საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანა ბუჩუკურის, თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილის, დავით სონღულაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ დაუშვილის, ბექა ლილუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (07-3/29; 09.02.2021) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4788/21/21
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4788/21 16-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/29; 09.02.2021). აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და აღნიშნული საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-4776/21 16-04-2021 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა სავალდებულო დასკვნის წარმომდგენ კომიტეტად საქართველოს პარლამენტის წევრების - მიხეილ სარჯველაძე, ანა ბუჩუკური, თეა წულუკიანი, შალვა პაპუაშვილი, დავით სონღულაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი - მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „მეწარმეთა შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონების პროექტებზე (07-3/29; 09.02.2021). საკანონმდებლო პაკეტის სავალდებულო წესით განხილვის ვადაა არაუგვიანეს 2021 წლის 21 აპრილისა. საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვამდე საჭიროა დამატებითი კონსულტაციების გამართვა პოზიციების შესაჯერებლად, შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge