საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ პოლიციის დეტექტივებისათვის შემაკავებელი ორდერის შედგენის უფლებამოსილების გაუქმების შესახებ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებულ (№1-1761/20; 30.12.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4817/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4817/21 19-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე პოლიციის დეტექტივებისათვის შემაკავებელი ორდერის შედგენის უფლებამოსილების გაუქმების შესახებ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების თაობაზე (N1-1761/20; 30.12.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 29 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პოლიციის დეტექტივებისათვის შემაკავებელი ორდერის შედგენის უფლებამოსილების გაუქმების შესახებ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების თაობაზე (N1-1761/20; 30.12.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ პოლიციის თანამშრომლებს ჩამოერთვათ შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლებამოსილება იმის გამო, რომ მათ კაშირი აქვთ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განამხორციელებელ პირებთან. II. კომიტეტის შეფასება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 11 და 12 პუნქტების თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლებამოსილების პოლიციის თანამშრომლისთვის მინიჭება ქალთა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, ასევე ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადებით არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები პოლიციის თანამშრომელსა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა კავშირი რატომ უნდა გახდეს საფუძველი პოლიციის თანამშორმლისთვის შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლებასმოსილების თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ჩამოსართმევად. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. საკანონმდებლო III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პოლიციის დეტექტივებისათვის შემაკავებელი ორდერის შედგენის უფლებამოსილების გაუქმების შესახებ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების თაობაზე (N1-1761/20; 30.12.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი