საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საკვების ბანკის შექმნის“ თაობაზე

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.05.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილი
ნომერი
#1-5981/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-13
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
რეგისტრაციის ნომერი რეგისტრაციის თარიღი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ კახა კუჭავას საქართველოს მოქალაქე დავითი მებაღიშვილი საკანონმდებლო წინადადება „საკვების ბანკის შექმნის“ თაობაზე ზოგადი მონახაზი: საკანონმდებლო წინადადება უკავშირდება საკვების გაფლანგვასთან მიმართებაში შესაქმნელ სტრატეგიას. სიღარიბისგან გამოწვეული შოკების შესამცირებლად პირველ რიგში, ასევე არასამთავრობო სექტორის სოციალური განვითარებისთვის საჭიროა რომ შეიქმნას საკვების ბანკი. საკვების უსაფრთხოების დარგის სპეციალისტებმა მთელს ევროპაში დაამტკიცეს რომ სხვადასხვა საკვებს რომელსაც ვადა გასდის, და შენახულია მაცივარში, ვარგისიანობას ინარჩუნებს 1-2 და ზოგიერთი პროდუქტი 3-თვეც. საკვების ბანკი რომელიც ფართოდ ითანამშრომლებს ქართულ ჰუმანიტარულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელს შეუწყოფს ღია და ფარული შიმშილის პრობლემის მოხსნას ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის და სოციალურ მუშაკების ჩართულობით I. პირველი საკანონმდებლო წინადადება: ფრანგული მაგალით: ეკონომიკური საქმეების კომისიის თავმჯდომარის გიომ გაროს კანონი (au nom de la commission des affaires économique la « Loi Garot ») კანონი ითვალისწინებს დამტკიცებიდან 1 წლის ვადაში დიდი და საშუალო ზომის სასურსათო მაღაზიების დაწესებულებების შეთანხმების ხელმოწერას საკვების დახმარების ასოციაციებთან ჯარიმის ძალით. პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ყველა მხარეს შეუძლია განახორციელოს ისეთი მოქმედება რომელიც საკვების გაფლანგვას შეამცირებს: საკვების გაფლანგვა, საკვების შემოწირულობა, ისეთი პროდუქტის ხელახალი გამოყენება რომელიც არ გაიყიდა ადამიანური მოხმარებისთვის და ბოლოს ენერგეტიკული ანუ ეკონომიური შეფასება. კანონი ასევე საშუალებას აძლევს მწარმოებლებისგან პირადი პროდუქტების შემოწირვას სოლიდარობის ასოციაციებისთვის. საფრანგეთში სურსათის ნარჩენების და საკვების დაუცველობის შესახებ რამდენიმე მონაცემი:  კანონის ამოქმედებამდე 10 მილიონი ტონა პროდუქტი იკარგებოდა და იფლანგებოდა ყოველ წენს ადამიანური დანაყრებისთვის.  2016 წელს 67 000 ტონა საკვები პროდუქტი (105 000 ტონიდან) გადაარჩინეს განადგურებისგან საკვების ბანკებმა.  საკვების ფაგლანგვის ღირებულება 1 წელში 1 სულ მოსახლეზე დაახლოებით 160 ევროდ ფასდებოდა ანუ მაქსიმუმ 20 მილიარდი ევრო წელიწადში.  ყოველ წელიწადს 4 მილიონამდე ადამიანი ითხოვს სასურსათო დახმარებას და მოსახლეობის 14% იყო სიღარიბეში 2014 წლის მონაცმემებით. მეორე საკანონმდებლო წინადადება: სასურსათო ბანკი: 1984 წლიდან, 30 წელზე მეტია მუშაობს ეს ბანკი რათა სურსათი არ იყოს გაფლანგული. ორგანიზაცია აგროვებს გაუყიდავ ნივთებსა და განადგურებასთან დაკავშირებულ პროდუქტებს, მათი გადანაწილება რთულ ვითარებაში მყოფი ადამიანებისთვის, პარტნიორი ასოციაციების დახმარებით და საერთო სოციალური მოქმედების ცენტრების (CCAS) საშუალებით რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში: მერიის ოფისებშია. საკვები არ არის შეძენილი. სუპერმარკეტებში ისინი ყოველდღიურად აგროვებენ ახალ პროდუქტებს, რომელთა ვადა გასვლის ზღვარზეა, ხილი და ბოსტნეული, დაახლოებით შეგროვებული საკვების 38%, 2000-ზე მეტი პარტნიორი მაღაზიით. ბატონო კახა, გთხოვთ ეკონომიკის საქმეთა კომისიას გაუგზავნოთ საკანონმდებლო წინადადების იდეა შემდგომი განხილვისთვის, რათა აღარ იყვნენ საჯარო სივრცეში საჭმლის შესაძენად მოწყალებაზე გამოსული ადამიანები. ღრმა პატივისცემით, დავითი მებაღიშვილი ტ/ნ: პ/ნ: ძირითადი წყარო : 1. https://ba67.banquealimentaire.org/sites/default/files/201902/communique_de_presse_1er_anniversaire_de_la_loi_garot.pdf 2. https://www.legifrance.gouv.fr/jorf/id/JORFTEXT000032036289 3. https://www.youtube.com/results?search_query=la+banque+alimentaire+