საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „დამსაქმებელთა ქარტიის“ შესახებ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებული (საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილება) (№1-1415/20; 22.12.2020) საკანონმდებლო წინადადების შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-5000/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-26
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-5000/21 22-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 22 აპრილის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დამსაქმებელთა ქარტიის“ შესახებ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით (საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილება) (№1-1415/20; 22.12.2020), რომელშიც იგი ითხოვს შრომის კოდექსში შემდეგი შინაარსის ნორმის დამატებას: „საერთო სასამართლოების მოთხოვნები დამსაქმებლების მიმართ (რომლებიც, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები მოგებაზე ორიენტირებულნი არიან როგორც წესი და თავიანთ ფინანსურ მიზნებს ემსახურებიან) არ უნდა იყოს გადამეტებულად მკაცრი, არაგონივრული და არაადეკვატური“. კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზის გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინდადების მიხედვით: „სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.“. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.“. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.“. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული ნორმა არ აწესებს დამატებითი დაცვის გარანტიებს დამსაქმებლისთვის და ზემოთ ჩამოთვლილი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობს მისი კანონმდებლობაში ასახვის საჭიროება. კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge