საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-1659/21; 15.02.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48
შენიშვნა დასკვნა უარყოფითია
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4806/21
19-04-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
მარიამ ჭყონიას
(ტელეფონი: 598189128
ელფოსტა: Mariami.chyonia.00@gmail.com)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1659/21; 15.02.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 29 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1659/21; 15.02.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსიდან ამოღებულ იქნეს ტერმინი „ამხანაგური სასამართლო“.
II. კომიტეტის შეფასება
კომიტეტი იზიარებს შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების მართებულობას,
რადგან ამხანაგური სასამართლო არ არის ამჟამად მოქმედი ინსტიტუტი და ეს ტერმინი
მხოლოდ ტექნიკური ხარვეზის გამო არის დარჩენილი საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის
2021
წლის
სამოქმედო
გეგმის
ერთ-ერთი
ამოცანაა
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ახალ კოდექსზე მუშაობა, რის შედეგადაც სისტემურად მოწესრიგდება
არსებული ნორმები და შემუშავდება მკაფიო რეგულაციები შესაბამის სამართლებრივ
ურთიერთობებთან მიმართებით.1 შესაბამისად, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ
1 იხ. http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/iuridiul-sakitxta-komiteti-
146/komitetis-saqmianoba-iuridiuli/komitetis-samoqmedo-gegma.htm
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ ცვლილებაზე მსჯელობა გაგრძელდეს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალ კოდექსზე მუშაობის ფორმატში. აქედან
გამომდინარე, კომიტეტი მხარს არ უჭერს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების
მიღებულად ცნობას (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის
თანახმად, საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვის შედეგად კომიტეტი იღებს
ორიდან ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: მიღებულად ცნობს საკანონმდებლო წინადადებას ან
უარყოფილად ცნობს მას).
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1659/21; 15.02.2021)
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი