საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების“ პროექტის (№07-2/32; 18.03.2021) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-5444/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-13
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-5444/21 10-05-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N36/1, 18.03.2021 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგრადობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების“ პროექტი (№07-2/32; 18.03.2021). აღნიშნული პროექტი სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა აგრეთვე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2021 წლის 12 მაისამდე. მიმდინარე წლის 29 აპრილს მოგვმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, რომელმაც ითხოვა დასახელებული პროექტის განხილვის ვადის გაგრძელება ერთი თვის ვადით. ვითვალისწინებთ რა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თხოვნას, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული საკითხის განხილვის ვადის 1 (ერთი) თვით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge