საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქეების: სამირა ბაირამოვას, ქიამნარ აფანდიევის, არიზ დაშდამიროვის, აიშან გიზბასოვას, საქინა რუსთამოვას, არზუ ბაირამოვას, ზაქირ აივაზოვის და ზაურ ხალილოვის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-2999/21; 12.03.2021) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-5157/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-28
ბიუროს ნომერი 50

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-5157/21 27-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 15 მარტის №34/8 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს მოქალაქეების: სამირა ბაირამოვას, ქიამნარ აფანდიევის, არიზ დაშდამიროვის, აიშან გიზბასოვას, საქინა რუსთამოვას, არზუ ბაირამოვას, ზაქირ აივაზოვის და ზაურ ხალილოვის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს შრომის კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-2999/21; 12.03.2021) აღნიშნული საკითხის განხილვის ვადა იწურება 2021 წლის 27 აპრილს. იმის გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო წინადადებაში დასმული საკითხი ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას, კომიტეტმა მნიშვნელოვნად მიიჩნია მისი მოსაზრებების გაცნობა და შესაბამისი კითხვა გაუგზავნა საქართველოს მთავრობას. დღეის მდგომარეობით, საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებული მოსაზრებები საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია, რის გამოც, დადგენილ ვადაში საკითხის განსახილველად სრულყოფილად მომზადება ვერ მოხერხდა. იმავდროულად, კომიტეტი სწავლობს საერთაშორისო პრაქტიკას საკანონმდებლო წინადადებაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, რაც საჭიროებს დამატებით დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge