საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების დავით ათანაშვილისა და ლევან ხელხელაურის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-8317/20; 24.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4805/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48
შენიშვნა დასკვნა უარყოფითია

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4805/21 19-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, დავით ათანაშვილს, (მისამართი: ქ. თბილისი, ძმები ორბელების ქუჩა, ბინა 98ა ტელეფონი: 598776520) ლევან ხელხელაურს (მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, VII კვარტალი, კორპუსი 18, ბინა 8 ტელეფონი: 597060031) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა დავით ათანაშვილისა და ლევან ხელხელაურის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8317/20; 24.06.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 29 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა დავით ათანაშვილისა და ლევან ხელხელაურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8317/20; 24.06.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-18 მუხლის მე2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების ავტორები აღნიშნავენ, რომ კანონის ეს ნორმები მოიცავს მითითებას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ გარკვეულ ნორმებზე და, აქედან გამომდინარე, საჭიროებს ცვლილებას. II. კომიტეტის შეფასება თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კომიტეტი იზიარებს საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში საქართველოს კონსტიტუციის ნორმებზე მითითების მხრივ ტექნიკური საკანონმდებლო ხარვეზი ვლინდება; კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის ნაცვლად უნდა უთითებდეს კონსტიტუციის მე60 მუხლის მე-2 პუნქტზე, ხოლო კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის ნაცვლად  კონსტიტუციის 61-ე მუხლის პირველ პუნქტზე; „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი კი კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ნაცვლად უნდა უთითებდეს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად აღნიშნული ტექნიკური საკანონმდებლო ხარვეზისა, პრაქტიკაში არ იკვეთება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ზემოხსენებული ნორმების ცვლილების გადაუდებელი საჭიროება. შესაბამისად, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მომავალში სხვა საკანონმდებლო ცვლილების შეტანასთან ერთად განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, კომიტეტი მხარს არ უჭერს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღებულად ცნობას (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვის შედეგად კომიტეტი იღებს ორიდან ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: მიღებულად ცნობს საკანონმდებლო წინადადებას ან უარყოფილად ცნობს მას). III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დავით ათანაშვილისა და ლევან ხელხელაურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8317/20; 24.06.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი