საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციების: „საქართველოს პროფესიული განათლების პროფესიული კავშირი“, „მწვანე დედამიწა“, „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“, „გლობალური კვლევების ცენტრი“, „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“, „დემოკრატიული მართვის განვითარების ფონდი“, „ჯერ საქართველო“ (დანიელ დავითაშვილი, ნუგზარ მელაძე, გია გარსევანიშვილი, ნანა დევდარიანი, ლადო ბოჟაძე, გია მახარაძე, ზვიად წამალაშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, გოჩა ჯოჯუა, მამუკა გიორგაძე, თამაზ მეჭიაური, აკაკი ასათიანი, გოჩა თევდორაძე) მიერ წარმოდგენილ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-1944/21; 19.02.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48
შენიშვნა დასკვნა უარყოფითია
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4808/21
19-04-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
საქართველოს პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს,
ბატონ დანიელ დავითაშვილს
(მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 43ა
ტელეფონი: 599572055)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
არასამთავრობო ორგანიზაციების: „საქართველოს პროფესიული განათლების პროფესიული
კავშირის“ (დანიელ დავითაშვილი), „მწვანე დედამიწის“ (ნუგზარ მელაძე), „ახალი თაობა
დემოკრატიული არჩევნების“ (გია გარსევანიშვილი), „გლობალური კვლევების ცენტრის“
(ნანა დევდარიანი), „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“
(ლადო ბოჟაძე), „დემოკრატიული მართვის განვითარების ფონდის“ (გია მახარაძე), „ჯერ
საქართველოს“ (ზვიად წამალაშვილი), აგრეთვე გიორგი ჟორჟოლიანის, გოჩა ჯოჯუას,
მამუკა გიორგაძის, თამაზ მეჭიაურის, აკაკი ასათიანის და გოჩა თევდორაძე მიერ
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1944/21; 19.02.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 12 აპრილის
კომიტეტის
სხდომაზე
განიხილა
არასამთავრობო
ორგანიზაციების:
„საქართველოს
პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის“ (დანიელ დავითაშვილი), „მწვანე
დედამიწის“
(ნუგზარ
მელაძე),
„ახალი
თაობა
დემოკრატიული
არჩევნების“
(გია
გარსევანიშვილი), „გლობალური კვლევების ცენტრის“ (ნანა დევდარიანი), „სამოქალაქო
საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ (ლადო ბოჟაძე), „დემოკრატიული
მართვის განვითარების ფონდის“ (გია მახარაძე), „ჯერ საქართველოს“ (ზვიად წამალაშვილი),
აგრეთვე გიორგი ჟორჟოლიანის, გოჩა ჯოჯუას, მამუკა გიორგაძის, თამაზ მეჭიაურის, აკაკი
ასათიანის და გოჩა თევდორაძე მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-1944/21; 19.02.2021).
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილებას, კერძოდ, ამ კანონისთვის შემდეგი
ნორმის დამატებას: „ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების
გარდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გადაირიცხება თანხა
ფონდში, რომლის მიზანიცაა პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და
ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.“
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, აღნიშნული ფონდის ფუნქციას შეასრულებს
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა
და სწავლების ცენტრი, ხოლო ფონდიდან თანხა გაიცემა მხოლოდ კვლევების, სწავლების,
კონფერენციების, მივლინებების, რეგიონული პროექტების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და
საარჩევნო განათლების პროექტების დაფინანსების მიზნით, ამასთანავე, არასამთავრობო
ორგანიზაციებზე გრანტები გაიცემა მხოლოდ პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და
ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების მიზნით წარდგენილი პროექტების საფუძველზე.
საკანონმდებლო წინადადების ავტორთა განცხადებით, საკანონმდებლო წინადადებით
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიღების
აუცილებლობა
გამოწვეულია
მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსების სრულყოფის
საჭიროებით
და
მისი
მიზანია
მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებებისა
და
არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გაზრდა კვლევების, სწავლებისა და მივლინებების
განსახორციელებლად.
II. კომიტეტის შეფასება
ნორმები, რომელთა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანული
კანონისთვის
დამატებასაც
გვთავაზობენ
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორები, არ არის სიახლე საქართველოს კანონმდებლობაში; კერძოდ, აღნიშნული ნორმები
2008 წლის 30 დეკემბრის N963-რს საკანონმდებლო ცვლილების შედეგად 301 მუხლის სახით
დაემატა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს და შემდეგ
ისინი ამოღებულ იქნა 2020 წლის 2 ივლისის N6724-რს საკანონმდებლო ცვლილებით. 2008
წელს ამ ნორმების მიღება, როგორც მათთვის დართული განმარტებითი ბარათიდან1 ირკვევა,
გამოწვეული იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების სისტემის
სრულყოფის აუცილებლობით და, იმავე განმარტებითი ბარათის თანახმად, მათი მიღება
მიზნად
ისახავდა
პოლიტიკური
სუბიექტებისთვის
დაფინანსების
გაზრდასა
და
კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას. ამასთანავე, 2008
წლის საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში მითითებული იყო, რომ თანხები
პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდებოდა როგორც უშუალოდ პარტიისთვის გადარიცხვის
1 იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/10800
გზით, ისე სპეციალური ფონდიდან მიზნობრივი დაფინანსებით, მიზნობრივი დაფინანსება
კი გულისხმობდა პოლიტიკური პარტიების მიერ კვლევების, სწავლებისა და მივლინებების
დასაფინანსებლად სპეციალური თანხების გამოყოფას; აღნიშნული ფონდიდან პოლიტიკური
პარტიებისთვის გამოყოფილი თანხები განაწილდებოდა მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან
პირდაპირ მისაღები თანხების პროპორციულად.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
ზემოხსენებულმა 301 მუხლმა იმოქმედა 2020 წლამდე, კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა,
2020 წლის 2 ივლისის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ეს მუხლი ამოღებულ იქნა.
საკანონმდებლო წინადადებით კი შემოთავაზებულია ამ მუხლის აღდგენა, რის მიზეზადაც
საკანონმდებლო წინადადების ავტორები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და
არასამთავრობო სექტორის დაფინანსების სრულყოფის აუცილებლობას ასახელებენ.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონში 2020 წლის 2 ივლისს შეტანილი N6724-რს
ცვლილების მთავარი მნიშვნელოვანი სიახლეა პოლიტიკური პარტიების მიერ მისაღები
საბიუჯეტო დაფინანსებისა და ამ დაფინანსების ოდენობის გამოთვლის ახალი წესის
დადგენა. ახალი წესის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს
პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი
ხმების 1% მაინც მიიღო; პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას
საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში
მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული
ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით.2 ამრიგად, პოლიტიკურ პარტიათა საბიუჯეტო
დაფინანსების ძველი წესი შეიცვალა ბევრად უფრო სამართლიანი და დახვეწილი მოდელით,
რომელიც არჩევნებში მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებისთვის შედარებით მეტ საბიუჯეტო
დაფინანსებას ითვალისწინებს და რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პარტია საბიუჯეტო
დაფინანსებას იღებს საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული ხმების პროპორციულად.
აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ახალი მოდელის
პირობებში აღარ არის აუცილებელი, არსებობდეს კანონით განსაზღვრული ვალდებულება,
რომ პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად პოლიტიკურ პარტიებზე დამატებით
გაიცეს დაფინანსება ფონდიდან, რაც 2020 წლის საკანონმდებლო ცვლილებამდე გამოწვეული
იყო პოლიტიკური სუბიექტებისთვის დაფინანსების გაზრდის საჭიროებით. ამასთანავე,
გასათვალისწინებელია, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს დღესაც შეუძლია მისთვის განკუთვნილი
საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში განახორციელოს საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობა და
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების, საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიების,
მედია-საშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, სადამკვირვებლო
ორგანიზაციების წარმომადგენლების, ამომრჩევლებისა და სხვა დაინტერესებული პირების
სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
2 იხ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე
მუხლი მე-2 და მე-3 პუნქტები;
მჭიდრო თანამშრომლობის გზით.3 თუმცა ეს არ გულისხმობს კანონისმიერ ვალდებულებას,
რომ პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად პოლიტიკურ პარტიებზე დამატებით
გაიცეს დაფინანსება ფონდიდან, რისი აუცილებლობაც, როგორც აღინიშნა, აღარ არსებობს
პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ახალი მოდელის პირობებში.
