საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ლაშა ჯანიბეგაშვილის,ზურაბ ვანიშვილის და მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ დაზარალებულის მიერ ჩვენებისა და განმარტების დაზარალებულის სქესის გამომძიებლისთვის მიცემის თაობაზე (№1-2544/21; 04.03.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4824/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4824/21 19-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ასლი: მოქალაქე ზურაბ ვანიშვილს პ/ნ 59001013409 მობილური: +995577529937 ელფოსტა: zvani777@gmail.com იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქეების: ლაშა ჯანიბეგაშვილის,ზურაბ ვანიშვილის და მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე დაზარალებულის მიერ ჩვენებისა და განმარტების დაზარალებულის სქესის გამომძიებლისთვის მიცემის თაობაზე (N1-2544; 04.03.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 29 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქეების: ლაშა ჯანიბეგაშვილის,ზურაბ ვანიშვილის და მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე დაზარალებულის მიერ ჩვენებისა და განმარტების დაზარალებულის სქესის გამომძიებლისთვის მიცემის თაობაზე (N1-2544; 04.03.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება შევიდეს საქართველოს კანონმდელობაში, რომლითაც განისაზღვრება, რომ მოწმეთა უფლებების დაცვის მიზნით, მოწმე დაკითხული უნდა იქნეს იმ სქესის გამომძიებლის მიერ, რომელი სქესისაც არის მოწმე. II. კომიტეტის შეფასება სქესის ნიშნით განსაზღვრული გამომძიებლის მიერ საგამოძიებო მოქმდება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო მოქმედება ადამიანის პირად ცხოვრებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას იწვევს. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საგამოძიებო მოქმედება ითვალისწინებს გაშიშვლებას, შესამოწმებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპერტი და მხარე უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესამოწმებელი პირი, ასევე, თუ პირად ჩხრეკას თან სდევს გაშიშვლება, იგი უნდა ჩაატაროს იმავე სქესის გამომძიებელმა. დაკითხვა არ წარმოადგენს ისეთი ტიპის საგამოძიებო მოქმედებას, რომელიც ადამიანის პირად ცხოვრებაში ასეთივე ინტენსივობით ერევა. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქეების: ლაშა ჯანიბეგაშვილის,ზურაბ ვანიშვილის და მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე დაზარალებულის მიერ ჩვენებისა და განმარტების დაზარალებულის სქესის გამომძიებლისთვის მიცემის თაობაზე (N1-2544; 04.03.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი