საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კრედიტორთა დაცვასთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.05.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-5849/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-13
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041212656835 06.05.2021 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება კრედიტორთა დაცვის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მოგმართავთ საკანონდებლო წინადადებით კრედიტორთა დაცვის შესახებ: მოგეხსენებათ, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 82 პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ("მოვალისაგან ამოღებული თანხის განაწილების წესი"): 2. მოვალისათვის გადახდევინებული თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეიტანება თავის სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ გაიცემა დადგენილი წესით. გთხოვთ, საკანონმდებლო დონეზე, ამავე კანონში გაითვალისწინოთ სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხის გაცემის წესი, ვინაიდან რეალურად ამგვარი წესი საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს არც საკანონმდებლო და არც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ფორმით, ხოლო თავად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ბოროტად სარგებლობს ამგვარი რეგულაციის არარსებობით და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაუსჯელობისა და განუკითხაობის პირობებში, არ ანაწილებს თანხებს კრედიტორებზე, რაც წარმოშობს საზოგადოებაში სამართლებრივ ნიჰილიზმს და სამართლიან უკმაყოფილებას. შესაბამისად, მიზანშეწონილია, დადგინდეს ვადა, რომლის განმავლობაშიც მოვალისათვის გადახდევინებული თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეიტანება თავის სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ - გაიცემა კრედიტორებზე. ამგვარი საკანონმდებლო თეთრი ლაქის გამო მასობრივად ილახება კრედიტორთა ინტერესები: საქმეები დარქივებულია, თანხები შეტანილია აღსრულების ეროვნული ბოურის სადეპოზიტო ანგარიშზე, ხოლო კრედიტორებისთვის მათთვის განაწილების ვადების არარსებობის გამო მავანნი წყნარად იღებენ ხელფასს, მოღვაწეობენ დისტანციურ რეჟიმში, ხოლო კრედიტორებს პატრონი არ ჰყავთ, არავის არ ეკისება არანაირი პასუხისმგებლობა ამგვარი დანაშაულებრივი სისტემის აყვავებაზე, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ან უკვე იწვევს კორუფციის ხელშემწყობი პირობების შექმნას ("თანხის განაწილების დაჩქარების შუამავალი პირები"-ს წარმოჩინებით ან სხვაგვარი რაიმე მექინაციური სქემით/სქემებით). გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი საკანონმდებლო აქტი: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით განისაზღვროს მოვალისათვის გადახდევინებული თანხის კრედირისთვის განაწილების კონკრეტული ვადა, მაგალითად, 3 სამუშაო დღე. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. # მობილური: ელფოსტა: