„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-13
ბიუროს ნომერი 53
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში’’ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018,
სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 119-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შენიშვნა შემდეგი
რედაქციით:
„შენიშვნა: საეტაპო ოქმის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ინდივიდუალურ
საცხოვრებელ სახლებზე.“.
2. 120-ე მუხლს დაემატოს მე-4 ნაწილი:
„4. II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში
მშენებლობის
ნებართვის
მფლობელი
უფლებამოსილია,
ხოლო
III-IV
კლასის
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში მშენებლობის
ნებართვების მფლობელი ვალდებულია შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის
ვარგისად აღიარებისთვის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს აკრედიტებული
ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის შეფასება განხორციელებული
სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის თაობაზე. თუ II კლასის
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესში მშენებლობის ნებართვის
მფლობელი არ ნიშნავს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს, ის თვითონ არის
პასუხისმგებელი II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში
მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს შეფასება
განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის
თაობაზე.“.
3. 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის
ან/და III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის − 20 000
ლარით.“.
4. 1412 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევს 2021 წლის 1 იანვრამდე დაეკისრა
პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 130-ე−132-ე მუხლებით და პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო
სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა მის მიერ საზოგადოებრივ ტერიტორიაზე
ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის
შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებით, მაგრამ 2021 წლის 1
იანვრისათვის ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს
გადახდილი, იგი თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი
ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო თუ სამშენებლო სამართალდამრღვევს 2021
წლის 1 იანვრისათვის ჩადენილი აქვს სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის ან სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის,
იგი თავისუფლდება ამ კოდექსის 130-ე−132-ე მუხლებით და პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული
ჯარიმის/საურავის გადახდის ვალდებულებისაგან.“.
5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 1413 და 1414 მუხლები:
ა) ,,მუხლი 1413. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას საეტაპო
ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისათვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლება
1. ის სამართალდარმღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა
პასუხისმგებლობა მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსათვის
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას საეტაპო ოქმის წარმოუდგენლობის
გამო და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არ აქვს
გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის
ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან. პასუხისმგებლობისგან
თავისუფლდება ასევე ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის
შესაბამისი ორგანოსთვის არ წარუდგენია ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას საეტაპო ოქმი და მის მიმართ არ არის დაწყებული
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის
საქმის წარმოება დაწყებულია და არ არის მიღებული დადგენილება.
2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო:
ა) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე
დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამშენებლო
საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ ნაწილის
ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი
აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის ან/და საურავის
დაკისრების შესახებ;
ბ) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების
მომენტისათვის ჩადენილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო
სამართალდარღვევა და მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
დაწყებული არ არის, არ დაიწყებს შესაბამისი საქმის წარმოებას, ხოლო თუ სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის,
იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების
შეწყვეტის შესახებ.
ბ) „მუხლი 1414. შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით
წარუდგენლობისათვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დროებითი წესი
1. შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით
წარუდგენლობისთვის სამართალდამრღვევ სუბიექტს არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე
მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა 2022 წლის 1 იანვრამდე.
2. ის სამართალდარმღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა
პასუხისმგებლობა მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსათვის
შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის
და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არ აქვს გადახდილი ან
გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი
გადაუხდელი
ნაწილის
გადახდის
ვალდებულებისაგან.
პასუხისმგებლობისგან
თავისუფლდება ასევე ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის არ წარუდგენია შენობა-ნაგებობების
მშენებლობისას საეტაპო ოქმი და მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
დაწყებულია და არ არის მიღებული დადგენილება.
3. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო:
ა) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე
დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამშენებლო
საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ ნაწილის
ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი
აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას დაჯარიმების შესახებ ან/და
დამრღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ;
ბ) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების
მომენტისათვის ჩადენილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო
სამართალდარღვევა და მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
დაწყებული არ არის, არ დაიწყებს შესაბამისი საქმის წარმოებას, ხოლო თუ სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის,
იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების
შეწყვეტის შესახებ.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
1. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია რამდენიმე გარემოებით, მათ შორის, წინამდებარე
კოდექსის გამოყენების პროცესში ცალკეული რეგულირებების დახვეწის აუცილებლობით.
ცვლილებათა შემუშავების მიზეზია კოდექსით გათვალისწინებული დებულებების
აღსრულების ხელშეწყობა, საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში საჯარო კონტროლის განხორციელების
პროცესის გაუმჯობესება და ეფექტიანობის გაზრდა.
გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული
და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით’’ განსაზღვრულია შენობა-ნაგებობებისთვის, მათ შორის,
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის, სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის
განხორციელების შედეგად შედგენილი მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების
თაობაზე შედგენილი საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც
წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას. ამ შემთხვევაში, საქმისწარმოება იწყება
შემოწმების აქტის შედგენით და სამართალდამრღვევი ჯარიმდება შესაბამისი კლასის შენობანაგებობისთვის დადგენილი საჯარიმო სანქციით.
ასევე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის’’ 132-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, II კლასის ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლის მშენებლობის (მათ შორის, რეკონსტრუქციის) განხორციელებისას
სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის
განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმის წარმოების დაწყებამდე დამრღვევს განუსაზღვრავს 45-დღიან ვადას საპროექტო
დოკუმენტაციაში
სათანადო
ცვლილების
შესატანად
ან
სამართალდარღვევის
გამოსასწორებლად. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ამ ვადის 3 თვემდე გაგრძელების
შესაძლებლობასაც. შესაბამისად, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, ასევე
კონსტრუქციული პროექტის და სხვა საპროექტო დოკუმენტაციის დარღვევით ნაწარმოები
მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრების გარეშე აქვს
შესაძლებლობა გამოასწოროს არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევები, კერძოდ: მოიყვანოს
ობიექტი პროექტთან შესაბამისობაში ან/და შეათანხმოს დაკორექტირებული პროექტი და აიღოს
ახალი მშენებლობის ნებართვა.
ერთი მხრივ, შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესის, ასევე მისი მდგრადობის მიმართ
არსებობს უფრო მაღალი ინტერესი, რაც გამოწვეულია შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების,
კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი
ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით და რაც პირდაპირ უკავშირდება
ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და გარემოს. პრობლემას კი წარმოადგენს
ის, რომ პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის შემთხვევაში, რომლის მიმართაც,
როგორც უკვე აღინიშნა, არსებობს უფრო მაღალი ინტერესი, კანონმდებელი მშენებლობის
ნებართვის მფლობელს პირდაპირ სანქციას არ აკისრებს, მაშინ, როცა საეტაპო ოქმების
წარდგენის ვალდებულების დარღვევისთვის პირდაპირ გათვალისწინებულია საჯარიმო
სანქციის ზომა, რაც არაპროპორციულად უნდა მივიჩნიოთ ინდივიდუალური საცხოვრებელი
სახლების მშენებლობის შემთხვევაში. წინამდებარე კანონპროექტი კი მიზნად ისახავს
შემოთავაზებული რეგულირებით ამ პრობლემის მოგვარებას.
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ფუნქციური დანიშნულება, მათი
მშენებლობის კლასის მიუხედავად, განსხვავდება სხვა ტიპის ობიექტების (შენობა-ნაგებობის)
სარგებლობის მიზნებისგან და განკუთვნილია პირადი სარგებლობის საცხოვრებელი სივრცის
შექმნისათვის.
2. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია
(131-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის
საშუალებას იძლევა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე III და IV კლასის შენობანაგებობის უნებართვოდ რეკონსტრუქციის შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმების
კუთხით. კერძოდ, ამ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციით, ასეთი ქმედება (კერძო საკუთრებაში
არსებულ უძრავ ქონებაზე III და IV კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვოდ რეკონსტრუქცია)
შეიძლება ჩაითვალოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად ან შეიძლება არ
ჩაითვალოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად. აქედან გამომდინარე,
წინამდებარე კანონპროექტი ამ მხრივაც ითვალისწინებს ცვლილებებს დასახელებული
პრობლემის აღმოსაფხვრელად.
3. გარდა ამ ცვლილებებისა: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში 2021 წლის იანვარში განხორციელებული ცვლილებით
კოდექსს დაემატა
1412 მუხლი - სამშენებლო სამართალდამრღვევის საზოგადოებრივ
ტერიტორიაზე ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის
მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებისათვის დაკისრებული
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. ამ მუხლის მიხედვით: თუ სამშენებლო
სამართალდამრღვევს 2021 წლის 1 იანვრამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე−132-ე
მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რაც
გამოიხატა მის მიერ საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე
დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის
ნებართვის გარეშე განთავსებით, მაგრამ 2021 წლის 1 იანვრისათვის ჯარიმის/საურავის თანხა
გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, იგი თავისუფლდება ჯარიმის/საურავის
თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო თუ
სამშენებლო სამართალდამრღვევს 2021 წლის 1 იანვრისათვის ჩადენილი აქვს სამშენებლო
სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
დაწყებული არ არის ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ
დადგენილება მიღებული არ არის, იგი თავისუფლდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე−132-ე მუხლებით
გათვალისწინებული ჯარიმის/საურავის გადახდის ვალდებულებისაგან.
ანუ ამ ცვლილებით შეღავათი დადგინდა მხოლოდ საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე−132-ე მუხლებით
გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის. თუმცა, ფაქტობრივი
მდგომარეობით, მსგავსი შინაარსის სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის ზომები
დაკისრებულია ასევე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43ე და 44-ე მუხლებით. ანუ, რადგან საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედებდა პროდუქტის უსაფრთხოებისა
და
თავისუფალი
მიმოქცევის
კოდექსი,
ცხადია,
შესაბამისი
დარღვევეისათვის
პასუხიმგებლობის ზომები განისაზღვრებოდა სწორედ ამ კოდექსით.
ამდენად, რადგან საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში 2021 წლის იანვარში განხორციელებული ცვლილების
მიზანი იყო სწორედ ის, რომ შეღავათი დადგენილლიყო 2021 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი
შესაბამისი ქმედებებისათვის, მიზანშეწონილია დაზუსტდეს და მიეთითოს ასევე პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე და 44-ე მუხლებით
გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, რათა მოხდეს კანონის მიზნის სრულფასოვნად
აღსრულება და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოებს მიეცეთ საშუალება
პასუხიმგებლობისაგან გაათავისუფლონ, მათ შორის, ასევე პირები პროდუქტის უსაფრთხოებისა
და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი
სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის.
4. გარდა ამისა, პროექტის ერთი ნაწილის ცვლილება განპირობებულია საეტაპო ოქმის
დადგენილი წესით წარდგენის პროცედურის დახვეწისა და შესაბამისი პრაქტიკის
შემუშავებისათვის. ცვლილებათა შემუშავების მიზეზია კოდექსით გათვალისწინებული
დებულებების აღსრულების ხელშეწყობა, საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
ზედამხედველობის სფეროში საჯარო
კონტროლის განხორციელების პროცესის გაუმჯობესება და ეფექტიანობის გაზრდა.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსი“-თ
განსაზღვრულია
შენობა-ნაგებობებისთვის
სამშენებლო
ტექნიკური
ზედამხედველობის განხორციელების შედეგად შედგენილი მშენებლობის ცალკეული ეტაპების
დამთავრების თაობაზე შედგენილი საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება, რომლის
შეუსრულებლობაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას. ამ შემთხვევაში,
საქმისწარმოება იწყება შემოწმების აქტის შედგენით და სამართალდამრღვევი ჯარიმდება
შესაბამისი კლასის შენობა-ნაგებობისთვის დადგენილი საჯარიმო სანქციით.
დღეის მდგომარეობით, მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის პრობლემური და
ბუნდოვანია საეტაპო ოქმების დადგენილი წესით წარდგენის პროცედურა, ვინაიდან
აღნიშნული არის სიახლე სამშენებლო სფეროში. აღნიშნული საკითხის პრობლემურობას
მიუთითებს ისიც, რომ არსებული მდგომარეობით სუბიექტების, რომლებისთვისაც
დადგენილია საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი ეტაპის
დასრულება და ოქმის წარდგენა, უმეტესობას წარდგენილი არ აქვს ან დარღვევით აქვს
წარდგენილი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა,
საჯარო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწაროების იწყებს
პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენით და სამართალდამრღვევი ჯარიმდება შესაბამისი კლასის
შენობა-ნაგებობისთვის დადგენილი საჯარიმო სანქციით. პანდემიისა პარარელურად, კი
საეტაპო ოქმის წარუდგენლობისთვის ჯარიმის დაკისრება, კერძო სექტორში არსებული
მშენებლობის ნებართვის მფლობელისათვის, დიდი ზიანის მომტანი და ფინანსური
მდგომარეობის გაუარესების საფუძველია.
შესაბამისად, გარკვეული დრო და გამოცდილებაა საჭირო, რათა დადგინდეს შესაბამასი
პრაქტიკა საეტაპო ოქმის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ხოლო დაინტერესებული პირები
გაცნობიერდნენ მითითებულ პროცედურაში. კერძოდ: საჭიროა, მშენებლობის ნებართვის
მფლობელებს მიეცეთ შესაძლებლობა მოიპოვონ ინფორმაცია შესაბამისი აკრედიტირებული
ინსპექტირების ორგანოს/სერტიფიცირებული ექსპერტის დაქირავების შესახებ, მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად შევიდნენ სამართლებრივ ურთიერთობებში,
შემდგომში
ცალკეული ეტაპების სამშენებლო სამუშაოები აწარმოონ და საეტაპო ოქმები წარადგინონ
სათანადო წესით.
წინამდებარე კანონპროექტი კი მიზნად ისახავს შემოთავაზებული რეგულირებით ამ
პრობლემის მოგვარებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღწერილი პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია შესაბამის საკანონმდებლო
აქტში ცვლილებების განხორციელება. სანქცია-საურავებისაგან გათავისუფლება კი, რომელიც
ასევე გათვალისწინებულია კანონპროექტით, შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო აქტით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება იმ პირებზე, ვისზეც გავრცელდება
მისი მოქმედება, კერძოდ: კანონპროექტის მიღების შედეგად ინდივიდუალური საცხოვრებელი
სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელნი თავისუფლდებიან სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად შედგენილი მშენებლობის
ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის - საეტაპო ოქმის
უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის ვალდებულებისაგან, რაც, შედეგად გამოიწვევს მათ
გათავისუფლებას სათანადო პასუხისმგებლობისგან და გადაუხდელი ჯარიმის/საურავის
თანხის გადახდისაგან. მოცემული ცვლილება, ასევე შეეხება იმ სუბიექტებს, რომელთა მიმართაც
არ არის დაწყებული ან დასრულებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება,
შესაბამისად, კანონპროექტის მიღებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება აღნიშნულ პირთა
ფინანსური მდგომარეობა. გარდა ამისა, III და IV კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო
მშენებლობისათვის/რეკონსტრუქციისათვის ერთიანი საკანონმდებლო რეგულაცია უფრო
ეფექტურს გახდის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის პროცესს, რაც საბოლოოდ ხელს
შეუწყობს ქალაქგემარებისა და ქალაქის იერსახის შენარჩუნებას.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიღების შედეგად იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა
საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში დადგენილია მშენებლობის ეტაპების
დასრულება და შესაბამისი ოქმის წარდგენა, მშენებლობის ნებართვის მფლობელნი დროის
გარკვეული პერიოდით, 2022 წლის 1 იანვრამდე, თავისუფლდებიან საეტაპო ოქმის დადგენილი
წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან, ასევე, გადაუხდელი
ჯარიმის/საურავის თანხის გადახდისაგან. მაგრამ, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ
მითითებული სამშენებლო სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული პასუხისმეგბლობისაგან
განთავისუფლება
არ
გამორიცხავს
აკრედიტირებული
ინსპექტირების
ორგანოს/სერტიფიცირებული
ექსპერტის/მშენებლობის
ნებართვის
მფლობელის
ვალდებულებას, დადგენილი წესით წარადგინონ უფლებამოსილ ორგანოში ცალკეული ეტაპის
ამსახველი დოკუმენტაცია. მოცემული ცვლილება, ასევე შეეხება იმ სუბიექტებს, რომელთა
მიმართაც არ არის დაწყებული ან დასრულებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის
წარმოება, შესაბამისად, კანონპროექტის მიღებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება აღნიშნულ
პირთა ფინანსური მდგომარეობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებულია:
1. 119-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ შენიშვნის დამატება, რომლის
მიხედვითაც, მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების თაობაზე შედგენილი საეტაპო
ოქმის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება ინდივიდუალური საცხოვრებელი
სახლის მშენებლობის ნებართვის მფლობელი.
წინამდებარე
ცვლილება
განპირობებულია
დისპროპორციული
დაჯარიმების
მექანიზმით, რომელიც დღესაც მოქმედებს
კერძოდ: II კლასის ინდივიდუალური
საცხოვრებელი
სახლის
მშენებლობისას
სანებართვო
პირობების
დარღვევისთვის
სამართალდამრღვევს პირდაპირ არ ეკისრება ჯარიმა, არამედ მას საჯარო ზედამხედველობის
ორგანო განუსაზღვრავს კანონით დადგენილ 45 დღიან ვადას საპროექტო დოკუმენტაციის
დასაკორექტირებლად
ან
სამართალდარღვევის
გამოსასწორებლად.
დასაბუთებული
მოთხოვნის შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებულია, ასევე დამატებითი 3 თვიანი ვადაც,
მაშინ როცა, საეტაპო ოქმების წარუდგენლობისთვის პირდაპირ გათვალისწინებულია ჯარიმა,
ხოლო დარღვევებს თუ ხარისხობრივად შევადარებთ, ცხადია, პროექტის დარღვევით
წარმოებული მშენებლობა უფრო მეტად დამაზიანებელია, ვიდრე საეტაპო ოქმის
წარუდგენლობა.
ვინაიდან, ინდივიდუალური საცხოვრებელ სახლები არ არის განკუთვნილი
კომერციული, სამეწარმეო, საზოგადობრივი და სხვა დანიშნულების სარგებლობისათვის,
საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგებლობისათვის საჯარიმო თანხის დაკისრება არ არის
მიზანშეწონილი. საეტაპო ოქმის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება, არ მოიაზრებს
III და IV კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის
მფლობელისა და აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებულ
ექსპერტის იმ სხვა ვალდებულებისგან გათავისუფლებას, რაც აღნიშნულ პირებს გააჩნიათ
კოდექსით.
გარდა ამისა, იმ პირთა ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, რომელთაც
პასუხისმგებლობა ეკისრებათ/დაეკისრათ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი
ორგანოსთვის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე საეტაპო ოქმის წარმოუდგენლობის გამო,
წესდება ფინანსური შეღავათები, კერძოდ:
ის პირები თავისუფლდებიან ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი
ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, რომელთაც ჯარიმის/საურავის თანხა არ
აქვთ გადახდილი ან გადახდილი აქვთ ნაწილობრივ;
ასევე, სამართალდამრღვევი პირები, რომელთაც მიმართ არ არის დაწყებული
სამშენებლო
სამართალდარღვევის
საქმის
წარმოება
ან
სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია და არ არის მიღებული
დადგენილება, ასევე თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან.
2. 120-ე მუხლს ემატება მე-4 ნაწილი, რომელიც ეხება ნებართვის მფლობელის და
აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის გარკვეულ
ვალდებულებას. კერძოდ, ამ ნაწილის მიხედხედვით: „II კლასის ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მფლობელი
უფლებამოსილია, ხოლო III-IV კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის
მშენებლობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვების მფლობელი ვალდებულია შენობანაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის უფლებამოსილ ორგანოს
წარუდგინოს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის
შეფასება განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან
შესაბამისობის თაობაზე. თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის
მშენებლობის პროცესში მშენებლობის ნებართვის მფლობელი არ ნიშნავს მშენებლობის
ტექნიკურ ზედამხედველს, ის თვითონ არის პასუხისმგებელი II კლასის ინდივიდუალური
საცხოვრებელი
სახლისექსპლუატაციაში
მიღებისათვის
ვარგისად
აღიარებისთვის
უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს შეფასება განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების
სანებართვო პირობებთან შესაბამისობის თაობაზე.“
ვინაიდან, საეტაპო ოქმის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება, არ
მოიაზრებს III და IV კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის
ნებართვის მფლობელისა და აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს ან/და
სერტიფიცირებულ ექსპერტის იმ სხვა ვალდებულებისგან გათავისუფლებას, რაც აღნიშნულ
პირებს გააჩნიათ კოდექსით, მშენებლობის ნებართვის მფლობელებს ეკისრებათ ვალდებულება
ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების მოთხოვნით განცხადებას თან
დაურთონ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის
შეფასება განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან
შესაბამისობის თაობაზე.
ამასთან, კოდექსის 119-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად II კლასის შენობანაგებობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია ინსპექტირების განხორციელება
დაუკვეთოს აკრედიტირებულ ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებულ ექსპერტს.
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით კი, საეტაპო ოქმის წარდგენის ვალდებულება არ
ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, შესაბამისად მეორე კლასის
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის
მფლობელი უფლებამოსილი იქნება (და არა ვალდებული), ობიექტის ექსპლუატაციაში
მიღებისათვის ვარგისად აღიარების მოთხოვნის განცხადებას თან დაურთონ აკრედიტებული
ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის შეფასება განხორციელებული
სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის თაობაზე. ამასთან, თუ II
კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესში მშენებლობის
ნებართვის მფლობელი არ დანიშნავს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს, მაშინ ის
თვითონ
იქნება
პასუხისმგებელი
II
კლასის
ინდივიდუალური
საცხოვრებელი
სახლისექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის უფლებამოსილ ორგანოს
წარუდგინოს შეფასება განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან
შესაბამისობის თაობაზე.
3.
131-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და
ცვლილებით განისაზღვრება, რომ უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ
ქონებაზე - III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის ან/და III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე
განხორციელებული მშენებლობისთვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარით.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსის’’ 131-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციით
გათვალისწინებულია საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III და IV კლასის შენობანაგებობის უნებართვო მშენებლობის შემთხვევაში სამშენებლო სამართალდამრღვევის
დაჯარიმებას. პრაქტიკაში პრობლემა დგას იმ კუთხით, რომ კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია
არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ
ქონებაზე III და IV კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვოდ რეკონსტრუქციის შემთხვევაში
სამართალდამრღვევის დაჯარიმების კუთხით. კერძოდ, ამ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციით,
ასეთი ქმედება (კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე III და IV კლასის შენობანაგებობის უნებართვოდ რეკონსტრუქცია) შეიძლება ჩაითვალოს ამ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ სამართალდარღვევად ან შეიძლება არ ჩაითვალოს ამ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ სამართალდარღვევად. აქედან გამომდინარე, ზუსტდება ეს ქვეპუნქტი და
ერთმნიშვნელოვნად იწერება რომ ეს ეხება კერძო საკუთრებაში არსებულ უნებართვო
მშენებლობას, როგორც III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის ახალ მშენებლობას, ასევე III ან IV
კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებულ მშენებლობას.
4. 1412 მუხლის პირველ ნაწიში ხდება შინაარსის დაზუსტება, კერძოდ: საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში 2021 წლის
იანვარში განხორციელებული ცვლილებით, როცა კოდექსს დაემატა 1412 მუხლი (სამშენებლო
სამართალდამრღვევის საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე
დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის
ნებართვის გარეშე განთავსებისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება)
და დადგინდა გარკვეული შეღავათები 2021 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი კონკრეტული
სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, იგი შეეხო მხოლოდ საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე−132-ე მუხლებით
გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევებს.
თუმცა, რადგან ამ სამართალდარღვებისათვის პასუხიმგებლობის ზომები იწერებოდა
ასევ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე და 44-ე
მუხლებით, რადგან საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედებდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი.
შესაბამისად, ამ მუხლში ხდება დაზუსტება და მიეთითება ასევე პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე და 44-ე მუხლებით
გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, რათა მოხდეს კანონის მიზნის სრულფასოვნად
აღსრულება და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოებს მიეცეთ საშუალება
პასუხიმგებლობისაგან გაათავისუფლონ, მათ შორის, ასევე პირები პროდუქტის უსაფრთხოებისა
და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი
სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის.
5. კოდექსს ემატება ახალი მუხლი 1413 -ე მუხლი: ინდივიდუალური საცხოვრებელი
სახლების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისათვის
განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.
აღნიშნული
მუხლი
ითვალისწინებს
შესაბამისი
ჯარიმა/საურავებისაგან
გათავისუფლების საკითხს. რადგან კანონპროექტის მიხედვით ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას აღარ იქნება საჭირო საეტაპო ოქმების წარდგენა,
მიზანშეწონილია კანონმა გაითვალისწინოს ასევე ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის
გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.
შესაბამისად, პროექტის მიხედვით, ის სამართალდარმღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ
რეგულაციის ამოქმედებამდე
დაეკისრა პასუხისმგებლობა მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის
მშენებლობისას საეტაპო ოქმის წარმოუდგენლობის გამო და ამ რეგულაციის ამოქმედების
მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არ აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს
ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის
გადახდის
ვალდებულებისაგან.
პასუხისმგებლობისგან
თავისუფლდება
ასევე
ის
სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის
შესაბამისი ორგანოსთვის არ წარუდგენია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის
მშენებლობისას საეტაპო ოქმი და მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
დაწყებულია და არ არის მიღებული დადგენილება.
6. კოდექსს ემატება ახალი მუხლი 1414 - შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო
ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისათვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების
დროებითი წესი.
აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობების მშენებლობისას
საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამართალდამრღვევ სუბიექტს არ
დაეკისრება პასუხისმგებლობა 2022 წლის 1 იანვრამდე.
ამასთან, აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ საეტაპო ოქმის დადგენილი წესით
წარუდგენლობისათვის განსაზღვრული ჯარიმისაგან გათავისუფლება, არ გამორიცხავს, არ
გულისხმობს შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელის/ აკრედიტირებული
ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებულ ექსპერტის ვალდებულებისაგან
გათავისუფლებას დადგენილი წესით წარადგინონ საეტაპო ოქმები. ანუ, ასეთ შემთხვევაში,
პირი მაინც იქნება ვალდებული დადგენილ ვადებში წარადგინოს საეტაპო ოქმი.
მითითებული
მუხლის
მიზნებიდან
გამომდინარე,
იმ
შემთხვევაში
თუ
სამართალდამრღვევი სუბიექტის მიერ 2022 წლის 1 იანვრამდე მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის ორგანოში დადგენილი წესით არ იქნა შესაბამისი საეტაპო ოქმი
წარდგენილი, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის არ დაეკისრება პასუხისმგებლობა,
ხოლო 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ, თუ სუბიექტის მიერ, დადგენილი წესით არ იქნა
წარდგენილი შესაბამისი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია, სამართალდამრღვევი პირი
დაჯარიმდება შესაბამისი კლასისათვის დადგენილი საჯარიმო სანქციით.
მე-2 ნაწილით განისაზღვრება, რომ პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდება ის
სამართალდარმღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა
პასუხისმგებლობა მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსათვის
შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის
და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არ აქვს გადახდილი ან
გადახდილი აქვს ნაწილობრივ. პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ასევე ის
სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის
შესაბამისი ორგანოსთვის არ წარუდგენია შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმი
და მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია და არ არის მიღებული
დადგენილება (პირი თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი
ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან).
თავის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანო, იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ,
რომელსაც დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კანონით გათვალისწინებულ სამშენებლო
საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის (შენობანაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის) და ამ
კანონის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან
გადახდილი აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის ან/და
საურავის დაკისრების შესახებ; ხოლო, იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის
მიერ ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია ამ კანონით გათვალისწინებული
სამშენებლო სამართალდარღვევა (შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის
დადგენილი წესით წარუდგენლობა) და მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის
წარმოება დაწყებული არ არის, არ დაიწყებს შესაბამისი საქმის წარმოებას, ხოლო თუ
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება
მიღებული არ არის, იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან
პირები, რომელთაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის 130-ე-132-ე და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსის 43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო
სამართალდარღვევა აქვთ ჩადენილი და რომელთაც 2021 წლის 1 იანვრისათვის
ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვთ ან ნაწილობრივ აქვთ გადახდილი. აქვე
აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოთქმულისა, ამ კანონის 1414 მუხლის თანახმად, შენობანაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის
სამართალდამრღვევ სუბიექტს
არ დაეკისრება საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობა 2022 წლის 1 იანვრამდე. ამასთანავე, გათვალისწინებულია კანონპროექტის
გამოქვეყნებისთანავე შესვლა ძალაში.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს საჯარო ზედამხედველობის განხორციელების
სფეროში უფლებამოსილი ორგანოსთვის რაიმე ახალი ფუნქციის მინიჭებას, რის გამოც
წინამდებარე კანონპროექტის მიღებით დამატებითი ხარჯის გაღება იქნებოდა საჭირო,
შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება
არსებული რესურსით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის
მშენებლობის ნებართვის მფლობელები გათავისუფლდებიან საეტაპო ოქმის წარდგენის
ვალდებულებისაგან და მათ არ დაეკისრებათ საჯარიმო სანქცია აღნიშნული
სამართალდარღვევის გამო, რაც შეამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს. ასევე, ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე უარყოფით გავლენას მოახდენს ცვლილება, რომლის
მიხედვითაც, საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობის გამო
სამართალდამრღვევი პირები გათავისუფლდებიან გადაუხდელი ჯარიმის/საურავის
გადახდის ვალდებულებისაგან, ასევე ის პირებიც თავისუფლდებიან სანქციების
გადახდისგან, რომელთა მიმართაც არ არის დაწყებული ან დასრულებული სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ეს ღონისძიებები კი შეამცირებს პოტენციურად
მისაღებ საბიუჯეტო შემოსავლებს.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით
900
ნებართვაა
გაცემული
ინდივიდუალური
საცხოვრებელი
სახლის
მშენებლობისათვის. მათგან დაახლოებით 40 არის III კლასის, ხოლო დანარჩენი II
კლასის. კოდექსის მიხედვით, სანებართვო პირობების დარღვევა II კლასის შენობანაგებობის შემთხვევაში ჯარიმდება 4000 ლარით, ხოლო III კლასის შემთხვევაში 10000
ლარით. ამასთან, თითოეულ ამ მშენებლობის პროცესში, ამ დროისათვის საშუალოდ
დარღვეულია ორი საეტაპო ოქმის წარმოდგენის ვალდებულება. შესაბამისად, ამ
სამართალდარღვევის გამო, ამ დროისათვის დაახლოებით 7,680,000 ლარი უნდა იყოს
გამოწერილი ჯარიმა. ამ ცვლილების შედეგად, სწორედ ეს არის ის თანხა, რომელიც არ
მოხვდება ბიუჯეტში.
პროექტით
ზუსტდება,
რომ
საქართველოს
სივრცის
დაგეგმარების,
2
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141 მუხლი - სამშენებლო
სამართალდამრღვევის საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ან/და მის მომიჯნავე
ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან
მშენებლობის
ნებართვის
გარეშე
განთავსებისათვის
დაკისრებული
პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლება,
უნდა
შეეხოს
ასევე
პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე და 44-ე მუხლებით
გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ჩადენილია 2021 წლის 1
იანვრამდე. შესაბამისად, ის გადაუხდელი ჯარიმები/საურავები რომლებიც უნდა
შემოსულიყო ბიუჯეტში, ცხადია აღარ შემოვა, რაც თავის მხრივ იქონიებს გავლენას
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსის 43-ე და 44-ე მუხლების მიხედვით, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ან/და მის
მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის
შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებისათვის დაჯარიმებულია
დაახლოებით 15-მდე ობიექტი, საჯარიმო თანხა კი შეადგენს დაახლოებით 245000 ლარს.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს საკითხს, რომლის მიხედვითაც,
შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელები გათავისუფლდებიან
საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული ჯარიმისაგან
2022 წლის 1 იანვრამდე, შესაბამისად, იმ სამართალდარღვევისთვის, კერძოდ საეტაპო
ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის, რომელიც ჩადენილ იქნა მითითებულ
პერიოდამდე, შესაბამის სუბიექტებს არ დაეკისრებათ საჯარიმო სანქცია აღნიშნული
სამართალდარღვევის გამო, რაც შეამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს. ასევე, ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე უარყოფით გავლენას მოახდენს ცვლილება, რომლის
მიხედვითაც, საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობის გამო
სამართალდამრღვევი პირები გათავისუფლდებიან გადაუხდელი ჯარიმის/საურავის
გადახდის ვალდებულებისაგან, ასევე ის პირებიც თავისუფლდებიან სანქციების
გადახდისგან, რომელთა მიმართაც არ არის დაწყებული ან დასრულებული სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ეს ღონისძიებები კი შეამცირებს პოტენციურად
მისაღებ საბიუჯეტო შემოსავლებს.
ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით,
დაახლოებით 207 ნებართვაა გაცემული მშენებლობისათვის (გარდა ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლებისა), რომლებიც ექვემდებარებიან საეტაპო ოქმების წარდგენას
(გაცემული ნებართვები დაახლოებით ასე ნაწილდება: II კლასი - 73, III კლასი - 77, IV
კლასი - 57 ობიექტი). კოდექსის მიხედვით, სანებართვო პირობების დარღვევა II კლასის
შენობა-ნაგებობის შემთხვევაში ჯარიმდება 4000 ლარით, III კლასის შემთხვევაში 10000
ლარით, ხოლო IV კლასის შემთხვევაში 15000 ლარით. ამასთან, თითოეულ ამ
მშენებლობის პროცესში, ამ დროისათვის საშუალოდ დარღვეულია ორი საეტაპო ოქმის
წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად, ამ სამართალდარღვევის გამო, ამ დროისათვის
დაახლოებით 3,834,000 ლარი უნდა იყოს გამოწერილი ჯარიმა. ამ ცვლილების შედეგად,
სწორედ ეს არის ის თანხა, რომელიც არ მოხვდება ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
თუმცა, აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ თუ პირი არ დაჯარიმდება ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას საეტაპო ოქმის უფლებამოსილი ორგანოსთვის
წარუდგენლობისთვის, ცხადია, აღარც დაჯარიმების აქტის მიღება იქნება საჭირო,
პირებს აღარ ექნებათ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის
არანაირი
საჭიროება,
საჯარო
ზედამხედველობის
განმახორციელებელი
უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტების კანონიერების შესწავლის
მოთხოვნით, რაც, ცხადია, შეამცირებს მომართვიანობას და ამ გზით დაიზოგება
ადმინისტრაციული ხარჯები.
ამასთან, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თუ 2022 წლის 1 იანვრამდე პირი არ
დაჯარიმდება შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის უფლებამოსილი
ორგანოსთვის წარუდგენლობისთვის, ცხადია, აღარც დაჯარიმების აქტის მიღება იქნება
საჭირო, პირებს აღარ ექნებათ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის
არანაირი
საჭიროება,
საჯარო
ზედამხედველობის
განმახორციელებელი
უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტების კანონიერების შესწავლის
მოთხოვნით, რაც, ცხადია, შეამცირებს მომართვიანობას და ამ გზით დაიზოგება
ადმინისტრაციული ხარჯები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება დადებით სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას მოახდენს
იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება,
ვინაიდან:
ა) ისინი გათავისუფლდებიან ინდივიდუალური სახლზე საეტაპო ოქმის
წარუდგენლობის
გამო
გადაუხდელი
ჯარიმის/საურავის
გადახდის
ვალდებულებისაგან, ასევე ის პირებიც გათავისუფლდებიან სანქციების გადახდისგან,
რომელთა მიმართაც არ არის დაწყებული ან დაწყებულია და არ არის დასრულებული
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. უნდა აღინიშნოს, რომ
კანონპროექტის მიღების შედეგად,
თბილისის მასშტაბით მოხდება დაახლოებით
7,680,000 ლარის ოდენობის საჯარიმო თანხისგან გათავისუფლება.
გარდა ამისა, პროექტით ზუსტდება, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1412 მუხლი - სამშენებლო
სამართალდამრღვევის საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ან/და მის მომიჯნავე
ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან
მშენებლობის
ნებართვის
გარეშე
განთავსებისათვის
დაკისრებული
პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლება,
უნდა
შეეხოს
ასევე
პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე და 44-ე მუხლებით
გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ჩადენილია 2021 წლის 1
იანვრამდე. შესაბამისად, გადაუხდელი ჯარიმების/საურავებისაგან გათავისუფლება
დადებითად აისახება იმ პირებზე, ვისაც ეს კანონი შეეხება. ეს საჯარიმო თანხა კი
შეადგენს დაახლოებით 245000 ლარს.
ბ) ისინი გათავისუფლდებიან საეტაპო ოქმის წარუდგენლობის გამო
გადაუხდელი ჯარიმის/საურავის გადახდის ვალდებულებისაგან, ასევე ის პირებიც
გათავისუფლდებიან სანქციების გადახდისგან, რომელთა მიმართაც არ არის
დაწყებული ან დაწყებულია და არ არის დასრულებული სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება. უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის მიღების
შედეგად, თბილისის მასშტაბით მოხდება დაახლოებით 3,834,000 ლარის ოდენობის
საჯარიმო თანხისგან გათავისუფლება.
გ) კანონის 120-ე მუხლს ემატება მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად II კლასის
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში მშენებლობის
ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ხოლო III-IV კლასის ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვების
მფლობელი
ვალდებულია
შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის
ვარგისად აღიარებისთვის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს აკრედიტებული
ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის შეფასება, ხოლო თუ II
კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესში
მშენებლობის ნებართვის მფლობელი არ ნიშნავს მშენებლობის ტექნიკურ
ზედამხედველს, ის თვითონ არის პასუხისმგებელი II კლასის ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის
უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს შეფასება.
აღნიშულს კი გავლენა ექნება ერთი მხრივ იმ პირებზე, ვინც უნდა წარადგინოს
შეფასება (ეს იქნება მათთვის ხარჯი), ხოლო მეორე მხრვი ეს იქნება შემოსავალი
აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტისთვის.
გავლენის ოდენობა ორივე შემთხვევაში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი და
რომელი კლასის შენობების შეფასების გაკეთება გახდება საჭირო.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. თუმცაღა იმის გათვალისწინებით, რომ
პროექტი
მოიცავს
დაკისრებული/დასაკისრებელი
ჯარიმის/საურავისგან
გათავისუფლებას, ამ ჯარიმის/საურავის ოდენობა ვეღარ მოხვდება ბიუჯეტში.
ოდენობას რაც შეეხება, ამაზე უკვე აღნიშნულია ზემოთ, რომ ამ ეტაპზე მისი განსაზღვრა
არ ხდება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
გაუმჯობესების კუთხით. კერძოდ, დადებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს იმ ოჯახებში
მცხოვრებ
ბავშვთა
მდგომარეობაზე,
რომელთაც
შეეხებათ
ამ
კანონპროექტით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლება
(აღარ
დაეკისრებათ
გადაუხდელი ჯარიმა/საურავების გადახდა).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
საქართველოს
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის
მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, სოზარ სუბარი,
ეკა სეფაშვილი, ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, სოზარ სუბარი,
ეკა სეფაშვილი, ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე, დიმიტრი სამხარაძე