საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების დავით ათანაშვილისა და ლევან ხელხელაურის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-8318/20; 24.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4828/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4828/21 19-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, დავით ათანაშვილს მისამართი: ქ. თბილისი, ძმები ორბელების ქ. ბინა N98ა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქეების დავით ათანაშვილისა და ლევან ხელხელაურის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8318; 24.06.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 12 აპრილის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქეების დავით ათანაშვილისა და ლევან ხელხელაურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8318; 24.06.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, ცვლილება შევიდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1721 მუხლში და დაზუსტდეს, რომ დანაშაულს განეკუთვნება შვილად აყვანის მიზნით თუნდაც ერთი ფეხმძიმე ქალის წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1721 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა. კომიტეტის მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია, დაზუსტდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1721 მუხლის პირველი ნაწილი და ნათლად განისაზღვროს, რომ დანაშაულს არა მხოლოდ ორი ან ორზე მეტი ფეხმძიმე ქალის წინასწარი შერჩევა და თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა განეკუთვნება, არამედ დანაშაულია ამ ქმედების ერთი ფეხმძიმე ქალის მიმართ ჩადენაც. შესაბამისად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას მიზანშეწონილად მიიჩნევს. თუმცა, ამავდროულად, კომიტეტი თვლის, რომ მიზანშეწონილია, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმით1 გათვალისწინებულ სისხლის სამართლის კოდექსის საფუძვლიანი გადასინჯვის ფარგლებში განხორციელდეს. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქეების დავით ათანაშვილისა და ლევან ხელხელაურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8318; 24.06.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო მიღებულად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 1 იხ. http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/iuridiul-sakitxta-komiteti- 146/komitetis-saqmianoba-iuridiuli/komitetis-samoqmedo-gegma.htm