საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“(№1-1945/21; 19.02.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-4239/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-12
ბიუროს ნომერი 44

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-4239/21 05-04-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს წარმოდგენილ მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო მიერ წინადადებაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1945; 19.02.2021) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 5 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის მე-12 ნაწილის ამოღებას და აღნიშნული ცვლილების მიზეზად უთითებს იმ გარემოებას, რომ შემაკავებელი ორდერის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე დავის მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში განხილვა, არ არის გათვალისწინებული „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციით. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ღონისძიებები.“. გასაჩივრების ამავე მუხლის 38 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერის უფლება აქვს მსხვერპლს და მოძალადეს, მათთვის ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების წესს დეტალურად არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 2114 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. კოდექსის 2114 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. გასათვალისწინებელია, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციის პირველ მუხლში, რომელშიც მითითებულია აღნიშნული კონვენციის მიზნები, ძირითადი აქცენტი კეთდება ძალადობის ყველა ფორმისგან ქალთა დაცვის საკითხზე. კონვენციის რეგულირების სფეროს წარმოადგენს არა სავარაუდო მოძალადის, არამედ მსხვერპლის უფლებების დაცვა. კონვენცია არ არეგულირებს სავარაუდო მოძალადის სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების მექანიზმებს, მათ შორის, სავარაუდო მოძალადის მიერ მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიებების გასაჩივრების საკითხს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი მოიცავს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, არამედ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლებასაც.“.1 საქმეზე “შპს „უნისერვისი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” 2004 წლის 21 დეკემბრის N/2/6/264 გადაწყვეტილებაში კი საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა: „პირი სასამართლო გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებით რეალიზაციას უკეთებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას.”2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის თანახმად: „ყველას, ვინც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, აქვს უფლება, მისი მსჯავრდება ან მისთვის დანიშნული სასჯელი გადაასინჯვინოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამ უფლების განხორციელება, იმ საფუძვლების ჩათვლით, რომლებზე დაყრდნობითაც ის შეიძლება განხორციელდეს, მოწესრიგებულია კანონით.“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი: „ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება მცირე მნიშვნელობის დანაშაულთა მიმართ, როგორც ეს განსაზღვრულია კანონით, ან როდესაც შესაბამისი პირი პირველი ინსტანციის წესით გაასამართლა უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ, ან მსჯავრი დაედო მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გადასინჯვის შედეგად.”. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილების თანახმად: „მიუხედავად იმისა, რომ უფლებას სამართლიან სასამართლოზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ არის აბსოლუტური. ეს 1იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის N2/3/286 გადაწყვეტილება საქმეზე „ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, გვ.6, §3. 2 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის N2/3/286 გადაწყვეტილება საქმეზე “შპს „უნისერვისი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, გვ.12, §2. უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.“.3 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენცია არ არეგულირებს მსხვერპლის დაცვის მიზნით მოძალადის მიმართ გამოყენებული დროებითი ღონისძიების გასაჩივრების საკითხს და აღნიშნული სრულად განეკუთვნება ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების სფეროს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლოსადმი მიმართვა არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მისი შეზღუდვა დასაშვებია შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერი თავისი შინაარსით წარმოადგენს არა პირის მიმართ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, რომელიც პირის მსჯავრდებასთან ან მისთვის თუნდაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებასთან იქნებოდა დაკავშირებული, არამედ დროებით ღონისძიებას, რომელიც მიმართულია მსხვერპლის დაცვისკენ და გამოიყენება შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. იმ პირობებში, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი სავალდებულოობას არ ზემდგომი ადგენს ინსტანციის ყველა სასამართლოში კატეგორიის გასაჩივრების დანაშაულზე მსჯავრდების შემთხვევაშიც კი, საკანონმდებლო წინადადებაში პრაქტიკულად არ არის წარმოდგენილი არგუმენტები შემაკავებელი ორდერის, როგორც დროებითი დამცავი ღონისძიების გასაჩივრების არსებული წესის შეცვლის აუცილებლობის დასასაბუთებლად. საკანონმდებლო წინადადებაში არ მოიპოვება ინფორმაცია არც იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევს მისი ავტორი პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის გასაჩივრებას პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხოლო შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლოში, საქმის ერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება და საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ 3 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის N2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 6. მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე