საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კობახიძის მიერ წარმოდგენილ „ჰესების მშენებლობისა და ექსპლოატაციის შესახებ“ (№1-1010/21; 03.02.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-12
ბიუროს ნომერი 44
📜 ტექსტი
დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-4334/21
07-04-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კობახიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ “ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით
(N1-1010/21; 03.02.2021)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის 5 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ნუგზარ
კობახიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ჰიდრომშენებლობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადების
მიზანია
ჰიდროელექტროსადგურების
მშენებლობის ხარისხის ამაღლება და ექსპლუატაციაში მიღების წესებში რეფორმების
გატარება.
აქედან
გამომდინარე,
საკანონმდებლო
წინადადება
ახლებურად
ადგენს
ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხილვის, პრეზენტაციის და ექსპერტიზის
ჩატარების
წესებს;
აგრეთვე
თვითმმართველობის
ორგანოების,
კანონპროექტი
არეგულირებს
ჰიდროელექტროსადგურების
ადგილობრივი
ადმინისტრაციის
და
ელექტროენერგიის მიმღები კომპანიების ურთიერთობებს; გვთავაზობს, კომპლექსური
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაფინანების წყაროებს;
საკანონმდებლო წინადადების ავტორების მოსაზრებით საკანონმდებლო წინადადებით
შემოთავაზებული მიდგომები მნიშვნელოვნად აამაღლებს ჰიდროელექტროსადგურების
მშენებლობის
ხარისხს,
გამჭირვალეს
გახდის
მათ
ექსპლუატაციას,
რითაც
ჰესების
მშენებლობა უფრო მისაღები გახდება საქართველოს მოსახლეობისთვის.
სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ავტორს წარმოდგენილი აქვს აღნიშნული სფეროს
მომწესრიგებელი საინტერესო კომპონენტები და მარეგულირებელი ნორმები. ვინაიდან
კომიტეტში შეიქმნა სივრცითი-ტერიტორიული
დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო
სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო და
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ასევე იგეგმება ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს
შექმნა, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, მოქალაქე ნუგზარ კობახიძის საკანონმდებლო
წინადადებით წარმოდგენილი მოსაზრებები განიხილოს საბჭოების მუშაობის პროცესში.
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის
თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი