საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ქართული ენის სტატუსის შესახებ

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.05.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-5801/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-13
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041212603120 04.05.2021 საქართველოს პარლამენტი პარლამენტის ბიუროს სათაური: საკანონმდებლო წინადადება ქართული ენის სტატუსის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთავაზობთ, რომ საქართველოს ორგანულ კანონში "სახელმწიფო ენის შესახებ" (მიღების თარიღი 22/07/2015, გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2015, სარეგისტრაციო კოდი 010030000.05.001.017899) შევიდეს ცვლილება და მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, ნაცვლად ამჟამინდელი ნორმატიული შინაარსისა: " 1. საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზური." ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: "1. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური." საკანონმდებლო წინადადების საფუძველია ის გარემოება, რომ სამიზნე კანონის ამჟამად არსებული ნორმატიული შინაარსი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლზე, ნაცვლად მე-2 მუხლისა. გთხოვთ, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება, მისი, ფაქტიურად, უდავო ხასიათის გამო, შეძლებისდაგვარად, განიხილოთ დაჩქარებულ ფორმატში. ღრმა პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა: