა და ცხადად არ იკვეთება სავარაუდო მსხვერპლის პროტესტი, მისი მოთხოვნა ხელბორკილის მოხსნასთან/მოშვებასთან დაკავშირებით და სამართალდამცავთა მხრიდან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ობიექტური შესაძლებლობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 181 ხელბორკილების გამოყენების სტანდარტული პროცედურული წესები არ არსებობს. ასეთი სახელმძღვანელო დოკუმენტი პოლიციის თანამშრომლებს დაუწესებდა ხელბორკილის სწორ დროსა და ვითარებაში გამოყენების სტანდარტს და მოახდენდა არასათანადო მოპყრობის პრევენციას. ამასთან, ასეთი დოკუმენტის არსებობა მნიშვნელოვანია, რომ გაბათილდეს ან დადასტურდეს, გადაამეტა თუ არა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა უფლებამოსილებას ხელბორკილის გამოყენებისას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმეები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ექვემდებარება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, რამაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა, როცა ის იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან/და სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გარდაცვალებასთან დაკავშირებით შემოვიდა 16 შეტყობინება 29 წყაროდან/უწყებიდან (რამდენიმე ფაქტზე შეტყობინება შემოვიდა ერთზე მეტი წყაროდან). შეტყობინებათა ძირითადი ნაწილი (13 მათგანი) გადმოიგზავნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებებიდან. საგამოძიებო დეპარტამენტში ყველა შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება: 15 სისხლის სამართლის საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 342¹ მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), ხოლო 1 საქმეზე - საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). ამასთან, საქართველოს პროკურატურამ საგამოძიებო დეპარტამენტს ქვემდებარეობით გადასცა 1 სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც გამოძიება დაწყებული იყო საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. შესაბამისად, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს წარმოებაში ჰქონდა პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული 17 სისხლის სამართლის საქმე. 182 ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეებიდან 15 შეეხებოდა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ხოლო 2 - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენას. აღსანიშნავია, რომ 17-დან 10 გარდაცვლილი იყო პატიმარი, რომელთა მიმართაც სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოტანილი არ ჰქონდა, 5 გარდაცვლილი - მსჯავრდებული, 1 - დაკავებული, ხოლო 1 - სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. 15 გარდაცვლილი იმყოფებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა კონტროლის ქვეშ, 1 - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა, ხოლო 1 - შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელთა კონტროლის ქვეშ. სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ გარდაცვლილ პირთა რაოდენობა მათ შორის, სუიციდის ფაქტი 17 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 8 შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი გახდა სუიციდი. გარდაცვლილთაგან 6 პირს პატიმრობა შეფარდებული ჰქონდა (5 იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 - პენიტენციური დაწესებულების გარეთ მოწყობილ სპეციალურ საკარანტინე სივრცეში), 1 იყო დაკავებული (შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში), ხოლო 1 - დაკავებულის/პატიმრის სტატუსის არმქონე პირი. აღსანიშნავია, რომ იმ მსჯავრდებულებს შორის, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, სუიციდის ფაქტი არ დაფიქსირებულა. 8 183 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 გარდაცვალებასთან დაკავშირებულ 17 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 500-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის, გამოიკითხა 325 პირი. ვინაიდან სამსახურის ქვემდებარე გარდაცვალების ფაქტები შეეხება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ პირებს, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ინფორმაციას ძირითადად ფლობენ სამართალდამცავი ორგანოები, რომელთა ეფექტური კონტროლის ქვეშაც პირი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა. შესაბამისად, გამოკითხულ პირთა 66% (216 პირი) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელია. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ამასთან, იმ შემთხვევებში, როცა გარდაცვალება განაპირობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ, სამედიცინო დასკვნის მიღების შემდეგ, დაინიშნა კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა (3 სისხლის სამართლის საქმეზე). 184 სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა გარდაცვალებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების პროცესში არაერთი გამოწვევაა: კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა - კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნისას გამოძიება სვამს კითხვებს პატიმრის მიმართ გაწეული მკურნალობის ადეკვატურობის შესახებ. ასევე, ინტერესდება სამედიცინო პერსონალის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს (გარდაცვალებას) შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირით. დღესდღეობით, სამსახურს არ მიუღია არცერთი კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იმ მიზეზების გამო, რომლებიც დეტალურადაა განხილული შესაბამის თავში. რეგულირების სააგენტო - 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პატიმრისთვის გაწეული მკურნალობის ხარისხის შესაფასებლად მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 5 სისხლის სამართლის საქმეზე. რეგულირების სააგენტოს წარედგინა დოკუმენტაცია პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრისთვის ჩატარებული მკურნალობისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მხრიდან გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ. რეგულირების სააგენტოს დაესვა შემდეგი კითხვები - პატიმრის დიაგნოზი შეესაბამებოდა თუ არა მის კლინიკურ მდგომარეობას, ჩატარებული მკურნალობა და გაწეული სამედიცინო დახმარება იყო თუ არა მისი დიაგნოზისა და კლინიკური მდგომარეობის ადეკვატური, იკვეთებოდა თუ არა სამედიცინო პერსონალის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების ფაქტები. დღეის მდგომარეობით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან პასუხი მიღებულია მხოლოდ 1 სისხლის სამართლის საქმეზე. მიღებული წერილით ირკვევა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია გაანალიზდა ორი სამედიცინო პროფილის მიმართულებით. ხელმისაწვდომი მასალიდან გამომდინარე, საკითხი სრულყოფილად ვერ შეფასდა და დასმულ შეკითხვებს პასუხი კატეგორიული ფორმით ვერ გაეცა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიღებული წერილობითი შეფასება არ შეიცავდა ასეთი სახის დასკვნის გაცემისთვის ზოგადად დამკვიდრებულ და გამოძიებისთვის მნიშვნელოვან რეკვიზიტებს (დასკვნის სტრუქტურა, რეცენზენტების ვინაობა და გამოცდილება, შესწავლილი დოკუმენტაციის დასახელება და სხვა). სპეციალური პენიტენციური სამსახური - სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტროლის ქვეშ მყოფი პირების (პატიმრობაში მყოფი პირებისა და მსჯავრდებულების) გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებისას გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები: ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკნებში მოთავსებულნი არიან ისეთი პატიმრებიც, რომლებიც შესაძლოა არ იყვნენ ჩართულნი პრო გრა მაში, თუმცა საჭიროებდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ამიტომ უსაფრ თხოებისათვის მნიშვნელოვანია, მათ მიმართაც განისაზღვროს შემოწმების დროის ინტერვალები. სამედიცინო საკითხები - როცა პატიმრის გარდაცვალება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება, გამოძიებამ უნდა შეაფასოს ჩატარებული მკურნალობის ხარისხი: დიაგნოსტირება დაწესებულებაში შესახლებისას, მკურნალობის კურსის განსაზღვრა და მკურნალობის ეტაპები, კურსის შესაბამისად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ ზოგჯერ ექსპერტის დასკვნაში დაფიქსირებული ქრონიკული დაავადებები სამედიცინო პერსონალს იდენტიფიცირებული არ ჰქონია, პატიმრის მკურნალობის არცერთ ეტაპზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 რეგულაციები - სამართლებრივი აქტი არ განსაზღვრავს, თუ რა პერიოდულობით უნდა შეამოწმოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა პატიმარი საკანში ან/და დაწესებულების სხვა ტერიტორიაზე. დეტალურად გაწერილი არ არის არც პატიმრის შემოწმებისათვის საჭირო კონკრეტული მოქმედებები. ასევე ბუნდოვანია, რა განსხვავებული პროცედურები უნდა გატარდეს ვიდეო მონიტორინგს დაქვემდებარებული პატიმრის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, ისეთ სივრცეში, სადაც არ არის განთავსებული ვიდეოკამერები (მაგალითად, აბაზანაში ყოფნისას). იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ვიდეომონიტორინგზე პასუხისმგებელი სპეციალური დანაყოფის თანამშრომელი ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევაში, თუ სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართული პირი 5 წუთის განმავლობაში არ გამოჩნდება ხედვის არეში.81 8 „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების დანართი №1-ის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი. 185 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც, პენიტენციური დაწესებულებიდან გამოთხოვილ პატიმრის სამედიცინო ბარათში (ისტორიაში) ასახული არ იყო პატიმრისთვის ჩატარებული ყველა სამედიცინო მანიპულაცია. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია სამედიცინო ექსპერტს დაგვიანებით წარედგინა. ცალკეულ შემთხვევებში, ექიმმა პატიმრის გასინჯვისას გასცა რეკომენდაცია შესაბამისი პროფილური სამედიცინო მუშაკის (მაგ.: ექიმი ნარკოლოგის) კონსულტაციის ჩართვაზე, თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ, პატიმრის გარდაცვალების მომენტისთვის, მითითებული კონსულტაცია ჯერ კიდევ არ იყო გაწეული. ირკვევა, რომ შესაბამისი პროფილის ექიმი დაწესებულებაში არ მუშაობს და დაწესებულება დამოკიდებულია მოწვეულ სპეციალისტებზე, რაც აფერხებს კონსულტაციის დროულად გაწევას. ამასთან, არ არის გათვალისწინებული ექიმის რეკომენდაცია კონკრეტული პროფილის ექიმის კონსულტირებისა და შესაბამისი კვლევის ჩატარების თაობაზე. საკარანტინე სივრცე - 2020 წელს კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდგომ (ასევე, დაწესებულების გარეთ პატიმრის 24 საათზე მეტი ხნით მოთავსების შემთხვევაში), პატიმრების ნაწილი, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებამდე, გადაჰყავდათ დროებით სპეციალურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეში. სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე შეკრებილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ საკარანტინე სივრცის მოწყობის საკითხი რომელიმე სამართლებრივი აქტით არ განისაზღვრებოდა და ამ სივრცეში პატიმრების უსაფრთხოებისთვის ინფრასტრუქტურული პირობები არ არსებობდა (მაგალითად, ფანჯარას არ ჰქონდა სპეციალური ჩამკეტი მოწყობილობა, ფანჯრის შიდა ან გარე მხრიდან არ იყო დამონტაჟებული ცხაურები). უსაფრთხოების ზომების დაუცველობა განსაკუთრებით პრობლემურია ისეთ პატიმრებთან მიმართებით, რომლებზეც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობდა ვიდეომონიტორინგი. ზემოაღნიშნული ტენდენციებიდან გამომდინარე სამართლებრივი შეფასება სისხლის სამართლის საქმეებზე განხორციელდება ინდივიდუალურად, მათი მნიშვნელობისა და დამდგარ შედეგთან მათი კავშირის ხარისხის გათვალისწინებით, დანიშნული კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღებისა და შესაბამისი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდგომ. 186 14. სამსახურის წინაშე არსებული საკანონმდებლო გამოწვევები საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა ანალოგიური ვითარებაა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას, ფარული საგამოძიებო მოქმედება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებაა. განსაკუთრებით, როცა არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების დასაბუთებული ეჭვი ან/და საფრთხე. ცხადია, ზოგჯერ გამომძიებლისა და პროკურორის აზრები საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე იყოფა, სადაც პროკურორი იღებს საბოლოო გადაწყვეტულებას. გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე (ამ საკითხს პროკურორი წყვეტს). იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2020 წელს ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა 60% სწორედ მოწმეთა გამოკითხვაზე მოდის და პრობლემურია პოლიციის თანამშრომელთა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება, გამოძიებას მნიშვნელოვნად აფერხებს სხვა სახელმწიფო ორგანოზე (მათ შორის, პროკურატურაზე) მიჯაჭვულობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ყოველმხრივ, სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას აფერხებს ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე (მაგ.: ჩხრეკა, ამოღება, ვიდეოჩანაწერების, მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების შესახებ ინფორმაციის და ა.შ.). მეტიც, სამსახურის გამომძიებელი დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას ვიდეოჩანაწერების, სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვაზე მაშინაც კი, როცა არსებობს მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე (ამისთვის აუცილებელია პროკურორის დადგენილება). პროკურორის თანხმობა აფერხებს მტკიცებულებათა მოპოვებას მაშინ, როცა გამოძიებისათვის ვიდეოჩანაწერების მოპოვება კრიტიკულია და ხშირად მათი გადაუდებლად გამოთხოვა შეიძლება მტკიცებულებათა მოპოვების ერთადერთი გზაც იყოს. ყველა მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებაზე პროკურორისგან თანხმობის მიღების საჭიროება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უზღუდავს გამოძიების დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობას - აფერხებს მისი მიმართულების დამოუკიდებლად განსაზღვრას, ეფექტიანი გამოძიებისთვის აუცილებელ საგამოძიებო/საპროცესო 187 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მოქმედების დროულად ჩატარებასა და მტკიცებულებათა მოპოვებას. შესაბამისად, აუცილებელია საგამოძიებო ორგანოს მიენიჭოს უფლება, დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ყველა საგამოძიებო უწყებისთვის, თუმცა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, რამდენადაც უწყება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა და სხვა საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებს და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან გამოძიებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ჯერ კიდევ მთავარი გამოწვევაა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ბუნება და ამ დანაშაულების შედეგად დაზარალებულის უფლებათა დარღვევის ხარისხი, რაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტანდარტებით, ეფექტიან და დროულ რეაგირებას საჭიროებს. თუ გამომძიებელი პირდაპირ მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, ეს სრულ შესაბამისობაში იქნება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან. საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ზღუდავს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულ უფლებებს, საჭიროებს სასამართლოს მხრიდან კონტროლს. პროკურორის მონაწილეობა, შესაძლოა, იყოს უფლების დაცვის დამატებითი გარანტია, თუმცა არა სავალდებულო. მით უფრო იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაკომპლექტებულია უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე კვალიფიციური გამომძიებლებით. პროკურორის მონაწილეობას ამ პროცესში სავალდებულოდ არ მიიჩნევს არც ვენეციის კომისია, თუ შენარჩუნებული იქნება სასამართლოს კონტროლი ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ უფლებამოსილების მნიშვნელობა პრაქტიკულად აღიარა კანონმდებელმა, როდესაც „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-6 ნაწილით დაუშვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის მოადგილეს შეუძლია დასაბუთებული არგუმენტები წერილობით წარუდგინოს ზედამხედველ პროკურორს, ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მინიჭებული უფლება არაქმედითი და დროში გაჭიანურებულია. აღნიშნული მექანიზმი ვერ პასუხობს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დამოუკიდებლად და გამოძიების ეფექტიანად ჩატარების ზემოაღნიშნულ გამოწვევას (რის გამოც ამ უფლების გამოყენების სტატისტიკა მცირეა) შემდეგ მიზეზთა გამო: • 188 საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად პროკურორს მიმართავს საგამოძიებო მიმართულების უმაღლესი ხელმძღვანელი პირი (სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე) და არა გამომძიებელი, რომელიც უშუალოდ იძიებს საქმეს და უკეთ შეუძლია განსაზღვროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობა; ზედამხედველ პროკურორს შეუძლია არ გაიზიაროს წინადადება. ეს ნიშნავს, რომ გამომძიებლის აზრით მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება შეიძლება ვერ ჩატარდეს; • სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის წინადადების განსახილველად ზედამხედველ პროკურორს აქვს 72 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარება და, შესაბამისად, არსებითი მტკიცებულებათა მოპოვება შეიძლება დროში გაჭიანურდეს ან მტკიცებულება საერთოდ განადგურდეს; • კანონი ითვალისწინებს პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმს, მაგრამ ესეც არაქმედითი და დროში გაჭიანურებულია. კერძოდ, ზედამხედველი პროკურორის უარის შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია, ამავე საკითხზე დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს (48 საათში) გენერალურ პროკურორს, რომელიც ამ წინადადებას განიხილავს მიმართვიდან 72 საათის ვადაში; • საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარებაზე პროკურორისგან თანხმობას შესაძლოა დასჭირდეს სრული 8 დღე. ამ დროს მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მტკიცებულებათა განადგურებისა და გადამალვის საფრთხე განსაკუთრებით მაღალია; • გარდა ამისა, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დროულად ჩატარებას მეტად ართულებს ნებართვის მოპოვების პროცესში უწყების უმაღლესი თანამდებობის პირების - სახელმწიფო ინსპექტორისა და გენერალური პროკურორის - ჩართვა; • ამასთან, არ არსებობს არავითარი ბერკეტი ისეთ საგამოძიებო მოქმედებათა დასაჩქარებლად, რომელთა გადაუდებლად ჩატარება მხოლოდ პროკურორის დადგენილებითაა შესაძლებელი (მაგალითად: ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა, ფარული საგამოძიებო მოქმედებები). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • აქედან გამომდინარე, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა ჰქონდეს უფლება, დამოუკიდებლად, პროკურორის წინასწარი თანხმობის და ნებართვის გარეშე მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე. 2020 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე. კომიტეტმა ნეგატიურად შეაფასა პროკურატურის სრული საპროცესო ზედამხედველობის ფარგლები და უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ 189 რომელი საგამოძიებო ორგანო გამოიძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულს და მოუწოდა სახელმწიფოს, გააგრძელოს საკანონმდებლო, თუ სხვა აუცილებელი ზომების გატარება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შემდგომი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მისი ქვემდებარე დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის, მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმის სწორი კვალიფიკაცია, რაც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებს შორის არის გადაფარვა/კონკურენცია, რაც ართულებს ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ინდივიდუალური ფაქტისთვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭებას. ძირითადად ეს შეეხება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით) და 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) გათვალისწინებულ დანაშაულებს, რომელთა შორის მკაფიო ზღვარის გავლება ზოგჯერ შეუძლებელია. ანალოგიური კონკურენციაა რიგ შემთხვევებში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით) და 335-ე მუხლით (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) გათვალისწინებულ დანაშაულებზეც. ამასთან, საქართველოს სსკ-ში მოცემული წამების განმარტება არ შეესაბამება გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (UNCAT) განმარტებას, რაც ასევე დასახვეწია. ერთმანეთთან შეუსაბამოა ზემოაღნიშნული მუხლებით დაწესებული სანქციებიც. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ჩაატარა კვლევა, რითაც შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოების მიერ დადგენილ უნივერსალურ და რეგიონულ სტანდარტებთან, ასევე მათი ეფექტიანობა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლისა და პრევენციისას. სამსახური მუშაობს წინადადებაზე ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით. გარდა ზემოაღნიშნულისა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდებოდეს დანაშაულის იმ ფაქტებზე, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული არსებულ საქმესთან და ცალკე გამოყოფა ხელს უშლის ეფექტიან გამოძიებას. მაგალითად, პირი მიუთითებს განზრახ უკანონოდ დაკავებასა და, პარალელურად, ძალადობაზე; მტკიცებულების განადგურება, როცა არსებობს ეჭვი, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა გაანადგურა მტკიცებულებები სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე. აქვე შეიძლება დასახელდეს პოლიციის მუ- 190 შაკის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტის გამოძიება, როცა წინააღმდეგობის გაწევისას არსებობს პოლიციის მხრიდან ძალადობის ეჭვი - ამით ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებებს ორი უწყება არ გამოიკვლევს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მისი ქვემდებარე საქმის გადაცემა მოქმედი კანონმდებლობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მისი ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის დროულად გადაცემას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიებისთვის. არასათანადო გამოძიებას პირდაპირი რისკი ექმნება, თუ არაუფლებამოსილი საგამოძიებო უწყება გამოძიებას დაიწყებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულზე და დროში გააჭიანურებს მის გადაცემას (განსაკუთრებით, როცა დანაშაულის ჩადენაში იმხილება ამ საგამოძიებო უწყების თანამშრომელი). სხვა საგამოძიებო უწყებებისგან განსხვავებით, კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამატებით ბერკეტს ანიჭებს, თავიდან აიცილოს არაუფლებამოსილი უწყების მიერ მისი ქვემდებარე საქმის გამოძიება. თუმცა, აღნიშნული ბერკეტი არ არის ქმედითი და ვერ უზრუნველყოფს საქმის სამსახურისთვის დროულ გადაცემას. კერძოდ: • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ამგვარ შესაძლებლობას კანონი ითვალისწინებს, თუმცა მხოლოდ პროკურორის დისკრეციით. ხშირად დანაშაულთა ერთობლიობისას საქმეების გაყოფისა და პარალელური გამოძიების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვერ მოიპოვებს საქმის გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს. შესაბამისად, როცა ერთი საქმე მაინც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, აუცილებელია, რომ დანარჩენ საქმეებზეც უპირატესი იურისდიქცია მას ჰქონდეს და გადაწყვეტილება არ იყოს დამოკიდებული პროკურორის დისკრეციაზე. ეს არსებითია დანაშაულის ყველა ეპიზოდის ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიებისათვის, მეორე მხრივ კი, თავიდან იქნება აცილებული მიკერძოებული გამოძიების რისკები. ანალოგიური წესი უნდა გავრცელდეს დანაშაულის იმ ფაქტზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის გამოძიებისას გამოვლინდა. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე19 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უწყებას აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს მის ქვემდებარე საქმეს, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია, მოითხოვოს საქმის მასალების გაცნობა და ზედამხედველ პროკურორს წერილობით მიმართოს საქმის გადმოცემის შესახებ; 191 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • პროკურორი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს წინადადება. ამასთან, მას არ აქვს უარის დასაბუთების ვალდებულება. პროკურორის უარის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორი საქმის გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით მიმართავს გენერალურ პროკურორს. პროკურორიც და გენერალური პროკურორიც წინადადებას განიხილავენ 24 საათიან ვადაში; • შესაბამისად, საქმის გამოსაძიებლად გადაცემის საკითხის განხილვას სჭირდება 48 საათი, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ გამოძიების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დადგეს, განსაკუთრებით, თუ საქმეს ის უწყება იძიებს, რომლის თანამშრომელიც დანაშაულში იმხილება; • გარდა ამისა, კანონი არ განმარტავს, რა წესითა და პროცედურის დაცვით უნდა გაეცნოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმეს მისი გადაცემის მოთხოვნამდე - ვინ უნდა დართოს საქმის გაცნობის ნება (საგამოძიებო უწყებამ თუ პროკურორმა), რა ვადაში და სად უნდა გაეცნოს საქმეს. ამგვარი ბუნდოვანი ჩანაწერი (განსაკუთრებით, ვადის ნაწილში) რისკს უქმნის საქმის მასალების დროულად გაცნობას და, შესაბამისად, ჭიანურდება მიმართვა საქმის ქვემდებარეობით გადაცემაზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ საქმის მასალების გაცნობისა და საქმის გადმოცემის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა. დანაშაულის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება ეფექტიანი გამოძიების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. სამწუხაროდ, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა სხვადასხვა უწყებიდან დანაშაულის ნიშნების შემცველი შეტყობინება ან/და სისხლის სამართლის საქმე დაგვიანებით იგზავნება, რაც შემდგომში ართულებს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის პირველადი და აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დანაშაულის შესახებ შეტყობინებებისა და მისი ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეების დროულად მიღებისთვის, აუცილებელია დამატებითი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა. შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია ყველა უწყებას/პირს უნდა ავალდებულებდეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია სამსახურს, ასევე აცნობონ მის ქვემდებარე დანაშაულზე გამოძიების დაწყების ან/და მიმდინარეობის შესახებ. 192 დაზარალებულის ინტერესების სათანადოდ დაცვისა და ეფექტიანი გამოძიებისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ მსხვერპლებს ხელი მიუწვდებოდეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე. მოქმედი კანონმდებლობა გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს საპატიმრო დაწესებულებებში მყოფ პირებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის განკუთვნილ კორესპონდენციასა და სატელეფონო ზარებზე. მნიშვნელოვანია ამ ბარიერის აღმოფხვრა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით, რათა დაზარალებულმა დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს მიმართოს სამსახურს. პენიტენციურ დაწესებულებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორში დაუბრკოლებლად შესვლა მოქმედი კანონით, პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესასვლელად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა სჭირდება. ნებართვის მოპოვება ზოგჯერ დროში ჭიანურდება (რამდენიმე საათი, ზოგჯერ მთელ დღე). ეს ბარიერი ქმნის რისკს, რომ დაწესებულების თანამშრომლები მტკიცებულებათა გადამალვას და განადგურებას შეეცდებიან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატია კანონით განსაზღვრული კონკრეტული დანაშაულების გამოძიება, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებშია ჩადენილი. მათ შორის, ისეთი დანაშაულის, რომელსაც პირის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. მსგავსი დანაშაულების გამოძიება საჭიროებს პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებებს, რიგ შემთხვევებში, გადაუდებლად. ნებისმიერი დაყოვნება ქმნის რისკს, რომ გამოძიების შედეგით დაინტერესებული სამსახურის ადმინისტრაცია მნიშვნელოვან მტკიცებულებებს გადამალავს ან გაანადგურებს. ეფექტიანი გამოძიებისათვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად, სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლა კანონმდებლობით ჰქონდეთ გარანტირებული. აღსანიშნავია, რომ „პატიმრობის კოდექსის“ მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილით, ამ უფლებით სარგებლობენ პროკურატურის საამისოდ უფლებამოსილი პირები, სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები. მათი დაშვების მიზანი - ეფექტიანი ბრძოლა არასათანადო მოპყრობასთან - პრაქტიკულად უთანაბრდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშვების მიზანს. 193 სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებზე მოწმეთა დაცვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მოწმის, ასევე დაზარალებულის როლი სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტიანობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა მოწმეთა სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვა შესაძლო დაშინებისა თუ მუქარისაგან. 194 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალურ ღონისძიებებსა და მათი აღსრულების მექანიზმს. თუმცა, ისინი არ არის მორგებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა სპეციფიკაზე. კერძოდ, სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეთა აბსოლუტური უმრავლესობა შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს. პროცესის მონაწილე დაცვას ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისგან. ამ დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, დაცვის სპეციალური ღონისძიების აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, საპროცესო კოდექსში მოცემული დაცვის არცერთი სპეციალური ღონისძიება არ არის მორგებული პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პროცესის მონაწილის დაცვაზე. პრაქტიკაში სამსახურს მიუმართავს პენიტენციური დაწესებულებისთვის პატიმრის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნით და ეს თხოვნა გაუთვალისწინებიათ, თუმცა ეს პენიტენციური დაწესებულების სურვილზეა დამოკიდებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მოხელეთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე მოწმეთა დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა და მისი საკანონმდებლო რეგულირება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკა მოწმეთა დაცვის ღონისძიებებთან მიმართებით. სამსახური მუშაობს წინადადებაზე ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით. 15. დასკვნები გადადგმული ნაბიჯების პარალელურად, 2020 წელს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რა საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს პარლამენტმა, სამართალდამცავმა ორგანოებმა და სხვა საჯარო უწყებებმა, კერძო დაწესებულებებმა თუ თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიებისათვის, თუ დანაშაულს მოხელეები ჩაიდენენ. აღნიშნული მიზნებისათვის საჭიროა: • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელი იყო პირველი, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო უფლებამოსილებით მთელი წლის განმავლობაში იმუშავა. სამსახური ძალისხმევას არ იშურებდა გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის. ინფიცირების საფრთხის პირობებში, საგამოძიებო დეპარტამენტმა 24 საათიან რეჟიმში იმუშავა და პანდემიით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, შემჭდროებულ ვადებში შეძლო გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. ამასთან, შეიქმნა ოპერატიული სამმართველო; დაინერგა სტაჟირების სისტემა; სამსახურის ექსპერტები აღიჭურვნენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კრიმინალისტიკური ტექნიკით; შეიქმნა არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო ოთახი; არასრულწლოვანთა გამოკითხვის ყველა პროცესში ჩაერთო ფსიქოლოგი; გამომძიებელთათვის შემუშავდა გამოძიების ეფექტიანობის თვითშეფასების კითხვარი და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტები; კანონმდებლობისა და პრაქტიკული საქმიანობის დასახვეწად ჩატარდა კვლევები; გამომძიებელთა გასაძლიერებლად გაიმართა არაერთი ტრენინგი; ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე, განთავსდა საინფორმაციო ბროშურები დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში; დაინერგა ელექტრონული პროდუქტები; შედგა თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროსთან ადამიანის წამების, არაადამიანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის თუ დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ინსტიტუციური დამოუკიდებლობა - სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის ცალკეულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიებისთვის, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უწყებას კანონით უნდა ჰქონდეს მინიჭებული დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა სამსახურს პრაქტიკული დამოუკიდებლობის საკმარის გარანტიებს ვერ უქმნის. პრაქტიკული შედეგი არ მოაქვს სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან განსხვავებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მინიჭებულ გარკვეულ უფლებამოსილებებს (მაგალითად, უფლება, 195 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 196 მიმართოს პროკურორს დასაბუთებული წინადადებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობაზე). შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტების გარეშე მუშაობს დანაშაულების გამოძიებაზე, რომლებიც დიდი საკანონმდებლო და ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ჩაიდინეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა სწრაფი და ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, უპირველეს ყოვლისა, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით. ასევე, აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ისეთი ქმედითი მექანიზმებით აღჭურვა, რომლებიც შეამცირებს მის დამოკიდებულებას სხვა უწყებათა გადაწყვეტილებებზე და უფრო ეფექტიანს გახდის მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს (მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად შესვლა, შესაძლო დანაშაულების შესახებ ინფორმაციის დროულად მოწოდების საკანონმდებლო ვალდებულება, სამსახურის მიერ გაგზავნილი წერილების განხილვისთვის შემჭიდროებული ვადის დადგენა და ა.შ.). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პასუხობს ანგარიშში მოცემული გამოწვევების დიდ ნაწილს. სამსახური გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი, რომელმაც მიიღო ამ სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება, გადადგამს ქმედით ნაბიჯებს მისი გაძლიერებისთვის, განვითარებისა და რეალურ დამოუკიდებელ მექანიზმად ჩამოყალიბებისთვის. • შესაძლო დანაშაულების შესახებ შეტყობინებათა მოწოდება - შეტყობინებათა ნაწილი შესაძლო დანაშაულების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არ იგზავნება დაუყოვნებლივ (არც სახელმწიფო უწყებებიდან, არც მოქალაქეებისგან). ეს აფერხებს გამოძიების დროულად დაწყებას, საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებას და ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილებას. • მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება - სახელმწიფო უწყებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოთხოვნილ ინფორმაციას არ აწვდიან შემჭიდროებულ ვადებში, რაც რიგ შემთხვევებში იწვევს იმ მტკიცებულებათა განადგურებას (მაგალითად, ვიდეოჩანაწერების წაშლას შენახვის ვადის გასვლის გამო), რომელთა მოპოვების საფუძველი სწორედ მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა გახდეს. • ვიდეოჩანაწერების მოწოდება - სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისას, სამსახურისათვის არსებითი ნეიტრალური მტკიცებულებაა ვიდეოჩანაწერები. • სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება - 2020 წელს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით, შემცირდა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ვადები. არის ცალკეული შემთხვევები, როცა ექსპერტიზის დასკვნების მოწოდება თვეობით გვიანდება. შესაბამისად, სამსახურები აგრძელებენ ამ საკითხზე კოორდინაციას კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, თუმცა კვლავ უდიდეს პრობლემად რჩება კომისიური სამედიცინო ქსპერტიზების ჩატარება. • საზოგადოების ცნობიერება - სამსახურმა უნდა განაგრძოს მუშაობა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად მისი საქმიანობისა და საგამოძიებო ფუნქციების შესახებ. სამწუხაროდ, სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის შემთხვევაში, კვლავ ბევრი მოქალაქე მიმართავს იმავე უწყებას და არა პირდაპირ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. • ინფრასტრუქტურა - უწყებას არ აქვს რეგიონული ოფისები, რაც მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სამსახურის ძალისხმევით, საგამოძიებო დეპარტამენტს ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებისათვის გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. თბილისში საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო დღემდე განთავსებულია იჯარით აღებულ კერძო საკუთრებაში, რაშიც სამსახური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იხდის სოლიდურ თანხას - 198 240 აშშ დოლარს. 2020 წლის სექტემბერში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე საჯარო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამწუხაროდ, სავარაუდო დანაშაულის ადგილზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერები სამსახურს შეფერხებით მიეწოდება. ერთადერთი დანაყოფი, რომელმაც საგამოძიებო დეპარტამენტს ყველა მოთხოვნილი ჩანაწერი დროულად მიაწოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტია. მაღალია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, კერძო პირებიდან და კერძო დაწესებულებებიდან ჩანაწერების მოწოდების მაჩვენებელი (87%). შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებიდან მათი მოწოდება არ ხდება სრულყოფილად. დაბალია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამხრე კამერებისა და პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების მოწოდების მაჩვენებელი (სამხრე კამერების ჩანაწერების მოწოდების მაჩვენებელი - 41%, პოლიციის განყოფილებებში განთავსებული კამერების ჩანაწერების მოწოდების მაჩვენებელი - 48%). ამ დროს სავარაუდო მსხვერპლთა 40% დანაშაულის ჩადენის ადგილად მიუთითებს ქუჩას, 31% შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობას, 26% - პოლიციის ავტომანქანას. 197 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 198 რეესტრის ყოფილი შენობა. მისი ფართი და მდებარეობა უზრუნველყოფს სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა შენობა საჭიროებს სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მიმდინარე წელს კი სამსახურს ბიუჯეტიდან საკმარისი სახსრები არ გამოეყო. ამიტომ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მრავალწლიანი ტენდერი გამოცხადდა. სამსახურისთვის კვლავ პრობლემურია რეგიონული ოფისების არარსებობა კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში, რაც ართულებს საგამოძიებო მოქმედებებს. • გამომძიებელთა რაოდენობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამომძიებელთა რაოდენობა მცირეა. 2020 წელს სამსახურმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა წინადადება საშტატო რიცხოვნობის გაზრდის შესახებ, მაგრამ მათი რაოდენობა კვლავ უცვლელია. რეგიონული ოფისების არარსებობის გამო, გამომძიებლებს ხშირად უწევთ გადაადგილება, რაც ფინანსურ დანახარჯებს იწვევს. ამასთან, ხელს უშლის სამუშაო დროის გამოყენებას საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე. 06 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურა და ადამიანური რესურსები 199 1. სამსახურის რეორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე არსებული ამოცანებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, 2020 წლის დასაწყისში განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო სამსახურის ეფექტიანობის გაზრდა. რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა ცალკეული სტრუქტურული ერთეულების ინსტიტუციური მოწყობა. დამოუკიდებელ დეპარტამენტებად ჩამოყალიბდა კერძო და საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტები და, დღეის მდგომარეობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის სამი დეპარტამენტი, სფეროების მიხედვით: სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი, კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი და საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი. პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე მონიტორინგის ასეთი სექტორული მიდგომა ხელს უწყობს შესაბამის სფეროში თანმიმდევრული მიდგომების ჩამოყალიბებას, ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას და განსახორციელებელი ღონისძიებების სტრატეგიულ დაგეგმვას. ასევე ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა ოპერატიული სამმართველო, რომლის ძირითად ფუნქციად განისაზღვრა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა და „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. რეორგანიზაციის ფარგლებში, დეპარტამენტებს შორის ფუნქციები მკაფიოდ გაიმიჯნა ისეთი მიზნებით, როგორიცაა: შესაძლო დუბლირებების თავიდან აცილება, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამარტივება, ბიუროკრატიის შემცირება, მართვის ეფექტიანობა და მომსახურების ხარისხის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში არ გათავისუფლებულა სამსახურის არცერთი თანამშრომელი. 200 2. სამსახურის სტრუქტურა 2020 წელს სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურა ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: სახელმწიფო ინსპექტორი ეკონომიკური დეპარტამენტი ინსპექტორის მოადგილე საგამოძიებო დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტი ინსპექტორის მოადგილე გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი იურიდიული დეპარტამენტი აღმოსავლეთის სამმართველო დასავლეთის სამმართველო ოპერატიული სამმართველო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ინსპექტორის პირველი მოადგილე მრჩეველი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი 201 3. ადამიანური რესურსები 2020 წლის მდგომარეობით, სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 125 საშტატო ერთეულით. 2020 წლის დასასრულს სამსახურში დასაქმებული იყო 102 პირი, რომელთაგან 43 იყო ქალი, ხოლო 59 კაცი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 აღსანიშნავია, რომ მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული 18 თანამშრომლიდან 10 იყო ქალი, ხოლო 8 - კაცი. თანამშრომელთა გადანაწილება გენდერულ ჭრილში კაცი 57% 45% 55% 43% საერთო რაოდენობა 202 ქალი მენეჯერული პოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიზნად ისახავს, ჰყავდეს პროფესიონალი კადრები, რადგან დაწესებულების წარმატებას სწორედ ასეთი თანამშრომლები განაპირობებენ. ყველა პოზიციაზე, მათ შორის, მენეჯერულ თანამდებობაზე, თანამშრომელთა შერჩევის ერთადერთი გზა არის რამდენიმეეტაპიანი კონკურსი. სამსახური 2020 წელსაც ზრუნავდა მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვაზე. კონკურსი ჩატარდა 30 ვაკანტურ თანამდებობაზე. შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, საკონკურსო კომისიაში ჩართულნი იყვნენ მოწვეული პირები, მათ შორის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები. 4. თანამშრომელთა უსაფრთხოება პანდემიის პირობებში ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელების მასშტაბმა მთელი რიგი პრობლემები წარმოშვა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, შრომით ურთიერთობებში. ერთი მხრივ, დღის წესრიგში დადგა უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, სამსახურის სამუშაო პროცესების შეუფერხებლად და ეფექტიანად წარმართვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელი გამორჩეული იყო დაწესებულების თანამშრომელთა კარიერული განვითარებისა და დაწინაურების თვალსაზრისით. გამოცხადდა რამდენიმე შიდა კონკურსი, რომელთა საფუძველზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაწინაურდა 10 მაღალკვალიფიციური და მოტივირებული თანამშრომელი (მათ შორის, სამმართველოსა თუ დეპარტამენტის უფროსებად და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებად). პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილედ დაინიშნა მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ჰქონდა ამ სამსახურში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სამუშაო პროცესი არ შეუჩერებია. შეუფერხებელი მომსახურების პარალელურად, გატარდა ღონისძიებები თანამშრომელთა ინფიცირების პრევენციისათვის, ასევე, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დასაცავად: კერძოდ, გაანალიზდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თანამშრომელთა ინფიცირების საფრთხეები; სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე ან/და დაწესდა მორიგეობა წინასწარ დადგენილი გრაფიკით; განისაზღვრა სამსახურში დასაქმებულ პირთა წრე, რომლებიც 203 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 პროფესიულ უფლებამოსილებას ვერ განახორციელებდნენ დისტანციურ რეჟიმში; შემუშავდა „ახალი კორონავირუსით (Covid -19) გამოწვეული ინფექციური დაავადებების მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა (საგანგებო სიტუაციების გეგმა)“; სამსახურის ადმინისტრაციული შენობები აღიჭურვა შესაბამისი დამცავი საშუალებებით და ინვენტარით; სამუშაო ადგილები ინტენსიურად მუშავდებოდა სველი წესით და სადეზინფექციო მეთოდებით; სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას თანამშრომლები უზრუნველყოფილნი იყვნენ აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; თვალსაჩინო ადგილებზე გამოიკრა ვირუსული ინფექციისა და მისი გავრცელების პრევენციისათვის დასაცავი წესები; თანამშრომელთა ინფორმირების მიზნით, მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები. გატარებული ზომების შედეგად, სამსახურმა, შეუფერხებელი მუშაობის პარალელურად, შეძლო თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვაც. არ დაფიქსირებულა სამუშაო ადგილზე ვირუსით ინფიცირების არცერთი ფაქტი. 5. თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო შრომით ურთიერთობებში კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობისა და ნდობის პრინციპების დასამკვიდრებლად, 2020 წელს შეიქმნა თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა განმხილველი საბჭო - სახელმწიფო ინსპექტორისგან დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო. საბჭო დისციპლინური გადაცდომისა და წახალისების საკითხებზე რეკომენდაციებს წარუდგენს სახელმწიფო ინსპექტორს და გადაწყვეტილებებს იღებს თანამშრომელთა შეფასებასთან დაკავშირებულ საჩივრებზე. საბჭოს ხელმძღვანელობს სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე. მის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედიან სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართუ- 204 ლებით; ასევე, გენერალური ინსპექციის, ადმინისტრაციული, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტების უფროსები. სახელმწიფო ინსპექტორმა 2020 წლის განმავლობაში სამსახურის 18 თანამშრომელი წაახალისა. მათ შორის, 12-ს გამოუცხადა მადლობა და 6-ს ვადაზე ადრე მიანიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება. ყველა ეს საკითხი განიხილა საბჭომ, რომლის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებები სახელმწიფო ინსპექტორმა სრულად გაიზიარა. რაც შეეხება დისციპლინურ პასუხისმგებლობას, 2020 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა სამსახურის ერთ თანამშრომელს, საბჭოს მიერ წარდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში თანამშრომელთა პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია. უწყება პანდემიის პირობებშიც ზრუნავდა თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთათვის ჩატარდა 33 სასწავლო აქტივობა, რომელთა ფარგლებშიც გადამზადება გაიარა 370-ზე მეტმა მსმენელმა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზების მიზნით, სამსახურის თანამშრომლები გადამზადდნენ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციისა (GDPR) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტების თემებზე. HELP-ის დისტანციური პლატფორმის მეშვეობით, თანამშრომლებმა გაიარეს 7-თვიანი სწავლება პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე. კურსი საქართველოში პირველად დაინერგა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში და მისი მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ქართველ პრაქტიკოს იურისტთა კვალიფიკაციის ამაღლება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 6. ადამიანური რესურსების განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიათა განვითარებით წარმოშობილი გამოწვევების კვალდაკვალ, თანამშრომლები გადამზადდნენ ხელოვნური ინტელექტისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე. 205 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 არაერთი სასწავლო აქტივობა ჩატარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაზრდის, მაღალი ხარისხის გამოძიების ჩატარებისა და გამოძიების პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით. საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს შემდეგი თემატური მიმართულებებით: სიცოცხლის უფლების დაცვა და ეფექტიანი გამოძიება, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, დაზიანებათა დოკუმენტირება სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სხვა. გამოძიების პროცესში ევროპული სტანდარტების ეფექტიანად გამოყენებისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები და სხვა მიმართულების თანამშრომლები, ევროპის საბჭოს HELP-ის დისტანციური სწავლების ფარგლებში, ორ სასწავლო პროგრამაში ჩაერთნენ: „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის სტანდარტები“ და „არასათანადო მოპყრობის თაობაზე სამართალდამცავი, უსაფრთხოებისა და სხვა იძულებითი ზომების გამოყენება“. წამების აღკვეთის კომიტეტის (CPT) სტანდარტების კურსის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს კომიტეტის ძირითადი სტანდარტები თავისუფლების აღკვეთის ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, ესენია: პოლიციის განყოფილებები, საპყრობილეები, მიგრანტთა დაკავების ადგილები, ფსიქიატრიული და სოციალური მზრუნველობის დაწესებულებები. არასათანადო მოპყრობის აკრძალვის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ პროგრამა საქართველოში პირველად დაინერგა და მოიცავს შემდეგ საკითხებს: არასათანადო მოპყრობის დეფინიციები და აკრძალვის ფარგლები; თავისუფლებააღკვეთილ პირთა პატიმრობისა და მკურნალობის პირობები; ძალის გამოყენება, როგორც ფიზიკური შეზღუდვის საშუალება; არასათანადო მოპყრობისგან დაცვის პროცედურული გარანტიები; ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და სხვა. ორივე პროგრამა რამდენიმეთვიან ინტენსიურ სწავლებას მოიცავს, რაშიც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულნი არიან მოსამართლეები, პროკურორები და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები. არასრულწლოვანთა უფლებების დასაცავად და არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე ორიენტირებული გამოძიების ჩასატარებლად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებმა გაიარეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზებული კურსი. თანამშრომლები ასევე გადამზადდნენ გენდერული თანასწორობის, საჯარო სამსახურში მართვისა და ლიდერობის, ასევე, სამართლებრივი წერის საკითხებზე. 206 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 207 208 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 07 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 თანამშრომლობა 209 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას სხვა სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, სახალხო დამცველის აპარატსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უწყება არ იშურებს ძალისხმევას, რომ კარგი პარტნიორი იყოს ყველა გარე აქტორისთვის და თავისი რესურსებით მაქსიმუმი გააკეთოს მათთან ურთიერთობის პროცესში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 1. საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობა სამსახური თანამშრომლობდა საჯარო დაწესებულებებთან, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ასევე საგამოძიებო მიმართულებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ამ დაწესებულებებთან თანამშრომლობა წარიმართა როგორც პრევენციის, ასევე შემოწმების ეტაპზე. პრევენციის ეტაპზე თანამშრომლობა გულისხმობდა ზეპირი/წერილობითი კონსულტაციების გაწევას, შიდა რეგულაციების (ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების) ექსპერტიზასა და ტრენინგების ჩატარებას; ინსპექტირების ეტაპზე თანამშრომლობის ფარგლები მოიცავდა დოკუმენტების გამოთხოვას, ადგილზე შემოწმებასა და დაწესებულებების თანამშრომელთათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევას. სამსახური მიესალმება ფაქტს, რომ საჯარო დაწესებულებები ზოგჯერ თვითონ არიან თავიანთ სისტემაში შემოწმების ჩატარების ინიციატორები და ასევე, უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების დანიშვნას, რათა უზრუნველყონ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მიმართულებით თანამშრომლობა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან, რომელთანაც უწყებამ 2020 წელს გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მისი ერთ-ერთი მიზანია განათლების სფეროში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის გაუმჯობესება. მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, ინსპექტორის სამსახურმა მანდატურის სამსახურთან ითანამშრომლა როგორც შემოწმების ჩატარების, ასევე შიდა ნორმატიული აქტების მოწესრიგების ფარგლებში. შეთანხმების მხარეები აგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას სისტემური ცვლილებებისთვის, რაც ასევე მოიცავს ზრუნვას განათლების სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხარისხზე. 2020 წელი აქტიური იყო საჯარო უწყებათა სასწავლო და პროფესიული განვითარების ცენტრებთან თანამშრომლობის კუთხითაც. ამ სექტორის 20-ზე მეტ სასწავლო დაწესე- 210 რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, სამსახური ამ პროცესში ძირითადად თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც (1) ცნობიერების ამაღლების და პრევენციის, ასევე (2) გამოძიების ეტაპზე. პირველის კარგი მაგალითია შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის იზოლატორსა და იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობა. კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსდა სამსახურის საინფორმაციო ბროშურები, დაკავებულ და პატიმრობაში მყოფ პირთა ცნობიერების ასამაღლებლად. სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ ეფექტიანად ითანამშრომლეს „ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის“ შემუშავებაზე. რაც შეეხება გამოძიებას, ამ პროცესში სამსახურს ხშირი კომუნიკაცია აქვს ორგანოსთან, რომლის თანამშრომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე. გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესაძლო დანაშაულის შეტყობინების, ასევე, გამოძიების დაწყებისას მტკიცებულებათა მოწოდების პროცესში, დეტალური ინფორმაცია მოცემულია ანგარიშის შესაბამის თავში: „სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება“. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 ბულებასა და პროფესიული განვითარების ცენტრთან გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომელთა მიზანი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სწავლების მდგომარეობის გაცნობა, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და კოორდინაციის გაზრდა. აღნიშნულ შეხვედრებს წინ უძღოდა სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზი, რომლითაც გამოიკვეთა, რომ საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციისა და ცნობიერების ასამაღლებლად. არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, შეხვედრის მონაწილეებთან შედგა შეთანხმება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალური მოსამზადებელი კურსების დანერგვა, არსებული სასწავლო პროგრამების განახლება, საჯარო მოხელეთა განგრძობადი გადამზადება, ტრენერთა რესურსის გაძლიერება და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. საგულისხმოა, რომ სასწავლო დაწესებულებებსა და ტრეინინგცენტრებთან თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გათვალისწინებული რეკომენდაცია გახლდათ, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ცნობიერების ამაღლებას. 211 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2. კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა აქტიური იყო თანამშრომლობა კერძო დაწესებულებებთან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფარგლებში, როგორც პრევენციის, ასევე შემოწმების ეტაპზე. კერძო სექტორი ორიენტირებულია სამსახურთან თანამშრომლობასა და მონაცემთა დაცვის ხარისხის გაზრდაზე. უწყებას ხშირად მომართავდნენ კერძო დაწესებულებები სხვადასხვა საკითხზე ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის მოთხოვნით, მათ შორის, ახალი ელექტრონული პროდუქტების დანერგვის ეტაპზეც. თანამშრომლობის კარგი მაგალითი იყო საბანკო სექტორსა და საქართველოს საბანკო ასოციაციასთან კოორდინაცია. საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, სამსახურს ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა კერძო დაწესებულებათა წარმომადგენლებთან, შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე შემოწმების მიზნით. სამსახურის ინიციატივით, მონაცემთა დამმუშავებელმა დიდმა ორგანიზაციებმა გამოყვეს პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირები, რომელთა საშუალებითაც სამსახური კერძო სექტორთან გეგმავს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივ ღონისძიებებს. 3. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა სტუდენტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2020 წელს სამსახურმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. გაიმართა შეხვედრა 13 კერძო და საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თბილისსა და რეგიონებში. ასევე, სამსახურმა 20-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სწავლების კუთხით. 212 გამართული შეხვედრებისა და მოწოდებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ პერსონალური მონაცემების დასცვასთან დაკავშირებული საკითხები, დამოუკიდებელი დისციპლინის სახით, უმაღლესი სასწავლებლების მხოლოდ ნახევარში ისწავლება და ყველა შემთხვევაში ის არჩევითი დისციპლინაა. ამასთან, არცერთ უმაღლეს სასწავლებელში დამოუკიდებელ დისციპლინად არ ისწავლება სამსახურის საგამოძიებო მიმართულებასთან დაკავშირებული საკითხები და ისინი (სამოხელეო დანაშაულები და მათი გამოძიების მეთოდიკა) სხვა მომიჯნავე საგნების ფარგლებშია დაფარული. 2020 წელს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან სეუ-თან თანამშრომლობით ჩატარდა ერთობლივი პროექტი - ესეების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა ყველა უმაღლესი დაწესებულების სტუდენტს შეეძლო. ესეს კონკურსის თემად შემდეგი საკითხები შეირჩა: სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცვა დისტანციური სწავლებისას, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების ინტერნეტში გაზიარების საფრთხეები, COVID-19 პანდემიის გავლენა ჯანმრთელობის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე, ონლაინ მომსახურებისას პერსონალურ მონაცემთა დაცვა, არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვა და მონაცემთა უსაფრთხოება. კონკურსში მონაწილეობა 60-მდე სტუდენტმა მიიღო, რომელთა ნაშრომები სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ორმხრივმა კომისიამ შეაფასა. კონკურსის დასასრულს დაიგეგმა ონლაინ კონფერენცია გამარჯვებული კონკურსანტების მონაწილეობით. წარმატებული მონაწილეების ესეები ბეჭდური სახით გამოიცემა, ხოლო საუკეთესო 3 სტუდენტი ორთვიან სტაჟირებას ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გადის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მიღებული შედეგების გათვალისწინებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეთანხმდა შესაბამისი მიმართულებებით ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა და არსებული პროგრამების გაუმჯობესება. ასევე, გამოითქვა ერთობლივი კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის, სტუდენტური თუ საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტების, სასერტიფიკატო კურსებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების განხორციელების ორმხრივი სურვილი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაიგეგმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საჭირო კონკრეტული აქტივობები, რომლებიც 2021 წლიდან განხორციელდება. 2020 წელს, ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში (AI) ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, 2021 წლიდან სამსახურსა და უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობით, სვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობები განხორციელდება. 213 4. სახალხო დამცველთან თანამშრომლობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან. 2020 წლის დასაწყისში, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატთან გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და გამოწვევები, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები. 2020 წელს, რეგიონული ღონისძიებების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ასევე სახალხო დამცველის აპარატის ადგილობრივ წარმომადგენლებთან. მათ მიეწოდათ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობისა და ამ პროცესში გამოვლენილი გამოწვევების შესახებ. შეხვედრებზე განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები. სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უფრო ხშირად მომართავდა საგამოძიებო ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოვიდა 124 წერილი, რომელთაგან 21 იყო შეტყობინება სავარაუდო დანაშაულის შესახებ, 97 წერილი მოითხოვდა ინფორმაციას კონკრეტულ ფაქტებზე განხორციელებული რეაგირების შესახებ, 5 შეეხებოდა სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას, ხოლო 1 იყო სახალხო დამცველის მოსაზრება წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეში მოწმის ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობის შესახებ. სამსახური სახალხო დამცველის აპარატს თითოეულ მომართვაზე აწვდიდა ამომწურავ ინფორმაციას მის წარმოებაში არსებულ საქმეებსა და მათ მიერ მოთხოვნილ სტატისტიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სახალხო დამცველის აპარატმა მომართა პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო არაკანონიერი დამუშავების 5 ფაქტზე. 214 5. არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 2020 წელს, რეგიონულ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს. მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ინსპექტორის სამსახურის საქმიანობაზე, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 2020 წელს მჭიდრო თანამშრომლობა შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა (EMC) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI). ჩატარდა კვლევა, რომელიც შეისწავლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობას, გამოავლენს გამოწვევებს საგამოძიებო ფუნქციების შესრულებისას და, შედეგად, მოამზადებს რეკომენდაციებს. სამსახური დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მისი საქმიანობის შეფასებას გარე აქტორების მიერ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამოქალაქო საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, სამსახურმა შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათ 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. სამსახურმა მოისმინა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებები და რეკომენდაციები მისი საქმიანობის შესახებ. ამასთან, 2020 წლის ბოლოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ერთობლივ პროექტს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელშესაწყობად. კერძოდ, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდა თაობის განვითარებას. დაგეგმილია კვლევების, თემატური პუბლიკაციების, ბუკლეტებისა და ვიდეორგოლების მომზადება. საინფორმაციო მასალები მომზადდება ეთნიკურ უმცირესობათა ენებზეც და შშმ პირების საჭიროებების გათვალისწინებით. სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდება კონკურსები, მათ შორის, იმიტირებული სასამართლო პროცესები. პროექტი ასევე 215 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 მოიცავს სამსახურის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებას და სხვადასხვა სექტორში მონაცემთა დაცვის ხარისხის ამაღლებას. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. 216 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა ასევე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში. 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 29 წერილი, რომელთაგან 7 იყო შეტყობინება სავარაუდო დანაშაულის ჩადენაზე, 8 წერილით მოთხოვნილი იყო ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებისა და სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, 9 წერილით - სტატისტიკური ინფორმაცია, 2 წერილით - სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული ვიდეოჩანაწერებისა და ექსპერტიზის დასკვნის გადაცემა, ხოლო 3 წერილით - შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გამოსაძიებლად გადაცემა. სამსახური უზრუნველყოფდა სავარაუდო მსხვერპლის ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატის გამოძიების პროცესში ჩართულობას. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო არაკანონიერი დამუშავების შესახებ მომართვას, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მომართეს 15 ფაქტზე. მომართვები ძირითადად პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროებას შეეხებოდა. 08 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საერთაშორისო ურთიერთობები 217 1. საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკული საქმი ანობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია სამსახურის მნიშვნელოვანი ძირითადი პრიორიტეტია. 218 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა საქართველოში დაამკვიდროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი და ეფექტიანი გამოძიების პროცესი. სამსახური აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვა ლდებულებების შესრულებაში, მათ შორის აღსანიშნავია ევროკავშირსა და საქართვე ლოს შორის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი. სამსახური, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩაერთო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მომავალი (2021-2027წწ.) დღის წესრიგის პროექტის შემუშავების პროცესშიც. 2020 წელს შეხვედრები გაიმართა საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი პროექტების წარმომადგენლებთან, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებული პროექტების შედეგების განხილვისა და სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის მიზნით. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ერთობლივ შეხვედრაზე უმასპინძლა და საქმიანობის 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 219 220 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2. საერთაშორისო ვიზიტები საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, სამსახური ინტენსიურად იკვლევდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა თუ კანონმდებლობას და ნერგავდა ყოველდღიურ საქმიანობაში. 2020 წელს ევროპის საბჭომ ასევე უმასპინძლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების წარმომადგენლებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამა რთულ შეხვედრებზე განიხილეს: საქართველოს მიმართ ადამიანის უფლებათა ევრო პული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სტანდარტები; საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება; გამოძიების პროცესში დისკრიმინაციული მოტივის გამოვლენა; არასრულ წლოვანთა მართლმსაჯულება; ევროპის საბჭოს სხვადასხვა კომიტეტისა და ინსტიტუტის საქმიანობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია სტრასბურგს. იგი შეხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს დუნია მიატოვიჩს, ევროპის საბჭოს საზოგადოებრივი ინფორმაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორს იან კლაისენს, ასევე, პერსონალურ მონაცემთა განყოფილების წარმომადგენლებს, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განიხილეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ასევე საგამოძიებო მიმართულებით. ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა სამსახურის მიმართ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტისა და სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობაზე. 221 222 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 223 3. მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ქვეყნის სახელით სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობდა. მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის (GPA) სხდომებსა და ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის საკითხზე მომუშავე სპეციალური კომიტეტის (CAHAI) სამუშაო შეხვედრებზე. ხელოვნური ინტელექტის საკითხზე მომუშავე სპეციალური კომიტეტი (CAHAI), რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შექმნა, შეაფასებს ხელოვნური ინტელექტის განვითარების, შექმნისა და გამოყენების საერთაშორისო დონეზე რეგულირების საჭიროებას. 224 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ასევე აქტიურად ჩაერთო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის მიერ შექმნილ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში. სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დაცვის უფლებები და სხვა აქტუალური მიმართულებები. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორგანიზატორი უწყების სტატუსით მონაწილეობდა მონაცემთა დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმის - ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების საგაზაფხულო კონფერენციის - სამუშაო ჯგუფში. 4. COVID 19-ის პანდემია და საერთაშორისო თანამშრომლობა 2020 წელს COVID 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო საზოგადოება უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე დააყენა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით. საერთო გამოწვევების ეფექტიანად დაძლევისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად გაერთიანდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში. პანდემიის გათვალისწინებით, 2020 წელს, „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის სხდომა ონლაინ ფორმატში პირველად ჩატარდა. აღნიშნულ სხდომებზე განიხილებოდა 108-ე კონვენციის დამატებითი ოქმის ხელმოწერასა და რატიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მონაცემთა დაცვის ჭრილში შემდეგ საკითხებზე: სახის ამომცნობი სისტემები, პროფილირება, მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემა სამართალდამცავი სექტორისთვის, მონაცემთა დაცვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მონაცემთა დამუშავება და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებთან თანამშრომლობა პოლიტიკური კამპანიების ფარგლებში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად ჩაერთო ისეთ საერთაშორისო ფორმატებში, როგორიცაა: ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო, ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭო, 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტი და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეა. სამსახური მონაწილეობდა კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებსა და ვებინარებში, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლა აქტუალურ საკითხებზე ციფრული პლატფორმების მეშვეობით. გარდა აღნიშნულისა, 2020 წელს COVID 19-თან დაკავშირებულ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემთა დაცვის საკითხებზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც მსოფლიოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები გაწევრიანდნენ. აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში საქართველოს სახელით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც აქტიურად ჩაერთო და სხვა ქვეყნების კოლეგა უწყებებს ეროვნულ დონეზე არსებულ გამოცდილებას უზიარებდა. ამასთან, მონაცემთა დაცვის სფეროში გამოიცა არაერთი ინსტრუქცია და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლებსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად 225 ითვალისწინებდა ეროვნულ დონეზე რეკომენდაციების მომზადებისას. აღნიშნული რეკომენდაციები შეეხებოდა: ჯანდაცვის დაწესებულებების, ასევე, დამსაქმებელთა მიერ დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა დამუშავებას; პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას დისტანციური შეხვედრებისა და სწავლებისას; სამსახურებრივი (პერსონალური) მონაცემების დაცვასა და უსაფრთხოებას დისტანციური მუშაობისას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 5. 108+ კონვენცია თანამედროვე მსოფლიოში ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას მრავალი გამოწვევა ახლავს. მათ დასაძლევად და კონვენციის ეფექტიანად დანერგვისათვის, ხელმომწერმა მხარეებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს „პერსო ნალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ 108-ე კონ ვენციის მოდერნიზება. მოდერნიზაციის პროცესი მისი მე-2 დამატებითი ოქმის მიღებით (108+ კონვენცია) დასრულდა, რომელიც ხელმოსაწერად 2018 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კვლავ აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მიერ 108+ კონვენციის ხელმოწერის პროცესის დაჩქარებას, რომლის ძალაში შესვლა მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ეროვნული კანონმდებლობის მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. 2020 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მომზადდა ექსპერტული მოსაზრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში 2019 წელს წარდგენილი კანონპროექტის შესაბამისობაზე „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავების ფიზიკური პირების დაცვის შესახებ კონვენციასთან“ (108+ კონვენცია). ასევე, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა დეტალურად განიხილეს კანონპროექტის თითოეული მუხლის შინაარსი, პრაქტიკაში მათ გამოყენებასა და აღსრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები, კანონის მიღებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კანონპროექტის 108+ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა აღნიშნული კონვენციის მეორე დამატებით ოქმს ხელს 2021 წელს მოაწერს. 226 6. საერთაშორისო შეთანხმებების ექსპერტიზა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განაგრძობს მონაწილეობას საქართველოს მიერ გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების სამართლებრივ ექსპერტიზაში. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექსპერტიზა ჩაუტარა 16 საერთაშორისო შეთანხმების პროექტს და გასცა 14 რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ გასაფორმებელ საერთაშორისო შეთანხმებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფისათვის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო სწავლების სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. სტუდენტებმა შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს. ისინი იკვლევდნენ ქვეყნის შიდა სამართლებრივ სისტემაში ადამიანის უფლებათა მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების იმპლემენტაციას. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატით, ახლად ამოქმედებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ფუნქციის სპეციფიკითა და ორგანიზაციის სამომავლო განვითარების ხედვით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 7. ჯონს ჰოპკინსის სტუდენტების ვიზიტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 227 228 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 09 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბიუჯეტი და მისი შესრულება 229 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, სამსახურის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საჭირო ასიგნებები განისაზღვრება ცალკე კოდით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 8 მილიონ ლარს, ხოლო საშტატო რიცხოვნობა - 125 ერთეულს. ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მიზნით, სამსახურმა მხოლოდ მაღალი პრიორიტეტის პროექტები განახორციელა, მნიშვნელოვნად შეზღუდა თანამშრომელთა წახალისების მიზნით დანამატებისა და პრემიის/ ჯილდოს გაცემა, ასევე შეამცირა სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები. გარდა ამისა, 2020 წელს შეფერხებით მიმდინარეობდა კონკურსები სამსახურში ვაკანტური თანამდებობების დასაკომპლექტებლად. წარმოქმნილი ეკონომიის შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის წინადადების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამტკიცებული ბიუჯეტის შემცირება ერთი მილიონი ლარით. 2020 წლის ბიუჯეტის საკასო შესრულებამ შეადგინა 6.1 მლნ ლარი. № საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი დაზუსტებული გეგმა საკასო შესრულება 1 შრომის ანაზღაურება 3 630 000 3 363 810.36 2 საქონელი და მომსახურება 1 850 000 1 564 538.38 3 სოციალური უზრუნველყოფა 75 000 56 637.60 4 სხვა ხარჯები 95 000 48 051.83 5 არაფინანსური აქტივები 1 350 000 1 067 039.15 ჯამი 7 000 000 6 100 077.32 2020 წლის აგვისტოს თვეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ეფექტიანი ფუნქციონირების გაზრდის მიზნით, მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტის 10 500 000 ლარით განსაზღვრისა და საშტატო რიცხოვნობის 15 შტატით გაზრდის მოთხოვნით, თუმცა 2021 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 9 000 000 ლარით და საშტატო რიცხოვნობა დარჩა უცვლელი (125 ერთეული). 230 1. განხორციელებული შესყიდვები 2020 წლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების გეგმა განსაზღვრული იყო 2 483 600 ლარით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების უზრუნველყოფისთვის განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმი) ადმინისტრაციული შენობის მოწყობა - მომზადდა სარემონტო-სარებალიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია და დაიწყო შესაბამისი სამუშაოები; • ქ. თბილისში ადმინისტრაციული შენობის მოწყობა - მომზადდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია; • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმი) მდებარე ადმინისტრაციული შენობისთვის შესყიდული იქნა ავეჯი, სასერვერო ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების სისტემები; შესყიდული იქნა ასევე 12 ერთეული ავტომანქანა და ექსპერტ-კრიმინალისტებისთვის საჭირო კრიმინალისტიკური ინვენტარი. 2. გაცემული სარგო, დანამატები და ფულადი ჯილდოები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებზე (მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორსა და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეებზე) გაიცა თანამდებობრივი სარგო - 3 104 456.46 ლარის ოდენობით. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებზე დანამატის სახით გაიცა 243 744.01 ლარი, საიდანაც 172 018.36 ლარი გაიცა სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთათვის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დანამატის ფარგლებში, ხოლო 7 995.54 231 ლარი - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო დანამატის ფარგლებში. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებზე ჯილდო არ გაცემულა. რაც შეეხება, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, 2020 წელს 6 ასეთი თანამშრომლის შრომის ანაზღაურების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 72 575.46 ლარი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 3. სატრანსპორტო საშუალებები 232 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბალანსზე 2020 წლის მდგომარეობით ირიცხებოდა 16 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომელთა ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 18 675.20 ლარი, ხოლო საწვავის ხარჯმა - 77 774.41 ლარი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქმიანობს ორი ქალაქიდან - თბილისიდან და ქუთაისიდან, რაც დაკავშირებულია თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრანსპორტირებასთან. 2020 წელს ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა დამატებით 12 ერთეული ავტომანქანის შესყიდვა, ვინაიდან არსებული სატრანსპორტო საშუალებები არ იყო საკმარისი სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის (აღნიშნული ავტომანქანები სამსახურს 2021 წელს მიეწოდა). 4. სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება 2020 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა 5 უძრავი ქონება. უძრავი ქონების ჩამონათვალი № დასახელება, მისამართი შენიშვნა მიზანი 1 ქ. თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. №7 სახელმწიფო საკუთრება, სარგებლობის უფლებით ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსებულია სამსახურის 7 დეპარტამენტი 2 ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. №9 კერძო საკუთრება, იჯარა ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსებულია საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო, ასევე სამსახურის 3 სხვა დეპარტამენტი 3 ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. №22 სახელმწიფო საკუთრება, სარგებლობის უფლებით ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსებულია საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველო 4 ქ. ბათუმი, მაზნიაშვილის ქ. №54 სახელმწიფო საკუთრება, სარგებლობის უფლებით ადმინისტრაციული შენობა, სადაც უნდა განთავსდეს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო 5 ქ. თბილისი, კოსტა ხეთაგუროვის ქ.№2/წმინდა ნიკოლოზის ქ. №2 სახელმწიფო საკუთრება, სარგებლობის უფლებით შენობა-ნაგებობა, სადაც სარემონტოსარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ იგეგმება სამსახურის თანამშრომელთა განთავსება 6 ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, გურამიშვილის ქ. №39 სახელმწიფო საკუთრება, სარგებლობის უფლებით შენობა-ნაგებობა, რომელიც სამსახურს გადმოცემული ჰქონდა საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედების მიზნით, თუმცა იგი საჭიროებს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო განთავსებულია იჯარით აღებულ კერძო საკუთრებაში. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სარგებლობაში გადმოეცა ქ. თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა (სადაც განთავსებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), სადაც იგეგმება სამსახურის განთავსება. ვინაიდან აღნიშნული შენობა საჭიროებს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია. ამჟამად გამოცხადებულია მრავალწლიანი ტენდერი, რადგან სამსახურის 2021 წლის ბიუჯეტი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების დასაფარად საკმარისი არ არის. 233 5. სხვა ხარჯები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სატელეკომუნიკაციო (ადგილობრივი და საერთაშორისო სატელეფონო საუბრების) ხარჯები შეადგენს 19 200.33 ლარს. რეკლამის განთავსების ხარჯმა კი შეადგინა მხოლოდ 3193 ლარი. 6. დონორი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფინანსური დახმარება დონორი ორგანიზაციები აქტიურად ეხმარებოდნენ სამსახურს ტექნიკურ აღჭურვასა და ელექტრონული პროდუქტების დანერგვაში. დონორი ორგანიზაციის დასახელება დახმარების ფორმა გაწეული დახმარების ჩამონათვალი თანხის ოდენობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურო მატერიალური აქტივი სტაციონარული და მობილური რადიოსადგურები 103 685.88 ლარი ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) მატერიალური აქტივი კრიმინალისტიკური აღჭურვილობა და ინვენტარი 27 936.51 ლარი ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) არამატერიალური აქტივი სტატისტიკური მონაცემების შეგროვების პროგრამის შემუშავება 12 186 ლარი ჯამი: 234 143 808.39 ლარი 10 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 სამომავლო გეგმები 235 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აგრძელებს განვითარებას და დგამს ნაბიჯებს ეფექტიანობის ასამაღლებლად საქმიანობის სამივე მიმართულებით. 2020 წელს პანდემიით გამოწვეულმა მდგომარეობამ შეაფერხა დასახული გეგმების სრულყოფილად შესრულება. შესაბამისად, 2021 წელს, ახალ საჭიროებებთან ერთად, გაგრძელდება წინა წელს დაწყებული რამდენიმე პროექტი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების, სამსახურის განვითარებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს: • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • 236 მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტის შემუშავებას; კონსულტაციების გაწევის სტანდარტის შემუშავებას; სამსახურის საქმიანობის შესაფასებლად კითხვარების შემუშავებას; სამსახურის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევას; საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრების, საჯარო ლექციებისა და მიზნობრივი საგანმანათლებლო პროექტების გამართვას, მათ შორის, რეგიონებში; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას; საჯარო უწყებათა სასწავლო ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას; შიდა კომუნიკაციის სისტემის დანერგვას; ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავებას; თანამშრომელთა სექსუალური შევიწროების აღმოსაფხვრელად შესაბამისი მექანიზმის შემუშავებას; სამუშაო აღწერილობებისა და შეფასების სისტემის დახვეწას; სამსახურში სტაჟირების სისტემის დახვეწას; თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭიროებათა კვლევას და მის ამაღლებაზე უწყვეტ ზრუნვას გამოვლენილი შედეგების შესაბამისად; სამსახურის არქივის სისტემატიზაციასა და დიჯიტალიზაციას; ინტრანეტის ქსელის განვითარების ტექნიკური ამოცანის შემუშავებას; დისტანციური სწავლების პლატფორმის შექმნასა და დანერგვას; სამსახურის საქმიანობაში ვიდეო-საკონფერენციო სისტემის დანერგვას; არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის პლატფორმის განვითარებას; მედიასთან აქტიურ კომუნიკაციას; სტრატეგიული საერთაშორისო პარტნიორების განსაზღვრას და მათთან თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავებას; საერთაშორისო ფორმატებში აქტიურ მონაწილეობას; დონორი ორგანიზაციების საკოორდინაციო მექანიზმის შექმნას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი დამუშავების ეფექტიანი კონტროლისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამატებით გეგმავს: საჯარო, სამართალდამცავ და კერძო ორგანიზაციებთან სექტორული თანამშ რომლობის გაძლიერებას; • საბაზისო თუ თემატური სასწავლო პროგრამებისა და დისტანციური ტრენინგ კურსების შემუშავებას დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, საჯარო მოხე ლეებისთვის, ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის, შიდა აუდიტის თანა მშ რომლებისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისა და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის; • ელექტრონული ბაზების შემქმნელ პირთა ცნობიერების ამაღლებას; • თემატური რეკომენდაციების შემუშავებას მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა პროცესის შესახებ; • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა თემატურ კრებულებზე მუშაობის გაგრძელებას და ზრუნვას მათ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობაზე; • კამპანიების გააქტიურებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის; • საჯარო ინფორმაციის გაცემისას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე პრაქტიკული სახელმძღვანელოს მომზადებას და დაინტერესებული პირებისთვის წარდგენას; • უმაღლეს სასწავლებლებსა და საჯარო თუ კერძო დაწესებულებათა სასწავლო ცენტრებთან თანამშრომლობის გაძლიერებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სასწავლო კურსების ინიცირებას; • შიდა გაიდლაინების შემუშავებას, შემოწმების არსებული სტანდარტული კითხვარების დახვეწას და თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებას ერთგვაროვანი, თანმიმდევრული პრაქტიკის დანერგვისა და ჩატარებული შემოწმებების ეფექტიანობის გაზრდისათვის; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 237 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 238 • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების პროექტის გაგრძელებას და გააქტიურებას; • პერსონალურ მონაცემთა დაცვის დონის შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებას; • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიღების პროცესის ხელშეწყობას და მისი მიღების შემთხვევაში კომენტარების შემუშავებას; • „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ მოდერნიზებული 108+ კონვენციის ხელმოწერის პროცესის ხელშეწყობას. გამოძიების ეფექტიანობის გაზრდისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამატებით გეგმავს: • სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან საკანონმდებლო ცვლილებათა შესახებ მომზადებული წინადადების საქართველოს პარლამენტში წარდგენას; • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების მარეგულირებელ მუხლებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შესატან საკანონმდებლო ცვლილებათა შესახებ საკანონმდებლო წინადადების მომზადებას; • საკანონმდებლო წინადადების მომზადებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან საკანონმდებლო ცვლილებებზე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დასაცავად სპეციალურ ღონისძიებათა გამოყენების წესის მარეგულირებელ მუხლებთან დაკავშირებით; • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შიდა უწყებრივი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადებას; კვლევითი საქმიანობის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების პრაქტიკის სხვადასხვა მიმართულებით შესწავლას; • 2021 წლის აპრილში, სამსახურის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქ. ბათუმში საგამოძიებო დეპარტამენტის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ამოქმედებას; • თბილისსა და ბათუმში არასრულწლოვანზე მორგებული სივრცის მოწყობას; • სხვა საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებას სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების პრევენციისა და გამოძიებისას თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდისათვის; • გამოკითხვის მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს შემუშავებას; • საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იძულების ღონისძიებათა გამოყენებისას პროპორციული ძალისა და ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქციის შემუშავებას; • საქართველოს მთავრობასთან აქტიურ კოორდინაციას რეგიონული დაფარვის, სამსახურის საშტატო რიცხოვნობის გაზრდისა და ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესებისათვის; • სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020 • 239 www.sis.gov.ge 244 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში / 2020