საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი პროცედურის შეცვლის საკითხი) (№1-1217/20; 17.12.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4810/21
19-04-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ავთანდილ კახნიაშვილს
(მისამართი: ქ. თბილისი, ჭონქაძის ქ. N17
ტელეფონი: 577760476)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1217/20; 17.12.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 12 აპრილის
კომიტეტის
სხდომაზე
განიხილა
ავთანდილ
კახნიაშვილის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-1217/20; 17.12.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტში; კერძოდ,
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება უნდა გააჩნდეთ „საერთო სასამართლოების
შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციების
არა
მხოლოდ
კოლეგიურ
ხელმძღვანელ
ორგანოებს,
არამედ
ამ
ორგანიზაციების
ხელმძღვანელ პირებსაც, ამასთანავე, იმავე პუნქტით გათვალისწინებულ არასამეწარმეო
(არაკომერციულ)
იურიდიულ
პირებს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
წევრობის
კანდიდატების წარსადგენად საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ არ უნდა მოეთხოვებოდეთ
კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობითი
უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში
(საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ეს მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრობის კანდიდატის მიმართ უნდა არსებობდეს). გარდა ამისა, საკანონმდებლო
წინადადება
ერთ-ერთ
ალტერნატივად
იუსტიციის
უმაღლესი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საბჭოს
წევრობის
კანდიდატების
ღია
კონკურსის
წესით
შერჩევასაც
ითვალისწინებს,
მსგავსად
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის
პროცედურისა.
ყოველივე
ეს
კი,
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორის
აზრით,
განაპირობებს შესაძლებლობას, რომ სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი
საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინოს ნებისმიერმა
მსურველმა, რაც საგრძნობლად გააფართოებდა საბჭოს წევრობის კანდიდატთა წრეს.
II. კომიტეტის შეფასება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად,
საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრობის
კანდიდატები
შეირჩევიან
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების
მიერ
წარდგენილი
პირებისგან,
შესაბამისი
ორგანიზაციის
კოლეგიური
ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
საქმიანობის
ერთ-ერთი
სფერო
კონკურსის
გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი
უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინებით საბჭოს
კანდიდატის წარდგენის საკითხთან მიმართებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს,
რომ კანონის მოქმედი ნორმა უფრო მაღალ სტანდარტს გვთავაზობს, ვიდრე ამ საკითხის
ახლებურად მოწესრიგება არის შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადებით; კერძოდ,
კომიტეტს მართებულად მიაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა
წარდგენის უფლებას კანონი ანიჭებს აღნიშნული ორგანიზაციების კოლეგიურ ხელმძღვანელ
ორგანოებს და არა ერთპიროვნულად მათ ხელმძღვანელ პირებს, რადგან საბჭოს
კანდიდატის
შერჩევისა
და
წარდგენის
თაობაზე
გადაწყვეტილების
ორგანიზაციის
კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მიღება პროცესს უფრო მეტ გამჭვირვალობასა და
სანდოობას სძენს, ვიდრე ეს ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის მიერ საბჭოს კანდიდატის
ერთპიროვნულად შერჩევისა და წარდგენის შემთხვევაში იქნებოდა. შესაბამისად, კომიტეტი
ვერ გაიზიარებს აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებას.
საკანონმდებლო წინადადებით ასევე შემოთავაზებულია, რომ „საერთო სასამართლოების
შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ არასამეწარმეო
(არაკომერციულ)
იურიდიულ
პირებს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
წევრობის
კანდიდატების წარსადგენად საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ არ უნდა მოეთხოვებოდეთ
კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობითი
უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში;
საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ეს მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრობის კანდიდატის მიმართ უნდა არსებობდეს. ამ საკითხთან მიმართებით უნდა
აღინიშნოს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიმართ აღნიშნული
მოთხოვნის კანონის ნორმიდან ამოღებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის
კანდიდატის წარდგენის უფლება მიენიჭებოდა ნებისმიერ არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს, მათ შორის, ისეთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს,
რომელთა საქმიანობაც საერთოდ არ არის დაკავშირებული სასამართლოსთან, იურიდიულ ან
სხვა სათანადო სფეროსთან, რაც მიზანშეუწონელია. იმ შემთხვევაში კი, თუ აღნიშნული
მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის მიმართ იარსებებდა, ამით
საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესაძლო წრე არა გაფართოვდებოდა, არამედ, პირიქით,
შევიწროვდებოდა, რადგან საბჭოს წევრობის კანდიდატებს „საერთო სასამართლოების
შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან1
ერთად, დამატებით აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაც მოუწევდათ. ეს კი, თავის
მხრივ, სცილდება საკანონმდებლო წინადადებაში დასახელებულ მიზანს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესაძლო წრის გაფართოების შესახებ.
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის
პროცედურის მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების ღია
კონკურსის წესით შერჩევას ითვალისწინებს, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად მოქმედი წესი
უკვე უზრუნველყოფს საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესში საზოგადოების
ფართო
მონაწილეობის
შესაძლებლობას
და,
აქედან
გამომდინარე,
ამ
საკითხზე
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების მიღების
აუცილებლობა არ არსებობს; კერძოდ, ზემოთ როგორც აღინიშნა, მოქმედი კანონის თანახმად,
საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრობის
კანდიდატები
შეირჩევიან
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების
მიერ
წარდგენილი
პირებისგან,
ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების
შესაბამისი
საფუძველზე,2
ორგანიზაციის
კოლეგიური
რაც თავისთავად მიუთითებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესში საზოგადოების
ფართო მონაწილეობის შესაძლებლობაზე. ამრიგად, კომიტეტი ვერც ამ საკითხზე გაიზიარებს
საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებას.
ამგვარად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადება
დაუსაბუთებელია, მისგან არ იკვეთება საკითხის სამართლებრივი პრობლემატიკა და მისით
იხ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-6
პუნქტი: „საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად
შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით,
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც
სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი თანხმობა.“
2 იხ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5
პუნქტი.
1
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა. შესაბამისად,
კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტმა
ავთანდილ
კახნიაშვილის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-1217/20; 17.12.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი