საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა №12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-2813/21; 09.03.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4822/21
19-04-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ასლი: N12 პენიტენციურ დაწესებულებას
პაატა ჭელიძესთვის გადასაცემად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2813; 09.03.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 29 მარტის
კომიტეტის
სხდომაზე
განიხილა
მოქალაქე
პაატა
ჭელიძის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2813; 09.03.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება შევიდეს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც ერთმანეთისგნა მკაფიოდ გაიმიჯნება ძარცვისა
და ყაჩაღობის დანაშაულები.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, ძარცვა არის სხვისი
მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხოლო
ამავე კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად, ყაჩაღობა არის თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის
მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების
მიზნით,
ჩადენილი
სიცოცხლისათვის
ან
ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები ერთმანეთისგან დანაშაულის ჩადენის დროს
გამოყენებული ხერხებით განსხვავდებიან. გარდა ამისა, თუ ყაჩაღობის ჩადენის დროს
დამნაშავე ისეთ იარაღს იყენებს, რომელსაც ობიექტურად არ შეეძლო დაზარალებულისთვის
ზიანი მიეყენებინა, თუმცა დაზარალებულს არწმუნებს რომ მისი სიცოცხლისა და
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ჯანმრთელობისთვის საშიშ იარაღს იყენებს, აღნიშნული ქმედებაც ასევე ყაჩაღობად
კვალიფიცირდება. საკანონმდებლო დონეზე ძარცვა და ყაჩაღობა ერთმანეთისგან მკაფიოდ
არის
გამიჯნული.
შესაბამისად,
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტი
საკანონმდებლო
წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2813; 09.03.2021).
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი