„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-05
ბიუროს ნომერი 43
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ16“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ16) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა
და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013
მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში
სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და
რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი
წესით, ასევე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული
პირების, რომლებმაც ისწავლეს და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი მიიღეს საქართველოში მოქმედ სენსორული დარღვევების მქონე ბავშვთა
სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სკოლებში, საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის
გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესს;“.
მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის
ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 თვისა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2019 წლის 3 ოქტომბერს (N5091-Iს) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისა და
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო
2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის
გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი.
ზემოაღნიშნული
ცვლილების
ამოქმედებასთან
დაკავშირებით
გამოიკვეთა
პრობლემური საკითხები, რომლებიც უკავშირდება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინკლუზიური
განათლების არ არსებობას. რის გამოც, აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები იძულებულნი არიან ზოგადი განათლება
მიიღონ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ
სკოლებში, რომლებიც ახორციელებენ სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევის
მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს.
შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია იმ სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე პირებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ „ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და
რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების არ არსებობის გამო სრული
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას ახერხებენ მხოლოდ
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ შესაბამის
ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და
დაფინანსების წესის დამტკიცების საფუძვლის გაჩენა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია, იმ გარემოებით, რომ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის დარეგულირებული იმ
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე
ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის წესი, რომლებიც ცხოვრობენ „ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ
ტერიტორიაზე და აღნიშნულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების არ არსებობის გამო
იძულებულნი არიან ზოგადი განათლება მიიღონ საქართველოს ხელისუფლების მიერ
კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში, რომლებიც ახორციელებენ სენსორული
(სმენისა და მხედველობის) დარღვევის მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო
პროგრამებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, მოხდება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის, სრული ზოგადი
განათლების მიღების შემდეგ უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება დადებით შედეგს მოგვცემს შესაბამის
ბენეფიციართა სასწავლო პროცესში მეტი ენთუზიაზმით ჩართულობისა და მოტივაციის
ამაღლების მიმართულებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის, სრული ზოგადი განათლების
მიღების შემდეგ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა
და დაფინანსების უფლებას მიანიჭებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობას განაპირობებს
მიმდინარე სასწავლო წლის (2020 – 2021 სასწავლო წელი) განმავლობაში, კერძოდ
გაზაფხულის სემესტრისთვის შესაბამის პირთა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხვის საჭიროება.
ასევე, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილი გახლავთ
კანონპროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კერძოდ, სტუდენტთა უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის, მათთვის სახელმწიფო სასწავლო
გრანტების მინიჭებისა და შესაბამისი ინფორმაციის საგანმანათლებლო დაწესებულებების
რეესტრში ასახვასთან დაკავშირებული რეგულაციები (სახელმწიფო სასწავლო საგრანტო
დაფინანსების მოცულობის განსაზღვრისა და მინიჭების შესახებ სამართლებრივი აქტების
ინიცირება და გამოცემა) მოითხოვს ამ პროცედურების განხორციელებას უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
შესაბამისად,
ყოველივე
ზემოაღნიშნული
განაპირობებს
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
წარმოდგენილი
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით
განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება დაიწყება 2021 წელს და გაგრძელდება შემდგომ
წლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრები იმ პირების, რომლებმაც ისწავლეს და სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში მოქმედ განვითარების შეფერხების,
სენსორული და ქცევისა და ემოციური დარღვევების მქონე, ბავშვთა სპეციალურ
საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სკოლებში, საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე
ჩარიცხვასა და დაფინანსებას არაუმეტეს 2250 ლარის ოდენობით. წინა წლების
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მსგავსი საჭიროების პირების რაოდენობა არ
აღემატებოდა 3 პირს, 2020-2021 სასწავლო წლისთვის არსებული მონაცემებით მსგავსი
საჭიროების მხოლოდ ერთი პირი არსებობს. რაც განხორციელდება პროგრამის „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის"
ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი მოახდენს გავლენას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრებ
„ოკუპირებული
ტერიტორიების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეებზე, რომლებიც სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ
ჩაირიცხებიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი
ეროვნული გამოცდების გარეშე და შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ უმაღლესი განათლება
სახელმწიფოს დაფინანსებით.
2020-2021 სასწავლო წლისთვის არსებული მონაცემებით წარმოდგენილ პროექტში
გათვალისწინებული საჭიროების მქონე მხოლოდ ერთი პირია. წინამდებარე კანონპროექტის
მიღების შემთხვევაში მას გამოეყოფა დაფინანსება ყოველწლიურად, შესაბამისი
საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის განმავლობაში არაუმეტეს სახელმწიფო
სასწავლო გრანტის სრული ოდენობის - 2250 ლარის ფარგლებში. აღნიშნული დაფინანსება
გაიცემა პროგრამის - „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უმაღლესი
განათლების ხელშეწყობის" ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეებზე, რომლებიც სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ჩაირიცხებიან
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული
გამოცდების გარეშე და შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ უმაღლესი განათლება სახელმწიფოს
დაფინანსებით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანნხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.