ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (კახაბერ კუჭავა, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი, ლევან იოსელიანი) 2021 წლის 19-22 აპრილს ქალაქ სტრასბურგში მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-17
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
წერილი
2-5536/21
13-05-2021
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
ქალბატონო ეთერ,
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 19-22 აპრილს, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. სტრასბურგში
გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომლის
მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა.
გიგზავნით აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს.
დანართი 4 ფურცელი.
პატივისცემით,
საერთაშორისო ურთიერთობათა
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
2021 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი
დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთის რეპუბლიკის ქალაქ სტრასბურგში,
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი
მივლინების თარიღი
მივლინების მიზანი
ღონისძიების თემა
დელეგაციის
შემადგენლობა
აქტივობები
ქ. სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა
2021 წლის 19-23 აპრილი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2021 წლის საგაზაფხულო სესიის
მუშაობაში მონაწილეობის მიღება
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
კახაბერ კუჭავა - დელეგაციის ხელმძღვანელი;
მარიამ ქვრივიშვილი;
გივი მიქანაძე;
თამარ ტალიაშვილი;
ლევან იოსელიანი;
ალექსანდრე რამიშვილი - დელეგაციის მდივანი;
თამარ გელდიაშვილი - დელეგაციის მდივანი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ჰიბრიდული
ფორმატით გაიმართა. სესიაზე დებატები გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან
საკითხებზე, როგორიცაა ევროპაში ეროვნულ უმცირესობათა დაცვა;
ასამბლეის ხედვა ევროპის საბჭოს სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ;
ფისკალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა; ბელორუსის საარჩევნო
სისტემის რეფორმა; ალექსეი ნავალნის დაპატიმრება; სომხეთის სამხედრო
ტყვეები და სხვა.
სესიის განმავლობაში ასამბლეამ აირჩია ევროპის ადამიანის უფლებათა
სასამართლოს მოსამართლე ბელგიის სამეფოდან.
ასამბლეაზე სტუმრის სტატუსით წარდგნენ გერმანიის
ფედერალური
კანცლერი, ანგელა მერკელი და გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა
ოფისის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, მიქაელ როთი.
ასამბლეას 2020 წლის წლიური ანგარიში წარუდგინა ევროპის საბჭოს
ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა. ასამბლეას სიტყვით
ასევე მიმართეს ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ,
მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ და ევროპის საბჭოს
გენერალურმა მდივანმა, მარია ბურიჩმა.
ორშაბათი, 19 აპრილი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის
წევრი გივი მიქანაძე თემაზე „კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენა ევროპული
ციხეების პატიმრებზე“ მომხსენებლად აირჩია.
კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს შუამდგომლობის საკითხი
განიხილა,
რომელიც
მომხსენებლის
არჩევას
ითვალისწინებდა.
შუამდგომლობის ავტორი თავად გივი მიქანაძე იყო.
ანგარიში შეისწავლის, თუ როგორ შეიზღუდა პატიმართა უფლებები
პანდემიის პერიოდში და როგორ მოხდა შეზღუდული უფლებების
კომპენსირება,
ასევე,
რა
პრევენციული
ღონისძიებები
გატარდა
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსის პრევენციისთვის
და როგორია პერსონალის ჩართულობა.
აღნიშნული კვლევის საფუძველზე, საუკეთესო პრაქტიკისა და ევროპის
საბჭოს სტანდარტების გათვალისწინებით, რეზოლუციის პროექტი
მომზადდება, რომელიც დასამტკიცებლად 2022 წლის პირველ ნახევარში ჯერ
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტს, ხოლო შემდეგ
საპარლამენტო ასამბლეას, პლენარულ სხდომაზე წარედგინება.
სესიაზე გაიმართა დებატები ევროპაში ეროვნულ უმცირესობათა დაცვის
შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით. აღნიშნულ თემაზე სიტყვით
გამოსვლისას, დელეგაციის წევრმა გივი მიქანაძემ იმ ნაბიჯებზე ისაუბრა,
საქართველო
ეთნიკური
უმცირესობების
სამოქალაქო
რომელსაც
ინტეგრაციისა
და
სოციალურ-ეკონომიკური
შესაძლებლობების
გაუმჯობესებისთვის დგამს. პარლამენტის წევრმა კოლეგებს შეახსენა, რომ
საქართველო მრავალეთნიკური და მულტიკულტურული ქვეყანაა და
მოსახლეობის საერთო რაოდენობის 13%-ზე მეტი (რუსეთის მიერ
ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების გარდა),
ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენს. დეპუტატმა ისაუბრა იმ უნიკალურ
ინსტრუმენტებზე, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო
ინტეგრაციისთვის შემუშავდა. მან აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში
მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს წვდომა აქვთ
მედიაზე, სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებსა და სერვისებზე, მათთან
ტარდება რეგულარული შეხვედრები და კარდაკარ კამპანიები სხვადასხვა
აქტუალურ საკითხზე ცნობიერების ასამაღლებლად. „სახელმწიფო მხარს
უჭერს
ეთნიკური
უმცირესობების
წარმომადგენელთა
თეატრებს,
მუზეუმებსა და კულტურულ ცენტრებს, ისევე, როგორც სხვადასხვა
კულტურულ აქტივობას, რომელიც „ეთნიკური უმცირესობების კულტურის
მხარდაჭერის“ პროგრამის მეშვეობით ხორციელდება და რომლის მიზანიც
ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების კულტურისა და ტრადიციის, ასევე,
კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა“, განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის წევრმა.
ანგარიშზე „ახალგაზრდობა და მედია“ მუშაობა დაიწყო დელეგაციის წევრმა
თამარ ტალიაშვილმა. დეპუტატმა, აღნიშნულ თემაზე წინადადებით იანვრის
ზამთრის სესიაზე მიმართა კულტურის კომიტეტს. კულტურის კომიტეტმა,
შუამდგომლობის დარეგისტრირების შემდეგ, თამარ ტალიაშვილი ამ
საკითხზე მომხსენებლად 26 მარტის სხდომაზე დაამტკიცა.
სამშაბათი, 20 აპრილი
გაიმართა დებატები ანგარიშზე „ასამბლეის ხედვა ევროპის საბჭოს
სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ“, რომელიც ჰოლანდიელმა
დეპუტატმა, ტინი კოქსმა მოამზადა. მომხსენებელმა ანგარიშში ყურადღება
გაამახვილა ევროპის საბჭოს საქმიანობის პრიორიტეტებზე, მის ფუნქციებზე
ადამიანის უფლებების უკეთ დასაცავად, მმართველობაში ახალგაზრდების
ჩართულობაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე.
დებატებზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის
წევრი, თამარ ტალიაშვილი, რომელმაც წევრ ქვეყნებს შორის კონფლიქტებთან
დაკავშირებით ევროპის საბჭოს საქმიანობის სამომავლო ჩართულობაზე
ისაუბრა. მისი განცხადებით, ზაზა გახელაძის უკანონო დატყვევება რუსეთის
მიერ უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უხეში დარღვევის
ნათელი მაგალითია. დეპუტატმა ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით,
აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ რუსეთი საქართველოს
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას ახდენს და ეფექტურ
კონტროლს ახორციელებს. „მინდა გავიხსენო საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტის, რიკ დაემსის შთამბეჭდავი სიტყვები - „მნიშვნელოვანია,
ვიყოთ პრობლემის გადაწყვეტის მონაწილეები“. ევროპის საბჭოს
სტრატეგიისათვის პრიორიტეტი სწორედ პრობლემების გადაწყვეტა უნდა
იყოს. ამრიგად, მჯერა, რომ ევროპის საბჭოს პრიორიტეტების ფარგლებში,
ევროპის საბჭო ყურადღებას გაამახვილებს საკუთარ სტრატეგიულ
მნიშვნელობაზე და შეასრულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს
კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრისა და წევრი სახელმწიფოების
ტერიტორიული
მთლიანობის
დარღვევის
საფრთხის
წინააღმდეგ
ბრძოლაში“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის
დელეგაციის წევრმა.
ასამბლეის შუადღის სხდომაზე დებატები გაიმართა თემაზე „ბრძოლა
ფისკალური უსამართლობის წინააღმდეგ: ეკონომიკური თანამშრომლობისა
და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საქმიანობა ციფრული ეკონომიკის
დაბეგვრის მიმართულებით“. აღნიშნულ ანგარიშს გამოეხმაურა დელეგაციის
წევრი, მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც დელეგატებს საქართველოს პრაქტიკა
გაუზიარა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში,
საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა
საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბებაზე OECD-ის ახალი სტანდარტების
შესაბამისად. 2016 წლის 16 ივნისს, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ
ქვეყნებს შორის, რომლებიც მიუერთდნენ დასაბეგრი ბაზის შემცირების და
მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიურ პლატფორმას და იკისრა BEPS-ის
პაკეტის
(მინიმალური
სტანდარტები)
დანერგვის
ვალდებულება,
გადასახადებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო
დაბეგვრის მოქმედი წესების სრულყოფის და უფრო გამჭვირვალე
საგადასახადო
გარემოს
უზრუნველყოფის
მიზნით.
დეპუტატის
განცხადებით, საქართველომ უკვე წარმატებით დანერგა BEPS-ის
მინიმალური სტანდარტები. „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს OECD-ს
მუშაობას, დაგეგმილ ვადებში პირველი და მეორე სვეტის შესახებ
კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით 20162020 წლებში, საქართველოს მოქმედი ფინანსთა მინისტრი არჩეულ იქნა
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)
და დიდი ოცეულის (G20) მიერ ინიცირებული დასაბეგრი ბაზის შემცირების
და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი
ჯგუფის წევრად. მისი უშუალო ზედამხედველობით, საქართველო
აქტიურად იყო ჩართული ციფრული ეკონომიკის შედეგად წარმოქმნილ
საგადასახადო გამოწვევებთან გასამკლავებლად მიმდინარე სამუშაო
პროცესში საქართველო მომავალშიც ჩართული იქნება ციფრული ეკონომიკის
დაბეგვრასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებში და ჩვენ, როგორც
განვითარებად ქვეყანას, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის
ფონზე, მტკიცედ გვწამს, რომ, ამ სამუშაოს შედეგები, რომლებიც
მიმართულია მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის
ხელშეწყობისკენ, სარგებლის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“ - განაცხადა
მარიამ ქვრივიშვილმა.
ოთხშაბათი, 21 აპრილი
ასამბლეაზე გამოვიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ანგარიში. მათ შორის
ანგარიშები ბელორუსის საარჩევნო სისტემისა და ადამიანის უფლებათა
დაცვის შესახებ და მონტენეგროს პოსტმონიტორინგის დიალოგის შესახებ.
მონტენეგროს საკითხზე გამოსვლისას, ავსტრიელმა დეპუტატმა, შტეფან
შენახმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მონტენეგროსთან
მიმართებით მკაცრი მონიტორინგის პროცედურის პოსტმონიტორინგის
დიალოგით შეცვლა, რადგანაც ასეთი მიდგომა ამართლებს. მან აღნიშნა, რომ
უმნიშვნელოვანეს წარმატებასთან გვაქვს საქმე მაშინ, როცა დემოკრატიული
ცვლილება ხდება არჩევნების შემდეგ, რაც აშკარად დავინახეთ საქართველოს
მაგალითით, და რასაც სათავეში ედგა ქართული ოცნება.
ხუთშაბათი, 22 აპრილი
გაიმართა საქართველოს დელეგაციის უმრავლესობის წევრთა შეხვედრა
სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელთან, ფრანკ შვაბესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში დემოკრატიული
ინსტიტუტების მდგომარეობა და ისაუბრეს დელეგაციისა და ასამბლეის
პოლიტიკური ჯგუფის კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის
პერსპექტივებზე.
ამავე დღეს გაიმართა შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ
ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივან, ანდრეას კიფერსა და
საქართველოს დელეგაციის წევრებს, კახა კუჭავას, თამარ ტალიაშვილსა და
ლევან იოსელიანს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საარჩევნო
კანონმდებლობაში გასატარებელი ცვლილებებისა და მიმდინარე წელს,
საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებში დამკვირვებლად
კონგრესის წარმომადგენელთა ჩართულობაზე.
ანგარიში მოამზადა
ალექსანდრე რამიშვილმა