საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის მირზა ყურაძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-1757/21; 16.02.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4815/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4815/21 19-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ასლი: N2 პენიტენციურ დაწესებულებას მირზა ყურაძესთვის გადასაცემად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე მირზა ყურაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1757; 16.02.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 29 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე მირზა ყურაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1757; 16.02.2021) I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ნებისმიერი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენაშენახვის დეკრიმინალიზაციას, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ახლებურად განსაზღვრას ითვალისწინებს. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს განმარტებით საქმეებზე - „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, „ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, „ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - საქართველოს პასუხისმგებლობის არსებობა კონსტიტუციას შეესაბამება ნარკოტიკული საშუალებების სისხლისსამართლებრივი იმ ოდებოთ შეძენა- შენახვისთვის, რაც არ გამორიცხავს მისი გასაღების მიზანს. გარდა ამისა, ნარკოტკული საშუალებების ოდენობების ახლებურად განსაზღვრა სპეციალურ ექსპერტულ ცოდნასა და შესაბამის დასაბუთებას მოითხოვს, რაც არ არის წარმოდგენილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საკანონმდებლო წინადადებით. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე მირზა ყურაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1757; 16.02.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი