საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2013 წლის 20 აგვისტოს „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)“ №3 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ (№07-2/39; 23.04.2021) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-5525/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-13
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-5525/21 13-05-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (N2-5393/21 29.04.2021) თხოვნით, გთხოვთ, სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 1 თვით საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ შემდეგ ფინანსურ ხელშეკრულებაზე: „2013 წლის 20 აგვისტოს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)“ N3 ცვლილების წერილშეთანხმება“ (07-2/39; 23.04.2021). დანართი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წერილი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-5393/21 29-04-2021 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2013 წლის 20 აგვისტოს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)“ №3 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ (№07-2/39; 23.04.2021) თაობაზე განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2021 წლის 26 აპრილის (N49/4) გადაწყვეტილებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი) მ/წ 17 მაისამდე დაევალა 2013 წლის 20 აგვისტოს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)“ №3 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ (№07-2/39; 23.04.2021) განხილვა და დასკვნის საფინანსო საბიუჯეტო (წამყვანი) კომიტეტისათვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge