საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე გაიოზ მახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (სამი ვარიანტი) (№1-10345/20; 24.07.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4807/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48
შენიშვნა დასკვნა უარყოფითია

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4807/21 19-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, გაიოზ მახნიაშვილს (მისამართი: ქ. გორი, გრ. რობაქიძის ქ. N33 ტელეფონი: 551727247 ელფოსტა: gmakhniashvili@gmail.com) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა გაიოზ მახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (სამი ვარიანტი) (N1-10345/20; 24.07.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 12 აპრილის კომიტეტის სხდომაზე განიხილა გაიოზ მახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (სამი ვარიანტი) (N1-10345/20; 24.07.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, კერძოდ, სამი კანონპროექტის სახით წარმოდგენილია ცვლილების სამი ვარიანტი, რომლებიც შემდეგ საკითხებს ეხება:  აღნიშნულ კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტებებში ტერმინი „დგომა“ იცვლება ტერმინით „დგომა (პარკირება)“ (კანონის მე-5 მუხლის მე-20 პუნქტი), ამასთანავე, ამ ტერმინების განმარტებებს ემატება ტერმინის „სადგომი (სადგომი მოედანი, ავტოსადგომი, პარკირების ადგილი)“ განმარტება.  იცვლება კანონის დანართი N1-ით განსაზღვრული 8.6.18.6.9 დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) („სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“) და, ამ ცვლილებიდან გამომდინარე, იცვლება ასევე იმავე დანართით განსაზღვრული 5.29 და 5.30 განსაკუთრებული მითითების ნიშნები (5.29  „რეგულირებადი სადგომი ზონა“; 5.30  „რეგულირებადი სადგომი ზონის დასასრული“). თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge  კანონის დანართი N1-ით განსაზღვრულ დამატებითი ინფორმაციის ნიშნებს (დაფებს) ემატება 8.23 ნიშანი „ავტომობილის იძულებითი ევაკუაცია“. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N1-ით განსაზღვრული 8.6.18.6.9 დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) („სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“) ზოგჯერ ვერ ასახავს რეალურ საგზაო პირობებს და საჭიროა მათი სათანადოდ შეცვლა. ამავდროულად, საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევს, რომ რეალურ საგზაო პირობებთან თანხვედრის მიზნით, გზის მარცხენა მხარეს განთავსებული აღნიშნული დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) წარმოდგენილ უნდა იქნეს მათი სარკული გამოსახულებით, რადგან, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულებად დადგენილია მარჯვენა მხარეს მოძრაობა. II. კომიტეტის შეფასება საკანონმდებლო წინადადების ავტორი გვთავაზობს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის დანართი N1-ით განსაზღვრული 8.6.18.6.9 დამატებითი ინფორმაციის ნიშნების (დაფების) („სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“) სამ ვერსიას, რადგან, მისი აზრით, მათი მოქმედი ვერსია ზოგჯერ ვერ ასახავს რეალურ საგზაო პირობებს და, აქედან გამომდინარე, ისინი შესაცვლელია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N1-ის მე-8 პუნქტის („დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)“) შენიშვნის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო პირობების აღქმის გასაუმჯობესებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აღნიშნული პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები). შესაბამისად, კანონი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ინფორმაციის მოქმედი ნიშნები (დაფები), მათ შორის, 8.6.18.6.9 დამატებითი ინფორმაციის მოქმედი ნიშნები (დაფები), ვერ ასახავს რეალურ საგზაო პირობებს, საგზაო პირობების აღქმის გასაუმჯობესებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათგან განსხვავებული დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები). ამის თაობაზე გარკვეულწილად უთითებს საკანონმდებლო წინადადების ავტორიც, როდესაც ის განმარტებით ბარათში აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სწორად არის დამატებითი ინფორმაციის ნიშნებზე (დაფებზე) გამოსახული სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი. ამრიგად, კომიტეტი მიიჩნევს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N1-ით განსაზღვრული 8.6.18.6.9 დამატებითი ინფორმაციის ნიშნების (დაფების) შეცვლა, როგორც ეს შემოთავაზებულია საკანონმდებლო წინადადებით, აუცილებელი არ არის. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია აგრეთვე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის დანართი N1-ით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებისთვის (დაფებისთვის) 8.23 ნიშნის „ავტომობილის იძულებითი ევაკუაცია“ დამატება, რომელმაც მძღოლს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების იძულებითი ევაკუაციის შესახებ, თუ ის სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ან დგომის წესს დაარღვევს. ამ საკითხთან მიმართებითაც კომიტეტი მიიჩნევს, რომ ამ ნიშნის („ავტომობილის იძულებითი ევაკუაცია“) კანონისთვის დამატების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონმდებლობიდან გამომდინარე, მძღოლს თავისთავად ევალება, რომ მან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების/დგომის წესის დარღვევის შედეგები მათი ამსახველი დამატებითი ინფორმაციის ნიშნის გარეშეც იცოდეს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საქმიანობს პარკირების სხვადასხვა ოპერატორი, ხოლო აღნიშნული ინფორმაციის დაფაზე პრაქტიკაში, როგორც წესი, პარკირების შესაბამისი ოპერატორის შესახებ ინფორმაციაც აისახება. აქედან გამომდინარე, „ავტომობილის იძულებითი ევაკუაციის“ ერთიანი, უნივერსალური საინფორმაციო ნიშნის კანონისთვის დამატებამ შესაძლოა მისი პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით გარკვეული სირთულე გამოიწვიოს. ტერმინის „სადგომი (სადგომი მოედანი, ავტოსადგომი, პარკირების ადგილი)“ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონისთვის დამატებისა და იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული ტერმინის „დგომა“ ტერმინით „დგომა (პარკირება)“ შეცვლის საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტს ასევე მიაჩნია, რომ არც ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა იკვეთება მათი პრაქტიკაში რეალიზების კუთხით. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ტერმინი „სადგომი (სადგომი მოედანი, ავტოსადგომი, პარკირების ადგილი)“ და მისი განმარტება გარკვეულწილად ბუნდოვანია და შინაარსობრივ დახვეწასაც საჭიროებს (იხ., მაგალითად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის N33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ტერმინი „პარკირების ადგილი“ შემდეგი სახით არის განმარტებული: „პარკირების ადგილი − დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი.“). ამგვარად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო წინადადებიდან არ იკვეთება საკითხის სამართლებრივი პრობლემატიკა და წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილია კანონპროექტის სამი ვარიანტი; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე9 პუნქტის თანახმად კი, „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“ შესაბამისად, ეს გარემოებაც მეტყველებს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობის მიზანშეუწონლობაზე, რადგან კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის შემთხვევაში არ აქვს უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს, ხოლო კანონპროექტის აღნიშნული სამი ვარიანტიდან პარლამენტის ბიუროს რომელი უნდა გადაეცეს შემდგომი ინიციირების მიზნით, ბუნდოვანია. ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა საკანონმდებლო კომიტეტმა წინადადება „საგზაო გაიოზ მახნიაშვილის მოძრაობის შესახებ“ მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (სამი ვარიანტი) (N1-10345/20; 24.07.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი