საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის თეა წულიკიანის ადგილმონაცვლის ნინო იობაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის თეა წულიკიანის ადგილმონაცვლის ნინო იობაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის თეა წულიკიანის ადგილმონაცვლის ნინო იობაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე (ეს პროექტი) დასკვნა
- „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის თეა წულუკიანის ადგილმონაცვლის ნინო იობაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-04-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 25
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2021 წლის 1 აპრილი, 10:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (07-3/42; 24.03.2021) საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის
საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2. საქართველოს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის საკითხის (1-3587/21;
23.03.2021) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის
ოქმი N25
2021 წლის 1 აპრილი, 10:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ლევან
მგალობლიშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი, გივი მიქანაძე, ირმა
ზავრადაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი)
1.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (07-3/42;
24.03.2021) საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული
ხელმოწერების ნამდვილობის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2.
საქართველოს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის
საკითხის (1-3587/21; 23.03.2021) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ლობისტად
რეგისტრაციის
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით, ირაკლი ქადაგიშვილმა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,
კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის
დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი
საკითხის დამატების თაობაზე: „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის
თეა წულუკიანის ადგილმონაცვლის ნინო იობაშვილის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა“.
კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ
წინადადებას, კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის
წესრიგი.
დღის წესრიგი
1.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (07-3/42;
24.03.2021) საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული
ხელმოწერების ნამდვილობის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2.
საქართველოს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის
საკითხის (1-3587/21; 23.03.2021) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
ლობისტად
რეგისტრაციის
3.
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის თეა წულუკიანის
ადგილმონაცვლის ნინო იობაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ცნობის საკითხის განხილვა.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (07-3/42;
24.03.2021) საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული
ხელმოწერების ნამდვილობის საკითხის განხილვა.
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 123-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი საქართველოს
პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმების შედეგებს,
რომელიც ეხება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის
უფლების განხორციელებას.
გადამოწმების შედეგად დადგინდა საქართველოს პარლამენტის 85 წევრის
ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 77-ე
მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე
მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას (პარლამენტის სრული
შემადგენლობის ნახევარზე მეტს).
ყოველივე ზემოაღნიშნული, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, იძლევა
საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული
საკანონმდებლო
ინიციატივის
განხორციელების
უფლებას,
შესაბამისად
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი „საქართველოს პარლამენტის
წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის
თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ“ დასკვნასთან ერთად
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო
განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის პირველი – მე-3 პუნქტების
შესაბამისად (საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ
პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პარლამენტის წევრები) საყოველთაო-სახალხო
განხილვის საორგანიზაციო კომისია განისაზღვრა 5 წევრის შემადგენლობით:
1.
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლებისა
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე);
2.
და
კახაბერ კუჭავა – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
3.
ლევან იოსელიანი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
(კომისიის მდივანი);
4.
ალექსანდრე ელისაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
5.
დავით ზილფიმიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის საკითხის (13587/21; 23.03.2021) განხილვა.
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს
პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 29 მარტის N38/8 გადაწყვეტილებით განსაზღვრული
დავალების შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა
მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
განხორციელების მიზნით ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადება და
თანდართული მასალები.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ
წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს „ლობისტური საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიერ მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაცია.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს
პარლამენტის
გამოკლებული
წევრის
თეა
წულუკიანის
ადგილმონაცვლის ნინო იობაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ცნობის საკითხის განხილვა.
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის 31
მარტის განკარგულებას N4/2021 - საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის
თეა წულუკიანის
ადგილმონაცვლის ნინო იობაშვილის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ცნობის თაობაზე და თანდართულ მასალებს.
საქართველოს
ცენტრალური
საარჩევნო
კომისიის
მიერ
წარმოდგენილი
განკარგულების თანახმად პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით არჩეული საქართველოს
პარლამენტის გამოკლებული წევრის თეა წულუკიანის (პარტიულ სიაში N4)
ადგილმონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ამავე პოლიტიკური გაერთიანების
პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი - ნინო იობაშვილი (პარტიულ
სიაში N64).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ
საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს ნინო იობაშვილის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილება.
კენჭისყრები:
1.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს და საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს კომიტეტის
დასკვნა: საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კონსტიტუციური
კანონის
პროექტის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული
ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ, აგრეთვე საქარტველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტი: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის დასკვნა: „საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციურ
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის
თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ“ და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“.
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების განხორციელების მიზნით ლობისტად რეგისტრაციის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს გადაწყვეტილების პროექტი:
საქართველოს პარლამენტში მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის
შესახებ - „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის
მისაღებად.
2.
ვინ არის მომხრე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5
პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად ცნობილ იქნეს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული
წევრის თეა წულუკიანის ადგილმონაცვლის ნინო იობაშვილის უფლებამოსილება?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს
პარლამენტის გამოკლებული წევრის თეა წულუკიანის ადგილმონაცვლის ნინო
იობაშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს
პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი