საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ პრივატიზებული ქონების ვინდიკაციათან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადების შესახებ (№1-12897/20; 14.09.2020)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-4781/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48
შენიშვნა დასკვნა უარყოფითია

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-4781/21 16-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე პრივატიზებული ქონების ვინდიკაციათან დაკავშირებით (N1-12897/20; 14.09.2020) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 5 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პრივატიზებული ქონების ვინდიკაციათან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, მიზანშეწონილია, პრივატიზებული უძრავი ქონებიდან მასში შეჭრილ მოქალაქეთა გამოსახლება და შემსყიდველთათვის მფლობელობაში გადაცემა მოხდეს სააღსრულებო პოლიციის მიერ, სასამართლოსადმი ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის გარეშე. ავტორის არგუმენტაციით, ვინაიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან მასში შეჭრილ მოქალაქეთა გამოსახლებას არ ესაჭიროება სასამართლო, შესაბამისად, ანალოგიური მიდგომა უნდა გავრცელდეს ქონების სახელმწიფოსგან პრივატიზაციით შემძენ პირებზეც. საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა უარყოფითი პოზიციები. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, ... თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისად, ან კანონით სახელმწიფოც არ გათვალისწინებული გადაუდებელი სარგებლობს სახის რაიმე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge აუცილებლობა. პრივილეგიით და არამართლზომიერი მფლობელებისგან უძრავი ნივთის გამოთავისუფლებას ახორციელებს ზოგადი წესით, სასამართლოსადმი ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის გზით. გარდა ამისა, განსხვავებული ინსტრუმენტის დანერგვა მესაკუთრეთა მხოლოდ კონკრეტული კატეგორიისთვის ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ თანასწორობის პრინციპს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი