გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2021 წლის 26 აპრილის სხდომის გადაწყვეტილება - „ქალების მონაწილეობა ჩრდილოვან ეკონომიკაში და COVID-19-ის გავლენა მათზე“ - თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე (ჯგუფის შემადგენლობა: ხატია წილოსანი, რამინა ბერაძე, მარიამ ლაშხი. ჯგუფის მთავარი მომხსენებელი ხატია წილოსანი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-28
ბიუროს ნომერი 50
📜 ტექსტი
წერილი
2-5195/21
27-04-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4
პუნქტების შესაბამისად, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 26 აპრილს გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება
თემატური მოკვლევის „ქალების მონაწილეობა ჩრდილოვან ეკონომიკაში და COVID-19-ის
გავლენა მათზე“ დაწყების შესახებ. საკითხის შემსწავლელი თემატური მოკვლევის
ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ საბჭოს წევრები: ხატია წილოსანი, რამინა ბერაძე და
მარიამ ლაშხი. ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა ხატია წილოსანი.
პატივისცემით,
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს თავმჯდომარე
ნინო წილოსანი