„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი
ნომერი
#07-3/45/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-26
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 166-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობა 1. წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება.“. 2. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 173. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამჟამად მოქმედი 166-ე მუხლის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა იწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე კოდექსის ამჟამად მოქმედი 173-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) იწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაწესებული ზემოაღნიშნული სახდელების მიუხედავად, მზარდია 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევები. კერძოდ, 2018 წელს 166-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის 4452 შემთხვევა გამოვლინდა, 2019 წელს კი 5175. რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, 2018 წელს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 4761 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2019 წელს 5801. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2020 წელსაც. კერძოდ, 2020 წელს 166-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის 3452 შემთხვევა იქნა გამოვლენილი; 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კი - 4201.1 ზემოაღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენის მაჩვენებელი მაღალია იმის 1 2018-2020 წლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ სტატისტიკური მონაცემები იხ: https://info.police.ge/page?id=185&parent_id=179, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. გათვალისწინებით, რომ COVID-19-ის მასობრივად გავრცელების გამო, 2020 წელს მოქალაქეთა საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნა შემცირებული იყო. ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიდან ნათელია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ამჟამად მოქმედი სახდელის ზომა ვერ უზრუნველყოფს ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას. აღნიშნული სამართალდარღვევები ხელყოფენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მმართველობის წესს. აღნიშნული სამართალდარღვევები თავიანთი ხასიათითა და ბუნებით მომეტებული საშიშროების შემცველ სამართალდარღვევებს წარმოადგენენ, შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა შექმნას უფრო ეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ამ სამართალდარღვევების ჩადენის პრევენციას მოახდენს. აღნიშნული სამართალდარღვევების მომეტებულ საშიშროებაზე ის გარემოებაც მიუთითებს, რომ ამჟამად მოქმედი 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად, ამ სამართალდარღვევების ჩადენისთვის სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობაა დაწესებული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე კი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“: „ [...] სახდელის სახით თავისუფლების აღკვეთის გათვალისწინება, თავისთავად მიუთითებს სამართალდარღვევის სიმძიმეზე. ამდენად, სახდელის პროპორციულობის პრეზუმფციის პირობებში, ქმედება, რომლისთვისაც პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, მძიმე სამართალდარღვევას წარმოადგენს.“.2 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები მძიმე სამართალდარღვევებს წარმოადგენენ და ამჟამად მოქმედი სახდელების ზომები ვერ უზრუნველყოფენ ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას, მიზანშეწონილია, ამ სამართალდარღვევების სიმძიმის გათვალისწინებით პროპორციული სახდელების ზომები იქნეს დადგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამჟამად მოქმედი 166-ე და 173-ე მუხლები მხოლოდ ერთი ნაწილისგან შედგება. შესაბამისად, ამჟამად ერთნაირი ზომის სახდელებია გათვალისწინებული იმ პირისთვის, ვინც ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ერთხელ ჩაიდინა და იმ პირისთვის, ვინც აღნიშნულ სამართალდარღვევებს სისტემატურად, არაერთხელ სჩადის. ვინაიდან ამ სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენა დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს და ამ 2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება N2/7/779 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (II-35) იხ: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1134, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. სამართალდარღვევების განმეორებით ჩამდენი პირი უფრო მეტ საფრთხეს ქმნის საზოგადოებრივი წესრიგისა და მმართველობის დადგენილი წესის დარღვევის თვალსაზრისით, ვიდრე ის პირი, ვინც აღნიშნულ სამართალდარღვევებს ერთხელ სჩადის, მიზანშეწონილია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს დაემატოს მე-2 ნაწილი, რომელიც ამ სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენისთვის პროპორციულ სახდელის ზომებს გაითვალისწინებს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით ამ თვალსაზრისითაც პროპორციული მიდგომა იქნება უზრუნველყოფილი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც აღნიშნული სამართალდარღვევები დამამძიმებელ გარემოებებში და დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის პირობებშია ჩადენილი. ანალოგიური მიდგომაა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამჟამად მოქმედი 116-ე მუხლის მე-9 ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის), 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის), 150-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება), 1552 მუხლით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა), 1661 მუხლით (სექსუალური შევიწროება), 17415 მუხლით (საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენება), 1811 მუხლით (ცივი იარაღის ტარება) გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის მიმართ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისთვის კანონპროექტით განსაზღვრული სახდელების ზომები სრულად შეესაბამება პასუხისმგებლობის პროპორციულობასთან დაკავშირებით საქართველოს 3 საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: 3 პასუხისმგებლობის პროპორციულობასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/10/703 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“, (II-30), იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3832305?publication=0, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. ვინაიდან წვრილმანი ხულიგნობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების სამართალდარღვევები კანონით, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის განსაზღვრული, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების მძიმე ხასიათის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილ იქნება პროპორციული მიდგომა ამ სამართალდარღვევების ჩადენის მიმართ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ახალი რედაქციით ყალიბდება ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ზემოხსენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სიმძიმიდან გამომდინარე, პროპორციული პასუხისმგებლობის დროულად დადგენის საჭიროების გამო მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. შესაბამისი უწყებები (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო) კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას განახორციელებენ მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენისთვის იცვლება ჯარიმის ოდენობა, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გაზრდის მიმართულებით. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია წინა წლებში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის რაოდენობა. კერძოდ, 2018 წელს 166-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის 4452 შემთხვევა გამოვლინდა, 2019 წელს კი 5175. რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, 2018 წელს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 4761 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2019 წელს - 5801. 2020 წელს 166-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის 3452 შემთხვევა იქნა გამოვლენილი, 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კი - 4201. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ ვინაიდან კანონპროექტით შესაბამისი სამართალდარღვევების ჩადენისთვის პროპორციული სახდელის ზომები დგინდება, აღნიშნულმა შესაძლოა ამ სამართალდარღვევების ჩადენის შემცირება გამოიწვიოს. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევების რაოდენობასა და მოსამართლის მიერ განსაზღვრული ჯარიმების ოდენობაზე. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მოსამართლე გაითვალისწინებს სამართალდამრღვევის პიროვნებას, დარღვევის ხასიათსა და საშიშროების ხარისხს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ვინაიდან კანონპროექტის მიხედვით იცვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის დაწესებული ადმინისტრაციული პატიმრობის მინიმალური ვადა, აღნიშნულმა შესაძლოა პირის შესაბამის დაწესებულებაში ყოფნასთან დაკავშირებული დამატებითი ფინანსური სახსრების გაღება გამოიწვიოს. კანონპროექტის მიღების შედეგად გამოწვეულ ხარჯებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში დაფარავენ. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია წინა წლებში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის რაოდენობა (სტატისტიკური მონაცემები იხ: „ბ.ბ“ ქვეპუნქტში). სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ ვინაიდან კანონპროექტით შესაბამისი სამართალდარღვევების ჩადენისთვის პროპორციული სახდელის ზომები დგინდება, აღნიშნულმა შესაძლოა ამ სამართალდარღვევების ჩადენის შემცირება გამოიწვიოს. ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევების რაოდენობასა და მოსამართლის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული პატიმრობის ხანგრძლივობაზე. ადმინისტრაციული პატიმრობის ხანგრძლივობის განსაზღვრისას მოსამართლე გაითვალისწინებს სამართალდამრღვევის პიროვნებას, დარღვევის ხასიათსა და საშიშროების ხარისხს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს ჩაიდენენ; კერძოდ, 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირი დაჯარიმდება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ხოლო 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით. ამასთანავე, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მოსამართლე გაითვალისწინებს სამართალდამრღვევის პიროვნებას, დარღვევის ხასიათსა და საშიშროების ხარისხს (სტატისტიკური მონაცემები იხ: „ბ.ბ“ ქვეპუნქტში). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განსაზღვრული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულია ამ სამართალდარღვევების სიმძიმე და მათი ჩადენის შემთხვევათა მზარდი მაჩვენებელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაწესებულია ჯარიმა 30 000 ევრომდე ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე.4 დიდ ბრიტანეთში პოლიციელის შეურაცხყოფა ან პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დადგენილია ჯარიმა 5000 ფუნტამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 თვემდე.5 4 გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი იხ: https://www.gesetze-im-internet.de/stgb/, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. 5 დიდი ბრიტანეთის „პოლიციის შესახებ აქტის“ 89-ე მუხლი იხ: https://www.legislation.gov.uk/ukpga/1996/16/section/89, ასევე იხ: „ჯარიმების შკალის განსაზღვრის კანადის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.6 კალიფორნიის შტატში პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1000 დოლარამდე ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით;7 ჯორჯიის შტატში ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან 5 წლამდე ვადით;8 ლუიზიანაში კი თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით;9 მერილენდში - ჯარიმა 5000 დოლარამდე ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 3 წლამდე;10 მისისიპიში - თავისუფლების აღკვეთა 6 თვემდე ვადით;11 მონტანაში - ასევე თავისუფლების აღკვეთა 6 თვემდე ვადით;12 როდ აილენდში თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით;13 ვერმონტში თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით.14 შესახებ აქტი“ https://www.legislation.gov.uk/ukpga/1982/48/part/III/crossheading/introduction-ofstandard-scale-of-fines, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. 6 კანადის სისხლის სამართლის კოდექსის 2701 მუხლი იხ: https://laws-lois.justice.gc.ca/eng/acts/C46/section-270.html, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. 7 კალიფორნიის შტატში პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ იხ: https://leginfo.legislature.ca.gov/faces/codes_displaySection.xhtml?lawCode=PEN&sectionNum=148, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. 8 ჯორჯიის შტატში პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ან პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ იხ: https://law.justia.com/codes/georgia/2010/title-16/chapter-10/article-2/16-10-24, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. 9 ლუიზიანაში პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ იხ: https://law.justia.com/codes/louisiana/2006/146/78264.html, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. 10 მერილენდში პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ იხ: https://law.justia.com/codes/maryland/2010/criminal-law/title-9/subtitle4/9-408, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. 11 მისისიპიში პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ იხ: https://law.justia.com/codes/mississippi/2010/title-97/9/97-9-73, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. 12 მონტანაში პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ იხ: https://codes.findlaw.com/mt/title-45-crimes/mt-code-ann-sect-45-7302.html#sthash.JD1uvK7l.dpuf, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. 13 როდ აილენდში პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ იხ: https://law.justia.com/codes/rhode-island/2005/title12/12-7-10.html, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. 14 ვერმონტში პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ იხ: https://law.justia.com/codes/vermont/2012/title13/chapter67/section3017, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. წვრილმანი ხულიგნობის მსგავსი სამართალდარღვევის დასჯადობა გათვალისწინებულია გერმანიის „სამართალდარღვევათა შესახებ“ კანონის (Gesetz über Ordnungswidrigkeiten (OWiG) 15 118-ე მუხლით. აღნიშნული მუხლით დასჯადია შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც იწვევს საზოგადოების შეშფოთებას ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. აღნიშნული ქმედების ჩამდენ პირს ეფარდება ჯარიმა 1 000 ევრომდე ოდენობით. დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით წვრილმანი ხულიგნობა ექცევა 1986 წლის „საზოგადოებრივი წესრიგის აქტის” (Public Order Act) მე-5 მუხლის რეგულირების სფეროში, რომლის თანახმად სამართალდამრღვევი ჯარიმდება 1000 ფუნტამდე ოდენობით.16 ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამეტის წევრი ანრი ოხანაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი. 15 გერმანიის „წესრიგის დარღვევის შესახებ“ კანონი იხ: https://www.gesetze-iminternet.de/owig_1968/BJNR004810968.html#BJNR004810968BJNG000321309, ბოლოს ნანახია: 19.04.2021. 16 დიდი ბრიტანეთის „საზოგადოებრივი წესრიგის აქტი” იხ: https://www.legislation.gov.uk/ukpga/1986/64, ასევე იხილეთ „ჯარიმების შკალის განსაზღვრის შესახებ აქტი“ https://www.legislation.gov.uk/ukpga/1982/48/part/III/crossheading/introduction-ofstandard-scale-of-fines, ბოლოს ნანახია: 19.04.2021.