საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების პროცედურის შეცვლის საკითხი) (№1-1218/20; 17.12.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4809/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4809/21 19-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ავთანდილ კახნიაშვილს (მისამართი: ქ. თბილისი, ჭონქაძის ქ. N17 ტელეფონი: 577760476) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-1218/20; 17.12.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 12 აპრილის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-1218/20; 17.12.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-7 პუნქტში; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევი კონკურსი პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), რომლითაც განისაზღვრება კონკურსის პირობები და საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადა. ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადების ავტორი ამ საკითხს აკავშირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცედურასთან და უთითებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით აცხადებს. II. კომიტეტის შეფასება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს კონკურსის საფუძველზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმავე 208-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი, საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლი განსაზღვრავს ასევე ყველა იმ არსობრივ და პროცედურულ საკითხებს, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევად არის საჭირო, მათ შორის, საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენისა და განხილვის ვადებს, კანდიდატების წარდგენის პირობებს, მათ მიმართ დადგენილ მოთხოვნებს, საბჭოს წევრის არჩევის ვადებს და სხვა. შესაბამისად, ამ საკითხების პარლამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დამატებით, ცალკე განსაზღვრის აუცილებლობა არ არსებობს და კომიტეტი აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის პროცედურასთან მიმართებით კი გასათვალისწინებელია, რომ ეს პროცედურა თვისებრივად განსხვავდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის პროცედურისგან და, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, მათი ცალკეული ეტაპები ერთმანეთისგან განსხვავებულად წესრიგდებოდეს. ამგვარად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადება დაუსაბუთებელია, მისგან არ იკვეთება საკითხის სამართლებრივი პრობლემატიკა და მისით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა. შესაბამისად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-1218/20; 17.12.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი