საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „ფსიქოლოგიური ძალადობის“ კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით (№1-1764/21; 17.02.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4819/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4819/21 19-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ასლი: მოქალაქე ზურაბ ვანიშვილს პ/ნ 59001013409 მობილური: +995577529937 ელფოსტა: zvani777@gmail.com იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ფსიქოლოგიური ძალადობის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით (N1-1764/20; 30.12.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 29 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ფსიქოლოგიური ძალადობის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით (N1-1764/20; 30.12.2020) I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს ფსიქოლოგიური ძალადობა. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი 126-ე (ძალადობა), 1261 (ოჯახში ძალადობა) 150-ე (იძულება) და 151-ე (მუქარა) მუხლებით ისედაც დასჯადია პირის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ფსიქოლოგიური ძალადობის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით (N1-1764/20; 30.12.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი