სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (გიორგი შარვაშიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.04.2021
ავტორი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (გიორგი შარვაშიძე)
ნომერი
#1-4940/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48

📜 ტექსტი

წერილი
N 4820/01-01-07 4820-01-01-07-2202104151333 15/04/2021 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო არჩილ, ბატონო შალვა, გაცნობებთ, რომ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის სრულყოფის და ეფექტური ორგანიზების ერთ- ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა იმ სტუდენტების სასწავლო-სამეცნიერო და სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართვის შეზღუდულობა, რომლებიც დასაქმებული არიან სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა შუალედური და ფინალური გამოცდების მიმდინარეობისას იჩენს ხოლმე თავს. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია შემთხვევა, როცა სტუდენტები სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ვერც ძირითადი და ვერც დამატებითი გამოცდების პერიოდში ახერხებენ გამოცხადებას და თხოვნით მოგვმართავენ ინდივიდუალურ, მათთვის ხელსაყრელ თარიღებში დაინიშნოს გამოცდები (ძირითადად საღამოს საათებში ან უქმე დღეებში), რაც კიდევ უფრო ართულებს სასწავლო პროცესის ორგანიზებას უნივერსიტეტში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული ტიპის პრობლემა შეინიშნება საქართველოში მოქმედ ყველა უნივერსიტეტში. განათლების უფლება, საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება, იგი შიდასახელმწიფოებრივი განმტკიცებულია სამართლებრივი როგორც აქტების საერთაშორისო, ისე საფუძველზე და შრომითსამართლებრივ სფეროში არსებული დამსაქმებელთა უფლებები და მათი ქმედებები არ უნდა იქნას მიჩნეული განათლების უფლების რეალიზების თანაზომადად და სამართლიანად დამაბრკოლებელ გარემოებებად. ხსენებულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევებში განათლების უფლებას უპირატესობა შრომითსამართლებრივი უნდა მიენიჭოს, ურთიერთობების რაც ჩვენი მარეგულირებელ აზრით ნორმატიულ აქტებში სათანადოდ სრულფასოვნად არ არის ასახული. განსახილველ საკითხთან დაკავშირებული, საქართველოს ორგანულ კანონში - ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ - არსებული მწირი ნორმატიული საფუძვლები ნაკლებადაა ეფექტური, რადგან დამსაქმებლის წინააღმდეგობის შემთხვევაში, დასაქმებულის მიერ თუნდაც ამ ნორმატიული საფუძვლების რეალიზების ერთადერთი ეფექტური გზა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვაა, რაც აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევებში, სხვადასხვა მიზეზთა გამო არ გამოიყენება ხოლმე. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ ეტაპზე, საქართველოს შრომის კოდექსში იმ დასაქმებულთა ინტერესების გამომხატველი და უფლებების დამცველი ნორმების უფრო ნათლად და მკვეთრად ასახვა, რომლებიც შრომას უთავსებენ სწავლას. ამ მიზნით წინამდებარე კორესპონდენციაზე დანართის სახით წარმოგიდგენთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ჩვენეულ ვერსიას, გთხოვთ მხარდაჭერას და კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდგომ რეაგირებას. დანართი: 1 ელ. ფაილი. პატივისცემით, გიორგი შარვაშიძე რექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საკანონმდებლო წინადადება
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, მუხ. 461) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლს მე-9 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი: ,,თ) შეღავათები დასაქმებულისათვის, რომელიც არის ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტი ან მსმენელი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტუდენტი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, აგრეთვე ამავე კანონით გათვალისწინებულ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი.“; 2. მე-6 მუხლს მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. იმ შემთვევაში თუ დასაქმებული არის ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტი ან მსმენელი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტუდენტი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, აგრეთვე ამავე კანონით გათვალისწინებულ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრაზე ჩარიცხული პირი, დასაქმებული ვალდებულია შრომით ხელშეკრულებაში, ასევე თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია - შრომის შინაგანაწესში ასახოს შეღავათები, რომლებიც დასაქმებულს ხელს შეუწყობს განათლების უფლების რეალიზაციაში. დაუშვებელია დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც დასაქმებულს უზღუდავს განათლების უფლების სრულფასოვნად გამოყენების შესაძლებლობებს.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, 2021 წ. N სალომე ზურაბიშვილი განმარტებითი ბარათი უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის სრულყოფის და ეფექტური ორგანიზების ერთერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა იმ სტუდენტების სასწავლო-სამეცნიერო და სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართვის შეზღუდულობა, რომლებიც დასაქმებული არიან სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა შუალედური და ფინალური გამოცდების მიმდინარეობისას იჩენს ხოლმე თავს. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია შემთხვევა, როცა სტუდენტები სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ვერც ძირითადი და ვერც დამატებითი გამოცდების პერიოდში ახერხებენ გამოცხადებას და თხოვნით მოგვმართავენ ინდივიდუალურ, მათთვის ხელსაყრელ თარიღებში დაინიშნოს გამოცდები (ძირითადად საღამოს საათებში ან უქმე დღეებში), რაც კიდევ უფრო ართულებს სასწავლო პროცესის ორგანიზებას უნივერსიტეტში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული ტიპის პრობლემა შეინიშნება საქართველოში მოქმედ ყველა უნივერსიტეტში. განათლების უფლება, საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება, იგი განმტკიცებულია როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტების საფუძველზე და შრომითსამართლებრივ სფეროში არსებული დამსაქმებელთა უფლებები და მათი ქმედებები არ უნდა იქნას მიჩნეული განათლების უფლების რეალიზების თანაზომადად და სამართლიანად დამაბრკოლებელ გარემოებებად. ხსენებულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევებში განათლების უფლებას უპირატესობა უნდა მიენიჭოს, რაც ჩვენი აზრით შრომითსამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში სათანადოდ სრულფასოვნად არ არის ასახული. განსახილველ საკითხთან დაკავშირებული, საქართველოს ორგანულ კანონში - ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ არსებული მწირი ნორმატიული საფუძვლები ნაკლებადაა ეფექტური, რადგან დამსაქმებლის წინააღმდეგობის შემთხვევაში, დასაქმებულის მიერ თუნდაც ამ ნორმატიული საფუძვლების რეალიზების ერთადერთი ეფექტური გზა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვაა, რაც აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევებში, სხვადასხვა მიზეზთა გამო არ გამოიყენება ხოლმე. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ ეტაპზე, საქართველოს შრომის კოდექსში იმ დასაქმებულთა ინტერესების გამომხატველი და უფლებების დამცველი ნორმების უფრო ნათლად და მკვეთრად ასახვა, რომლებიც შრომას უთავსებენ სწავლას.