საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ლევან იოსელიანის, ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, კახაბერ კუჭავას, ნიკოლოზ სამხარაძის, ავთანდილ ენუქიძის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, მამუკა მდინარაძის და ირაკლი ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტებისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (№07-3/39; 02.03.2021) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-5485/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-13
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-5485/21 11-05-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/39; 02.03.2021). აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და აღნიშნული საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-5337/21 29-04-2021 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N33/2, 09.03.2021 გადაწყვეტილებებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ლევან იოსელიანის, ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, კახაბერ კუჭავას, ნიკოლოზ სამხარაძის, ავთანდილ ენუქიძის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№073/39; 02.03.2021). აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა თავდაპირველად განსაზღვრული იყო 2021 წლის 30 მარტამდე, ხოლო შემდეგ ბიუროს გადაწყვეტილებით (N38/7, 29.03.2021) გაგრძელდა 2021 წლის 12 მაისამდე. საკითხის შესწავლის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების აუცილებლობა, რაც მითითებულ ვადაში ვერ მოხერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge