შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის დავით სერგეენკოს მიერ წარმოდგენილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის დავით სერგეენკოს მიერ წარმოდგენილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში
- შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის დავით სერგეენკოს მიერ წარმოდგენილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში. ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-12
ბიუროს ნომერი 44
📜 ტექსტი
წერილი
2-4403/21
08-04-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
ბატონო ნიკოლოზ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად
გიგზავნით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის
ანგარიშს.
დანართი: 3 ფურცელი.
პატივისცემით,
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
დავით სერგეენკო
ანგარიში
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის
საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2020 წლის იანვარი - 2021 წლის იანვარი
წლის სტატისტიკა - რეზიუმე:
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა;
გენერალური ასამბლეის რიგით 55-ე სესია;
კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა;
გენერალური ასმბლეის რიგით 56-ე სესია
2020 წლის 3-4 მარტი, თურქეთის რესპუბლიკა, სტამბოლი.
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა
დელეგაციის შემადგენლობა: ოთარ დანელია
ღონისძიების თემატიკა და აქტივობები:
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტისა და რეგლამენტის
ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრები. სხდომებზე განხილულ იქნა ასამბლეის
სამომავლო მუშაობის საორგანიზაციო საკითხები.
2020 წლის 6 აგვისტო (ონლაინ ფორმატი)
პაბსეკის რიგით 55-ე გენერალური ასამბლეა
დამსწრეთა შემადგენლობა: არჩილ თალაკვაძე, ოთარ დანელია, რამაზ ნიკოლაიშვილი
ბიუროს სხდომა - სხდომას ხელმძღვანელობდა ასამბლეის პრეზიდენტი,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე. სხდომაზე შავი
ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტსა
და აპარატის დებულებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს
ასამბლეის გასული წლის საბიუჯეტო საკითხები. წარმოდგენილ იქნა მოხსენება იმ
საერთაშორისო ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ, რომლებშიც ასამბლეის
წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
სხდომის დასასრულს დამტკიცდა პაბსეკის ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატურები
და ასევე ასამბლეის რიგით 55-ე პლენარული სესიის დღის წესრიგი.
2021 წ. | საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განყოფილება
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ბიუროს სხდომაში მონაწილეობა მიიღო ასამბლეის ექვსმა ვიცე პრეზიდენტმა
(სომხეთი, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, სერბეთი, მოლდოვა, რუსეთი) და ასამბლეის
გენერალურმა მდივანმა.
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა - კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ასამბლეის
გასული წლის საბიუჯეტო საკითხები და წარმოდგენილ იქნა ასამბლეის მომდევნო
წლის ბიუჯეტის პროექტი.
სხდომაში მონაწილეობა მიიღო ასამბლეის თორმეტივე წევრი ქვეყნის დელეგაციის
ხელმძღვანელმა.
ასამბლეის პლენარული სესიის სხდომა - პლენარული სესია გახსნა და
მისასალმებელი სიტყვით მიმართა ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელმა - ოთარ დანელიამ.
პლენარულ სესიაზე, ასევე, მოისმინეს მოხსენებები: „საკანონმდებლო ჩარჩო
ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი პროექტების განხორციელებისათვის - „ერთი
სარტყელი, ერთი გზა“; „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება ბისეკის
ქვეყნებში“; „სამედიცინო დანიშნულების ისტორიული ძეგლების დაცვა და
თანამედროვე როლი ბისეკის ქვეყნებში“. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,
მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციებიც.
პლენარული სესიის ბოლოს ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოთარ დანელიამ შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) - თავმჯდომარეობა
მომდევნო 6 თვის ვადით საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარა.
2020 წლის 7 ოქტობერი (ონლაინ ფორმატი)
კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის რიგით 55-ე სხდომა
დამსწრეთა შემადგენლობა: ზაზა გაბუნია
კომიტეტის სხდომის განხილვის თემას წარმოადგენდა „პარლამენტის როლი
პანდემიასთან ბრძოლაში - სოციალური ასპექტები“. აღნიშულ თემაზე კომიტეტის წევრებს
სიტყვით მიმართა ზაზა გაბუნიამ და კოლეგებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება
პანდემიასთან ბრძოლაში. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ
ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაიდგა
მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის, მეწარმეების დახმარებისა და ეკონომიკის
ხელშეწყობისთვის.
სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა ზემოაღნიშნულ საკითხებზე განიხილეს და
მიიღეს შესაბამისი მოხსენებისა და რეკომენდაციის პროექტები.
2020 წლის 24 ნოემბერი (ონლაინ ფორმატი)
პაბსეკის რიგით 56-ე გენერალური ასამბლეა
დამსწრეთა შემადგენლობა: ოთარ დანელია
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა - კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს პაბსეკის
გასული წლის აქტივობებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ მოხსენება, ასევე
2021 წ. | საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განყოფილება
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
განიხილეს ასამბლეის გასული წლის საბიუჯეტო საკითხები და წარმოდგენილ იქნა
ასამბლეის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი.
სხდომაში მონაწილეობა მიიღო ასამბლეის თორმეტივე წევრი ქვეყნის დელეგაციის
ხელმძღვანელმა.
ასამბლეის პლენარული სესიის სხდომა - პლენარულ სესიაზე მიღებულ იქნა
მოხსენებები და რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე:
პარლამენტის როლი პანდემიასთან ბრძოლაში - სოციალური ასპექტები
პარლამენტის როლი პანდემიასთან ბრძოლაში - ეკონომიკური ასპექტები
პარლამენტის როლი პანდემიასთან ბრძოლაში - პოლიტიკურსამართლებრივი ასპექტები.
სხდომის განმავლობაში ასევე მოისმინეს პაბსეკისა და ბისეკის გასული წლის
საქმიანობის ანგარიში და ჩატარდა გენერალური მდივნის მოადგილის არჩევნები.
სესიის დასასრულს იმსჯელეს პაბსეკის სამომავლო საქმიანობისა და დაგეგმილი
აქტივობების შესახებ და დაამტკიცეს ასამბლეის 2021 წლის ღონისძიებების
კალენდარი.
წლიური ანგარიში მოამზადა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა - ნინო ბუჯიაშვილმა.
2021 წ. | საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განყოფილება
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი