საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა პენიტენციური დეპარტამენტის №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-1910/21; 19.02.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4820/21
19-04-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ასლი: N8 პენიტენციურ დაწესებულებას
ოთარ ლოლუასთვის გადასაცემად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N1-1910; 19.02.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 29 მარტის
კომიტეტის
სხდომაზე
განიხილა
მოქალაქე
ოთარ
ლოლუას
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“
ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N1-1910;
19.02.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება შევიდეს საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც შემოღებული იქნება საქართველოს
პრეზიდენტის
მიერ
შეწყალებული
მსჯავრდებულის
სისხლის
სამართლის
საქმის
გადასინჯვის მექანიზმი შეფარდებული სასჯელის დამატებითი შემსუბუქების მიზნით.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
310-ე-3141
მუხლებით
განსაზღვრულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი.
აღნიშნული წესი ემყარება ზოგად პრინციპს, რომლის თანახმად, განაჩენი გადაისინჯება მაშინ
თუ გადასასინჯი განაჩენის გამოტანის შემდეგ გამოვლინდა ფაქტი, რომელიც არ იყო
ცნობილი ამ განაჩენის გამოტანის დროს და აღნიშნული ფაქტი არსებითად ცვლის გამოტანილ
განაჩენს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტი არ
შეესაბამება განაჩენის გადასინჯვის აღნიშნულ ზოგად პრინციპს, შესაბამისად, იურიდიულ
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს
მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“
ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N1-1910;
19.02.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი