საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ტელემასმედიით ჟურნალისტთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის რეგულირების შესახებ

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.04.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილი
ნომერი
#1-4707/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-14
ბიუროს ნომერი 46

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041212080725 13.04.2021 საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სათაური: საკანონმდებლო წინადადება, ტელემასმედიით ჟურნალისტთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციის რეგულირების თაობაზე შინაარსი: საკანონმდებლო წინადადება, ტელემასმედიით ჟურნალისტთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციის რეგულირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 115 ე მუხლის საფუძველზედ წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ინიციატივას. კანონის ლეგიტიმური მიზანია:- საზოგადოების დაცვა მასობრიცი ცრუ ინფორმაციის მიწოდებისგან.. შედეგი:- მივიღებთ საზოგადოება ზუსტ გადამოწმებულ ინფორმაციას,შეწყდება ადამიანებზე ზეწოლა და ცილისწამებები და ბოროტად სიტყვის გამოხატვის თავისუფლების გამო მძიმე ფორმით ცილისწამებები და სატელევიზიო ბულინგები . მაგალითი 05-01-2021 21:48 ტელეკომპანია რუსთავი 2მიერ ჩემზე გავრცელდა ცილსიწამებლური სიუჟეტი https://rustavi2.ge/ka/news/186634?fbclid=IwAR0b4n55ddSfXbZTGP9yh4qh7BNwptI7lqL1VE7Jh5noKwhekzNZBU8_rY მოგვიანებით მოვიგე ეს დავა რუსთავი ორთან მე და ადვოკატმა ზურაბ ვანიშვილმა იხ ლინკი https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/86756 მიუხედავად იმისა რომ დამტკიცდა რუსთავი 2ის სიცრუე სადავო სიუჟეტს დღედე არ იღებენ რასაც საბოლოოდ მძიმე შედეგიც მოყვა https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2782023785390897. ტელევიზიები ყოველდღიურად აბულინგებენ მასიურად საზოგადოებას და საზოგადოების ნებისმიერ ფენის წარმომადგენელს ეს ყველაფერი იმის გამო ხდება რომ მაკონტროლებელი ორგანო არ ყავს ასევე ჟურნალისთთა საქმიანობის საზღვრები კანონმდებლობით არაა დაცული. იურიდიული დასაბუთებები „კანონის წინაშე თანასწორობა ეს არის არა მხოლოდ უფლება, ეს არის კონცეფცია, პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები.კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ პრინციპს, რომელიც, ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტიებს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წ „სახელმწიფომ უნდა აღიაროს, პატივი სცეს და უზრუნველყოს ქცევისა და განვითარების თავისუფლება იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არათანაზომადი და არასათანადო შეზღუდვა, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და ღირებული ლეგიტიმური მიზნების შელახვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-65).ინააღმდეგ“, შეთავაზებული საკანონმდებლო ცლილება ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას გაჯანსაღება, გაუმჯობესებას, სხვების უფლებების დაცვას. შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსში შევიდეს ცვლილება და დაემატოს მუხლი სატელევიზიო საშუალებებით მძიმე ფორმით ცილისწამებები ჟურნალისტების მიერ სატელევიზიო ეთერით გაშავებული უტყუარი მტკიცებულებების გარეშე დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2წლამდე. პატივისცემით, ლაშა ჯანიბეგაშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა: