საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ (ჯონდი ბაღათურია) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-14494/20; 19.10.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4827/21
19-04-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ თავმჯდომარეს,
ბატონ ჯონდი ბაღათურიას
მისამართი: ქ. თბილისი, ვ. გაბაშვილის N1
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ (ჯონდი ბაღათურია) მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14494; 19.10.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 29 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ (ჯონდი
ბაღათურია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-14494; 19.10.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში, რომლითაც აღდგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
307-ე მუხლი (სახელმწიფოს ღალატი).
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან 307-ე მუხლი (სახელმწიფოს ღალატი)
ამოღებული იქნა 2007 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად.
კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში აღდგეს 307-ე მუხლი (სახელმწიფოს ღალატი), თუმცა, ვინაიდან 2007 წლიდან
დღემდე საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობამ სისტემური ცვლილებები
განიციდა, აღნიშნული მუხლის აღდგენა საკითხის სისტემურ გაანალიზებას საჭიროებს.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
შესაბამისად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას მიზანშეწონილად
მიიჩნევს. თუმცა, ამავდროულად, კომიტეტი თვლის, რომ მიზანშეწონილია, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლის აღდგენის შემთხვევაში ეს საკანონმდებლო
ცვლილება
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტის
2021
წლის
სამოქმედო
გეგმით1
გათვალისწინებულ სისხლის სამართლის კოდექსის საფუძვლიანი გადასინჯვის ფარგლებში
განხორციელდეს.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ (ჯონდი
ბაღათურია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-14494; 19.10.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო მიღებულად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
1 იხ. http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/iuridiul-sakitxta-komiteti-
146/komitetis-saqmianoba-iuridiuli/komitetis-samoqmedo-gegma.htm