საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლება დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა (№6823-რს, 14.07.2020) და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№6833-რს, 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-04-07
კომიტეტის სხდომის ნომერი 24
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
2021 წლის 7 აპრილი, 10:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის
(N6823-რს; 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და
სასამართლო
დაწესებულებებისათვის
განსაზღვრული
დავალებების
შესრულების
მდგომარეობის შემოწმება.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
სხდომის
ოქმი N24
2021 წლის 7 აპრილი, 10:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1.
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონის (N6823-რს, 14.07.2020), „საქართველოს მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (N6833-რს, 14.07.2020)
და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (N6848-რს, 14.07.2020)
გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო
დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის
შემოწმება.
2021 წლის 7 აპრილის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო
კვორუმი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის
წესრიგი.
სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი,
ანა ბუჩუკური, დავით სერგეენკო, ელისო ბოლქვაძე, ისკო დასენი, ზაურ დარგალი.
კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისად „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონის (N6823-რს, 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით
აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო დაწესებულებებისათვის
განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შემოწმების მიზნით,
მოისმინა უწყებების ინფორმაცია
მდგომარეობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული
დავალებების
შესრულების
კომიტეტის სხდომაზე უწყებებმა წარმოადგინეს ინფორმაცია 2021 წლის 1 აპრილამდე
დასამტკიცებელი უწყებრივი სამოქმედო გეგმების თაობაზე. ინფორმაციები
წარმოადგინეს შემდეგი უწყების წარმომადგენლებმა:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს
უფროსმა - მაკა ფერაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
მოადგილემ - თამილა ბარკალაიამ, საქართველოს განათლების და მეცნიერების
სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსმა - თამარ ჟღენტმა,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილემ - მზია გიორგობიანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილემ - ნინო ენუქიძემ, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსმა - ირინა წაქაძემ,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა - თორნიკე გეწაძემ.
კომიტეტის სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს,
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის, იურიდიული დახმარების სამსახურის და
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ასევე შშმ თემის და
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით
განსაზღვრული
დავალებების
შესრულებასთან
დაკავშირებით
მიღწეულ
პროგრესებზე და ასევე, არსებულ პრობლემებზე.
უწყებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე, კომიტეტს მიაჩნია, რომ
ზედამხედველობას დაქვემდებარებული კანონის გარდამავალი დებულებებით
გათვალისწინებული ვალდებულების - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით განსაზღვრული
ორგანოების/დაწესებულებების მიერ 2021 წლის 1 აპრილამდე უწყებრივი სამოქმედო
გეგმის დამტკიცება, დავალების შესრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი
პროგრესია, ასევე კომიტეტი მიესალმება, სამოქმედო გეგმების დამტკიცებამდე
მოსამზადებელ პერიოდში შესაბამისი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ძალისხმევით
პასუხისმგებელი უწყებების მიერ შესაბამისი სამუშაო შეხვედრების ჩატარებას,
უწყებებს
შორის
ინფორმაციის
გაცვლასა
და
ექსპერტული
ცოდნით
ურთიერთდახმარების შეთავაზებას, თუმცა, კომიტეტი მნიშვნელოვან გამოწვევად
მიიჩნევს, შშმ პირთა ჩართულობის დაბალი ხარისხს იმ საკითხების შემუშავებისა და
გადაწყვეტის პროცესში, რამაც თავად ამ პირთა უფლებების დაცვის სტანდარტის
ზრდა უნდა უზრუნველყოს.
კომიტეტი ადასტურებს, რომ შშმ პირთა უფლებების მარეგულირებელი
კანონმდებლობის საიმპლემენტაციოდ ბოლო პერიოდში ხელშესახებად/აშკარად
გაუმჯობესებულია პასუხისმგებელი უწყებების შედეგზე ორიენტირებული
ძალისხმევა და მუშაობის ტემპი. ამასთანავე, ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი
პროგრესის პარალელურად, კომიტეტს მიაჩნია, რომ საჭიროა გმოკვეთილი
გამოწვევების დაძლევის მიზნით, აღმასრულებელი/სასამართლო დაწესებულებების
მიმართ გაიცეს რეკომენდაციები, რომლებიც ასახული იქნება კომიტეტის დასკვნაში.
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის
სრული აუდიო ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე
სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია