2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში.
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი, დებულება და ანგარიში
- „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი, დებულება და ანგარიში საორგანიზაციო საკითხი
- 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში. (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 75 ✗ 2
📄 წერილი (27 KB)
📄 ამონაწერი სხდომის ოქმიდან (120 KB)
📝 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (19 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (36 KB)
📝 ანგარიში (15 KB)
📄 ანგარიში (45 KB)
📝 დებულება (23 KB)
📄 დებულება (90 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (11.3 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (196 KB)
📄 კენჭისყრის შედეგები (1.4 MB)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2021-05-13
📜 ტექსტი
წერილი
2-5534/21
13-05-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 13 მაისს გაიმართა 2020 წლის 31 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე არჩეული
იქნა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე - გივი მიქანაძე და მდივანი - დავით
ზილფიმიანი, ასევე შემუშავებულ იქნა დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულება,
რომელსაც წარმოგიდგენთ დასამტკიცებლად.
ამასთანავე, აღნიშნულ სხდომაზე განხილულ იქნა დროებითი საგამოძიებო კომისიის
ანგარიში. აგრეთვე, სხდომაზე კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს 2020 წლის
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით
გაგრძელება.
დანართები: სულ 9 ფურცლად
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (2
ფურცლად);
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულება (4 ფურცლად);
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში (2 ფურცლად);
4. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი 2020 წლის 31 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ (1
ფურცლად).
პატივისცემით,
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე
პარლამენტის წევრი
გივი მიქანაძე
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
2020 gq'rob 31 rnJgm00,6ob bcJc6qpc036gm
o6h3
tlo6qo03tigo Li pfrm3booo b.l6.r0mdo3bm
ob deOb0ogqD3ep o bcJc6or33qpm tr
olroolr bbq.om0otJ mJ0o NL
2021ggpotJ 13 0colro, 10:30
J. cn b o qo o tio, bcJ,r Fr crr3C epm tr Jc6r qrc 03 6go, bcJc
rnb 3mbbgogSgoob bcb3q.rcoboti
qgofrbcbo
(o 3m6J3bo, rDmobo 304)
b b q9 m 0c tJ 3 cl qr
33 b rn qgD : o qou e
r qrX q.o3 d J3 6 o
tibpm6cb 3Lf,63bcoptJ36 .;mOoboob d30p36o
[3363bo;
96opm6 obXoc er er3ocn toqpgo0oo6o.
0oJo6od3, rgl3er qr3p3dcX6ro,
peotr g3b6o6o
1,.
p 6 m;1 b o or o lro gc 0 rrr d o3 b m 3 cn 0 o b o o tr orca OXqg rn 0o
2.
q6mllbooro [ro6oOnrdo3bm 3m0oboob Oqgo36ob o6r
3.
qhm1l booro bo6o0ardo3 bm
3m0 obootr p3bSqp3botr
p 6 m1; b o or o bcino 0 rn d o3 b m 3 m 0 o bo o b o66c6r o d o b d
A
+.
5.
p6cnllbooro b,p6.:0ndo3bm 3m0otiootr
JBqrCbr
6c6fr cl3 q-r3 b o [i 0 obl, 6 d3 $rn 6o q-r m b o b bo3oor bo tr 6c
boqr3botl
3Je.oob 36crro
cr)3oo)
.).
3m0oboob bb,pm0ob 0q36 itoqr3blqno 6rer$
1. q_o6m3booro [ic6pc0mdo3bm 3m0oliootr orca0XqgmOc
0m0b63: 4 9336o
0cn$o6coqr0p
2. q6ro3booro bc61c0mCo3bro 3m0oboob 0qgo36oqg
c6h3Xqgro oJ6o 6o3o 0oJo6cd3,
: 0 $336o
qto oJ6o er3oo toqrgo0oc6o.
0m0b63: a f,336ro
0m$o6ooqr0q3
: 0 $336o
3. 030Xd,:33b3cp clJbc rpfrrngbocno bc6o0mdo3bm 3rn0 boob q3b3cp3br.
0m0bFr3: 4 [336ro
0m$o6ooqr0q
0 $336o
4, i3303d.r33b3e ofl63tr qg6m3bocno bc6o0mdoCbm .t boob c66oFrodo
0m0b6r3: 4 9336o
0ro$obccqr0
0 $336o
5. 0ot.:6il3grn6oq"rcqg 0oh633qr oJ6c eg6m3
bs6o0mdo3bm
3m0oboob
3 g ql3 bc 0 m lroqr 3 b o ti 3,0 e o [, 3 6ur o crr3o or 6c6 6r d3 qp3 bo
0m0b63: a g336ro
0m$o6ocqr0qg3
0 $336o
6. 3m0otroob bbqmOarb 0o3Fr Ooqrgbgqro
boJo6or33qpmb Jo6qrc0C6$ob 636qro03bgob 6a-3
3g6mbmb Jc6pc036gob boXFrrnb.
0ro$o6ooqr0q
6o3o 0oJc6odg
qg6 mSboar o bogo0mdogbm j m0oboolr or.r3fu qgo0oFrX
qgr3oor toqrgo0oo6o
qg6rn3booo bo6r0odo3bm 3m0oboob Oqgo3.:6o
cgr
obgmfr0o6oo
JubCOoll d3bpbo0oboqg
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის
გაგრძელების შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 66–ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ საქართველოს
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა
გაუგრძელდეს ერთი თვით.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
ანგარიში
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის
ანგარიში
2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო
საზოგადოების მიერ აღიარებულ იქნა როგორც კონკურენტული, ჩატარებული
ძირითადი თავისუფლებების დაცვით. მიუხედავად აღნიშნულისა, ოპოზიციურმა
პარტიებმა, რომლის დიდი ნაწილი წარმოადგენდა საარჩევნო ბარიერ გადალახულ
პარტიებს, განაცხადეს, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევების ფონზე და ღიად
გამოუცხადეს ბოიკოტი მე-10 მოწვევის პარლამენტს.
მრავალჯერადი
მოწოდების
მიუხედავად,
ოპოზიციური
პარტიების
ხელმძღვანელობას დღემდე არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რასაც
შეეძლო დაედასტურებინა მათ მიერ გაცხადებული დარღვევები. აღსანიშნავია, რომ
ოპოზიციური პარტიების 11000-ზე მეტმა უბნის კომისიის წევრმა ხელი მოაწერა იმ
ოქმებს, რომლითაც საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების მიერ მოხდა
შედეგების დათვლა და საბოლოო შედეგების შეჯამება. მმართველი გუნდის მიერ
ოპოზიციისთვის შეთავაზებული იყო უბნების გადათვლა, ჩანაწერების ამოღება და
ერთობლივად განხილვა, თუმცა, არც ამ შეთავაზებაზე განხორციელდა მათი მხრიდან
თანამშრომლობა.
არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის დიდი ნაწილი საკუთარ არგუმენტებს სამართლიანი
არჩევნების მიერ ჩატარებულ პარალელური დათვლის შედეგებზე აფუძნებდა და
უთითებდა რომ ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ მანიპულაციებს ჰქონდა
ადგილი. ქართული ოცნების წარმომადგენელთა ინიციატივით განხორციელებული
კომუნიკაციისა და ცდომილების საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარდგენის
საფუძველზე, სამართლიანი არჩევნები იძულებული გახდა შიდა აუდიტის
მეშვეობით გადაეთვალა პარალელური დათვლის შედეგები და ეღიარებინა, რომ
ინფორმაცია ცდომილების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
პარალელურად, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა პარლამენტის ფორმატში
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაც შესაძლებელს გახდიდა ყველა
მტკიცებულების წარდგენასა და შესწავლას. საყურადღებოა, რომ პარლამენტის
მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, ოპოზიცია არ შეიძლება იყოს მმართველი გუნდის
წევრთა რაოდენობაზე ნაკლები. ქართული ოცნების მიერ დროებით საგამოძიებო
კომისიის მუშაობაში მონაწილეობის არაერთი შეთავაზება გაკეთდა საჯაროდ
ოპოზიციის მისამართით, რაზეც ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერების მხრიდან
პასუხი იყო, რომ ისინი არ ითანამშრომლებენ კომისიასთან და არც მტკიცებულებებს
წარუდგენენ.
მიუხედავად აღნიშნულისა, 2021 წლის თებერვალში მმართველმა გუნდმა
დააინიცირა და 17 თებერვალს შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელშიც
ჩართულობისა და მუშაობის სურვილი ამ დრომდე მხოლოდ ევროპელმა
სოციალისტებმა გამოთქვეს. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობდა აშშ-სა და
ევროკავშირის ელჩების ჩართულობით ფასილიტაციის პროცესი, ხოლო მოგვიანებით
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მედიაციის პროცესი,
საერთაშორისო პარტნიორების რჩევით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ
დავლოდებოდით მოლაპარაკებების დასრულებას და ოპოზიციის ფართე
ჩართულობით განგვეხორციელებინა დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა.
დროებითი საგამოძიებო კომისია, რეგლამენტის თანახმად, შეიქმნა 3 თვიანი ვადით,
რომლის მიზანია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს შესაძლო
დარღვევების შესწავლა, რასაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების
საბოლოო შედეგებზე. კომისიის მანდატი ვრცელდება წინასაარჩევნო, არჩევნების
დღისა და არჩევნების შემდგომ პერიოდზე. ამ ეტაპისთვის კომისია
დაკომპლექტებულია 4 წევრისგან, 2 მმართველი პარტიისა და 2 ევროპელი
სოციალისტების წარმომადგენელი დეპუტატებისგან.
დღეს, 2021 წლის 13 მაისს შედგა კომისიის საორგანიზაციო შეხვედრა, რომელზეც
მხარდაჭერილ იქნა კომისიის დებულება და კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გივი მიქანაძე,
ხოლო მდივნად - დამოუკიდებელი დეპუტატი ევროპელი სოციალისტებისგან დავით ზილფიმიანი. იმის გათვალისწინებით, რომ 17 მაისს იწურება კომისიის
მანდატის ვადა, და ვითვალისწინებთ რა, რომ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი
შეუერთდა საპარლამენტო საქმიანობას, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 66-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის შესაბამისად დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის
უფლებამოსილების 1 თვის ვადით გახანგრძლივება და მოვუწოდებთ პარლამენტში
შემოსულ ოპოზიციას აქტიურად ჩაერთოს მის საქმიანობაში.
დებულება
2020 წლის 31 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია (შემდგომში - კომისია) არის პარლამენტის
დროებითი ორგანო, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 17
თებერვლის 238-IVმს-Xმპ დადგენილების საფუძველზე.
2. საგამოძიებო კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს
კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით (შემდგომში - რეგლამენტი),
სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. საგამოძიებო კომისიას თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან და საჭიროებიდან
გამომდინარე აქვს ბლანკი.
მუხლი 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრე და
უფლებამოსილებანი
1. კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრეს წარმოადგენს 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებული საარჩევნო დარღვევები და მათი გავლენა
არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
2. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის სხდომაზე გამოცხადება
სავალდებულოა,
ხოლო
გამოუცხადებლობის
შემთხვევაში პირს
დაეკისრება
კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.
3. საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და მის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით მიიღოს
სახელმწიფო ორგანოებიდან, თანამდებობის პირებისგან, იურიდიული და ფიზიკური
პირებისგან გამოკვლევისათვის აუცილებელი ინფორმაცია და სხვა საჭირო მასალები.
ყველა სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის პირი, იურიდიული და ფიზიკური პირი
ვალდებულნი არიან კომისიას მიაწოდონ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და
დოკუმენტაცია ან სხვა მასალა (ფორმის მიუხედავად) დედნის ან ასლის სახით კომისიის
მოთხოვნის შესაბამისად, აგრეთვე კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დაამუშავონ და
კომისიას მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია;
ბ) შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარტება
ჩამოართვას ნებისმიერ პირს, გარდა კანონითა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;
გ) მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება ჩამოართვას კომისიის სხდომაზე. გამონაკლის
შემთხვევაში კომისიას შეუძლია ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დაავალოს კომისიის
არანაკლებ 3 წევრს, რომელთაგან ერთი მაინც არ უნდა იყოს უმრავლესობის
წარმომადგენელი;
დ) გამოითხოვოს საკითხის გამოკვლევისთვის აუცილებელი ინფორმაცია და
დასკვნები ყველა სახელმწიფო ორგანოდან, თანამდებობის პირისგან, იურიდიული და
ფიზიკური პირისგან;
ე) საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის
მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად საქართველოს კანონმდებლობის
დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან
თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს საქართველოს
კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით შესაბამისი
ორგანოს
ან
თანამდებობის
პირის
წინაშე
დასვას
გამოძიების
დაწყების,
ადმინისტრაციული და დისციპლინური წარმოების აღძვრის საკითხი;
ვ) თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე დასვას მის შემადგენლობაში
მყოფი პარლამენტის წევრთათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ
დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების საკითხი;
ზ) შეიმუშავოს დასკვნები, რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები;
თ) საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილება საგამოძიებო კომისიის
დებულებაში, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო;
ი) განახორციელოს რეგლამენტითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
ღონისძიებები.
4. საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, თავისი საქმიანობისთვის საჭირო საკითხები
გადაწყვიტოს კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, გარდა რეგლამენტით და
დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
მუხლი 3. საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა და სტრუქტურა
1. საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში შედიან: საგამოძიებო კომისიის
თავმჯდომარე, საგამოძიებო კომისიის მდივანი და კომისიის სხვა წევრები.
2. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და საგამოძიებო კომისიის მდივანი არიან
საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები.
3. კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის მდივანს კომისიის წევრთაგან სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისია.
4. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს კომისიას პარლამენტში და მის გარეთ;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
გ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;
დ) ხელს აწერს კომისიის დასკვნებს, რეკომენდაციებს, გადაწყვეტილებებს და
კომისიის სხდომის ოქმებს.
ე) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
5. საგამოძიებო კომისიის მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების გამართვას;
ბ) განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს;
გ)
კომისიის
თავმჯდომარის
მიერ
უფლებამოსილების
განხორციელების
შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობას;
დ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
ე)
ახორციელებს
კომისიის
დებულებით
მისთვის
მინიჭებულ
სხვა
უფლებამოსილებებს.
6. საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები;
გ) აირჩიოს ან არჩეულ იქნას კომისიის თანამდებობაზე;
დ) ჰქონდეს კომისიისგან განსხვავებული პოზიცია და პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე საკითხის განხილვისას განაცხადოს ამის თაობაზე;
ე) დადგენილი წესით გაეცნოს კომისიის მასალებს;
ვ)
განახორციელოს
საქართველოს
კანონმდებლობით
მინიჭებული
სხვა
უფლებამოსილებანი.
7. საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს პირადი განცხადების საფუძველზე
გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
8. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეიძლება თავისი შემადგენლობიდან გარიცხოს
წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა
კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა მის სხდომებს, აგრეთვე გადაამეტა თავის
უფლებამოსილებას. დროებითი საგამოძიებო კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს მის
სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა არანაკლებ ორი მესამედით და ამის შესახებ აცნობებს
პარლამენტს.
მუხლი 4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის წესი
1. საგამოძიებო კომისიის სხდომების გამართვის ადგილს და პერიოდულობას
განსაზღვრავს თვით საგამოძიებო კომისია, მაგრამ არანაკლებ თვეში 2 სხდომისა.
საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს რიგგარეშე
სხდომა.
2. საგამოძიებო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის
შემადგენლობის უმრავლესობა.
3. საგამოძიებო კომისიის სხდომა საჯაროა, გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.
კომისიის წევრის წინადადებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული
სხდომის გამართვის შესახებ. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დახურვის
შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დროებითი საგამოძიებო კომისიის
დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს კომისიის თავმჯდომარე.
4. საგამოძიებო კომისიის სხდომის თარიღი და დღის წესრიგი წინასწარ ეცნობება
კომისიის წევრებს. აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
5. საგამოძიებო კომისიის საჯარო სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება
დაესწრონ პარლამენტის სხვა წევრები და მოწვეული პირები.
6. საგამოძიებო კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება კომისიის სხდომის
ოქმში და მის შედგენაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.
7. საგამოძიებო კომისიის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ
კომისიის მუშაობაში, ვალდებულნი არიან, დაიცვან საპარლამენტო გამოძიების
საიდუმლოება.
8. საგამოძიებო კომისიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების წესი
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. საგამოძიებო კომისიას კონკრეტული საკითხებსის მომზადების მიზნით შეუძლია
შექმნას სამუშაო ჯგუფები კომისიის წევრების, სპეციალისტებისა ან/და მოწვეული
ექპერტების მონაწილეობით.
მუხლი 5. დროებითი საგამოძიებო კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
და დაფინანსება
1. საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია მის ფუნქციებს მიკუთვნებული
საკითხების შესწავლის, აგრეთვე კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის
მიზნით მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები.
2. საგამოძიებო
კომისია
უფლებამოსილია
კონკრეტული
დავალების
შესასრულებლად, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით
მოიწვიოს სახელმწიფო ორგანოთა, დაწესებულებათა და უწყებათა თანამშრომლები.
3. დროებით საგამოძიებო კომისიას თავისი საქმიანობისთვის საჭიროების
შემთხვევაში შეუძლია გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი
სტრუქტურები (დეპარტამენტები და სამსახურები), რის შესახებაც მიმართავს
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს.
4. საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია გასწიოს ხარჯები, რომელთა ოდენობას და
გაცემის წესს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პარლამენტისთვის გამოყოფილი
ბიუჯეტის ფარგლებში, პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით განსაზღვრავს
პარლამენტის ბიურო.
5. საგამოძიებო კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები
ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.