საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-4841/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-04-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 26

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 2021 წლის 19 აპრილი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N26 2021 წლის 19 აპრილი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის თავმჯდომარე: გურამ მაჭარაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილის უფლებამონაცვლე ვიქტორ სანიკიძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. სხდომის მდივანი: ქეთევან ფუტკარაძე - უფროსი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტში დღეისათვის არსებული 16 კომიტეტიდან 8 კომიტეტში შემცირდა წევრთა რაოდენობა (2 წევრით), მხოლოდ ერთ - კულტურის კომიტეტში გაიზარდა რაოდენობა (1 წევრით), ხოლო 7 კომიტეტში წევრთა რაოდენობა არ შეცვლილა. 1. აგრარულ საკითხთა კომიტეტი – 13 წევრი; 2. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – 11 წევრი; 3. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი – 15 წევრი; 4. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – 15 წევრი; 5. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – 15 წევრი; 6. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – 15 წევრი; 7. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – 15 წევრი; 8. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – 17 წევრი; 9. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – 15 წევრი; 10. კულტური კომიტეტი - 11 წევრი; 11. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – 17 წევრი; 12. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – 15 წევრი; 13. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – 11 წევრი; 14. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – 11 წევრი; 15. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – 13 წევრი; 16. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – 13 წევრი. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა შემდეგი სახით: 17 წევრიან კომიტეტებში: ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 10 წევრი; უფრაქციო პარლამენტის წევრები - 7 წევრი; 15 წევრიან კომიტეტებში: ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 9 წევრი; უფრაქციო პარლამენტის წევრები - 6 წევრი; 13 წევრიან კომიტეტებში: ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 8 წევრი; უფრაქციო პარლამენტის წევრები - 5 წევრი; 11 წევრიან კომიტეტში (კულტურის კომიტეტი): ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 7 წევრი; უფრაქციო პარლამენტის წევრები - 4 წევრი. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. გურამ მაჭარაშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქეთევან ფუტკარაძე სხდომის მდივანი