საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშის (№1-4067/21; 01.04.2021) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-4980/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-26
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-4980/21 21-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 01 აპრილის № 41/10 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (№1-4067/21; 01.04.2021) და მისი განხილვის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 06 მაისამდე. აღნიშნული ანგარიშის განსახილველად მომზადებისთვის აუცილებელია როგორც თავად ანგარიშის, ასევე მასში ასახული რეკომენდაციების ადრესატი უწყებების პოზიციების შესწავლა და სიღრმისეული ანალიზი. დღეის მდგომარეობით, ანგარიშთან დაკავშირებული მოსაზრებები 6 სახელმწიფო უწყებას არ წარმოუდგენია, ხოლო დიდი ნაწილი მოსაზრებებისა წარმოდგენილია მიმდინარე კვირაში. იმის გათვალისწინებით, რომ დასამუშავებელია დიდი მოცულობის მასალა, ხოლო ანგარიშის განხილვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილ პერიოდში სჭარბობს დასვენების დღეები, დადგენილ ვადაში საკითხის სრულყოფილად მომზადება და მისი განხილვა ობიექტურად ვერ მოხერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით ანგარიშის განხილვის ვადის 06 მაისიდან 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მითითებული