საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე კახა ყურაშვილის მიერ წარმოდგენილ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-1048/20; 15.12.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4818/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4818/21 19-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, კახა ყრუაშვილს (მისამართი: ქ. თბილისი, წავკისი, მეფე თეიმურაზ I ქუჩა, სახლი N2) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა კახა ყურაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-1048/20/10 15.12.2020) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 12 აპრილის კომიტეტის სხდომაზე განიხილა კახა ყურაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-1048/20/10 15.12.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას. კერძოდ, კანონიდან ხდება 9010 მუხლის ამოღება (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი). ასევე, კანონის 906 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რითაც ამ მუხლიდან ხდება „სააღსრულებლო სპეციალური წარმოებათა უფლების შესახებ“ მითითების ამოღება. გარდა ამისა, 906 ჩამორთმევის კანონით თაობაზე დადგენილი წესით დადგენილების აღსრულებაზე მუხლში ჩნდება მითითება იმის თაობაზე, რომ თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საურავის შესახებ დადგენილების აღსრულების მიმართ, გამოიყენება დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულების მიმართ დაწესებული ღონისძიებები. II. საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის შეფასება ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას 906 და 9010 მუხლებში. „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ წარმოდგენილი დასაბუთების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აღარ არსებობს მართვის უფლების „ჩამორთმევის“ ინსტიტუტი და ის ჩანაცვლებულია „შეჩერების“ ინსტიტუტით. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9010 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილება აღსრულებას, აღარ გააჩნია სამართლებრივი დატვირთვა და ის ამოღებულ უნდა იქნეს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9010 მუხლი ადგენს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების ზოგად წესს და მისი მოქმედების სფერო არ არის შემოფარგლული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გათვალისწინებული ღონისძიებებით. საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში შენარჩუნებულია მართვის უფლების ჩამორთმევის ინსტიტუტი. მაგალითისათვის, საქმიანობის უფლების (მათ შორის, მართვის უფლების) ჩამორთმევას, როგორც სასჯელის სახეს, ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესის არსებობას გააჩნია სამართლებრივი დატვირთვა. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, ასევე, ითვალისწინებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 906 მუხლში მითითების დამატებას იმის თაობაზე, რომ საურავის შესახებ დადგენილების აღსრულების მიმართ, გამოიყენება დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულების მიმართ დაწესებული ღონისძიებები. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედი რედაქცია უკვე ითვალისწინებს საურავის აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები განხორციელების წესს. კერძოდ, საურავის აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი წესებით. თავის მხრივ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი დეტალურად არეგულირებს ფულადი მოთხოვნის (მათ შორის საურავის) აღსრულების წესებს. შესაბამისად, არ არის ნათელი საურავის შესახებ დადგენილების აღსრულების მიმართ, დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულების მიმართ დაწესებული ღონისძიებების გამოყენების თაობაზე მითითების დამატების საჭიროება. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კახა ყურაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-1048/20/10 15.12.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი