სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ

განაცხადი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.04.2021
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს აუდიტის სამსახური
ნომერი
#1-5651/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-29
ბიუროს ნომერი 51

📜 ტექსტი

წერილი
*002628/11* № 002628/11 28/04/2021 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ კახაბერ კუჭავას ბატონო კახაბერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 146-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ (თან ერთვის). დანართი: 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია - 13 ფურცელი. პატივისცემით, ერეკლე მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორი
დანართი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის } საერთაშორისო სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევა (PEFA): - ბიუჯეტის დაფარვის კუთხით; - მუნიციპალიტეტების დაფარვის კუთხით. } ჰორიზონტალური (სისტემური) აუდიტის მიმართულების გაძლიერება; } IT აუდიტის მიმართულების გაძლიერება; } კორონა ვირუსით (COVID 19) გამოწვეული პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე აუდიტების ჩატარება; } კადრების შენარჩუნება და განვითარება; } აუდიტის რეკომენდაციების გავლენის შეფასება; საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის } აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტ რონული სისტემის (ARIS.SAO.GE) დანერგვა და რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის ზრდა; } SAI PMF-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე სამსახურის შიდა მმარ თველობის სისტემის გაძლიერება და აუდიტორული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება სახელმძღვანელოებისა და შიდა პოლიტი კის დოკუმენტების შემუშავებითა და განახლებით. საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის PEFA - ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელის ზრდა ჰორიზონტალური (სისტემური) აუდიტების ზრდა IT აუდიტების ზრდა ეფექტიანობის აუდიტების წილის ზრდა აუდიტორულ საქმიანობაში 2020 89% 2021 2022 13.9 მლრდ ლარი >90% >90% 2 2 =3 აუდიტი 1 აუდიტი აუდიტი 1 2 აუდიტი აუდიტი აუდიტი 20% 30% >30% საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2021 წლისთვის 2020 2021 2022 კორონა ვირუსით (COVID 19) გამოწვეული პანდემიის მართვის საკითხებზე აუდიტების ჩატარება - 6 >6 აუდიტის რეკომენდაციების გავლენის შეფასება - ARIS-ის დანერგვა - აუდიტი აუდიტი 1 2 აუდიტი აუდიტი 2 >5 აუდიტი აუდიტი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის } სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, არსებული რესურსის ოპტიმიზაციისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების გზით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2017-2020 წლებში გაზარდა 81%-დან 89%-მდე. საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის საჭიროა ნაერთი ბიუჯეტის მინიმუმ 90%ის დაფარვა, რისი მიღწევა, შენარჩუნება და ზრდა დაკავშირებული იქნება მცირებიუჯეტიანი უწყებების აუდიტებთან, რაც თავის მხრივ მოითხოვს დამატებით ადამიანურ რესურსს. } PEFA შეფასების გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია ყველა მუნიციპალიტეტის აუდიტით დაფარვა სამ წელიწადში ერთხელ. აღნიშნული მაჩვენებლის მისაღწევად გარდა მუნიციპალიტეტების ინდივიდუალური აუდიტებისა, დაგეგმილია ჰორიზონტალური (სისტემური) აუდიტი, რომელიც 57 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის SAI PMF-ის სტანდარტი უმაღლეს აუდიტორულ ორაგნიზაციებს სთხოვს სისტემატურად განახორციელონ ჰორიზონტალური (სისტემური) აუდიტები, რაც სისტემური ხარვეზების გამოვლენისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად მათი აღმოფხვრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ერთდროულად მრავალ უწყებაში ტარდება და ერთი აუდიტის ფარგლებში შეისწავლის კონკრეტულ და მნიშვნელოვან თემატიკას (მაგ: სახელმწიფო შესყიდვები, ავტოპარკის მართვა, გრანტების მართვა, ქონების მართვა, ინვენტარიზაციის პროცესი და ა.შ.). ჰორიზონტალური აუდიტების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგებიდან და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებიდან გამომდინარე სამსახური გეგმავს ამ მიმართულებით განხორციელებული აუდიტების რაოდენობის ზრდას, მათ შორის მუნიციპალიტეტების დონეზე, რაც დამატებით რესურსებს მოითხოვს. საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის მიმდინარე წელს, ევროკავშირის, საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთობლივი შეთანხმების ფარგლ ებში აუდიტის სამსახური კოვიდ 19-ის ფარგლ ებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული სა კითხების აუდიტებს განახორციელებს: } ჯანდაცვის სისტემაში პანდემიის საპასუხო ღონისძიებებისათვის განხორციელე ბული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი; } საკარანტინო ზონების მართვის ეფექტიანობის აუდიტი; } მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდი ტი; } დისტანციურ ი სწავლება საჯარო სკოლებში - ეფექტიანობის აუდიტი; } COVID-19 პანდემიის პირობებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობა - ეფექტია ნობის აუდიტი; } საჯარო სექტორში ელექტრონული სერვისების უწყვეტობა - ეფექტიანობის აუდიტი. საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის } აუდიტის ობიექტების ბიზნეს-პროცესები თანდათან სრულად ავტომატიზებული ხდება, რაც წარმოადგენს გამოწვევას. იმ პირობებში, როცა აუდიტორების (მათ შორის IT აუდიტორების) გადინების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, სამსახურის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება კვალიფიციური კადრების მოზიდვა და შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ ასეთი კადრების მიმართ მოთხოვნა შრომის ბაზარზე მზარდია, შესაბამისად მაღალკონკურენტული, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მათი ჩანაცვლების პროცესს. საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის } 2020 წელს სამსახურმა შექმნა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა (aris.sao.ge), რომლის საბოლოო მიზანი არის რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის ზრდა. 2021-2022 წლებში აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება იქნება აღნიშნული სისტემის დანერგვა და პრაქტიკაში ამოქმედება. სამსახურის მიზანია, შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავებითა და ტრენინგების ორგანიზებით, ხელი შეუწყოს ყველა აუდიტის ობიექტის სისტემაში ჩართვასა და შეუფერხებელ წვდომას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის შედარება მიმდინარე წლის ბიუჯეტთან ათასი ლარი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი 2021 წლის ბიუჯეტი 2022 წლის ზრდა/შემცირება ბიუჯეტის პროექტი ნომინალი ზრდა/შემცირება % შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება სუბსიდია (სსიპ-ისთვის) გრანტები სოც. უზრუნველყოფა სხვა ხარჯები არაფინანსური აქტივები სულ 13,429 13,429 - - 2,109 2,389 280 13% 290 5 540 387 290 6 540 382 1 (5) 20% (1%) 51 339 288 564% 16,811 17,375 564 3% აღსანიშნავია, რომ 2020 წელს წარდგენილ 2021 წლის საბიუჯეტო განაცხადში, რომელიც ეხებოდა 2022-2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გამოსაყოფ ასიგნებებს, გათვალისიწნებული იყო ყოველწლიური 3%-იანი ზრდა. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი შესაბამისობაშია ზემოაღნიშნულ საპროგნოზო მაჩვენებელთან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის შედარება მიმდინარე წლის ბიუჯეტთან 2022 წლის ბიუჯეტის ზრდა მიმდინარე წელთან შედარებით გამოწვეულ ია საქონელი და მოსახურებისა და არაფინანსური აქტივების მუხლების ზრდით. } საქონელი და მომსახურების მუხლის ზრდა 280 ათასი ლარით ძირითადად განპირობე ბულია: - კ ომუნალური მომსახურების ტარიფების ზრდით, რაც საშუალოდ 50%-ს შეადგენს, შესა ბამისად სამსახურის მიერ წინა წლებში ფაქტიურ ად მოხმარებული კომუნალური მომსა ხურებისა და გაზრდილი ტარიფების გათვალისწინებით 2022 წლის სავარაუდ ო ხარჯი 115 ათასი ლარით იზრდ ება; - „ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესრულების მიზნით იგეგმება ექსპ ერტის მომსახურების შეძენა, ინფრასტრ უქტურის უნი ვერსალური დიზაინის დანერგვის მიმართულებით შეზღუდული შესაძლებლობის მქო ნე პირთათვის სრული მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რაც დაახლოებით 10 ათას ლარს შეადგენს; } არაფინანსური აქტივების მუხლის ზრდა 288 ათასი ლარით, ძირითადად განპირობებუ ლია ისეთი აუცილებელი საკითხებით როგორებიცაა: სამსახურის ინფორმაციულ ი ტექ ნოლოგიების ქსელური მოწყობილობების ლიცენზიების სავალდებულო განახლება, რაც ჯამში 127 ათას ლარს შეადგენს და საგანგებო სიტუაციებ ის მართვის სამსახურის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული შენობის სახანძრ ო-ტექნიკური შე მოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების თანახმად სახანძრო წყალმომარაგების სისტემის მოწყობა რაც 100 ათას ლარს შეადგენს. მადლობა ყურადღებისთვის www.sao.ge