საკანონმდებლო წინადადების ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ასევე საქართველოს 2021
წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ იმ ასიგნებებზე, რომლებიც საარჩევნო
ინსტიტუციის განვითარების და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის, პოლიტიკური
პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსებისა და არჩევნების ჩატარების
ღონისძიებებისთვის არის განკუთვნილი (იხ. პროგრამული კოდები: 06 02, 06 03 და 06 04);
კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების ავტორთა აზრით, ამ ასიგნებების საქართველოს 2021
წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არსებობა თავისთავად გულისხმობს საკანონმდებლო
წინადადებით წარმოდგენილი ნორმების „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
შესახებ“ ორგანული კანონისთვის დამატების საჭიროებას. თუმცა ამ საკითხთან მიმართებით
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ასიგნებები საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის პროექტში აისახა მანამ, სანამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
ორგანული კანონის 301 მუხლი ძალას დაკარგავდა: კერძოდ, „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 301 მუხლის ამოღების თაობაზე 2020 წლის 2
ივლისის N6724-რს საკანონმდებლო ცვლილების დანაწესი ამოქმედდა 2020 წლის 12
დეკემბრიდან (საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული
პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენიდან მე-2 დღეს),4 ხოლო საქართველოს
საარჩევნო ადმინისტრაციის 2021 წლის საბიუჯეტო განაცხადი პარლამენტს წარედგინა 2020
წლის 30 აპრილს,5 პარლამენტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის
ბიუჯეტის პროექტი საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად და საქართველოს 2021
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად დაამტკიცა 2020 წლის 9
ივნისს,6 მთავრობამ კი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო
ვარიანტი პარლამენტს წარუდგინა 2020 წლის 30 ნოემბერს.7 ამდენად, საქართველოს 2021
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის, მათ შორის, მისი საბოლოო ვარიანტის, შედგენისას
უფლებამოსილმა პირებმა და ორგანოებმა იხელმძღვანელეს ამ პროცესის განმავლობაში
მოქმედი სამართლებრივი ნორმებით, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ პროცესში ვერ
3 იხ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-17 მუხლის მე-3
პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები; აგრეთვე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012
წლის 3 თებერვლის N7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები;
4 იხ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის N6724-რს ორგანული კანონის
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი; აგრეთვე, „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების
ცნობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 11 დეკემბრის N3-Iს დადგენილება;
5 იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/20318
6 იხ. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 9 ივნისის N6042-IIს დადგენილება;
7 იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/21185
მოხდებოდა იმ დროს მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი ნორმების, მათ შორის,
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301
მუხლის, უგულებელყოფა. ამრიგად, საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მოსაზრება
იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული ასიგნებების (პროგრამული კოდები: 06 02, 06 03 და 06 04)
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არსებობა საკანონმდებლო წინადადებით
წარმოდგენილი ნორმების „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული
კანონისთვის დამატების საჭიროებაზე მიუთითებს, უსაფუძვლოა. ამავდროულად, უნდა
აღინიშნოს, რომ ამ პროგრამული კოდებით განსაზღვრული ასიგნებები, რომლებიც საარჩევნო
ინსტიტუციის განვითარების და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის, პოლიტიკური
პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსებისა და არჩევნების ჩატარების
ღონისძიებებისთვის არის განკუთვნილი, მიზნობრიობის თვალსაზრისით ბევრად უფრო
ფართო და მრავალფეროვანია, ვიდრე საკანონმდებლო წინადადებაში მოცემული ნორმები.
შესაბამისად, ამ ასიგნებების ძირითადი დანიშნულებისა და მიზნობრიობის რეალიზება
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ნორმების მიღებაზე არ არის დამოკიდებული,
კერძოდ, აღნიშნული ასიგნებების სხვადასხვა მიმართულებით რეალიზება საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზედაც შესაძლებელია, ხოლო მათი მიზნობრიობის
საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ნორმების მიზნობრიობასთან გაიგივება
არასწორია.
ამგვარად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადება
დაუსაბუთებელია, მისგან არ იკვეთება საკითხის სამართლებრივი პრობლემატიკა და მისით
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი
კანონპროექტი საკითხს არასრულად აწესრიგებს და იგი ამ მხრივაც ხარვეზიანია; კერძოდ, ის
არ მოიცავს ნორმებს იმის შესახებ, თუ რა ოდენობის თანხა უნდა გადაირიცხოს ფონდში
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფონდში გადარიცხული თანხის რა ნაწილი უნდა
განაწილდეს პოლიტიკურ პარტიებზე და ამ თანხის რა ნაწილი უნდა მიიღოს თითოეულმა
პოლიტიკურმა პარტიამ (ეს საკითხები მოწესრიგებული იყო „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 2020 წლამდე მოქმედი 301 მუხლით).
შესაბამისად, ეს გარემოებაც მეტყველებს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების
მისაღებად
ცნობის
მიზანშეუწონლობაზე,
რადგან
თუ
საკანონმდებლო
წინადადება
წარდგენილია კანონპროექტის სახით, კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის შემთხვევაში არ აქვს
უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს (საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „თუ საკანონმდებლო
წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო
იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა
პარლამენტის ბიუროს.“).
ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტმა
არასამთავრობო
ორგანიზაციების:
„საქართველოს
პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის“ (დანიელ დავითაშვილი), „მწვანე
დედამიწის“
(ნუგზარ
მელაძე),
„ახალი
თაობა
დემოკრატიული
არჩევნების“
(გია
გარსევანიშვილი), „გლობალური კვლევების ცენტრის“ (ნანა დევდარიანი), „სამოქალაქო
საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ (ლადო ბოჟაძე), „დემოკრატიული
მართვის განვითარების ფონდის“ (გია მახარაძე), „ჯერ საქართველოს“ (ზვიად წამალაშვილი),
აგრეთვე გიორგი ჟორჟოლიანის, გოჩა ჯოჯუას, მამუკა გიორგაძის, თამაზ მეჭიაურის, აკაკი
ასათიანის და გოჩა თევდორაძე მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-1944/21; 19.02.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი