ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიდან საქართველოს პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის გამოწვევისა და ამავე კომიტეტში პარლამენტის წევრის დავით კაჭარავას წარდგენის შესახებ; ასევე, კულტურის კომიტეტში საქართველოს პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის წარდგენის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-13
ბიუროს ნომერი 53
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
2-5506/21
11-05-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-4
და მე-5 პუნქტების შესაბამისად ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტიდან გამოიწვია ბატონი დავით მათიკაშვილი და მის ნაცვლად ამავე
კომიტეტში კუთვნილი კვოტით გააწევრა ბატონი დავით კაჭარავა.
ამასთანავე, რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად ფრაქცია
„ქართულმა ოცნებამ“ კულტურის კომიტეტში კუთვნილი კვოტით გააწევრა ბატონი დავით
მათიკაშვილი.
გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge